Jump to content

HDMI vs. DisplayPort vs. DVI vs. VGA: რომელი ავარჩიოთ?


Recommended Posts

გამარჯობა! :bow: პ.ს მოდერს ვთხოვ, თუ შესაბამის განყოფილებაში არ არის თემა, ეს პრობლემა აღმოფხვრას...

ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს ვერ აღმოვაჩინე შესაბამისი სტატია და გადავწყვიტე მეთვითონ გამეხსნა. :kaffeetrinker_2: 
დღეს ბაზარზე გამოტანილ პროდუქციას - PC მონიტორებსა თუ TV-ს გააჩნიათ კონექტორი, რომლითაც უკავშირდება სისტემას, დეკოდერსა თუ სხვა, რათა გამოსახულება გვიჩვენოს. სწორედ ამ კონექტორების რამდენიმე ტიპზე ვისაუბრებთ, რომლებიცაა HDMI (high definition media interface (ვხვდებით 1.4 და 2.0 ვერსიას), DVI (digital video interactive), VGA (video graphic array) და DisplayPort (მარტივად, გამოსახულების პორტი). 

თანამედროვე ტელევიზორებში თითქმის ყველგან ვხვდებით HDMI support connector-ს, რომლითაც ისინი დეკოდერს ან პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უკავშირდებიან და სწორედ ეს ტიპია TV-ში გავრცელებული. ამას ემატება სხვა მოწყობილობებიც, რომლებიც სწორედ ხსენებულ პორტს იყენებენ, მაგრამ არანაკლებ ინტერაქტიულია სხვანიც, მიუხედავად ამისა ყველას აქვს თავისი პლიუსიც და მინუსიც...

 

171053726c57.png
(VGA, HDMI, DVI, DisplayPort ფოტოზე არ არის)

სანამ დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ VGA პორტი გადასცემს ანალოგურ სიგნალს ყველა სხვა კონექტორისგან განსხვავებით, რომლებიც ციფრულ სიგნალს ავრცელებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთ რეზოლუციაზე, მაგალითად 1920x1080/60hz-ზე ვიდეო გამოსახულება HDMI-ს იდენტური აქვს, რაც DVI-სა და DisplayPort-ს, რასაც ვერ ვიტყვით VGA-ზე, რომელიც "old school" არის და ნამდვილად ჩამორჩება შთამომავალს.

HDMI

ყველა კომპიუტერის მონიტორსა თუ ტელევიზორს აქვთ HDMI პორტი. ადვილია გამოსაყენებლად, არის პატარა და მოსახერხებელი, და ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ მას გადააქვს აუდიო სიგნალიც. თუ სისტემური ბლოკის TV-ზე შეერთებას გადაწყვეტთ, კარგი ვარიანტი იქნება თუ მას გამოიყენებთ.

ხსენებულ პორტს აქვს მინუსებიც, ასე რომ ყოველთვის კარგი ვარიანტი არ არის. მაგალითისთვის, თუ ჩვენ გამოვიყენებთ v1.4 კონექტორს, მისი მაქსიმალური გაფართოებაა 3,820x2,160 და გადასცემს 30 კადრს წამში, ხოლო 2.0-ს პლიუსია გადასცეს 60 კადრი წამში 4K რეზოლუციაზე. ასე, რომ თუ თქვენი TV არ არის ულტრა გაფართოების შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. ხოლო 4K/120fps (frames per second - კადრი/წამში)-ზე შემდეგ აღჭურვილობებზე ვისაუბროთ.

HDMI 2 (2.0)-ს სისწრაფეა 18GBit/s ~ 2.25 გეგაბაიტი წამში. 1x4K მონიტორის 60 ჰერცზე მუშაობისას სწორედ ხსენებულია რეკომენდირებული. 2x4K კი Thunderbolt 3-ის საქმეა... 

 

DisplayPort

DisplayPort არის კომპიუტერის დაკავშირების ფორმატი. მხოლოდ ერთადერთ ტელევიზორს ვხვდებით, რომელსაც აქვს DisplayPort support და მას პანასონიკი უშვებს. ის გამოსადეგია 2160p-ზე 60 კადრის წამში გატარებისას, თუ ვიყენებთ 1.2 პორტს, რომელსაც აქვს Multi-Stream Transport ფუნქცია. თუ გადავწყვეტთ, მისი დახმარებით PC-ს TV-ზე დაკავშირებას, მიზეზი არ გვექნება, რომ ის არ გამოვიყენოთ. აღსანიშნავია, რომ მასაც გააჩნია აუდიო სიგნალის გადაცემის უნარი.

მას გააჩნია 32.4GBit/s bandwidth სისწრაფე ~ 4 გიგაბაიტი წამში. შეუძლია 5K გამოსახულების მიღება (5120x2880) 120 ჰერცზე. ხოლო 8K (7680x4320) გამოსახულების 60 ჰერცზე, 4:2:0 ფორმატში. 8K გამოსახულების მიღება DisplayPort-ით მხოლოდ ტელევიზორზეა შესაძლებელი, მაგრამ მაინც არ მოგვცემს საწადელ შედეგს. 8K-ს ანუ 2x4K-ს კვლავაც ავღნიშნავ, რომ Thunderbolt 3 უმკლავდება

 

DVI

ვიდეო სიგნალი DVI-სა და HDMI-ზე აფსოლიტურად ერთი და იგივეა. მისი მაქსიმალური რეზოლუცია განპირორებულია იმაზე თუ რა შეუძლია მოწყობილობას. თუ ჩვენს ტელევიზორს აქვს FULL HD გაფართოების უნარი, შეგვიძლია მაქსიმალური კადრით წამში (რაც წყაროდანვეა. მაგალითად ვიდეო 30 კადრით წამში, კონექტორით გადავა ტელევიზორში 30 კადრით/წამში და ვერ შეძლებს ტელევიზორი მის 60 კადრ/წამზე გადაკონვერტირებას) მოვახერხოთ ტრანსლირება. ზოგ კონექტორს ჰქვია single-link, ზოგს dual-link. განსხვავება იმაშია, რომ single-link კონექტორის ლიმიტი 1080p არის, dual-link-ს კი შეუძლია მაღალი რეზოლუციის ტრანსლირებაც.

ნაკლი ისაა, რომ მას არ შეუძლია აუდიო სიგნალის გადაცემა. ასე, რომ ჯერ ერთი PC-ს ტელევიზორზე "შეერთებისას" საუკეთესო ვარიანტია HDMI, თუ რაღა თქმა უნდა ჩვენს ტელევიზორს დინამიკები არ აქვს გაფუჭებული, რადგან DisplayPort მხოლოდ ერთ ტელევიზორს აქვს და არამგონია ის რომელიმეს გქონდეთ და მეორე გვრჩება ერთი ვარიანტი და ეს HDMI არის...

 

ასევე ვხვდებით ე.წ გადამყვანებს, რომელთა output DVI არის input კი HDMI ან პირიქით. ზოგ DisplayPort-ს შეუძლია გადავიდეს DVI ან HDMI სიგნალზე, მაგრამ ყველას არა...

რაც შეეხება PC-ს და მის PC მონიტორზე შეერთებას.
1. ფერთა გამა, HDMI-ზე სცდება RGB სპექტრს, რომელიც DVI-ს არ გააჩნია (https://en.wikipedia.org/wiki/Digital_Visual_Interface#D დან გამომდინარე)

2. DVI-ს არ გააჩნია აუდიო სიგნალი. თუ დინამიკები არ გვაქვს, ხოლო ჩვენს მონიტორს სპიკერები აქვს, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი HDMI იქნებოდა.

3. HDMI გადასცემს იგივე რეზოლუციის სიგნალს რასაც DVI. მაგრამ თუ 4K@60fps გვინდა მივიღოთ, ამას DVI ვერ შეძლებს, მაგრამ ვერც HDMI თუ 2.0 ვერსია არ არის

              ასევე შესაძლებელია შევხვდეთ Thunderbolt 3-სა და USB v3.1-ს აღჭურვილობით გამოსახულების გამონატას, რაც ცალკე თემას იმსახურებს და მალე შემოგთავაზებთ...

წყარო: CNET

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

 

171053726c57.png
(VGA, HDMI, DVI, DisplayPort ფოტოზე არ არის)

სანამ დავიწყებდეთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ VGA პორტი გადასცემს დიგიტალურ სიგნალს ყველა სხვა კონექტორისგან განსხვავებით, რომლებიც ანალოგურ სიგნალს ავრცელებენ.

აქ ჩაასწორე

VGA არის ანალოგური და DVI HDMI და Display port-ებია ციფრული ანუ დიგიტალური.

ხო ასევე არსებობს DVI-A რომელიც VGA-ს მსგავსად ანალოგურია :)

Link to comment
Share on other sites

:facepalm: რანაირად შემეშალა. ერორს აგდებს რაღაცას ვეღარ ვაედიტებ, მოდერმა შეასწოროს თუარ შეწუხდება

Edited by OpTiMeR
Link to comment
Share on other sites

ბარემ მაგალითებს დავწერ...

8bits/color

1920x1080p/60fps
1 second: 373,25 MB / 356,0 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა)
30 seconds: 11,20 GB / 10,4 GiB

1920x1080p/120fps 
1 second746,50 MB / 711 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა)
30 seconds22.39 GB / 10,4 GiB
______________________________________________________________________

2560x1440p/60fps 
1 second: 663,55 MB / 632,8 MiB (შესაძლებელია ყველა პორტით სარგებლობა)
30 seconds: 19,91 GB 18,5 GiB

2560x1440p/120fps 
1 second: 1,33 GB / 1,2 GiB (VGA-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)
30 seconds19,91 GB 18,5 GiB

2560x1440p/240fps 
1 second: 2.65 GB / 1,2 GiB (VGA-სა და HDMI-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)
30 seconds19,91 GB 18,5 GiB

______________________________________________________________________

3840x2160p/60fps (4K)
1 second: 1,49 GB / 1,4 GiB (VGA-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)
30 seconds: 44,79 GB / 41,7 GiB

3840x2160p/120fps (4K)
1 second: 2,99 GB / 2,8 GiB (VGA-სა და HDMI-ს გარდა ყველა სხვა საშუალება გამოიყენება)
30 seconds: 89,58 GB / 83,4 GiB

______________________________________________________________________

5120x2880/60fps (5K)
1 second: 2,65 GB / 2,5 GiB (5K რეზოლუციაზე 60 კადრ/წამსა და ზემოთ HDMI-თ და VGA-თი ვერ ვისარგებლებთ)

Edited by OpTiMeR
Link to comment
Share on other sites

მადლობა მადლობა დიდი ხანია მინდოდა ამაზე თემა ყოფილიყო :s050: ისიც ჩავასწორე 

რაც შეეხება პორტებს VGA მოსასპობია და ძალიან მიკვრის რომ ჯერ ისევ აქტიურად დებენ ნოუთბუქებში თუნდაც, მაგრამ ძველი მოწყობილობები ჯერ ისევ ძალიან ბევრია ანალოგური სიგნალით და ალბათ ამიტომ

კარგი იქნება როგორც USB Type C ზე მოხდა ერთი პორტის შექმნა ასე მოხდეს ამათზეც, დღეს უკვე HDMI ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

Link to comment
Share on other sites

ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე მაქსიმალური რეზოლუცია არის 2K (1444p) 144 ჰერცზე და სხვას აქვს თუ არა არ ვიცი, მაგრამ http://www.asus.com/Monitors/ROG_SWIFT_PG278Q/ ამ მოდელს აქვს 1ms-ზე. ისე 4K-ც არის, მაგრამ 144 ჰერცზე 1ms არ აქვთ, 4 ან 5

HDMI არ აქვს მონიტორს და არც სპიკერები, პირდაპირ გათვლილია მხოლოდ PC-სთვის და არანაირად კონსოლებისთვის...

Edited by OpTiMeR
Link to comment
Share on other sites

ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე მაქსიმალური რეზოლუცია არის 2K (1444p) 144 ჰერცზე და სხვას აქვს თუ არა არ ვიცი, მაგრამ http://www.asus.com/Monitors/ROG_SWIFT_PG278Q/ ამ მოდელს აქვს 1ms-ზე. ისე 4K-ც არის, მაგრამ 144 ჰერცზე 1ms არ აქვთ, 4 ან 5

HDMI არ აქვს მონიტორს და არც სპიკერები, პირდაპირ გათვლილია მხოლოდ PC-სთვის და არანაირად კონსოლებისთვის...

რაის კონსოლი 1080p მიღწევაა მაგათთვის, ბევრი იგრა 1080p-შიც კი არ აქვთ. მარტო ექსკლუზივების პონტია და ისიც უმეტესობა 30 FPS-ში ანუ 30 hz-იან მონიტორზე უკეთესია ეგ ვიდრე 60-იანზე. იმედია DX12 მაინც შეძლებს იმას რო ყველაფერი 1080p-ში იყოს 60 FPS-ზე LOL ეს რო საოცნებო გახდება 2015 წლის კონსოლზე ეპოქაში სადაც 980 Ti არსებობს. 144 HZ-ზე ანუ 144 FPS ეს კონსოლები მხოლოდ ტეტრისს თუ გაუშვებენ :D

ისე ყველაზე სწრაფი მგონი ეს მონიტორია მაინც 200 HZ-იანი (overclock-ზე) ms-ებით

http://www.anandtech.com/show/9592/acer-announces-200hz-display

კი ნელია 4 ms აქვს GTG და 12 ms black-white-black 2560x1080 ACER-ს თანაც საინტერესო ისაა რო პანელი TN კი არა არამედ AMVA არის. ძალიან კარგი შავი ფერის დამუშავება აქვს ამ პანელს, ძმაკაცსაც აქვს მაგ პანელზე SAMSUNG-ს მონიტორი დაახლოებით 4 წლის წინ ვაყიდინე. მაშინვე ვნახე რო შავ ფერს და ზოგადად ფერებს მაგრად ანახებდა უბრალოდ დაყოვნება ქონდა იმას 8 MS დიდად ეგეც არ უშლის ისე ხელს.

Edited by მათე
Link to comment
Share on other sites

ესეიგი ტყუილად ფულის გადაყრის მაგივრად შეგიძლია იყიდო 32 ინჩიანი 720p 60hz LED TV, რომელიც ყელში ამოუვა კონსოლებს...

Link to comment
Share on other sites

ესეიგი ტყუილად ფულის გადაყრის მაგივრად შეგიძლია იყიდო 32 ინჩიანი 720p 60hz LED TV, რომელიც ყელში ამოუვა კონსოლებს...

არა მთლად ეგრეც არაა. კონსოლს ექსკლუზივების გამო ყიდულობენ და ექსკლუზივები კი არის 1080p-ში ზოგი 30 FPS-ში ზოგიც 60-ში და არ ღირს 720p-ზე მაგათი თამაში.

Link to comment
Share on other sites

არა თუნდაც 720პ თამაში პს3 ის მაგალითდ ბევრად კარგია ავუშვათ სამსუნგის 200 ჰერციან 3D LED ზე ვიდრე 100 ჰერციან მოდელზე, პირველ რიგში ეგ დაბალი ინფუთ ლაგის ამსახურებაა ეგეთ მოდელებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.