Jump to content

ბიუჯეტური ვიდეო კარტების რაზგონი


Davidd

Recommended Posts

მოგესალმებით ხალხნო, თუ თქვენ გაქვთ ბიუჯეტური ვიდეო კარტა, როგორიცაა ჩემი gt 730, გინდათ უკეთესი და გარკვეული მიზეზების გამო - მე მაგალითად (თბილისში ვერ ჩავდივარ მოუცლელობის გამო) აპგრეიდს ვერ ახერხებთ, არსებობს დროებითი გამოსავალი (ამ ხერხის გამოყენება გარკვეულ რისკებს უკავშირდება) - რაზგონი. ამ შემთხვევაში ვიყენებთ MSI Afterburner-ს. გადმოწერა შეგიძლიათ აქ დაჭერით. და ტემპერატურების საკონტროლოდ ვიყენებთ პროგრამას CPUID HWMonitor - აქ. ვიწყებთ

Untitled.jpgView image: Untitled

მაღალ ტემპერატურას ამ ზამთარში არ ვიმჩნევთ იმითომ რომ ოთახში ისევ ზაფხულია :D და ცოტა ხნის გამორთული მაქვს თამაში.

ვტესტავთ CS GO. დავდექი ერთ პოზიციაზე, ფპს 108 დავაფიქსირეთ.შემდეგ ჩავკეცეთ და გავაკეთეთ ისე როგორც ფოტოზეა.

Untitled.jpgView image: Untitled

როგორც ხედავთ, core clock + 50, Memory Clock + 100, Fan Speed Auto off - 100%, (ცოტა ხმა შეგაწუხებთ), ამის გაკეთების შემდეგ შეგვიძლია ეს პარამეტრები დავასეივოთ. შემდეგ ჩავრთეთ თამაში და 108 ფპს მაგივრად გვაქვს 126-7. მე არ გავრისკე ოთახში ტემპერატურის გამო, თქვენ Memory clock მეტიც შეგიძლიათ. ნუ გავითამაშე და არანაირი პრობლემა არაა, არანაირი ქრაშები. შემდეგ რესეტი მივეცი. 

იმედია მოგეწონათ ჩემი პოსტი, დადეთ თქვენი ბიუჯეტური კარტების რაზგონი და მისი შედეგები, ვურჩიოთ ხალხს რა რამდენით აუწიონ. სხვა მოდელებზე ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ აკონტროლეთ ტემპერატურა და 24/24 ზე არ გქონდეთ დარაზგონებული, შექმენით პროფილი და გამოიყენეთ მაშინ, როცა წყალივით დაგჭირდებათ FPS. ხო იმედია მოვიცლი თბილისში ჩასასვლელად და ახალ ვიდეოკარტაზე ახალ ტესტებს შემოგთავაზებთ

Fan Speed-ი რო დატოვოთ აუტოზე დიდი სხვაობა არაფერი, ხმაც არ ექნება, შეგიძლიათ უბრალოდ ხუფი მოხსნათ სისტემას. ახლა დავაკვირდი დიდი არაფერი სხვაობა

რაც შეეხება რისკს, თუ ვოლტაჟებს არ შეეხებით და Core და  Memory clock-ს ზომიერად აუწევთ, ტემპერატურებს თუ აკონტროლებთ და გამოიყენებთ მხოლოდ საჭიროების დროს - ამ წესებს თუ დავიცავთ ჩემი აზრით რისკი 0.001-ის ტოლია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

GT240 მქონდა ადრე და ვაპობდი რაზგონში, არადა უნებლიედ, რაღაც პროგრამა მოყვა და სიხშირეების ასაწევად, ხოდა ავწიე ბოლომდე(ვერც გავიაზრე მაშინ რა ვქენი) მარა რომ გაუმჯობესდა წარმადობა ეგრე დავტოვე :D 

ისე კი ბიუჯეტურ ვერსიებზე ღირს აჩქარებათქო რომ ვთქვა ეგრეც არაა, ჯერ რას წარმოადგენენ და მაგათმა რაზგონმა რა შედეგი უნდა მოიტანოს :)

Link to comment
Share on other sites

მაქსიმალური სიფრთხილე უნდა. რაზგონი პენტიუმიდან დავიწყე და 7300GT-დან :D არტიფაქტებს სანამ არ ამოყრის იქამდე უწევენ ხოლმე და სიცოცხლისუნარიანობა ეკარგება ეგრე და ამ თემაში დაწერონ რამდენის აწევაა რეკომენდირებული სხვადასხვა კარტებზე

Link to comment
Share on other sites

ჩემი პრეისტორიული 8500 gt გამახსენდა. მაგარი ვერსია იყო. gddr3-ზე 600/600/1200 სიხშირეებით 256მბ Vram-ით. expertvision-ის ფირმის (მალავე გაქრა ეგ პრენდი) რაზგონით კი 200mhz -ის მომატებით ანუ 800/800/1400 უპრობლემოდ დგებოდა და ძალიან მიკვირდა როგორ შეეძლო ამდენის ატანა. სხვათაშორის წარმადობაც საგრძნობლად ემატებოდა სანამ მეხსიერების მოცულობამ არ დაალიმიტა. პ.ს. შარშან დახუჭა თვალები და აღარც გაუხელია(2007 წლიდან მემსახურებოდა ერთგულად თუმცა 2011 წლიდან  ფაქტობრივად აღარც უმუშავნია მარტო ზაფხულობით მაქსიმუმ 1 თვე)

 

ბიუჯეტური კარტების რაზგონს დღესდღეობით არ ვიცი რამდენად აქვს შედეგი. 10 წლის წინანდელთან შედარებით ტოპ კარტებსა და ლოუ ენდებს შორის საკმაოდ დიდი ნაპრალია. თუმცა ყოველგვარი მცდელობა ავაჩქაროთ მოსიარულე მკვდრები დასაფასებელია. თან ის მომენტიც არაა რომ აი ძვირი ღირს და გული დაგვწყდეს და ვერ გადავიტანოთ თუ დაიბრიდება. ახლა სადღაც მიგდია gt 630, ალბათ ერთი წლის წინ ვიყიდე 14.99$ად ახალი გალაქსის საიტზე და მეთქი ეგდოს. ამისთანა მკვდარი კარტა კარგა ხანია არ შემხვედრია. ძველ კომპიუტერზე 775 სოკეტის ქსეონზე +4გბ რამზე მაინც ტორმუზია 1280X1024 რეზოლუციაზე ძველ თამაშებშიც კი (call of duty mw2, mw3) ვგულისხმობ მაგალითად თორე ახლების გაშვება არც მიცდია(ვცადე მაგრამ შედეგებს არ დავწერ). ახლა ეს რომ დავარაზგონი აი რა აზრი უნდა ქონდეს? მკვდარია მკვდარი და ისევ gtx 750 ჩავაყენე და ბევრ ახალ თამაშსაც ქაჩავს რასაც 4გბ+ მეხსიერება და 4 ბირთვიანი პროცესორი არ ჭირდება. 

Link to comment
Share on other sites

On 2/5/2016 at 11:54 PM, Davidd said:

gt 730

ამ (და მსგავსი) კარტის რაზგონს არანაირი აზრი არ აქვს, წარმადობა არანაირად არ მოემატება

On 2/5/2016 at 11:54 PM, Davidd said:

108 ფპს მაგივრად გვაქვს 126-7

cs-ში ვერც მაგას შეამჩნევ და ოდნავ მომთხოვნ თამაშებში 1 კადრი თუ მოემატება, რაც ასევე არაფერს მოგცემს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.