Jump to content

Recommended Posts

პრემიერაზე ვიყავი მე და მოკლედ ბეტმენი გიმირი როგორიც უნდა იყოს ისეთია ქცევა მანერა და ასე შემდეგ  დანარჩენი რა ჯანდაბა იყო ვერ ვხვდები წინა ტრილოგიასთან ვერც მოვა 

Link to comment
Share on other sites

Pahanhautoja 7 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/hatching-review ფინურ-შვედუროი ერთხელ საყირებელი ჰორორი ჩანს

Bubble 9 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/bubble-review-anime-netflix ერთხელ საყურებელი იაპონური ნეტფლიქსის ანიმე ჩანს, 9 ბალამდე მგონი ბევრი უკლია მაგ ახალ ანიმეს

Link to comment
Share on other sites

ანუ რეჯისორმა მეტ რივზმა თქვა თავიდანვე რომ ეს ნაწილი აღებულია მთლიანად და დაფუძნებულია Batman Year One კომიქსზე, რომელზეც ანიმაციაც გადაღებულია და მაგ ხმრივ კარგად არის ადაპტირებული, მაგრამ როგორც ბრუს ვეინი არის ძალიან სუსტად მეორე მხრივ...

ანუ ვინც არ იცის რა ხდება year one-ში ანუ მეორე წელი დაიწყო ბეტმენობის მაგ ფილმში და იდეაში, არც მოეთხოვება რაღაც საოცარი საბრძოლო ტექნიკის ცოდნა და ტექნოლოგიების ათვისება, ანუ მაგ ანიამციას უყურეთ და მიხვდებით ყველაფერს... https://www.imdb.com/title/tt1672723/?ref_=vp_close როგორც ბეთმენი არის გამორკვევის პროცესში რწმენის ძიებაშია და რიდლერი ცდილობს ზუსტად მაგ რწმენის ჩაკვლას ბეტმენში,  უბრალოდ რეჟისორმა ძალიან დიდი ყურადღება გაამახვილა ბეტმენზე და მის დეტექტიურ როლზე და ამასობაში ბრუს ვეინი დაკარგა...( 

როგორც ბეტმენი ეს არ ჩამოუვარდება ნოლანის "გამოცდილ და დახელოვნებულ ბეტმენს", ბოლოს თან კარგი სფიჩიც მოაგდო ძალიან რომ დაუკვირდეთ, მთელი ფილმის მანძილზე გაიძახის "შურისძიება ვარო" და ბოლოს რა სიტყვებს ამბობს?

"შურისძიება წარსულს ვერ შეცვლის, ვერც ჩემსას, ვერც სხვისას, თავს მეტი უნდა მოვთხოვო, ხალხს იმედი სჭირდება, რწმენა რომ ვიღაც დაეხმარება, ქალაქი ბრაზობს, ტკივა როგორც მე, ჭრილობებმა შეიძლება გაგვანადგუროს, თუნდაც ტკივილმა გაგვიაროს, მაგრამ თუ მაინც გადავურჩით, ჩვენც შევიცვლებით, ისინი ძალას გვმატებენ რომ გავუძლოთ და არ დავნებდეთ." 

ანუ ტიპმა ბოლოს დარწმუნდა რომ შურისძიება წარსულის იარებს ვერ გაამთელებს, ამიტომ მივიდა იმ დასვნამდე რომ ეს ტკივილი იარაღად აქციოს იმედისთვის ბრძოლაში და არა შურისძიებისთვის მხოლოდ რომელიც წარსულის იარებისგან იყო გამოწვეული, მთელი მოტივი ეგ არის, ჰო ქალი კატა უპიზდეცესი იყო, ხალხო უმაგრესი იყო, როგორ არ ღნშნეთ, ან პინგვინი როგორ არ მოგეწონათ, კოლინ ფარელი შეუდარებელია... 

ყველაზე მეტად მე ქალი კატა და პინგვინი დამევასა ბეტმენთან ერთად, აი ბრუს ვეინი მაგრად დამაკლდა რაა...((( უდაოდ ნოლანის ბრუს ვეინი უკონკურენტოა ჯერ-ჯერობით... აქვს ამ ბეტმენს დიდი პერსპექტივები და ჯერ 2 წელიც არ არის რაც ბეტმენობს და მეთ რივზი ცუდად არ განავითარებს, კარგი რეჟისორია და ხედვაც კარგი აქვს... 

 

Link to comment
Share on other sites

სემ რეიმის Doctor Strange in the Multiverse of Madness 7 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/doctor-strange-in-the-multiverse-of-madness-review ერთი შეხედვით ნორმალური დონის ფანტაზიური სათავგადასავლო ეკშენი ჩანს მარველის კომიქსების მიხედვით ბენედიქტ კამბერბეტჩის და ელიზაბეტ ოლსენის მონაწილეობით

Link to comment
Share on other sites

ვაუ, ჯეიმს კამერონი ისევ თავის სტილშია...^^

Link to comment
Share on other sites

Keanu ვნახე - 10/6 ერთხელ საყურებლად კარგი გასართობი ფილმია

Batman the Long Halloween part 1/2 - 10/7 ორივე ნაწილი საკმაოდ ნორმალური ანიმაციაა

Uncharted - 10/7 კარგად ვიხალისე და გავერთე, საკმაოდ კარგი თამაშის ადაპტაციაა...

The Contractor - 10/6 ერთხელ საყურებელი ექშენი

Unlocked - 10/6 ერთხელ საყურებელი ექშენი

იმედია ეს ახალი მაინც იქნება დონე თრილერი, წინა პრედატორი იყო ბუნების შეცდომა...(

Link to comment
Share on other sites

ვუყურე ბეთმენს, კარგი არ იყო, არც ცუდი.

Link to comment
Share on other sites

morbius-poster.jpg

მორბიუსს ვუყურე, რავი აი ამხელა აგრესია რატო წამოვიდა არ ვიცი ამ ფილმზე, ჩვეულებრივი ფილმია, ეგეთი გასაბანძებელიც არ ყოფილა, უბრალოდ ძალიან მშრალად დასრულდა, მაგრამ ეთერნალებს მაინც ჯობდა პირადად ჩემთვის, ჯარედ ლეტო მაგრად მევასება როგორც მსახიობი და როგორც ძალიან მაგარი მუსიკოსი და მომღერალი, პლიუს კიდე ექშენები იყო ძალიან მაგარი, ნუ სთორი არაფერი განსაკუთრებული... 10-დან 6-7 რაა...

https://mondostudio.net/965--morbius.html აქ შეგიძლიათ უყუროთ ქართულად ნორმალური ხარისხით...

Link to comment
Share on other sites

ვუყურე მორბიუსს, არ იყო ცუდი, ბოლოს ვერ გავიგე ვინ არის საკანში.

Link to comment
Share on other sites

On 5/21/2022 at 8:23 PM, G1ORG1 said:

ვუყურე მორბიუსს, არ იყო ცუდი, ბოლოს ვერ გავიგე ვინ არის საკანში.

Vulture ვილანია სპაიდერ-მენის სამყაროდან, სონის დაქვემდებარებაშია ეგ ვილანი და სპაიდერმენის MCU ფილმები სონის და დისნეის ერთობლივი პროდუსინგით არის გადაღებული, დისნეის არ აქვს სრულფასოვანი უფლებები სპაიდერმენის სამყაროზე, ამიტომ მორბიუსში გადმოიყვანა vulture, უბრალოდ მარკეტინგული ხრიკით დაამთხვიეს ნოუ ვეი ჰოუმში რომ პორტალები გახსნა დოქტორმა სთრეინჯმა მაგ მოვლენას სხვადასხვა სამყაროს ვილანები რომ გადმოდიოდნენ, ლოგიკას მოკლებულია, უბრალოდ სონის მარკეტინგული ხრიკია რომ ხალხი დისნეიდან გადმოიყვანოს თავის მხარეს, ბევრად წინ არის დისნეი მოგების ხმრივ...

The-Lost-City-2022.webp

გუშინ ვუყურე ამ ფილმს და ძალიან მაგრად გავერთე, გირჩევთ ვისაც სათავგადასავლო ფილმები გიყვართ ინდიანა ჯონსის სტილში, სანდრა ბალოკი, ჩეინინგ ტატუმი, დენიელ რედკლიფი და ბრედ პიტი მონაწილეობენ...^^

http://croconet.ge/7881-the-lost-city.html ქართულად კარგ ხარისხში...

Link to comment
Share on other sites

ოუ იეეეეს, ქრისთიან ბეილი რა სიძერსკეობაა შავთეთრში... 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

ეხლა უყურებ და თავიდან მეძინებოდა რო ჩავრთე ცოტას რო უყურე უცებ გამომაფხიზლა 😃

ჰორორის მოყვარულებს გაგისწორდებათ, მაგრა მოიტანა , დევს ქართულ საიტებზეც

MV5-BMzdm-M2-Ji-NWQt-Yj-E0-ZS00-Nm-Mx-LT

Link to comment
Share on other sites

დობრათ მიმოხილვები დადებულა ფილმებ-ანიმაციების მაის-ივნისის პერიოდში IGN-ზე:

Downton Abbey: A New Era 7 ბალი https://www.ign.com/articles/downton-abbey-a-new-era-review ნორმალური დონის ანგლო-ამერიკული მელოდრამაა სერიალის მიხედვით გადაღებული, ეგ უკვე მეორე ფილმია რაც ეგ სერიალი დაასრულეს, მგონი წინა ჯობდა მაგ ახალს მაინც, თუმცა მე არც სერიალი მინახია და არც ფილმები, თუმცა სერიალი ერთ-ერთი საუკეთესოა ალბათ მასეთი ტიპის ძველი დროის მელოდრამებიდან

On the Count of Three 8 ბალი https://www.ign.com/articles/on-the-count-of-three-review-jerrod-carmichael ერთხელ საყურებელი კანადური კომედიური დრამა ჩანს

Top Gun: Maverick 7 ბალი https://www.ign.com/articles/top-gun-maverick-review თუმცა მანდ მოშნათ დააკლეს შეფასება, რასაც ვუყურებ მაღალი დონის ეკშენ დრამა ჩანს ტომ კრუზის და ჯენიფერ კონოლის მონაწილეობით, ეგ ახალი მგონი ორიგინალსაც კი ჯობია, არ მეგონა ეგრე თუ მოეწონებოდათ ეგ ფილმი, თუმცა ვიცოდი რომ გამოდიოდა მაგრამ შეფასებისთვის აღარ შემიხედია, უფრო უკრაინის კონფლიქტს ვადევნებდი თვალს

De uskyldige 8 ბალი: https://www.ign.com/articles/the-innocents-review ერთხელ საყურებელი ევროპული ფანტაზიური ჰორორ დრამა ჩანს

Coupé 7 ბალი: https://www.ign.com/articles/final-cut-review ერთხელ საყურებელი ევროპულ-იაპონური კომედიური ტრეშაკი ჩანს ჰორორის მოყვარულთათვის

Chip ‘n Dale: Rescue Rangers 7 ბალი: https://www.ign.com/articles/chip-n-dale-rescue-rangers-review-disney-plus ერთხელ საყურებელი დისნეის ანიმაცია ჩანს

Jackass 4.5 7 ბალი https://www.ign.com/articles/jackass-45-review ერთხელ საყურებელი ფსევდომოკუმენტური კომედიური ეკშენია კასკადიორებზე უბედური გასხმებით და მწარე შუტკებით, თუმცა რასაც ეგენი აკეთებენ შეიძლება სამუდამოთ დასახიჩრდე რომ გაიმეორო ეგ ტრიუკები

Triangle of Sadness 8 ბალი https://www.ign.com/articles/triangle-of-sadness-review კარგი დონის თურქულ-ევროპული კომედიური დრამა ჩანს, რასაც ვუყურებ კიდევ ერთი საფესტივალო ფილმია, შეიძლება არტ ჰაუსნიც კი

War Pony 8 ბალი  https://www.ign.com/articles/war-pony-review ერთი შეხედვით კარგი დონის ნაკლებათ ცნობილი ბიუჯეტური დრამა ჩანს, ისევ ინდიელების რეზერვაციის თემაა, ერთი სერიალი ვნახე წელს მაგ თემაზე და ცუდი არ ყოფილა, მეორე სეზონიც უნდა გამოვიდეს მალე, ტაიკა ვაიტიტის იდეაა თან, რაღაც ეგეთ სტილში ჩანს ეგ ფილმიც

ბაზ ლურმანის Elvis 7 ბალი https://www.ign.com/articles/elvis-review-baz-luhrmann-movie ბიოგრაფიული მუზიკალური დრამაა ტომ ჰენკსის მონაწილეობით, ჯერ არ გამოსულა მგონი ეგ ფილმი კინოთეატრებში, შეფასებებს ვერ ვხედავ, ამიტომ მაგათ აცენკას ვერ ენდობი მარტო, ცუდი არ უნდა იყოს, თუმცა შეიძლება კიდე ერთი პრახადნოი ბიოგრაფიული ფილმია ცნობილ მუსიკოსზე

Showing Up 8 ბალი  https://www.ign.com/articles/showing-up-review-kelly-reichardt-michelle-williams არ ვიცი ეგეთი შეფასება საიდან მოიტანეს, ერთხელ საყურებელი პრახადნოი კომედიური დრამა ჩანს, თან ბიუჯეტური ფილმია ნაკლებათ ცნობილი

Watcher 7 ბალი https://www.ign.com/articles/watcher-review ერთხელ საყურებელი სამხრეთ-აფრიკულ-ამერიკული ჰორორ დრამაა ტრილერის ელემენტებით

Hustle 7 ბალი https://www.ign.com/articles/hustle-review-adam-sandler-netflix ნორმალური დონის ნეტფლიქსის კომედიური სპორტული დრამა ჩანს ადამ სანდლერის და კვინ ლატიფას მონაწილეობით

Jurassic World: Dominion 7 ბალი https://www.ign.com/articles/jurassic-world-dominion-review ამერიკულ-მალტური ფანტასტიკური სათავგადასავლო ეკშენია, ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაწილი ჯურასიკის სამყაროდან, უკვე 6.0 ბალამდე დაცემულა საშვალო შეფასება IMDB-ზე

The Summoned 7 ბალი  https://www.ign.com/articles/the-summoned-review ერთი შეხვედრით ბიუჯეტური კარგი დონის ჰორორ ტრილერი ჩანს ტრეშაკების მოყვარულთათვის, ეგეთ ფილმებს ბევრი არც უყურებს, ან რეიტინგული სერიალი ურჩევნია ან უფრო დაბალი დონის მაღალ ბიუჯეტიანი ფილმი ეგეთი დაბალ ბიუჯეტური ფილმების ყურებას, თუმცა რამდენიმე მათგანი შეიძლება ცუდი არ იყოს

Spiderhead 7 ბალი https://www.ign.com/articles/spiderhead-review-chris-hemsworth-netflix კიდე ერთი დაბალი დონის ნეტფლიქსის კომედიური ეკშენ დრამაა, 7 ბალს ეგეთი ნამდვილათ არ იმსახურებს

Lightyear 7 ბალი https://www.ign.com/articles/lightyear-review დაბალი დონის დისნეის პიქსარის ანიმაციაა, არაფერი საერთო მაგ ახალ ნაწილს არა აქვს ძველი toy story სერიასთან, ძალიან ცუდი პონტი გამოუვიდათ

A Wounded Fawn 7 ბალი https://www.ign.com/articles/a-wounded-fawn-review კიდე ერთი ნაკლებათ ცნობილი დაბალ ბიუჯეტური ჰორორია, აცენკები IMDB-ზე არაა ჯერ, ამიტომ ვერ გაიგებ რამდენათ ნორმალურია დაჟე ბიუჯეტის გათვალისწინებითაც 

Jerry & Marge Go Large 7 ბალი https://www.ign.com/articles/jerry-and-marge-go-large-review ერთხელ საყურებელი კომედიური ბიოგრაფიული დრამაა ანეტ ბენინგის მონაწილეობით

Good Luck to You, Leo Grande 9 ბალი https://www.ign.com/articles/good-luck-to-you-leo-grande-review-emma-thompson რასაც ვუყურებ ერთხელ საყურებელი ბრიტანული ჰულუს კომედიური დრამა ჩანს ემა ტომსონის მონაწილეობით, მოგვიანებით შეიძლევა ვნახო ისკლუჩენიის პონტში თუ რატომ მიცეს მაინდამაინც 9 ბალი, თუმცა აჩერედნოი ზავიშენი აცენკა იქნება მაგ საიტზე, უფრო 7.5 დონის ფილმი ჩანს ვიდრე 9 მემგონი

Competencia oficial 8 ბალი https://www.ign.com/articles/official-competition-review-penelope-cruz-antonio-banderas ერთხელ საყურებელი არგენტინულ-ესპანური კომედიური დრამაა პენელოპა კრუზის და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით

ნუ მაგ ჩამოთვლილი ფილმებიდან 5-6 ძალზე დაბალ ბიუჯეტიანი ფილმი ჩანს, არ ვიცი რატომ დაიწყეს ეგეთებზე მიმოხილვების გაკეთება მაგ საიტზე, ადრე არ მქონდა შენიშნული რაღაც, ბევრ მათგანს ძალზე ცოტა ვოუტები აქვს IMDB-ზე, რახან უმრავლესობას არც უყურებია ალბათ საერთოდ, ისე კი ჩამოთვლილი ფილმებიდან ყველაზე ნორმა შეფასება IMDB ახალ Top Gun აქვს, დანარჩენებს გაცილებით დაბალი, თუმცა 2-3 ფილმის ყურება ალბათ შეიძლება მაგ სპისოკიდან კიდე, ნუ სერიალებიდან ახალი არაფერი დაწყებულა ისეთი მაღალი რეიტინგით, ერთადერთი შეიძლება რაც IGN არ დადებულა მიმოხილვა The Old Man იყოს, სხვას ისეთს ვერაფერს ვერ ვხედავ ახლებიდან, ძველები გადის ეხლა და ვნახავ ნელ-ნელა მაგეებს, თან ყველას პრემიერა არ დასრულება ჯერ ბოლომდე რისი ყურებაც მინდოდა

Link to comment
Share on other sites

The Man from Toronto 7 ბალი დაუწერეს ign-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/the-man-from-toronto-review-woody-harrelson-kevin-hart-netflix ნუ ჯერ imdb-ზე ვოუტები არ დადებულა მაგ ფილმის, თუმცა ერთი შეხედვით აჩერედნოი ნეტფლიქსის ერთხელ საყურებელი კომედიური ეკშენია ტრილერის ელემენტებით კაილი კუოკოს, კევინ ჰარტის და ვუდი ჰარელსონის მონაწილეობით, ელვისის ვოუტები უკვე გამოჩნდა და კარგი დონის ბიოპიკი ჩანს 

Link to comment
Share on other sites

Doctor Strange in the Multiverse of Madness ვნახე და იყო რაა, 10-დან 7...

Sonic 2 ვნახე და ამაზე უფრო გავერთე, როგორც პირველი, ისევე მეორესაც 7 ქულა.

Link to comment
Share on other sites

Everything Everywhere All at Once ვუყურე გუშინ UHD-BD-ში რუსული დუბლაჟით, რაღაც არ დაიდო ეგ ფილმი ეგრევე მაგ ფორმატში რუსულ ტრეკერებზე და მეთვითონ დავამატე კინოპოისკის დუბლაჟი, ისე კი კარგი დონის კომედიური ფანტასტიკური სათავგადასავლო ეკშენია მურტალი სურეალისტიკური ელემენტებით, მიშელ იეო, კე ხუი კვანი და ჯეიმი ლი კიორტისი თამაშობენ, ძალიან არაორდინალური სურათია, ნორმალურათ აღწერა რთულია შენთვითონ თუ არ უყურე და დეტალები გაარჩიე, გარჩევა კი ძალიან რთულია რახან ძალიან ბევრი ინფორმაციაა გადასამუშავებელი ერთდოულათ, ამქვეყნიური სიუჟეტი რომ არა აქვს ეგ ფაქტია მაგ ფილმს, სხვათაშორის საკმაოთ მაღალ დონეზეა ფილმში სპეცეფექტები, ეგ მხარე ნამდვილათ მომეწონა, ურევია ლესბი თემატიკაც გარკვეულ დოზებში, ასევე ატრიალებენ აზიური ემიგრანტების თემასაც, იგივე ჩინელების თუნდაც, კომედიაც არის და დობრათ ბათქა-ბუთქი და კიდე უფრო მეტი სუმბური, ნიგელიზმიც დობრათ ურევია ფილმში, HDR კი იყო მაგრამ მაღალი დონის არა, მგონი ეგ სპეციალურათ გააკეთეს, მუქი ფერები იყო ნამეტარი დაჟე მზეზეც კი სპეციფიკური კოლორიზაციით, თითქოს სიზმარს უყურებდიო, საბოლოო ჯამში 8 ბალს დავუწერდი მაგ ფილმს, როგორც ზოგიერთებმა მიწასთან არ გამისწორებია და ნაწილობრივ მომეწონა, მთავარ როლში უკვე კარგათ მობერებული Wo hu cang long აქტრისა მიშელ იეო თამაშობს, ლოლ ჯემი ლი კიორტისი სად გაეძრო ბუხალტერის როლში, ხო ფილმში აგრეთვე ურევია ტაიმ ტრაველსის და პარალელური სამყაროების თემატიკაც, მაგიტომ აქვს საკმაოთ დიდ დოზებში ფანტასტიკის ელემენტებიც, მაგრამ პირველ პლანზე ალბათ სურეალიზმი დგას, სატირის ელემენტებიცაა, არტ ჰაუზი არაა ოღონდ, საკმაოთ ორიგინალური სურათია, აქამდე არაფერი ეგეთი არ შემხვედრია

ტაიკა ვაიტიტის Thor: Love and Thunder 7 ბალი დაუწერეს ign-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/thor-love-and-thunder-review ერთი შეხედვით ერთხელ საყურებელი ავსტრალიურ-ამერიკული სათავგადასავლო კომედიური ეკშენი ჩანს კომიქსების თემატიკაზე, imdb ვოუტები ჯერ არ ჩანს, წინა ნანახი მაქვს და ცუდი არ ყოფილა, ვნახოთ აბა ეს ახალი რა დონის იქნება, კრისტიან ბეილი და ნატალი პორტმანიც თამაშობს ამ ნაწილში

Link to comment
Share on other sites

Zhou 7 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/incantation-review-netflix ერთხელ საყურებელი ტაივანური ნეტფლიქსის ჰორორია

Link to comment
Share on other sites

The Sea Beast 7 ბალი დაუწერა IGN-მა: https://www.ign.com/articles/the-sea-beast-review-netflix ერთხელ საყურებელი ნეტფლიქსის ანიმაცია ჩანს, ვუყურებ Good Luck to You, Leo Grande და Cha Cha Real Smooth გამოჩნდა პერევოდები, მეორეზე დაჟე დუბლაჟია, ალბათ ვნახავ მაგ ფილმებს ცოტა მოგვიანებით, თუმცა მაგ საიტის 9 ბალი ბევრს არაფერს არ ნიშნავს, ხშირათ 7-7.5 ბალიანი ფილმებია უარესი თუ არა დაჟე 9 ბალს რეებიც იღებენ მანდ, მარტო კომედიურ ჟანრს არ ეხება, ფაქტიურათ ყველაფერს ალბათ

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Cha Cha Real Smooth ვუყურე გუშინ Web-dl 2160P-ში რუსული დუბლაჟით რომელიც მეთვითონ დავამატე, მანდაც საკმაოთ მუქი ტონები ქონდა, ზოგადათ სერიალების და სტრიმინგოვი სტუდიების ფილმები კარგი HDR არ გამოირჩევა, ზოგან უკუნისი სიბნელეა მთლათ და არაფერი არ ჩანს, ზოგან კოლორიზაცია აქვს ნიტო, აქაც საკმაოთ ბნელოდა, ისე კი უფრო ერთხელ საყურებელი ეპლის კომედიური დრამაა, მოკლეთ მაგ სურათის დირექტორი, სცენარისტი და თვითონ აქტიორი კუპერ რაიფია, კიდე მონაწილეობენ მაგის გარდა დაკოტა ჯონსონი, ევან ასანტზე და ლესლი მანი, ცუდი ფილმი არ ყოფილა ნამდვილათ, უარესებიც მიყურებია ბოლო წლებში მაგ ჟანრიდან, თუმცა თითქოს რაღაცა აკლდაო 8 ბალი მაინც რომ მიგეცა, ენდინგიც ცოტა ნა ლუბიტელა ქონდა, ჯამში 7.5 ბალს დავუწერდი, ალტრუიზმის თემას და 20-22 წლის ბიჭის და 35-40 წლის ქალის ინტრიჟკას ატრიალებენ, მაგ ქალის გოგოს აქვს კაკრაზ ალტრუიზმი, აქტინგი არ ყოფილა ცუდი, კომედიური ელემენტები მაგ ფილმში უფრო მეორე პლანმზე დგას, ანუ მაქს რამდენჯერმე თუ გაგეღიმება ფილმში, ნუ სანდანსის ფესტივალზე იყო ეგ ფილმი და ცუდი ოტზივები არ ქონია, მაგრამ 9 ბალს არ იმსახურებს რაც IGN-მა დაუწერა

Link to comment
Share on other sites

Good Luck to You, Leo Grande ვუყურე გუშინ Web-dl 1080P-ში, ნუ ლუბიტელსკი პერევოდი იყო ვითომ, პროფ აზვუჩკის გოლოსებით, ანუ თვითონ სტუდია იყო ლუბიტელსკი და არა ვინც ახმოვანებდა, დუბლაჟის გოლოსები იყო მოსფილმის, ისე კი ერთხელ საყურებელი ბრიტანული ჰულუს კომედიური დრამაა სექსის თემატიკაზე, ამჯერათ ახალგაზრდა ჟიგალოს და კარგი 60 წელს შესრულებული ქალის ინტრიჟკაა, ემა ტომსონი და დერილ მაკორმაკი თამაშობენ ძირითადათ მთელი ფილმის მანძილზე, ლოლ სექსუალური სცენები მაგ ფილმში სულ ბოლო მომენტში გაეძრო, მანამდე ძირითადათ სპლაშნოი რაზგავორი იყო, აქტინგი ცუდი არ ყოფილა, მაგრამ თვითონ სიუჟეტია უბრალო, ჯამში 7 ბალს დავუწერდი, მაგრამ ბევრ 7 ბალიან ფილმებს აჯობებს აქტინგით ეგ ფილმი, მეორე მხრივ ign 9 ბალი უკვე მეტისმეტია ეგეთი ფილმისთვის

Nope 9 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/nope-review-jordan-peele თითქოს ნორმალური დონის ფანტასტიკური დეტექტიური ჰორორი ჩანს

Link to comment
Share on other sites

Verdens verste menneske ვუყურე გუშინ BD-ზე ოკოს დუბლაჟით, კარგი დონის ფრანკო-სკანდინავური რომანტიკული კომედიაა არტ ჰაუსიდან, რენატე რაინსვე, ანდერს დანიელსენ ლიე და ხერბერტ ნორდრუმი თამაშობენ, პრინციპში ძირითადათ მაინც ნორვეგიული ფილმია, ორ ბაფტაზე და ორ ოსკარზე იყო ეგ ფილმი წარდგენილი, აი ეგ ფილმი მართლა მომეწონა, კარგი სცენარი და საკმაოთ კარგი დონის აქტინგი ქონდა, ერთ ახალგაზრდა ქალზეა, ურევია მცირე დოზებში პასტელნი სცენებიც, გეი თემატიკა დიდათ არ შემხვედრია, ფილმი რეალისტიკურ სტილშია საკმაოთ გადაღებული, კაკრაზ მაგით გიზიდავს, ფალში ცოტაა და არა ამქვეყნიური სიტუაციები, ჯამში 8 ბალს დავუწერდი, მთავარი აქტრისა კარგათ თამაშობდა ძალიან თავის როლს, ნორვეგიელ რენატეს ვგულისხმობ, არტ ჰაუსი ვისაც მოსწონს არ ღირს გამაზვა მაგ ფილმის, The Worst Person in the World ეგ თვითონ აფასებს ეგრე თავის თავს მთავარი პერსონაჟი, რეალურათ ვერ ვიტყოდი რომ ძალიან ცუდი ადამიანია ბოროტი გულის და ეგოისტი

Link to comment
Share on other sites

მოკლედ მარველის მესამე ეპიკური ფაზის შემდეგ, სადაც ისეთი მაშტაბური და იკონური ფილმები გამოვიდა როგორიც იყო, სივილ ვორი, ინფინიტი ვორი და ენდგეიმი, რომლებმაც მოხსნეს ყველა დროის გაყიდვების რეკორდი, მეოთხე ფაზა იყო სრული კრახი, პლიუს ამან დიდად იმოქმედა პანდემიის პერიოდმა კინო ინდუსტრიაზე და მეოთხე ფაზა მთლიანად მინსუებში წავიდა, ერთადერთ წარმატებულ პროექტად ჩაითვალა Spider-man No way home, ამ ფილმის გარდა თიქმის მთელი ფაზა ჩავარდა, დიდი კრიტიკის ქარცეცხლი გადაიარა დისნეიმ  ამის გამო...

ეს დღეებია მიმდინარეობს Marvel-ს მაშტაბური პრეზენტაცია ComicCon ივენთზე სადაც მეხუთე და მეექვსე ფაზის ფილმები დაანონსა გენერალურმა დირექტორმა ქევინ ფეიჯიმ...

მეექვსე ფაზა აღმოჩნდა მოულოდნელი დამსწრე საზოგაოდებისთვის ორი ფილმით...^^ 

ესე გამოიყურება მეხუთე ფაზა. 

Phase5.jpg

მეხუთე ფაზა საინტერესოა შემდეგი ფილმებით, Guardians Of The Galaxy, Blade, Captain america, Daredevil და Thunderbolts, დეარ დევილი ჩარლი კოქსის დეარ დევილია, რომელიც ნეტფლიქსზე გადიოდა, სერიალი მტლიანად MCU-ს ნაწილია ამჟამად და DisneyPlus-ზე გავა სთრიმინგ რეჟიმში...^^

ესეც მეექვსე ფაზა...^^

Phase6.jpg

აი ეს კი ნამდვილად კულმინაცია იყო ComicCon-ს.

ახალა კი თრეილერები ფილმების და სერიალების რომლებიც ახლო მომავალში გამოდის:

შავი პანტერა ვაკანდა სამუდამოდ

ქალი ჰალკი (სერიალი დისნეიფლასზე) 💜

 

Link to comment
Share on other sites

რონ ჰოვარდის Thirteen Lives 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში https://www.ign.com/articles/thirteen-lives-review-thai-soccer-team-cave-rescue-ron-howard ამაზონის ბრიტანული ბიოგრაფიული დრამაა ტრილერის ელემენტებით კოლინ ფარელის და ვიგო მორტენსენის მონაწილეობით, თითქოს არ ჩანს ცუდი დონის, თუმცა IMDB-ზე ჯერ ვოუტები არ დადებულა მაგ ფილმზე

Link to comment
Share on other sites

Ambulance - 7 (კარგი საყურებელი ფილმია ძალიან კარგი მსახიობებითურთ)

The Bad Guys -7 (კარგი ანიმაციაა ძალიან, მომენტებში ემოციურიც როგორც ხშირად ხდება ხოლმე)

Last Seen Alive - 6 (ერთხელ საყურებელი თრილერი, კარგი თაიმ ქილერია, არ მოიწყენთ)

The Man From Toronto -6 (ერთხელ საყურებელი კომედიური ექშენია, ძილის წინ, კარგ განწყობაზე დასაყენებლად)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.