Jump to content
CyberDNA13

R9 390 ოპტიმალური ოვერქლოქის პარამეტრები?

Recommended Posts

მოგესალმებით მეგობრებო!

სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB
და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, 
ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%.
ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით...
პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა.

პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით?
კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც.

თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ :)

Cheers!

Share this post


Link to post
Share on other sites

Hello there

პირველ რიგში, ყველაფერი სტოქზე დავაბრუნოთ და ისე დავტესტოთ, გავიგოთ, არასტაბილური რაზგონის ბრალი თუ არის ეგ ფრიზები.

თემას გადავიტან შესაბამის განყოფილებაში

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ეგ თავისთავად ვქენი მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ნიშანი პრობლემისა 1 საათის მანძილზე...

ჩემი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა იქნება გარკვეულ სიხშირეზე რამდენი ვოლტია საჭირო ოვექლოქის დროს? მაგ: 1220 MHz/1750 - 150mv/50mv+ არტეფაქტების გარეშე წარმატებული ბენჩმარკით და ა.შ.
ამ ვიდეოკარტებს
 აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და მინდა სრული 100%ით გამოვცადო მათი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა საუბარი არ არის 24/7 მუშაობაზე.

წინასწარ გმადლობთ

Share this post


Link to post
Share on other sites

ჩემი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა იქნება გარკვეულ სიხშირეზე რამდენი ვოლტია საჭირო ოვექლოქის დროს? მაგ: 1220 MHz/1750 - 150mv/50mv+ არტეფაქტების გარეშე წარმატებული ბენჩმარკით და ა.შ.

ყველა ბარათზე თითქმის ინდივიდუალურადაა რაზგონის დროს, ამატებ მანამდე სანამ სტაბილური არ იქნება, ან აკლებ რაზგონს
მეხსიერებას შეეშვი, ჯერ მარტო ბირთვის რაზგონზე დასვი, რაც წინ წახვალ მით მოუმატე Power Limit და ვოლტი

პ.ს
1080P მონიტორზე ჯერ მაგ კარტების ქროსი და მერე მაგათი რაზგონი, მითუმეტეს მეხსიერების დარაზგონება ძალიან ზედმეტია :D

Edited by Gogla1990
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

როგორც გითხრეს დააბრუნე ვიდეო სტოკზე და დააკვირდი, თუ იგივე ქნა  პროცესორი თუ რაზგონზეა ან ვოლტი მოუმატე ან სტოკზე ავტოვოლტი მიეცი, თუ მაინც იგივე ქნა, ოპერატიულებს დაუწიე სიხშირე (ოპერატიულებს ცვევია მსგავსი ფრიზები, როცა პროცესორის მემორი კონტროლერი ვერ ქაჩავს გარკვეული სიხშირეზე მეტს)

Share this post


Link to post
Share on other sites

მართალია არაოვერქლოქერული ნათქვამია :D, მაგრამ ეგ ვიდეო მქონდეს, მაგის რაზგონს დავიკიდებდი.

Share this post


Link to post
Share on other sites

მე არ მითქვამს რომ აუცილებლად ოვერქლოქით უნდა ვითამაშოთქო 24/7 გინდ 1080ზე და თან ქროსზე.. ვინაიდან ქროსში და ოვერქლოქში ახალი ვარ მინდა ვისწავლო და გავიგო პრინციპი, საჭირო ქმედებები, ნორმები და ყველაფერი რაც ოვერქლოქს და ქროსს ეხება. ერთ ვიდეოკარტაზეც მშვენივრად ვთამაშობ ნებისმიერს ულტრაზე თუ ეგრეა საუბარი მაგრამ როდესაც მომავალში 3 ცალ 2კ მონიტორს დავიდგამ დამიჯერეთ დამჭირდება ოვერქლოქიც და ქროსიც. ასე რომ ამიტომ მინდა უკვე ახლა ვისწავლო და გავიგო ამ ყველაფრის ასავალ-დასავალი როდესაც ეს სისტემა ჩემს ხელთაა. :)

გმადლობთ დახმარებისთვის.

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...