Popular Post PAZA Posted June 2, 2016 Popular Post Share Posted June 2, 2016 მოგესალმებით, ამ თემაში განვიხილავ ნვიდიას მორიგ მონსტრს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა. მისი პერფომანსი ფასთან მიმართებაში ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო რადგან საკმაოდ კარგი ნახტომი გამოვიდა წინა სერიასთან შედარებით. MSI ის ეს მოდელი როგორ მისი წინამორბედები ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია :)) ნვიდიას "გიჟი" პერსონალის დამსახურებით არ გვიწევს დიდხანს ლოდინი ბარათების გამოსვლაზე, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტის განხილვაზე. როგორც ვიცით ეს სერია დაფუძნებულია Pascal GP104 ზე. ეს კარტა 980 ის შემცვლელია და სხვაობაც საკმაოდ დიდია ძალებში. ამ მონსტრის სიხშირეები შემდეგნაირია 1848 MHz (boost) / 1709 (base) MHz 8192 MB GDDR5X Zero Frozr ტექნოლოგიის წყალობით ვიდეოკარტა არის მაქსიმალურად ჩუმი, 60 გრადუსის შემდეგ ირთვება ფანები თუმცა მაინც იდეალურად დაბალ ხმაურის დონეს ინარჩუნებს. ასევე აქვს LED განათებაც რომელიც კონტროლირდება MSI Gaming APP ის მეშვეობით. ბარათისთვის საჭიროა 180 ვატი, თუმცა მწარმოებელი გვაძლევს რეკომენდაციას რომ დამატებით გვქონდეს 10-15 ვატი. აქვს დისპლეი პორტის 1.3/1.4 ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მზადაა როგორც 4კ ისე 8კ მონიტორებისათვის (2 კაბელის გამოყენებით). აქვს ასევე HDR interface ის საპორტი (DPR 1.4) რაც შეეხება პასკალის ახალ ტექნოლოგიებს, ერთ-ერთია SMP - Simultaneous Multi-Projection სინქრონული მულტი პროექცია, ბრწყინვალე ვარიანტია მათთვის ვინც 3 მონიტორს იყენებს. GPU Boost 3.0 მოკლედ რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ ისაა რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ ძაბვას იღებს ბარათი რაც საკმაოდ კარგი სიახლეა overclocker ებისათვის რადგან მაქსიმალუ სიხშირეებს მიაღწევენ ისე რომ შედარებით ადვილი იქნება ძაბვის რეგულირება რადგან ეს ტექნოლოგია თვითონ ბარათშია ჩადებული. An Update To SLI როგორც ვიცით 2 ზე მეტ ბარათს ვერ დავაყენებთ SLI ში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ცვლილებაა რადგან 3 და 4 ბარათის დაყენება ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება რადგან მესამე და მეოთხე ბარათები ვერ ავლენენ მაინც თავიანთ სრულ პოტენციალს. თუმცა აქვე დავამატებ იმას რომ არის საშუალება იმის რომ გადმოვწეროთ KEY აპლიკაცია ასე ვთქვათ და გაიხსნას 3 და 4 ბარათის მხარდაჭერა. სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავალთ გაგაცნობთ ტემპერატურებს და ხმაურის დონეს როგორც ვხედავთ საკმაოდ გრილი ბარათია და ხმაურის დონეც ძალიან დაბალი აქვს რაც უფრო მეტი სიამოვნების მიღებას იძლევა გეიმინგში ზემოთ ავღნიშნე და აქაც გავიმეორებ რომ დაუტვირთავ რეჟიმში ფანები გაჩერებულია და დატვირთულზე კი ხმაურის დონე შემდეგნაირია ახლა კი ტესტები, რომელთა ნახვის შემდეგ პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ოვერქლოქინგს ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ იდეალურია ეს ბარათი ფასთან მიმართებაში. ვისაც აქვს შეიძენს, ვისაც არ აქვს სურვილი არა მე გისურვებთ ყველას ისეთი სისტემები გქონოდეთ როგორიც თქვენ გულს გაუხარდება. ეს ჩემი პირველი თემაა და ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით თუ რამე ვერ გამოვიდა კარგად. P.S. ეს ბარათი ნამდვილად 8 GB იანია და არა 7.5 როგორც სჩვევია ნვიდიას "მოტეხვა" 500მბ ის :)) 16 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 ძალიან კარგია, მადლობა თემისთვის ბარათს რაც შეეხება კომენტარიც ზედმეტია ალბათ, ძალიან მაგარი ტიპია ამ ფასში, ვერაფერი დავუწუნე მე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 მადლობა რომ არ დაიზარე და დაწერე, საჭირო იყო ერთი თემა ამ ვიდეო ბარათზე, ავპინავ და ფბ ზეც გავიტან. რაც შეეხება ვიდეო ბარათს ძალიან კარგი რამე გამოუვია ენვიდიას 9.5/10 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gks Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 მართლა კარგი ბარათი ბარათია მაგრამ 4k ზე 60კწ_ში მაინც ვერ ქაჩავს. მგაისთვის ალბათ ti ვიერსია იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 4K-ზეც მშვენივრად ვითამაშებ, ქვეყანა და კადრის ხარისხიც არ დაიქცევა ზოგ პარამეტრს თუ დავუწევ და პლიუს კარტასაც რომ დავარაზგონებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted June 2, 2016 Share Posted June 2, 2016 ყოჩაღ paza, კარგი ხარ, პერფექთ... მე დრო აღარ მაქვს რომ თემები ვთარგმნო და ვწერო და აი ჩემს TIAN X-ს და 980 ti-ს მიმოხილვებს გადახედე, ანუ არქიტექტურის დონეზე რომ განიხილო თუ დრო გექნება დეტალურად რომ განიხილო 1080-ი და 1070-ი მასეთ თემას თუ გახსნი კარგი იქნება ან ვინმეს ვისაც დრო გაქვთ თავისუფალი, მე ფიზიკურად ვერ ვიცლი... 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
PAZA Posted June 2, 2016 Author Share Posted June 2, 2016 1 hour ago, NvidiaFan said: ყოჩაღ paza, კარგი ხარ, პერფექთ... მე დრო აღარ მაქვს რომ თემები ვთარგმნო და ვწერო და აი ჩემს TIAN X-ს და 980 ti-ს მიმოხილვებს გადახედე, ანუ არქიტექტურის დონეზე რომ განიხილო თუ დრო გექნება დეტალურად რომ განიხილო 1080-ი და 1070-ი მასეთ თემას თუ გახსნი კარგი იქნება ან ვინმეს ვისაც დრო გაქვთ თავისუფალი, მე ფიზიკურად ვერ ვიცლი... კი ვანო 1070 რო გამოვა დავდებ და იქ უფრო დეტალურად განვმარტავ არქიტექტურის შესახებ. მაინც პირველი თემა იყო და ნელ ნელა დავხვეწავ სტატიებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 3, 2016 Share Posted June 3, 2016 ამ კარტით არა მაგრამ 1080Ti 4K დაიჭერს ალბათ უმრავლესობა იგრებში 60ფპს რაზგონით მაინც ყოველგვარი აგრანიჩენიების გარეშე, 1170 მგონი უკვე უნდა მოერიოს 400$ ფარგლებში 4K გაფართოვებასაც, ეს სერია უფრო 2K გაფართოვებაზეა გათვლილი, ნუ სეტინგების დაწევით რაზგონით და პატარა ტვიკინგით 1070 გაქაჩავს 4K 40-45fps ბევრ თამასში 1080 კი 55-60ფპს იმუშავებს ვისაც ეგეთი ვარიანტი აწყობს, ნამდვილათ ძლიერი კარტებია ორივე 2K გაფართოვებაზე სათამაშოთ, 1080P ეგ კარტები მე თუ მკითხავ არც უნდა დაითრიო, მაგისთვის 980 სრულებით საკმარისია უკვე რომლის ფასი მალე ალბათ დაეცემა, ზაპასის გარეშე კი 780Ti-970 მშვენივრათ ერევა 1080P ახალ იგრებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted June 23, 2016 Share Posted June 23, 2016 გასული 6 თაობის ტოპ მოდელების საინეტრესო შედარება: http://www.techspot.com/article/1191-nvidia-geforce-six-generations-tested/ 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted June 23, 2016 Share Posted June 23, 2016 მადა ჭამაში მოდისო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 23, 2016 Share Posted June 23, 2016 2013 წლის მაისში გამოსული კარტა კიდე კარგათ უბერავს მე თუ მკითხავ ეხლანდელ იგრებში 1080P, პარამეტრებით ნამდვილათ ჩამოუვარდება 290 და 280X ცოტათი უგებს მთლიან ჯამში, მარტო კუდა კორების რაოდენობა კი ეხლანდელ თამაშებში არაფერს იძლევა დიდათ, GTX780 Ti უფრო ბრუტფორსით ეჭიდავება GTX970 ახალ თამაშებში, ოპტიმიზაცია იმაზე უფრო კარგი აქვს, ეხლა ეგ კარტა წამრადობით რეალურათ 290 და 290X შვაში დგას მაქსიმუმ, თუმცა ჯაბნიდა თავიდან 290X როგორც ჩემი 290 ბევრ იმ დროინდელ ტოპოვი თამაშებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bazuka Posted July 6, 2016 Share Posted July 6, 2016 ამ ტესტებიდან ჩემთვის გასაკვირი იყო 290-ის შედეგები საიდანაც აშკარაა, რომ ეს 3დ მარკები და ჯანდაბები ნვიდიას ბიჭია და რეალურად თამაშებში ბებერი 290 იქსის გარეშე ზოგ შემთხვევაში 980-ზე უკეთეს შედეგსაც დებს, და 970-ზე ნორმალურად წინ არის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.