Jump to content

საუკეთესო ლეპტოპები - 2016


Recommended Posts

შენიშვნა: სტატიაში მოცემულია ტოპ-კლასის ლეპტოპები. დაფუძნებულია და თარგმნილია anandtech.com-დან.

2015 წლის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი საინტერესო ლეპტოპი მოევლინა სამყაროს, ზოგიერთმა კი ახალი ვერსია მიიღო. საინტერესო მოდელები გამოჩნდა CES-ზეც. ამ სტატიაში ჩვენ საუკეთესოებს შემოგთავაზებთ - მათ რომლებიც მისაბაძი მაგალითები არიან სხვებისთვის.
ყველა მოდელს მითითებული ექნება ლინკებიც, საიდანაც მათ შეძენას შეძლებთ.

 

Ultrabooks - ულტრაბუქები

ულტრაბუქების კლასი ახალი აღარაა და ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მწარმოებლის კარგი თუ საშუალო მოწყობილობებით. რაც ყველაზე კარგია, ამ კლასში რამდენიმე მიმართულება ჩამოყალიბდა, სადაც ღირსეულის და საუკეთესოს პოვნა ნამდვილად შესაძლებელია.
ულტრაბუკები გამოირჩევიან თავიანთი თხელი და მსუბუქი ფორმ ფაქტორით,  თუმცა ამავე დროს საკმარისი აპარატურული სიმძლავრით იმისათვის, რომ თქვენ თითქმის ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეძლოთ მათზე.

Dell XPS 13 9350

XPS 13 ბაზარზე Dell-მა 2015 წლის იანვარში გამოუშვა და მას შემდეგ ის ამ კლასის ალბათ საუკეთესო წარმომადგენელია. წლის ბოლოს 13-დუიმი ზომის XPS 13-მა Intel-ის უახლესი Skylake ბირთვზე დაფუძნებული პროცესორები მიიღო, თუმცა დიზაინი Dell-მა უცვლელი დატოვა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ბაზარზე პირველი XPS 13-ცაა ხელმისაწვდომი, რომელიც შედარებით გაიაფდა და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თუ უფროსი ძმის შესაძენად ფინანსები არ გყოფნით.

DellXPS13_575px.jpg

უახლესი 9350 მოდელი უკვე ხელმისაწვდომია Intel Iris გრაფიკული ადაპტერითა და Thunderbolt 3-ით. XPS 13 უნაკლო არაა, რა თქმა უნდა, თუმცა მისი დახვეწილი დიზაინი, ავტონომიური მუშაობის ძალიან დიდი დრო, პროცესორის მაღალი წარმადობა, ძალიან მაღალი ხარისხის მონიტორი (რომელსაც ერთ-ერთი უთხელესი ჩარჩოც აქვს და მაღალფასიან მოდელებში თაჩსქრინიცაა) და აწყობის ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხი მას ერთ-ერთ საუკეთესო ულტრაბუკად აქცევს.
XPS 13-ის ფასი 799$-დან იწყება (Core i3, 4 GB RAM, 1920x1080 პიქსელზე მონიტორი, 128 GB SSD) და ადის 1999$-მდე (Core i7, 16 GB RAM, 3200x1800 თაჩსქრინი, 512 GB SSD).

დღეისათვის XPS 13 ფასდაკლებებითა და საუკეთესო ფასებით Microsoft-ის ოფიციალურ მაღაზიაშია ხელმისაწვდომი (გადახდა Paypal-ით ან ჩვეულებრივ ქართული საკრედიტო/სადებეტო ბარათებით, Amazon-ის მსგავსად).

Dell XPS 13 9350 @microsoftstore.com - http://bit.ly/1LO1YhZ
Dell XPS 13 9343 (ძველი მოდელი) @microsoftstore.com - http://bit.ly/1OYgFtC
Dell XPS 13 9350 @amazon.com - http://bit.ly/21V9zmd

 

Razer Blade Stealth

Blade Stealth 12.5-დუიმი ზომის პირველი ულტრაბუკია კომპანიისაგან, რომელიც რეალურად მხოლოდ გეიმინგ სისტემებსა და პერიფერიას აწარმოებდა. მისი უფროსი ძმა, 14-დუიმიანი Razer Blade-იც ერთ-ერთი საუკეთესო Windows ლეპტოპია, თუმცა უმცროსი ძმა უფრო შთამბეჭდავია - 13.2 მმ სისქის ულტრაბუკი სულ რაღაც 1.25 კგ-ს იწონის. საბაზო მოდელში გათვალისწინებულია 2560x1440 პიქსელი გაფართოების მქონე მონიტორი, უფრო ძვირფასი მოდელები კი 3840x2160 პიქსელი გაფართოების მქონე, 100% Adobe RGB ფერთა გამის მქონე მონიტორებითაა აღჭურვილი. გარდა, ამისა, Razer Blade Stealth პირველი ლეპტოპია, რომლის კლავიატურის თითოეული ღილაკის ნათების ფერი ინდივიდუალურად შეიძლება შეიცვალოს. ფერების რაოდენობა კი, ალბათ გაოცდებით - 16.8 მილიონია!

razer-blade-portability-performance_575px.jpg

ახალი ულტრაბუკის საბაზო მოდელი 999$ ღირს და აღჭურვილია 128 GB SSD სტორიჯით, 8 GB ოპ. მეხსიერებითა და Core i7 პროცესორით, რაც ასეთ ფასში კონკურენტების ფონზე საკმაოდ თამამი ნაბიჯია. ტოპ-მოდელი, 512 GB SSD სტორიჯით, 16 GB ოპ. მეხსიერებითა და UHD მონიტორით კი 1599$ ღირს.

Razer-ისგან ყველა გეიმინგ ლეპტოპს ველოდით და ეს გარკვეულწილად ასეცაა - მაისში კომპანია გამოუშვებს Razer Core-ს, რაც რეალურად გარე გრაფიკული პროცესორის ადაპტერია და Stealth-ს Thunderbolt-ით უერთდება. Core-ში სრული ზომის ტოპ მოდელი ვიდეო ბარათები ჩაეტევა და 12.5"-იან ულტრაბუქს გეიმინგ მანქანად გადააქცევს.

Razer Blade Stealth-ის ყველა მოდელის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური მაღაზიიდან, Microsoft-ის მაღაზიასა და Amazon.com-ზე კი შეკვეთები მხოლოდ ტოპ-მოდელებზე მიიღება:

Razer Blade Stealth @razerzone.com - http://bit.ly/21VbSFO
Razer Blade Stealth @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ndw9
Razer Blade Stealth 256GB @amazon.com - http://bit.ly/1W5nf7h
Razer Blade Stealth 512GB @amazon.com - http://bit.ly/1W5nejM

 

ASUS UX305CA

მათთვის, ვისაც თხელი და მსუბუქი ულტრაბუკი სურს, თუმცა არ სურს ბევრი ფულის გადახდა, შეუძლია არჩევანი თამამად შეარჩიოს ASUS-ის ახალ, Zenbook UX305CA-ზე. ამ ულტრაბუქში გამოყენებულია Skylake ბირთვზე დაფუძნებული Core m3 სისტემა, რომლის გაგრილებაც ვენტილატორების გარეშე ხდება. დიახ - UX305CA აბსოლუტურად ჩუმია. 13.3 დუიმი ზომის ულტრაბუქი აღჭურვილია 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 256 გბ SSD დისკით. მონიტორებში არჩევანი ორია - 1920x1080 Full HD ან 3200x1800 QHD+ IPS მონიტორები. მათ შორის, ეს უკანასკნელი თაჩსქრინია.

fg_575px.jpg

ლეპტოპის სისქე 12.2 მმ-ია, წონა კი 1.20 კგ. გარსი კი მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული, რაც საკმაოდ ლამაზ და მდიდრულ ვიზუალს უზრუნველყოფს. რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე UX305CA საუკეთესო ფასად Amazon.com-ზე იყიდება, Full HD მოდელი 689$-ად, ხოლო QHD+ - 739$-ად.

ASUS ZenBook UX305CA Full HD @amazon.com - http://bit.ly/21Vedka
ASUS ZenBook UX305CA QHD+ @amazon.com - http://bit.ly/21VejIG
ASUS ZenBook UX305CA Full HD @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ox1Z
ASUS ZenBook UX305CA QHD+ @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5ozqP

 

 

Convertibles - ე.წ. გარდაქმნადი ლეპტოპები

ამ კატეგორიას ლამაზი ქართული შესატყვისი ალბათ არასდროს ექნება. ჩემი აზრით, ეს თანამედროვე კომპიუტერების საუკეთსო სეგმენტია. ამ კატეგორიაში ძირითადად ორი, ან უფრო სწორად, სამი ტიპის მოწყობილობებს ვხვდებით - მოხსნადი კლავიატურებით, 360 გრადუსიანი სამაგრის გარშემო მბრუნავი კლავიატურებით და ისეთებს, რომლებსაც ორივე შეუძლიათ. პირველები უკეთესი ტაბლეტები არიან, მეორეები - უკეთესი ლეპტოპები, მესამეთათვის კი ახალი კატეგორიაა - Ultimate Laptop.
Convertible-ების სეგმენტში დიდი აქტივობაა - ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი მწარმოებელი ცდილობს შექმნას Surface Pro სერიის მსგავსი მოწყობილობა.
თუმცა, ამ კლასის უდიდესი პლიუსი ალბათ მაინც გაზრდილი პროდუქტიულობაა 3:2 შეფარდების მქონე მონიტორების ხარჯზე. ეს ტრენდი პირველად Microsoft-მა დაამკვიდრა, შემდეგ კი ფეხი სხვებმაც აუწყვეს. 3:2 შეფარდების მონიტორის მქონე მოწყობილობა გაცილებით კომფორტულია, როგორც ტაბლეტი და უზრუნველყოფს გაცილებით მეტ ვერტიკალურ სივრცეს, როდესაც მუშაობს ლეპტოპის რეჟიმში, სტანდარტულ 16:9 და 16:10 შეფარდებებთან შედარებით.

 

Microsoft Surface Pro 4

კლასის ლიდერი, სისტემა, რომლის დაწევასაც ცდილობს ყველა - ეს Surface Pro 4-ია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ბევრი მწარმოებელი ცდილობდა მსგავსი მოწყობილობის შექმნას, მათი მუზა უკვე ძველი მოდელი - Surface Pro 3 იყო. ამასობაში კი Microsoft-მა ახალი მოწყობილობა გამოუშვა, რომელიც წინამორბედს ფაქტობრივად ყველა ასპექტში სჯობს.

SurfacePro4Crop_575px.jpg

2736x1824 პიქსელი გაფართოების მქონე 12.3-დუიმიანი ეკრანი ფანტასტიური ხარისხის ჩვენებას უზრუნველყოფს. Surface Pro 4 აღჭურვილია უახლესი, Intel Skylake ბირთვზე დაფუძნებული პროცესორებით, რომელთა შორის უმცროს მოდელს აბსოლუტურად უხმაურო, ვენტილატორების გარეშე გაგრილების სისტემის მქონე Core m3-6Y30 აქვს, ხოლო მათთვის, ვისაც მეტი წარმადობა სურს, გათვალისწინებულია Core i5-6300U და Core i7-6650U პროცესორები, რომელთა შორის უკანასკნელიც Intel Iris გრაფიკული ადაპტერითაცაა აღჭურვილი. მართალია, Core i5 და i7 მოდელების გაგრილების სისტემებს ვენტილატორიც აქვს, თუმცა Surface Pro 4-ის გაგრილების ახალი სისტემა ძალზედ ეფექტურია - შესაბამისად, ვენტილატორის ხმას თქვენ ძალიან იშვიათად გაიგებთ.
გარდა ამისა, ახალი ქმნილება Microsoft-მა Windows Hello ფუნქციასთან თავსებადი ინფრაწითელი კამერით აღჭურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში შესვლას პაროლის გარეშე, მხოლოდ სახის დეტექციით შეძლებთ.
ახალი კლავიატურა და მინის თაჩპედი კლასში საუკეთესოა, მათზე მუშაობა კი კომფორტული. აქვეა Surface სერიის ხელწერაც - უნიკალური საყრდენი, რომელიც უსასრულო რაოდენობის პოზიციებს გთავაზობთ, სამუშაო გარემოსთვის მოწყობილობის იდეალურად მოსარგებად.
Surface სერიაში Microsoft-ი სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, ალუმინის ნაცვლად მაგნეზიუმის შენადნობს იყენებს კორპუსისთვის, რაც მოწყობილობებს საოცრად უნიკალურ, შთამბეჭდავ და მდიდრულ გარეგნობას აძლევს.
Surface Pro 4-ის ფასი 899$-დან იწყება Core m3 მოდელისთვის და ადის 2699$-მდე. ტოპ მოდელი აღჭურვილია Core i7 პროცესორით, 16 გბ ოპ. მეხსიერებითა და 1 ტბ PCIe SSD დისკით.

Microsoft Surface Pro 4 @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5rWhj
Microsoft Surface Pro 4 Bundle @microsoftstore.com - http://bit.ly/1W5rVde
Microsoft Surface Pro 4 @amazon.com - http://bit.ly/1U17Dno

 

Lenovo Yoga 900

Lenovo-ს Yoga სერია პირველი იყო თავის კლასში და დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობაა. Yoga 900 მშვენიერი განახლებაა ძველი Yoga 3 Pro სერიისთვის. ახალ სერიაში Lenovo Core M სერიის პროცესორებიდან 15-ვატიან U სერიის პროცესორებზე დაბრუნდა, უკეთესი წარმადობისთვის.

lenovo-laptop-yoga-900-13-orange-stand-mode-1_575px.jpg

Yoga 900-ის დისპლეი კვლავ შექებას იმსახურებს 3200x1800 პიქსელი გარჩევადობისა და თაჩსქრინის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მოსწყობილობა Convertible კლასს განეკუთვნება, 13.3 ინჩიანი ულტრაბუქი სულ რაღაც 15 მმ სისქისაა და 1.26 კგ-ს იწონის. ახალ მოდელში Lenovo კვლავ 5-რიგიან კლავიატურას დაუბრუნდა, რაც ასევე მისასალმებელია. დღესდღეობის Yoga 900-ის ორი მოდელია ხელმისაწვდომი - უმცროსი მოდელი აღჭურვილია Core i7 პროცესორით, 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 256 გბ SSD დისკით, ხოლო უფროს მოდელში ოპ. მეხსიერება და დისკური მოცულობა გაორმაგებულია. ფასიც შესაბამისად, 1199$ და 1449$-ია.

Lenovo Yoga 900 @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPNLjI
Lenovo Yoga 900 უმცროსი @amazon.com - http://bit.ly/1Uap57U
Lenovo Yoga 900 უფროსი @amazon.com - http://bit.ly/1Uap7g1

 

HP Spectre x360

Spectre x360 ერთ-ერთი საუკეთესოა HP-ს ვრცელი სამოდელო რიგიდან. 360-გრადუსიანი სამაგრის დიზაინი მშვენიერია. ასევე მოწონებას იმსახურებს ალუმინის კორპუსიც. მოწყობილობა ორ ფერში გამოდის - ერთი სტანდარტული ვერცხლისფერია, მეორე კი საოცრად ლამაზი ვერცლისფერი ალუმინისა და სპილენძის კომბინაცია. ეს უკანასკნელი, ვიზუალის გარდა უკეთსი იმითაცაა, რომ HP კლავიატურაზე თეთრ განათებას იყენებს, რაც ვერცხლისფერ ღილაკებს ძნელად გამოსაყენებლს ხდის.

HPSpectrex360_575px.jpg

სტანდარტული დისპლეი 1920x1080 გარჩევადობისაა, თუმცა აგრეთვე შესაძლებელია 2560x1440 ვარიანტის არჩევაც. x360-ის ტაჩპეფი საკმაოდ, არა, ძალიან ფართოა, რაც გარკვეულწილად ინოვაციაცაა ამ კლასის ლეპტოპებში. 13.3-დუიმიანი x360-ის სისქე 16 მმ-ია, წონა კი - 1.44 კგ. HP Spectre x360 ორ ზომაში გამოდის, 13.3 და 15.6 დუიმი - შესაბამისად, იგივე ყველა გემოვნების დაკმაყოფილებას ახერხებს.
13.3-დუიმიანი მოდელის საწყისი ფასი 899$-ია და აღჭურვილია Core i5-6200U პროცესორით, 4 GB ოპ. მეხსიერებითა და 128 GB SSD დისკით. ოპციები საკმაოდაა, ტოპ მოდელში კი შესაძლებელია Core i7-6560U პროცესორისა (Intel Iris გრაფიკული ბირთვით) და 1 ტბ SSD დისკის არჩევაც.
რაც შეეხება 15.6 ინჩიან მოდელს, მისი საწყისი ფასი 1149$-ია Core i5-6200U პროცესორით, 8 GB ოპ. მეხსიერებით, 1920x1080 გარჩევადობის მქონე მონიტორითა და 256 გბ SSD დისკით. უკეთესი ოპციები, რა თქმა უნდა, აქაც გათვალისწინებულია.
HP Spectre x360 სერიის ლეპტოპები შეგიძლია შეიძინოთ როგორც ონლაინ მაღაზიებში, ასევე თქვენი გემოვნებით დააკონფიგურიროთ HP-ს საიტზე.

HP Spectre x360 @store.hp.com - http://bit.ly/1RPOEc2
HP Spectre x360 @microsoftstore.com - http://bit.ly/1UarS0A
HP Spectre x360 Copper @amazon.com - http://bit.ly/1RPOH7Z
HP Spectre x360 @amazon.com - http://bit.ly/1RPOJwk

 

Microsoft Surface Book

Surface Book Microsoft-ის უნიკალური, ტოპ კლასის ქმნილებაა, როგორც თავისი მახასიათებლებით, ასევე დიზაინითა და ფასით. თანაც, მას შემდეგ, რაც კორპორაციამ Surface Book-ის Wi-Fi ადაპტერის ბაგი გამოასწორა (ძილის რეჟიმში Wi-Fi ადაპტერი ხშირად  ჩართული რჩებოდა და ბატარეის განმუხტვას იწვევდა), ამ ლეპტოპის რეკომენდირება უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი, მიუხედავად მისი ფასისა.

SurfaceBook_575px.jpg

ის, რასაც Surface Book-ის შეძენის შემდეგ ვიღებთ, საკმაოდ უნიკალურია. კლავიატურა მონიტორს ე.წ. "მეხსიერების მავთულის" საშუალებით უერთდება იმდენად მყარად, რომ სრულყოფილ ლეპტოპის ანალოგიას ქმნის. რაც ყველაზე საინტერესოა - Surface Book-ის პროცესორი მონიტორის ნაწილშია ჩამონტაჟებული, შესაბამისად, კლავიატურის მოხსნის შემდეგ იგი 13.5 დუიმი ზომის მსუბუქ ტაბლეტად გადაიქცევა. ტაბლეტ-რეჟიმში მუშაობა Surface Book-ს დაახლოებით 3 საათი შეუძლია, მიბმული კლავიატურის ბაზით კი, რომელშიც დამატებითი ბატარეები და ოპციონალური დისკრეტული გრაფიკული ადაპტერია ჩამოტანტაჟებული - 12 საათამდე!
დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი სპეციალურად შეიქმნა Surface Book-ისთვის და დაფუძნებულია NVIDIA GT 940M პროცესორზე, მხოლოდ, ნაცვლად 2 GB DDR3-სა, რომელიც ამ მოდელში გამოიყენება სტანდარტულად, ვიღებთ 1 GB GDDR5 ოპ. მეხსიერებას. გრაფიკული ადაპტერის წყალობით Surface Book-ზე მსუბუქი გეიმინგი თავისუფლადაა შესაძლებელი.
კლავიატურა და თაჩპედი ბრწყინვალეა, პრემიუმ ხარისხის. Surface Pro 4-ის მსგავსად, Book-საც უფასოდ მოყვება ახალი Surface Pen.
3000x2000 პიქსელი გარჩევადობის მქონე თაჩსქრინი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ლეპტოპში ვინმეს გამოუყენებია და უზრუნველყოფს ბრწყინვალე კონტრასტის მაჩვენებელსა და ფერების სიზუსტეს.
ერთადერთი უარყოფითი მხარე, რაც Surface Book-ს გააჩნია, ეს მისი ფასია - საბაზო მოდელი ღირს 1499$ და აღჭურვილია Core i5-6300U პროცესორით, 8 გბ ოპ. მეხსიერებითა და 128 გბ PCIe SSD დისკით. სულ 6 მოდელი არსებობს, ტოპ მოდელი კი, Core i7 პროცესორით, 16 გბ ოპ. მეხსიერებით, 1 ტბ PCIe SSD დისკითა და დისკრეტული გრაფიკული ადაპტერით ღირს 3199$.

Microsoft Surface Book @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPmpK
Microsoft Surface Book Bundle @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPmpU
Microsoft Surface Book @amazon.com - http://bit.ly/1Uav10F

 

 

დიდი ზომის ლეპტოპები

ამ სეგმენტში დიდად განსაკუთრებული ძვრები ნაკლებადაა, შესაბამისად, ორ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

 

Dell XPS 15 9550

ეს XPS 13-ის უფროსი ძმაა, ნამდვილი სამუშაო სადგური. Dell-ის ულტრათხელი ჩარჩოს წყალობით, 15.6-დუიმიანი ლეპტოპი რეალურად 14-დუიმიანის ზომისაა და საკმაოდ მომხიბლავი აპარატურითაა აღჭურვილი.

XPS15_575px.jpg

3840x2160 პიქსელი გარჩევადობის მქონე მონიტორი შესანიშნავია და უზრუნველყოფს Adobe RGB ფერთა გამის სრულყოფილ გადმოცემას.
XPS 15-ის საწყისი ფასი 1499$-ია, რაშიც ვიღებთ 4-ბირთვიან Core i5-6300HQ პროცესორს, 8 გბ ოპ. მეხსიერებას, 256 გბ SSD დისკსა და NVIDIA GeForce GTX 960M გრაფიკულ ადაპტერს. ტოპ მოდელი 2899$ ღირს, თუმცა იგი აღჭურვილია Core i7-6700HQ პროცესორით, 32 გბ ოპ. მეხსიერებით, 1 ტბ SSD დისკითა და NVIDIA GeForce GTX 960M ადაპტერით.

Dell XPS 15 9550 @microsoftstore.com - http://bit.ly/1RPPK7Q

 

Apple MacBook Pro 15

გული არც Apple-ის მიმდევრებს დავწყვიტეთ. თუ თქვენ OS X-ის ფანი ხართ, Apple-ის MacBook Pro ხაზის ლეპტოპები თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. Retina მონიტორები შესანიშნავი ხარისხისაა. ასევე ქებას იმსახურებს კლავიატურა და თაჩპედიც.

MBP15_575px.jpg

სავარაუდოდ, MacBook Pro ხაზი მალე განახლდება, რადგან Apple მათში უკვე ცოტა ძველ, Intel Haswell ბირთვზე ბაზირებულ პროცესორებს იყენებს. 2000$-იან მოდელში გრაფიკული ადაპტერი Intel Iris ბირთვია, 2500$-იან ვერსიაში კი - AMD Radeon R9 M370X, რომელიც Cape Verde ბირთვზეა დაფუძნებული.

Apple MacBook Pro 15 @amazon.com - http://bit.ly/21j2ZQO

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

ვა დელი ყოჩაღ მართლა ძალიან დახვეწეს ლეპტოპები, საწყენია ჩვენ ბაზარზე რომ არაა დიდი რაოდენობით კარგი მოდელები

რეიზერიც ძალიან ლამაზი რამეა მაგრამ 12.5 ინჩზე გეიმინგი რა უბედურებაა :D 

Link to comment
Share on other sites

ნოუთობუქების მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ მაგრამ xps 15ს დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი :)))

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, FC BARCELONA said:

ვა დელი ყოჩაღ მართლა ძალიან დახვეწეს ლეპტოპები, საწყენია ჩვენ ბაზარზე რომ არაა დიდი რაოდენობით კარგი მოდელები

რეიზერიც ძალიან ლამაზი რამეა მაგრამ 12.5 ინჩზე გეიმინგი რა უბედურებაა :D 

ჰო, დელმა საკმაოდ წამოიწია მაგ სფეროში, განსაკუთრებით ამ XPS ხაზით. სასწაულად ლამაზი ლეპტოპებია, ვიწრო ჩარჩო უხდება ძალიან.

ჩვენთან ორიენტ ლოჯიკია დელის წარმომადგენელი, თუმცა XPS სერია არ ჰქონდათ.

+ კარგი რაცაა, თუ საერთაშორისო გარანტია ეკუთვნის დელის პროდუქტს, ორიენტში გარანტია იმოქმედებს, როგორც მითხრეს ადრე. საგარანტიოსაც კი არ ვბეჭდავთ დელის პროდუქტებზეო.

ჩემი მონიტორი რომ ვიყიდე მანდ, ცოტა ხანი ზედნადები შეინახე და მერე ეგეც გადააგდე თუ გინდაო :D 

 

12.5 ინჩზე კიდევ... Surface Book ხომ მაქვს მე და აი რაღაცნაირი მუღამი აქვს რა ეგეთ high-DPI დევაისზე გეიმინგს. ალბათ ძალიან მაღალი შარპნესის გამო? ალბათ მაგიტომ, მაგრამ მუღამი აქვს, კი :)

ან კიდევ, აუცილებელი ხომ არაა მაგაზე გეიმინგი, მიუერთებ დიდ მონიტორს და ეგაა, თან ერთს კი არა, 3-ს.

 

2 hours ago, gtsetsadze said:

ნოუთობუქების მომხმარებელი არასდროს არ ვყოფილვარ მაგრამ xps 15ს დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი :)))

ადრე არც იყო ესეთი დონის ლეპტოპები. 15"-იანი პაერჰაუს ლეპტოპი ადრე იყო 4-5 კილო ლამის, სქელი და მძიმე. დღეს აგერ 15 კი არა, 12-13 ინჩიან ლეპტოპებშია ისეთ სიმძლავრეები, რომ...

საუკეთესო დროა ლეპტოპებისთვის ახლა + რაც დრო გავა, კიდევ უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება. გაყიდვებზეც აისახება - ლეპტოპების გაყიდვების ტრენდი ყოველწელს ზრდადია.

Link to comment
Share on other sites

15 hours ago, Power_VANO said:

ASUS UX305CA

ეს ულტრაბუქი რამდენად ძლიერია? თამაშებისთვის არ მინდა, სამუშაოდ მაინტერესებს

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, !NOT said:

ეს ულტრაბუქი რამდენად ძლიერია? თამაშებისთვის არ მინდა, სამუშაოდ მაინტერესებს

საკმაოდ მძლავრია. ნახე აი ეს ტესტები, XPS 13-ის ძველი ვერსიაცაა გატესტილი და Surface Pro 4-ც მანდ, დიდად არ ჩამოუვარდება 305 :)

http://arstechnica.com/gadgets/2015/11/review-asus-excellent-midrange-laptop-gets-much-better-with-skylake/

http://www.notebookcheck.net/Asus-Zenbook-UX305CA-EHM1-Subnotebook-Review.154422.0.html

Link to comment
Share on other sites

Microsoft Store-ზე ფასდაკლებაა ლეპტოპებზე, XPS13-ზეც მათ შორის: http://www.microsoftstore.com/store/msusa/en_US/cat/Sale/categoryID.69403000?WT.mc_id=PromoEmail_en_US_Daylight_Savings_Time_3-13-16_Hero_SaveBig_HVC&mi_u=15027406

Surface Pro 4-ის i5 მოდელებზე 100$-იანი ფასდაკლებები: http://www.microsoftstore.com/store/msusa/en_US/pdp/Surface-Pro-4/productID.325711500?icid=SalePage_D11K_ModD_Surf_SpringSale_100offSP4_160313_160326

Link to comment
Share on other sites

ასუსი კაია მარა მუშაობის მხრივ როგორი იქნება ნეტა,საოფისედ და ლოგინისთვის კარგი იქნება

 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, attacker bero said:

ასუსი კაია მარა მუშაობის მხრივ როგორი იქნება ნეტა,საოფისედ და ლოგინისთვის კარგი იქნება

 

რეალში ნანახი მაქვს ეგ UX სერია და ძალიან კარგებია მართლა.

Link to comment
Share on other sites

Just now, Power_VANO said:

რეალში ნანახი მაქვს ეგ UX სერია და ძალიან კარგებია მართლა.

საქართველოს ბაზარზე ხოარარის?

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, FC BARCELONA said:

რამი 8გბ და ეკრანი 15 მაინც რო ქონდეს შეიძლება ფიქრი ყიდვაზე.ალტა ხო ვაფშე ჩემპიონია ფასებში.სპასიბა ლინკისთვის

Link to comment
Share on other sites

:D:D

მაშინ სხვა კლასის ნოუთბუქი იქნებოდა, მაგას აქვს მუღამი პატარა და მსუბუქი რომ არის , 15 იან ულტრაბუქს თუ ეძებ ძალიან გაგიჭრდება მაგ სისქის და წონის მოდელის ნახვა უფრო სწორად ვერ ნახავ თან ჩვენ ბაზარზე

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, FC BARCELONA said:

:D:D

მაშინ სხვა კლასის ნოუთბუქი იქნებოდა, მაგას აქვს მუღამი პატარა და მსუბუქი რომ არის , 15 იან ულტრაბუქს თუ ეძებ ძალიან გაგიჭრდება მაგ სისქის და წონის მოდელის ნახვა უფრო სწორად ვერ ნახავ თან ჩვენ ბაზარზე

კაი ცოტას დავაკლებ 14 იყოს :D არა რაღას ვეძევბ.lenovo ideapad y700 ვიყიდე ამ ფორუმის დახმარებით და ალბათ 7-8წელი სხვა ლეპტოპზე ვერ გავიხედავ

Link to comment
Share on other sites

ახალი XPS 13 მომხმარებელი გავხდი. სრულიად კმაყოფილი ვარ :thumbsup:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

11 hours ago, GIBSON said:

ახალი XPS 13 მომხმარებელი გავხდი. სრულიად კმაყოფილი ვარ :thumbsup:

გილოცავ გიბს, :D ტემპერატურის ამბავი როგორ აქვს გრილია ? 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, FC BARCELONA said:

გილოცავ გიბს, :D ტემპერატურის ამბავი როგორ აქვს გრილია ? 

thnx.

რეალურად ჯერ არ გამიტესტავს, არც სტრესზე მქონია რამე ისეთი მაგრამ სტანდარტულ რეჟიმში საკმაოდ გრილია, მუშაობის დროსაც არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ფეხზე თუ მიდევს ან სხვა.. როგორც ვრთავ იგივე ტემპერატურაზე ვთიშავ. ხმაც არ ისმის საერთოდ.
მერე გავტესტავ კარგად.

ჯერ ნაკლი რაიმე ისეთი ვერ ვუნახე. ერთი ბატარეა არის პრობლემური ისიც მე უბუნტუზე ვარ და მანდ ცოტა პრობლემურია, მაგრამ ტვიკების შემდეგ ცოტა უკეთ არის ახლა. ვინდზე უფრო უკეთესად არისო ოპტიმიზირებული როგორც ვიცი.

Link to comment
Share on other sites

ეკრანი კარგი აქვს ხო ? დაბალი განათება ხომ არ აქვს როგორც ასუსებს ? 15 იან ვერსიას ვიქონიებდი სიამოვნებით

Link to comment
Share on other sites

On ‎14‎/‎03‎/‎2016 at 5:04 PM, attacker bero said:

კაი ცოტას დავაკლებ 14 იყოს :D არა რაღას ვეძევბ.lenovo ideapad y700 ვიყიდე ამ ფორუმის დახმარებით და ალბათ 7-8წელი სხვა ლეპტოპზე ვერ გავიხედავ

14-იანი არის XPS 15 :) ძალიან ვიწრო ჩარჩოს გამო XPS 15 რეალურად არის 14"-იანი ლეპტოპის ზომის :)

On ‎14‎/‎03‎/‎2016 at 1:45 AM, GIBSON said:

ახალი XPS 13 მომხმარებელი გავხდი. სრულიად კმაყოფილი ვარ :thumbsup:

გილოცავ, მშვიდობაში :) რომელი ვერსია გაქვს?

On ‎15‎/‎03‎/‎2016 at 3:57 PM, FC BARCELONA said:

ეკრანი კარგი აქვს ხო ? დაბალი განათება ხომ არ აქვს როგორც ასუსებს ? 15 იან ვერსიას ვიქონიებდი სიამოვნებით

XPS-ებს კარგი ეკრანები აქვთ ძალიან, კონტრასტიც კარგი აქვთ :thumbsup:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

8 hours ago, Power_VANO said:

გილოცავ, მშვიდობაში :) რომელი ვერსია გაქვს?

გაიხარე. 9343 მოდელი.
ჯობდა 9350 ამეღო skylake-ზე, მაგრამ არაუშავს ესეც კამფეტივითაა :)

ახლა განვაახლე A07 ვერსიაზე ბიოს

Link to comment
Share on other sites

აუ რა ძალიან ძვირებია ეს ულტრაბუკები, საშუალო ფასის კიდე საქართველოში ვერ ვნახე რომ განვადებით ვიყიდო

ეს  http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=20329  კაი ვარიანტი ჩანს მაგრამ პროცესორი რაღაც არ მომდის თვალში :)

Link to comment
Share on other sites

14 minutes ago, სოსო said:

აუ რა ძალიან ძვირებია ეს ულტრაბუკები, საშუალო ფასის კიდე საქართველოში ვერ ვნახე რომ განვადებით ვიყიდო

ეს  http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=20329  კაი ვარიანტი ჩანს მაგრამ პროცესორი რაღაც არ მომდის თვალში :)

რა უნამუსობაა 600$ ღირს ეგ მოდელი, გაწელე მაქსიმუმ 1700 გამოდის თავისი განბაჯება-წონით, და აქ კიდე რამდენს იგებენ -_-

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, სოსო said:

აუ რა ძალიან ძვირებია ეს ულტრაბუკები, საშუალო ფასის კიდე საქართველოში ვერ ვნახე რომ განვადებით ვიყიდო

ეს  http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=20329  კაი ვარიანტი ჩანს მაგრამ პროცესორი რაღაც არ მომდის თვალში :)

სოსო როგორ ხარ ? :D შენნაერი სტაჟიანი Overclocker იუზერისთვის ეგ Ultra Low Voltage პროცესორი ნამდვილად არაა, მაგრამ ინტერნეტზე და პროგრამებზეც გეყოფა თავისუფლად 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

8 hours ago, სოსო said:

აუ რა ძალიან ძვირებია ეს ულტრაბუკები, საშუალო ფასის კიდე საქართველოში ვერ ვნახე რომ განვადებით ვიყიდო

ეს  http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=20329  კაი ვარიანტი ჩანს მაგრამ პროცესორი რაღაც არ მომდის თვალში :)

სოსო, ამექსით (ან სხვა საკრედიტო) ბარათით იყიდე და დაფარე ნელ-ნელა მერე :) თორემ ულტრაბუკები ჩვენთან ჯერჯერობით ვაშლატამას პროდუქციასავითაა, ორმაგი თუ არ მოუგეს, არ შეიძლება ისე.

P.S. ორიენტ-ლოჯიკს შეეხმიანე მაინც, Dell-ის პროდუქცია აქვთ მაგათ და კარგ ფასებში, იქნებ XPS 13-იც ჩამოგიტანონ შეკვეთით მისაღებ ფასად (ალბათ ადგილზე არ ექნებათ).

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 3/26/2016 at 7:53 PM, FC BARCELONA said:

სოსო როგორ ხარ ? :D შენნაერი სტაჟიანი Overclocker იუზერისთვის ეგ Ultra Low Voltage პროცესორი ნამდვილად არაა, მაგრამ ინტერნეტზე და პროგრამებზეც გეყოფა თავისუფლად 

 

იდეაში მეტისთვის არც მინდა :)

On 3/26/2016 at 2:38 AM, Power_VANO said:

სოსო, ამექსით (ან სხვა საკრედიტო) ბარათით იყიდე და დაფარე ნელ-ნელა მერე :) თორემ ულტრაბუკები ჩვენთან ჯერჯერობით ვაშლატამას პროდუქციასავითაა, ორმაგი თუ არ მოუგეს, არ შეიძლება ისე.

P.S. ორიენტ-ლოჯიკს შეეხმიანე მაინც, Dell-ის პროდუქცია აქვთ მაგათ და კარგ ფასებში, იქნებ XPS 13-იც ჩამოგიტანონ შეკვეთით მისაღებ ფასად (ალბათ ადგილზე არ ექნებათ).

ვცდი მაგას ვანო :) განვადებას აკეთებენ ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.