GiooO (RES) Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 Spoiler XXI საუკუნე მაღალი ტექნოლოგიების ერაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერის იდეა სრულიად რეალურად იქცა და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროდუქტი გახდა. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა კომპიუტერული გრაფიკაც, რამაც საშუალება მისცა დიზაინერებს შეექმნათ მაღალი დეტალიზაციის ინტერაქტიული გრაფიკული გამოსახულებები, რისი გამოყენებაც შემდგომში ვიდეო-თამაშებში მოხდა.საბრძოლო თამაშები:Crysis ,Battlefield – ერთერთი ყველაზე ცნობილი საბრძოლო თამაშები. საბრძოლო თამაშები კი დღესდღეისობით ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის გრაფიკული მხარეც იმდენად დაიხვეწა, რომ თითოეული სროლის, აფეთქებისა თუ მკვლელობის სცენა არაფრით ჩამოუვარდება მაღალი გარჩევადობით გადაღებულ ფილმს. რეალურობის შეგრძნებასთან ერთად ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანის ფსიქოლოგიურ მხარეზე მოახდინა ზეგავლენა, თუმცა ეს დღემდე დავის საგნად რჩება გავლენა დადებითი აღმოჩნდა თუ უარყოფითი. 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის მოქალაქემ, ანდრეს ბრეივიკმა ლეიბორისტების ახალგაზრდულ ბანაკში 69 ახალგაზრდა, ავტომატის შეუჩერებელი ჯერით ჩახოცა. დამნაშავის დაკითხვისას როდესაც საუბარი ტერორისტული აქტის დაგეგმვის ისტორიაზე მიდგა, ტერორისტმა ჩამოთვალა კომპიუტერული საბრძოლო თამაშები, რომლის საშუალებითაც იგი თამაშისას ფსიქოლოგიურ მზადებას გადიოდა ასეთი მასობრივი მკვლელობის ჩასადენად. საბედნიეროდ კი დღესდღეობით მაინც არსებობს ორგანიზაციები რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს ასაკობრივ ზღვარს უწესებენ და ამით მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ თუ რომელი თამაშია მიზანშეწონილი მათი შვილების ასაკში. თუმცა ალბათ საქართველოში მშობლების 99%-ს ამის შესახებ არაფერი სმენია. მსოფლიო განვითარებასთან ერთად მრავალი ტიპის პრობლემას აწყდება, რომელთა შედეგები, თუკი დღეს ერთი-ორი მაგალითით შემიფარგლება, ათეულობით წელიწადში სრულიად შესაძლებელია მასობრივი სახე მიიღოს. უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებებში კარგად ვხედავთ თუნდაც კომპიუტერული თამაშების გავლენას, ხოლო რა გავლენას მოახდენს ადრეული ბავშობიდანვე რეალური შეგრძნებების მომტან სისხლიან ორთაბრძოლებში ვირტუალური ჩაბმა, არც ისე ძნელი მისახვედრია. თუმცა ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს ინფორმაციის წყარო: Ful.Ge თუ არასწორ ადგილას დავდე შემისწორეთ )) Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 12 minutes ago, GiooO (RES) said: Reveal hidden contents ინფორმაციის წყარო: Ful.Ge @NvidiaFan good old dayz თემას რაც შეეხება, უკვე ზრდასრულ ადამიანს ტვნიში თავისით თუ არ უჭირს თამაშებმა არამგონია რამე გავლენა იქონიონ მის აზროვნებაზე. Link to comment Share on other sites More sharing options...
GiooO (RES) Posted June 3, 2016 Author Share Posted June 3, 2016 3 minutes ago, Gadget said: ზრდასრულ ადამიანს ტვნიში თავისით თუ არ უჭირს თამაშებმა არამგონია რამე გავლენა იქონიონ მის აზროვნებაზე. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 სხვა ქართული საიტებიდან ინფორმაციის კოპირება და აქ დადება თუნდაც წყაროს მითითებით ჩვენთან მიუღებელია ცოტა ხანში დავხურავ და შმედეგში გაითვალისწინეთ, მადლობა. Link to comment Share on other sites More sharing options...
GiooO (RES) Posted June 3, 2016 Author Share Posted June 3, 2016 1 hour ago, FC BARCELONA said: სხვა ქართული საიტებიდან ინფორმაციის კოპირება და აქ დადება თუნდაც წყაროს მითითებით ჩვენთან მიუღებელია ცოტა ხანში დავხურავ და შმედეგში გაითვალისწინეთ, მადლობა. ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ? დახურეთ ))) Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 1 hour ago, GiooO (RES) said: ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ? დახურეთ ))) 1:1-ში რო გადმოაკოპირებ გინდაც წყარო მიუთითო არაა მთლად "ლამაზი". ჯობია უცხოური სტატიებიდან მოიძიო და თარგმნო ინფორმაცია, ეგრე უფრო გაამდიდრებ ქართულ ვებსიცრცეს და ფორუმსაც წაადგება. ნიუსჰანთერის სტატუსი რამდენაც ვიცი მაგ გზით მოიპოვება. Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 1 hour ago, GiooO (RES) said: ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ? დახურეთ ))) როცა უცხორუიდან თარგმნი და თავად წერ მაშინ წყაროს მითითება სასურველია, როცა ქართული საიტიდან აკოპირებ არც ეგ წყაროს მითითებაა საკმარისი და არაფერი, რადგან აქ მხოლოდ ნათარგმნი/უნიკალური კონტენტი იწერება Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.