Jump to content

Nvidia Tesla M10 (4 GPUs)


Recommended Posts

NVIDIA-მ გამოუშვა Tesla M10 graphics card რომელსაც აქვს 4 maxwell-ს GPU ერთ PCB-ზე, დიახ არ მოგჩვენებიათ 4 GPU ერთ PCB-ზე! Tesla M10 განკუთვნილია Virtual PC-სა და ვირტუალური პროგრამებისთვის.

391e093dc9c8.jpg

მას აქვს 64 ვირტუალ უზერამდე მხარდაჭერა. თითო GPU-ზე 16 მომხმარებელი.

NVIDIA Tesla M40 Accelerator

Tesla M60-სგან განსხვავებით რომელიც ოპტიმიზირებულია performance-ზე ან Tesla M6-სგან განსხვავებით რომელიც blade optimized გადაწყვეტილებაა, Tesla M10 იქნება

nvidia-ს user density ოპტიმიზირებული გადაწყვეტილება.

2182ead0db86.jpg

რაც ნიშნავს რომ მასზე მუშაობა შეეძლება ერთდროულად ბევრ მომხმარებელს. nvidia ასევე თანამშრომლობს

ბევრ ვირტუალიზაციის კომპანიებთან და სთავაზობს remote desktop სესიებს 2$-ად თვეში და ვირტუალურ PC-ებს 6$-ად თვეში.

c0e4b82f3563.jpg

 

NVIDIA Tesla M10 -ს მონაცემები:

როგორც ზემოთ ავღნიშნე Tesla M10 შედგება 4 GPU-საგან. გამოყენებული GPU-ებია GM107 რომელიც წარმოადგენს 2014 წლის nvidia-ს ყველაზე ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებას.

თითოეულ GPU-ს აქვს 640 CUDA cores და 8 GB GDDR5 მეხსიერება. სულ ვიდეობარათს აქვს 2560 CUDA cores და 32 GB GDDR5 მეხსიერება ერთ PCB-ზე.

მთელი ვიდეობარათი არის პასიური გაგრილებით. ვიდეობარათი არის 225W TDP რომელიც ერთი 8-Pin connector-თ მიეწოდება. ბარათი განკუთვნილია მჭიდრო rack სერვერებისთვის.

ვიდეობარათს აქვს მაქსიმუმ 64 Virtual GPU ინსტანციისა და 28 H.264 1080p 30 FPS სტრიმის საშუალება. თითოეულ მომხმარებელს აქვს წვდომა 512 MB VRAM-თან. Dual Tesla M10 კონფიგურაციას აქვს 124 ვირტუალ GPU instances-ს მხარდაჭერა!

edbd116cba9d.jpg

ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ის რომ ეს არის ენტერპრაიზ ბაზრისთვის განკუთვნილი ნაწილი გვაფიქრებინებს რომ მისი ფასი არც ისე დაბალი იქნება.

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

მაგარია, მაგრამ უფრო მაგარი იქნებოდა HBM-ს მეხსიერებაზე რომ დაესვათ

Link to comment
Share on other sites

ვაა ეს რაღაც ახალია, უფრო სწორად ძველი, მაგრამ დავიწყებული, ხო კარგად ხარ? დიდი ხანია Nvidia-ზე თემა არ გაგიხსნია (დადებით)-ს ვგულისხმობ რათქმაუნდა...

სერიოზული ნამუშევარია ძალიან, უბრალოდ ყველაზე დიდი პრობლემა გაგრილება რჩება რა, მაგრად გახურდება ეს კარტა ამ გაგარილებით... სამაგიეროდ პლიუსი ის არის რომ იქნება საოცრად ჩუმი...

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, NvidiaFan said:

ვაა ეს რაღაც ახალია, უფრო სწორად ძველი, მაგრამ დავიწყებული, ხო კარგად ხარ? დიდი ხანია Nvidia-ზე თემა არ გაგიხსნია (დადებით)-ს ვგულისხმობ რათქმაუნდა...

არ მოუციათ საბაბი...

4-მა GPU-მ ერთ PCB-ზე მომხიბლა.

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, NvidiaFan said:

ყველაზე დიდი პრობლემა გაგრილება რჩება

სერვერებისთვის იქნება გათვლილი სადაც ქარაშოტია მაქსიმუმ 15 გრასუსზე, სხვანაირად ადღდება მაგ გაგრილების პატრონი :D 

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, Gogla1990 said:

სერვერებისთვის იქნება გათვლილი სადაც ქარაშოტია მაქსიმუმ 15 გრასუსზე, სხვანაირად ადღდება მაგ გაგრილების პატრონი :D 

ჰო მაგრამ აქ მთავარი პრობლემა პარალელურ რეჟიმში 100%-ზე რომ დაიტვირტება 4-ვე GPU ის PCB სერვერისთვის კიარა თუ გინდა ნასას სუპერკომპიუტერზე დააყენე მაინც გახურდება თუ ცალკე გაგრილების წყარო არ შეუქმენი, სავარაუდოდ მსგავს ხერხს მოუფიქრებენ ამააც...

Link to comment
Share on other sites

Just now, NvidiaFan said:

100%-ზე რომ დაიტვირტება 4-ვე GPU ის PCB სერვერისთვის კიარა თუ გინდა ნასას სუპერკომპიუტერზე დააყენე მაინც გახურდება თუ ცალკე გაგრილების წყარო არ შეუქმენი

მაგ შემთხვევაში დააგდებს სიხშირეს და არ გადახურდება რა პრობლემაა, არ სჩვევია ენვიდიას ეგეთები თუ? :D 

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, Gogla1990 said:

მაგ შემთხვევაში დააგდებს სიხშირეს და არ გადახურდება რა პრობლემაა, არ სჩვევია ენვიდიას ეგეთები თუ? :D 

მანამდე თუ გაუშვა ბოლი კარგად მეყოლონ მერე...

ხუმრობა იქით იყოს და მინუსი ვუპოვნე...

SLI-ს დასაერთებელი არ აქვს...

giphy.gif

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, NvidiaFan said:

მანამდე თუ გაუშვა ბოლი კარგად მეყოლონ მერე...

ხუმრობა იქით იყოს და მინუსი ვუპოვნე...

 

  Reveal hidden contents

 

SLI-ს დასაერთებელი ამას არ ჭირდება ისედაც შეგიძლია ორი ასეთი ამუშავო ერთად.

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, NvidiaFan said:

მანამდე თუ გაუშვა ბოლი კარგად მეყოლონ მერე...

არ იზავს ეგრე მარტივად მაგ საქმეს ძაღლი ენვიდია :D

სულ ახალი 760 გავყიდე 2 დღის წინ, გავხსენი ყუთი, ამოვიღე კარტა და ჩავსვი კომპში
გავუშვი ტესტი და დაიწყო 1150 მეგაჰერცით,მოიმატა ტემპერატურამ და ჩამოვიდა ნელნელა სიხშირე დაბლა, 2 წუთის შემდეგ ტემპერატურა 82 გრადუსი იყო, ხოლო სიხშირე 990 თუ სწორად მახსოვს :)

იგივეს შვრება ამდ-ს რეფერენს მოდელები, მაგალითად 290 და 290X-ები, ხურდებიამ სასტიკად და მერე სიხშირეს აგდებენ

ხოდა მოკლედ რეფერენსი კარტების დედაც ენვიდია იქნება თუ ამდ :D 

 

Link to comment
Share on other sites

საინტერესო რა ფასი ექნება. ამის მომხარებლები მხოლოდ ფირმები და კორპორაციები თუ იქნება როგორიც ამაზონის ვებ სერვისებია https://aws.amazon.com/free/

ალბათ 5000 $ მაინც ეღირება.

რაიმე იაფიანი ვერსია უბრალო მოკვდავებისთვის რომ გამოუშვან კარგი იქნება

Link to comment
Share on other sites

მე არ მესმის პასიური გაგრილებით რატოა

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.