Jump to content

Thunderbolt™ 3 – The USB-C, რომელიც ყველაფერს თავად უმკლავდება


Recommended Posts

გამარჯობა! :bow: დღეს ვისაუბრებთ, თანამედროვე ტექნოლოგიაზე, რომელსაც Thunderbolt 3 (USB-c) ჰქვია და თამამად შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია...

თუ ბრძანდებით პროფესიონალი ბიზნესმენი ან თუნდაც გეიმერი - სულერთია; და გნებავთ გაიუმჯობესოთ/გაიმარტივოთ 4K Workspace, თქვენი თანამედროვე სამყარო ამის საშუალებას მოგცემთ. მივესალმოთ Thunderbolt 3-ს, ინოვაციური USB-c-ს ტიპს, რომელიც ყველაფერს თავად ასრულებს.

დღეისობით Intel-ის გამოგონება Thunderbolt 3 არის უსწრაფესი, ყველაზე მრავალმხრივი კავშირი თქვენს დოკთან, მონიტორთან, ან რომელიმე პერიფერალურ ნივთთან. (მილიონობით USB Device-ს ჩათვლით)

გამოგონება გახლავთ დამაკავშირებელი პორტის ტიპი, აკავშირებს ორ(2x) 4K ეკრანს, გადააქვს უსწრაფესად სასურველი ფაილი ან არის უსწრაფესი ნოუთბუქის დამტენი. რომლის ერთ-ერთი დიდი პლიუსიც არის ის, რომ აერთიანებს ყველა სხვა ტიპს ერთმანეთთან, მხოლოდ და მხოლოდ იდენტური "ჯეკით". მაგალითად ჩვენი ტელეფონის, ლეპტოპის, მონიტორის ან სხვა პორტი იქნება იდენტური.

ხალხს სურდა მაქსიმალური პერფორმანსის მიღება. ერთ პატარა კაბელში გვინდოდა ყოფილიყო გაერთიანებული: დამტენი, ვიდეო სიგნალის გადამცემი, ხმოვანი სიგნალის გადამცემი და ასევე შეძლებოდა data transfer(მარტივად რომ ვთქვათ დოკუმენტის გადატანა, გადაკოპირება, ამ შემთხვევაში მისი სისწრაფე 40Gb/s ~ 5 გეგაბაიტი/წამში)

875899bbbe5f.jpg

მისი სისწრაფე მის წინამორბედზე 4-ჯერ სწრაფია, (USB 3.1 10Gb/s~1.25 გეგაბაიტი/წამში) და ბუნებრივია აღსანიშნავია DisplayPort 1.2-ს გაუმჯობესებაც, რომელიც მან მოიცვა (მიუხედავად იმისა, რომ DisplayPort 1.3-საც ვხვდებით, Thunderbolt 3 მასზე მინიმუმ 2-ჯერ სწრაფია). კომპიუტერული კონექტორი, რომელიც მოიცავს აფსოლიტურად ყველა თვისებას, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ. (ფოტოზე უკეთ ჩანს)

2bf51456fe3d.jpg

რას ნიშნავს ის მომხმარებლებისათვის? 40 გეგაბიტ/წამ სისწრაფეზე ის ხდება უსწრაფესი თქვენი კომპიუტერისთვის. შესაძლებელი ხდება 4K movie გადავაკოპიროთ 30 წამში. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 2x4K მონიტორს/ტელევიზორს, რომელიც 16 მილიონი პიქსელით მეტს მოიცავს ვიდრე HDTV.

78475544a8c4.jpg

Full 4K Video Experience

დაუკავშირდით 4K მონიტორს 60 ჰერცით. მაღალი რეზოლუცია, მაღალი კონტრასტი, საუკეთესო გამოსახულება - Thunderbolt 3

Best Single-Cable Docking

ის თქვენი ნოუთბუქისთვის საუკეთესო დამტენია, up to 100w

External Graphics

ასევე გამორჩეულია გრაფიკული გამოსახულების გადატანისას, ან თამაშისას. შესაძლებელია notebook-ის 4K მონიტორზე დაკავშირება მინიმალური ხარისხის დანაკარგით

Thunderbolt™ Networking

ასევე აქვს უსწრაფესი ქსელური კავშირის დამყარების უნარი. სისწრაფე ~ 10GbE. გამოსადეგია პატარა workgroup-ში, სადაც კომპიუტერები ერთმანეთს უკავშირდებიან და მათ შორის ფაილების გაცვლა მიმდინარეობს

Technology Features

·         Thunderbolt™, USB, DisplayPort, and power on USB-C

·         USB-C connector and cables (small, reversible)

 

·         40 Gbps Thunderbolt™ 3 – double the speed of Thunderbolt 2

·         Bi-directional, dual-protocol (PCI Express and DisplayPort)

·         4 lanes of PCI Express Gen 3

·         8 lanes of DisplayPort 1.2 (HBR2 and MST)

·        Supports two 4K displays (4096 x 2160 30bpp @ 60 Hz)

 

·         USB 3.1 (10 Gbps) – compatible with existing USB devices and cables

 

·         DisplayPort 1.2 – compatible with existing DisplayPort displays, devices, and cables

·         Connect DVI, HDMI, and VGA displays via adapters

 

·         Power (based on USB power delivery)

·         Up to 100W system charging

·         15W to bus-powered devices

 

·         Thunderbolt™ Networking

·         10Gb Ethernet connection between computers

 

 

Edited by OpTiMeR
  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

კი ძალიან მაგარი რამეა, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ რომ ცდილობდნენ მწარმოებლები ჩადონ მასიურად მოწყობილობებში, ეფლმა გადადგა პორველი ნაბიჯი და ძალიან კარგია, იმედია მომავალში მხოლოდ 1 პორტზე დავა ყველაფერი 

Link to comment
Share on other sites

უახლოეს 2 წელიწადში არამგონია ეგ მოხდეს დღესაც რო დაიწყონ წარმოება, იმიტომ რომ წარსულში გვაქვს ძველი ტიპის მოწყობილობები, რომლებთანაც შეუთავსებელი იქნება... საფეხბურთო გუნდში დაობათა პროცესს ჰგავს 

Link to comment
Share on other sites

კარგი თემაა, თუმცა შესწორება დაჭირდება მაინც ამ თემას.

უფრო კონკრეტულად რომ ჩამოვაყალიბოთ თუ რაარის ეს ინტერფეისი, ჯობია დავიწყოთ საფუძვლებიდან.

 

Intel-მა შექმნა Thunderbolt და მისი ინტერფეისი შედგება გარკვეული ტიპის პროტოკოლებისაგან, რომლებსაც შეუძლიათ გადასცენ ციფრული სიგნალები და დენი.

ბოლო ვერსია Thunderbolt v3 როგორც ვიცით იყენებს შემდეგ პროტოკოლებს, ესენია: PCI Express 3.0 და DisplayPort.

PCI Express  შექმნილია Intel, Dell, HP და IBM-ის ერთობლივი პროექტით. PCI Express ეს ის ინტერფეისია რომელიც ემსახურება და კვებით უზრუნველყოფს, ხმის ბარათს, ვიდეო ბარათს, ქსელის ბარათს და ა.შ. Thunderbolt ინტერფეისი რადგან PCI Express 3.0-ის პროტოკოლს იყენებს, ამიტომ Thunderbolt-ის ინტერფეისში კვება და ციფრული სინგალების გადაცემა იგივე პრინციპით ხდება როგორც ჩვეულებრივ მაზერზე PCI-E სლოტებში.

რაც შეეხება გამოსახულების ციფრულ სიგნალებს, აქ Thunderbolt v3 იყენებს DisplayPort 1.2 ვერსიას. თავად DisplayPort შექმნილია Video Electronics Standards Association (VESA)-ს მიერ. intel-მა აიღო ნებართვა VESA-სგან და გამოუშვა Thunderbolt v3 ინტერფეისი DisplayPort 1.2-ის მხარდაჭერით. ასევე უნდა აღინიშნოს რომ, DisplayPort პირველი ვიდეო ინტერფეისია რომელიც სიგნალებს აგზავნის მიმდევრობით (serial) რეჟიმში პაკეტებად. სწორედ ასე მუშაობს დღეს  Ethernet, USB და PCI Express ინტერფეისები. ეს იმას ნიშნავს რომ DisplayPort-ს აქვს იმის პოტენციალი რომ გახდეს Thunderbolt-ის ანალოგი, რადგან მასაც შეუძლია იგივე ფუნქციების შეთვისება, რასაც Thunderbolt ითვისებს.

მისი სისწრაფე მის წინამორბედზე 4-ჯერ სწრაფია, (USB 3.1 10Gb/s~1.25 გეგაბაიტი/წამში) და ბუნებრივია აღსანიშნავია DisplayPort 1.2-ს გაუმჯობესებაც, რომელიც მან მოიცვა (მიუხედავად იმისა, რომ DisplayPort 1.3-საც ვხვდებით, Thunderbolt 3 მასზე მინიმუმ 2-ჯერ სწრაფია).

ახლა გადავხედოთ შეცდომას, ქვემოთ ხაზი რასაც გავუსვი, ეს არასწორია.

დავიწყოთ სიჩქარეებით. Thunderbolt v3-ის გამტარობა შეადგენს 40 Gbit-ს წამში, ხოლო DisplayPort 1.3-ის გამტარობა 32.4 Gbit-ს წამში.

აბა საიდან გამოდის მინიმუმ ორჯერ სწრაფი? 2-ჯერ სწრაფი არა, 0.81-ჯერ სწრაფი გამოდის.

ასევე შედარება მანდ არასწორადაა დასმული, Thunderbolt ინტერფეისში შედის როგორც თავად DisplayPort 1.2 ასევე  PCI Express 3.0-ის ოთხი ცალი lane (4 lanes of PCI Express Gen 3).

DisplayPort 1.3 ვერსიას თუ 32.4Gbit გამტარობა აქვს წამში, DisplayPort 1.2 ვერსიას მისი ნახევარი ანუ 17.28 Gbit წამში. შესაბამისად თუ Thunderbolt-ს ადარებ, მაშინ საქმე პირიქით გვაქვს, DisplayPort 1.3 ზუსტად ორჯერ აღემატება Thunderbolt-ს ვიდეო გამოსახულების გადაცემაში.

 

თემა კარგია, წვალებაც დასაფასებელია თუმცა, უმჯობესია კიდევ უფრო კარგად გავაანალიზოთ თემის არსი და მერე გამოვაცხოთ თემები.

 

 

Edited by lasha1616
Link to comment
Share on other sites

თემა ყოველთვის იმსახურებს ჩასწორებებს, გმადლობ რომ შეასწორე მაგრამ ეს განვრცობას უფრო ჰგავს.

1.3 thunderbolt 3-ზე სწრაფი როგორ არის? სხვა პოსტშიც მიწერია რო 1.3 - 4 გიგაბაიტს ატარებს წამში და შემეშალა, მაგრამ thunderbolt 3 - 5-ს ატარებს... 1.3-ს შეუძლია 8K მიიღოს მარტივი გამოსახულებით 4:2:0 გარჩევადობით და ყოველთვის ვერ გამოიყენებ, ტექსტებისთვის არ არის კარგი მაგალითად. ეს thunderbolt 3-ს შეუძლია.

და ისევე როგორც შენ განვრცობით შემიძლია მეც განვავრცო, რომ მაში HDMI 2.0-ც არის, რომ მას გამოუშვებენ ორი სახით, რომელშიც ერთი low-end იქნება და PCI-e-ს 1 არხს გამოიყენებენ, რომ ენერგო სიმძლავრის გადატანას უფრო შეამცირებენ მასში. 

და კიდევ ერთი ის პროტოკოლები რაც შენ ჩამოთვალე ფოტოზეც კარგად ჩანს

Edited by OpTiMeR
Link to comment
Share on other sites

 

1.3 thunderbolt 3-ზე სწრაფი როგორ არის?

thunderbolt–ის და DisplayPort–ის ერთმანეთში შედარება მთლად სწორი არ გამოვა, რადგან thunderbolt ინტერფეისი ინფორმაციის გადაცემას ახერხებს PCI-E პროტოკოლის საშუალებით, ხოლო ვიდეო სიგნალებს DisplayPort 1.2 პროტოკოლის საშუალებით.

thunderbolt v3–ს ვიდეო სიგნალის გადაცემა შეუძლია მაქსიმუმ დასაშვები 17.28 Gbit–ით წამში. ამაზე მეტს იგი ვერანაირად ვერ გაატარებს, იმიტომ რომ არის DisplayPort 1.2 ვერსია, DisplayPort 1.2 პროტოკოლით მაგაზე მეტს არ ატარებს. შესაბამისად thunderbolt v3 და DisplayPort 1.3 სხვადასხვა შედარებები გამოდის. და თუ მაინც შევადარებთ მაშინ thunderbolt v3–ის ვიდეო სიგნალის გადაცემის შესაძლებლობა ორჯერ ნაკლებია DisplayPort 1.3–თან შედარებით. თუ შენ thunderbolt v3–ში მის ყველა lane-ების სიჩქარეებს შეაჯამებ და ისე შეადარებ მხოლოდ DisplayPort 1.3–ს, მაშინ რათქმაუნდა სრული thunderbolt v3–ის სიჩქარე გადააჭარებებს DisplayPort 1.3–ის გამტარუნარიონობის სიჩქარეს, მაგრამ ამით რა? ეს მაინც არასწორი შედარება გამოდის, სადაც PCI-E–ს გამატრობას ემატება DisplayPort 1.2–ის ვიდეო სიგნალების გამტარობა, ადარებ მხოლოდ DisplayPort 1.3–ის გამტარობას... PCI-E–ის სიჩქარე რტომ უნდა შეადარო DisplayPort–ს რომელიც ვიდეო ინტერფეისია? ამიტომ ვამბობ რომ არასწორია ესეთი შედარება თქო.

DisplayPort არის ყველაზე უნივერსალური ვიდეო ინტერფეისი, რაც კი დღემდე შექმნილა. ყველაზე ჩქარი და დიდი პოტენციური შესაძლებლობებით. DisplayPort 1.2 ვერსია გამტარობით მაინც აღემატება HDMI 2.0 ვერსიას. ხოლო DisplayPort 1.3 ვერსია თითქმის ორჯერ აღემატება გამტარობით HDMI 2.0 ვერსიას. აღარეფერს ვამბობ რა უპრიატესობები გააჩნია DVI და VGA ვიდეო ინტერფეისებთან. პროფესიონალ ვიდეო ბარათებს როგორიცაა მაგალითად FirePro სერია, 6 ცალი მარტო DisplayPort აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ DisplayPort ყველაზე კარგი ვიდეო ინტერფეისია, სხვა ყველა დანარჩენებთან შედარებით.

fire-pro-w9100-graphics-card.png

 

სხვა პოსტშიც მიწერია რო 1.3 - 4 გიგაბაიტს ატარებს წამში და შემეშალა,

რატომ შეგეშალა, სწორი ყოფილხარ DisplayPort 1.3–ს შეუძლია წამში 4 GB–ის გატარება.

მაგრამ thunderbolt 3 - 5-ს ატარებს

thunderbolt v3 სახელად ჰქვია თორემ, ამ გამტარობას უზრუნველყოფს PCI-E 3.0-ის 4 ცალი lane (4 lanes of PCI Express Gen 3), რომელიც წამში 5 GB–ს ატარებს. ამას დაუმატე აბა DisplayPort 1.2–ის 8 ცალი lane–ები (8 lanes of DisplayPort 1.2), რომელიც უდრის წამში 2 GB–ს.

სულ გამოდის რომ thunderbolt 3–ს შეუძლია მაქსიმუმ 2 GB/sec გამოიყენოს ვიდეო გამოსახულების გადასაცემად, ხოლო მაქსიმუმ 5 GB/sec ინფორმაციის გადასაცემად. შენ თუ ამ ყველაფერს შეკრიბავ (5+2=7 GB) და გაუტოლებ DisplayPort 1.3 ვერსიას რომელიც 4 GB წამით მუშაობს, მაშინ რათქმაუნდა 4<7, მაგრამ ამით რა? რას ვამტკიცებთ ამით? მემგონი არც არაფერს.

 

და ისევე როგორც შენ განვრცობით შემიძლია მეც განვავრცო, რომ მაში HDMI 2.0-ც არის, რომ მას გამოუშვებენ ორი სახით, რომელშიც ერთი low-end იქნება და PCI-e-ს 1 არხს გამოიყენებენ, რომ ენერგო სიმძლავრის გადატანას უფრო შეამცირებენ მასში. 

და კიდევ ერთი ის პროტოკოლები რაც შენ ჩამოთვალე ფოტოზეც კარგად ჩანს

thunderbolt ტექნოლოგიაზე რასაც მოიგონებენ ეს იქნება USB ბლუთუსი, USB ხმის ბარათი, USB ქსელის ბარათი, USB card reader, USB დამტენი, გარე ვინჩესტერი, USB HDMI და ა.შ. ეს ყველაფერი დაიყვანება ორ პროტოკოლზე PCI Express და DisplayPort–ზე. ვიდეო გამოსახულება, ხმის გამოსახულება, ინტერნეტის სიგნალები და ა.შ. ეს ყველანაირი სინგალი thunderbolt ინტერფეისში მუშაობს ორ პროტოკოლში. ეს ორი პროტოკოლი უზრუნველყოფენ ინფორმაციათა გაცვლა–გამოცვლას სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.

USB პორტი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ადაპტერი thunderbolt–სა და კონკრეტულ მოწყობილობას შორის, რომლის გამოყენებითაც ხდება ინფორმაციების კონვერტირება. თნდაც VESA–მ 1 წლის წინათ (2014 სექტემბერს) DisplayPort–ის თავსებადობის სტანდარტი ჩამოაყალიბა USB Type-C–ზე, ანუ DisplayPort–ი იმუშავებს USB Type-C–ზე, ისე რომ ვიდეო სიგნალი უპრობლემოდ გაივლის შგნით. თუ DisplayPort იმუშავებს USB Type-C–ზე ეს იმას ნიშნავს რომ thunderbolt-იც ავტომატურად იმუშავებს USB Type-C–ზე. როგორც ვხედავთ USB Type-C–ის საშუალებით შესაძლებელია როგორც დენის, ინფორმაციის, ასევე ვიდეო სიგნალების გადაცემა.

 

ცუდი ისაა რომ ესეთი უნვიერსალური ტექნოლოგია ძალიან ძვირია და მხოლოდ ულტრაბუქები და ვორქსთეიშენები თუ გამოიყენებნ ასეთ საშალებებს, სადაც დრო ფულია. ჩვეულებრივ მომხარებელს USB 3.0–იც დააკმაყოფილებს.

 

Edited by lasha1616
Link to comment
Share on other sites

     რატომ შეგეშალა, სწორი ყოფილხარ DisplayPort 1.3–ს შეუძლია წამში 4 GB–ის გატარება.

 

ანუ ის შემეშალა, რომ მინიმუმ ორჯერ სწრაფიათქო.

95567bdf0cd5.jpg 

ეს ფოტო ახლა ვნახე და გავიგე ყველაფერი სწორი ხარ, უბრალოდ რაც წყაროში არ ეწერა ეგ არ დავწერე

 

Link to comment
Share on other sites

აი პირდაპირ აქ დევს ოფიციალურ ინტელის საიტზე.

სქემები PDF-შია ამიტომ პირდაპირ ლინკზე თუ შეხვალთ და გახსნით

http://www.intel.com/content/www/us/en/architecture-and-technology/thunderbolt/thunderbolt-technology-brief.html

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.