Jump to content

ძალიან უცნაური შემთხვევა


Recommended Posts

არ ვიცი რა დავარქვა ამ შემთხვევას, მე არსდროს შემხვედრია და არც არასდროს გამიგია.

ახლობელს აქვს კომპიუტერი, რომელზე რამდენიმე თვის წინ ვინდოუსი გადავწერე. ყველაფერი მუშაობდა კარგად, მაგრამ ცოტა ხნის წინ რაღაც არევია და დამირეკა მოდიო, გუშინ მივედი და ასეთი სიტუაცია დამხვდა: როცა კომპიუტერს რთავ არ გამოაქვს გამოსახულება, მხოლოდ შავი ეკრანია სანამ პირდაპრ დესკტოპი არ გამოჩნდება. ვცადე ბიოსში შესვლა, F2-ს ვაჭირე მანამ სანამ ისევ დესკტოპი არ გამოჩნდა, მაგრამ ბიოსში ვერაფრით მოვხვდი. რაც არ უნდა ვინდოუსის პრობლემა იყოს, ბიოსში ხო მაინც უნდა შევიდე თუ დედაბარათს არ ჭირს რამე? ვინდუსსაც აქვს პრობლემა, როცა დესკტოპი გამოჩნდება არის სურათი და 3 საქაღალდე, სტარტ მენიუ არ ჩანს, არც კალავიშების კომბინაციები მუშაობს (Win+R, Ctrl+Shift+Esc... მარტო Alt+Ctrl+Del მოქმედებს, ამასაც შავი ეკრანი გამოაქვს მარტო.) იმ საქაღალდეებში შედის რაც ეკრანზეა, ანუ ექსპლორერი მუშაობს ნაწილობრივ. აქედან შეგიძლია გადახვიდე სხვადასხვა დისკზე და ა.შ. კონტროლ პანელში შევედი და ვიფიქრე აღდგენას გავუშვებ მეთქი, მაგრამ აღდგენის ფანჯარა არ გამოაქვს ეკრანზე. ასევე არ ხსნის სხვა ბევრ რამეს.  CMD მოვძებნე, ვიფიქრე შეიძლება აქედან რამე გავაკეთო მეთქი, მაგრა .exe არ გაიხსნა. ირთვება მუსიკები, არ ხსნის სურათებს, არ ხსნის არანაერ .exe გაფართოების ფაილს ფლეშიდან. არც ვინდოუსის Setup ფაილს, მაგრამ ხსნის თამაშს. ვერაფრით მივხვდი რა შეიძლება იყოს ეს. ანუ მოკლედ რო ვთქვად ყველაფრის გამოყენება შემიძლია, რაც არ მჭირდება, მაგრამ არაფერი იხსნება რაც შეიძლება გამომადგეს.

გაქვთ რამე იდეა? მგონი კი დავწერე გასაგებად რაც ჭირს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაზერის ბრალია (რა მაზერია არ ვიცი ზუსტად, ასუსის რაღაც ძველი მაზერია) , მაგრამ თუ მაზერის ბრალია ვინდოუსს როგორღა ტვირთავს? ან ვინდოუსი თუ იტვირთება და ბევრი რაღაც იხსნება, მაგ: თამაშის .exe გაფართოების ფაილი, რატომ არ იხსნება სხვა .exe გაფართოების ფაილები?

იმედია გამიგეთ. ვერაფერი მივხვდი მე რა ჭირს და თქვენი დახმარების იმედიღა დამრჩა.

Link to comment
Share on other sites

ვხურავ ამ მეორე თემასაც, სრაზუ 3 თემა გახსნილა, ალბათ მანდაც რაღაც ბაგია ფორუმზე თორე ეგ უკვე პირველი შემთხვევა არ ყოფილა დუბლიკატი თემების გახსნის

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.