Jump to content

საბრძოლო თამაშები ფსიქოლოგიას აფუჭებს?


Recommended Posts

Spoiler

3a5422730aef.jpg

XXI საუკუნე მაღალი ტექნოლოგიების ერაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერის იდეა სრულიად რეალურად იქცა და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროდუქტი გახდა. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა კომპიუტერული გრაფიკაც, რამაც საშუალება მისცა დიზაინერებს შეექმნათ მაღალი დეტალიზაციის ინტერაქტიული გრაფიკული გამოსახულებები, რისი გამოყენებაც შემდგომში ვიდეო-თამაშებში მოხდა.

საბრძოლო თამაშები:
Crysis ,Battlefield – ერთერთი ყველაზე ცნობილი საბრძოლო თამაშები.

საბრძოლო თამაშები კი დღესდღეისობით ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის გრაფიკული მხარეც იმდენად დაიხვეწა, რომ თითოეული სროლის, აფეთქებისა თუ მკვლელობის სცენა არაფრით ჩამოუვარდება მაღალი გარჩევადობით გადაღებულ ფილმს. რეალურობის შეგრძნებასთან ერთად ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანის ფსიქოლოგიურ მხარეზე მოახდინა ზეგავლენა, თუმცა ეს დღემდე დავის საგნად რჩება გავლენა დადებითი აღმოჩნდა თუ უარყოფითი.

   2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის მოქალაქემ, ანდრეს ბრეივიკმა ლეიბორისტების ახალგაზრდულ ბანაკში 69 ახალგაზრდა, ავტომატის შეუჩერებელი ჯერით ჩახოცა. დამნაშავის დაკითხვისას როდესაც საუბარი ტერორისტული აქტის დაგეგმვის ისტორიაზე მიდგა, ტერორისტმა ჩამოთვალა კომპიუტერული საბრძოლო თამაშები, რომლის საშუალებითაც იგი თამაშისას ფსიქოლოგიურ მზადებას გადიოდა ასეთი მასობრივი მკვლელობის ჩასადენად.

საბედნიეროდ კი დღესდღეობით მაინც არსებობს ორგანიზაციები  რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს ასაკობრივ ზღვარს უწესებენ და ამით მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ თუ რომელი თამაშია მიზანშეწონილი მათი შვილების ასაკში. თუმცა ალბათ საქართველოში მშობლების 99%-ს ამის შესახებ არაფერი სმენია.

მსოფლიო განვითარებასთან ერთად მრავალი ტიპის პრობლემას აწყდება, რომელთა შედეგები, თუკი დღეს ერთი-ორი მაგალითით შემიფარგლება, ათეულობით წელიწადში სრულიად შესაძლებელია მასობრივი სახე მიიღოს. უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებებში კარგად ვხედავთ თუნდაც კომპიუტერული თამაშების გავლენას, ხოლო რა გავლენას მოახდენს ადრეული ბავშობიდანვე რეალური შეგრძნებების მომტან სისხლიან ორთაბრძოლებში ვირტუალური ჩაბმა, არც ისე ძნელი მისახვედრია. თუმცა ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge

თუ არასწორ ადგილას დავდე შემისწორეთ ))

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, GiooO (RES) said:
  Reveal hidden contents

3a5422730aef.jpg

ინფორმაციის წყარო: Ful.Ge

@NvidiaFan good old dayz :D

თემას რაც შეეხება, უკვე ზრდასრულ ადამიანს ტვნიში თავისით თუ არ უჭირს თამაშებმა არამგონია რამე გავლენა იქონიონ მის აზროვნებაზე.

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, Gadget said:

 

 ზრდასრულ ადამიანს ტვნიში თავისით თუ არ უჭირს თამაშებმა არამგონია რამე გავლენა იქონიონ მის აზროვნებაზე.

:yes:

Link to comment
Share on other sites

სხვა ქართული საიტებიდან ინფორმაციის კოპირება და აქ დადება თუნდაც წყაროს მითითებით ჩვენთან მიუღებელია :) ცოტა ხანში დავხურავ და შმედეგში გაითვალისწინეთ, მადლობა.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, FC BARCELONA said:

სხვა ქართული საიტებიდან ინფორმაციის კოპირება და აქ დადება თუნდაც წყაროს მითითებით ჩვენთან მიუღებელია :) ცოტა ხანში დავხურავ და შმედეგში გაითვალისწინეთ, მადლობა.

ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ?  დახურეთ ))) 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, GiooO (RES) said:

ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ?  დახურეთ ))) 

1:1-ში რო გადმოაკოპირებ გინდაც წყარო მიუთითო არაა მთლად "ლამაზი".

ჯობია უცხოური სტატიებიდან მოიძიო და თარგმნო ინფორმაცია, ეგრე უფრო გაამდიდრებ ქართულ ვებსიცრცეს და ფორუმსაც წაადგება. ნიუსჰანთერის სტატუსი რამდენაც ვიცი მაგ გზით მოიპოვება.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, GiooO (RES) said:

ვერ გავიგე თუ სხვა საიტიდან რაიმეს დადებ წყარო მიუთითეთო , ეხლა მიუღებელია სხვა საიტებიდან ინფორმაციის კოპირებაო და ვეღარ გავიგე მე მოვიფიქრო ინფორმაცია ?  დახურეთ ))) 

როცა უცხორუიდან თარგმნი და თავად წერ მაშინ წყაროს მითითება სასურველია, როცა ქართული საიტიდან აკოპირებ არც ეგ წყაროს მითითებაა საკმარისი და არაფერი, რადგან აქ მხოლოდ ნათარგმნი/უნიკალური კონტენტი იწერება

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.