Jump to content

Racer - Free car simulator project (2014)


STI-228

Recommended Posts

Racer (simulator)

f207b448e276.jpg

Racer - სრული სახელი: Racer Free Car Simulation არის სრულიად უფასო (freeware) და ყველასათვის ხელმისაწვდომი (source available) ვიდეო თამაში - სიმულატორი (simulator), რომელიც მუშაობს Microsoft Windows, Linux, და Mac OS X პლატფორმაზე.

Racer-ი შეიქმნა როგორც მართვის სიმულატორი და მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომლის ნახვაც ჩვეულებრივ შესაძლებელია სხვა სარბოლო სიმულატორებში. კონკრეტულად კი ისეთი ფუნქციების როგორიცაა: შეჯიბრი ბოტ (AI) მანქანებთან ან რეალურ ოპონენტებთან და მრავალი მოთამაშის რეჟიმის (multiplayer mode) გამოყენება. თუ Racer-ს შევადარებთ სხვა კომერციულ სარბოლო თამაშებს, მაშინ მის სუსტ მხარეებად ჩაითვლება ის რომ: სიმულატორში არ არის ცვეთა/დაზიანების ფიზიკა და კარიერის რეჟიმი (career mode). Racer-ი რენდერისთვის იყენებს OpenGL-ს და არა DirectX-ს. უფასო ვერსიასთან ერთად არსებობს ფასიანიც და ესაა: Cruden-ი.

Cruden-ზე საუბარი მეხუთე გადაცემაში (Fifth Gear):

 

Racer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის გახსნილობა. პროგრამული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია მხოლოდ შემქმნელის რუდ ვან გალის მიერ, მაგრამ მანქანები, გზები და სხვა ინფორმაცია მოცემულია და ახსნილია დოკუმენტებში. ასევე, მანქანის და გზების შექმნის ინსტრუმენტები მოთავსებულია თამაშის მთავარ საქაღალდეში. სწორედ ამის შედეგად შეიქმნა და გამოიცა დიდი რაოდენობით მანქანები შემდეგი სახესხვაობით: Formula One, GT, vintage, სატვირთო, სედანები და ა. შ. აგრეთვე, გავრცელდა სხვადასხვა სახის გზები: დაწყებული ჭეშმარტი სარბოლო გზებით და დამთავრებული დრაგით (drag strips), მთიანი გზებით და თქვენ წარმოიდგინეთ ავტოსადგომებითაც.

Racer პირველად გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს და ამ დღიდან მოყოლებული მუდმივ განახლებაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Racer-ის მოყვარული საზოგადოების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. Racer-ის მთავარი ფორუმი და სპეციალური განყოფილება გახსნილია და დიდი ხანია არსებობს RaceDepartment-ის ფორუმზე.

ლიცენზია:

Racer-ის პროგრამა არის სრულიად უფასო (freeware) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას არაკომერციული მიზნებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოდის ძველი ვერსია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია (source code). მანქანებს და გზებს გააჩნია სხვადასხვა სახის ლიცენზია და მათი გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, Racer-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი ღია ფორმატი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მისი სუსტი მხარეა: მისი დახურული წყარო (closed-source stance) და დეველოპერების გუნდი. Racer-ის საზოგადოება ხელს უწყობს ტესტირებას და ხშირად რჩევას აძლევს დეველოპერებს რა ფუნქციები დაამატონ თამაშს მომავალში. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ Racer-ის დეველოპერები ძალიან არიან დამოკიდებულნი დროზე და ამიტომ ვერ ახერხებენ არსებულის განვითარებას, რაც განაპირობებს იმას, რომ განახლებები ხდება ძალიან იშვიათად. თუმცა როდესაც განახლება გამოდის, ის შეიცავს არაერთ სიახლეს, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს საკუთარი მანქანების ან გზების მოდიფიკაციასა და განვითარებაში.

თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://racer.nl
მოდები და გზები: Racer Free Car Simulation | ВКонтакте

ჩემი გადაღებული სურათები:
i0fmd_thumb.jpg jdsoi_thumb.jpg 6w9uk_thumb.jpg r7ssg_thumb.jpg 885fd_thumb.jpg 4t64m_thumb.jpg jbycc_thumb.jpg vmyvn_thumb.jpg 4kf8k_thumb.jpg 21abu_thumb.jpg g2ciu_thumb.jpg dc1xr_thumb.jpg v5xjr_thumb.jpg e6imq_thumb.jpg lvz7h_thumb.jpg ticzd_thumb.jpg


თამაშის გადმოსაწერი ბმული მოდებით: Racer Free Car Simulation (Racer Pack 2 - V0.8.45)

მოთხოვნები:

  • Windows XP/2003-Server/Vista/Windows 7 (32/64 bits); Pentium IV ან AMD პროცესორი. ნებსიმიერი 1Ghz-იანი იმუშავებს ნორმალურად, მაგრამ კარგი ვიდეო დაფის ქონდა მნიშვნელოვანია.
  • გაითვალისწინეთ, რომ სიმულატორის beta ვერსიებს არ აქვს Windows 95/98/ME (პრობლემები font-ებთან დაკავშირებით) მხარდაჭერა.
  • კარგი 3D ვიდეო დაფა (OpenGL-ის და Cg-ის მხარდაჭერით) ისეთი როგორც nVidia (სასურველია) ან AMD/ATI. დეველოპერები ძირითადად მუშაობენ მხოლოდ nVidia-ს ბარათებზე (და drivers-ებზე), ასე რომ რეკომენდირებულია მისი ქონა Race-ისთვის. nVidia 8800GT ან ნებისმიერი ახალი ვიდეო დაფის ქონა სასურველია.
  • DirectX9.0c ან უკეთესი.

ვიდეოები:

 

ehune01 და Skybh (გადმოსაწერი ბმულის სანახავად ჩამოშალეთ ვიდეოს აღწერა).

დროა გავაკეთო პატარა სერვერზე შესვლის გზამკვლევი. იმისთვის, რომ Racer-ი ითამაშოთ მეგობრებთან ერთად, ამისთვის საჭიროა გქონდეთ:

- Racer-ის 090RC6-ზე ახალი ვერსია (სასურველია RC10).

ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ, ამიტომ გავაკეთე თამაშის ვერსია სადაც უკვე დავამატე სერვერზე შესასვლელად საჭირო ყველა მანქანა და გზა. ამიტომ გადმოწერეთ ეს ვერსია: Racer v0.9.0 RC10 (22-8-2014)

ამაარქივების შემდეგ ჩართეთ თამაში (დაყენება არაა საჭირო) და გაასწორეთ რეზოლუცია და კონტროლები. ამის შემდეგ მიყევით ინსტრუქციას პუნქტების და სურათების მიხედვით.

1) თამაშის მენიუში ნახეთ "Multiplayer lobby" და შედით. 

u1vpc_thumb.jpg

2) დააწკაპუნეთ მაუსი nl lobby-ზე (<= Server-ზე)

l74us_thumb.jpg

3)  წაშალეთ lobby.racer.nl 

fc0fk_thumb.jpg

4) და ჩააკოპირეთ df-racing.ddns.net 

q49p1_thumb.jpg

5) შემდეგ დააჭირეთ Ok-ს. ამის შემდეგ გაიგებთ ხმას და ქვემოთ დაინახავთ წარწერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ Lobby-ს df-racing.ddns.net-ზე.

6) ზემოთ მარჯვენა მხარეს დაინახვთ გრაფას Nick და დააწკაპუნეთ მასზე მაუსის ღილაკით, რადგან შეცვალოთ ორიგინალი სერვერის მიერ მინიჭებული სახელი.

upwnn_thumb.jpg

7) წაშალეთ MyNick და

c94qx_thumb.jpg

8) ჩაწერეთ თქვენი სახელი. ბოლოს დააჭირეთ Ok-ს.

kxm16_thumb.jpg

9) პუნქტს "Hide unjoinable races"

qqakl_thumb.jpg

მოუშალეთ მონიშვნა, რადგან დაინახოთ თავისუფალი სერვერი.

94e6b_thumb.jpg

10) მონიშვნის მოხსნისთანავე გამოჩნდება სერვერი :) 

gmdzj_thumb.jpg

11) დააწკაპუნეთ სერვერის სახელზე ორჯერ ან უფრო უკეთესია მონიშნოთ სერვერი (მაუსის მის დასახელებაზე ერთი დაკლიკებით) და დააჭიროთ ღილაკ Join-ს. ღილაკზე დაჭერისთანავე გაიგებთ ხმას და დაიწყება 30 წამიანი ათვლა სერვერზე შესასვლელად.

jj9uy_thumb.jpg

30 წამის გასვლის შემდეგ გამოჩნდება გზის ჩატვირთვის სურათი (რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ).

i08q8_thumb.jpg

სერვერზე შესვლისთანავე ირთვება შუქნიშანი 

bm4c3_thumb.jpg

და იწება რბოლა.

ayr9p_thumb.jpg

სულ ეს არის, სასიამოვნო გართობას გისურვებთ :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

თამაშის კონტროლები (Controls):

Racer-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის კონტროლერი: საჭე, მაუსი და კლავიატურა.

S - მანქანის დაქოქვა (Start the engine)
L - მაშუქების ჩართვა (Lights)
P - შეჩერება (pause)

Ctrl + (მოიცავს რამოდენიმე ფუნქციას, რომელიც გვეხმარება ყველა პანელის გაქრობაში, რადგან გადავიღოთ სუფთა სურათი) 

- V - მაჩვენებელთა დაფა (Clocks) 
- G - სიჩქარე, სიჩქარეში გადართვა (Racing) 
- F - კადრების რაოდენობა წამში (FPS) 

Shift + (აგრეთვე შეიცავს რამოდენიმე ფუნქციას)

- A - ავტო პილოტის (auto pilot) ჩართვა მაშინ თუ გზაზე ჩაწერილია წრის გავლის მარშუტი. ასეთ შემთხვევაში მანქანა ივლის გზაზე, ჩვენი დახმარების გარეშე (როგორც AI).

- F - მანქანის აღდგენა (restoration of the car)
- R - თავიდან დაწყება (restart)

- ~ - Console-ის ბრძანებები (commands) - მოცემული ბრძანებების შეყვანის შემდეგ ხდება:

Console-ის გრაფის გამოსაჩენად კლავიატურაზე აჭერთ ღილაკთა კომბინაციას Shift + ~ (Tilde-ს ღილაკს)

snow 1 - იწყება თოვლი
snow -1 - იზრდება თოვლიან საფარზე მოჭიდება (traction)
rain 1 - იწყება წვიმა

(რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ 1-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ციფრი)

Console-ის კიდევ 2 ბრძანება:

Start engine - ძრავის დაქოქვა (იგივეა რაც კლავიატურაზე "S" ღილაკის ფუნქცია)
Stop engine - ძრავის ჩაქრობა/გათიშვა (the engine stalls) - "S" ღილაკით ეს ვერ ხერხდება, ამიტომ თუ ძრავის გამორთვა დაგჭირდებათ, მაშინ შეიყვანეთ მოცემული ბრძანება Console-ში
 
F1 - სახაზავი, რომლითაც იზომება წრის დრო (Ruler to measure time lap) 
F2 - გამეორების წარდგენა (Including replays) 
F4 - სარკეების ჩართვა/გამორთვა, სარკეების ჩართვა + ვირტუალური სარკე (Mirror) 
F5 - ყველა მართვის დამხმარე სისტემის (all control systems driving)  ჩართვა/გამორთვა (Enable/Disable) 
F6 - რუკა (Map) 
F9 - საუბარი/მიმოწერა (Chat) 
F12 - სურათის გადაღება (Screenshots) 

სურათები ინახება Racer-ის მთავარ საქაღალდეში: Racer/data/dump

მანქანის გადატანა Racer-ში: გაკვეთილები :)

ჩემი პირველი ექსპორტი racer-ის 0655 ვერსიაში:

r03sv.jpg

njnr5.jpg

 

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...
  • 8 months later...

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.