Jump to content

გავერთიანდეთ დაავადებების წინააღმდეგ!

Recommended Posts

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ და პირდაპირ გადავალ საქმეზე.

ჩვენმა ფორუმელმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა(achibachi-მ) მომაწოდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა Folding@Home-ის ქართული გუნდი.

ATi-ს დრაივერის დაყენებისას, უმეტესობას ალბათ შეგიმძნევიათ Folding@Home, თუმცა არ მიგიქცევიათ ყურადღება მისთვის...

მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, არც კი დავინტერესებულვარ რა იყო ეს და არასოდეს არ "ვახარებდი", სულ ვშლიდი.

ჩვენგან განსახვავებით აჩი დაინტერესდა, აქტიურად ჩაერთო პროექტში და მოგვაწოდა იდეა რომ შეგვექმნა ქართული Folding@Home-ის გუნდი.

ლოგიკურია, რომ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ რას არის Folding@Home?

Folding@Home არის პროექტი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ჩვენგანს, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია დაეხმაროს მეცნიერებს განუკურნებელი დაავადებების შესწავლასა და დამარცხებაში.

Folding@Home-ში გაერთიანებულია მთელი მსოფლიო და ჩვენ, ერთად ჩვენი კომპიუტერის საშუალებით ვხდებით მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ნაწილი, აქ ხომ მილიონობით სისტემაა გაერთიანებული...

თუ დაინტერესდით პროექტით და თქვენმა "მემ" თუ გამოთქვა სურვილი იმის რომ კაცობრიობას დაეხმაროთ, მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ ასეა, რადგან თითოეულ ადამიანს შინაგანად აქვს სურვილი რომ გახდეს გმირი და დამიჯერეთ ამ პროექტში ჩართული თითოეული ადამიანი გმირია, რადგან თქვენი დახმარებით ადრე თუ გვიან დავამარცხებთ დაავადებებს როგორიცაა Mad Cow (BSE), CJD, ALS, Huntington, Parkinson და ა.შ. ხოლო რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დამოკიდებულია თქვენზე - რაც მეტი ადამიანი შეუერთდება პროექტს, მით მალე ავისრულებთ სანუკვარ ოცნებას და დავამარცხებთ დაავადებებს, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზნი ხდებიან.

მოდით ნუღარ დავაყოვნებთ, გადმოწერეთ ეს პროგრამა, დააინსტალირეთ თქვენს კომპიუტერში და თქვენთვის როგორც მოსახერხებელი იქნება ისე დააკონფიგეთ.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ შევქმენით Overclockers.GE-ს გუნდი, რომელშიც გავერთიანდებით ქართველები (იმედი მაქვს)

ჩვენი გუნდის სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ

ხოლო რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ჩვენს ჯგუფს, ახლავე მოგახსენებთ.

ამ პროექტში მონაწილე ყველა გუნდს აქვს თავისი კოდი, ჩვენი გუნდის კოდია 184425, რომელიც თქვენს მიერ გადმოწერილ და დაინსტალირებულ პროგრამის მენიუში Team Number-ის გასწვრივ უნდა ჩაწეროთ:

WinUNISystray6.PNG

სახელი უნდა ჩაწეროთ User name-ის გასწვრივ, ჩვენი გუნდის ნომერი - 184425 Team number-ის გასწვრივ, ხოლო თუ თქვენ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ გეზარებათ ამ მარტივი პროცედურის გავლა, შეიყვანეთ უბრალოდ Team number-ში ჩვენი გუნდის კოდი 184425 და დაკლიკეთ OK.

თუ თქვენი სურვილისამებრ გინდათ პროგრამის დაკონფიგება დააწკაპუნეთ სათაურზე Advanced.

WinUNISystray8.PNG

პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ გრაფაში ავტომატურადაა დაყენებული რეკომენდებული მონაცემები, თუ მაინც ეჭვი გეპარებათ მათ სისწორეში, გთხოვთ რომ დატოვოთ ისე, როგორც არის.

ახლა მოკლედ გაგაცნობთ ამ გრაფაში არსებულ დეტალებს:

* Core priority: თუ თქვენ ჩართული გაქვთ რამოდენიმე კლიენტი ან კიდევ სხვა პროგრამა რომელიც "დამალულ" რეჟიმში მუშაობს, შეიძლება დაგჭირდეთ პრიორიტეტის დარეგულირება, რადგან ეს კლიენტი თავისუფალი ციკლების მოლოდინში არ გაჩერდება, თუმცა ეს არ არის Windows პრიორიტეტის მსგავსი და გთხოვთ ნუ შეუცვლით Windows პრიორიტეტს fah კლიენტს.

* CPU Usage Percent: თუ თქვენ არ გსურთ, რომ პროგრამამ გამოიყენოს თქვენი პროცესორის თავისუფალი ციკლების უმეტესობა, მაშინ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გაუნაწილოთ ამ პროექტს პროცესორის სიმძლავრე.

* Disable highly optimized assembly code: თუ შეგექმნათ პრობლემა პროგრამის გაშვებასთან დაკავშირებით თქვენი პროცესორის პროგრამასთან შეუწყობლობის გამო უბრალოდ ერთხელ დაკლიკეთ Disable-ს მარცხნივ მდებარე კვადრატში. ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდება, თუმცა პროგრამის ეფექტურობა შემცირდება.

* Checkpointing frequency : ამის საშუალებით შეგიძლიათ აუწიოთ ან ჩაუწიოთ შესრულებული სამუშაოს დაფიქსირების სიხშირეს.

* Do NOT lock cores to specific CPU: თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტ ბირთვიანი პროცესორი, ამ თვისების ჩართვა საშუალებას მისცემს პროგრამას მთლიანად გამოიყენოს თავისუფალი ბირთვი, თუ დატოვებთ ისე როგორც არის, აღარ დაუფიქრდება არის თუ არა რომელიმე ბირთვი დაუტვირთავი.

* Pause work while battery power is being used: ეს გამოადგება ლეპტოპების მფლობელებს, ამას თუ ჩართავთ, ლეპტოპის კვების წყაროდან გამორთვის შემთხვევაში პროგრამა შეწყვეტს მოქმედებას, ანუ დაგიზოგავთ ენერგიას.

* Additional Client Parameters: ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ შეინახოთ გამოყენებული ალამი, მაგალითად: -verbosity 9 ად -advmethods.

* Machine ID: ეს არის პროგრამის ID(An identity document - ინდივიდუალურობის ნომერი(დოკუმენტი)) რომელიც აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული თუ თქვენ იყენებთ ორ ან მეტ კლიენტს ერთსა და იმავე კომპიუტერში.

ამით მორჩა პროცესორზე ოპტიმიზირებული ვერსიის დაკონფიგების შესახებ საუბარი.

ახლა კი მოგახსენებთ იმის შესახებ თუ როგორ გაიგოთ თქვენი ან თქვენი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედგები.

მონიტორის მარცხენა კუთხეში, Taskbar-ში "ზის" Folding@Home-ის პროგრამის "ხატულა", რომელზეც მაუსის მარჯვენა ღილაკით დაწკაპუნების შემთხვევაში გამოვა ფანჯარა, ამ ფანჯარაში დავინახავთ "Status", მივიტანთ Status-თან თაგუნიას კურორს და გამოვა ახალი ფანჯარა რომელშიც უკვე ჩანს Team Statistic, User Statistic, My Folding და ა.შ. თითოეულზე დაწკაპუნებით მიიღებთ ინფორმაციას მის ქვეშ მოთავსებული ტექსტის შესაბამისად.

თანამედროვე კომოპიუტერებისთვის კიდევ შექმნილია GPU კლიენტი, თუ გაქვთ კარგი კომპიუტერი - კარგი ვიდეო დაფით, მაშინ გადმოწერეთ Folding@Home-ის GPU-ზე ოპტიმიზირებული პროგრამა აქედან. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს მეორე პროგრამა გაცილებით მეტ სამუშაოს ასრულებს, ხოლო თუ რამდენჯერ მეტს - ეს უკვე თქვენ ვიდეო დაფაზეა დამოკიდებული !

სულ ეს არის ჩვენი Folding@Home-ის პროგრამა, ახლა კი გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რომელიც აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვის დროს, თქვენ ალბათ გულში გაიფიქრეთ: კი, კარგია რომ ასე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ გამოდის რამე? მივაღწიეთ რამეს ამ პროგრამით?

მინდა გითხრათ, რომ საკმაო წარმატებით მიიწევენ წინ მეცნიერები და რაც უფრო მეტი ხალხი გაერთიანდება ამ პროექტში, მით უფრო მალე მიაღწევენ მიზანს მეცნიერები და არამარტო მეცნიერები, ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი ჩვენგანს გაუხარდება უკურნებელი დაავადებების საწინააღმდეგო მედიკამენტის შექმნა, რომელიც 100 %-ით განკურნავს ავადმყოფს.

დღევანდლამდე რაც კი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ამ პროექტის დახმარებით შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ

ამით მორჩა ჩემი დღევანდელი მონოლოგი, მგონი ყველასთვის გასაგებად ავხსენი, თუ როგორ უნდა შევუართდეთ პროექტს.

იმედი მაქვს გავერთიანდებით და ერთობლივი ძალებით შევუტევთ დაავადებებს.

© Overclockers.GE, გიგა ჩოხელი

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

ის კი გასაგებია როგორ შევუერთდეთ პროექტს მარა დახმარება რაში გამოიხატება? მხოლოდ იმაში რომ დარეგისტრირდი და მორჩა? ანუ უბრალოდ "ხალხის რაოდენობა" ეხმარება მეცნიერებს ? გაუგებარია ჩემთვის რაღაც და იქნებ გაგევრცოთ თემა და დეტალურად აგეღწერათ ისიც თუ რითი ვეხმარებით კონკრეტულად . თორე ესე ბოდიში და ათასს შეუძლია გაუწიოს რეკლამა რაღაც პროგრამას და შექმნას თავისი ჯგუფი სადაც მოუწოდებს ხალხს მასში გაერთიანებას და "შთააგონებს" მკითხველებს რო "გმირული" წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებასა და "კაცობრიობის გადარჩენაში" რაღაც ბანალურ ზღაპარს გავს რომლიდან აზრი ვერ გამოვიტანე .:SNEMOTICON13:

მხოლოდ დარეგისტრირებაში არაა საქმე.

პროგრამა უნდა გაუშვა კომპში, რომელიც სერვერიდან იღებს დასამუშავებელ ინფოს, ამუშავებს შენ კომპში და პასუხს სერვერს უგზავნის.

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი რამეა გაგონილი მქონდა ამის შესახებ და ჩავერთვები :) ამხელა თრომბი ტყუილად მიდგას მაინც მარტო საღამოს ვზივარ...

თუ შეგიძლიათ x64 ვერსიები ორივესი დაყარეთ რა... ოპერატიული არ სჭირდებათ :) 8გბ სად წავიღო :)

Link to comment
Share on other sites

ეხლა სამსახურის კომპიუტერი ჩავრთე ამ პროექტში და >> BIRKOF.office მქვია სახლში სანამ მივალ იქნებ ნახოთ ჩემს თავს ვერ ვხედავ Team list-ში

Link to comment
Share on other sites

მხოლოდ დარეგისტრირებაში არაა საქმე.

პროგრამა უნდა გაუშვა კომპში, რომელიც სერვერიდან იღებს დასამუშავებელ ინფოს, ამუშავებს შენ კომპში და პასუხს სერვერს უგზავნის.

გასაგებია

Link to comment
Share on other sites

ნახევარი დღეა მიშვებული მყავს და არ ვარ თეამ ლისტში გამარკვიეთ რა... :(

Link to comment
Share on other sites

ნახევარი დღეა მიშვებული მყავს და არ ვარ თეამ ლისტში გამარკვიეთ რა... :(

ცოტა ხანი ვაცადოთ, გამოჩნდება იმედია :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

აი თურმე რა ყოფილა :|

რამდენჯერ აღმოვაჩინე კომპში დაყენებული და ვერ ვიგებდი რა იყო ან როგორ ყენდებოდა

Link to comment
Share on other sites

აჰა მეც მოვხვდი ეხლა მაინტერესებს სახლიდანაც იგივე ნიკით რო შევიდე რა მოხდება?

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

მე დავაინსტალირე ეს პროგი და არ დავემატე ჯგუფში და დავაკონფიგე და არ დავემატე ჯგუფში?

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...
  • 3 weeks later...

ის კი გასაგებია როგორ შევუერთდეთ პროექტს მარა დახმარება რაში გამოიხატება? მხოლოდ იმაში რომ დარეგისტრირდი და მორჩა? ანუ უბრალოდ "ხალხის რაოდენობა" ეხმარება მეცნიერებს ? გაუგებარია ჩემთვის რაღაც და იქნებ გაგევრცოთ თემა და დეტალურად აგეღწერათ ისიც თუ რითი ვეხმარებით კონკრეტულად . თორე ესე ბოდიში და ათასს შეუძლია გაუწიოს რეკლამა რაღაც პროგრამას და შექმნას თავისი ჯგუფი სადაც მოუწოდებს ხალხს მასში გაერთიანებას და "შთააგონებს" მკითხველებს რო "გმირული" წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებასა და "კაცობრიობის გადარჩენაში" რაღაც ბანალურ ზღაპარს გავს რომლიდან აზრი ვერ გამოვიტანე .:SNEMOTICON13:

:lollol:

:lollol:

:lollol:

Link to comment
Share on other sites

რამოდენიმე თვის წინ მქონდა გადმოწერილი და დაყენებული მსგავსი პროგრამა, მაგრამ როგორც აქ უკვე დაისვა კითხვა ვერც მე ვხვდები ჩვენი კომპიუტერების დამუშავებული ინფორმაციით როგორ ვეხმარებით მეცნიერებას? რაღაც ძალიან ზოგადად არის ამის შესახებ ინფორმაცია მოცემული რაც უფრო მართლა ზღაპარას გავს. კონკრეტული დეტალები მინდა. დეტალურად როგორ შეაქვს ჩემს კომპიუტერს წვლილი დაავადების დამარცხებაში!

ცოტახანი მეყენა, კაკრას მაგ SETI@home-ში ვიყავი დარეგისტირებული და თამაში ჩავრთე The Witcher 2. რაღაც ჭედვები შენვნიშნე, არადა მანამდე ჩემი კომპიუტერი უპრობლემოდ რთავდა ულტრაზე. როგორც აღმოჩნდა cpu-ს ჭამდა ეგ პროგრამა მაგრად. ამიტომაც ამოვშალე და არ ვაპირებ დაყენებას. ტყუილუბრალოდ კომპს გრუზავს :diablo:

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

პროგრამა იყენებს შენს რესურსებს, მაგაშია მაგ პროგრამის და ზოგადად დისტრიბუთიდ კომპიუტინგის მთელი არსი :D

მოკლედ მეცნიერები რაღაც მონაცემებს ხომ ამუშავებენ? მაგალითად, SETI ამუშავებს კოსმოსიდან მიღებულ ინფორმაციას, ხოდა ამას დიდი რესურსი და დრო უნდა.

აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელიც ამ მთელს დასამუშავებელ ინფორმაციას ჰყოფს და აგზავნის იუზერებთან. ცალ-ცალკე იუზერები მცირე ნაწილს ამუშავებენ და ამით SETI დროს ზოგავს

თუ კომპის მთელ რესურსებს იყენებ, არ ღირს მაგ პროექტში ჩართვა - ვისაც აქვს "ზედმეტი" RAM ან CPU მაგათთვისაა

უფრო კონკრეტულად თუ გინდა, distributed computing დასერჩე

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ეს პროგი ჩვენს კომპიუტერებს ზომბებად ხო არ გამოიყენებს? ასეთ ვირუსებს ებრძვიან, დამარცხება უნდათ და იმის ფული არ აქვთ რომ ის რესურსი შექმნან და თვითონ გადაამუშაონ ის ინფორმაცია? რაღაც საეჭვოდ ჟღერს ეს ყველაფერი :crash: :crash: :crash:

არა არ გადააქცევს ზომბად

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Life with PlayStation, Folding@Home заканчивают свою работу http://www.gametech.ru/news/30943/

მიზეზი რატომღაც არ სახელდება :?

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ეგენი არიან აფირისტები.

რა ინფორმაცია აქვთ ამდენი რომ რესურსები არ ყოფნით

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.