Jump to content

ყველაფერი რაგბზე...


Recommended Posts

გავნადგურდით, გავცამტვერდით, აღგვავეს მოედნისაგან ბურთისა.

Link to comment
Share on other sites

  • Replies 70
  • Created
  • Last Reply

ეგრეა იყო ნამდვილათ, პირველ ტაიმში საკმაოთ კარგათ ვიდექით და შედარებით პატარა ანგარიშით ვაგებდით, მეორეში კი რეზკათ შეცვალეს ტაქტიკა არგენტინელებმა და ჩვენმა აბარონამ ეგეთ ხოდს ვეღარ გაუძლო, დაღლილობაც შეგვეპარა და საკმაო შეცდომები დავუშვით დაცვაში, ამიტომ გადაგვიარეს, 30-9 მდე ვუყურე მარტო, მერე გადავახვიე, აზრი აღარ ქონდა უკვე, ანუ 60 წუთზე უკვე მწარეთ ვაგებდით, წინა თამაშებში ეგეთი დიდი ანგარიშით არ წაგვიგია არგენტინელებთან მსოფლიოზე, ალბათ ეხლა მეტისმეტი მოვინდომეთ ან უბრალოთ მაგ შეხვედრაში ვითამაშეთ ცუდათ, 54-9 ფეღბურთში ალბათ 6-1 იქნებოდა სადღაც, ნამიბიას ალბათ დავამარცხებთ მაგრამ ზელანდიასთან დაახლოებით იგივე ანგარიშით დავმარცხედებით, ეგ კი მაქსიმუმ მესამე ადგილი იქნება გრუპაში, რაღაც პროგრესი მაინც გვაქვს წინა ჩემპიონატის შემდეგ მაგრამ მეოთხედფინალამდე ჯერ ვერ მივდივართ, ანუ მსოფლიო ათეულთან შეიძლება საკმაოთ ახლოს ვართ უკვე მაგრამ ჯერ კლასი არ გვყოფნის მანდ შესასვლელათ, ინგლისს წაუგია ისე გუშინ უელსთან 28-25 და შეიძლება მეოთხედფინალშიც ვეღარც გავიდენ მაგ მარცხის შემდეგ თუ ავსტრალიასთანაც წააგებენ

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, მოგებას არავინ ელოდა, თუმცა კარგი წინააღმდეგიბა გავწიეთ და მომენტებში გვქონდა კარგი შანსებიც :thumbsup:

:mad:

 

12107777_715663231911105_824637739781598

 

 

:D 

Link to comment
Share on other sites

კი ვნახე მეც ლაივში ამჯერათ კავკასუსის კაბელურზე 720P 32 ინჩიან სამსუნგზე საკმაოთ ნორმალური ჩვენება ქონდა, ალბათ სადღაც 6-7მბ.სეკ 1080i ტრანსლიაცია იქნებოდა, ნაღდი HD იყო და არა აპსკეილი მაუწყებლის HD კანალზე, თვითონ თამაშიც უფრო დასტოინათ ვითამაშეთ ვიდრე არგენტინასთან მეორე პერიოდში, თავიდან ძალიან ადვილათ დაგვიდეს ოთხი ლელო მერე კი ნელ-ნელა დავალაგეთ თამაში, ერთი ლელოს დადება ჩვენც შევძელით ისე, ატაკაში არაფერი გამოგვდიოდა დიდათ, ლოლ ცენტრიდან გავიტანეთ ლამის 3 ქულიანი შტრაფნოი, ახლოს ვერ მივდიოდით აბა მეორე ლელო რომ დაგვედო, პირველზე არ მოელოდნენ ეგრე რომ ვითამაშებდით და გავარღვიეთ მაგიტომ დაცვა, თუმცა ისინი ძირითადათ სულ ერთნაირათ გვიდებდენ ხოლმე ლელოებს, ჩვენი დაცვის შეცდომებს იყენებდენ და გაყავდათ ხოლმე თავისუფლათ კუთხეში დარჩენილი აბორიგენი, სამი ლელო დაგვიდო ერთმა პაპუასმა მგონი, ბოლოს დავიღალეთ და 43-10 დავმარცხდით, თორე კარგა ხანს 22-10-ზე იყო გაყინული თამაში მგონი 70 წუთამდე ლამის, ანუ ლელოებს აღარ ვადებინებდით, თან იმათმა ბლომათ შტრაფნოები გამაზეს ლელოების შემდეგ, მგონი 3 შტრაფნოი ვერ ჩააგდეს, ნამიბიას თუ დავამარცხებთ მესამეზე გავალთ გრუპაში რაც აქამდე არ მომხდარა მსოფლიოზე

Link to comment
Share on other sites

ვუყურე დღეს საქართველო-ნამიბიის შეხვედრას მაუწყებელის ჰდ კანალზე, მაგარი ნერვნი თამაში გამოვიდა, სუდიამაც ცუდათ იმსაჯა და სულ ნამიბიელებს უჭერდა მხარს, თუმცა კლასში იყო მაინც სხვაობა და გაჭირვებით მაინც დავამარცხეთ ნამიბია 17-16, პირველი პერიოდის შემდეგ 6-0 ვაგებდით ისე, თუმცა მეორეში ამოვქაჩეთ და 17-6 გავხადეთ ანგარიში, მაგის შემდეგ ცოტათი მოვეშვით და ჯერ შტრაფნოი გაგვიტანეს და მერე ბოლო წუთებზე ლელოც დაგვიდეს, ჩვენ ძალიან ბევრი ბრაკი გქვონდა ისე განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ერთი სამი ლელო გავმაზეთ სულ მცირე შეცდომების გამო და ერთი კაციც გაგვიძევეს 10 წუთით მოედნიდან, თუმცა ნამიბიას 3 10 წუთიანი გაგდება ქონდა რამაც იმოქმედა იტოგოვი რეზულტატზე, ტონგას გავუსწარით და შემდეგ მსოლფიოზე ავტომატურათ ვითამაშებთ უკვე, კვალიფიკაცია აღარ დაგვჭირდება საერთოდ, შემდეგი ჩემპიონატი 2019 წელს იაპონიაში ტარდება

Link to comment
Share on other sites

მსაჯი ერთია და საერთოდ საკმაოდ სუსტი თამაში ჩაატარეს. ფაქტიურად ნახევარი თამაში 13-14 კაციან ნამიბიას ვეთამაშებოდით და ძლივს დაუდეთ ლელო

Link to comment
Share on other sites

ხო ნუ დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო მიუხედავას ცუდი მსაჯობისა, წინნ გაგვივარდა ბურთი რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ პირველ ტაიმში მოხდა ძირითადათ, სამი ლელოს დადების შანსი ქონდათ სულ მცირე, მეორეში ცოტა უფრო უკეთესათ ითამაშეს თუმცა მაინც ბევრი ბრაკი იყო საკმაოთ, 30 წუთიანმა შტრაფმაც საკმაოთ იმოქმედა რეზულტატზე, როვნი სასტავებში რომ ჩაგვეტარებინა ორივე ტაიმი შეიძლება დავმარცხებულიყავით კიდეც ეგეთი ცუდი მსაჯობით და მაგდენი შეცდომებით

Link to comment
Share on other sites

ვუყურე დღეს დილით გადახვევით მაუწყებელის HD კანალზე უელსის და ავსტრალიის ჯახს, მაგარი ბოი იყო, არცერთი ლელო არ დადებულა თუმცა ეგ ავსტრალიელების მოშნი ზაშიტის დამსახურებაა, 13 კაციან ავსტრალიასაც კი ვერ დაუდეს ლელო უელსელებმა თუმცა ძალზე ახლოს იყვნენ ორჯერ და ბოლოს 15-6 დამარცხდენ ჯარიმებით, შოტლანდიას ავსტრალია შეხვდება მეოთხედფინალში, უელსი კი სამხრეთ აფრიკას შემდეგ უიკენდზე

Link to comment
Share on other sites

ირლანდია საფრანგეთის თამაშიც ვნახე დღეს დილის მაუწყებელის HD კანალზე, კარგი რამეა მაინც IPTV, თუმცა ატრაკებს ხოლმე და იჭედება ხანდახან გადახვევების დროს კავკასუსის IPTV, დეკოდერი აქვთ მემგონი ნამეტარი სუსტი და აბარუდოვანია და უფრო ალბათ მაგიტომ, თუმცა ჩვენება საკმაოთ კარგი აქვს ეგ მინუსი რომ არა, რაც შეეხება თამაშს ირლანდიამ უპრობლემოთ დამარცხა საფრანგეთი 24-9, ორი ლელო დაუდო და შტრაფნოები, საფრანგეთმა ლელოც ვერ დადო და სამ შტრაფნოის დაჯერდა მარტო, ეგეთი თამაშიც მემგონი ვერაფერს გახდებიან ახალ ზელანდიასთან შემდეგ ვიკენდზე, მოკლეთ ასეთი პარები ითამაშებს მეოთხედფინალში http://www.rugbyworldcup.com/fixtures ავსრალიას და ახალ ზელანდიელებს არ უნდა გაუჭირდეს ნახევარფინალში გასვლა სხვა პარებში კი ცოტა უფრო როვნი ბრძოლა იქნება ალბათ

Link to comment
Share on other sites

საფრანგეთს რას უშვრებიან :D

Link to comment
Share on other sites

ქართველი კომენტატორები მევასებიან მაგრა :D "ქალბატონებო და ბატონები ჩვენ ვიმყოფებით ცირკში" :D

Link to comment
Share on other sites

ხო რაგბში და კალათბურთშიც ნორმალური კომენტატორები გვყავს აი ფეხბურთს ვერც მაგ მხრივ ეშველა :D 

Link to comment
Share on other sites

ხო რაგბის კომენტატორებს მართლა კარგათ მიყავთ ტრანსლიაციები, ვუყურე მეც დღეს დილიდან ორივე გუშინდელ მეოთხედფინალს კავკასუსის IPTV მაუწყებლის HD არხზე, 720P 32 ინჩიან 4000 სერიის სამსუნგზე მშვენიერი ჩვენება აქვს, სამხრეთ აფრიკის და ვუელსის თამაში მაგარი დაძაბული გამოვიდა, ცოტა დააკლდა უელს მაგ თამაშის მოსაგებათ, მაგრამ ბოლოს მაინც იყოჩაღეს სამხრეთ აფრიკელებმა ატაკაში და მაგარი პასი გაითამაშეს ლელოზე და მოიგეს კიდეც 23-19 თუმცა 19-18 აგებდენ 75 წუთამდე და ლელოს დადებაც მაგარი გაუჭირდათ, მეორე მეოთხედფინალში კი ყველაზე ფრანგების განადგურებით დასრულდა, ბოლო გადავახვიე კიდეც 21+ ქულიანი სხვაობა რომ დაფიქსირდა მეორე ტაიმის დასაწყისში, პირველ ტაიმში ასე 25 წუთამდე კი იგრძნობოდა რაღაც დაძაბულობა, მერე კი დედა უტირა ფრანგებს ახალ ზელანდიელების უშეცდომო თამაშმა ატაკაში, ჯერ რა სისწრაფით მირბოდნენ და რა პასებს იძლეოდნენ და ფრანგებიც გატყდენ მორალურათ მეორე ტაიმში და 63-13 დამარცხდენ ანუ კიდე უფრო დიდი ანგარიშით ვიდრე ჩვენ გრუპაში, ისე კი ცუდ ფორმაში იყვნენ საკმაოთ ამ ჩემპიონატზე როგორც ინგლისელები, შემდეგ ვიკენდზე სამხრეთ აფრიკის და ახალი ზელანდიის ნახევარფინალი გაიმართება, დღევანდელ მეოთხედფინალებს კი ხვალე ვნახავ გადახვევით მაუწყებელზე

Link to comment
Share on other sites

დღესაც კარგი იყო, არგენტინას ვერ ვუყურე და ავსტრალია-შოტლანდია მაგარი მატჩი გამოდგა 

Link to comment
Share on other sites

ვნახე გუშინ დილით მეც ორივე კვირას გამართული მეოთხედფინალი, არგენტინა-ირლანდიის შეხვედრა საკმაოთ საინტერესო რეზულტატით დამთავრდა, საღო ისე არგენტინას, ძალიან მაგრათ ითამაშეს პირველი ტაიმის დასაწყისში და მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, ირლანდიას რამდენიმე წამყვანი იგროკი ყავდა დამტვრეული და მაგანაც იმოქმედა რა თქმა უნდა რეზულტატზე, არგენტინამ კი შემტევი ტაქტიკა აირჩია და თავიდან 17-3 ანადგურებდა ირლანდიას, თუმცა მერე გამოცოცხლდენ ირლანდიელები და 23-20-მდე შეამცირეს ანგარიში და მერე ორი ჯარიმა გამაზეს კიდე, მაგის შემდეგ კი ისევ არგენტინამ შეუბერა და ლელო-ლელოზე დადეს ბოლოს და 43-20 განადგურდა ირლანდია, ეგ კი რეგბიში უკვე ფაქტიურათ იგივეა რაც 3-0 წაგება ფეღბურთში, შოტლანდია-ავსტრალიას თამაში მაგარი უპორნი და საინტერესო გამოვიდა, შოტლანდიამ მაქსიმუმი გამოწურა რაც შეეძლო თუმცა სულ ცოტათი დააკლდათ ნახევარფინალში მეორეჯერ რომ გასულიყვნენ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებში, კიდე 1991 ყოფილან ნახევარფინალში და მინიმალური ანგარიშით წაუგიათ ინგლისთან მაშინ, ფაქტიურათ მთელი თამაშის მანძილზე იგებდა შოტლანდია და მაგარი გაუჭირდათ ავსტრალიელებს თავისი კოზირების ჩვენება ატაკაში, შოტლანდიელებმა თან რამდენიმე ლელოს დადება მოახერხეს ავსტრალიელების სულელური შეცდომების შემდეგ დაცვაში, მაგრამ ბოლოს შოტლანდიელებმაც დურაკურლი შეცდომა დაუშვეს 35-33 რომ იგებდენ და ბოლო წუთზე ჯარიმა გაიტანეს ავსტრალიელებმა და ძლივს გაძვრენ ნახევარფინალში, ეგ ყველაზე უპორნი თამაში გამოვიდა მეოთხედფინალებიდან და შეიძლება მთელ ტურნირზეც კი, ვნახოთ აბა შემდეგ ვიკენდზე ნახევარფინალებში რა მოხდება, მაინც ახალ ზელანდიელებს და ავსტრალიელებს მივცემდი უპირატესობას, თუმცა სხვოაბა კლასში საკმაოთ მცირეა მაინც დარჩენილ 4 გუნდს შორის, ისე ჩვენი ჰდ მაუწყებლის კანალი საკმაოთ კარგ ხარისხში აჩვენებს, ევროსპორტ HD შევადარე და რამე უპირატესობა ვერ შევნიშნე ჩემ 32 ინჩიან 720P სამსუნგზე ჩვენების ხარისხში, ეგ კავკასუსის IPTV-ზე

Link to comment
Share on other sites

ვნახე დღეს ღამით მაუწყებლის HD კანალზე გადახვევით ახალი ზელანდიის და სამხრეთ აფრიკის ნახევარფინალი, სხვერხდაძაბული თამაში მიდიოდა, პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკელები იგებდენ მინიმალური ანგარიშით ბოლოს კი ახალ ზელანდია გავიდა წინ ლელოებით და გაჭირვებით მოიგო ეგ შეხვედრა 20-18, უბრალოთ სამხრეთ აფრიკას დრო აღარ დარჩა შეტევისთვის თორე ჯარიმა რომ აეკიდა ეგეც ყოფნიდა 3 ქულიანით, სხვათაშორის სამხრეთ აფრიკამ 18 ქულა სულ ჯარიმებით მოაგროვა, ახალ ზელანდიამ კი ორი ლელო დადო, დღესაც მაგარი ბოი იქნება არგენტინას და ავსტრალიას შორის

Link to comment
Share on other sites

მეც ვუყურე მაგ თამაშს და ასე თუ ისე ზელანდია უფრო მაღლა დგას, დღეს უფრო საინტერესო თამაში იქნება ასე მგონია 

Link to comment
Share on other sites

გუშინ დილით ვნახე მეორე ნახევარფინალიც, ისევ 32 ინჩიანზე ვუყურე გადახვევით კავკასუსის IPTV-ზე, მშვენიერი ჩვენება აქვს სხვათაშორის, ავსტრალიელებმა საკმაოთ კომფორტულათ დაამარცხეს არგენტინის ნაკრები, თუმცა არგენტინელებმა ბევრი იბრძოლეს მაგ შეხვედრაში მაგრამ კლასში იგრზნობოდა მაინც სხვაობა და ბევრი ლელოებიც გაუშვეს, თვითონ კი ვერცერთი ლელოს დადება ვერ მოახერხეს, ბოლოს კი 29-15 სხვაობით დამარცხდენ, თუმცა დიდხნას მარტო 10-7 ქულიანი სხვაობა იყო, მანდ უკვე იგრძნობოდა რომ თავიდანვე მოშნათ შუებერეს ავსტრალიელებმა და ის შეცდომები აღარ გაიმეორეს რაც შოტლანდიის შეხვედრაში დაუშვეს, პარასკევს 23.00-ზე მესამე ადგილზე სამხრეთ აფრიკა და არგენტინა იასპარეზებს, შაბათს 19.00-ზე კი ფინალი გაიმართება ორი გიგანტის ავსტრალიას და ახალ ზელანდიას შორის, მე მაინც პატარა უპირატესობას ზელანდიელებს მივცემდი, თუმცა ავსტრალიასაც კარგი შანსი აქვს ჩემპიონობაზე

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.