Jump to content

Recommended Posts

2 hours ago, kloud said:

Spider man როდისკენ იქნება ხო არ იცით? ცხადია კაი ხარისხით ყოველდღ შევდივარ ტორენტებზე და ვამოწმებ ახალ დამატებულ ფილმებს მაგრამ ჯერ არ ჩანს :(

1 მარტს, სასწაულად ველდოები მეც, წლის ყველაზე მაშტაბური და გახმაურებული ფილმია რომელმაც ამ პანდემიის პერიოდში 1 მილიარდიანი შემოსავლის ზღვარი გადალახა უკვე რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია...

1.4 მილიარდამდეა  უკვე ასული მოგება როდესაც სხვა პანდემიის პერიოდში გამოსული ფილმების შემოსავალი ნახევარ მილიარდსაც კი ვერ უახლოვდება...

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Harmony Lines said:

1 მარტს, სასწაულად ველდოები მეც, წლის ყველაზე მაშტაბური და გახმაურებული ფილმია რომელმაც ამ პანდემიის პერიოდში 1 მილიარდიანი შემოსავლის ზღვარი გადალახა უკვე რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია...

1.4 მილიარდამდეა  უკვე ასული მოგება როდესაც სხვა პანდემიის პერიოდში გამოსული ფილმების შემოსავალი ნახევარ მილიარდსაც კი ვერ უახლოვდება...

რა ამბავია მარტი, ორი თვე ახლა ამას უნდა ველოდო? ეჰ :(

Link to comment
Share on other sites

https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6160054 ეს გადმოვწერე. 

კომპზე მონიტორად ვიყენებ ამ ტევეს https://www.tcl.com/in/en/tvs/p725 რომელსაც აქვს Dolby Vision და Dolby Atmos მხარდაჭერა მაგრამ ფილმს რო ვრთავ სეპიას სტილში აჩვენებს, არის შანსი რო ნორმალურად აჩვენოს თუ სხვა რელიზი უნდა გადმოვწერო?

noname.png

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მანდ უწერია რომ LG, Sony, Phillips და Panasonic ტელევიზორების ვსტროენი პლეირებზე მიდისო ეგ რელიზი, შენ რომელი გაქვს, შეიძლება შენზე არ მუშაობს, დაფიქსვით მაგას ვერ დაფიქსავ, ჩემ მონიკზეც ზუსტათ ეგრე მიჩვენებს DV, ანუ ვერ დაინახა შენთანაც, ჩემზე მუშაობს HDR10 და HDR10+ მგონი, თუმცა ცალკე არ დამიტესტია და არცაა მგონი ეგეთი ვარიანტი, ან ორივეა ან მარტო პირველი, ზოგი რელიზი ჰიბრიდულია, ანუ DV აქვს და HDR10 საპორტიც

Link to comment
Share on other sites

14 minutes ago, George said:

მანდ უწერია რომ LG, Sony, Phillips და Panasonic ტელევიზორების ვსტროენი პლეირებზე მიდისო ეგ რელიზი, შენ რომელი გაქვს, შეიძლება შენზე არ მუშაობს, დაფიქსვით მაგას ვერ დაფიქსავ, ჩემ მონიკზეც ზუსტათ ეგრე მიჩვენებს DV, ანუ ვერ დაინახა შენთანაც, ჩემზე მუშაობს HDR10 და HDR10+ მგონი, თუმცა ცალკე არ დამიტესტია და არცაა მგონი ეგეთი ვარიანტი, ან ორივეა ან მარტო პირველი, ზოგი რელიზი ჰიბრიდულია, ანუ DV აქვს და HDR10 საპორტიც

მეორე 13გბიანი რელიზის გადმოწერა დავიწყე, ჰიბრიდიაო უწერია ამ მეორეს.

ამას რაც შეეხება, ვთქვათ ფლეშკით თუ გავუშვებ მაგ ტელევიზორზე მაშინ შეილება რო სწორი ფერები ექნეს? 

Link to comment
Share on other sites

შეიძლება უშველოს, თუმცა შეიძლება უბრალოთ მაგ პროფილის საპორტი არა აქვს შენ ტელევიზორზე

Link to comment
Share on other sites

ეხლა უყურე განმეორებით mad max-ს რა მაგარი რამე ყოფილა, ფანტასტიკაა მაგრამ სულ ექშენია და

თავიდანვე გითრევს , ძაან მაგარი ფილმია ამას 10დან 10იც ეკუთვნის

 

Link to comment
Share on other sites

ვეს ანდერსონის The French Dispatch ვუყურე გუშინ Web-dl 2160P-ში SDR ტრანსფერი იყო რაზეც რუსული დუბლაჟი მეთვითონ დავამატე, ისე კი კარგი დონის ამერიკულ-გერმანული რომანტიკული კომედიაა მწარე იუმორით, ფილმი გადაღებულია 60 წლების ანტურაჟით შავ-თეთრში და 4:3 ფორმატში, მე არ მიყვარს მაგ ფორმატის შავი ხაზებით ყურება, ამიტომ გავწელე გვერდებზე და ისევ ვუყურე გაწელილი შავი ხაზების გარეშე, ბენისიო დელ ტორო, ადრიან ბროუდი, ტილდა სვინტონი, ფრენსის მაკდორმანდი, ჯეფრი რაიტი, ტიმოტი შალამე, ბილ მიურეი, ანჟელიკა ჰიუსტონი, ოუენ ვილსონი და ლი სეიდუ თამაშობენ, გოლდენ გლობზე იყო წარდგენილი ეგ ფილმი, ნუ სხვა ვეს ანდერსონის ფილმების დონის ეგ ახალი ფილმი არაა, თუნდაც Moonrise Kingdom ან უფრო ახალი The Grand Budapest Hotel, მე ეგ ძველები უფრო მომეწონა, მაგრამ თუ ჩაწვდები სარკაზმს, სნობიზმს და სპეციფიკურ იუმორს ეგეც არ ყოფილა ცუდი დონის, აქტინგიც კარგი ქონდა, ჯამში 8 ბალს დავუწერდი, მწარე გასხმებიც იყო, მომეწონა განგსტერების და პოლიციის დაპირისპირება და პირველი ისტორია ციხეში რომ მხატვარია, აი მეორე ისტორია მე არ მომეწონა ახალგაზრდული გაფიცვები რომ მიდის, 50-70 წლების ფრანგული ფილმებიდან გადმოიტანა ბევრი რამე ვესმა მაგ ფილმში, ყველას არ მოეწონება ეგეთ ვიდში, მაგრამ ეგ არტ ჰაუსი ნამდვილათ არაა, თუმცა სტანდარტულ ფილმებთანაც შორს დგას საკმაოთ, ეგ რეჟისორი ახალ ფილმზე უკვე მუშაობს და წელს უნდა გამოვიდეს, ეგეც რომანტიკული კომედიაა, Asteroid City ვგულისხმობ და შემადგნელობა მანდაც სერიოზულია, The Wonderful Story of Henry Sugar კარგი რამე უნდა იყოს, მაგრამ ეგ ფილმი წელს არ გამოდის და ჯერ არაა ცნობილი გამოსვლის თარიღი, თუმცა მანდაც ძლიერი აქტიორები ითამაშებენ

ასგარ ფარხადის Ghahreman 9 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/a-hero-review ერთხელ საყურებელი ფრანკო ირანული დრამაა ტრილერის ელემენტებით, აქვს მაგ ირანული წარმოშობის რეჟისორს რამდენიმე კარგი დონის ფილმი გადაღებული, ძირითადათ საფრანგეთში იღებს ხოლმე თავის ფილმებს

 

Link to comment
Share on other sites

კიდე ერთი ცნობილი ჰოლივუდის აქტიორი გარდაცვლილა :

https://www.imdb.com/video/vi325958169?ref_=vp_pl_0&listId=ls053181649

94 წლის ყოფილა ეგ შავ კანიანი საკმაოთ ძლიერი მსახიობი, რაც არ უნდა იყოს მაგ მსახიობს პირველი აუღია ოსკარი შავ კანიანი ამერიკული მსახიობებიდან, ძლიერ ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული, განსაკუთრებით მახსენდება Guess Who's Coming to Dinner, The Defiant Ones, Lilies of the Field, In the Heat of the Night, თავისი კარიერა დაუწყია ჯერ კიდევ 1947 წლის დებიუტით და 1990 წლებიდან აღარც გამოდიოდა უკვე სიბერის გამო, თუმცა კერკ დუგლასმა კიდე უფრო დიდხანს იცოცხლა, ეგეც ძლიერი მსახიობი იყო, საუკეთესო როლები მაინც 60 წლების ფილმებში აქვს, ზუსტათ მაგ ძველი ფილმებით გაითქვა სახელი, მიდიან მოკლეთ ძველი ლეგენდები ნელ-ნელა, როგორც ცნობილი მსახიობები ასევე მუსიკოსები, ხშირ შემთხვევაში მაინც ასაკია დამნაშავე, ხანდახან რამე მძიმე დაავადებაც, რა თქმა უნდა მარტო კოვიდს არ ვგულისხმობ

Link to comment
Share on other sites

duneს ვუყურე, არ მომეწონა, მართლა დუნე ფილმია დდ და დიდი ვერაფერი განსხვავებული შინაარსითაც არ გამოირჩევა.

Link to comment
Share on other sites

Scream 9 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/scream-review კარგი დონის დეტექტიური ჰორორ ტრილერი ჩანს

Link to comment
Share on other sites

გაუმარჯოს კაი ხანია არ შემოვსულვარ მოკლედ დახმარება მინდა რა გერმანულ ფილმს ვეძებ მოქმედება ხდება შუა საუკუნეებში და მოგვითხრობს რამდენიმე მებრძოლის შესახებ და ბოროტი მეფის ამ მეფეს უნდა რამდენიმე მაგიური ქვის მოპოვება დასაწყისში ეს მებრძოლები ებრძვიან ამ მეფეს ტყეში ღამით და ეს მეფე გაექცევათ მერე ბიჭი უერთდება ამ ხალხს და ერთი სცენაა სადაც ეს ბიჭი და ის გოგო ამ მეფეს მისდევენ სასახლის სოფელში და აკრობატია ამ დროს სანახაობას აწყობს გარეთ და ხელს კრავს ეს მეფე ამ აკრობატს კავკასია რომაა ტელევიზია მანდ გადიოდა ეს ფილმი ხომ არ გეცნობათ დაახლოებით 2000-2008 წლების შუალედის იქნება მე ვერაფრით მოვიძიე და ხომ არ იცით სახელი?

Link to comment
Share on other sites

რომელიმე  მსახიობის სახელი თუ გახოვს არ იქნება რთული საპოვნელი ალბათ, ისე არ მახსენდება არაფერი ეგეთი, თუმცა შეიძლება ვიცოდე კიდეც ან გაგონილი მქონდეს, ნანახი თუ არა

Link to comment
Share on other sites

არავის სახელი არ მახსოვს გერმანული ფილმია კავკასიაზე გადიოდა ადრე რაც ავღწერე ეგეთი სიუჟეტი აქვს იმ მებრძოლებში ვინც დავწერე ერთ ერთი იყენებს საბრძოლო დისკ ჩაკრას ფანტაზიის ტიპის ფილმია 2000 2008 ამ წლების იქნება.

Link to comment
Share on other sites

On 1/17/2022 at 6:11 PM, ALTAIRI said:

არავის სახელი არ მახსოვს გერმანული ფილმია კავკასიაზე გადიოდა ადრე რაც ავღწერე ეგეთი სიუჟეტი აქვს იმ მებრძოლებში ვინც დავწერე ერთ ერთი იყენებს საბრძოლო დისკ ჩაკრას ფანტაზიის ტიპის ფილმია 2000 2008 ამ წლების იქნება.

გერმანული არ ვიცი მაგრამ რაღაც მსგავსზე ქრისტოფერ ლამბერტი გამახსენდა ერთი მსახიობი, მაგას იღებდნენ ეგეთ ფილმებში ადრე, ფანტასტიკის სფეროში, სადაც ხმლებით მიდის ბრძოლა, ოღონდ ეგ მსახიობი ფრანგია, შეიძლება გერმანიაშია გადაღებული, ან გერმანელია რეჟისორი, არ ვიცი ვერ გეტყვი, აბა ამის ფილმოგრიაფიას გადახედე მაინც...

https://www.imdb.com/name/nm0000483/?ref_=nmmi_mi_nm

On 1/16/2022 at 12:32 AM, G1ORG1 said:

https://www.imdb.com/title/tt9032400/?ref_=movie.ge

უდონო ღლეობა

გიო რა ქნეს ეს, სულ ამოატრიალეს ყველაფერი, ჯერ რაღაც მოტივი შექმნეს მერე თავისივე მოტივი დაანგრიეს, მერე ტიპიური განხეთქილება მოაწყვეს მოკლედ ვეძებდი რამე ჩასაჭიდს რომ პლიუსი დამენახა და ვერ რაა, ერთი CGI იყო ლამაზი გაკეთებული დანარჩენი არაფერი არ ვარგოდა, ძაან გატეხილში ვიყავი, პლიუს გაცოფებული გაბრაზებული, shang chi and the legend of ten rings მილიონჯერ ჯობდა ამას, არც შევადარებ...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ან გილგამეშს რა უქნეს, 40საუკუნის გამო მაინც ეცათ ცოტა პატივი :დ ან რა შუაში იყო ეგ პერსონაჟი მანდ, ან რას გავდა. ანჯელინა კადრში მოხვდა მგონი შემთხვევით. მოკლედ არაფერი არ ვარგოდა, ფრაგმენტული, დანაწევრებული, კონტენტიდან ამოგდებული კინო იყო.

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Harmony Lines said:

გერმანული არ ვიცი მაგრამ რაღაც მსგავსზე ქრისტოფერ ლამბერტი გამახსენდა ერთი მსახიობი, მაგას იღებდნენ ეგეთ ფილმებში ადრე, ფანტასტიკის სფეროში, სადაც ხმლებით მიდის ბრძოლა, ოღონდ ეგ მსახიობი ფრანგია, შეიძლება გერმანიაშია გადაღებული, ან გერმანელია რეჟისორი, არ ვიცი ვერ გეტყვი, აბა ამის ფილმოგრიაფიას გადახედე მაინც...

https://www.imdb.com/name/nm0000483/?ref_=nmmi_mi_nm

გიო რა ქნეს ეს, სულ ამოატრიალეს ყველაფერი, ჯერ რაღაც მოტივი შექმნეს მერე თავისივე მოტივი დაანგრიეს, მერე ტიპიური განხეთქილება მოაწყვეს მოკლედ ვეძებდი რამე ჩასაჭიდს რომ პლიუსი დამენახა და ვერ რაა, ერთი CGI იყო ლამაზი გაკეთებული დანარჩენი არაფერი არ ვარგოდა, ძაან გატეხილში ვიყავი, პლიუს გაცოფებული გაბრაზებული, shang chi and the legend of ten rings მილიონჯერ ჯობდა ამას, არც შევადარებ...

Არა ეგ მსახიობი ვიცი ეგ ამ ფილმში არაა ნაცნობი ამ ფილმში არავინაა ნაკლებად არის ცნობილი ეს ფილმი.

Link to comment
Share on other sites

ხო რაღაც ნაკლებათ ცნობილი ფილმია, შეიძლება მეორეხარისხოვანიც ან ნაკლებათ ბიუჯეტური, რამდენიმე ფანტაზიური გერმანული ფილმი კი ვიპოვე 2000 წლებში გადაღებული, მაგრამ სიუჟეტით არცერთი არ ემთხვევა, მეფე შეიძლება არის მანდაც მაგრამ სხვა არაფერი აქვს საერთო

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, G1ORG1 said:

ან გილგამეშს რა უქნეს, 40საუკუნის გამო მაინც ეცათ ცოტა პატივი :დ ან რა შუაში იყო ეგ პერსონაჟი მანდ, ან რას გავდა. ანჯელინა კადრში მოხვდა მგონი შემთხვევით. მოკლედ არაფერი არ ვარგოდა, ფრაგმენტული, დანაწევრებული, კონტენტიდან ამოგდებული კინო იყო.

ეთერნალსები თაობებად არის დაყოფილი მაგის წევრები, ორიგინალი პირველი თაობის ეთერნალსები მაგ შემადგენლობით არ არის რაც მაგ ფილმშია ნაჩვენები, ანუ არც ორიგინალ ისტორის მიყვებიან და მსახიობები ზოგი კარგადაა შერჩეული ზოგი საშინლად, აი ეგ დანაწევრება მომხვდა თვალში ყველაზე მეტად ეგ სტილი საშინლად გამაღიზიანებელია ფილმებში და რაღაც ტრენდად იქცა კინომატოგრაფიაში და საშინლად მაღიზიანებს, აი ზუსტად იგივეს გადმოცემა ჰო შეეძლოთ თანმიმდევრულად მაგრამ ვითომ რაღაც "ხატოვნება" ჩააქსოვეს, არადა ხატოვნება სულ სხვა რამეა აშკარად არ ესმის მაგ სიტყვის მნიშვნელობა მაგ ფილმის რეჟისორს, ანჯელინა როლს კი უხდება მაგრამ პოტენციალია გამოუყენებელი მასეთი დატვირთვის პერსონაჟის კვალობაზე და გამაღიზიანებელი იყო აი ნაგლად მოპარული კადრები და სცენები ზეკ შნაიდერის man of steel-დან და Justice League-დან, აი ძააან ნაგლად მოპარული სცენები იყო თან... 

და Druig კიდე პერსონაჟი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მთელს ეთერნალსებში ფაქტიურად ვიღაცა თინეიჯერი ჩასვეს როლში...;დდდ

barry-keoghan-druig-eternals-1184522.jpg

ცოტა შუახნის მაინც შეერჩიათ ვინმე...(((

Link to comment
Share on other sites

Verdens verste menneske 9 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/the-worst-person-in-the-world-review კარგი დონის ევროპული რომანტიკული კომედია ჩანს

Link to comment
Share on other sites

When You Finish Saving the World 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/when-you-finish-saving-the-world-review-jesse-eisenberg ერთხელ საყურებელი კომედიური დრამა ჩანს ჯულიანა მურის მონაწილეობით

Link to comment
Share on other sites

Dual 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/dual-review-karen-gillan ერთხელ საყურებელი ფინურ-ამერიკული ფანტასტიკური ტრილერი ჩანს კარენ გილანის და აარონ პოლის მონაწილეობით

Link to comment
Share on other sites

https://www.imdb.com/title/tt0425061/?ref_=nv_sr_srsg_0 ძალიან კარგი კომედია განწყობის შესაქმნელად...

https://www.imdb.com/title/tt1524930/?ref_=nv_sr_srsg_6 რამდენჯერაც არ უნდა უყურო სულ მაგრად გაკაიფებს ისეთი ფილმია...

https://www.imdb.com/title/tt0427152/?ref_=nv_sr_srsg_0 კარგი სახალისო ფილმია ერთხელ საყურებლად წავა...

https://www.imdb.com/title/tt1279935/?ref_=tt_sims_tt_t_1 კარგი კომედიაა ესეც, გაგისოწრდებათ...

ცუდად ვიყავი ეს დღეები სახლში მომიწია ყოფნა და კომედიები არის მართლა ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ეგეთდ როს რომ განწყობა აიმაღლო, მოეშვა და განიტვირთო...

Link to comment
Share on other sites

რამდენიმე ახალი ფილმის მიმოხილვა კიდე დაიდო IGN-ზე თავიანთი სტრანნი შეფასებებით ( ნუ ხშირათ იციან არა ადეკვატური აცენკების დაწერა მაგ საიტზე):

Something in the Dirt 8 ბალი: https://www.ign.com/articles/something-in-the-dirt-review ერთხელ საყურებელი ფანტასტიკური ჰორორი ჩანს

Master 8 ბალი https://www.ign.com/articles/master-review-regina-hall ერთხელ საყურებელი დრამა ჩანს

Resurrection 9 ბალი https://www.ign.com/articles/resurrection-review-rebecca-hall-tim-roth ერთხელ საყურებელი ჰორორ დრამა ჩანს ტრილერის ელემენტებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.