მათე Posted May 21, 2016 Share Posted May 21, 2016 მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ კიდევ ერთ Ubuntu Phone lineup-ს წევერს BQ Aquaris E4.5. ის Ubuntu phone-ბში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი მოდელია. €169.90 (around £127, $194, AU$249), BQ Aquaris E45 Ubuntu Edition წარმოადგენს ბიუჯეტურ სმარტფონს, რომელიც ითვლება ისეთი ტელეფონების კონკურენტად როგორებიცაა Moto G და ZTE Kis 3 Max. მიუხედავად ასეთი დაბალი ფასისა მას მაინც უჭირს კონკურენციის გაწევა დაბალბიუჯეტურ android და WP სმარტფონებთან მისი OS-ს გამო, რადგან მასზე გაცილებით ნაკლები აპლიკაციებია ვიდრე android-ზე ან WP-ზე. Nokia Lumia 735-ც კი უკეთესია ამ საკითხში რაც საჭირო აპლიკაციების არსებობას გულისხმობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ Ubuntu OS-ც და მისი Store-ც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. ეს მოდელი არის პირველი სმარტფონი რომელიც მუშაობდა Ubuntu OS-ზე. ის გარეგნობით უცებ მოგვაგონებს iphone 4-ს თუმცა მისგან განსხვავებით Ubuntu phone მთლიანად პლასტმასისგანაა დამზადებული. ხელიდან იოლად არ ცურავს და არც თითის ანაბეჭდები ეტყობა. მისი ზომებია 137 x 67 x 9 mm ხოლო წონა 123g რაც ტელეფონს საკმაოდ კომფორტულს ხდის თუ გავითვალისწინებთ მისი ეკრანის ზომასაც რომელიც 4.5-inch-ს შეადგენს. ეკრანი დამზადებულია IPS ტექნოლოგიით და აქვს HD 540 x 960 გაფართოება 240 ppi-თ. ტელეფონი არის ორსიმიანი და მისი უფროსი ძმისგან განსხვავებით აქვს microSD-ს სლოტი 32 GB-მდე. ეს ძალზედ გამოსადეგია რადგან ტელეფონს მხოლოდ და მხოლოდ 8 GB შიდა მეხსიერება აქვს, რომლიდანაც 5.5 GB-ა თავისუფალი მომხმარებლისთვის. მას ამუშავებს 4 ბირთვიანი mediatek-ს 1.3 GHz-ს მქონე პროცესორი 1 GB RAM-თან ერთად. აქვს 8 Mpixel-იანი მთავარი და 5 Mpixel-იანი წინა ხედვის კამერა. მას გააჩნია საინტერესო ფუნქცია რომლითაც მისი 8 და 5 Mpixel-იანი სურათები ინტერპოლირდება შესაბამისად 13 და 8 mpixel-იან სურათებად. ტელეფონს აქვს 1080p რეჟიმში ვიდეოგადაღების შესაძლებლობა. მის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფს 2150mAh non removable battery. კავშირის საშუალებებია Wi-Fi, GPS, Bluetooth, FM. ტელეფონს აქვს Proximity სენსორი, Ambient light სენსორი, Accelerometer და Gyroscope. FM რადიოს ქონა ერთ-ერთ დიდ პლიუსად ითვლება ამ ტელეფონისთვის, თუმცა 4G-ს არ ქონა დიდი მინუსია. ფასი შეადგენს 169.9 ევროს. მისი და სხვა Ubuntu OS-ზე მომუშავე სმარტფონების ყიდვა შეგიძლიათ პირდაპირ UBuntu-ს გვერდიდან. http://www.ubuntu.com/phone/devices იხილეთ review და unboxing 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.