Jump to content

Apple iphone 6s და iphone 6s Plus With iOS 9


Barca

Recommended Posts

9 სექტემბერს გიგანტმა კომპანია Apple-მ თავის ერთგულ მომხმარებლებს და საზოგადოებას ფლაგმანური სმარტფონ iphone-ების მორიგი ახალი მოდელები 6s და 6s Plus წარუდგინა. ალბათ ყველას გახსოვთ 12 თვის წინ წარდგენილი iphone 6 და iphone 6 Plus ახალ iOS 8 ოპერაციულ სისტემასთან ერთად, ეს ორი ფლაგმანი კი სწორედ მათ განახლებას წარმოადგენს ასევე ახალი iOS 9 ოპერაციული სისტემით.

 

23582-59c30adb_945_556.jpg

 

როგორც ქვედა სურათზე ვხედავთ ტექნიკურ სიახლეებთან ერთად კომპანიამ თავის ფლაგმანურ სერიას უკვე მეოთხე ფერიც დაამატა, რომელსაც ისინი Rose Gold ს უწოდებენ, აქედან გამომდინარე მომხმარებელს შეეძლება აარჩიოს შემდეგი ფერის iPhone ები: Space Grey, Silver, Gold და უკვე ნახსენები Rose Gold.

hero-6s-large.jpg

უკვე არავის უკვირს, რომ კომპანია ყოველ წელს მხოლოდ მცირე გაუმჯობესებებს მიმართავს ხოლმე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წელს დიზაინის და ეკრანის ზომის გარდა ფაქტობრივად ყველა კომპონენტით გაუმჯობესდა ახალი iPhone 6s და 6s Plus.

ახალი სმარტფონები ახლა უკვე დამზადებულია 7000 სერიის მეტალისგან, რაც მას მეტ გამძლეობას სძენს. 

ორივე ფლაგმანში ჩადებულია ახალი Fingerprint სენსორი Touch ID 2.

Apple-iPhone-6s.jpg

როგორც უკვე აღვნიშნეთ იგივე დარჩა ორივე მოდელის ეკრანის ზომები და გაფართოება: 4.7 ინჩი (750x1334 პიქსელი 326 ppi-ით) და 5.5 ინჩი (1080x1920 პიქსელი 401 ppi-ით.), რაღა თქმა უნდა ისინი კვლავ Retina IPS LCD ეკრანით არიან აღჭურვილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გაიმჯობესებაა Apple ს ახალი 3D Touch, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა ახალ iPhone-ებში.

 

 

როგორც იცით გასულ წელს ორივე მოდელში გამოყენებული იყო Apple A8 ჩიპსეტი, რომელიც 2 ბირთვიანი იყო 1.4 GHz სიხშირით და 4 ბირთვიანი გრაფიკული ადაპტერით, წელს კი iPhone 6s სა და 6s Plus ში მოთავსებულია ახალი A9 ჩიპსეტი, რომელიც 16ნმ. ტექნოლოგიით დამზადებული და მოიცავს 2 ბირთვიანი პროცესორს, რომლიც მუშაობს 1.8 GHz  სიხშირით, რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს, წინა A8 ჩიპსეტში ის 4 ბირთვიანი გახლდათ, ახლა კი ახალ ჩიპში მოთავსებულია 6 ბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი 8MB L3 ქეშ მეხსიერებით. A9 ჩიპსეტში ასევე მოთავსებულია M9 კო-პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ხმოვანი ასისტენტი Siri იქნება მუდმივად ჩართული და ასევე სხვა სერვისების მუშაობას.

m9-h11.jpg

 

 

ორივე მოდელს ექნება 2GB LPDDR4 ოპერრატიული მეხსიერება. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, მომხმარაბელს კვლავ ექნება შეიძინოს 16,32 ან 128GB მეხსიერების მქონე iPhone 6s ან 6s Plus.

Apple-iPhone-6s.jpg

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სმარტფნების კამერებს შეეხო, 8MP იანი სენსორი ახლა უკვე შეიცვალა Sony ის ახალი 12MP იანი Exmor RS IMX315 სენსორით, რომელსაც აქვს 4608x2592 სურათის გაფართოება და 4K 2160P ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალება 30 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე ოპტიკური სტაბილიზაცია როგორც ფოტო ასევე ვიდეო გადაღებისას, პანორამული რეჟიმი მაქსიმუმ 43MP გაფართოების მქონე სურათით, HDR, ორმაგი ფლეშ განათება.

 

camera-large.jpg

 

ასევე გაუმჯობესდა წინა კამერაც და ის ახლა უკვე იქნება 5MP იანი 1080P ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით და საინტერესო სიახლით, მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ეკრანის განათება როგორც Flash, რა დროსაც ეკრანის სიკაშკაშე 2 ჯერ იმატებს სელფის გადაღებისას და ფოტო უფრო ნათელი გამოდის.

Apple-iPhone-6s.jpg

 

ასევე ძალიან სასიამოვნო სიახლეა Live Photos

 

 

რაც შეეხება, ბატარეის მაჩვენებელს, ახალი iPhone 6s ის ბატარეის ტევადობა შემცირდა წინა მოდელთან შედარებით და 1810 mah დან გახდა 1715 mah, რაც გამოწვეული უფრო ენერგოეფექტური ჩიპსეტით და სისტემით, რაც შეეხება დიდ მოდელს 6s Plus ს, მისი ტევადობა წინა წლის მოდელის მსგავსად 2915 mah იქნება.

Apple-iPhone-6s.jpg

 

გაუმჯობესდა LTE ქსელის მხარდაჭერაც და ახალ iPhone ებს ახლა უკვე 23 LTE Band ის მხარდაჭერა აქვს.

 

Apple-iPhone-6s.jpg

 

 

რაც შეეხება სმარტფონების წონას და სისქეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ iPhone 6s სა და 6s Plus ში 7000 სერიის ალუმინია გამოყენებული სწორედ ამიტომ 6s წინა მოდელთან შედარებით უფრო მძმეა და მისი წონა 129 დან 143 გრამამდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა სისქეც 6.9 დან 7.1მმ.-მდე, რაც შეეხება უფროს 5.5 ინჩიან მოდელს 6s Plus ის წონა 172 დან 192 გრამამდე გაიზარდა, სისქე კი 7.1 დან 7.3მმ-მდე.

Apple-iPhone-6s.jpg

 

კომპანია Apple-ს ახალ iPhone 6s სა და 6s Plus ს ში საკმაოდ ბევრ სიახლეს ვხვდებით, სმარტოფონებს დაემატა ახალი ფერი,გაუმჯობესდა კორპუსის მასალა, მათში მოთავსადა უფრო სწრაფი ჩიპსეტი, გაუმჯობესდა წინა და უკანა კამერა, ეკრანის სენსორს ახლა უკვე გააჩნია 3D Touch და ახალი ოპერაციული სისტემა iOS 9 მცირედი გაუმჯობესებებით.

 

 

Link to comment
Share on other sites

  • Barca pinned this topic

 

ასევე ძალიან სასიამოვნო სიახლეა Live Photos

 

 

 

 

 იმედია ჩვენი მოგონილიაო არ იტყვიან, :) 2 თვის წინ ვიღებდი ეგეთ სურათებს ჩემი 640-ით

Link to comment
Share on other sites

არა თუმცა სიახლეა აიფონებში

პ.ს მე 1 წლის წინ ლუმია 520 ით :D 

მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ეკრანის განათება როგორც Flash

ესეც კაი ხნის წინ მქონდა, მგონი LG L90-ზე :)

Link to comment
Share on other sites

მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ეკრანის განათება როგორც Flash

ესეც კაი ხნის წინ მქონდა, მგონი LG L90-ზე :)

ვითომ ეკრანი ნათურაზე კარგად გაანათებს? :D

Link to comment
Share on other sites

ლუმიები Photo Burst-თით არ იღებენ live photo-ს? ლუმიებში შენით უნდა გადაიყვანო მომდევნო frame-ზე თორე ისე არ გადადის. თუ ამას გულისხმობთ და სხვანაირად არ ვიცი...

ჩემი აზრით ძალიან კარგი სმარტფონია, მაგრამ ყოველთვის ვიტყვი, რომ ამხელა ფასი არ უნდა ედოს ამ პროდუქციას

Link to comment
Share on other sites

ნუ აქ უფრო მარტივად არის გაკეთებული და ლამაზია ყველანაერად iOS 9, თორემ არავისთვისაა უცხო რომ ეფლის ინოვაციები აგვიანებს ხოლმე ერთი 2 წელი :D 

ყველაზე მაგარი - Rose Gold iPhone is Actually Pink :D

Link to comment
Share on other sites

ვითომ ეკრანი ნათურაზე კარგად გაანათებს? :D

სხვათაშორის კარგად ანათებდა, აბსოლუტურ სიბნელეში შეგეძლო სელფის გადაღება, ნუ მაგ LG-ს შემთხვევაშის თვითონ კამერა იყო უხარისხო და კარგი სურათი არ გამოდიოდა მათ შორის არც დღისით, მარა იდეა აშკარად კარგია, ნორმალურ კამერებზე კარგად იმუშავებს

Link to comment
Share on other sites

პირიქით, ძველ მოდელებზე იტესტებოდა და როგორც თქვეს იდეალურად იქნება გათვლილი სუსტ მოდელებზე 

Link to comment
Share on other sites

Apple_ს ერთი ცალი Iphone 6s_ის წარმოება მხოლოდ 234 დოლარი უჯდება :

http://wccftech.com/iphone-6s-costs-apple-234-manufacture/

 

 

Link to comment
Share on other sites

ხო თუმცა მაგას ემატება ტრანსპორტირების ფასი, დღგ, შეფუთვა, პატენტები და ა.შ მაგრამ მაინც ზედმეტად ძვირი ღირს :D 

Link to comment
Share on other sites

კი დაზუსტებული ინფორმაცია, კამერა Sony IMX315 Exmor RS RGBW 1/2.6 ინჩის ზომის სენსორი, ფაზოვანი ავტოფოკუსით.

ის ზემოთ IMX315 ვიცი ჩემი სტატიიდან აიღე :D ეგ ინფო ჩემი ექსკლუზივია, ჯერ არსად დაწერილა :D

სონიში მყავს გლავნები :D

 

 

Link to comment
Share on other sites

315 ზე სონის ტრენინგიდან გავიგე ბატონი მაქსიმისგან ჩვენ რეგიონშია წარმომადგენელი სონის + კიდევ ბევრი საინტერესო რამ მაგ სენსორზე 

სონიში ვის იცნობ ? მეც ვიცნობ ყველას თითქმის IMTC ში ვისაც შემოაქვს სონის პროდუქცია :D 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

აუ მართლა ? :D ფუ ამათი მარკეტინგის გამო მაინც ქონოდა 4 ბირთვიანი კი არაფერში ჭირდება :D 

apple ნახე პროსტა რეებს შვება

http://www.anandtech.com/show/9665/apples-a9-soc-is-dual-sourced-from-samsung-tsmc

ანუ რეალურად ორი A9 chip-ია ერთი სამსუნგის 14 nm 96 mm2 ფართობის და მეორე TSMC-სი 16 nm-ს და 104,5 mm2 ფართობის. სავარაუდოდ სამსუნგისა ჯობს ოდნავ ენერგომოხმარებაში და სიგრილეში

ხო ასევე errorr 53-ს შესახებ. საშინელებაა მაგრამ სიმართლეა.

 

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

გაუმარჯოს!ნახმარი აიფონ 6 რომ ვიყიდო რა პრობლემა შეიძლება შემექმნას?ვგულისხობ როგორც პროგრამულად(ვერ ვერკვევი აიოსში)ასევე გამყიდველის არაკეთისლინდისიერების გამო.სად მირჩევთ ყიდვას?ან რამდენად შეიძლება მომივიდეს თითმის უხმარი 6 ან 6ს.

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, misho-29 said:

გაუმარჯოს!ნახმარი აიფონ 6 რომ ვიყიდო რა პრობლემა შეიძლება შემექმნას?ვგულისხობ როგორც პროგრამულად(ვერ ვერკვევი აიოსში)ასევე გამყიდველის არაკეთისლინდისიერების გამო.სად მირჩევთ ყიდვას?ან რამდენად შეიძლება მომივიდეს თითმის უხმარი 6 ან 6ს.

პროგრამულად უბრალოდ უნდა შეამოწმო ყიდვისას რომ ვინმეს Apple ID არ იყოს შეყვანილი, Refurbrished აიფონ 6 ები ალტას აქვს 1 წლიანი გარანტიით მაგრამ მაინც ძვირი გამოდის, ჩემი გადმოსახედიდან 6S ზე ნაკლები აიფონის ყიდვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან ბევრად ჩამოუვარდება 6 და ბევრი ისეთი რამ არ აქვს რითაც უნდა იამაყოს ამ კომპანიამ 

Link to comment
Share on other sites

58 minutes ago, misho-29 said:

და ეფელ სითის როგორი პროდუქცია აქვს?ღირს მანდ ყიდვა?

ალტა, ჯეოსელი, ჰამაკი, ჯი-სთორი და ელიტ ელექტრონიქსი არიან ოფიციალური შემომტანები, როგორც ვიცი, სხვა მაღაზიებში რა უდევთ არ ვიცი. კაკ მინიმუმ iPhone+-ს არ გაეკარო :D

Link to comment
Share on other sites

14 hours ago, misho-29 said:

და ეფელ სითის როგორი პროდუქცია აქვს?ღირს მანდ ყიდვა?

ჯეოსელში და ალტა-ოქეიშია მხოლოდ აიფონი ოფიციალურად > https://locate.apple.com/ge/en/sales/?pt=3&lat=41.69336&lon=44.801602&address=Tbilisi

თუმცა ფასში დიდი სხვაობაა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.