Jump to content

რეკომენდაციები კონკრეტულ ნივთებზე


Recommended Posts

გვაქვს შოპინგის და ფასდაკლებების თემები, მაგრამ ასეთი თემა არ გვაქვს.

ამ ტოპიკში დავპოსტოთ და ვურჩიოთ ერთმანეთს ჩვენს მიერ უკვე ნაყიდი და გამოცდილი ტექნიკა. მაგ: საუნდ კარტა იყიდეთ და კმაყოფილი ხართ, თვლით რომ ფასი/ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა - დაპოსტეთ აქ ლინკი და ორი სიტყვით გაუზიარეთ გამოცდილება სხვებსაც :) 

ასევე, ისეთი ნივთები, რომლებიც ახლახანს იყიდეთ, ჯერ არ ჩამოგსვლიათ, მაგრამ სხვების კარგი გამოცდილების გამო შეიძინეთ.

მოკლედ, ხარისხიანი, კარგი ნივთებისა და ტექნიკის შესახებ გავუზიაროთ აქ ერთმანეთს გამოცდილება და ლინკები.

+ მხოლოდ ტექნიკაც არა, ნებისმიერი ნივთი, რომელსაც თვლით, რომ სხვას გამოადგება და გაზიარებად ღირს, დადეთ.

 

დაწყებით მე დავიწყებ:

Lumia 640 (AT&T)

ამ მოდელზე უკვე საქვეყნოდ ცნობილია მგონი. ფასი/ხარისხის ერთ-ერთი საუკეთესო შეფარდება აქვს. ქარხნულად AT&T-ზეა დალოქილი, თუმცა კოდი ეხსნება უფასოდ, ამ პორტალიდან: https://www.att.com/deviceunlock/ უნდა აირჩიოთ Non-AT&T Mobility customer. კოდი 2-3 დღეში მეილზე მოგდით.
ერთადერთი მინუსი - LTE ამერიკულ ბენდებზეა, ჩვენთან არ მუშაობს. თუმცა, ამასწინათ FB-ზე გადაფლეშვის ინსტრუქცია დაიდო. თუ ვინმემ გარისკა ევროპული რომის დაფლეშვა თავის 640-ზე და იმუშავა, გავიგებთ და LTE-ც ამუშავდება ჩვენთან.

მე პირადად ამ Lumia 640-ს ვიყენებ ახლა + ოჯახის წევრებისთვისაც ვიყიდე.

ამ ეტაპზე ყველაზე იაფად ამაზონზე იყიდება, 47.99$: http://www.amazon.com/gp/product/B012CKVZ18?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o06_s00

 

Mini DisplayPort to DVI ადაპტერი

რადგან ჩემს Surface Book-ს მხოლოდ Mini DisplayPort პორტები აქვს (და ასევე ბევრ თანამედროვე ულტრაბუკზეც იგივე სიტუაციაა), ხშირად ადაპტერები გვჭირდება სხვა პორტებისთვის. ყველა ადაპტერი არ ვარგა თავისთავად და კარგადაც არ მუშაობს.

DVI ადაპტერად შევარჩიე Cable Matters-ის პროდუქტი და გაამართლა. 1920x1200-მდე მუშაობს უპრობლემოდ.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00DRK716G?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o07_s00

 

Mini DisplayPort to VGA ადაპტერი

ასევე Surface Book-ისთვის ვიყიდე ეს ადაპტერიც. ასევე Cable Matters-ის პროდუქტი. მშვენივრად მუშაობს ესეც, 1920x1200-ის ჩათვლით აქვს რეზოლუციების მხარდაჭერა.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B007J75TVM?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o09_s00

 

Mini DisplayPort to HDMI ადაპტერი

ასევე Surface Book-ისთვის ვიყიდე ეს ადაპტერიც. ამ შემთხვევაში PNY-ს პროდუქტზე შევარჩიე არჩევანი ბევრი კარგი რევიუს გამო. Full HD ვიდეოს მხარდაჭერა აქვს ამასაც + აუდიოსაც გადასცემს. პრაქტიკაზეც მშვენივრად მუშაობს ყოველგვარი ჩავარდნებისა და ა.შ. გარეშე.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B007B6YPAM?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o06_s00

 

MagicFiber Premium Microfiber Cleaning Cloths

MagicFiber ნაჭრების სუპერ ხარისხიანი ნაკრები. ესეთი ხარისხის ნაჭრები არ შემხვედრია მე სხვა. იდეალურია მონიტორების, მობილურების, ტაბლეტების, კამერების ლინზების, ლეპტოპების და ა.შ. საწმენდად. მტვერს, ნათითურებს, ცხიმს, ლაქებს აშორებს ბრწინვალედ. ირეცხება სუფთა წყალში, შრება და ისევ ახალივითაა. მოკლედ, ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ ნაჭრებს.
+ ფოტოგრაფებს გაუხარდებათ, ყველა კომპლექტში 1 ნაცრისფერი ნაჭერიცაა, White Balance-ის გასასწორებლად.
ზომების არჩევანიც არის.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B0050R68LS?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o06_s01

 

Corsair Vengeance LPX 16GB (2x8GB) DDR4 DRAM 3000MHz (PC4-24000) C15 Memory Kit

ძალიან კარგი DDR4 კიტი. 3000 მჰც, CAS15 ქარხნულად. მეგობრის კომპისთვის ჩამოვიტანე 2 ცალი, Xeon 2630 v3-ზე ააწყო კომპი.
მე რომ ვიყიდე მაშინ 99.99$ ღირდა, ახლა 89.99$-ზეა ჩამოსული, მშვენიერი ფასია ამისთვის მოკლედ: http://www.amazon.com/gp/product/B0134EW7G8?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o09_s00

 

 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 192
  • Created
  • Last Reply

Microsoft Arc Touch Bluetooth Mouse

ცნობილი Arc Touch-ის Bluetooth ვერსია. როგორც ძველი ვერსია, ესეც მოღუნვისას ირთვება, ხოლო გაშლისას ითიშება და ხდება ბრტყელი, გადადის ტრანსპორტირების რეჟიმში ასე ვთქვათ. მუშაობით საკმაოდ კარგად მუშაობს, Pairing მშვენივრად ხდება, არ ლაგავს და ა.შ. ძირითადად ვიყენებ Surface Book-ზე.
Bluetooth 4.0 აქვს ამ მაუსს, შესაბამისად თავსებადია ძალიან ბევრ ტაბლეტთანაც, როგორც ვინდოუსზე, ისე ანდროიდზე, iOS-ზე და ა.შ. ახალი მე ვიყიდე 35$-ად ამაზონზე. ახლა ცოტა ძვირი ღირს, თუმცა გაიაფდება ალბათ ისევ.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00MN284T2?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o09_s00

 

AmazonBasics 11.6-Inch Laptop Sleeve

12"-მდე ლეპტოპების მინი ჩანთა. ფასი/ხარისხით კარგია საკმაოდ. შიგნიდანაც რბილია, ვიზუალურად ხარისხიანად გამოიყურება. მამაჩემს ვუყიდე Acer CloudBook-ისთვის, რომელიც ზუსტად ეტევა შიგნით.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00CD8ADKO?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o09_s00

 

Anker Premium Micro USB Cables High Speed USB 2.0 A Male to Micro B

MicroUSB კაბელების მარაგის შევსება დამჭირდა ამასწინათ. ცოტა ვეძებე და კარგი რევიუების რაოდენობიდან გამომდინარე Anker-ის Premium სერია შევარჩიე. ხარისხი მართლაც ბრწყინვალეა. კაბელებს გარედან საკმაოდ კარგი იზოლაცია აქვს + მოყვება ე.წ. ფხრიწის ტაისები, შესაკრავები, ვეღარ ვიხსენებ ინგლისურ სახელს. სხვადასხვანაირ ზომებსა და კონფიგურაციებში იყიდება თან, არჩევანი ბევრია: http://www.amazon.com/gp/product/B00N8W00DY?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o07_s00

 

Shortening microSD card adapter

microSD to SD Card ადაპტერი. იდეალურია ისეთი ნეტბუქებითვის, რომლებსაც ძალიან პატარა შიდა მეხსირება აქვს, თუმცა SD კარტის სლოტში მეხსიერების ბარათი ბოლომდე არ შედის და ნახევარი რჩება გარეთ. ეს არის ფაქტიურად ნახევარი ზომის SD ადაპტერი, რომელშიც შიგნით თავსდება microSD ბარათი. მე გამოვიყენე Acer CloudBook-ისთვის, რომელსაც 16 GB დისკი მოყვა მხოლოდ.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00HV4YFYU?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o06_s00

 

Noctua NH-U12S

ბევრი ახსნა არ სჭირდება - თხელია, სუპერ ხარისხია, მოყვება ხარისხიანი ფენი, სიჩქარის რეგულატორი, თავსებადია უამრავ სოკეტთან... ასევე მაღალი ძირის ხარჯზე ხელს არ უშლის ოპერატიულ მეხსიერებებს.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00C9EYVGY?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o02_s00

 

Blue Microphones Yeti USB Microphone

პრო მიკროფონი დამჭირდა. ვეძებდი ხარისხიანს და ამავე დროს არც ისე ძვირადღირებულს. ძებნის შემდეგ Blue Yeti-ზე შევჩერდი. როგორც აღმოვაჩინე, საკმაოდ პოპულარულია და ხარისხთან შედარებით საკმაოდ მისაღები ფასიც აქვს.
აქვს ხმის ჩაწერის რამდენიმე რეჟიმი, გამომდინარე იქიდან, რა ტიპის ჩანაწერის გაკეთება გვინდა (პოდკასტი, ინვერვიუ, Omnidirectional...). სტანდარტული ვერსია ხმას იწერს 48 kHz/16-bit ხარისხით. არსებობს ასევე Yeti Pro ვერსიაც, რომელსაც ხმის ხარისხი 192 kHz/24-bit აქვს, თუმცა ფასიც ორმაგი ღირს.

ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერებსა და კომპლექტაციებში.

ესეც ლინკი: http://www.amazon.com/Blue-Microphones-Yeti-USB-Microphone/dp/B002VA464S/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1453827005&sr=8-2&keywords=Blue+yeti

 

Dragonpad pop filter Studio Microphone Mic Wind Screen

Pop ფილტრი მიკროფონისთვის. იაფი და ამავე დროს მუშა. გამოსადეგია ხმის ჩაწერისას ზედმეტი "ხმების" თავიდან ასაცილებლად. მაგ: "ფ", "ბ" და მსგავსი ასოების წარმოთქმისას სწრაფი ჰაერის ნაკადი თავისებურ ხმაურს იწვევს და ჩანაწერს აფუჭებს. Pop ფილტრი ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B008AOH1O6?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o00_s00

 

JH(TM) Spare Hard Case ყურსასმენებისთვის

ტრანსპორტირებისთვის ჩემი Audio Technica M50x-სთვის ვეძებდი ჰარდკეისს. ფასი/ხარისხიდან გამომდინარე არჩევანი ამაზე შევაჩერე. M50x ეტევა შიგნით გაშლილ მდგომარეობაში + ეტევა შიგნითვე მისი კაბელებიც.

თავსებადია სხვა ბევრ ყურსასმენთანაც.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00NIZRJIU?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o02_s00

 

Audio-Technica ATH-M50x Professional Studio Monitor Headphones

ერთ-ერთი საუკეთესო სტუდიო მონიტორები (ყურსასმენები) ფასი/ხარისხის მიხედვით. საკმაოდ ნეიტრალური და ნატურალური ჟღერადობით. თუ ბასზე გინდათ აქცენტის გაკეთება, მაშინ M50 არ გამოგადგებათ. მე Black Friday-ზე ვიყიდე დაახლოებით 100$-ად. ამ ფასად, რომ იტყვიან Terrific Value იყო, ახლა 150$-ის ფარგლებში ღირს.

მოყვება ტყავის ჩასადები, 3 კაბელი (1 მოკლე, 1 გრძელი, 1 გრძელი დახვეული (ტელეფონის ყურმილის კაბელივით, Coiled ანუ)) და 3.5მმ-დან 6.35მმ-ზე გადამყვანი.

არის არჩევანი ფერებშიც.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00HVLUR86?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o01_s00

 

ZUS Smart Dual USB Car Charger and Locator

4.8 ამპერიანი მაქანის USB დამტენი ტელეფონებისა და ტაბლეტებისთვის. ძალიან კარგი ხარისხია და 4.8 ამპერიც რეალურია.
გარდა მაგისა, ანდროიდისა და iOS-სთვის მოყვება აპლიკაცია, რომელიც იმახსოვრებს გაჩერებისას მანქანის ადგილსამყოფელს და შემდეგ გეხმარებათ მოძებნაში. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მაღალსართულიან შენობაში ახვედით და ჩამოხვედით, იბნევა ხოლმე ცოტა, მაგრამ იდეაში მუშაობს ეგეც ნორმალურად. ცოტა ძვირი ღირს სხვა ჩარჯერებთან შედარებით, მაგრამ მართლა კარგია.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B015F34P1Q?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o07_s00

Link to comment
Share on other sites

Viair 85P Portable Air Compressor და Viair 70P Heavy Duty Portable Compressor

მანქანები მიდის-მოდის, ხარისხიანი ტექნიკა და ხელსაწყოები რჩება.
პირველი ჩემთვის ვიყიდე 2 წლის წინ, მეორე ჩემს ძმას ჩამოვუტანე ნახევარი წლის წინ.

ხარისხი უმაღლესია, ძალიან სწრაფად ბერავს საბურავებს, არ ცხელდება, ძალიან გამძლეა. მართალია იაფი არ ღირს არცერთი, თუმცა ფაქტიურად ერთხელ იყიდით ამ ტუმბოს და წლობით გექნებათ, ყველა თქვენს მანქანას გაცვეთენ უპრობლემოდ.

70P-ს მოყვება ნაჭრის ჩანთაც, 85P-ს არ მოყვება, ამიტომ ყუთი არ გადააგდოთ.

85P: http://www.amazon.com/VIAIR-85P-Portable-Air-Compressor/dp/B0036E9VB6/ref=dp_ob_title_auto

70P: http://www.amazon.com/gp/product/B0012WHBSO?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o08_s00

 

stockplop pure plop - swappable SATA HDD, SSD, enclosure

თანამედროვე, მაღალი ხარისხის გარე USB 3.0 ადაპტერი 2.5"-იანი, 7მმ სისქის SSD-ებისა და HDD-ებისთვის. ASMedia-ს ჩიპსეტზეა, UASP-ს საპორტით. სიჩქარეები ძალიან მაღალია, დამზადების ხარისხი მშვენიერი (ანოდირებული ალუმინი). ლინკზე ჩემი რევიუცაა ცოტა უფრო ვრცლად.

ლინკი: http://www.amazon.com/pure-plop-swappable-enclosure-anodized/dp/B0112JEKM6/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1453831270&sr=1-1&keywords=pure+plop

ხელმისაწვდომია სხვა ფერებსა და მასალებშიც: http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss_2?url=search-alias%3Delectronics&field-keywords=stockplop

 

EBL 600mAh 9 Volt Li-ion Rechargeable 9V Batteries

9-ვოლტიანი, ე.წ. "კრონა" ტიპის, ლითიუმ-იონური, დატენვადი ბატარეები, 600 mah მოცულობით. გარდა იმისა, რომ დატენვადებია, ამ ზომის ბატარეებში მოცულობაც ყველაზე დიდი აქვთ. სტანდარტული ალკალაინები, დურასელების ჩათვლით ამ ზომაში არის 300-500 mah-ები.

ერთდაერთი, გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტული EBL-ის ჩარჯერიანი კომპლექტი არ იყიდოთ. დამტენი ცალკე იყიდეთ, ხარისხიანი რამე, თუ უკვე არ გაქვთ.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00EJ4NJ7E?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o01_s00

 

Jackery Giant+ Dual USB Portable Battery Charger & External Battery Pack

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხარისხიანი ბატერი-პაკი ტაბლეტებისა და ტელეფონებისთვის. ვუყიდე მეგობარს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, რომელსაც ხშირად უწევს ხოლმე ქალაქგარეთ ყოფნა. წარმატებით იყენებს დღემდე.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00AB174ZW?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o05_s00

აგრეთვე ხელმისაწვდომია Jackery Titan, 20K mah-იანი ვერსიაც: http://www.amazon.com/Jackery-20100mAh-Portable-External-Technology/dp/B015QGW4BU/ref=sr_1_2?s=wireless&ie=UTF8&qid=1453832796&sr=1-2&keywords=jackery+titan

 

Kicking Horse Whole Bean Coffee, 454 Horse Power Dark Roast

ინდონეზიური ყავა, ორგანული (organic), კოფეინის მაღალი შემცველობით, კარგად მოხალული, დასაფქვავი.
მე დიდად არა, თუმცა ჩემები სვამენ ყავას ხშირად და საკმაოდ მოეწონათ. რომ გავსინჯე, მეც მომეწონა. საკმაოდ არომატულია და კოფეინიც მართლა აქვს როგორც ჩანს.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00KC0LP84?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o09_s00

 

Kicking Horse Whole Bean Coffee, Three Sisters Coffee Medium Roast

ინდონეზიური, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკული ყავების ნაზავი, ორგანული (organic), საშუალოდ მოხალული, დასაფქვავი.
იგივე მწარმოებელია, თუმცა ნაკლებად მოხალული შედარებით. არომატი უფრო ეგზოტიკური და ძლიერი აქვს, ვიდრე 454-ს.

ლინკი: http://www.amazon.com/gp/product/B00KC0LLFQ?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o04_s00

 

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში ძალიან კარგი მოფიქრებაა ეს თემა და ძლიერ გამოგვადგება.

ჩემის მხრივ პირველი თავში რაც მომივიდა აი ესაა.

რა შემიძლია ვთქვა ამ ჯოისტიკზე...ძააალიან მაგარი რამეა!რეალურად არაფერი ისეთი განსხვავებული გარდა განათებისა,მაგრამ ბევრი ჯოისტიკი მქონია აქამდე და ყველა მალევე იბრიდებოდა,ნუ რაღაც ღილაკები ყველა შემთხვევაში ებრიდებოდა კაბელი თუ არა.ერთი წელი იქნება ეს რაც მაქვს ინტენსიური ხმარების რეჟიმში და კამფეტივით არის!ლინკსაც ჩავაგდებ მაგრამ მაქედან არ გამოიწეროთ,ან მოდელით სხვაგან დასერჩეთ ან აგერ ლილოში ოპტავოი ტიპი გავაძრე 12 თუ 13 ლარში აქვს ზუსტად ეგენი.ვისაც ესეთი ტიპის ჯოისტიკი ევასება აი 100% გირჩევთ.

ერთადერთი დეფექტი რაც ჯოისტიკს აქვს არის ის რომ ვიზუალური სილამაზისდა მიუხედავათ განათება ხშირად თვალში ცუდად გხვდება კაცს.ნუ კაცია და გუნება პლიუს ამას როგორ გიჭირავს ჯოისტიკი თამაშის დროს მაგრამ მე ხშირ შემთხვევაში თვალში ცუდად მირტყავს,პლიუს ამას ანალოგს რომ რთავ შუაში წიითელი ნათებაც ერთვება და საკმაოდ კაშკაშაა,დანარჩენში ვოლკია!

http://ru.aliexpress.com/item/Transparent-Dual-Vibration-Analog-Gamepad-for-PC-LED-Double-Shock-Feedback-Joystick-Controller-Joypad-Console-free/1594549746.html

936878932_043.jpg

Link to comment
Share on other sites

15 minutes ago, soullik said:

ლილოში ოპტავოი ტიპი გავაძრე 12 თუ 13 ლარში აქვს ზუსტად ეგენი.ვისაც ესეთი ტიპის ჯოისტიკი ევასება აი 100% გირჩევთ.

მითხარი აბა როგორ მივაგნო ან ნომერი თუ გაქვს გამოუშვი. 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, BOBOKHA said:

მითხარი აბა როგორ მივაგნო ან ნომერი თუ გაქვს გამოუშვი. 

ნომერი არ მაქ სამწუხაროდ,ხვალ ძმაკაცს ვკითხავ იქნებ რიგი ახსოვდეს ან მაღაზიის ნომერი და გაცნობებ.

Link to comment
Share on other sites

მონიტორების თემაში ვიკითხე და აქაც ვიკითხავ. ამ კონკრეტულ მოდელზე რა აზრის ხართ, თამაშებისათვის არ მინდა, სხვა საქმისთვის მჭირდება და რამდენად ნორმალური არჩევანი იქნება ფასის გათვალისწინებით.

http://www.amazon.com/Acer-G257HU-smidpx-25-Inch-Widescreen/dp/B00QS0AKVK/ref=sr_1_3?s=pc&ie=UTF8&qid=1453872250&sr=1-3&refinements=p_n_feature_keywords_two_browse-bin%3A6570749011

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, BOBOKHA said:

მითხარი აბა როგორ მივაგნო ან ნომერი თუ გაქვს გამოუშვი. 

მოკლედ ლილოში სათამაშოების რიგი იკითხე და მანდ გაიარე,ეს ტიპი ვისაც ეს ჯოისტიკები აქ პახოდუ Xbox და Playstation ებსაც ყიდის რო შეხვალ ლავკაში მიხვდები ეგრევე

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, soullik said:

მოკლედ ლილოში სათამაშოების რიგი იკითხე და მანდ გაიარე,ეს ტიპი ვისაც ეს ჯოისტიკები აქ პახოდუ Xbox და Playstation ებსაც ყიდის რო შეხვალ ლავკაში მიხვდები ეგრევე

დიდი მადლობა.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მეგობრებო თითქმის 1 წელია მაქვს კლავიატურა X7 G800v და მინდა გითხრათ რო ჯორივით მუშაა.პესის თამაშის დროს ხან ხელი ხან ფეხი და რავი რა აღარ ხვდება მარა ისევ ახალი და რაც მთავარია მუშაა,ცოტა წვენიც გადამესხა დავშალე გავრეცხე და კიდე პირნათლად ასრულებს თასვის დავალებას.ებაიზე ვიყიდე გადასარევ ფასად,60 ლარში ჩავჯექი.მოკლედ დიდი რეკომენდაციას ვუწევ ამ კლავიატურას

a4tech_keyboard4__41397.jpg

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, attacker bero said:

X7 G800v

ლინკიც დადე :)

Link to comment
Share on other sites

 ამ ბოლო ხანებში ეს ტაბი ვიყიდე და ფასიდან გამომდინარე ერთერთი საუკეთესოა მართლაც

www.amazon.es/NVIDIA-SHIELD-K1-2-2 GHz ARM Cortex-almacenamiento/dp/B0171BS9CG/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1455052704&sr=8-1&keywords=nvidia+shield+k1

ეს ფუნდაც მაგრად მოაჯდა :დ

www.amazon.es/Funda-NVIDIA-SHIELD-Tablet-Incorporado/dp/B00MWGRLRA/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1455052704&sr=8-5&keywords=nvidia+shield+k1

Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა ვანო, რესფექთ. ჩემს წვლილსაც შევიტან ბარემ

 

Wireless Charger,Yootech® Qi Wireless Charging Pad  ფასი ხარისხით იდეალური ვაერლეს ჩარჯერია, მარტივი და მუშაა, ვიყენებ უკვე კაი 1 წელია, დავაწყვილე ქვემოთ მოცემულ ჰოლდერთან და მანქანაში მავთულხლართების პრობლემა მარტივად გადავჭერი :)

 

ესეც ლინკი ამაზონზე  http://www.amazon.com/gp/product/B00NWMI07S?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o01_s00

 

 

Arkon Windshield Dash Smartphone and Midsize Tablet Car Mount  ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და პრაკტიკული ჰოლდერია ჩემთვის, თან როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვაერლეს ჩარჯერი დავამაგრე ამის ზედაპირზე და ტანდემში ვამუშავებ მშვენივრად.

 

ლინკი ამაზონზე http://www.amazon.com/gp/product/B00NWMI07S?psc=1&redirect=true&ref_=oh_aui_detailpage_o01_s00

 

 

 

 

AUTOJECT 2 SELF INJT DVCE 1300   ვისაც სრულყოფილი მანქანის აპწეჩკის ქონა უნდა, ეს არის "მასთ ჰევ დივაისი"  ნემსის გაკეთების ვისაც ეშიანია, ძალიან აიოლებს საქმეს, (საკუთარ თავზე ნემსის გაკეთება სკმაოდ რთულია, ვიდრე სხვაზე)  ცოტა ძვირია, მაგრამ მრავალჯერადი გამოყენებისაა, ნემსიც იცვლება.

 

ლინკი ამაზონზე   http://www.amazon.com/AUTOJECT-SELF-INJT-DVCE-MUMFORD/dp/B004N10F7U/ref=pd_bxgy_121_img_2?ie=UTF8&refRID=188YJVYQ28WCBBESY13W

 

Satechi 5-Port 12V Car Socket Extender Cigarette Splitter Charger with USB Port  ერთ ერთი საუკეთესო გამანაწილებელია, მანქანაში მაქვს უკვე 4 წელია და მუშაობს ვირივით, თან საკმაოდ ლამაზი და ეფექტურია. კოსმოსური ხომალდის სალონები ვისაც უყვარს, იმათთვის განსაკუთრებით :)

 

ლინკი ამაზონზე http://www.amazon.com/gp/product/B004JPD8ZG?colid=3FJKGQD348H9L&coliid=I2HLIW6MP0TPVE&psc=1&ref_=wl_it_dp_o_pd_nS_ttl

 

 

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
On ‎09‎/‎02‎/‎2016 at 3:43 AM, Davitus said:

ჩემს წვლილსაც შევიტან ბარემ

გაიხარე დავითუს :)

 

 

აქამდე არ ვწერდი, რადგან ველოდებოდი ჩამოსვლას.

მოკლედ, იბეიზე არის ერთი იაპონელი სელერი, რომელიც ყიდის ES (Engineering Sample) Xeon-ებს და i7-ებს. რაც ყველაზე კარგია, რამდენჯერმე უფრო იაფად, ვიდრე სტანდარტული ვარიანტი ღირს.

მე მაგალითად Xeon E5 2658 v3, 12 ბირთვიანი ზეონი ვიყიდე 269$-ად :) ჩვეულებრივი ვერსია ეგ პროცი ღირს 2000$.

ჩამოვიდა, დავაყენე Asus X99-A-ზე, მუშაობს იდეალურად, პაუერჰაუსია.

 

ვისაც დაგაინტერესათ, ესაა სელერის ლინკი: http://stores.ebay.com/icomputerpartsinternational/

 

პირდაპირ საქართველოში აგზავნის უპრობლემოდ, საქართველოს ფოსტაში ჩამოდის, მარკებიანი, Registered მეილით. 2 კვირა დასჭირდა ჩემსას.

 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, tea-tea said:

გამარჯობაა :))

ვინმეს ხომ არ აქვს დიაურის ჭურჭელი გასაყიდი, ან ხომ არ იცით სად ვიყიდოო?

 :o  :bis:

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, Power_VANO said:

გაიხარე დავითუს :)

 

 

აქამდე არ ვწერდი, რადგან ველოდებოდი ჩამოსვლას.

მოკლედ, იბეიზე არის ერთი იაპონელი სელერი, რომელიც ყიდის ES (Engineering Sample) Xeon-ებს და i7-ებს. რაც ყველაზე კარგია, რამდენჯერმე უფრო იაფად, ვიდრე სტანდარტული ვარიანტი ღირს.

მე მაგალითად Xeon E5 2658 v3, 12 ბირთვიანი ზეონი ვიყიდე 269$-ად :) ჩვეულებრივი ვერსია ეგ პროცი ღირს 2000$.

ჩამოვიდა, დავაყენე Asus X99-A-ზე, მუშაობს იდეალურად, პაუერჰაუსია.

 

ვისაც დაგაინტერესათ, ესაა სელერის ლინკი: http://stores.ebay.com/icomputerpartsinternational/

 

პირდაპირ საქართველოში აგზავნის უპრობლემოდ, საქართველოს ფოსტაში ჩამოდის, მარკებიანი, Registered მეილით. 2 კვირა დასჭირდა ჩემსას.

 

საინჟირნო ნიმუშებს ანუ სატესტო ვერსიების პონტშია ? WOW ძალიან მაგარი ფასებია ნეტა რამე განსხვავება თუ არის ჩვეულებრივ ვერსიებს შორის

Link to comment
Share on other sites

20 hours ago, Power_VANO said:

პირდაპირ საქართველოში აგზავნის უპრობლემოდ, საქართველოს ფოსტაში ჩამოდის, მარკებიანი, Registered მეილით. 2 კვირა დასჭირდა ჩემსას.

საქართველოში რომ გამოვაგზავნინო ქართული მისამართი როგორ მივუთითო იბეიზე ?

Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა 

4 თვისწინ ვიყიდე ამაზონზე ამ ფასში (36$) , კინოებისთვის ვიყიდე და გაამართლა, თავის საქმეს 5 იანზე აკეთებს 

ელემენთიც ნორმალურად  უძლებს ,ეკრანსაც არაუშავს , სკაიპით ვიდეო ლაპარაკისთვისაც გამოდგება , საიტებსაც საკაიფოდ ხსნის , ოღონდ  ბროვზერს უნდა შერჩევა რო ძაან არ დატვირთოს რამი (ოპერა მიყენია და ბეს პრაბლემ )

ნაკლი ისააქ რო  რამს უნდა კონტროლი რო რაიმე პროგრამა არ იყოს ჩართული და ბევრი რამი არ წაიღოს  

 

http://www.amazon.com/ProntoTec-Allwinner-Android-G-Sensor-Pre-loaded/dp/B00SCK2V0C/ref=sr_1_14?s=pc&ie=UTF8&qid=1456338195&sr=1-14&keywords=ProntoTec+7+quad+core

f8e77c819005.jpg

Link to comment
Share on other sites

On ‎24‎/‎02‎/‎2016 at 9:53 AM, tea-tea said:

გამარჯობაა :))

ვინმეს ხომ არ აქვს დიაურის ჭურჭელი გასაყიდი, ან ხომ არ იცით სად ვიყიდოო?

გამარჯობა, თეა :)

ალბათ, ოვერქლოქინგისთვის არ გინდა, ხომ?

გასაყიდად ჩვენ არ გვაქვს, თუმცა ეს ორი ლინკი ვნახე, რომელიმე ყიდიდეს ისევ შეიძლება:

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8867728/

http://16100.ge/?page=view&sub_page=products&product_id=1547

 

19 hours ago, zaqrinio said:

საინჟირნო ნიმუშებს ანუ სატესტო ვერსიების პონტშია ? WOW ძალიან მაგარი ფასებია ნეტა რამე განსხვავება თუ არის ჩვეულებრივ ვერსიებს შორის

ჰო, ძირითადად რევიუ საიტებს რომ ურიგებენ ხოლმე ეგენია. ზოგჯერ უკეთესი ბატჩებიც კია ხოლმე ვიდრე რითეილი.

არა-იქსტრემ ვერსიებში 1-ით აკლებს ხოლმე ინტელი მამრავლს როგორც წესი ES-ებში.

ფასები მართლა მაგარია, წარმადობა რეალურია რომ გავტესტე. მოკლედ, მაგარი სელერია :)

 

17 hours ago, Gadget said:

საქართველოში რომ გამოვაგზავნინო ქართული მისამართი როგორ მივუთითო იბეიზე ?

პროფილში შედი და დაამატე ქართული მისამართი ჩვეულებრივ. ან ყიდვისას დაამატე ახალი მისამართი.,

 

 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

Lumia 640 att

ვიზიალურად მომწონს. ეკრანი კარგი აქვს. კამერაც ნორმალური აქვს მთავარი. სელფის კამერა არ ვიცი არ ვიყენებ. ხმა არ უვარგა, მაღალი ხმა კი აქვს მაგრამ უხარისხო.

ასევე გაითვალისწინეთ რომ შეიძლება შემდეგ პრობლემას გადააწყდეთ: უკან, ხუფის რამოდენიმეჯერ მოხსნის შემდეგ შეიძლება მოსლაბდეს და მჭიდროდ აღარ ეხურებოდეს. რაც უფრო მეტჯერ მოხსნი შეიძლება უფრო მოირყეს და ხელში დისკომფორტს შექმნის. მარტო მე არ მაქვს ეს პრობლემა. გადავავლე თვალი და ძალიან ბევრს უწერია იგივე. თუ ვიშოვნე აქ შევცვლი უკანა მხარეს და იმედია ეშველება. საერთო ჯამში 30 დოლარად მშვენიერი შენაძენია. აი 1,7 რო ყოფილიყო დოლარი ხო ვაფშემ... :D

Link to comment
Share on other sites

წვერსაპარსებზე ხომ არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, იაფი და კარგი, ამაზონიდან? :)

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, gtsetsadze said:

წვერსაპარსებზე ხომ არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, იაფი და კარგი, ამაზონიდან? :)

მე მაქვს Philips Norelco QC5580/40, თმა+წვერს ამით ვიპარსავ წლებია უკვე. ადრე ამის წინა მოდელი მქონდა 2 წელი. - http://www.amazon.com/Philips-Norelco-QC5580--Yourself-Clipper/dp/B00ARF44N2/ref=sr_1_1_a_it?ie=UTF8&qid=1458835504&sr=8-1&keywords=philips+norelco+qc5580

თუ ე.წ. თავის საპარსი აქსესუარი არ გჭირდება, მგონი რომ 5570-იც იგივეა დანარჩენში: http://www.amazon.com/Philips-Norelco-QC5570--Yourself-Clipper/dp/B00ARF44P0/ref=sr_1_2_a_it?ie=UTF8&qid=1458835504&sr=8-2&keywords=philips+norelco+qc5580

ჰო წვერს 0-ზე ვერ იღებენ ესენი, ძააალიან დაბალზე ტოვებს.

 

0-ვანი პარსვისთვის თ გინდა, იგივე ფილიფსს აქვს სხვა მოდელებიც.

და საერთოდაც, წვერის პარსვაზე კაი დიდი ტოპიკი გვაქვს ფორუმზე :) 

 

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, gtsetsadze said:

წვერსაპარსებზე ხომ არ გაქვთ რაიმე რეკომენდაცია, იაფი და კარგი, ამაზონიდან? :)

ეს მაქვს უკვე ოთხი წელია და კმაყოფილი ვარ, წვერი თმა გაუდის ზიპინი :D

http://www.amazon.com/Philips-Qc5115-Clipper-Voltage-100-240v/dp/B003G30ORM/ref=sr_1_1_a_it?ie=UTF8&qid=1458837330&sr=8-1&keywords=Philips+Qc5115 

ძვირია რატომღაც, მე 20 ევრო მივეცი.

 

Link to comment
Share on other sites

22 hours ago, G1ORG1 said:

ეს მაქვს უკვე ოთხი წელია და კმაყოფილი ვარ, წვერი თმა გაუდის ზიპინი :D

http://www.amazon.com/Philips-Qc5115-Clipper-Voltage-100-240v/dp/B003G30ORM/ref=sr_1_1_a_it?ie=UTF8&qid=1458837330&sr=8-1&keywords=Philips+Qc5115 

ძვირია რატომღაც, მე 20 ევრო მივეცი.

 

მეც მასეთ ი მაქ თურქეთიდან ჩამომიტანეს მააგრი მაშინაა მაგრად მიაქ:)))

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.