Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

რამდენიმე კვირის ჭორი გავრცელდა რომ თამაში XCOM, რომელიც 2010 წელს დაანონსდა და 2006 წლიდან მოყოლებული დეველოპინგის პროცესში იყო, გაუქმდა. მოგვიანებით 2K Games-მა დომეინები დაარეგისტრირა, რომელშიც The Bureau ფიგურირებდა, დღეს კი The Bureau: XCOM Declassified ოფიციალურად დაანონსდა. თამაში ამ წლის 20 აგვისტოს გამოვა PC, PS3 და X360 პლათფორმაზე
 


 
თამაშის მოქმედება 1962 წელს ვითარდება, ისტორია მოგვითხრობს XCOM ორგანიზაციის წარმომავლობის შესახებ. დასაწყისიდან კომპანია დაარსდა იმ მიზნით რომ თვალყური ედევნებინა საბჭოთა კავშირის მოქმედებებისათვის ცივი ომის პერიოდში. თუმცა როდესაც დედამიწას თავს დაესხმებიან უცხო პლანეტელები, ბიუროსა და მთავარი გმირის უილიამ კარტერის (William Carter) დავალებები მნიშვნელოვნად იცვლება.
 
თამაშის სამხატვრო დირექტორის, მორგან გრეის (Morgan Gray) თქმით, დეველოპერები შეეცადნენ შეექმნათ თამაში რომელიც გააერთიანებდა როგორც ტაქტიკური ექშენის, ასევე მესამე პირის შუთერის ელემენტებს.
  
unisquadjpg-5e9c40.jpg
 
signalcartersuitjpg-acb318.jpg
 
2K ირწმუნება რომ The Bureau: XCOM Declassified იქნება ერთ-მოთამაშიანი თამაში, რომელიც ფოკუსირებული იქნება მოთხრობაზე და არ ექნება მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. მოთამაშეები ვინც წინასწარ შეუკვეთავენ თამაშს, მიიღებენ დამატებითი მისიების პაკეტს, სახელად "Codebreakers". თამაში იქნება ტაქტიკაზე დაფუძნებული და თქვენ ვერ შეძლებთ "რემბოს" სტილით თამაშს.
 
@IGN Edited by ბერო
თამაში ახლიდან დაანონსდა
  • 6 months later...
Posted

ამაზონს თუ დავუჯერებთ ეს თამაში ბოქსზე და პს-ზე 6 მარტს გამოდის და განვაახლე თემის ქვესათაურში გამოსვლის თარიღი

  • 2 months later...
Posted

კონსოლების რაზდელში იყო შემთხვევით გადატანილი ეს თემა და გადმოვიტანე ისევ ამ რაზდელში რადგანაც პს-ზეც აპირებენ გამოშვებას, ესეც ამ თამაშის პრევიუ რუსულათ http://www.3dnews.ru/games/615081

  • 9 months later...
Posted

<iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/UwmbNM2PRvY" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

2013-ში უნდა გამოსულიყო და ახლა 2014-ის ფინანსურ წლამდე გადაუდიათ : d ანუ 2014-ის მარტამდე უნდა გამოვიდეს

Posted

ჩავამატებ ტაგში მაგ დატასაც, ისე ვინც არ იცის ორი Xcom თამაში გამოდის ეს და კიდე სტრატეგია, რომელიც მგონი ამ წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, მაგრამ პირველათ ეს თამაში დაანონსდა და მგონი იმ მეორეს შემდეგ გამოვა ისიც თუ არ გადაიდო, ისე პს ვერსიას ეხლაც 6 ოქტომბერი უწერია გეიმსპოტზე, იმენა ამ ნაწილს, მაინც 2013 წელს ჩავამატებ, ეგ ინფო უფრო ზუსტია, ჯერ არ განუახლებიათ ალბათ გეიმსპოტზე გამოსვლის თარიღი

  • 10 months later...
Posted

ოფიციალურათ არ დაუკანსელებიათ მაგრამ გაძვრა მემგონი ამ პროექტს სული და დავხურავ დროებით სანამ რამე ახალი ინფო არ დაიდება ამ თამაშის შესახებ http://www.gametech.ru/news/33850/

  • 2 weeks later...
Posted

თამაში XCOM ახლიდან დაანონსდა, თემის სათაური ჩასწორდა

  • Upvote 1
Posted

ჩასწორდა პირველი პოსტი და საკვანძო სიტყვები

Posted

საინტერესო ნიუსია, ვნახოთ რა გამოუვათ, თუმცა 20 აგვისტომდე თუ აქამდე ბევრი მინუსები ქონდა პროექტს მეეჭვება რამე კარდინალურათ შეცვალონ და დახვეწონ

  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...
Posted

 

გეიმფლეი დემო

  • Upvote 2
  • 2 weeks later...
Posted

 

ისტორიით დატვირთული თამაშია, ბევრი რამ ხდება და ასევე გეიმფლეის ასპეკტებზე საუბრობს. სტრატეგიული პირველი პირის სროლებია, სადაც რემბოს სტილში თამაში უმეტესწილად არ გამოგადგება

Posted

PC ვერსიის სამომხმარებლო ინტერფეისის კომენტარი

კარგი პორტი ჩანს

  • Upvote 1
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.