Jump to content

Recommended Posts

21 minutes ago, G1ORG1 said:

გუგლი დრაივზე ატვირთე. **

https://drive.google.com/file/d/1jqyk6SWPYWik60h4Gt2Z7BWmLgKEiWBy/view?usp=sharing

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

UHD-BD უკვე მაისის ბოლოს გამოდის ეგ 4 საათიანი ვერსია, იქნება თუ არა იქ მაინც მეორე 16:9 ვარიანტი ან ულტრავაიდსკრინი არ ვიცი, შეიძლება არც იყოს, მაგრამ მაქს 2 თვეში გამოვა ბდ რემუქსებიც ალბათ უკვე, საფრანგეთის ლიცენზია 27 მაისიო, იდეაში შტატებში უფრო ადრე გამოვა თუმცა გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაუდიათ ზუსტი, ეხლანდელი ვარიანტი რაღაც არ ჩანს კარგი ტრანსფერი HDR რაც დაიდო, ბნელა ნამეტარი, ალბათ UHD-BD რაც გამოვა ეგ უკეთესი იქნება უფრო მაგაზე, The Falcon and The Winter Soldier სერიალიც დაიწყო ისე, პირველ ეპიზოდს ვხედავ უკვე დაუდიათ, სულ 6 ეპიზოდი იქნებაო 1 სეზონში, ორივეს დაახლოებით 8.5 ბალი აქვს საშვალო შეფასება ამ ეტაპზე IMDB-ზე, თუმცა შეიძლება კიდე დაეცეს მოგვიანებით, ნუ ზაკის ფილმზე 8.9 ქონდა თავიდან, 8.5 ჩამოსულა, ფალკონზე 8.5 ქონდა დღეს, უკვე 8.4, კიდე დაეცემა, ისე wandavision პირიქით იყო, თავიდან მაგარი არ მოეწონათ მემგონი და 7.5 ბალი ქონდა ლამის საშვალო შეფასება ბოლოსკენ უკვე 8.3 ავიდა, ეხლა 8.2 გაჩერებული რაც საკმაოთ ნორმალური აცენკაა სუპერგმირების სერიალისთვის

Link to comment
Share on other sites

აუუ ძაან გაასწორა რა, მაგრად დამევასა, სულ დავიკიდე 4:3 გაფართოვება. ფლეშ პოინტ პარადოქსმა გაასწორა, ტან აზეც რომ ვერ მოვიდა ბოლომდე რა გააკეთა :დ ნელ ნელა ისწავლის არაუშავს :დ მოკლედ არ დავღლილვარ ყურებით, მაგრად ვისიამოვნე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

22 minutes ago, G1ORG1 said:

აუუ ძაან გაასწორა რა, მაგრად დამევასა, სულ დავიკიდე 4:3 გაფართოვება. ფლეშ პოინტ პარადოქსმა გაასწორა, ტან აზეც რომ ვერ მოვიდა ბოლომდე რა გააკეთა :დ ნელ ნელა ისწავლის არაუშავს :დ მოკლედ არ დავღლილვარ ყურებით, მაგრად ვისიამოვნე.

ამართლებ რა პროფაილ პიქს... 😀 😍 აბა რას ვიძახდი ფლეშპოინტ პარადოქსის ამოჭრა შეიძლებოდა? საიბორგის ორიჯინსი ვაფშე დაჩეხეს, რეალურად რამხელა ძალები გააჩნია, რამდენი ლამაზი ექშენ სცენა ამოჭრეს და, მტავარი ან ის რამ გააცოცხლა ის დედა ყუთები, სუპერმენის ბოლო ხმამ გამოაღვიძა ზუსტად პარადემონები, ეგ პარადემონები გრძნობენ დედა ყუთების არსებობას, და ზუსტად იმიტომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე რომ იგრძნეს ყუთების გამოღვიძებით რომ სუპერმენი მკვდარი იყო და ადვილად დაიმონებდნენ დედამიწას, მანდ გიო კიდევ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დარქსეიდი რომ საუბრობს ანტი სასიცოცხლო განტოლება, სტეპენვოლფი როდესაც ეუბნება, მე დედამიწაზე ვნახეო ანტი საასიცოცხლო განტოლებაო ჩემი თვალითო, და წიტელი იეროგლიფები რომ გამოისახა დედამიწაზე, სიცოცხლის საწინააღმდეგო განტოლება გამოგონილი კონცეფციაა, რომელიც გვხვდება DC Comics– ის მიერ გამოცემულ კომიქსებში. ჯეკ კირბის მეოთხე სამყაროს გარემოში, სიცოცხლის საწინააღმდეგო განტოლება არის გრძნეული არსების გონებაზე სრული კონტროლის ფორმულა, რომელსაც ეძებს დარქსაიდი, რომელიც ამ მიზეზით აგზავნის თავის ძალებს დედამიწაზე, არსებობს კაცობრიობის ქვეცნობიერში.  სხვადასხვა კომიქსმა განტოლება სხვადასხვა გზით განსაზღვრა, მაგრამ გავრცელებული ინტერპრეტაციაა ის, რომ განტოლება არის ცხოვრების უსარგებლობის მათემატიკური მტკიცებულება, (გამოწვეული, მიზეზების და გამო, შური, ბოღმა, ღალატი, სუიციდი, მკვლელობა, ჩაგვრა, ბირთვული ომები და ა.შ.). და სწორედ ამ განტოლებას ეძებს დარქსაიდი, რადგან სრული კონტროლი მოიპოვოს დედამიწაზე, სწორედ ამ განტოლების უქონლობის გამო იყო რომ ვერ შეძლო მან დედამიწის დამონება, მას არ სურს განადგურება, მას სურს სრული კონტროლი მოიპოვოს, ამ კონტროლით ის კაცობრიობას გადააქცევს პარადემონებად და გააკონტროლებს მათ...

არსებობს ერთი კომიქსის ვერსია სადაც ბეთმენი ეუფლება მაგ ძალას და ყოვლის მცოდნე ხდება...

მანდ კიდევ თუ დააკვირდი ლუის ლეინის ორსულობის ტესტი ჩანს ერთ კადრში და ის ორსულადაა, ზაკ შნეიდერს კითხეს და ლუის ლეინის შვილი გახდება ახალი ბეთმენიო, მოკლედ სერიოზული ამბები აიწევა რაა, თუ დათანხმდა ზაკმა კიდევ გადაიღებს სამართლიანობის ლიგის გაგრძელებას და იქ უკვე სავარაუდოდ დარქსეიდი ჩამოვა და მაგ ანტი სიცოცხლის ფორმულის ძიება წავა, მე მგონია სუპერმენი დაეუფლება მაგ ძალას ბრძოლის დროს და ევილ სუპერმენი გახდება და ზუსტად ისე განვითარდება მოვლენები შემდეგ როგორც ბეთმენის სიზამრში აჩვენებენ ბოლოს, ეს ჩემი პირადი თეორიაა, 😀 ასე რომ არ ვიცი რამდენად მოხდება, მაგრამ ლოგიკურია... 😀

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო ეგ სიზმარი საიბორმაც ნახა ისე სანამ გააცოცხლებდნენ სუპერმენს. მანდ ერთი შეუთავსებლობაა რაც მე დავინახე, ფაქტია ფორმულის დახმარებით დამონება სურს, მაგრამ დედაყუთებს რაღას დაეძებდა დედამიწის გასანადგურებლად, მომენტ განადგურდა კიდეც ფლეშს რომ არ ევაშკაცა დდ ან შეიძლება ეგ ფორმულა სხვა სამყაროებშიც გამოადგება დდ მარსიანელიც გაიჩითება შემდეგ ნაწილში, ასწორებს. არშეიძლებოდა ნამდვილად მაგდენი რამის ამოჭრა, ჯერ მართლა სუპერმენის ბღავილი რად ღირდა სიკვდილის წინ დდ მშრალი იყო წინა ფილმი და მაგიტომაც არ დამევასა და ვერც ვერაფერი გავუგე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, G1ORG1 said:

ხო ეგ სიზმარი საიბორმაც ნახა ისე სანამ გააცოცხლებდნენ სუპერმენს. მანდ ერთი შეუთავსებლობაა რაც მე დავინახე, ფაქტია ფორმულის დახმარებით დამონება სურს, მაგრამ დედაყუთებს რაღას დაეძებდა დედამიწის გასანადგურებლად, მომენტ განადგურდა კიდეც ფლეშს რომ არ ევაშკაცა დდ ან შეიძლება ეგ ფორმულა სხვა სამყაროებშიც გამოადგება დდ მარსიანელიც გაიჩითება შემდეგ ნაწილში, ასწორებს. არშეიძლებოდა ნამდვილად მაგდენი რამის ამოჭრა, ჯერ მართლა სუპერმენის ბღავილი რად ღირდა სიკვდილის წინ დდ მშრალი იყო წინა ფილმი და მაგიტომაც არ დამევასა და ვერც ვერაფერი გავუგე.

კი კი ყუთების გაერთიანება ხსნის პორტალს და ის განადგურება გაერთიანების გვერდითი ეფექტი იყო, რის შემდეგაც წინააღმდეგობის გამწევი არავინ ეყოლებოდა და ნაცარტუტად ქცეულ დედამიწაზე მარტივად ჩაიგდებდა ხელთ ფორმულას, რის შემდეგაც ნებისმიერ სამყაროს მარტივად დაიმონებდა, სავარაუდოდ ესე მგონია მე...

კი ის მარსიანელი მაგრად გაასწორებს რომ შეუერთდება, და ერთი გრინ ლანთერნი დარჩა და ეგ არის სრული კლასიკური სამართლიანობის ლიგაც იკვრება...^^

რას გაუგებდი კადრები არასწორად იყო დალაგებული, 😀 ამოჭრილი ყველაფერი, დაჟე პერსონაჟები და სთორი ლაინები ხო ამოჭრა ტიპმა, ექშენებიც კი გაფილტრული აქვს... 😀

ამას რარას ჩეხავდა სულ 2 წუთ ნახევარია ისედაც ეს ექშენ სცენა... 😀

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Nobody 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/nobody-review ნორმალური დონის კრიმინალური ეკშენ დრამა ჩანს ბობ ოდენკერკის მონაწილეობით 

Link to comment
Share on other sites

The Fabulous Filipino Brothers 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/the-fabulous-filipino-brothers-review აჩერედნოი პრახადნოი ერთჯერადი რომანტიკული კომედია ჩანს, ისევ აზიურ თემატიკას ატრიალებენ ჰოლივუდში

Link to comment
Share on other sites

ფილმი ჯერ არ მინახავს მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე

ეს სამართლიანობის ლიგა ახლა გადაღებულია თუ ძველი :დ

თუ 2017 წლისაა და მაშინ დაჭრილი გვაჩვენეს (დიდად არც დამამახსოვრდა ეგ ფილმი ალბათ ვერ აღვფრთოვანდი თავის დროზე) აქამდე რატო არ გამოუშვეს ეგეთი სრული

Link to comment
Share on other sites

23 minutes ago, urekeli_l said:

ფილმი ჯერ არ მინახავს მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე

ეს სამართლიანობის ლიგა ახლა გადაღებულია თუ ძველი :დ

თუ 2017 წლისაა და მაშინ დაჭრილი გვაჩვენეს (დიდად არც დამამახსოვრდა ეგ ფილმი ალბათ ვერ აღვფრთოვანდი თავის დროზე) აქამდე რატო არ გამოუშვეს ეგეთი სრული

წინა გვერდზეც დავწერე მიზეზი, მაგრამ გეტყვი 2017 ში დაიწყო ზაკ შნეიდერმა გადაღება და მისმა შვილმა თავი მოიკლა და პროექტს და ზოგადად კინემატოგრაფიას ჩამოშორდა, ამიტომ ჯოშ ვედონს მისცა ვორნერ ბრაზერსმა ნება ტავიდან გადაეღო, ჯოშ ვედომი კი მარველის პროდიუსერია ამიტომ რაც გადაღებული იყო იმათგან ბევრი რამ ამოჭრა და რაც არ იყო დასრულებული, თვითონ გადაიღო და შეცვალა,  აჩეხ დაჩეხა და რეალური 4 საატიდან დატოვა 1სთ და 48 წუთიანი ფილმი, სცენები გადანაცვლებულია არასწორი თანმიმდევრობით, ვერ გაიგებ რა აცოცხლებს დედა ყუთებს ფილმში და კიდევ ბევრი რამ ამოჭრილია, მათ შორის პერსონაჟებიც წაშლილი ფილმიდან, დისის ფანები უკმაყოფილოები იყვნენ ვედომის ვერსიით, ამიტომ პეტიციები გააკეტეს რომ დაესრულებინა ფილმი ზაკ შნეიდერს და გამოეშვა თავდაპირველი ვერსია, ამისთვის საკამრისი ფინანსები თვითონ ფანებმა და HBO MAX-მა გამოყო და დააფინანასა ეს პროექტი, ზაკ შნეიდერმა კი განაცხადა რომ სარეჟისოროდ რაც იყო გამოყოფილი ცალკე თანხა HBO MAX-დან თვითონ არ აიღებდა არცერთ თეთრს და სრულად მოახმარდა პროექტს რომ ფილმი იდეალურ დასრულებულ ვერსიაში გამოსულიყო და გაეხარებინა DC-ს ფანების გული, ამიტომ ფანებმა და HBOX max-მა გადაარჩინა ეს პროექტი თავიდან ბოლომდე, უხდის კდიეც მადლობას ფილმის სანამდ აიწყება დისის ფანებს და HBO MAX-სს პროექტის დასრულებისთვის...

არ იციან ჯერ მოხდება თუ არა ტრილოგიის დასრულება, ზაკს სამართლიანობის ლიგის 3 ნაწილი ქონდა ჩაფიქრებული რომ გადაეღო, არავინ იცის ჯერ ვორნერ ბრაზერსი დარტავს თუ არა ნებას და დააფინანსებს შემდეგ ორ ფილმს, ძაან ატრაკებს ეს warner bros-სი რაა...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 3/21/2021 at 9:16 PM, Harmony Lines said:

კი კი ყუთების გაერთიანება ხსნის პორტალს და ის განადგურება გაერთიანების გვერდითი ეფექტი იყო, რის შემდეგაც წინააღმდეგობის გამწევი არავინ ეყოლებოდა და ნაცარტუტად ქცეულ დედამიწაზე მარტივად ჩაიგდებდა ხელთ ფორმულას, რის შემდეგაც ნებისმიერ სამყაროს მარტივად დაიმონებდა, სავარაუდოდ ესე მგონია მე...😀

და მაგ ფილმში რომ ამბობენ სუპერმენის ეშინოდათო და იმიტომ ვერ მოდიოდნენო. ე.ი. ყუთების გამოღვიძებას არც ელოდნენ, რადგან ერთხელ უკვე გამოაღვიძა ეგ ყუთი იმ კიბორგის მამამ, მაგრამ სუპერმენის შიშით ვერ მოვიდნენ.  სუპერმენი დედამიწაზე მაქსიმუმ 35 წლის წინ მოხვდა, მაქედან ალბათ ასე 10 წელია იმენა სუპერმენია და მანამდე სად იყვნენ, მანამდე რისი ეშინოდათ მაშინ? ეგ პირველი ბრძოლა ყუთებისთვის ძაან ადრე მოხდა, მაშინ მარტო WW იყო ცოცხალი. სუპერმენი, აქუამენი, ფლეში, ბეტმენი და კიბორგი ბოლო 35-40 წელში დაიბადნენ. იმენა ამათ დაბადებას ელოდნენ ათასობით წლები და მერე შემოუტიეს? :D რაღაცები არ ჯდება ფილმშივე შემოთავაზებულ ლოგიკაში. ამიტომ მომწონს marvel მანდ უფროა აწყობილი ისტორია, ლოგიკები მისივე სამყაროსი ვიდრე DC-ში.

Link to comment
Share on other sites

10 hours ago, მათე said:

და მაგ ფილმში რომ ამბობენ სუპერმენის ეშინოდათო და იმიტომ ვერ მოდიოდნენო. ე.ი. ყუთების გამოღვიძებას არც ელოდნენ, რადგან ერთხელ უკვე გამოაღვიძა ეგ ყუთი იმ კიბორგის მამამ, მაგრამ სუპერმენის შიშით ვერ მოვიდნენ.  სუპერმენი დედამიწაზე მაქსიმუმ 35 წლის წინ მოხვდა, მაქედან ალბათ ასე 10 წელია იმენა სუპერმენია და მანამდე სად იყვნენ, მანამდე რისი ეშინოდათ მაშინ? ეგ პირველი ბრძოლა ყუთებისთვის ძაან ადრე მოხდა, მაშინ მარტო WW იყო ცოცხალი. სუპერმენი, აქუამენი, ფლეში, ბეტმენი და კიბორგი ბოლო 35-40 წელში დაიბადნენ. იმენა ამათ დაბადებას ელოდნენ ათასობით წლები და მერე შემოუტიეს? :D რაღაცები არ ჯდება ფილმშივე შემოთავაზებულ ლოგიკაში. ამიტომ მომწონს marvel მანდ უფროა აწყობილი ისტორია, ლოგიკები მისივე სამყაროსი ვიდრე DC-ში.

მე ზოგადად კომიქსები მევასება, არ ვყოფ მარველს და დისის, ყველა ეკრანიზაციაში არის ლაფსუსები, მაგის გარეშე წარმოუდგენელია როდესაც რეჯისორი ადაპტაციას აკეთებს 60-70-იან წლებში დაწერილი კომქისის ცვლიან ბევრ რამეს და მოსდით ხარვეზები, ბევრი რაღაცის ახსნა მოეძებნბათ ხშირ-შემთხვევაში ბევრის არა, ინტერვიუბეშ თვითონვე სცემენ პასუხებს შემდეგ რეჟისორები, ჩემი საყვარელი კომიქსი მაინც Civil War რჩება და მისი ეკრანიზაცია, მაგაზე დავწერ მერე ერთ სტატიას ჩემს მიერ შექმნილ კომიქსების თემაში, რამდენად დიდი რაღაცის მატარებელია ეგ კომიქსი და ფილმი...

რაც შეეხება შენს კითხვას, პირველად რომ ჩამოვიდა დარქსეიდი მაშინ 3-ვე ყუთი ქონდა და ისე ვერ მოერია მაშინდელ ღმერთებს, ამაზონლებს და გრინ ლანტერნებს და ა.შ. აქამდე მსგავსი რამ არ მომხდარა მისი არსებობის პერიოდში, იმიტომ რომ დარქსეიდი სულ იმონებდა სხვადასხვა სამყაროებს და ერთადერთი დედამიწა იყო რომელზეც კინაღამ მოკლეს და ყუთებიც წაართვეს და გადაანაწილეს, ამიტომ ვერც დაბრუდნებოდა მათ გარეშე, პლიუს შოკი და შიში მარცხისგან გამოწვეული...

  კიბორგის მამამ გამოაღვიძა ერთი ყუთი მხოლოდ და 3-ვე ყუთის შერწყმა არის საჭირო რომ პორტალი გაეხსნა და დაენგრია პლანეტა, რის შემდეგაც ადვილად დაიპყრობდა, ყუტების გვერდითი ეფექტიც არის კოლოსალური დამანგრეველი ძალა, მის გარეშე გაუჭირდებოდა,  პლიუს ცოცხალ მკვდარი იყო პირველი ბრძოლის შემდეგ, ჯერ რეაბილიტაციას დაჭირდებოდა დიდი დრო და რეაბილიტაციის შემდეგ სამყაროებში მოგზაურობდა და იკრებდა ძალებს, იმონებდა არმიებს აგროვებდა და ანტი-სასიცოცხლო ფორმულის ძიებაში იყო, პირველად როცა ჩამოვიდა მაშინ არ იცოდა რომ დედამიწაზე იყო ანტისასიცოცხლო ფორმულა თან და ეგონა ამრტივად დაიპყრობდა როგორც სხვა პლანეტებს იპყრობდა, ეგ რომ ცოდნოდა სულ სხვანაირად იმოქმედებდა უკვე,  DC-ში იმდენი უნივერსია ყველაში მოგზაურობს დარქსეიდი და იმონებს, მაგრამ მტავარი მისი მოგზაურობის მიზანი არის "ანტი-სასიცოცხლო" ფორმულის პოვნა, რომლიტაც სრულ კონტროლს მოიპოვებს ყველაფერზე, და ამის ძიებაში იყო აქამდე და სტეფენვოლფმა მაგიტომ მოძებნა სპეციალურად ეგ ფორმულა რომ მისი დანაშაული გამოესყიდა დარქსეიდდთან, და მაგიტომ ეუბნება ანტი-სასიცოცხლო ფორმულა ვნახე ჩემი თვალით ის დედამიწაზე არის მბრძანებელოო, სწორედ მაგან გაუღვივა ორმაგად დედამიწაზე დაბრუნების სურვილი, და შემდეგი ნაწილიც მაგაზე იქნება ზუსტად... ( მე ვარაუდობ რომ იმ დროიდნელმა რასებმა დედამიწაზე იცოდნენ რომ იყო ანტი სასიცოცხლო ფორმულა და მაგიტომ გაფანტეს ყუთები სპეციალურად და დაიცვეს დედამიწაზე რომ სიახლოვეს არ ყოფილიყო ერთმანეთთან და არ გაეღვიძა დარქსეიდს და არ დაბრუნებულიყო)

პირველი მარცხის შემდეგ მიხვდა რომ მსგავსად ვერ დაბრუდნებოდა დარქსეიდი ისევ დედამიწაზე და მას სერიოზული წინააღმდეგობა დახვდებოდა სწორედ ამიტომ ბრუდნება სტეპენვოლფი და ეუბნება რომ დედამიწაზე აღარ არიან ის ღმერტებიო ზევსი რომელიც ჩანს პირველი ბრძოლის დროს, "კრიპტონელებიო" მწვანე ფანრებიო და ა.შ. და პლიუს სუპერმენიც რომ მკვდარი იყო ეგონა 3-ვე ყუთს გააერთიანებდა სტეფენვოლფი და  ანტი-სასიცოცხლო ფორმულასაც ჩააბარებდა და დარქსეიდდთან დაშვებულ შეცდომებს გამოისყიდდა...

ანუ ეგ იმას ნიშნავს რომ როდესაც პირველად ჩამოვიდა და დამარცხდა კრიპტონელებთანაც მოუწია მაშინ ბრძოლა სხვადასხვა რასებთან ერთად და სუპერმენი ჰომ ბოლო კრიპტონელია დედამიწაზე და მისმა სიკვდილმა როდესაც გამოაცოცხლა საბოლოოდ 3-ვე ყუთი, რაღა უშლიდათ ხელს  ამიტომ გადაწყვიტეს ჩამოსვლა, ერთადერთი კრიპტონელი რომ ეთქვა დაიანას მაგ მომენტში უფრო გასაგები იქნებოდა... 

მაგრამ გადახვევებით თუ უყურე ისიც არ გექნებოდა გაგონილი მაშინ რომ კრიპტონელებსაც ახსენებს სტეპენვოლფი მანამდე როცა დედამიწაზე არსებულ რასებზე საუბრობს... 😀 

ფაქ ამდენი მგონი ერთად არ მიწერია ამ საიტზე იმედია გავაქარწ#$% შენი ეჭვები მაინც და ტყუილად არ დავიცავი დისერტაცია ამ ფილმზე... 😀

აუ პირველი სრული თრეილერი დაიდო suicidesquad-ს გაიზ...

Link to comment
Share on other sites

Bad Trip 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/bad-trip-review აჩერედნოი პრახადნოი კომედია ჩანს, პივაზე წავა როცა არაფერი გაქვს საყურებელი

Link to comment
Share on other sites

კი გასაგებია შოკი და მარცხის მერე აღდგენა, უბრალოდ აქ იმხელა დროზეა საუბარი ათასობით წელზე. მანდ იმასაც ახსენებენ დიანა 5000 წლისააო, უბრალოდ სასაცილოა მაინცდამაინც ამ 40 წელს რომ მოუნდა დაბრუნება, როცა დიანას გარდა ყველა დაიბადა. ასევე კრიპტონელის სიკვდილი თუ ასე გაიგეს ერთი ცალის, მთელი პლანეტა როცა აფეთქდა მაშინ სად იყვნენ?

ყველაზე უცნაური კი რაც არის ის რომ ყუთები ხომ ხსნიდა პორტალს? ბოლოს როდესაც სტეპენვოლფის თავი შემოუგდეს პორტალიდან და დახურეს პორტალი დარკსაიდი ამბობს რომ კაი ჯანდაბას ძველი გზით წავიდეთო. ანუ რა გამოდის მთელი ამ დროის მანძილზე უბრალოდ ფრენა ეზარებოდა დიდი ხანი და პორტალით უნდოდა სწრაფად წასვლა?

ესეთ რაღაცებს DC-ს არ ვპატიობ ხოლმე უბრალოდ იმიტომ რომ მარველმა ძაან მაღალი სტანდარტები დააწესა კომიქსების ფილმებზე. რაღაცნაერი მშრალი ფილმები აქვს DC-ს. კიდევ ფლეში მიშლის ნერვებს რანაერად იქნევს ხელებს რო დარბის ის 2 თითი რო აქ თან გაშვერილი, მაგარი ბანძი მსახიობია. ეს დიანაც რაღაცნაერი ბანძია, სულ დაბღვერილი დადის.

 

Link to comment
Share on other sites

Shin Evangelion Gekijôban 8 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/evangelion-3010-thrice-upon-a-time-review კიდე ახალი ფილმი გამოუშვიათ მაგ პოპულარული ანიმე სერიალის მიხედვით

Link to comment
Share on other sites

Godzilla vs. Kong 7 ბალი დაუწერეს ign-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/godzilla-vs-kong-review ერთხელ საყურებელი ავსტრალიურ-ამერიკული ფანტასტიკური ეკშენ ტრილერია, 7.4 ბალმა არ უნდა დაგაბნიოს ჯერ რაც უწერია imdb-ზე, 10000 ვოუტია და რომ აარტყამს 100000 სულ სხვა ბალი დარჩება ალბათ უფრო 7 ბალთან ახლოს ვიდრე 7.5, თუმცა უარესიც შეეძლოთ გამოსვლოდათ, არც ისეთი ცუდი ჩანს მაინც

Link to comment
Share on other sites

მათე მესმის რასაც ამბობ "ამდენ ხანს სად იყოო ფრენა ეზარებოდაო", DC-ს კომიქსებში არსებობს 52 სამყარო, ანუ 52 დედამიწა, 52 კრიპტონი, მარსი იუპიტერი და ა.შ. და რეაბილიტაციის შემდეგ დაიარებოდა ამ სამყაროებში და დაეძებდა მაგ ანტისასიცოცხლო ფორმულას...  ამბობს კიდეც სადაც იყო და "მანდ ერთადერთი შეცდომა რაც მე დავიჭირე ის იყო რომ დარქსეიდი როცა ეუბნება სტეპენვოლფს, ანტი-სასიცოცხლო ფორმულის ძიებაში 100 000-ბით სამყარო მტვრად ვაქციეო DC-ს კომიქსებში 52-ია სულ 😀" არც ეგ არის გამორიცხული რომ ერთ-ერთი სამყაროს კრიპტონიც განადგურებული ქონდეს მაგ ფორმულის ძიებაში, ფანთეორიებს რა გამოლევს, დარქსეიდის მთავარი მოტივატორი არის ანტი სასიცოცხლო ფორმულა და ყველაფერს გააკეთებს მაგის ჩასაგდებად, იგივე თემაა როგორც თანოსისთვის უსასრულობის ქვები...

ნუ ეგ მსახიობების მიმართ ანტიპატია ინდივიდუალურია და მაგაში არც გეკამათები, გალ გადოტზე ჭკუა მეკეტება როგორც ქალზე, 😍 მთელი მსოფლიო მაგაზე სველდება მგონი, ინსტაგრამზე ყველაზე დიდი სტატისტიკით ემატება ფოლოვერები მგონი... 😀

ამას თავი დავანებოთ ახლა და მარველის სტანდარტებზე რომ საუბრობ ახლა გამახსენდა ენდგეიმი რომ გამოვიდა მახსოვს შენი პოსტი რუსულად განხილული მაგ ფილმის ლინკი დადე,  ფილმი გაასაზიზღრეს რასაცქვია, იქ ბევრად უფრო შეუთავსებელი რაღაცეები იყო და მაშინ მოთხარე ენდგეიმი და დღეს მარველმა მაღალი სტანდარტები დააწესაო საუბრობ... 😀  falcon & Winter Soldier-ს რომ დაიწყებ მერე ნახე გაღიძიანებები შენი...

 

უი სხვათაშორის Movie.ge_მ გაახმოვანა სასწაულად ეს ფილმი:

https://movie.ge/movie/cMgIlNqt/zack-snyders-justice-league 

კეთილი შურით მშურს თქვენი ვისაც ჯერ არ გინახავთ და ამ გახმოვანებით ნახავთ, სასწაულადაა სტეპენვოლფის და დარქსეიდის ხმები გაკეთებული და დასმული, მრავალხმიანი გახმოვანებაა პროფესიონალური...

Link to comment
Share on other sites

მეც ვუყურე ზაკის ლიგას 4 საათიანს

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ იყო დამღლელი 4 საათის მიუხედავად, 4:3 ფორმატი მეც დავიკიდე და ძაან გამისწორდა ზოგადად, სულ სხვა ფილმია რა, იმედია გაგრძელდება ეს სთორი ზაკის შესრულებით ისევ, სხვაგავრად მარველი ძაან ჩაგრავს დისის

ფლეშს ველოდები ძალიან, მგონია რომ კიდევ უფრო საინტერესო გამოვა ზაკის ლიგის მერე, სადაც ბევრი ახალი კადრი იყო ფლეშზე

Link to comment
Share on other sites

falcon & Winter Soldier-ს ვუყურე უკვე ვანო. იმენა მეცინებოდა. ვინაა ის ტიპი საერთოდ cap america-დ რომ დასვეს,სირცხვილია lol :D ძალის ძალით გადაღებული სერიალია. მე დიდად არც ვანდავიჟენი მომეწონა. შავ თეთრი სცენები სადაც იყო ის სერიები 2 წუთში მოვამთავრე გადახვევებით, სადაც ექშენები იყო ცოტა იქ ვნახე მარტო. ეგენი ხომ გასაგებია ცალკე შემოსავლებისთვის გადაიღეს, არ მგონია დიდხანს გასტანოს, ისევე როგორც მწვანე ისარი, flash და სხვებმა გასტანა. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო რომ მაგ სერიალებს სერიოზული crossover-ები ქონდათ, დაჯე რამდენიმე სერია რო იყო განადგურება რომ ემუქრებოდა ყველა სამყაროს ეგენი მთლად კარგად იყო გაკეთებული. flash მაგ სერიალიდან მილიონჯერ ჯობია ამ DC_ს ფლეშს. გინდა სირბილით გინდა შენელებულად სადაც არის გადაღებული ჩემთვის ცა და დედამიწაა. ძაან უცოდინრად არის გადაღებული ფილმში.

ენდგეიმი მოვთხარე აბა რა უაზრობები ხდებოდა lol. ჯერ იყოდა კომპიუტერი გაუშვეს მისიაზე რომელიც თავისივე თავმა დააფიქსირა ტანოსის შვილმა და უთხრა ტანოსს, აქედან დაიწყო ყველაფერი. უკვე უაზრობაა რასაც ქვია არადა იდეაში ჩუმად უნდოდათ რომ ექნათ. მერე დაბრუნებისთვის ის რაღაც ნივთიერება არ გვეყოფაო და ტანოსი უზარმაზარი ხომალდით და არმიით შემოვიდა. იქ ჰალკმა გაატკაცუნა და სულ გადაავიწყდა ტანოსის და მისი არმიის შესახებ და კაკრას მაშინ დასცხო ტანოსმა რაკეტები. ეს სტარკს რო გაატკაცუნებინეს ხო საერთოდ უაზრობა იყო. ამიტომაც ქონდა კრიტიკები მაგ ფილმს. მაგრამ ჯამში სპეცეფექტებით, მსახიობებით და როგორც ფილმი მთლიანობაში საყურებლად 10 თავით მაღლა დგას DC-ზე.

შეცდომები იქაცაა, როგორ არაა, დღეს ვუყურებდი კაკრას სპაიდი, სტარკი და ჯადოქარი რომ არიან კოსმოსში და სტარლორდს რომ შეხვდებიან პირველად. რომ არ იცნობენ ერთმანეთს. სტარლორდი იყენებს ფრაზას french fry-სავით გავჭყლიტავო სპაიდის როცა უმიზნებს. ამაზე არაფერი და ცოტა ხნის მერე ვინ ვთქვა ჩემი ბატონი რომ არიო jesus-ო და ამაზე იტყვის რკინის კაცი დედამიწელიაო. french fry-ზე ვერ მიხვდა რომ დედამიწელი იყო? :D

მსახიობები ვინც marvel-სთვის შეარჩია ძალიან მაგარი ხედვა აქვს და წარმოდგენის უნარი აი DC-სთვის მე პირადად როგორც მინიმუმ flash-ს, WW-ს ამათ ნამდვილად არ ავიყვანდი. WW-ს უფრო იმიტომ რომ გამომეტყველება არ შეუძლია სახის ცვალოს, სულ დაბღვერილი დადის. flash იმენა ბანძია ძაან მიფუჭებს მთელ ფილმზე წარმოდგენას როცა ეგ როჟა იჩითება ხოლმე კადრში და უაზროთ იქნევს მაგ ხელებს და უაზრო მოძრაობებით ვითომ დარბის ან იწყებს სირბილს.

Link to comment
Share on other sites

სერიალებიდან ფანიშერი და დეარდევილი იყო კარგი და ეგენი შეწყვიტეს ამ არასწორებმა :დ ვანდავიჟენი მე მომეწონა, ფალკონი და ვინთერა ჯერ არ მიყურებია, დამთავრდეს ბარემ. გოთემი იყო კიდევ ძაან კარგი, დანარჩენი ლენჩობაა.

Link to comment
Share on other sites

კარგია მერე რომ შეწყვიტეს, აბა უსასრულოდ რომ იღებენ სერიალებს და აბანძებენ ეგ ჯობია? გოთჰემი მაგარი იყო პირველი სეზონი მაგრამ მერე ეგეც გააბანძეს. ისარიც კარგი იყო პირველ მეორე სეზონი მაგრამ ბოლოში სუფთა მარაზმი.

Link to comment
Share on other sites

ეს ამიტვირთეთ რა გუგლი დრაივზე

https://movie.ge/movie/ZWi7iTiZ/the-croods-a-new-age

მადლობა )))

Link to comment
Share on other sites

The Father 10 ბალი დაუწერეს IGN-ის მიმოხილვაში: https://www.ign.com/articles/the-father-review მაღალი დონის ფრანკო-ინგლისური მძიმე დრამაა სიბერის თემატიკაზე, მოშნათ მობერებულმა ენტონი ჰოპკინსმა აქტინგის მასტერ კლასი აჩვენა, ყველას არა მგონია ეგ ფილმი მოეწონოს, საშინელებაა სიბერე რა, მაგრამ გარდაუვალია, როგორც სიკვდილს ვერ დაამარცხებ ისე სიბერეს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.