Jump to content

Panthera Free


STI-228

Recommended Posts

Racer-ის შემქმნელები მუშაობენ ახალ უფასო სიმულატორზე, რომელიც ივნისის დასაწყისში უნდა გამოვიდეს. გთავაზობთ მცირედ ინფორმაციას მომავალ სიმულატორზე და რამოდენიმე ოფიალურ გვერდზე გავრცელებულ თამაშის სურათს.

Panthera Free

50face36d912.jpg

Cruden გააკეთებს უფასო Panthera-ს სიმულატორის პროგრამულ უზრუნველყოფას პაკეტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საავტომობილო და ავტოსპორტის ინჟინერებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელიც მათ ათავისუფლებს ყოლვეგვარი გადასახადისგან და შეზღუდვებისგან.

wrxeo.jpg

CRUDEN გვთავაზობს საკუთარ ნაქებ ღია არქიტექტურის მქონე PANTHERA სიმულატორის პროგრამულ ვერსიას

07e1ba7dccac.jpg

Panthera Free ხელმისაწვდომია ყველასთვის და მისი ჩართვა შესაძლებელი იქნება პერსონალურ კომპიუტერზე, ავტომობილის მოდელების უმრავლესობით.

Cruden თვითონ სიმულატორი და სიმულატორის პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი, მომავალში გააკეთბს საკუთარ უფასო Panthera-ს სიმულატორის პროგრამულ უზრუნველყოფის პაკეტს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საავტომობილო და ავტოსპორტის ინჟინერებისთვის და სტუდენტებისთვის, რაც მათ ათავისუფლებს workplace-ისგან და უნივერსიტეტის ლიცენზიის შეზღუდვისგან. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩართონ სიმულაცია, გააკეთონ მოდიფიკაცია და გააფართოონ მანქანის მოდელების რაოდენობა, დაამატონ ინტერფეისები პროგრამაში (hardware) და ასევე გამოიყენონ საკუთარი (custom) ავტომობილები და გზები.

Panthera Free იყენებს იგივე ღია ფიზიკის ინტეგრაციის ტექნოლოგიებს და state-of-the-art რენდერის ძრავს ისე, როგორც ლიცენზირებულ ვერსიას, რომელიც გამოიყენება საავტომობილო OEMs-ში და ავტოსპორტის კომპანიებში. შესაბამისად ის გვაწვდის საკუთარ ყველა desktop-ის სიმულაციის შესაბამის თვისებებს. Panthera-ს პროგრამების შემადგენლობაში შედის: Panthera ePhyse, გარე Matlab Simulink-ის ფიზიკის მოდული, რომელიც ბევრი 3D მანქანის მოდელის მარტივ ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა, Cruden’s Simulink-ის ავტომობილის მოდელი და ასევე CSVM-Lite.

ეს განცხადება ეხება Cruden-ის მიერ უახლესი Panthera-ს ვერსიის პირველად გაშვებას, რომელიც არის ცალკე გამოყოფილი (stand-alone) აპლიკაცია და გააჩნია გახსნილი არქიტექტურის სიმულატორის პროგრამული პაკეტი, რომლიც განკუთვნილია ნებისმიერ მომხმარებლის პერსონალური კომპიუტერისთვის და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის სტატიკური თუ მოძრავი (motion simulator). Panthera-ს რენდერის პერფორმანსი არის მოწინავე ლიდერი ინდუსტრიაში, რადგან გამოიმუშავებს 120-ზე მეტ კადრს წამში (FPS) WQXGA რეზოლუციაზე და ამავდროულად მოლოდინის/შეყოვნების დროს ინარჩუნებს ძალიან კარგად - 10 ms-ზე ქვემოთ. Panthera-ს გამოყენება არ არის ლიმიტირებული Cruden-ის პროგრამული უზრუნველყოფით; ის შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერ არსებულ ან ახალ ტექნიკაში. 

Cruden-ი Panthera-ს და Panthera-ს უფასო (Free) ვერსიების დემონსტრირებას დაიწყებს Automotive Testing Expo-ზე (Messe Stuttgart, რომელიც გაგრძელდება: 31 მაისი - 2 ივნისი, სტენდი დაიდგმევა 1169 ადგილზე), სადაც Panthera Free გაიცამა რეგისტრაციის შემდეგ. რათქმაუნდა ის ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება შოუს დასრულების შემდეგ, როგორც უფასო გადმოსაწერი სიმულატორი: http://www.cruden.com-დან. Cruden CEO, Maarten van Donselaar გააცნობს Panthera-ს და მის აპლიკაციებს ADAS-ზე და აგრეთვე ავტონომიური მანქანის კვლევის (autonomous vehicle research) შოუს გახსნილ ტექნოლოგიების ფორუმზე: ოთხშაბათს, 1 ივნისს 16:10 სთ-ზე.

18z2d.jpg

15mzv.jpg

3idfx.jpg

Cruden გვთვაზობს Panthera-ს უფასო (Free) ვერსიას, რადგან გავაკეთოთ ავტომობილის მოდელირება და სიმულაცია, რომელიც განხორციელდება: ინჟინრების, სტუდენტების და უბრალო ენთუზიასტების მიერ, რომლებსაც უკვე ამ პროგრამის დახმარებით ეძლევათ ექსპერიმენტების ჩატარების სრული თავისუფლება საკუთარ სახლებში ან საკუთარ სამუშაო ადგილებზე. მომხმარებლები შეძლებენ იმ ავტომობილის მოდელის თამაშში გადატანას, რომელსაც თავად შეარჩევენ და გამოაჩენენ მას ინტერფეისში. მოდელზე მცირე მუშაობის შემდეგ კი ისინი შეამოწმებენ ამ ყველაფერს კომპიუტერული საჭის და პედლების გამოყენებით. დეველოპერები აცხადებენ, რომ ყველა პროფესიონალური Panthera-ს აპლიკაციის ფუნქცია, რომელიც საჭიროა პერსონალური კომპიუტერის სიმულაციური გარემოსთვის შესულია Panthera-ს უფასო ვერსიაში. თუმცა, ვიზუალიზაცია სიმულატორის უფასო ვერსიაში (free version) არის ლიმიტირებული და შემოიფარგლება მხოლოდ single channel-ით - ამბობს Maarten van Donselaar-ი, CEO / Cruden-დან.

Panthera-ს უფასო (Free) ვერსია შეიცავს:

  • Panthera Core - მთავარ სიმულაციურ ძრავს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გააკეთონ იმ მანქანების სიმულაცია და ვიზუალი, რომელიც მოდელირებულია Simulink-ის დახმარებით ან გამოიყენონ საკუთარი ავტომობილის მოდელი
  • ePhyse - Matlab Simulink-ის ინტეგრაციის ფენა (layer) 
  • CSVM Lite – Simulink ავტომობილის მოდელი სადაც მძღოლს აქვს სიმულაცია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის მიერ
  • Session Manager Lite - მომხმარებელს თავიდან ბოლომდე შეუძლია კონფიგურაცია და  სიმულაციის კონტროლი
  • TrackEd - რედაქტორი, რომელიც გეხმარებათ მოამზადოთ გზები Panthera-ში გამოსაყენებლად
    Documentation - დოკუმენტაცია

97jsa.jpg

dplcs.jpg

სავარაუდოდ პროგრამა გაეშვება ივნისის დასაწყისში. Panthera-ს უფასო (Free) ვერსიის შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობდა Cruden-ის კლიენტების დახმარებით და აგრეთვე მექანიკური ინჟინერიის (mechanical engineering) ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ, რომელიც მდებარეობს შვედეთში სახელწოდებით - Chalmers University of Technology. სკოლამ შეიძინა Cruden A646-D3 სრული მოძრაობის (full motion) სიმულატორი შარშან (2015 წელს) და გააცნო ის უნივერსიტეტს კოლოქვიუმით (colloquium).

მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სიმულატორები, რომელიც მოითხოვს ინტერფეისებს motion პლატფორმებსითვის, პროფესიონალურ საჭის კავშირს (feedback), პედლებს და სხვა მოწყობილობებს (ასევე პროექტორის სისტემებს ან რამოდეიმე ეკრანს ერთად), ასეთ შემთხვევაში მათ აცილებლად დაჭირდებათ Cruden Panthera-ს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის პაკეტების შეძენა.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ეს Cruden საკმაოდ ძლიერი კომპანიაა ამ საქმეში. რედ ბულ რეისინგის ახალი სიმულატორიც ამათი გაკეთებულია: http://www.f1news.ru/tech/112565.shtml

 

P.S. SIM-ებში ხომ არ ჯობია წავიღოთ?

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Power_VANO said:

ეს Cruden საკმაოდ ძლიერი კომპანიაა ამ საქმეში. რედ ბულ რეისინგის ახალი სიმულატორიც ამათი გაკეთებულია: http://www.f1news.ru/tech/112565.shtml

 

P.S. SIM-ებში ხომ არ ჯობია წავიღოთ?

გამოვიდეს ჯერ და ვნახოთ რა იქნება. იმედია Racer-ზე ბევრად უკეთესი გამოუვათ :) 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გავრცელდა მცირე ახალი ინფორმაცია: Some initial comments after my chat with Edwin today

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გამოვიდა და შეგიძლიათ გადმოწეროთ: PANTHERA FREE IS HERE ! გადმოსაწერად უნდა ჩაწეროთ თქვენი მეილის მისამართი. მოგივათ შეტყობინება და 10 კითხიანი ტესტი შესავსებად. შეავსებთ და მაშინვე მიიღებთ გადმოსაწერ ბმულს :)

Link to comment
Share on other sites

ინფოებს ვეძებდი გუშინ და ამ კომპანიის, Cruden-ის აწყობილი სიმულატორები ჰქონია Formula 1-ის გუნდების უმეტესობას. გამოცდილი კომპანიაა ამ საქმეში როგორც ჩანს.

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, Power_VANO said:

ინფოებს ვეძებდი გუშინ და ამ კომპანიის, Cruden-ის აწყობილი სიმულატორები ჰქონია Formula 1-ის გუნდების უმეტესობას. გამოცდილი კომპანიაა ამ საქმეში როგორც ჩანს.

კი, Cruden-ი ბევრ რამეს კიდებს ხელს. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ მაგათი ტექნოლოგიები უკვე მოძველებულია. ჯერ ისევ Pacejka-ს საბურავის მოდელს იყენებენ. არადა ეგ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა: 3 Approaches for Driving Simulator Tire Models

აქ მეოთხე ადგილი უკავიათ: 6 Of The World's Most Amazing Racing Simulators

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, STI-228 said:

კი, Cruden-ი ბევრ რამეს კიდებს ხელს. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ მაგათი ტექნოლოგიები უკვე მოძველებულია. ჯერ ისევ Pacejka-ს საბურავის მოდელს იყენებენ. არადა ეგ უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა: 3 Approaches for Driving Simulator Tire Models

აქ მეოთხე ადგილი უკავიათ: 6 Of The World's Most Amazing Racing Simulators

აუ რა სიმებია :)

 

ეს უფასო რომაა მაგიტომ ხომ არიყენებენ მაგ ძველ ტექნოლოგიებს?

ფასიან ვერსიაშიც იგივე აქვთ?

 

F1-ის ამბებში ეტყობა აქვთ სიახლეებიც, რადგან RBR-ს ახალი სიმი ამათი გაკეთებულია და დაჟე ისეა გაკეთებული, რომ მანქანის რეალურ ნაწილებსაც კი გავტესტავთო :D 

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Power_VANO said:

აუ რა სიმებია :)

 

ეს უფასო რომაა მაგიტომ ხომ არიყენებენ მაგ ძველ ტექნოლოგიებს?

ფასიან ვერსიაშიც იგივე აქვთ?

 

F1-ის ამბებში ეტყობა აქვთ სიახლეებიც, რადგან RBR-ს ახალი სიმი ამათი გაკეთებულია და დაჟე ისეა გაკეთებული, რომ მანქანის რეალურ ნაწილებსაც კი გავტესტავთო :D 

არა, ზუსტად იგივეა რაც ფასიანი. ეს არის ერთადერთი ვიდეო რაც ვნახე Panthera-ზე :)

 

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

გამოვიდა უკვე და ვხურავ ამ თემასაც და არქივში გადამაქვს, ჩამოუვლი ეხლა სხვა თამაშების თემებსაც და რამე თუ გამოსულია უკვე და აღარაა ბეტა სტადიაში დავხურავ მაგ თამაშების თემებსაც

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.