Jump to content

Sony Xperia Z5 Compact, Z5 და Z5 Premium With 4K Display


Recommended Posts

ქალაქ ბერლინში მიმდინარე ღონისძიება IFA 2015 ის ფარგლებში კომპანია Sony-მ 3 სხვადასხვა ფლაგმანური Xperia სერიის სმარტფონი წარმოადგინა: Xperia Z5 Compact, Z5 და მსოფლიოში პირველი 4K ეკრანის მქონე Z5 Premium.

Sony-Xperia-Z5-Premium.jpg

როგორც წინა თაობები ასევე Z5 სერიის სამივე მოდელი ხასიათდება მთელი რიგი უპირატესობებით, რომელთა შორის აღსანიშავია უპირველესად მათი წყალ და მტვერგამძლე კორპუსები, რაც IP68 სტანდარტითაა უზურნველყოფილი. ახალ თაობაში გაუმჯობესდა ორივე კამერა, მთავარი კამერის სენსორი განახლდა და ახლა უკვე ის გახლავთ კომპანიის საფირმო Exmor RS 23MP (IMX300) იანი 1/2.3" შეფარდების მქონე სენსორი, 24mm f/2.0 ფართეკუთხოვანი ლინზის ექვივალენტი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო 4:3 შეფარდებით მაქსიმალური 23MP გაფართოებით 5520x4140 ან 16:9 შეფარდებით 20MP 5984x3366 გაფართოებით, ვიდეოს გააღება კი შესაძლებელია 4K 30@fps ან Full HD 60@fps ით, ასევე სამივე მოდელს ექნება 5.1 MP 1080P ფრონტალური კამერა.

 

Sony-Xperia-Z5.jpg

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ამ 3 სმარტფონის ტექნიკურ მხარეში კიდევ არის მნიშვნელოვანი მსგავსებები, კერძოდ: სამივე მათგანში მოთავსებულია მძლავრი Qualcomm MSM8997 Snapdragon 810 ჩიპსეტი, რომელიც მოიცავს 8 ბირთვიან  ( 4x 1.5GHz Cortex A53 და 4x 2.0Ghz Cortex-A57) პროცესორს ასევე გრაფიკულ ადაპტერს Adreno 430 ს. სამივე მათგანს აქვს 32GB შიდა მეხსიერება და Micro SD სლოტი 200GB მდე მოცულობის მხარდაჭერით, თუმცა განსხვავებულია ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რომელიც Z5 Compact ისთვის შეადგენს 2GB-ს, ხოლო Z5 და Z5 Premium ისთვის 3GB-ს.

 

Sony-Xperia-Z5.jpg

 

კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტი ამ სმარტფონებისთვის მათი ეკრანებია, რომელთა გაფართოება და ზომა სამივე მოდელისთვის სხვადასხვაა, თუმცა სამივე აღჭურვილია კომპანიის საფირმო Triluminos და X-Reality Engine ტექნოლოგიებით. Xperia Z5 Compact-ს მსგავსად წინა თაობისა აქვს 4.6 ინჩიანი 720P ეკრანი, Xperia Z5 ს ასევე წინა თაობის მსგავსად 5.2 ინჩიანი 1080P ეკრანი, ხოლო რევოლუციურ 5.5 ინჩიანი Xperia Z5 Premium არის პირველი სმარტფონი მსოფლიოში, რომელსაც აქვს 4K (806 ppi) გაფართოება. გარდა ამისა სამივე მოდელს გააჩნია Fingerprint სენსორი.

 

Sony-Xperia-Z5-Premium.jpg

 

ზომების შესაბამისად ამ სმარტფონების ბატარეის ტიპი და მოცულობა შეადგენს: Li-ion 2700, 2900 და 3430 mah-ს, კომპანიის გაცხდებით კი მათი გამძლეობის დრო აქტიური მოხმარების რეჟიმშიც კი 2 დღემზე იქნება.

Sony-Xperia-Z5.jpg

რაც შეეხება სმარტფონის წონას და სისქეს: Z5 Compact ისთვის ეს მაჩვენებლებია 138 გრამი და 8.9მმ, Z5 ისთვის 154 გრამი და 7.3მმ, ხოლო Z5 Premium ისთვის 180 გრამი და 7.8მმ.

სამივე მათგანი იმუშავებს Android 5.1 Lolipop ოპერაციული სისტემის ქვეშ.

 

 

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

მევასება რა ეს კომპანია ყოველთვის რაღაც ინოვაციას ნერგავს პირველი წყალგაუმტარი სმარტფონი ეხლა პირველი 4k ეკრანი

 

ფასი არ არის ჯერჯერობით ცნობილი ??? 

Link to comment
Share on other sites

მეც მაგრად დამევასა ეს მოდელები

არა ჯერ ზუსტი ფასები არაა მგონი, დავწერე მერე როცა იქნება ზუსტი ინფო, ყოველ შემთხვევაში დოლარის კურსის გამო აქ ძალიან ძვირი იქნება :(

Link to comment
Share on other sites

ეხლა მაქვს სონის ზ2 

პირველი სონი მქონდა ზ ჩვეულებრივი და იმის მერე მაგრა დამევასა

იდეაში ყველაზე მეტად რაც მომწონს დიზაინი და გამძლეობაა 

თორემ ფუნქციონალურად რამე განსაკუთრებული არ არის და არც კამერა აქვს "ვაი დამაკავე არ გამიშვა ეს რა მაგარია"

ჩვეულებრივი მაღალი დონის სმარტფონია რომელიც ჩემს გემოვნებაში კარგად ჩაჯდა 

ადრე აიფონიც მქონდა და სამსუნგიც მქონდა მაგრამ ამის დიზანი ყველაზე მეტად მომწონს

შუშის "შიმპანზე" გარსი ლამაზიც არის და მაგარი გამძლეც 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კამერა ეხლა შეიძლება აღარავის უკვირს მაგრამ თავის დროზე ძალიან მაგარი იყო 20მპ რომ ჩადეს, მაგრამ ეხლაც უმაგრესი იქნება ამის 23მპ, ძალიან კარგი სენსორი აქვს, მოკლედ ყველაფერი აქვს ამ სარტს რაც უნდა ქონდეს 

Link to comment
Share on other sites

ახალი ტელევიზორიც გამოუშვიათ თხელი ეკრანით

თხელი ეკრანი გინახავთ?..

ხოდა ეგ არ არის თხელი ეკრანი 

თხელი ეკრანი არის ეს 

http://www.sony.com/electronics/televisions/xbr-x910c-x900c-series 

:D

Link to comment
Share on other sites

ახალი ტელევიზორიც გამოუშვიათ თხელი ეკრანით

თხელი ეკრანი გინახავთ?..

ხოდა ეგ არ არის თხელი ეკრანი 

თხელი ეკრანი არის ეს 

http://www.sony.com/electronics/televisions/xbr-x910c-x900c-series 

:D

შით ზეთს ასამ :D აქაც დაპოსტე ჩაკვდა ეს თემა > http://www.overclockers.ge/index.php?/topic/29784-სიახლეები-ტელევიზორების-სამყაროდან/&do=getNewComment

Link to comment
Share on other sites

აგარი დეზლი ტელევიზორია :) ჩამოკიდე სურათივით (სურათი თავისი ჩარჩოთ უბრო სქელია :))

 

Link to comment
Share on other sites

იდეაში მე მობილურმა უფრო დამაინტერესა 

ტელევიზორი ამ ეტაპზე მეორე ხარისხოვანია თან იდეაში ტელევიზორს გვერდიდან არ უყურებ და წინიდან არ ჩანს რამდენად თხელია :)

მობილურს რაც შეეხება საინტერესოა ახალი power ღილაკი ჰქონია და battery life როგორი აქვს

ყველაზე კარგი ბატარეიის პონტში Z3 იყო ყველა წინა მოდელს ჯობდა და  Z3+ საც ჯობია 

Z3+ კარგი პრინციპში ის აქვს რომ სატენის დამცავის გარეშე აქვს ქვევიდან 

იდეაში ვითომ არაფერი მაგრამ ბოლოს გბეზრდება დასატენად თავსახურის მძრობა და მერე ესეთი რამე ვიყიდე 

140705-sony-xperia-deff-magnetic-charger

და კაი რაღაცაა დასატენად არ მჭირდება საფარის მოხსნა მაგრამ კომპიუტერთან დასაკავშირებლად მაინც მიწევს მოხსნა

მაგ პონტში კარგი ვარიანტები დაიწყო სონიმ Z3+ და M5 მობილუირებს ქვევიდან უერთდება პირდაპირ სატენი 

sony-xperia-z3-plus-hands-on-review-capl

ამა ახალ ზ5-საც ეგრე ექნება სატენი მაგრამ ბატარეა ალბათ პრემიუმს ექნება კარგი ხანგრძლივობის მარტო 

დიდია და დიდი ელემენტი დაეტევა წესით

 

Edited by სოსო
Link to comment
Share on other sites

ახალ თაობაში გაუმჯობესდა ორივე კამერა, მთავარი კამერის სენსორი განახლდა და ახლა უკვე ის გახლავთ კომპანიის საფირმო

Exmor RS 23MP

 (

IMX300

) იანი

1/2.3"

შეფარდების მქონე სენსორი,

24mm f/2.0

ფართეკუთხოვანი ლინზის ექვივალენტი, ანუ თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო

4:3

შეფარდებით მაქსიმალური 

23MP

გაფართოებით

5520x4140

 ან

16:9

შეფარდებით

20MP 5984x3366

 გაფართოებით, ვიდეოს გააღება კი შესაძლებელია

4K 30@fps

ან

Full HD 60@fps

ით

 

მერამდენედ ანვითარაბენ ამ კამერას... რით ვერ დაასრულეს რით ვერ მიაღწიეს საბოლოო სრულყოფილებას...

ყოველ თაობაში ახალი კამერის სენსორი აქვს, კი კაია მაგრამ იმდენს აქებენ რომ რეალურად შეიძლება ვერც კი იგრძნო სხვაობა მის წინა მოდელებისგან განსხვავებით.

თან ეს 4:3 რა შეფარდებაა საშინელებაა :mad: მეზიზღება...

FHD მონიტორს რომ არ ავსებს სურათი, ძალიან მაღიზიანებს. ვიღას უდგია 4:3 მონიტორი... გააკეთონ ისეთი კამერის სენსორი რომელიც 16:9–ს გადაიღებს, პიქსლების მოცილების გარეშე...

4K 30@fps – ამ დროს 1 წუთიანი ასეთი ვიდეო ალბათ 1 GB–ს ცდება :D

დანარჩენი ყველაფერი კაია და მომწონს. ერთ–ერთი გამორჩეული, დახვეწილი და ლამაზი სმარტფონია

Link to comment
Share on other sites

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხოლოდ იაპონიისთვის გამოვა Z5 Compact Premium - FHD ეკრანით და 4GB რამ-ით, ძალიან უყვართ ამათ თავიანთი ქვეყანა :D 

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

სალამი მეგობრებო

 

ვერ გადამიწყვეტია z5 კომპაქტი ვიყიდო თუ აიფონი 6ს

თქვენ რას მირჩევთ? რა პლიუს-მინუსები აქვთ ერთმანეთთან მიმართებაში?

ღირს თუ არა 6ს-ში 400 ლარით მეტის გადახდა?

Link to comment
Share on other sites

10 hours ago, chinchara said:

სალამი მეგობრებო

 

ვერ გადამიწყვეტია z5 კომპაქტი ვიყიდო თუ აიფონი 6ს

თქვენ რას მირჩევთ? რა პლიუს-მინუსები აქვთ ერთმანეთთან მიმართებაში?

ღირს თუ არა 6ს-ში 400 ლარით მეტის გადახდა?

სალამი

მე z5 ავიღებდი დაუფიქრებლად, ჯერ მარტო მაგიტომ რომ z5 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს და 6s 2 ბირთვიანი, z2 მაქ და ძალიან კმაყოფილი ვარ  

მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...
On 11/12/2015, 12:50:02, Flatliners said:

სალამი

მე z5 ავიღებდი დაუფიქრებლად, ჯერ მარტო მაგიტომ რომ z5 8 ბირთვიანი პროცესორი აქვს და 6s 2 ბირთვიანი, z2 მაქ და ძალიან კმაყოფილი ვარ  

მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი 

 

ერთადერთი რაშეიც ვერ დაგეტანხმები ეს პროცესორია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სინგლ ქორეში გაცილებით მეტს იღებს ეგ 2 ბირთვიანი ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი, ზოგადად დღეს-დღეისობით ეფლის პროციკი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია OS-ის წყალობით. ამის გამო ნაღდად არ ღირს რჩევის მიცემა Z5 გამო. მეც ზ5 ავარჩევდი მაგრამ უფრო 5,1 იანას ან პრემიუმს, Z სერიაში ეგ კომპაკები არ მევასება. დიზაინის და ანდროიდის გამო. ბევრი მუსკია მაქვს ნაყიდი და უფრო "family member" არის ჩემთვის ანროიდი ზოგადად. ეფლი კიდე user friendly არის :)

 

 

და ხო ყველაზე მთავარის თქმა დამავიწყდა , IP68. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 12/2/2015, 5:46:44, dete said:

 

ერთადერთი რაშეიც ვერ დაგეტანხმები ეს პროცესორია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სინგლ ქორეში გაცილებით მეტს იღებს ეგ 2 ბირთვიანი ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი, ზოგადად დღეს-დღეისობით ეფლის პროციკი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია OS-ის წყალობით. ამის გამო ნაღდად არ ღირს რჩევის მიცემა Z5 გამო. მეც ზ5 ავარჩევდი მაგრამ უფრო 5,1 იანას ან პრემიუმს, Z სერიაში ეგ კომპაკები არ მევასება. დიზაინის და ანდროიდის გამო. ბევრი მუსკია მაქვს ნაყიდი და უფრო "family member" არის ჩემთვის ანროიდი ზოგადად. ეფლი კიდე user friendly არის :)

 

 

და ხო ყველაზე მთავარის თქმა დამავიწყდა , IP68. 

არავისთვის არაფერი არ მირჩევია, სად ნახე რომ z5 აღება ვურჩიე? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მაინც sony-ს ავიღებდი მიუხედავად იმისა რომ iphones 2 ბირთვიანი პროცესორი უკეთეს შედეგებს დებს ბენჩებში და მიუხედავად იმისა რომ FullHD ეკრანი არ აქვს განსხვავებით iphone 6s-სგან, თან 400 ლარის დამატებაც აღარ მომიწევდა :) და 400 ლარსაც თუ დავამატებდი z5 პრემიუმს ავიღებდი რათქმაუნდა :) 

 

Link to comment
Share on other sites

39 minutes ago, Flatliners said:

არავისთვის არაფერი არ მირჩევია, სად ნახე რომ z5 აღება ვურჩიე? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვხატე ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მაინც sony-ს ავიღებდი მიუხედავად იმისა რომ iphones 2 ბირთვიანი პროცესორი უკეთეს შედეგებს დებს ბენჩებში და მიუხედავად იმისა რომ FullHD ეკრანი არ აქვს განსხვავებით iphone 6s-სგან, თან 400 ლარის დამატებაც აღარ მომიწევდა :) და 400 ლარსაც თუ დავამატებდი z5 პრემიუმს ავიღებდი რათქმაუნდა :) 

 

მეგობარო ადამიანს რო ეუბნები მე ამას ავიღებდი იმიტომ რო ესა და ეს ეგ არის რჩევა. მეორე გარკვევით გიწერია და შენ ტექსტს ვაკოპირებ " მოკლედ მე შენს ადგილას z5 ავიღებდი  ", მე შენზე არ მითქვამს ეგ რატო ურჩიეთქო მე ვინ მეკითხება  და არც მიფიქრია. მაგარი გამიკვირდა ეგეთი კომენტარი რო დამხვდა :)  ერთადერთი ის აღვნიშნე რო ბირთვების გამო ნაღდად არ ღირს ტელეფონის შერჩევათქო. 

 

 

Link to comment
Share on other sites

სონის თუ ავიღებ აუცილებლად კომპაქტს, დიდი ტელეფონები არ მომწონს, ხოდა კარგად ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგი ზ5 კომპაქტს მირჩევს ზოგი 6ს-ს. 

ზ5 ჯობია, მაგრამ ზ5 კომპაქტი შეკვეცილი ვერსიაა და ძირითადად ამის გამო იყოფა აზრები ორად

Link to comment
Share on other sites

z5 ცომპაკის აღებას ბევრად ჯობია ს6 აიღო მეტად ფუნქციონალურია და დახვეწილი მაგთი შედარებაც არ შეიძლება სისულელეა. მაგრამ პრემიუმი უკვე სხვა საქმეა და რათქმაუნდა ს6 თან შედარებით მე პირადად მირჩევნია იმიტომ რომ სიმძლავრით დიზაინით ეკრანით მე მაგრად მომწონს ახალი პრემიუმი. ასე რომ თუ კომპაქტს და ს6 შორის არჩევან აკეთებ დაფიქრებაც არუნდა ს6 უნდა აიღო თუ არადა პრემიუმი ძაან მაგარია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე პირადად 550$ ფარგლებში ვაპირებ გამოწერას და გალაქსი ს6 edge ვფიქრობ 925F, მერე ფული თუ დამიგროვდა და ავედი 700$ ამდე სონი პრემიუმი ან 6ს მინ 64GB, ეფლი იმიტომ რომ ადვილად გავყიდი რო რამე(გაყიდვაში უკონკურენტოა ), თუმცა პრემიუმს ძაან დიდი ეკრანი აქვს, 5,5 ინჩიანები არ მევასება. 2 თვეში აანონსებენ ს7 და ვფიქრობ ხო არ დაველოდოთქო, ზუსტად როდის გამოვა არ ვიცი ისე :(  მე პირადად კომპაკი არ მევასება, თუმცა ერთადერთი რაც აკლია ეგ ეკრანის გაფართოებაა თორე ნაწილები იგივეა სხვა ყველაფერი როგორც მე მახსოვს და წესით უფრო მეტ შედეგს უნდა დებდეს ვიდრე ზ5 სტანდარტი ან პრემიუმი. 

Link to comment
Share on other sites

არააა 5.5 დიდი ეკრანი ძაან მშვენივრად მერგება ჩემი G3 ხელში არაა დიდი ზომა პირიქით კარგიცააა მე დიდი ხელები მაქ თან და ცალი ხელით მშვენივრად ვხმარობ მაგ ზომას. ნუ ახლა ძაან პატარა ხელები თუ გაქ რავი არვარგა მაშინ მოუხერხებელია თან ეკრანი ცოტას არ ნიშნავს მაგხელა გაფართოებააა ძაან მაგარია პრემიუმიი თან ბევრად თხელია კომპაკზე და ბევრად ძლიერი ბატარეა აქ. რავი ჩემი აზრით სონი მაგარია ძაან ყველაფერს აერთიანებს თავის თავში რაც სრულყოფლებისთვის ჭირდება სამსუნგი პლასმასაა და თან ჭყალგამძლე არაა ეს კიდე ყველაფერია თან კამერაც ძაან მაგარი აქ თავიდან არ მევასებოდა სონის დიზაინი ახლა კიდე ძაან მევასება რაღაც კაცურია და კარგია ისეთი ნაზი და ის არაა რაა როგორც სამსუნგი ან ლგ რავი მაგარია დანარჩენი შენზეა და ვაოფებთ და მორჩეს მაინც აქ ამაზე ლაპარაკი თუ ზუსტად გაინტერესებს გახსენი რჩვა კონსულტაციაში.

Link to comment
Share on other sites

On 12/5/2015, 1:08:19, chinchara said:

სონის თუ ავიღებ აუცილებლად კომპაქტს, დიდი ტელეფონები არ მომწონს, ხოდა კარგად ვერ ჩამოვყალიბდი. ზოგი ზ5 კომპაქტს მირჩევს ზოგი 6ს-ს. 

ზ5 ჯობია, მაგრამ ზ5 კომპაქტი შეკვეცილი ვერსიაა და ძირითადად ამის გამო იყოფა აზრები ორად

ჰარდი ერთიდაიგივე აქვთ, არ არის შეკვეცილი ვერსია. ეკრანი აქვს კომპაქტს HD.  Full HD მაგივრად და ცოტა აკუმულტორი ნაკლები ტევადობის, ზომიდან გამომდინარე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.