Jump to content

Microsoft Lumia 950 და 950 XL Windows-10 ზე.


Recommended Posts

6 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე გიგანტმა კომპანია Microsoft-მა საზოგადოებას უამრავი ახალი და საინტერესო გაჯეტი წარუდგინა, ასევე სმარტფონებისთვის განკუთვნილი Windows 10 ახალ სმარტფონებთან ერთად. დღეს ჩვენი ყურადღება სწორედ კომპანიის სმარტფონების Lumia ხაზის 2 ახალი მოდელისკენ იქნება მიპყრობილი, Microsoft Lumia 950 და 950 XL.

 

Lumia-950-and-950-XL.jpg

 

აღნიშნული სმარტფონების წარდგენამდე უამრავი ჭორი იწერებოდა მათი მონაცემების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში მართალიც აღმოჩნდა. Microsoft-მა საზოგადოებას 2 ფლაგმანური მოდელი წარუდგინა, Lumia 950 რომელსაც ექნება 5.2 ინჩიანი ეკრანი და მისი უფროსი ძმა XL ვერსია ძველი Lumia 1520 ის შემცვლელი, თუმცა ამჯერად 5.7 ინჩიანი ეკრანით.

untitled.jpg

ორივე სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა მცირედი განსხვავებებით, დავიწყოთ Lumia 950 ით:

 

ეკრანი: 5.2 ინჩიანი AMOLED ტიპის, QHD 2560x1440 გაფართოების მქონე (~564 ppi), რომელიც დაცულია Gorilla Glass 3 დამცავით, მისი სმარტფონის ტანთან შეფარდება 70.5 %-ია, მასში გამოყენებულია ClearBlack Display ტექნოლოგია, რაც შავი ფერის უმაღლეს გამოსახულებას უზრუნველყოფს.

ჩიპსეტი: 6 ბირთვიანი Qualcomm MSM8992 Snapdragon 808, რომელის 2 ბირთვი მუშაობს Cortex-A57 პროცესორზე 1.82GHz სიხშირით, ხოლო 4 ბირთვი Cortex-A53 პროცესორზე 1.44 GHz სიხშირით. ჩიპსეტი ასევე მოიცავს Adreno 418 გრაფიკულ ამაჩქარებელს და LTE Cat 6 სტანდარტის ქსელის მხარდაჭერას.

მეხსიერება: სმარტფონს აქვს 3GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას მისი მოცულობა 32GB არის, ასევე შესაძლებელია მასში მოთავსდეს დამატებით 200GB მოცულობის Micro SD ბარათი.

კამერა: ეს კომპონენტი კვლავ რჩება Lumia სმარტფონების უმთავრეს იარაღად, ახალ Lumia 950 ში გამოყენებულია ყველასთვის ნაცნობი PureView ტექნოლოგიის მქონე 1.12 µm პიქსელის ზომის 20MP იანი სენსორი, ზომით 1/2.4" და Carl Zeiss ის ლინზა, რომლის სურათის გაფართოება შეადგენს 4992x3744 პიქსელს, მას გააჩნია პანორამული რეჟიმი, HDR, სამმაგი ფლეშ განათება, მე-5 თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია. მისი წინა 1080P კამერა სელფის მოყვარულთათვის საკმაოდ კარგია და 5MP ს შეადგენს. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, მას შეუძლია 4K 2160P@30FPS ვიდეოს გადაღება.

კომუნიკაცია: Microsoft ის ახალ სმარტფონებში გამოყენებულია ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიცაა: Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, A-GPS, Bluetooth 4.1, უკაბელო და სწრაფი დატენვა (30 წუთში 50% მდე) და რაც მთავარია უახლესი USB Type-C 1.0 მაერთებელი. 

ბატარეა და ზომა/წონა: ამ საკმაოდ მძლავრ სმარტფონს აქვს Li-Ion ტიპის 3000 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა, მისი გამოცვლა კი პრობლემა არ იქნება რადგან სმარტფონს უკანა ხუფი ეხსნება. მისი წონა 150 გრამია, სისქე კი 8.2 მმ.

Lumia-950-XL-hero-jpg.jpg

Windows-10-Continuum-through-the-Display

Lumia-950-XL-features-iris-jpg.jpg

 

რაც შეეხება უფროს მოდელს, Lumia 950 XL-ს:

Lumia-950-hero-jpg.jpg

ეკრანი: ამ კომპონენტში ეს სმარტფონი უმცროს მოდელზე დიდია და მას აქვს 5.7 ინჩიანი AMOLED ტიპის, QHD 2560x1440 გაფართოების მქონე (~518 ppi) ეკრანი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 4 დამცავით, მისი სმარტფონის ტანთან შეფარდება 74.3 %-ია, მასშიც გამოყენებულია ClearBlack Display ტექნოლოგია.

ჩიპსეტი: 8 ბირთვიანი Qualcomm MSM8994 Snapdragon 810, რომელის 4 ბირთვი მუშაობს Cortex-A53 პროცესორზე 1.5 GHz სიხშირით, ხოლო მეორე 4 ბირთვი Cortex-A57 პროცესორზე 2.0 GHz სიხშირით. ჩიპსეტი ასევე მოიცავს Adreno 430 გრაფიკულ ამაჩქარებელს და LTE Cat 6 სტანდარტის ქსელის მხარდაჭერას.

მეხსიერება: XL ვერსიასაც აქვს 3GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას მისი მოცულობა 32GB არის, ასევე შესაძლებელია მასში მოთავსდეს დამატებით 200GB მოცულობის Micro SD ბარათი.

კამერა: ამ კომპონენტში სხვაობა არაა და XL მოდელსაც ანალოგიური კამერის სენსორი გააჩნია.

კომუნიკაცია: ანალოგიურად კამერისა ამ მხრივაც ერთია ორივე მოდელი.

ბატარეა და ზომა/წონაამ საკმაოდ მძლავრ სმარტფონს აქვს Li-Ion ტიპის 3340 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა, რომლის გამოცვლა არც ამ მოდელშია პრობლემა. სმარტფონის წონა 165 გრამია, სისქე კი 8.1 მმ.

 

Lumia-950-Windows-Imaging-jpg.jpg

Lumia-950-Windows-Experience-jpg.jpg

Lumia-950-features-Imaging-jpg.jpg

 

ზემოთ წარმოდგენილი ორივე სმარტფონი მუშაობს Microsoft ის უახლეს Windows 10 ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურად არის ადაპტირებული დესკტოპ გაჯეტებთან. ახალ სმარტფონებში კომპანიამ კვლავ გამოიყენა საფირმო PureView კამერის ტექნოლოგია, უკვე ინოვაციური USB Type-C 1.0 პორტი და წყლის გაგრილების სისტემა.

Screen_Shot_2015-10-06_at_7.42.36_AM.0.p

microsoft-lumia-950-2.0.jpg

 

რაც შეეხება ფასებს: Lumia 950 ის გასაყიდი ფასი 649, ხოლო XL ვერსიის ფასი 749 ამერიკული დოლარი იქნება. ამასთანავე გამოვა მათი 2 სიმბარათიანი ვერსიებიც.

 

ეს კი ვიდეო მიმოხილვა:

 

 

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ძალიან მომეწონა დახვეწილი მოდელებია, ფასიც თუ კიდევ უფრო დაიხვეწება აუცილებლად შევიძენ!!!:lol::wub:

Link to comment
Share on other sites

ოჰო რამხელა ფასებია :D

Link to comment
Share on other sites

უკანა ხუფებიც ეცვლება 

gsmarena_007.jpg

 

ფასებს რაც შეეხება ყოველთვის მალე იწევს ხოლმე ამათზე, თან უკვე ფლაგმანური მოდელებია და რატომაც არა უნდა ქონდეს მაღალი ფასი , თუ ვინმეს ეს OS არ მოწონს მისი პრობლემაა და მაგის გამო დაბალი ფასის დადება სისულელეა და არაა გამართლებული მარკეტინგულად 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მემგონი 8ვე 2გჰზ სიხშირის აქვს,უმეტესგან ასე წერია რო 8ვე 2იანია...ისე ძაან ლამაზი სმარტია :)

 

Link to comment
Share on other sites

ჩპსეტის ეგ ვერსია რაც დაიწერა, რომ აქვს ეგეთია რომ 4 ბირთვი სხვა სიხშირეზე აქვს და მეორე 4 სხვაზე, ეგეთი Snapdragon 810 არ არსებობს 8 ვე რომ 2.0 ქონდეს :) 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.