Power_VANO Posted February 4, 2016 Share Posted February 4, 2016 გერმანულმა კომპანია Alpenföhn-მა გამოუშვა გიგანტური ქულერი, სახელად Olymp, რომლის წონაც 1.2 კგ-ია ვენტილატორების გარეშე და ამავდროულად შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს, რომლების ენერგომოხმარებაც (TDP) 340 ვატს მიაღწევს (რაც მიღწევადია თავისუფლად ოვერქლოქინგის დროს თანამედროვე მრავალბირთვიან პროცებზე). ეს მშვენიერება დამზადებულია მონიკელებული ალუმინისგან, თუმცა კონსქტუქციაში ასევე გამოყენებულია მონიკელებული სპილენძის სითბური მილაკები და ასევე მონიკელებული სპილენძის ძირი. დიდი წონისა და ზომების (165x151x150 მმ) გამო, ქულერს სპეციალური სამაგრები მოყვება და, რა თქმა უნდა, ყველა სისტემაში მისი ჩატევა ვერ მოხერხდება. Olymp-ს კომპლექტში მოყვება 2 ცალი 140 მმ-იანი WingBoost ფენი და სამაგრები. ქულერი თავსებადია აბსოლუტურად ყველა თანამედროვე პლატფორმასთან - Intel LGA115x, LGA2011 და LGA775 + AMD AM2/AM3 და FM1. Alpenföhn Olymp რეალურად კონკურენციას ტოპ კლასის ქულერებს უწევს, როგორც ჰაერის, ასევე წყლის გაგრილების ტიპისებს. შედარებისთვის, Thermalright SilverArrow Extreme-ს მწარმოებელი 320 ვატიანი TDP-ს მქონე ჩიპების გაგრილებისთვის აძლევს რეკომენდაციას. Alpenföhn Olymp-ის ფასი 79.9 ევროა და ხელმისაწვდომია ევროპულ მაღაზიებში. წყარო: anandtech.com 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zaqrinio Posted February 5, 2016 Share Posted February 5, 2016 კარგი სარაზგონო Cooler ჩანს ფასიც შესაბამისი აქვს. ისე ამ დღეებში ვაპირებთ teci-12706 ის ეგრედ წოდებული Peltier ის გამოყენებას CPU ან GPU ზე და ალბათ გავხსნი თემას საკმაოდ საინტერესო იქნება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.