Jump to content

LENOVO-ს ახალი P სერიის ნოუთბუქები


Recommended Posts

4f1c550470ae.jpg

კომპანია Lenovo-მ ორი ახალი ნოუთბუქი, P50 და P70 დააანონსა სერიიდან ThinkPad. ორივე მოდელში გამოყენებული იქნება პროცესორი Xeon E3-1500M v5-ი Intel Skylake-ს 14 nm მიკროარქიტექტურის ბაზაზე.
Lenovo-მ მოდელი P70 წარადგინა, როგორც მობილური სამაგიდო სადგური სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის. მოწყობილობას აქვს 17 დუიმიანი UHD 4K ეკრანი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს, მყარი დისკისა კი - 2 ტერაბაიტს. მოწყობილობას DVD-RW გააჩნია.
ჩინური კომპანიის შეფასებით, მოდელი P50 ყველაზე თხელი და მსუბუქია მის სამუშაო მობილურ სადგურებს შორის. მოწყობილობა აღჭურვილია 15.6 დუიმიანი UHD 4K ეკრანით და სერთიფიცირებულია მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარულ ISV (Independent Software Vendor, პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი ვენდორი) აპლიკაციებთან სამუშაოდ. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს შეადგენს, მყარი დისკისა კი - 1 ტერაბაიტს.
P50-სა და P70-ს გააჩნიათ: Intel Thunderbolt 3-ის მისაერთებელი (P50-ს ერთი და P70-ს - ორი), პორტი Mini DisplayPort, HDMI, Ethernet, 4 პორტი USB 3.0, კონექტორი დოკ სადგურისთვის, მიკროფონისა და ყურსასმენის მისაერთებელი, ასევე სლოტები Smart Card და ExpressCard. მოდელებს აქვთ ადაპტერები უსადენო ქსელებისთვის Bluetooth 4.1, Wi-Fi 802.11ac, ქარდრიდერი 4-in-1.
P50 და P70 აღჭურვილნი არიან პროფესიონალური ვიდეობარათებით NVIDIA Quadro და აქვთ X-Rite Pantone-ს მხარდაჭერა.
Lenovo ThinkPad-ის ახალი მობილური სამუშაო სადგურები 2015 წლის მე-4 კვარტლიდან იქნება ხელმისაწვდომი. P50-ს ფასი 1599, P70-ის კი 1999 დოლარიდან იწყება.

 

7b884a9d7697.jpg

e3a47683f870.jpg

b7d1e3a51ef0.jpg

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.