Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით

2015 წლის 14 ივლისს EA-მა 5 წლის ფუნქციონირების შემდეგ დახურა ბევრისათვის საყვარელი სარბოლო თამაში NFS WORLD ONLINE. არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა მოთამაშემ ამ თამაშში ჩადო რეალური ფული, იყიდა სხვადასხვა მანქანები თუ ნაწილები მათთვის. დახურვის შედეგად ეს ყველაფერი მათ დაკარგეს, ასევე დაკარგეს მიღწევები, რისთვისაც არაერთი საათი გაატარეს კომპიუტერთან. ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი მეც ვიყავი... 

მაინტერესებს ჩვენ ქართველებს გვაქვს თუ არა რესურსი რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თამაშის აღორძინებაში და ხელახლა გაშვებაში. მე პირადად პროფესიით ფინანსისტი ვარ და ვაგვარებ საკითხებს ამ პროექტის ჩვენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (გადახდის სისტემის შემუშავება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და ა.შ.). მე ვეძებ ქართველ პროგრამისტებს, დიზაინერებს და ზოგადად IT-სპეციალისტებს, რომ წინასწარ მოვახდინო მოსალოდნელი ხარჯების დათვლა, რაც უნდა წარვუდგინო ჩემს პარტნიორებს, ხოლო ამის შემდეგ გადაწყდება საერთოდ ღირს თუ არა პროექტის განხორციელება. ანუ საჭირო იქნება თამაშის როგორც ვიზუალურად ასევე პროგრამულად გადაკეთება, რომ ვინმემ არ შემოგვედავოს პატენტ(ებ)თან დაკავშირებით. სათქმელად ადვილია, თუმცა რეალურად არც ისე ადვილი იქნება...  

პროგრამისტთა ერთმა ჯგუფმა, თამაშის დახურვის შემდეგ მოახერხა მისი საინსტალაციო პაკეტის შენახვა და დაწერა სპეციალური სოფტი, რომელიც ქმნის ლოკალურ სერვერს და დღესდღეობით შესაძლებელია თამაშის ლოკალურად ჩართვა, ანუ მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს "სინგლ მოდში" ანუ ეთამაშოს კომპიუტერს. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა რათა ეს თამაში ისევ გაუშვან "ონლაინში", ამისათვის ახდენენ თამაშის გადაკეთებას და ამზადებენ ახალ სერვერებს მისთვის. 

ამასთან არის მეორე ჯგუფი, რომელიც პირველისგან დამოუკიდებლად ცდილობს იგივეს გაკეთებას. მე მაქვს კონტაქტი მათთან და ახლა ვახდენთ პროექტის დაგეგმვას, ვეძებთ პროგრამისტებს და ვახდენთ ბაზრის წინასწარ შესწავლას. თამაში აუცილებლად ფასიანი იქნება, ანუ იქნება ფიქსირებული (მცირე) თანხა გადასახდელი თამაშში შესასვლელად რაღაც პერიოდით, მაგალითად ეხლა ვამუშავებთ ვარიანტს რომლის მიხედვითაც თამაშის 7 დღიანი უფლება ეღირება დაახლოებით 2 ლარი. მოგეხსენებათ სერვერების სერვისი ხარჯიანია, ასევე გასაცემია ხელფასები სტაფისათვის და ა.შ. ასევე ვაპირებთ გადავამუშაოთ თამაშის სცენარი და გავხადოთ ის გაცილებით საინტერესო... 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

საკმაოდ გასაგებ ენაზე კარგად ახსენი და ვფიქრობ წარმატებას მიაღწევ. ნამდვილად კარგი წამოწყებაა და იმედია ნახავ ხალხს ვინც დაგეხმარება. ის ხალხი არსად დაიკარგება ვინც თამაშს თამაშობდა, თქვენ კი მოგებას ნახავთ, წარმატებები :thumbsup:
Edited by OpTiMeR
Link to comment
Share on other sites

მოგესალმებით

2015 წლის 14 ივლისს EA-მა 5 წლის ფუნქციონირების შემდეგ დახურა ბევრისათვის საყვარელი სარბოლო თამაში NFS WORLD ONLINE. არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა მოთამაშემ ამ თამაშში ჩადო რეალური ფული, იყიდა სხვადასხვა მანქანები თუ ნაწილები მათთვის. დახურვის შედეგად ეს ყველაფერი მათ დაკარგეს, ასევე დაკარგეს მიღწევები, რისთვისაც არაერთი საათი გაატარეს კომპიუტერთან. ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი მეც ვიყავი... 

მაინტერესებს ჩვენ ქართველებს გვაქვს თუ არა რესურსი რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ თამაშის აღორძინებაში და ხელახლა გაშვებაში. მე პირადად პროფესიით ფინანსისტი ვარ და ვაგვარებ საკითხებს ამ პროექტის ჩვენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად (გადახდის სისტემის შემუშავება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და ა.შ.). მე ვეძებ ქართველ პროგრამისტებს, დიზაინერებს და ზოგადად IT-სპეციალისტებს, რომ წინასწარ მოვახდინო მოსალოდნელი ხარჯების დათვლა, რაც უნდა წარვუდგინო ჩემს პარტნიორებს, ხოლო ამის შემდეგ გადაწყდება საერთოდ ღირს თუ არა პროექტის განხორციელება. ანუ საჭირო იქნება თამაშის როგორც ვიზუალურად ასევე პროგრამულად გადაკეთება, რომ ვინმემ არ შემოგვედავოს პატენტ(ებ)თან დაკავშირებით. სათქმელად ადვილია, თუმცა რეალურად არც ისე ადვილი იქნება...  

პროგრამისტთა ერთმა ჯგუფმა, თამაშის დახურვის შემდეგ მოახერხა მისი საინსტალაციო პაკეტის შენახვა და დაწერა სპეციალური სოფტი, რომელიც ქმნის ლოკალურ სერვერს და დღესდღეობით შესაძლებელია თამაშის ლოკალურად ჩართვა, ანუ მოთამაშეს საშუალება აქვს ითამაშოს "სინგლ მოდში" ანუ ეთამაშოს კომპიუტერს. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა რათა ეს თამაში ისევ გაუშვან "ონლაინში", ამისათვის ახდენენ თამაშის გადაკეთებას და ამზადებენ ახალ სერვერებს მისთვის. 

ამასთან არის მეორე ჯგუფი, რომელიც პირველისგან დამოუკიდებლად ცდილობს იგივეს გაკეთებას. მე მაქვს კონტაქტი მათთან და ახლა ვახდენთ პროექტის დაგეგმვას, ვეძებთ პროგრამისტებს და ვახდენთ ბაზრის წინასწარ შესწავლას. თამაში აუცილებლად ფასიანი იქნება, ანუ იქნება ფიქსირებული (მცირე) თანხა გადასახდელი თამაშში შესასვლელად რაღაც პერიოდით, მაგალითად ეხლა ვამუშავებთ ვარიანტს რომლის მიხედვითაც თამაშის 7 დღიანი უფლება ეღირება დაახლოებით 2 ლარი. მოგეხსენებათ სერვერების სერვისი ხარჯიანია, ასევე გასაცემია ხელფასები სტაფისათვის და ა.შ. ასევე ვაპირებთ გადავამუშაოთ თამაშის სცენარი და გავხადოთ ის გაცილებით საინტერესო... 

ცოტა ხანი მოითმინე და რუსები გააკეთებენ ისევ მაგ თამაშის სერვერს. ადრე მეც ვთამაშობდი მაგას მარა იმდენი ჩეთერი და მამაძაღლი იყო იქ რო დავანებე თავი.

მასე იყო HALO-ზეც Online გათიშეს სერვერები და იმაზე მეტია ეხლა ვიდრე ოფიციალურზე იყო. BF3 ფასიანია და რუსებს ძაან ბევრი სერვერები აქვთ, მეც მქონდა ჩემ კომპიუტერშI გაკეთებული ადრე და ვთამაშობდით ხოლმე აქაურებიც და უცხოელებიც შემოდიოდნენ. დარწმუნებული ვარ world-ზეც იქნება ეგეთი რამე უბრალოდ კომპიუტერი უნდა რა არც ისე ძლიერი. ჩემი კომპიუტერით 64 კაციანი BF-ს სერვერი მქონდა გაშვებული და + მეც ვთამაშობდი ultra Gრაფიკებით მაგავე სერვერზე პინგი 0 ასწორებდა :D ხოდა world-საც ექნება 100% მასეთი რამის საშუალება.

ფასიანი თუ გააკეთე არამგონია გაამართლოს იმიტომ რომ მაგათ უფასო სერვერები აქვთ ხოლმე. კაპიკი არ გადამიხდია მაგ გატეხილ პრემიუმ BF3-ში და დაჟე სერვერი რო წამოვიღე მაგათი საიტიდან არც მაგაში გადამიხდია კაპიკი. 2 დღე დამჭირდა უბრალოდ გარკვევაში სერვერი როგორ გამეშვა.

Edited by მათე
Link to comment
Share on other sites

ერთ დროს მეც ვთამაშობდი მაგ თამაშს საკმაოდ დიდიხნით, მაგრამ მერე დამღალეს ჩითერებმა და დავანებე თავი. კარგი იქნება ამის საწინააღმდეგოთაც თუ მოიმოქმედებთ რამეს. წარმატებები! კარგი წამოწყებაა Sent from my LG-LS980 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მეც ვთამაშობდი და საკმადო კარგი მანქნაებიც მყავდა და ღირებულიც,მაგრამ ჩეთერების გამო თავი დავანებე აღარ ქონდა მუღამი,ამის მერე რას გააკეთებენ ?აღარ მგონია რო ისეთი დაცვა გაუკეთონ რომც აღადგინონ თამაშ რო თამაშ ღირდეს 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.