Jump to content

Apple-მ წარმოადგინა 4 ინჩიანი iPhone SE


Barca

Recommended Posts

თანამედროვე მძლავრი სმარტფონების უდიდესი ნაწილის ეკრანის ზომა დღეისათვის 4.7 და ზემოთ მერყეობს, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კი დიდი ეკრანი უფრო მისაღებად ითვლება ვიდრე მცირე ზომის, თუმცა Apple-ში ასე არ ფიქრობენ...

iphone-se-bn.jpg

21 მარტს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გიგანტმა კომპანია Apple-მ საზოგადოებას მორიგი 4" ინჩიანი სმარტფონი iPhone SE წარუდგინა, კომპანიის განცხადებით დღეს არსებული iPhone ის მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს კვლავ 4" ინჩიანი მოდელი აქვს, ნახევარზე მეტისთვის კი ამ ზომის iPhone იყო მათთვის პირველი და სწორედ ამიტომ მათ ეს ზომა ძალიან უყვართ, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მომხმარებელი არსებობს ვისთვისაც დიდი ეკრანი არაა მისაღები კომპანიამ გადადგა ეს ნაბიჯი და ერთგვარი სახეცვლილი iPhone 5S წარუდგინა საზოგადოებას.

iphone-se-4.jpg

 

გარდა კომპაქტური ზომისა, კიდევ რის გამო შეიძლება იყიდოს მომხმარებელმა 2016 წელს 4" ინჩიანი სმარტფონი ? რა თქმა უნდა Apple-ში ამაზე იფიქრეს და სწორედ ამიტომ ახალ iPhone SE ში მოათავსეს პრაქტიკულად იგივე ნაწილები რაც უკვე კარგად ნაცნობ iPhone 6s სა და 6s Plus შია გამოყენებული.

iPhone-SE-performance.jpg

 

როგორც ვხედავთ iPhone SE სიმძლავრით უტოლდება iPhone 6S ს და 2-ჯერ აღემატება ძველ 5S მოდელს.

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი ტექნიკური მახასიათებლები:

 

ეკრანი: მსგავსად 5S ისა ახალ SE მოდელს აქვს 4" ინჩიანი Retina IPS ტიპის ეკრანი, რეზოლუციით 1136x640 (~326 ppi).

ჩიპსეტი: iPhone SE ში როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოყენებულია იგივე პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი რაც 6S/6S Plus ში, შესაბამისად მასში მოთავსებულია Apple A9 ჩიპსეტი კო-პროცესორ M9 სთან ერთად, რაც მოიცავს 2 ბირთვიან 1.84GHz სიხშირის მქონე Twister პროცესორს და 6 ბირთვიან PowerVR GT7600 გრაფიკულ ამაჩქარებელს.

მეხსიერება: iPhone SE გამოვა მხოლოდ 16 და 64GB შიდა მეხსიერებით, ტრადიციულად მას არ ექნება Micro SD სლოტი. მისი ოეპრატიული მეხსიერების ოდენობა კი 2GB ს შეადგენს.

კამერა: iPhone ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, აქ Apple-მა მომხმარებლებს გული არ დაწყვიტა და მთავარი კამერის სენსორი არის იგივე რაც მათ ფლაგმანებში, შესბამისად SE მოდელს აქვს 12MP იანი 1/3" Sensor, f/2.2, 29მმ მთავარი კამერა 4K@30fps, 1080P@60fps ხარისხის ვიდეოს გადაღების ფუნქციით, 63MP იანი პანორამული რეჟიმით, ორმაგი ფლეშ განათებით, Live Photos და HDR რეჟიმით, თუმცა მათ Selfie კამერისთვის ვერ გაიმეტეს ფლაგმანის მონაცემები და ის კვლავ 1.2MP f/2.4-იანია, რითაც შესაძლებელია 720P ფოტო/ვიდეოს გადაღება განათებისთვის კი გამოიყენება ეკრანი რომელიც 3 ჯერ უფრო მეტად ნათდება სიბნელეში Selfie ს გადაღებისას.

აკუმლატორი/სისქე/წონა: iPhone SE ს აკუმლატორის მოცულობა 1642 mah არის, რაც აღემატება 5S-ის მახასიათებელს, მისი სისქე 7.6mm-ია, ხოლო წონა 113 გრამი.

სხვა მახასიათებლები: iPhone SE ში ქარხნულად მოთავსებულია განახლებული iOS 9.3 ოპერაციული სისტემა, Bluetooth 4.2 კავშირი, სმარტფონს რა თქმა უნდა აქვს Fingerprint ანაბეჭდის სენსორი და Apple Pay სერვისი.

iphone-se-7.jpg

 

iPhone SE წარმოდგენილი იქნება 4 ფერში, ისევე როგორც 6S და 6S Plus.

 

iphone-se-2.jpg

 

 

როგორც ვნახეთ ახალი iPhone SE კომპაქტური და საკმაოდ მძლავრი მოწყობილობაა, თუმცა კომპანიის მთავარ ფლაგმანებთან შედარებით მას არ აქვს 3D Touch ტექნოლოგია და მისი წინა კამერა არის მხოლოდ 1.2MP f/2.4 HD ხარისხის, თუმცა Apple ში ამას უწოდებენ - "A Big Step For Small"...

 

iphone-se-8.jpg

 

 

Apple iPhone SE-ს 16GB-იანი ვერსიის ფასი 399, ხოლო 64GB იანის 499 ამერიკული დოლარი იქნება.

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca featured this topic

რაღა დროს 4ინჩია მარა ეფლს რა ფეხებზე კიდია მაინც გაეყიდება :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხო თუმცა არის ხალხი ჯერ ისევ ვისაც ეგ ზომა მოწონს. ისე 4.3 და ცოტა თხელი, რომ გაეკეთებინათ ბესთსელერი იქნებოდა 

Link to comment
Share on other sites

ზედმეტად პატარაა ჩემი აზრით.  რაც მოუხერხებელი იქნება უმრავლესობისთვის.

Link to comment
Share on other sites

ვერ იტყვით რომ რაღა დროს 4"-იაო. ჩემს ძმას მაგალითად ზუსტად ეგ ზომა მოსწონს. 4-4.3 ინჩიანები. ცალი ხელით რომ მართავდეს და ზომაშიც დიდი არ იყოს.

ყავს მაგ ზომას საკმაოდ დიდი სეგმენტი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

240 FPS არის ყველაზე დიდი პლიუსი ჩემთვის :D მევასება სლოუ მოუშენი. 6P არის ერთადერთი ანდროიდ სმარტი, რომელსაც 240 FPS ვიდეოს ფუნქცია აქვს.

Link to comment
Share on other sites

:vis: 4 ინჩი 2016 წელს. 5s-ს კორპუსები ქონდათ შემორჩენილი და ბარემ გამოუშვეს :D

აქ მაგრად გააპრავეს https://forum.ge/?f=98&showtopic=34844593&st=30 არადა s7 რო 4 ინჩიანი ყოფილიყო მაგარს დაცინებდნენ აიფონი გადავიდა 4.7 და 5.5-ებზეო და სამსუნგმა უკან დაიხიაო მარა ეხლა ეფლმა გამოუშა და ცამდე ადიდებენ.

ამ ვიდეოს მაგონებს სულ მაგათი პოსტები

ეგ ტელეფონი საცოდაობაა 400$-ად 16 GB-იანი და ჩიპიც არ ედება. 64-იანი ვაფშე 500$ ღირს. მაგ ფასად ბევრად უკეთეს სმარტს იყიდი.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

2 hours ago, მათე said:

:vis: 4 ინჩი 2016 წელს. 5s-ს კორპუსები ქონდათ შემორჩენილი და ბარემ გამოუშვეს :D

აქ მაგრად გააპრავეს https://forum.ge/?f=98&showtopic=34844593&st=30 არადა s7 რო 4 ინჩიანი ყოფილიყო მაგარს დაცინებდნენ აიფონი გადავიდა 4.7 და 5.5-ებზეო და სამსუნგმა უკან დაიხიაო მარა ეხლა ეფლმა გამოუშა და ცამდე ადიდებენ.

ამ ვიდეოს მაგონებს სულ მაგათი პოსტები

ეგ ტელეფონი საცოდაობაა 400$-ად 16 GB-იანი და ჩიპიც არ ედება. 64-იანი ვაფშე 500$ ღირს. მაგ ფასად ბევრად უკეთეს სმარტს იყიდი.

ბრენდია რა, ზოგისთვის მდგომარეობის გამსაზღვრელია, აი მე აიფონი მაქვს და მოკლედ სახელია :D

და ზოგს მართლა ევასება, ჩისტად :D

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, urekeli_l said:

ბრენდია რა, ზოგისთვის მდგომარეობის გამსაზღვრელია, აი მე აიფონი მაქვს და მოკლედ სახელია :D

და ზოგს მართლა ევასება, ჩისტად :D

აჰა ვარესებიც დაიდო :D

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

15 hours ago, მათე said:

:vis: 4 ინჩი 2016 წელს. 5s-ს კორპუსები ქონდათ შემორჩენილი და ბარემ გამოუშვეს :D

 

ზუსტადაც :D პრეზენტაციას თუ უყურე იქ ბევრი ისაუბრეს წარდგენამდე ეფლის მიერ ძველი პროდუქციის გადამუშავებაზე და მის ხელახლა გამოყენებაზე 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • Barca unfeatured this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.