Jump to content

სტაბილურობა FAQ


westsider

Recommended Posts

გამარჯობათ,

აქ $#^#(|დები მოკლე და გასაგები ენით გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება სისტემის დასტაბილურება და შესაძლებელი შეცდომების გამორიცხვა.

პირველ რიგში დავიწყოთ თავიდან.განვიხილოთ შიდა კომუნიკაციის სქემა.ანუ დაჩქარების დროს პროცესორის,ოპერატიული მეხსიერების და შიდა საინფორმაციო გამტარი კანალის ტაქტი იცვლება.საინფორმაციო კანალში ვგულისხმობ მაგალითად ფსბ,QPI ან ჰაიპერტერმინალს.სისტემა რომ საერთო ჯამში ყველანაირად სტაბილური იყოს,ამისთვის აუცილებლად სამივე კომპონენტი ხუთიანზე უნდა მუშაობდეს.ნუ წინაპირობა ისაა ,რომ HDD მუშაა და ბედ სექტორები არ აქვს,რომ კვების ბლოკი საკმარის დენს იძლევა,რომ ვიდეოდაფა მუშაა და ა.შ.

მოკლედ ასე ვთქვათ,თუ ყველაფერი სტანდარტულ სეთინგებზე იდეალურად მუშაობს მაშინ გამოსადეგია ეს რჩევები.ხოლო თუ სისტემა სტოკზე ურევს მანდ შიდა პრობლემაა საძებნი ჯერ სანამ რაზგონის დასტაბილურებას დაიწყებთ.

პირველ რიგში ჩამოვწეროთ ვეტერანი პროგრამა - პრაიმ 95

ჩამოწერის შემდგომ ვრთავთ პრაიმს და პირველივე ფანჯარას ვაძლევთ შემდგომ პასუხს

d12aa896ef7e.jpg

ამის შემდეგ გვხვდება ეს სურათი

e1c90e4b6d2c.jpg

მაგრამ თუ FAQ ია ბარემ ხარისხიანი იყოს.ზუსტად ამიტომ გთავაზობთ დაივიწყოთ ეს წინასწარ გამზადებული ღილაკები მაგ პროგრამაში და ვისწავლოთ მეოთხე კატეგორია სადაც ყველაფერი იუზერს შეუძლია განსაზღვროს.

აქ გვხვდება რამდენიმე კატეგორია რისი შეცვლაც შეიძლება.მაგალითად: უმცირესი და უდიდესი მოდული,ლიმიტირებული ან გაბერილი გამოყენებადი მეხსიერება,გასატარებელი მოდულების რაოდენობა,ბირთვების ოდენობა

19f705dfb0ad.png

როდესაც კომპიუტერს ვარაზგონებთ პირველ რიგში აუცილებელია გავტესტოთ კონკრეტულად პროცესორი სტაბილურობაზე.მხოლოდ ამის მერე შეიძლება ოპერატიული მეხსიერების დატვირთვა და სისტემის შემოწმება.

ამისთვის საჭიროა პრაიმის ქასთომ ტესტში შევიყვანოთ შემდეგი მონაცემები

7ca7784d00db.png

და ჩავრთოთ სისტემა.ჯერ დაიწყებს 8K,მერე 10K,12K და ასე ავა ნელნელა 100მდე

თუ რომელიმე გამოთვლა შეცდომის გამო შეწყდა ე.ი. საჭიროა მეტი ძაბვა პროცესორზე.ვუმატებთ ძაბვას და ვიწყებთ თავიდან.და ასე გრძელდება სანამ არ იპოვნით სვითპოინტს

თუ პროცესორი სტაბილურია მაშინ ვაკლებთ ძაბვას და ხელახლა ვტესტავთ იგივეს.ასე ვიპოვით სვითპოინტს მინიმალურ პროცესორის ძაბვაზე რომლითაც ამავდროულად სტაბილური იქნება ყველაფერი.იმუშავეთ 0.02 ზონაში ანუ თუ პროცესორს ჰქონდა 1.35 და არასტაბილური იყო ,განმეორებიტ ტესტზე მიეცით 1.37V

ახლა გადავიდეთ ოპერატიულ მეხსიერებაზე

წინაპირობა: პროცესორის ტესტი გავლილია და სტაბილურობა მისი მხრიდან გარანტირებულია

217b7118b0ae.png

32768 არის უდიდესი მოდული რაც პრაიმს აქვს

თუ მაგალითად 4 ბირთვიან პროცესორზე ჰაიპერთრედინგით გაატარებთ 32768 მოდულს 8 ნაკადით (8 იმიტომ რომ პროცესორს ჰაიპერთრედინგი აქვს), ამ შემტხვევაში ოპერატიული მეხსიერება დაირტვირთება ~2-3 გიგაბაიტი ოდენობით და ამხელა მასაზე წავა სუფთა გამოთვლითი სამუშაო რაც ძალიამ მგრძნობიარეა შეცდომაზე და არასწორი პასუხი მეხსიერების მხრიდან აუცილებლად გამოვლინდება

პროცედურა აქაც იგივეა.ვეძებთ სვითპოინტს.ანუ თუ სისტემა გაივლის ტესტს,ვაკლებთ ძაბვას ოპერატიულ მეხსიერებაზე და ხელახლა ვტესტავთ,თუ ვერ გადის- პირიქით ვუმატებთ.ოპერატიულ მეხსიერებაზე იმუშავეთ 0.01V ზონაში ანუ თუ 1.8 ეყენა და არასტაბილური იყო მოსინჯეთ 1.81 შემდეგ ეტაპზე.

ამის მერე 1.82 და ა.შ.

და გადავდივარ საბოლოო ტესტზე ,რომელიც ყოველთვის სულ ბოლოს უნდა გაატაროთ.

როცა პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება სტაბილურია (წინაპირობა:ზემოთ აღწერილი ორივე ტესტის წარმატებით გავლა და სვითპოინტების პოვნა) უკვე გვრჩება მათ შორის საინფორმაციო კომუნიკაციის გატესტვა.ეს გამორიცხავს შეცდომას ინფორმაციის ტრანსპორტირების დროს.

5a7f851e6961.jpg

აქ საჭიროა სვითპოინტის პოვნა.უნდა ვცვალოთ შემდეგი ძაბვა : NB და VTT/IMC (ზოგ დედაპლატაში ქვია FSB Termination)

ცვლილება სასურველია 0.02V ზონაში

მცირედი ინფო დამატებით:

თუ დააკვირდიტ 15ის მაგივრად მოდულების ოდენობა შევამცირე 6მდე

ეს გამოწვეულია იმით რომ მოდულების ოდენობა თითო ზომაზე ვარირებს 4-6 შორის.აქედან გამომდინარე 4 ცოტა იქნებოდა იმიტომ რომ სადაც 6 ვარიაციაა იქ გამოტოვებდა 2 ვარიანტს და 6ზე მეტი სისულელეა.რა საჭიროა იგივე გავლილი ვარიაციის 3 ჯერ გატარების?ასე დრო იზოგება მხოლოდ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

westsider & NEIRON

© www.overclockers.ge

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 4 years later...

კარგი თემაა ნადვილად.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.