Popular Post მათე Posted August 12, 2015 Popular Post Posted August 12, 2015 მოგესალმებით, დღეს ვეცდები პასუხი გავცე ყველასათვის საინტერესო კითხვას "რამდენი GB VRAM-ია საჭირო დღესდღეობით სხვადასხვა გაფართოებებზე?"ვისაც ეს კითხვა აწუხებს ანუ აქვს რაღაც ცოდნა VRAM-ს შესახებ თითქმის ყველა აკონტროლებს მას დამხმარე პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა MSI afterburner, EVGA precision და ა.შ. სამწუხაროდ მათზე დაყრდნობით შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა. ეს პროგრამები ვიდეო მეხსიერების მოხმარებას აკვირდებიან OS-ს level-ზე ხოლო ვიდეო მეხსიერების გამოყენებას Direct3D თამაშებში რათქმაუნდა ვიდეოს დრაივერი წყვეტს ამიტომ OS-ს level-დან ვერ ნახავთ თუ რა ხდება მალულად დრაივერში. რეალობასთან ყველაზე ახლო შედეგს დაგვანახებდა მწარმოებელზე დამოკიდებული პროგრამები მაგრამ რეალურად რისი გაკეთებაც შესაძლებელია ესაა დაკვირვება სხვადასხვა ვიდეობარათებზე და ამ დაკვირვების შედეგად მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა.დღეს განვიხილავთ შედარებით პოპულარულ მოდელებს რომელთა VRAM 4 GB-დან 12 GB-მდე მერყეობს.ტესტირება შედგება Shadow of Mordor-ში. ეს თამაში ცნობილია როგორც ყველაზე VRAM hungry ასევე ორივე მწარმოებელზე თანაბრად ოპტიმიზირებულია. თამაშში დაყენდა HD pack და image quality ultra-ზეა აწეული, რათა რაც შეიძლება მეტი VRAM გამოეყენებინა. თამაშს გააჩნია ჩაშენებული benchmark რაც საშუალებას იძლევა მარტივად და მოკლე დროში გაიბენჩოს სხვადასხვა გაფართოება. დაკვირვება ხორციელდება average FPS-ს რომლის მკვეთრი ვარდნა მიგვანიშნებს VRAm-ს უკმარისობაზე.თამაშში ასევე არის საშუალება გაფართოების ეკრანზე მაღლა აწევა. ამ დროს ვიდეობარათი არენდერებს კადრებს მაგ მაღალ გაფართოებაზე და მერე ახდენს downsampling-ს. ეს მეორენაერად არის full scene anti-aliasing. ყველაზე მაგარი AA.სეთინგებში მოხდა გაფართოების ამ ნიშნულებზე დაყენება 2560x1440, 3840x2160 (იგივე 4K) და ასევე ბევრად მაღალი ვირტუალური გაფართოებები 5760x3240 და 7680x4320 (ეს უკანასკნელი არის 33 MegaPixel. რაც 3 4K მონიტორის გაფართოებაზეც მეტია. პირველად დაკვირვებას მოვახდენთ R9 290x 4 GB-სა და R9 390x 8 GB-ს შორის. რათქმაუნდა ისინი ერთ GPU-ზე არიან დაფუძნებული და აქვთ თითქმის ერთნაერი სიხშირეები. R9 390x-ს აქვს 20 MHZ-თ მაღალი სიხშირე და ოდნავ მაღალი მეხსიერების სიხშირე თუმცა ეს არანაერ სხვაობას არ მოგვცემს ტესტებში. ჩვენ არ ვადარებთ ორ ვიდეობარათს ერთმანეთს, ჩვენ გვაინტერესებს როდის გამოჩნდება ვიდეომეხსიერების ლიმიტი.მაშ ასე R9 290x-ს 4 GB VRAM არანაერად არ ჩამორჩება 4k გაფართოებაზე R9 390x-ს 8 GB-ს, თუმცა რაც უფრო მაღალ გაფართოებებზე გადავდივართ 5760x3240-ზე მაგალითად მით უფრო იტყობს ვიდეობარათი რომ მეხსიერება მას ალიმიტებს.33 Mpixel_ზე ანუ 7680x4320 გაფართოებაზე სხვაობა უკვე 8 FPS მდე გაიზარდა.თუმცა 4k-ზე მაღალ გაფართოებებზე ამ ბარათებზე საშალო FPS 16 და 20 FPS-ს შეადგენს, შესაბამისად 290X და 390X-ც საკმაოდ სუსტია 5760x3240-ზე.საინტერესოა მათი შედარება R9 fury-სთანაქ ვხედავთ რომ 4k-ს R9 fury X-ც მშვენივრად უმკლავდება, თუმცა 5760x3240-ზე მისი წარმადობა 390X-ზე დაბალს შეადგენს. 33 Mpixel-ზე კი ეს ვარდნა კიდევ უფრო მწვავდება. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ რატომ აქვს Fury X-ს 512 GB/s-თ უფრო დიდი ვარდნა ვიდრე შედარებით ნაკლები გამტარობის R9 290x-ს იგივე მეხსიერებით? პასუხი მარტივია მეხსიერება იმისთვისაა საჭირო რომ GPU გამოკვებოს მიუხედავად იმისა რომ GB/s შეფარდება Core count_თან ერთნაერად გამოდის და 0,125 GB/s-ს ტოლია, როგორც ჩანს ამ ოპერაციას 290X შედარებით სწრაფად ახდებს გაცილებით ნაკლები რაოდენობის ბირთვებისთვის. ახლა კი გთავაზობთ მწვანეების შედეგებს Titan X 980 Ti 980 და 970აქ კი უკვე ჩანს რომ Titan X-ს 12 GB-სა და 980 ti-ს 6 GB-ს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არის.980-საც რო დააკვირდეთ ისიც მსგავსად იქცევა მიუხედავად მისი 4 GB VRAM-სა. რასაც ვერ ვიტყვი 3.5/0.5 GB-იან 970-ზე. 5860x3240 გაფართოებაზე ის უკვე იმაზე მეტად იტყობს ვარდნას ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ახლა კი ვნახოთ Fury X_სა და 980 Ti-ს და 980-ს შედეგები ერთდროულად4 GB-იანი მეხსიერების ლიმიტი როგორც ჩანს 5760x3240 გაფართოებაზე და მაღლა Fury X-ზე უფრო მოქმედებს ვიდრე 980-ზე. ეხლა გადავხედოთ frame time_ებსაქ უკვე ნათლად ჩანს რომ დაჟე 3 GB-იანი NVIDIA-ს ბარათი უკეთესად იჭერს frame time-ებს ვიდრე 4 GB-იანი AMD-ს ბარათი. საინტერესოა რატომ აქვთ AMD-ს 4 GB-იანი ლიმიტი მაშინ როცა nvidia-ს ბარათებს ის არ აწუხებთ. პასუხი მარტივია რაღაც მიზეზის გამო AMD-ს memory managment შედარებით ცუდია ვიდრე nvidia-ზე ამიტომ გაკეთდა ეს ბენჩი. მეხსიერების შევსება მოხდება შავი ტექსტურებით რომელთა კომპრესიაც ადვილია და შემთხვევით არჩეული ფერადი ტექსტურებით რომელთა კომპრესია შეუძლებელია. მათ შორის სხვაობა კი მოგვცემს პასუხს იმაზე თუ რომელი ბარათი ახდებს მეხსიერების უფრო ეფექტურად გამოყენებას.როგორც ხედავთ color compression nvidia-ს Maxwell ჩიპებზე ბევრად ეფექტურად გამოიყურება ვიდრე Fury X-ზე. რათქმაუნდა Fury X-ს აქვს ძალიან მაღალი გამტარობა თუმცა როგორც უკვე იცოდით ისედაც მისი მოცულობა საკმაოდ დაბალია. ჯამში ჩანს ის რომ ჯერ-ჯერობით 2k და 4k გაფართოებაზე 4 GB-იან ბარათებსაც კარგად უჭირავთ თავი. ულტრა სეთინგების მიუხედავად ჩანს რომ 970-ც კი უმკლავდება დატვირთვას 4K-ზე, ამაზე მაღალ გაფართოებებზე კი თანამედროვე ვიდეობარათებს არ ყოფნით გამოთვლითი სიმძლავრე რომ თამაში იყოს ლამაზი საყურებელი, მაღალი სეთინგებით და ამავდროულად smooth ამ მაღალ გაფართოებებზე არ აქვს უკვე რამხელა VRAM გექნება 4 თუ 12 უბრალოდ ვიდეობარათია ძალიან სუსტი. 12 GB-იან Titan X_საც კი 30 FPS-ზე ნაკლები ქონდა Shadow of Mordor-ში 5760x3240 გაფართოებაზე. აქ უკვე გასაგებია მგონი ყველაფერი ახლა კი საქმე მომავალ თამაშებზეა დამოკიდებული. თუ რა მოთხოვნები ექნებათ, რადგან ისინი უფრო მაღალი ხარისხისა და გარჩევადობის ტექსტურებს გამოიყენებენ. დღეს კი ჩანს რომ AMD-ს აქვს სამუშაო Fury სერიასთან დაკავშირებით საჭიროა memory management-ს დახვეწა.განხილული შედარება ჩემი ჩატარებული არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამისთვის არც დრო მაქვს და რაც უფრო მთავარია არც კომპიუტერის შესაბამისი ნაწილები თავისი ვიდეობარათებითურთ. რომ მქონდეს შესაბამისი hard ნამდვილად არ დაგზარდებოდით ერთი მაგარი მრავალთამაშებიანი მსგავსი ბენჩის ჩატარებას. მადლობთ ყურადღებისათვის.თემა მოამზადა მათე-მ 18 Quote
Barca Posted August 12, 2015 Posted August 12, 2015 მადლობა მათე პირველ რიგში , FB გვერდზეც დავდებ რაც შეეხება თემას , ნუ 4GB არის ამ ეტაპზე ოპტიმალური და კიდევ ერთი 2 წელი მაინც იქნება Quote
2jzgte Posted August 12, 2015 Posted August 12, 2015 ძალიიან კაის სტატიაა,იმედია კიდევ იქნება მსგავსი თემები:) Quote
George Posted August 13, 2015 Posted August 13, 2015 1440P დღესდღეობით იდეალური ვარიანტი სულ მცირე 4GB რამით, 1080P კი 3GB საკმარისია ამ ეტაპზე ნორმალურათ რომ გათამაშოს, 4K და ზევით ადრეა ჯერ Quote
G1ORG1 Posted August 13, 2015 Posted August 13, 2015 780ს ულტრა ტექსტურებზე საკმაოთ დიდი ჩავარდნები აქვს ფრეიმ თაიმში მორდორში, აშკარათ არ ყოფნის 3გბ (გატესტილი გვაქვს) და ამ ტესტებს თუ დავუჯერებთ 4გბიან 290ზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს :|მოკლეთ თამშის ოპტიმიზაციაზე ბევრი რამ დამოკიდებული, რაც იმედია გამოსწორდება დხ12 როცა გამოვა. Quote
George Posted August 13, 2015 Posted August 13, 2015 ნუ ეგ არ ვიცი, მითუმეტეს ეგ თამაში არ მითამაშია და ახლო მომავალში არც ვაპირებ დახურვას, რაც ვითამაშე დიდი ზაპასით უბერავდა ყველაზე მაქსიმალურ ნასტროიკებზე, ყველაზე მეტათ ვიცი რომ მესამე ვიჩერში უჭირს, თუმცა არაფერი ისეთი რომ თამაში არ შეიძლებოდეს დატვიკვის შემდეგ, AA დაკლება და SMAA ჩართვა მაგარს ეხმარება ისე ეგეთ მომენტებში როცა უკვე აღარ ყოფნის MSAAX4+ fps იგრებში, თამაშზეა მართლა ბევრი რამე დამოკოდებული, კონსოლებისთვის უშვებენ და მერე თავისით უწევთ AMD და ნვიდიას დრაივერებში ოპტიმიზაციების კეთება Quote
$)_DaTo_($ Posted August 30, 2015 Posted August 30, 2015 salami yvelass me axlai var da jer bevri ram arvici samagiertod male vswavob erti kitxva maqvs yvelastan leptopistvis mexsierebis moduls vyidulob da maqvs amjamad 2 GB 8 ianis damatebas vapireb kingstonis aris erti da meore agar maxsovs sxva pirma da ertmanets sheavseben ? da chemi dedaplata tu agiqvams rvians eg rogor gavigo ? Quote
Barca Posted September 10, 2015 Posted September 10, 2015 salami yvelass me axlai var da jer bevri ram arvici samagiertod male vswavob erti kitxva maqvs yvelastan leptopistvis mexsierebis moduls vyidulob da maqvs amjamad 2 GB 8 ianis damatebas vapireb kingstonis aris erti da meore agar maxsovs sxva pirma da ertmanets sheavseben ? da chemi dedaplata tu agiqvams rvians eg rogor gavigo ?გვერძე რაც გიწერია მაგაზე არ დაემატება 8 იანიიმედია არ იყიდე უკვე Quote
killboom Posted September 24, 2015 Posted September 24, 2015 proc: Core i7 4770 Processor (8M Cache, Up to 3900 MHz, 4 Cores, 8 Threads)memory:8GB (1 x 8GB DDR3 1600MHz)board: BioStar B85MGHDD: 500 GB 7200 RPMvideo : GTX750TI gaqachavs normalur tamashebs?kvelaze metad WOW s tu gaqachavs mainteresebs magal grapikebze Quote
EAST Posted September 24, 2015 Posted September 24, 2015 proc: Core i7 4770 Processor (8M Cache, Up to 3900 MHz, 4 Cores, 8 Threads)memory:8GB (1 x 8GB DDR3 1600MHz)board: BioStar B85MGHDD: 500 GB 7200 RPMvideo : GTX750TI gaqachavs normalur tamashebs?kvelaze metad WOW s tu gaqachavs mainteresebs magal grapikebze gauchirdeba 1920x1080 ze Medium shesadzlebelia gatamashos dgevandel tamshebzemaq saubari Quote
Barca Posted September 24, 2015 Posted September 24, 2015 მაგ ვიდეო ბარათით WOW ზე მგონი არ იქნება პრობლემა Full HD ზე და ახალ თამაშებზე მედიუმამდე გაქაჩავს Quote
Type-X Posted October 2, 2015 Posted October 2, 2015 4K, 8K, 12K-ზე 30 წელიწადში თამაში შესაძლებელი იქნება მანამდე ამ რეზოლუციაზე ოცნება გავაგრძელოთ Quote
david_888 Posted October 7, 2015 Posted October 7, 2015 4K, 8K, 12K-ზე 30 წელიწადში თამაში შესაძლებელი იქნება მანამდე ამ რეზოლუციაზე ოცნება გავაგრძელოთ 123 არ ვიცი მარა 4K სადღაც 3-4 წელში უკვე სტანდარტი იქნება Quote
freeman_010 Posted February 15, 2016 Posted February 15, 2016 ამ წლის ბოლო მეოთხედიდან 4k მაგრად მოიხოდება უკვე... Quote
George Posted February 15, 2016 Posted February 15, 2016 4K ნორმალურათ სათამაშოთ 50ფპს+ სეტინგების დაკლების გარეშე ბოლო იგრებში სულ მცირე GTX980 ორჯერ მძლავრი კარტაა საჭირო დღესდღეობით, წესით პასკალის და ამდ 400 სერიის მიდ-ენდ კარტები უკვე უნდა იყოს თითქმის მაგ დონის, ნუ 390 და GTX980 შემცვლელები მაინც, თუმცა ჯერ 2-3 4K მოდელია რომელიც ვარგა რეალურათ ონლაინში სათამაშოთ, დანარჩენს ნამეტარი მაღალი ინპუტ ლაგი აქვს ყველას მიმოხილვებს რომ ვნახულობს ხოლმე, ისე კი VRAM 8gb მეტი არ უნდა დაჭირდეს მაგ საქმისთვის და 16GB ოპერატიული Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.