Jump to content

AMD RX 4xx & 5xx Series News


Recommended Posts

7 minutes ago, PAZA said:

გინდ 350 დოლარი და 400 ღირდეს მხეცი ვერსიები რავიცი მართლა ბესთ სელერი გახდება. პრინციპში სხვანაირად ვერც გაუწევდა კონკურენციას და საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯია. მთავარია მართალი იყოს :))) 

მართალია :yes:

99ecfc28d140.jpg

სასწრაფოდ ვიდეოკარტები უნდა დავყიდოთ :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე ჩანჩალა 560TI მაქვს და არც გავყიდი ამას :DD ისე კი 1070 ს ვუმიზნებდი მაგრამ ისე მიდის საქმე რო ამდ ეს მოვაგდებ. ფანბოი არ ვარ არცერთის და რომელიც უკეთეს ვარიანტს შემომთავაზებს იმას ავიღებ <3

Link to comment
Share on other sites

იმედია კიდევ არ დაfეილდებიან და 200$ში თუ ძლიერ ბარათს დადებენ მე პირადად ვიყიდი მიუხედავად იმისა რომ საქმისთვის Nvidia მჭირდება. ნვიდიას ექსტერნალ გრაფიკ ქარდად ვამუშავებ რა ვუყო აბა ))

წარმატებები ამდ-ს. 

Link to comment
Share on other sites

2 ცალს ავიღებ ალბათ მე ივლისის ბოლოს, 500$ დაჯდება დაახლოებით და 1080 ზე ძლიერი იქნებაო როგორც ამობენ იმედია მაღტლაც ასე იქნება 

Link to comment
Share on other sites

Пара видеокарт AMD Radeon RX 480 опережают по производительности Nvidia GeForce GTX 1080, стоя в полтора раза меньше

http://www.gametech.ru/news/51392/

Link to comment
Share on other sites

ეს დღევანდელი პრეზენტაცია

 

საკმაოდ საინტერესო განხილვა ჰქონდა მსოფლიო გეიმინგ სისტემაზე რაჯა კოდურს. ამიტომ მისი გამოსვლის ქართული მიმოხილვას გავაკეთებ, ამაზე საუბარი იწყება შემდეგნაირად:

 

AMD-ს მიმართულებაა რაც შეიძლება მეტი (100 მილიონი) ადამიანის ინტეგრაცია VR სამყაროში, უფრო მეტი (250 მილიონი) ადამიანის აღჭურვა თანამედროვე, ახალი ტენქოლოგიებით.

იმის დასადგენად თუ რაარის საჭირო ამ მიმართულებების განხორციელებისთვის, უფრო კონკრეტულად თუ როგორ მოხდება 100 მილიონი ადამიანის აღჭურვა VR-ით, ჩატარდა გამოკითხვა, სადაც გაირკვა ის ძირითადი პრობლემები, თუ რა უშლის ხელს მომხმარებელს ჰქონდეს VR.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხულობს თუ რა საოცარია VR-ის შესაძლებლობები, მაგრამ მათ საერთოდ არ არ მიუწვდებათ ხელი ამაზე, რადგან ამის ფუფუნება არააქვთ.

მსოფლიოში საერთო 1,43 მილიარდი კომპიუტერიდან, მხოლოდ 13 მილიონი კომპიუტერია ისეთი რომელსაც შეუძლია VR-ის მხარდაჭერა. ეს კი ნიშნავს რომ მსოფლიოში კომიუტერების საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეუძლია დატკბეს VR-ის შესაძლებლობებით.

ასევე გამოკვლევებმა აჩვენა რომ, გეიმერების უდიდესი ნაწილი, ვიდეო ბარათებს ყიდულობს 100$-დან 300$-ის ფარგლებში. ეს კი გეიმერების 84%-ია! (მხოლოდ 16%-ს ყიდულობს 300$-ზე ძვირიან ბარათს.) ასევე უნდა აღინიშნოს რომ 100$-დან 300$-ის ფარგლებში არსებულ ვიდეო ბარათებს, არ შეუძლიათ VR-ის მხარდაჭერა.

ასევე თანამედროვე VR-ის შემქმნელის სიტყვებია ტვიტერიდან https://twitter.com/PalmerLuckey/status/679907802962214912

Quote

Reminder of something I have talked about before: VR will become something everyone wants before it becomes something everyone can afford.

სწორედ ეს სიტყვები გახდა AMD-ს იმპულსი იმისა რომ შეემუშავებინა პროექტი, ამ მიზნის განხორცილეებისათვის.

 

ახლა კი მთავარი, გამოკითხვის შედეგი, თუ რა აღმოჩნდა მომხარებელის უმეტესობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, იმისათვის რომ მათ ჰქონოდათ VR, ეს არის - ფასი! გამოკითხულთა 68% პროცენტისთვის სწორედ სიძვირე აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ისინი ფერხდებიან და ვერ ახერხებენ ძვირადღირებული ვიდეო ბარათის ყიდვას.

დიახ, ეს ის შედეგია სადაც ახლა ვცხოვრობთ, მომხმარებელებისა და გეიმერებიის უმრავლესობა კვლავ უკან დარჩა, ახალი ტექნლოგიების მიღმა. ჩვენი მიზანი კი ის არის რომ VR იყოს ყველგან და ყველასთან.

ამიტომ ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში 100 მილიონი ადამიანის ჩართვა VR სამყაროში. და ჩვენ ამის დაწყება გვინდა დღესვე, და არა 6 თვის შემდეგ ან შემდეგი წლიდან. ჩვენ გვინდა VR-ის ხელმისაწვდომობა ყველასთვის დღეიდანვე. ეს არის ჩვენი მისია რომელიც პოლარის არქიტექტურაზეა დამყარებული. თუმცა ჩვენ გარდა ამისა გვაქვს სხვა მისია, ეს არის აპლიკაციისა და კონტენტის შექმნა, გაცილებით იაფად, რადგან მხოლოდ VR hardware-ის ქონდა, არ ნიშნავს ყველაფერს. მომხარებლისთვის ასევე აუცილებელია VR აპლიკაცია და ის კონტენტი რითაც მომხარებელს გაუადვილებს VR hardware-სთან მუშაობას, ესეც ჩვენი მისია გახლავთ.

 

Radeon RX 480 ეს არის ყველაზე იაფი, მაღალ ენერგოეფექტური, საკმარისად მძლავრი, პრემიუმ დონის ბარათი VR შესაძლებლობით.

მისი დიზაინი, თერმული გაგრილება და ფორმა, სწორედ ისეთია როგორიც წინა თაობის პრემიუმ ვიდეო ბარათში (ფური) გვხვდებოდა. ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის დიზაინს ბიუჯეტურ ვიდეობარათში.

გარდა ვიზუალური დიზაინისა, ყველას აინტერესებს მისი ტექნიკური მონაცემები. ჩვენ ამ ბარათის ტექნიკური შესაძლებლობები შევქმენით იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც კონტენტ დეველოპრები გამოიყენებენ მოამვალი 3-4 წლის განამვლობაში. ჩვენ ეს ბარათი არ შევქმენით ჩვენი ოცნებით, ჩვენ ეს ბარათი შევქმენით მოამვალი 3-4 წლის გათვლაზე.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ეს ისაუბრა ვიდეო ბარათზე და ამ ბარათის VR შესაძლებლობებზე, ასევე ამით მესიჯი გაუზავნა იმ მილიონობით მომხარებელს რომლებიც კვლავ შორიდან უცქერიან ძვირიან ბარათებს რომლებსაც VR შესაძლებლობები გააჩნიათ. რაც შეეხება ამ ბარათის გეიმინგზე საუბარს (საუბრისას შეეხო OpenGPU-ს, კონსოლის თამაშებს, მანტლის და ვულკანს) ის აღარ გადავთარგმე, როცა გამოვა ამაზე ისედაც ბევრი რევიუები დაიდება.

ორი სიტყვით რომ მიმოვიხილოთ თუ რა ისაუბრა გეიმინგზე, DOOM-ის შემქმნელები როგორც აცხადებენ, საოცარ პერფრომნას აჩვენებს პოლარისი ვულკანის API-ზე. ასევე მცირე დემონსტრაცია მოაწყო ე.წ. ასინქრონული შეიდერების შესაძლებლობისა, Ashes of the Singularity თამაშში. როგორც ვიცით ეს თამაში არის ერთ-ერთი უპირველესი, რომელიც Dx12-ზეა შექმნილი. ამით გამოავლინა AMD-მ თავისი ტექნიკური შესაძლებლობა ფასთან მიმართებაში, როდესაც ორი ცალი Radeon RX 480 ვიდეო ბარათი შეადარა GTX 1080-ს. როგორც აღმოჩნდა ამ თამაშში Radeon RX 480-ს კროსი ცოტა მეტ (62 FPS) FPS-ს აჩვენებს ვიდრე ერთი ცალი GTX 1080 (58 FPS), სამაგიეროდ 2 ცალი Radeon RX 480 ჯდება 500 დოლარზე ნაკლები, როდესაც GTX 1080 მინიმუმ 600-700 დოლარი ღირს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, GTX 1080 GPU-ს დატვირთვა ხდებოდა 98,7%-ით, როდესაც RX 480-ის GPU კროსში მხოლოდ 51%-ით იტვირთებოდა. ამით რაჯა კოდური ამბობს რომ, ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი პოტენციალი (headroom) როგორც დეველოპერთა ჯგუფი, რათა გამოვიყენოთ მოამვალში ეს რესურსიო.

შემაჯამებელი სიტყვით როგორც თქვა, პოლარის არქიტექტურა ეს არის გიგანტური ნაბიჯი, როგორც VR-ის მიმართულებით, ასევე ენერგო ეფექტურობით, მაღალი პერფომნანსითა და დაბალი ღირებულებით. რამდენიმე კვირის შემდეგ კი შემდეგ ვიდეო ბარათებს წარმოგიდგენთო.

 

რაც შეეხება ჩემ აზრს, როგორც აღმოჩნდა და ასეც ვვარაუდობდი, AMD-ს ასეთი ნაბიჯი უფრო გააუმჯობესებს მის საბაზრო წილს ბაზარზე, ვიდრე პირველობაში ჭიდილი. მეორეს მხრივ ბაზარზე თუკი არსებობს მაღალი წარმადობის ბარათი უკვე Nvidia-ს სახით რომელიც ახლა ამაზონზე 800 და 900 დოლარი ღირს 1080-ის ვერსიები და რომელსაც ჯერ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავს, ბაზარზე იაფი სეგმენტი ჯერ არ წარმოუდგენია. შესაბამისად AMD სწორედ ამ სეგმენტს შეავსებს რაც ძალიან ლოგიკური და ჭკვიანური ნაბიჯია. 200 დოლარად 5 TFLOPs ბარათი, ამ ეტაპზე ნამდვილად ოცნების ბარათია. ამასთანავე მარტო ბარათიც ხომ არ არის, VR-ს თავისი მოწყობილობებიც ჭირდება რაც ფაქტიურად ძალია აძვირებს ამ ყველაფერს და ეს ემსგავსება ფუფუნების საგანს. ასევე ეს ფაქტი კარგია თავად VR მოწყობილობების მწარმოებლებისთვისაც, რადგან უფრო მეტი პროდუცია გეყიდებათ. ამ ეტაპზე Radeon RX 480 სწორედ ის მინიმუმია რაც ყველას უნდა ჰქონდეს, რეფერანსი მოდელია და საინტერესოა როგორი ოვერქლოქის პოტენციალი ექნება მის GPU-ს... მემგონი თუ კარგად დარაზგონდა 390X-ს ალბათ გაუტოლდება.

ასევე საინტერესოა 490 და 490X-ის ვარიანტები როდის გამოვა და რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება GTX 1070-1080-სთან. ასევე Nvidia მოუწევს ჩქარა გამოუშვას GTX 1060 და კიდევ სუსტი ბარათების თორემ ამ 200 დოლარიან ბარათს ნებისმიერი რიგითი იყიდის, რაც წესით მაგათ წისქვილზე არ დაასხამს წყალს...

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

ბენჩებს ველოდები ძალიან მაინტერესებს რისი თავი აქვს სინგლ რეჟიმში  

Link to comment
Share on other sites

მე როგორც ყოველთვის არ მჯერა :დ ისეთი არ იქნება როგორსაც ამბობენ , იმედია ვცდები :დ 

Link to comment
Share on other sites

ბიჭო ბიჭოოო ეს თუ სიმართლე გამოდგა აი ძაან გაასწორებს.

Link to comment
Share on other sites

50 minutes ago, lasha1616 said:

 

ასევე გამოკვლევებმა აჩვენა რომ, გეიმერების უდიდესი ნაწილი, ვიდეო ბარათებს ყიდულობს 100$-დან 300$-ის ფარგლებში. ეს კი გეიმერების 84%-ია! (მხოლოდ 16%-ს ყიდულობს 300$-ზე ძვირიან ბარათს.) ასევე უნდა აღინიშნოს რომ 100$-დან 300$-ის ფარგლებში არსებულ ვიდეო ბარათებს, არ შეუძლიათ VR-ის მხარდაჭერა.

 

ამ VR ready-ის ზუსტ მნიშველობას ვერ ჩავწვდი. დელისზე მოვსინჯე Oculus Rift ერთერთ ავტო სიმულატორს ვთამაშობდი, მაგათი კონფიგები ვნახე და 660ti ეყენათ და 300$ ფარგლებში ნაღდად არის ეგ კარტა :დ გამოსახულობა არ გლეჯავდა ნამდვულად, მაგრამ დაბალ fps არ ვუჩივოდი

Link to comment
Share on other sites

VR READY ჩემი სისტემაა მაგრამ არ მაქვს Oculus VR

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Gadget said:

ამ VR ready-ის ზუსტ მნიშველობას ვერ ჩავწვდი. დელისზე მოვსინჯე Oculus Rift ერთერთ ავტო სიმულატორს ვთამაშობდი, მაგათი კონფიგები ვნახე და 660ti ეყენათ და 300$ ფარგლებში ნაღდად არის ეგ კარტა :დ გამოსახულობა არ გლეჯავდა ნამდვულად, მაგრამ დაბალ fps არ ვუჩივოდი

13 minutes ago, Gadget said:

ამ VR ready-ის ზუსტ მნიშველობას ვერ ჩავწვდი. დელისზე მოვსინჯე Oculus Rift ერთერთ ავტო სიმულატორს ვთამაშობდი, მაგათი კონფიგები ვნახე და 660ti ეყენათ და 300$ ფარგლებში ნაღდად არის ეგ კარტა :დ გამოსახულობა არ გლეჯავდა ნამდვულად, მაგრამ დაბალ fps არ ვუჩივოდი

რაჯა კოდურის ნათქვამია, მე უბრალოდ გადმოვთარგმნე და არამგონია შემცდარიყო :D და რა პროცესორი ჰქონდა?

აი ეს არის მინიმუმი სულ მინიმუმი იმისათვის რომ VR გაუშვა.

  • Graphics processor: Nvidia GeForce GTX970, or AMD Radeon R9 290 equivalent or greater
  • CPU: Intel i5-4590 or AMD FX 8350 equivalent or greater
  • RAM: At least 4GB
  • Video output: HDMI 1.4 or DisplayPort 1.2 or newer
  • USB port: One USB 2.0 or greater
  • Operating system: Windows 7 SP1 or newer

GTX 970-ზე მინიმუმი უკვე აღარაა VR

 

თავად მოწყობილობები (headset) ღირს ძვირი, მაგალითად

Oculus Rift 600$ ღირს

HTC Vive 800$

ასევე Sony PS4-ის VR headset 400$ ღირს მაგრამ მაგას მხოლოდ კონსოლზე გამოიყენებ და კონსოლი ცალკე 350$ ღირს, დამათებით კამერა და რაღაც ჯოისტიკი რაც საერთო ჯამში 800$ ჯდება, სრული VR-ის შესაძლებლობა.

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, lasha1616 said:

რაჯა კოდურის ნათქვამია, მე უბრალოდ გადმოვთარგმნე და არამგონია შემცდარიყო :D და რა პროცესორი ჰქონდა?

აი ეს არის მინიმუმი სულ მინიმუმი იმისათვის რომ VR გაუშვა.

  • Graphics processor: Nvidia GeForce GTX970, or AMD Radeon R9 290 equivalent or greater
  • CPU: Intel i5-4590 or AMD FX 8350 equivalent or greater
  • RAM: At least 4GB
  • Video output: HDMI 1.4 or DisplayPort 1.2 or newer
  • USB port: One USB 2.0 or greater
  • Operating system: Windows 7 SP1 or newer

GTX 970-ზე მინიმუმი უკვე აღარაა VR

 

თავად მოწყობილობები (headset) ღირს ძვირი, მაგალითად

Oculus Rift 600$ ღირს

HTC Vive 800$

ასევე Sony PS4-ის VR headset 400$ ღირს მაგრამ მაგას მხოლოდ კონსოლზე გამოიყენებ და კონსოლი ცალკე 350$ ღირს, დამათებით კამერა და რაღაც ჯოისტიკი რაც საერთო ჯამში 800$ ჯდება, სრული VR-ის შესაძლებლობა.

პროცესორი მე-4 თაობის ი5 იყო, მგონი ეგ მოდელი კაკრაზ. ოპერატიული 4გბ თუ 8გბ არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ვიდეო მახსოვს ერთში 660Ti ეყენა Gigabyte-ის 2 ქულერიანი Windforce ვერსია და მეორეში რაღაც აჩერედნოი GTX560Ti, მესამეში ვეღარ შევიჭყიტე ძაან უშნო ადგილას იყო :D

მანამდე კიდევ რუსთაველზე მოვსინჯე ახალწლებზე, სცენები იყო და მხოლოდ უყურებდი VR-ით, არც იქ ედგათ რამე სასწაული კომპი, ისე კი წამაქანავა ოდნავ :D

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, MaKaSaRa said:

იმედია კიდევ არ დაfეილდებიან

და როდის და რაზე დაფეილდა?

Link to comment
Share on other sites

Leaked slide Shows AMD Radeon RX 480 at 5.5 TFLOPs and 8GB GDDR5 http://www.guru3d.com/news-story/leaked-slide-shows-amd-radeon-rx-480-at-5-5-tflops-and-8gb-gddr5.html ისე მაგ კარტას რატომღაც მანდ 970-980 ადარებენ, ალბათ მაგ კარტის დაჩაგვრას აპირებს მაგ ახალი კარტით პირველ რიგში ამდ, თუმცა ეგ კარტა 980 აჯობებს წესით, ნუ წარმადობით უფრო სუსტი ჩანს 1070-ზე მაგრამ ფასიც უფრო ნაკლები ედება, 2K მემგონი იზამს რამეს ეგ კარტაც დიდი რაზგონშიკი რომც არ იყოს

AMD Radeon Rx 480 runs at 1267 MHz - Product Photos http://www.guru3d.com/news-story/amd-radeon-rx-480-photos.html რატომღაც მგონია რომ 1070 კონკურენტი 480X იქნება უფრო და 1080 490, მაგრამ ეგენი ჯერ არაა მგონი დაანონსებული

Link to comment
Share on other sites

იგივე ინფო რუსულათ https://geektimes.ru/post/276664/ HEVC საპორტი დაუმატებიათ ისე, ეგ კარგი ინფოა, მაგის გარეშე სრულყოფილ UHD-BD ლიცენზიებს ალბათ ვერასდროს ვერ გავუშვებთ პს-ზე რომც შეტეხოთ UHD-BD ზაშიტა, მაგისი და H265 კოდეკის საპორტი ჭირდება და მაგიტომ და კიდე HDCP 2.0 და HDMI 2 და Displayport 1.4 მხარდაჭერა მგონი, ნაგიტომაა აქამდე რომ ვერ შეუტეხიათ ჯერ და პირდაპირი რენდერით თუ იდება ხოლმე მაგის ლიცენზიების რიპები, რიპებს არ ვგულისხმობ ოღონდ მე და არც რემუქსებს როცა შეტყდება ზაშიტა, მაგეებს ჩემი სისტემითაც მშვენივრათ ვუყურებ ჩემ მონიკზე, უბრალოთ GPU აქსელერაციის საპორტი მარტო ახალ ამდ 400 სერიის და ნვიდიას 1000 სერიის კარტებზე ექნება წესით მარტო, H264 4K ფორმატზე კი ჩემთან პოვერდვდ11 კი მუშაობს უპრობლემოთ GPU აქსელერაცია და არც მაღალბიტრეიტიან რიპებზე გაუჭირდება მაგ კოდეკზე, პრობლემური კაკრაზ H265 და მაგაზე სოფტოვი კოდეკით უშვებს ძველ კარტებზე მარტო, ან მგონი სკაილაიკის ინტეგრირებული კარტა დაგჭირდება მაშინ

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Fatal Fighter said:

და როდის და რაზე დაფეილდა?

მოთხოვნად პროდუქტს რომ ვერ ქმნიან იმას ვგულისხმობ. თუნდაც ტოპ კარტებში (fury x vs 980ti) უმეტესობა ნვიდიას ყიდულობს სწორი მარკეტინგის გამო. არადა არაა 980ტი დომინანტი ფპს-ში. ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ფასი/წარმადობაა მნიშვნელოვანი და ოქროს შეუალედს ვეძებ. 970 არის ეგეთი კარტა ამ ეტაპისთვის. 1070-იც დაახლოებით იგივე სეგმენტს მოიცავს მაგრამ თუ 2X RX 480 აჯობებს 1080-ს ეგ ძალიან კარგი იქნება. თან ენერგომოხმარებაც არაა მაღალი. ფასი წარმადობით მშვენიალური კარტა გამოვა. 

კიდევ ერთხელ ვაზუსტებ რომ პირადი სიმპატიები ამდ-ს მხარესაა მაგრამ კარგი იქნება თუ ბაზარზეც აისახება. ყველა კარგად ხედავს რომ 5 წლის წინანდელი ამდ-ს ბარათები დღესაც არ ირცხვენენ თავს და მწვანეების მხრიდან იგივე დროის კარტები სამუზეუმო ექსპონატებია ალბათ. 

Link to comment
Share on other sites

5 TFLOPs აქვს მარტო და მეეჭვება დაჟე 1070 რომ აჯობოს, ნუ გამოვა და ვნახავთ რაც იქნება, 200$ მაინც კარგი უნდა იყოს ფასი-წარმადობით თუმცა გაუჭირდება 60ფპს ყველა იგრაში დაფიქსირება უკვე ალბათ 2K, როგორც ეგ 980 და 390X უჭირს დიდი რაზგონის პოტენციალი კი ბოლო ამდ სერიის კარტებს არასდროს ქონიათ, ისე კი 970 ყველამ კი ლანძღა და მართლაც რომ ნომერ პირველი გეიმინგ კარტა გამოდგა გაყიდვებით, სტიმის სტატისტიკაც მაგაზე მეტყველებს, ეგ 1070 ძალიან კარგი რამე ჩანს ფასი-წარმადობით 2K გაფართოვებისთვის, მინიმალური ზაპასიც რჩება კარგი რაზგონის პოტენციალის ხარჯზე დაჟე ამ ეტაპზე, მესამე ვიჩერშიც დასტოინი ფპს აქვს და ეგ უკვე საკმაოთ კარგ გრაფიკათ ითვლება ეხლანდელი სტანდარტებით, ამდ მინუსი ცუდი ხარდი არ ყოფილა, ცუდი სოფტი იყო და დიდხანს ანდომებდენ კარტის მაქსიმალური პოტენციალის გამოვლინებას, უფრო მაგიტომ ჩაგრავდენ თავიდან 290-290X ნვიდიას GTX780-780Ti, მწვანეების კარტები ფაქტიურათ გამოსვლისთანავე მაქსიმუმს აჩვენებდენ DX11 რეჟიმში და უფრო მძლავრი ხარდის მქონე 290-290X კი 2 წლის შემდეგ ამუშავდენ ფაქტიურათ ზოგიერთ თამასში, მაგდენს კი არცერთი გეიმერი არ დაუცდიდა და თავის დროზე უმრავლესობამ 780-780Ti კარტები იყიდა, 390-390X დიდათ ვერ ჩაგრავენ 970-980 კარტებს და ვერც ფური იქსი ჯაბნის 980 Ti, ანუ დრაივერების ფაქტორი და ვატების მოხმარების-გაგრილება-რაზგონის პოტენციალის ფაქტორი არც ეხლა უნდა გამოვრიცხოთ, მაგიტომ სულ ფასის დაგდება უწევდა ამდ თავის პროდუქციაზე რაც კიდე უფრო ცუდათ მოქმედებდა ფინანსებზე და ჯამურ გაყიდვებშიც უჭირდა ბოლო პერიოდში ძალიან, ფასის დაგდებაც დაბალი ჯამური გაყიდვების მაჩვენებელია ხშირ შემთხვევაში ნვიდიას კარტებთან შეფარდებაში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, MaKaSaRa said:

მოთხოვნად პროდუქტს რომ ვერ ქმნიან იმას ვგულისხმობ. თუნდაც ტოპ კარტებში (fury x vs 980ti) უმეტესობა ნვიდიას ყიდულობს სწორი მარკეტინგის გამო. არადა არაა 980ტი დომინანტი ფპს-ში. ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ფასი/წარმადობაა მნიშვნელოვანი და ოქროს შეუალედს ვეძებ. 970 არის ეგეთი კარტა ამ ეტაპისთვის. 1070-იც დაახლოებით იგივე სეგმენტს მოიცავს მაგრამ თუ 2X RX 480 აჯობებს 1080-ს ეგ ძალიან კარგი იქნება. თან ენერგომოხმარებაც არაა მაღალი. ფასი წარმადობით მშვენიალური კარტა გამოვა. 

კიდევ ერთხელ ვაზუსტებ რომ პირადი სიმპატიები ამდ-ს მხარესაა მაგრამ კარგი იქნება თუ ბაზარზეც აისახება. ყველა კარგად ხედავს რომ 5 წლის წინანდელი ამდ-ს ბარათები დღესაც არ ირცხვენენ თავს და მწვანეების მხრიდან იგივე დროის კარტები სამუზეუმო ექსპონატებია ალბათ. 

არა, ფეილზე გქონდა საუბარი და ფეილი როგორც ასეთი ამდ-ს მხირდან არ ყოფილა ნამდვილად

მარტკეტინგის მხარე სუსტი აქვთ? კი ბატონო, ეს ასეა.

მეც ზუსტად მაგიტომ მიხარია ხოლმე ამდ-ს წარმატება, რომ ხალხისთვის არის ეგ ისევ და ისევ კარგი  და არ იქნება მონოპოლია როგორც ახლა პროცესორებში არის, გამოვიდა 10 ბირთვიანი პროცესორი და დაადო ინტელმა თითქმის 2კ, რატომ არ დაადებდა რა, ახლოს ვერავინ მიდის.

პროცესორები იქით იყოს და იმედი მაქვს საგრძნობლად წინ წაიწევს ამდ ამ სერიით

 

Link to comment
Share on other sites

ბოლო წლების გაყიდვებს თუ დავუჯერებთ ამ ეტაპზე ძალიან ახლოსაა უკვე მონოპოლიასთან, ეხუმრები 78% ბაზრის წილს, საშვალოთ 5 გაყიდულ ნვიდიას კარტაზე 1 ამდ კარტა მოდის და მგონი განსაკუთრებით კაკრაზ ტოპ და მიდ სეგმენტში თრეულობს ხალხი ნვიდიას კარტებს, გეიმერების უმრავლესობა დღემდე ნვიდიას აძლევს უპირატესობას და ეგ სანამ არ შეიცვლება გაუჭირდებათ მაგ ბაზრის წილის გაზრდა, დიდიან პატარიანა თამაშობს უკვე მთელი მსოფლიო და მაგიტომ, დაჟე გოგოებშიც კი საკმაოთ პოპულარულია უკვე გეიმინგი, ჩინეთშიც საკმაოთ პოპულარულია გეიმინგი ისე ანუ მარტო განვითარებულ ქვეყნებს არ ვგულისხმობდი, მანდ კი დობრათ კარტების გაყიდვა შეიძლება და მგონი მანდაც ნვიდიას უჭირავს უპირატესობა

Link to comment
Share on other sites

ზომბივით მიყვება ხალხი ნვიდიას და ეგ მაგის ბრალია. მარკეტინგი კიდე ამდს აქვს ნაგავისგან რომ ნაგავი დარჩება ეგ. ლაითინგი 290ხ 250ევროდ ვიყიდე რამოდენიმე თვის უკან, ამ ფასში 780 რეფერანსი არ მომდიოდა. 

Link to comment
Share on other sites

4 hours ago, MaKaSaRa said:

მოთხოვნად პროდუქტს რომ ვერ ქმნიან იმას ვგულისხმობ. თუნდაც ტოპ კარტებში (fury x vs 980ti) უმეტესობა ნვიდიას ყიდულობს სწორი მარკეტინგის გამო. არადა არაა 980ტი დომინანტი ფპს-ში. 

მოთხოვნად პროდუქტს ვერ ქმნის? რას გულისხმობ?

AMD-ს გამოშვებული ბარათი არამოთხოვნადია და Nvidia-ს გამოშვებული მოთხოვნადი?

როგორც უკვე ისტორია გვეუბნება, მოთხოვნადი პროდუქტის შექმნა მარტო ვიდეო ბარათის გამოშვებას არ ნიშნავს.

AMD რა ბარათებსაც უშვებს, ტექნიკური კუთხით განვიხილოთ, ყოველთვის ძლიერი იყო და ახლაც ასეა. მუდამ მეტი ტრანზისტორი ჰქონდა, მუდამ მეტი გამომთვლელი ბირთვები, მეხსიერების გამტარობაც მეტი ჰქონდა და მუდამ მეტი გამოთვლითი სიმძლავრე (Processing power (GFLOPS)) ეს დღესაც ასეა, მაგრამ ეს სუსტი Nvidia როგორღაც ახერხებდა მუდამ პირველი ყოფილიყო თამაშებში, მუდამ მეტი FPS ჰქონდა...

მაშ რა დააკლო AMD-მ თავის ბარათებს? რა ვერ გაიმეტა ამისთანა? სად არის ძაღლის თავი დამარხული? :D ოდესღაც ეღირსება AMD-ს, რომ აჯობოს NVIDIA-ს თუნდაც 1 FPS-ით მაინც? როგორც მახსოვს Nvidia-ს TOP ბარათი ყოველთვის იყო GTX x80 მოდელი. როგორც კი AMD-მ მოახერხა და რაღაცნაირად GTX 780-ს ტოლი ბარათი გამოეშვა, Nvidia-მ ეგრევე გამოუშვა GTX 780Ti, მე ასე მახსოვს და მას მერე მოდის ასე.

ამით იმის თქმა მინდა რომ, ძაღლის თავი დამარხულია მხოლოდ და მხოლოდ სოფტში! ჰარდი არაფერ შუაში არაა.

Nvidia-ს სოფტის მხარე ჰქონდა იდეალური. Dx 11-ში ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა. არამარტო დრაივერებით, არამედ თამაშების უმრავლესობაც Nvidia-ს ბარათებზე იყო მორგებული. მეტ ფულს ხარჯავს, მეტი რესურსი და მეტი პოტენციალი გააჩნია. მეტი კონტაქტები აქვს გეიმინგ დეველოპერებთან და პირველობის შესანარჩუნებლად ასეც უნდა მოქცეულიყო. რათქმაუნდა ამის ხარჯზე, სუსტი ბარათიც მონსტრი გამოჩნდებოდა, რაცარუნდა ტენო და ტენო ეს ტრანზისტორები და ბირთვები, თუ სოფტში არ გივარგა საქმე, თუ გინდა ოქროს ჩამოსხმა ბარათი გამოუშვი, მაინც არაფერი გამოვა. Dx11-ში 980Ti ზოგან 30 და 40 FPS-ითაც ჯობნის Fury X-ს და რანიარად არაა 980Ti დომინანტი FPS-ში? :huh:http://www.anandtech.com/bench/product/1715?vs=1720

 

AMD რომ მიხვდა საქმე რაშიც იყო, ამიტომ შექმნა ისეთი API რომელიც ბოლომდე გაწურავდა ვიდეო ბარათის შესაძლებლობებს განსხვავებით Dx 11-სგან. მანტლი სწორედ ესაა. მან გამოაჩინა AMD-ს ბარათების სრული პოტენციალი სადაც Nvidia-ს რბილად რომ ვთქვათ მოსვენება დაუკარგა, რადგან საათივით აწყობილი პირველობა Dx11-ში ჩაუფუშა. ყველა ძველი AMD-ს ვიდეობარათი, მანტლში გაცილებით მეტ FPS-ს აჩვენებდა ვიდრე Dx 11-ში. ამასთანავე სწორედ მანტლის გამოსვლამ, მისცა ბიძგი Microsoft-ს რომ გამოეშვა Dx 12 (რომელიც თითქმის მანტლის ანალოგია) თორემ დღემდე ისევ Dx 11 იქნებოდა. ასევე მანტლზე დაფუძნდა სწორედ Vulkan API. როგორც უკვე ზემოთ დავწერე, Dx11-ში AMD-ს ასინქრონული შეიდერები არ მუშაობენ. ანუ Dx 11 AMD-სთვის არის შემაბრკოლებელი API ანუ სოფტშია პრობლემა და არა თვითონ ბარათის ჰარდში. მანტლი, Dx 12 და Vulkan, აი აქ გამოჩნდება AMD-ს სრული პოტენციალი და არ გამიკვირდება რომ Nvidia-ს პირველობა საკმაოდ შეაზანზაროს კიდევაც..

ასე რომ ფეილი ან მოთხოვნადი პროდუქტის არქონა მემგონი AMD-ს არ ჰქონია. ყველაფერი შექმნა, ყველაფერი გააკეთა სწორედ ისე როგორც საჭირო იყო. რომ დაეწყო ეხლა FPS-ებში კინკლაობა, არა მე ვარ პირველი, ეს ჰგავს პატარა ბავშვის საქციელს პირველობას რომ არ თმობს და უკან რომ არ იხევს. ამ შემთხვევაში როგორც ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაცია, ისეთი პოლიტიკა არააქ რომ ხალხი გაატყაოს მიუხედავად იმისა რომ ამერიკის საფონდო ბირჟაზე Nvidia აქციის ფასით, 10-ჯერ აღემატება AMD-ს აქციის ფასს. ჩემი გადმოსახედიდან AMD-მ ნიადაგი სწორედ ისე მოამზადა როგორც მისთვის იყო საჭირო, ყველაზე რთული სამუშაოები უკვე ჩაატარა და ახლა მხოლოდ შედეგის მოლოდინი დარჩათ. მე ისიც მჯერა რომ Nvidia კიდევ მოიგონებს უეჭველი რაღაცას, ასე გულხედაკრეფილი ნამდვილად არ იქნება, ახალი გეგმები და გათვლები ექნება. რაღაც ნიშა უნდა ეკავოს ბაზარზე რითაც ხალხს მიიზიდავს, ეს იქნება მეტი FPS თუ სხვა რამ, მომავალი გვიჩვენებს.

 

 

 

 

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მოკლედ ამედს ვიდეობარათებთან შეხება არასდროს მქონია და მაინტერესებს რენდერითვის გამოდგება?

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, lasha1616 said:

 

ჩემს გასასხივოსნებლად თუ წერე ამდენი, მადლობა )  

ძალიან მარტივი რაღაც ვიგულისხმე როცა ვთქვი არ დაფეილდესთქო. თვითონ არ იცოდნენ მარტო რომ კარგ ბარათებს ქმნიან და ეს ხალხსაც დააჯერონ. როცა ნვიდიას უჭირავს ბაზრის თითქმის 80% იქ კონკურენცია ფაქტობრივად აღარაა და ფასებზე კონტროლი ერთი მხარის კარნახით მიდის. სხვა ამ შემთხვევაში მე არაფერი მაინტერესებს. ტოპ ბარათს მე ამ ეტაპზე ვერ შევიძენ ვერცერთი მხარის და სულ არ მაინტერესებს რომელი აჯობებს ჰაი ენდ სეგმენტში. ჩემთვის საშუალო სეგმენტია მნიშვნელოვანი და ძალიანაც მომწონს 480-ის შესახებ ინფორმაცია რაც მოდის. კარგი იქნება თუ ნაწილობრივ მაინც გაზრდიან თავიანთ წილს ბაზარზე.

48 minutes ago, gtsetsadze said:

მოკლედ ამედს ვიდეობარათებთან შეხება არასდროს მქონია და მაინტერესებს რენდერითვის გამოდგება?

გააჩნია რენდერერს. კლასიკური გაგებით "რენდერში" გამოდგება. მაგრამ იმ რენდერერში რომელიც კუდა ქორებს იყენებს (და მე რომელსაც ვიყენებ ეგეთია) გინდ გქონია გინდ არა. ვერ აამუშავებ უბრალოდ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.