Jump to content

Recommended Posts

გამარჯობათ,

დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე რამდენიმეს გექნებათ გამოცდილება გაფუჭებული ლეპტოპის მუშა დეტალების ცალ-ცალკე გაყიდვაში.

ახლა აგიხსნით პრობლემას:

მაქვს MSI GT70 Dominator 895 ლაპტოპი (უფრო სწორად მქონდა) გუშინ დილას უბრალოდ ჩაქრა. ყველაფერი მიუთითებს დედა პლატის გადაწვაზე (კომპიუტერი "მიაგურებულია" არანაირი რეაქცია არ აქვს არაფერზე) მიტანილი მაქვს ჩემს ნაცნობთან სერვის ცენტრში. ის კი ზუსტად დაადგენს რა ჭირს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დედა პლატაზე მიუთითებს, რომლის გამოცვლაც ნახმარი დეტალებით ebay-დან ჯდება $300, მე მგონი უბრალოდ არ ღირს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლაპტოპის ნაწილ ნაწილ გაყიდვა და შემდგომ ცოტა ფულის დამატების შემდეგ ახალი კომპიუტერის ყიდვა. 

ლეპტოპისგან მინდა ამოვიღო Hard Disk რომელიც მუშა მდგომარეობაშია სხვა ყველაფრის გაყიდვა მინდა.

თუ მარტო პლატა დაიწვა გადახურებისგან (იმედი მაქვს სხვა არაფერი) ხელთ მაქვს i7-4700MQ, 8GB 1600Mhz So-dimm DDR3 RAM, Nvidia GTX 870m და სხვა პერიფერიები როგორიცაა ლეპტოპის კლავიატურა, ეკრანი და ა.შ.


შეგიძლიათ რაიმე ტიპის რჩევა მომცეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
სად გავყიდო?
როგორ?
რამდენად?
ვინმე ხომ არ იბარებს ამ დეტალებს? (ძვირად ღირებული დეტალებია ასე რომ თუ სწორად გავყიდი კარგ თანხას დავიბრუნებ ლეპტოპის ფასისგან)

 არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა შესაბამისად მაქსიმალურად გამოუცდელი ვარ მოცემულ საკითხში.


დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

 

Link to comment
Share on other sites

ეგრე მარტივად ვერ გაყიდი ლეპტოპის ნაწილებს მით“უმეტეს პროცესორს და ვიდეო ბარათს , ხელოსანთან მიტანა არ გიცდია ? აი ეს არის ჩვენი ფორუმელი > http://www.overclockers.ge/topic/33685-ტექნოლაინი-კომპიუტერული-ტექნიკის-შეკეთება/ დაუკავშირდი თავის კომპანიაც აქვს შეიძლება შეგიკეთოს ან ჩაიბაროს ნაწილები :) 

Link to comment
Share on other sites

შეკეთება რეალურად ღირს, რომ? იმის მიხედვით თუ რა არის დაზიანებული პლატაზე შეკეთება რომც მოხერხდეს ისევ იგივე არ დაემართება ? 

Link to comment
Share on other sites

რატომ არ ღირს ეგეთი კონფიგის ლეპტოპი აქ 3000 ლარი ღირს , დაელაპარკე და სანდო ადამაინაი კარგად აკეთებს გარანტისაც მოგცემს 

Link to comment
Share on other sites

მაქსიმალურად გაკეტებას ეცადე, ლეპტოპის ნაწილები, მითუმეტეს ეგეთი მოდელის აქ არამგონია გაიყიდოს :)

Link to comment
Share on other sites

მივიტანე ტექლაინში და რავი კარგი ამბები ლეპტოპის შესახებ არ მესმის. თხოვნა მექნება ადმინთან არ დახუროს ეს პოსტი.

 

1-2 დღეში მეტყვიან საბოლოო პასუხს და აქ მინდა რომ დავპოსტო.

Link to comment
Share on other sites

საბოლოო სიახლე!

მოკლე პასუხი: ლაპტოპი გაკეთდა და მუშაობს იდეალურად. დიდი მადლობა Techline-ს და Overclockers-ს დახმარებისთვის.

(ეს იმათთვის ვისაც კითხვა არ ეზარება :დ)

ვრცელი პასუხი ისტორიით:

ლაპტოპის დიაგნოსტიკიკის შემდგომ სიახლეებზე ძალზედ იმედგადაწურული ვიყავი. ლაპტოპის რეალური პრობლემა იყო ის, რომ ერთ-ერთი გაგრილების მილის სამაგრი პლატაზე (ვინტი რაშიც არის ჩამაგრებული) ამოვარდა. არ ვიცი რამ გამოიწვია იმიტომ, რომ ლაპტოპი ნამდვილად არაა დავარდნილი. შესაძლებელია წინა სერვის ცენტრის მომსახურე პერსონალის ცუდი მოპყრობის ბრალია, წვენი გადამესხა კლავიატურაზე და გავაქანე გავაწმენდინე. გასაწმენდიც არ იყო კარგ დროს მოვასწარი გათიშვა, გადმოტრიალება, გამოერთება და ბატარეის ამოღება მაგრამ დასაშლელი გახდა და ამ ლაპტოპის აგებულებიდან გამომდინარე (პანელი მომიხსნია უკნიდან ჩემი ჰარდ დისკის ჩასადებად, პლატას არ ეხები ამ დროს უბრალოდ ვიზუალურად ჩანს როგორც იშლება) საჭირო იყო გაგრილების სისტემის მოხსნა რომ პლატას მიუდგე და დახედო და დიდი ალბათობით ან მაგ დროს აწყობისას ზედმეტად მოუჭირეს ვინტი და შეასუსტეს სამაგრი და უბრალოდ გადაადგილებისას ამოვარდა საბოლოოდ. მოკლედ პლატას აღარ აგრილებდა და ასევე საშიშროება იყო (სერიოზული საშიშროება) იმის, რომ პროცესორიც დამწვარი იქნებოდა და თან ამ ყველაფერს ვერ ვარკვევდით სანამ რეალურად პლატა არ შეკეთდებოდა, რომელის შეკეთება/არ შეკეთებაც 50/50-ზე იყო. ძალიან გადაწურული მქონდა იმედები მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა TechLine-დან (მადლობა კიდევ ერთხელ დიდი დიდი) გამოიჩინეს სერიოზული პროფესიონალიზმი და შეძლეს დედაპლატის შეკეთება და როგორც აღმოჩნდა პროცესორიც არ იყო დამწვარი.


დიიიიიიიდი მადლობა TechLine-ს და Overclockers ფორუმს.

 

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

ა ხო, ტექლაინიდან თუ წაიკითხავს ვინმე ამ პოსტს...ტექნიკოსმა პლატაზე, რომ ნახა გაწმენდილი იყო ეგონა მეორადი ლეპტოპი იყო...მე ვარ უბრალოდ ფეთხუმი და წვენი გადამესხა. :დ

Edited by CrystalLizard
Additional Info
Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი თუ გაკეთდა :) 

ვხურავ თემა და თუ რამე დაგჭირდება იცოდე ჩვენ საუკეთესონი ვართ საქართველოში :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.