Sign in to follow this  
Power_VANO

უფრთხილდით იაფფასიან USB Type-C კაბელებს!

Recommended Posts

USB Type-C რომ ახალი და მშვენიერი სტანდარტია, ყველამ ვიცით. ბევრ ახალ ლეპტოპზე, სმარტფონზე და კომპიუტერზე უკვე ხშირად გვხვდება ამ ტიპის პორტებიც. სტანდარტს მხარს უჭერენ და თავიან პროდუქტებში იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Google, Apple, Intel...

პარალელურად, თავისთავად, გამოდის უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის კაბელი. პრობლემაც სწორედ აქაა. იმის გამო, რომ USB Type-C შექცევადი (Reversible) კაბელია და მისი გამოყენება შეიძლება ერთი მოწყობილობიდან მეორეს დასატენად ან პირიქით, საჭიროა, კაბელი ხარისხიანად იყოს დამზადებული, ხარისხიანი კომპონენტებითა და დენის ძალის რეგულატორებით.

type-c.jpg.55f8c03ebe371ea53dbc0e46e03b2

როგორც ჩანს, იაფფასიან კაბელებში ბევრი მწარმოებელი თანხას ზოგავს და იყენებს უხარისხო კომპონენტებს - შედეგად კაბელი დასაშვებზე მეტ დენს ატარებს, რაც ცუდ შემთხვევებში პორტების, ხოლო უარეს შემთხვევაში მთლიანად მოწყობილობის დაზიანებას იწვევს (Verge-ის ჟურნალისტს მაკბუქის პორტები დაეწვა, გუგლის ინჟინერს კი Pixel-C).

ეს პრობლემა ამხელა მასშტაბით პირველად გუგლის ინჟინერმა ბენსონ ლოინგმა (Benson Leung) აღმოაჩინა და გადაწყვიტა საზოგადოებას დახმარებოდა - მან დაიწყო ამაზონზე კაბელების ყიდვა, გატესტვა და რევიუების წერა.

მარტივი გამოსავალი იდეაში არის ის, რომ არ ვიყიდოთ იაფფასიანი და არაბრენდირებული კაბელები, თუმცა მთლად უსაფრთხო ეს მიდგომაც არაა. საუკეთესო გზა კი ესაა:

1) ეს არის ბენსონის პროფილი amazon.com-ზე, სადაც რევიუების ნახვაც შეგიძლიათ.
2) Reddit-ის წევრებმა შექმნეს სპეციალური ფაილი, სადაც ერთად ათავსებენ გატესტილ კაბელებს, თავისი რევიუთი და ლინკებით.
3) საიტი http://www.usbtypeccompliant.com/ სადაც თავმოყრილია ხარისხიანი კაბელები, თავისი ლინკებით რევიუებზე.

გარდა ამისა, არსებობს USB კონსორციუმის სერტიფიკაციის პროგრამაც, თუმცა ონლაინ მაღაზიების აღწერებში ვერსად შეხვდებით გატესტილი კაბელის სერტიფიკაციის ლოგოტიპებს, ასე რომ, ეს გზა სანდო არაა.

მოკლედ, ფრთხილად იყავით USB Type-C კაბელების შეძენისას და ყოველთვის გადაამოწმეთ მისი სანდოობა.

 

წყარო: theverge.com

  • Upvote 9

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now

Sign in to follow this