Jump to content

Meizu MX4 Ubuntu Edition


Recommended Posts

მოგესალმებით. ესეც კიდევ ერთი UBUNTU phone-ბის ოჯახის წარმომადგენელი. შესანიშნავი მოდელი meizu-სგან Meizu MX4 Ubuntu Edition. ალბათ გაგიგიათ ამ მოდელის შესახებ რადგან მისი andorid-ვარიანტიც არსებობს.

b53374bbf26f.jpg

მისი დიზაინი მოგვაგონებს iPhone 6-ს. მომრგვალებული კიდეები, მომრგვალებული კუთხეები, მრგვალი home ღილაკი. meizu-მ დაიმსახურა სახელი როგორც ჩინური კლონირების კომპანია :)

თუმცა როდესაც საქმე ჰარდთან გვაქ აქ უკვე სულ სხვა სიტუაციაა. 

რვაბირთვიანი Mediatek 6595 CPU და 2GB RAM საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ფურცელზე იგივე iphone 6-თან შედარებით. მას ასევე გააჩნია 5.36-inch-იანი IPS LCD ეკრანი 1920 x 1152 გაფართოებითა და 418 ppi-თ. მისი სიკაშკაშის მაჩვენებელია 486cd/m2 რომელიც უფრო ნათელია ვიდრე HTC One M9 და LG G4. ეკრანის contrast ratio არის 1,361:1 რაც საკმაოდ იშვიათია და მისი ფერების სიზუსტეც შესანიშნავია. მას ნაკაწრებისგან იცავს Gorilla Glass. მარცხენა ზედა კუთხეში განლაგებულია headphone jack და power button. მარცხენა მხარეს არის ხმის აწევა-დაწევის ღილაკები, დაბლა კი  micro USB port მიკროფონთან და დინამიკთან ერთად

61bba735d501.jpg 

829f03eb1d3a.jpg

ტელეფონის ზომებია 144 x 75.2 x 8.9 mm ხოლო წონა 147g. ის შესანიშნავად გამოიყურება და ხელშიც ძალზედ კომფორტულია. გააჩნია შესანიშნავი build quality. დამზადებულია ალუმინის შენადნობისგან. მისი უკანა ხუფი, რომელიც იხსნება არ იტყობს თითის ანაბეჭდებს. მისი დიდი ბატარეაა რომელიც 3100mAh-იანია და იოლად გაგიძლებთ მთელ დღეს.

ტელეფონი გამოდის 3 სხვადასხვა ვერსიით ესენია: 16GB, 32GB და 64GB. მას არ გააჩნია microSD-ბარათის წამკითხავი. კავშირის საშუალებებია 4G SIM card support და 802.11ac Wi-FI. 

მისი მთავარი ღირსება არის კამერა. ტელეფონს აქვს  20.7MP-იანი Sony-ს სენსორი რომელსაც აქვს 4K რეჟიმში ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა. Ubuntu Phone-ს კამერის აპლიკაცია საკმაოდ მარტივია და საკმაოდ გაქვს android-ს სტოკ კამერის აპლიკაციას. აქვს HDR, დროისა და გადაღებული კადრის კომპოზიციის საშუალება, შეგიძლიათ აირჩიოთ fine, normal და basic ხარისხის სეთინგებიდან. ეკრანზე ხელის შეხებით ხდება ფოკუსის გასწორება და ასევე ეკრანზე განლაგებული დიდი ღილაკით შეძლებთ სურათის გადაღებას. ტელეფონს არ გააჩნია კამერისთვის ცალკე ღილაკები.

წინა კამერად წარმოდგენილია 2MP-იანი სენსორი რომელიც თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს.

b436f2672689.jpg

ფასი შეადგენს 300 ევროს.

მისი და სხვა Ubuntu OS-ზე მომუშავე სმარტფონების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ UBuntu-ს გვერდიდან. http://www.ubuntu.com/phone/devices

იხილეთ review და unboxing

 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ჩემის აზრით ძალიან კარგია ეგეთი ტელეფონი რომ გამოდის :)

ფასები ვერ ვნახე ამ თემებში 

ეხლა დრო არ მაქვს მორიგე ვარ

მერე გადავხედავ ერთი ვიდეო მიმოხილვებს რას შვებიან real სიუაციებში 

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, სოსო said:

ჩემის აზრით ძალიან კარგია ეგეთი ტელეფონი რომ გამოდის :)

ფასები ვერ ვნახე ამ თემებში 

ეხლა დრო არ მაქვს მორიგე ვარ

მერე გადავხედავ ერთი ვიდეო მიმოხილვებს რას შვებიან real სიუაციებში 

მიწერია ფასები ყველა ტელეფონზე დაბლა ვიდეოს თავზე. ლინკიც მიდევს ოფიციალურ საიტიდან სადაც ფასებიცაა და ყიდვაც შეიძლება.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.