Jump to content

რას ნიშნავს ინტელის uniprocessor?


Recommended Posts

დავგუგლე და კონკრეტულად uniprocessor-ის ფუნქციაზე ვერ ვიპოვნე მარტივად პასუხი.

https://en.wikipedia.org/wiki/List_of_Intel_Xeon_microprocessors

ამ ლინკზე როგორც ხედავთ, ყველა თაობაში პროცესორები იწყება uniprocessor-ით. შემდეგ მოდის dual-processor, შემდეგ quad-processor და ა.შ.

მარტივად როგორც ვხვდები ეს ნიშნავს სერვერის დედაპლატაზე პროცესორის სოკეტის რაოდენობას, მაგალითად:

uniprocessor - როგორც მივხვდი, ეს უნდა იყოს ისეთი დედაპლატის პროცესორი, რომელზეც მხოლოდ ერთი პროცესორის სოკეტია.

dual-processor - ნიშნავს სერვერს, რომელსაც დედაპლატაზე მხოლოდ 2 პროცესორის სოკეტი აქვს.

quad-processor - შესაბამისად დედაპლატას, პროცესორის ოთხი სოკეტით.

 

მე ის მაინტერესებს uniprocessor სიტყვასიტყვით "გაერთიანებულ პროცესორს" ნიშნავს ხომ ასეა? და სად გამოიყენება ეს გაერთიანებული პროცესორები? მხოლოდ ისეთ მაზერზე რომელსაც სერვერის ჩიპსეტი აქვს? თუ შესაძლებელია დესკტოპ ჩიპსეტზეც იმუშაოს?

თუ "უნიპროცესორები" მხოლოდ სერვერის ჩიპსეტებზე მუშაობს, მაშინ დაერქმიათ single-processor და ყველაფერი გასაგები იქნებოდა, საიდან მოიტანეს ეს uniprocessor ტერმინი ან რას ნიშნავს?

 

ეხლა კიდევ უფრო კონკრეტული კითხვები

ინტელს Sandy Bridge-EN-ის არქიტექტურით, ორი უნიპროცესორი აქვს.  

Xeon E5-1428L - Scalability: 1S Only

Xeon E5-1410 - Scalability: 2S Only

უნიპროცესორი როგორც მგონია და ზემოთ დავწერე, ერთ სოკეტიან მაზერს ნიშნავს, მაშინ ეს Xeon E5-1410 უნიპროცესორი როგორ არის ორ პროცესორიანი სკალირებით? გამოდის რომ უნიპროცესორი სხვა რამეს ნიშნავს... და რას ნიშნავს ინტელის საიტზე ვერ ვნახე კონკრეტული განმარტება...

ასევე ყველა პროცესორს საიტზე არ უწერია სკალირება რამდენი აქვს, დავიჯერო გამორჩათ? თუ დაეზარათ? ყოველშემთხვევაში ტექნიკურ დეტალებში ვალდებულნი არიან ეს დაწერონ მაგრამ ფაქტია არ წერია...

 

 

 

 

 

 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.