CyberDNA13 Posted November 1, 2015 Share Posted November 1, 2015 მოგესალმებით მეგობრებო!სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GBდა შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%.ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით...პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა.პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით?კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც.თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers! Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted November 1, 2015 Share Posted November 1, 2015 Hello thereპირველ რიგში, ყველაფერი სტოქზე დავაბრუნოთ და ისე დავტესტოთ, გავიგოთ, არასტაბილური რაზგონის ბრალი თუ არის ეგ ფრიზები.თემას გადავიტან შესაბამის განყოფილებაში Link to comment Share on other sites More sharing options...
CyberDNA13 Posted November 1, 2015 Author Share Posted November 1, 2015 ეგ თავისთავად ვქენი მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ნიშანი პრობლემისა 1 საათის მანძილზე...ჩემი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა იქნება გარკვეულ სიხშირეზე რამდენი ვოლტია საჭირო ოვექლოქის დროს? მაგ: 1220 MHz/1750 - 150mv/50mv+ არტეფაქტების გარეშე წარმატებული ბენჩმარკით და ა.შ.ამ ვიდეოკარტებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი და მინდა სრული 100%ით გამოვცადო მათი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა საუბარი არ არის 24/7 მუშაობაზე.წინასწარ გმადლობთ Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted November 1, 2015 Share Posted November 1, 2015 (edited) ჩემი უფრო მნიშვნელოვანი კითხვა იქნება გარკვეულ სიხშირეზე რამდენი ვოლტია საჭირო ოვექლოქის დროს? მაგ: 1220 MHz/1750 - 150mv/50mv+ არტეფაქტების გარეშე წარმატებული ბენჩმარკით და ა.შ.ყველა ბარათზე თითქმის ინდივიდუალურადაა რაზგონის დროს, ამატებ მანამდე სანამ სტაბილური არ იქნება, ან აკლებ რაზგონსმეხსიერებას შეეშვი, ჯერ მარტო ბირთვის რაზგონზე დასვი, რაც წინ წახვალ მით მოუმატე Power Limit და ვოლტიპ.ს1080P მონიტორზე ჯერ მაგ კარტების ქროსი და მერე მაგათი რაზგონი, მითუმეტეს მეხსიერების დარაზგონება ძალიან ზედმეტია Edited November 1, 2015 by Gogla1990 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted November 2, 2015 Share Posted November 2, 2015 როგორც გითხრეს დააბრუნე ვიდეო სტოკზე და დააკვირდი, თუ იგივე ქნა პროცესორი თუ რაზგონზეა ან ვოლტი მოუმატე ან სტოკზე ავტოვოლტი მიეცი, თუ მაინც იგივე ქნა, ოპერატიულებს დაუწიე სიხშირე (ოპერატიულებს ცვევია მსგავსი ფრიზები, როცა პროცესორის მემორი კონტროლერი ვერ ქაჩავს გარკვეული სიხშირეზე მეტს) Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted November 2, 2015 Share Posted November 2, 2015 მართალია არაოვერქლოქერული ნათქვამია , მაგრამ ეგ ვიდეო მქონდეს, მაგის რაზგონს დავიკიდებდი. Link to comment Share on other sites More sharing options...
CyberDNA13 Posted November 2, 2015 Author Share Posted November 2, 2015 მე არ მითქვამს რომ აუცილებლად ოვერქლოქით უნდა ვითამაშოთქო 24/7 გინდ 1080ზე და თან ქროსზე.. ვინაიდან ქროსში და ოვერქლოქში ახალი ვარ მინდა ვისწავლო და გავიგო პრინციპი, საჭირო ქმედებები, ნორმები და ყველაფერი რაც ოვერქლოქს და ქროსს ეხება. ერთ ვიდეოკარტაზეც მშვენივრად ვთამაშობ ნებისმიერს ულტრაზე თუ ეგრეა საუბარი მაგრამ როდესაც მომავალში 3 ცალ 2კ მონიტორს დავიდგამ დამიჯერეთ დამჭირდება ოვერქლოქიც და ქროსიც. ასე რომ ამიტომ მინდა უკვე ახლა ვისწავლო და გავიგო ამ ყველაფრის ასავალ-დასავალი როდესაც ეს სისტემა ჩემს ხელთაა. გმადლობთ დახმარებისთვის. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts