Jump to content

Windows 10 (32 & 64 bit)


Recommended Posts

10 როგორც არ უნდა დაამსუბუქო რაც არ უნდა გაუკეთო მაინც გამოიტენება  ხლამი სერვისებით. ყოფილიყო 7 - 8.1 ივით მსუბუქი რა დაშავდებოდა ?

Link to comment
Share on other sites

არვიცი, ან კომპანიებს რაში აწყობთ და ან ჩვეულებრივ მომხმარებლებს. თვითონ მაიკროსოფტს ჭირდება ინფორმაცია მომხმარებელზე თვალთვალით და ალბათ მაგიტომ

Link to comment
Share on other sites

@Archili1997

@user24

რათქმანუდა ნაგვით გაიტენება ისევ. ოღონდ ეს ნაგავი სამწუხაროდ არის malware, bloatware, spyware და ა.შ. 10 და 11 რომ უთვალთვალებს მომხმარებელს მეტი რავიცი. windows hello რომ არის ვიდეოთვალის სემპლები, 3d scan-ებიც, აუდიო ჩანაწერები, ლოკაცია აბსოლუტურად ყველაფერი იგზავნებოდა რომ გამოიკვლიეს ქვეყნებმა. იმოდენა დასკვნა დადეს. რაც არ უნდა უქნა მაგეებს ვერ ჩაუთიშავ და მაინც იმუშავებს ეგ საბსისტემები. იმის იმიტაციას იქმნი რომ აი ამ ბრძანებას გავუშვებ და დავბლოკავ ამას. ასეთი ნაგავი windows მანამდე არ ყოფილა 7-თან რას ამბობ აი საერთოდ ახლოსაც ვერ მივა 10. იმიტომაცაა dx12 დალიმიტებული 10-ზე და 8.1-ზეც კი არაა ოფიციალურად. ისე dx12 რად გინდათ? არის რამე სასწაული სხვაობა? რავიცი მე windows-ს საერთოდ რომ არც გავეკარები ვიცი. მაგ უაზრო სისტემას როგორ დავაყენებ native-დ ჩემ კომპზე. ვირტუალში მქონდა და წელიწადში რამდენჯერმე თუ ჩავრთავდი მარტო. ისიც აღარ მჭირდება უკვე და მივაშალე. mac os დავაყენე native-დ მეორე კომპზე და იქ ყველაფერია რაც შეიძლება დამჭირდეს იმ 1000-ში ერთხელ მაგას გამოვიყენებ. ერთადერთი gamer-ს თუ უნდა windows ისიც პადრიად ყველაფერს რომ თამაშობს თორემ დალშე საერთოდ ყველაფერში ნაგავი სისტემაა. სტაბილურობაში და სისწრაფეში სინათლის წლებით ჩამორჩება mac-საც და linux-საც. ARM-ც რომ მომავალია არავის დაავიწყდეს და ARM ათვისებული აქვს linux-ს სრულად და უკვე mac-საც. აი windows arm-ზე იმენა გამოუყენებელი ნაგავია. ალბათ მაგასაც მიაგდებს MS ისევე როგორც windows mobile სისტემა მიაგდო. ჯერ მილიონებს ჩაყრიან და რომ ნახავენ არაფრად ვარგა მერე მიაგდებენ. მომავლისთვის დროა უკვე ნელ-ნელა თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლოთ და mac ან linux-ზე გადახვიდეთ ნელ-ნელა. ეს გასული საუკუნის სისტემა როდემდე უნდა გამოიყენოთ? სულ გადაყენება რომ უნდა, ბლუ სკრინებს რო ყრის, ზოგი მოდელის მაუსის მიერთებაზეც კი რესტარტს რომ ითხოვს, ყველაფერზე რესტარტს ითხოვს, აფდეითები ყველაფერს ცვლიან სისტემაში მის გემოზე და შეიძლება ისე გაუბეროს ისევ გადაყენება დაგჭირდეს, ნელდება, ყოველდღე გამოურთველად სისტემას ვერ მოიხმარ ჭედავს და ნელდება მასე (ბოლოს როდის გამოვრთე კომპი არ მახსოვს) და მოკლედ რავიცი. თანამედროვე ერთადერთი ინტერფეისი აქვთ და ისიც linux-დან მოიპარეს :D ეხლა ტერმინალსაც დეფოლტად usable-ს ვაკეთებდო MS-მა cmd-ს ნაცვლად powershell იქნებაო დეფოლტად , package manager-ს მცდელობაც ქონდათ და app store-საც როგორც linux-ს და mac-ს აქვთ ათობით წელია, მაგრამ მაგაშიც ჩაისვარეს. ტიპები უბრალოდ ვერ გაცდნენ 30 წლის წინანდელ ტექნოლოგიებს. touch-ს მოვარგებთო და 8-ს ინტერფეისშიც ჩაისვარეს. ან 0-დან უნდა გააკეთონ თანამედროვე სისტემა ან მუდამ ასე გააგრძელებენ "ბოლო" windows-ს გამოშვებას, როგორც 10-ზე გვპირდებოდნენ ბოლოაო mac os X-ს თემას ბაძავდნენ ამაშიც და 11 კი გამოუშვეს და მალე 12-ც გამოვა. ამოდენა კომპანია რომ 1 ნორმალურ თანამედროვე სისტემას ვერ ქმნის და სული dx-ს წყალობით უდგია ბევრ რამეზე მეტყველებს.

Link to comment
Share on other sites

კი ეგ რაც დაწერე მართალია, მაგრამ თავისუფალ დროს ვთამაშობ ხოლმე და ეგაა საქმე. forza 4 ზე მარტო ისე ვარ მიჩვეული და ისე ვკაიფობ ხოლმე რო ალტერნატივა რო არააქვს dx12/vulkan -ს ტეხავს მაგრად... 7 დავაყენებდი მაგრამ უმეტესობა იგრები არ ეშვება იქ უკვე. 

ლეპტოპზე მულტიმედია ბრაუზინგისთვის ბაზარი არაა ლინუქსი მისწრებაა. როგორც ვიცი mac os იც ლინუქსის ბაზაზეა

 

ყველანაირი ასაკისთვის მაქვს იგრები და კიდე ვაგროვებ , ზოგიც არ დამიინსტალირებია. 7 ზე უბრალოდ არ ჩაირთვება უმეტესობა, თუ ჩაირთვება შეფერხებებით. + მაგას, გრაფიკ დრაივერებიც რედკად გამოდის 7 სთვის უკვე. თორემ დიდი სიამოვნებითimage.thumb.png.3b5d2d96f41cfbfc6d7f4721990b6af1.png

Link to comment
Share on other sites

მთლად ეგეთი დემონი და ტარტაროზიც არაა, რაღაცეებს თუ მიჯირყვნი დაყენებისთანავე მერე იშვიათად შეგაწუხებს რამე წვრილმანი. 

იდეალური არაფერია სამყაროში და software მით უმეტეს :D თანაც ეს ვინდოუსები მუქთად გვაქ რა ხანია და იმედია კიდევ დიდხანს იქნება. 

Link to comment
Share on other sites

ეგრეა, წარმოიდგინე მაკos რომ დაითრიო რამე კარგი ლეპტოპი (ან არც ისე კარგი) ან დესკტოპ სისტემა უნდა დაითრიო ეპლის, ისე მაქსიმუმ რასაც დააყენებ სტანდარტულ პს დეკსტოპზე იქნება ჰაკინტოში, რომელიც იმ დონეზე მაინც ვერ იმუშავებს როგორც ორიგინალი თვითონ მაკის ხარდით + გეიმინგი შეგიძლია დაივიწყო მაკზე, ძალიან სუსტია დღემდე მაგ საქმისთვის, თამაშების დიდი ნაწილი არც იქ გამოდის, ლინუქსზე მოსულა გეიმინგი, თუმცა DX საპორტი იქ არა აქვს და ვულკანი უნდა ან ეს https://ubuntu.com/blog/linux-gaming-with-ubuntu-desktop-steam-and-proton ანუ სტიმის საპორტი იხსნება პროტონით, ბევრ რამეს გათამაშებს ნორმალურათ, ზოგს არც ისე და პს-ზე უარესიც იყოს შეიძლება ბევრ თამასში სტაბილურობის მხრივ, პერფორმანსით რომ ჯობდეს + სოფტი, მაგ ყველაფერს კამანდების სწავლა ჭირდება დობრათ და ჩხირკედელაობა, განსაკუთრებით ეხება იმათ ვინც ვინდოუსზე იცის უკვე ბევრი რამე და არ უჭირს სისტემის მორჯულება და ტვიკინგი რაღაცეების დაზიანების გარეშე, იქ ყველაფერი 0-ან გაქვს სასწავლი და არაა აუცილებელი რომც ისწავლო იმაზე კარგი შედეგი დაგიდოს თუ აქტიურათ თამაშობ ვიდრე 10-11-ზე თუნდაც, მაგიტომ იქ დღემდე 2.5% მომხარებელია წამოსკუპული ვინდოუზე კი 70% მეტი, დანარჩენი მაკინტოშებს აქვთ დაკავებული, რახან როგორც არ უნდა ატრიალო ეგეც საკმაოთ პოპულარული სისტემაა და ბევრი იყენებს, მათ შორის გრაფიკოსები და დიზაინერები, უბრალო მომხარებელი კიდე ლინუქსზე როგორც აკლდა 2000 წლებიდან მოყოლებული ისევ ისე აკლია, ბანალურათ პს და ლეპტოპ სისტემების რაოდენობა გაიზარდა და მაგის ხარჯზე გაიზარდა მომხარებელის რაოდენობაც ლინუქსზე, მაგრამ ვინდოუსზე კიდე უფრო მეტი მომხარებელი მოემატა იმავე პერიოდში, ანუ პროპორციული გაზრდა იყო და ბაზრის წილში თუ შეიცვალა მაქს ისევ მაკის სისტემების სასარგებლოთ, ცალკე დესკტოპ სისტემები რომ ავიღოთ ეხლა ესეთი სიტუაციაა და თუ მართლა ეგეთი ცუდია ვინდოუსი აღარავინ დარჩებოდა ეგეთი კარგი რომ იყოს ლინუქსი ან მაკი ყველაფრისთვის, რაც მთავარია ვინდოუსში გეიმინგისთვის ცალკე მაინც ნომერ პირველ პლატფორმათ რჩება და ბევრი სხვა რაღაცის გაკეთებაც შეიძლება, კი უნდა შეჩხუკუნება და ხანდახან არც ისე პატარა თუ გაგაწვალა რომელიმე აპდეიტის შემდეგ, მაგრამ მე კარგათ მაქვს მორჯულებული და 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ გადამიყენებია, მუშაობს დღემდე გამართულათ, ნაგავით ნამდვილათ არ ივსება, როგორც იყო 115გმ-მდე თავისფალი ადგილი მაშინ ჩემ 228გბ სსდ პარტიშენზე, ეხლაც ეგრეა 114გბ-ზე, ვინდოუსის ზომა კი 18.5გბ-ზეა ამდენი აპდეიტების დაყენების შემდეგაც, ზედა კამანდები რაც დავაგდე ყველაფერი გატარებული მაქვს და არაფერი უბერავს, მეტრო აპებს და სტორს მე არ ვხმარობ, არც დეფენდერს და ეჯს, თუმცა სისტემაში აყენია ეგ ორი, ისე აპდეიტებს ვერ დააყენებს, ძირფესვიანათ თუ ამაოცალე ეგენი, dx12 ultimate რაც შეეხება ეგ მარტო მუშაობს ამდ 6000+ სერიაზე ან ნვიდიას 3000+სერიის კარტებზე, უფრო ძველ კარტებზე არა აქვს მაგის საპორტი უკვე, თუმცა ცალკე DX12 კი მუშაობს უფრო ნაკლები ფიშკებით, direct storage კი ჯერ მზადების პროცესშია გეიმინგისთვის რაც უნდა გამოეშვათ, აი აუტო HDR გამოუშვეს 11-ზე და მალე გამოვაო ცალკე კალიბრატორიც HDR მონიტორებისთვის, ანუ არის ცვლილებები და შენ რამდენათ გჭირდება და იყენებ მაგ ყველაფერს ეგ უკვე სხვა საკითხია ლინუქსის და მაკის ფიშკების არ იყოს, ესეც ბოლო ბაზრის წილი ცალკე დესკტოპის და ცალკე მობილური სისტემების :

https://gs.statcounter.com/os-market-share/desktop/worldwide

75% ჯღანი ვინდოუსი და ალტერნატივა როგორც არა ქონდა ისე არა აქვს უნივერსალური დესკტოპ ოს სტატუსი რომ დაეწერა რომელიმა სხვა სისტემას, გეიმინგზე აღარაფერს ვიძახი, მანდაა თავმოყრილი გეიმერების დიდი ნაწილი და ასობით მილიონზეა უკვე ლაპარაკი გლობალურათ ისეთი პოპულარულია უკვე პს პლატფორმა, ყველა პლატფორმებში კი ბატონი ვინდოუსის დომინაცია ეგრევე მცირდება, რახან თვითონ სმარტფონებზე, ტაბლეტებზე და მსგავსი ტიპის უსტროისტვებზე თითქმის არა აქვს ბაზრის წილი დაკავებული: https://gs.statcounter.com/os-market-share მანდ ანდროიდი იმარჯვებს რა თქმა უნდა, სხვათაშორის დესკტოპებში ნოუტბუკებიც შედიან, არ გეგონოთ რომ ეგენი მობილურებში ითვლება, იქ ძირითადათ სმარტფონებია და ყველაფერი მაგის გარშემო რაც გამოდის ეგ პრიბორები, ნოუტბუკები არაა ფაქტიურათ, ტაბლეტებიც სხვა თემაა, ისე ცალკე საქართველოს ბაზრის წილს რაც შეეხება ჩვენთან კიდე უფრო დიდია დომინაცია ვინდოუსებში, მაგრამ პირველ რიგში მაკos ხარჯზე, ლინუქსში 1% არაა სხვაობა:

https://gs.statcounter.com/os-market-share/desktop/georgia ანუ მაკინტოშებია ჩვენთან გაცილებით მცირე რაოდენობაში და მაგიტომ ძირითადათ ყველას ვინდოუსი უყენია, ლინუქსზე ასე 2%-მდე ზიან, დატესტილი გაცილებით მეტს ექნება მაგრამ ძალიან ბევრი უკან ბრუნდება სხვადასხვა მიზეზების გამო, მასიურ გადაბარგებას ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ, მაკებზე ბანალურათ გეიმინგი არაა განვითარებული + კარგი სისტემა გინდა დესკტოპი იქნება თუ ლეპტოპი, ვისაც უფრო სერიოზული სიმძლავრის სბორკა უნდა და არა უბრალო 2500 ლარში რომ მოუვა ან უფრო ნაკლებში ალტაში, გეიმინგიც რომ განევითარებინათ ჩემი აზრით ბევრი გადავიდოდა, სერიოზული მიდ-ენდები უკვე იაფი სიამოვნება არაა მაგრამ გეიმინგიც რომ შეძლებოდა ვინდოუსის დონეზე ჩემი აზრით გაცილებით მეტი ექნებოდა უკვე ბაზრის წილიც, მინიმუმ 10%+ მეტი სულ მცირე აბლათ, დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია ყველაზე დიდი macos წილი დესკტოპებში, თუნდაც შტატებში 25% ყოფილა უკვე, კანადაშიც ეგრე დაახლოებით, დიდ ბრიტანეთში 22%, თუმცა თითქმის არსად არა აქვს ვინდოუსის სისტემებს 65% ნაკლები ამ ეტაპზე დაკავებული, ეგ კი არა და აზიის ქვეყნებში ლამის 80% ვინდოუსის წილი უკვე, ლათინურ ამერიკაში კი მთლათ 87%, აფრიკაში რთულია სტატისტიკის შედგენა მაგრამ 90% აღწევდეს შეიძლევა ვინდოუსის ბაზრის წილი პირატული ვერსიებიც რომ მიამატო, ანუ მაგ მაჩვებლებამდე ჩვენ მაინც ვერ მივდივართ, ლინუქსის ბაზრის წილი ყველგან 1.5-ან 4%-მდეა სადღაც, უფრო საშვალოთ კი 2-2.5% ფარგლებში ალბათ

Link to comment
Share on other sites

ლინუქსი ვითარდება და იხვეწება ოღონდ კუს ნაბიჯებით. ენთუზიასტების და "მოცლილი" დეველოპერების ხარჯზე. ბევრი უგზავნის დონატებს მარა ზღვაში წვეთია ეგ. სერიოზული მაყუთი რომ ჩადონ ვიღაცეებმა კი ეშველება რამე. 

600-ზე მეტი ლინუქსის დისტრიბუტივი არსებობს მარა იქედან ალბათ ექვსია ნორმალურად მოხოდილი (ციფრებზე ნუ გამომეკიდებით :D )

i-ვაშლი კიდე ძვირია თორე ვიქონიებდი სიამოვნებით. ვისაც აქვს ვინდოუსი დასანახად ეზარება :-D 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგეც ცუდია, ვინც ვერ ერკვევა სად უნდა იპოვოს ოპტიმალური ვარიანტი აბა, თუნდაც 10 ვარიანტი რომ ქონდეს ბოლოს ამოსარჩევი, უნდა ტესტოს და ერთ ამბავში იყოს მაგ კამანდების სწავლით, აი გუგლმა დახვეწა ანდროიდი და iOS კარგათ ჩაგრავს აიფონებში რაცაა, დესკტოპებში ეგეთი არავინ გამოჩენილა მილიარდები რომ ჩაედოთ და ენტუზიაზმი და გარკვეული დეველოპერების მონდომება მანდ არაა საკმარისი, მილიარდები თუ ჩადეს მაშინ მოვა ფორმაში და ისევ ერთი სისტემა თუ გაქაჩავს, როგორც ანდროიდი სმარტფონებში https://gs.statcounter.com/os-market-share/mobile/worldwide ანდროიდისნაირი პლატფორმაა საჭირო + დესკტოპზე რომ იყოს ორიენტირებული უკვე და გეიმინგი იქნება თუ სხვა სოფტი ან ხარდი, კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება მაგრამ ძალიან დიდი ინვესტიციებია საჭირო მაგისთვის, ამაზე ბევრათ მეტი რაც ეხლა იდება ლინუქსში, შეიძლება ვინდოუსი მაინც ვერ შეავიწროვოს ისე მოშნათ, მაგრამ რაც ეხლა უკავია გაცილებით მაღალ % დაიკავებდა ის ახალი უკვე, კარგი და დახვეწილი რომ გამოუვიდეთ როგორიც ანდოიდია თუნდაც

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, George said:

ეგრეა, წარმოიდგინე მაკos რომ დაითრიო რამე კარგი ლეპტოპი (ან არც ისე კარგი) ან დესკტოპ სისტემა უნდა დაითრიო ეპლის, ისე მაქსიმუმ რასაც დააყენებ სტანდარტულ პს დეკსტოპზე იქნება ჰაკინტოში, რომელიც იმ დონეზე მაინც ვერ იმუშავებს როგორც ორიგინალი თვითონ მაკის ხარდით + გეიმინგი შეგიძლია დაივიწყო მაკზე, ძალიან სუსტია დღემდე მაგ საქმისთვის, თამაშების დიდი ნაწილი არც იქ გამოდის

მინდა გითხრა რომ ძალიან ცდები. ჰაკინტოშის დაყენება თუ იცი იმაზე სერიოზული კომპი გექნება ბევრად ვიდრე ორიგინალი მაკებია. ბევრად ძლიერ ჰარდს ჩადებ გაცილებით იაფად და კანფეტივით მუშაობს. ახალ M1-ებს arm-ზე რაცაა არ ყავთ ალტერნატივა, თორემ ძველ ინტელებს იცოცხლე. იგივე ჰარდი დევს მანდ რაც სხვა ლეპტოპებში და დესკტოპებში. აი როცა 2019 წლის ბოლო x86-ს მოდელს შეუწყდება support მანდ მოკვდება hackintosh-ც. არც აქვს აზრი. hackintosh-ს მთავარი მიზანი ეგ იყო საერთოდ რომ შექმნეს რომ ნამდვილ მაკზე ბევრად უკეთესი ჰარდი გქონოდა. ხოდა M1-ზე და M2-ზე უკეთესი მის კლასში არ არსებობს :D ფასიც ისეთი ადევს იგივე M1 air-ს 900$ მაგ ფასად მაგაზე უკეთეს ლეპტოპს ფიზიკურად ვერ ნახავ ვერსად.

პირველად 10 წლის წინ მაინც დავაყენე ჰაკინტოში დესკტოპზე. მერე ერთი პერიოდი HP 4540s ლეპტოპზე მქონდა. ეგ ლეპტოპი 99%-თ თავსებადია მაკთან. update-ბსაც ჩვეულებრივ აკეთებ და ყველაფერს. ეხლა საერთოდ მაგრად დაიხვეწა open core რაც გამოვიდა. ეხლაც მაქვს ჩემს მეორე ლეპტოპზე ჰაკინტოში და იდეალურად მუშაობს. გეიმინგი კი არაა მაკზე ეფლის მიზანი თორემ დარწმუნებული ვარ windows-ს იოლად აჯობებდნენ. სოფტში ძალიან მაგრები არიან. მაგათ რომ როზეტა აქვთ იმის მსგავსი არაფერი აქვთ MS_ს და იმიტომაც ჩაისვარეს arm-ზე. თუმცა გეიმინგი მაინც შეგიძლია მაკზეც ყველაფერს ვერა მაგრამ ითამაშებ. linux-ზე valve-ს გამოა ასე დახვეწილი დღეს gaming. დახვეწაა აბა steam deck-ზე რომელზეც arch linux-ზე დაფუძნებული სისტემა დგას იმაზე მეტი თამაშის გაშვება შეგიძლია ვიდრე ps5 და x box ბოლოს ვერსიას აქვთ ერთად აღებულს. ეგ ყველაფერი იმის გამო რომ ჩაკეტილი არაა ეგ ყველაფერი ჩვეულებრივ დესკტოპ arch linux-ზეც და სხვებზეც შეგიძლია დააყენო და გამოიყენო. steam deck-ს ვერსიაც შეგიძლია დააყენო არც ეგაა პრობლემა. ხალხის ინტერესია მანდ უბრალოდ პრობლემა და დამოკიდებულობა windows-ზე თორემ დღეს რა დონეზეცაა ცა და დედამიწაა სხვაობა იგივე 10 წლის წინანდელთან შედარებით linux რაც იყო. ძალიან ბევრი რამე დაიხვეწა და გაკეთდა. საფორთი კიდევ აქ უფრო ადრე მოდის ხოლმე ახალი ჰარდის ვიდრე windows-ში და out of the box უფრო მეტი ჰარდია მხარდაჭერილი.

ამასწინათ windows 11 რომ არ ყენდებოდა (storage-ს დრაივერი არ არისო) იმაზე linux უპრობლემოდ დაყენდა და wifi-ც და ყველაფერი ეგრევე მუშაობდა არ დაუწყია ნეტში ძებნა რაღაცების.

Link to comment
Share on other sites

ადვილი არაა ოღონდ დაკონფიგურება მაგ ჰაკინტოშის ისე რომ რამე სერიოზული პრობლემები არ დარჩეს, გეიმინგს რომ დავანებოთ თავი საერთოდ

The Hackintosh Will Soon Be Dead, and That’s Just Fine https://www.howtogeek.com/779378/the-hackintosh-will-soon-be-dead-and-thats-just-fine/

Link to comment
Share on other sites

ისე ანდროიდი რო მოიხოდოს დესკტოპისთვის უკვე მაგარი იქნება ეგრე მგონია... ნუ ლინუქსია ეგეც მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობები უჩანს

Link to comment
Share on other sites

აქაა ჰაკინტოში მაგრამ გეიმინგი დაიკიდეთ, ვიდეოკარტების საპორტი ძალიან ცუდი ქონია, ბევრზე დრაივერსაც ვერ აყენებს: https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6066530&start=30 ცალკე პროცესორი, მაგის ინტეგრირებული ალბათ და რაც პროცესორზეა კარგათ იმუშავებს ეგ პროგრამები, ვიდეოკარტებზე ჩხიკინი უნდა ახლებზე, ნახეთ კომენტები და ბევრ რაღაცას გაიგებთ დაახლოებით რას უნდა ელოდოთ მაგ სისტემისგან თუ დესკტოპზე დააპირებეთ დაყენებას, პირველ რიგში იმ ხარდზე აქვს გართულება რაც მაკის სისტემებში საერთოდ არ გამოიყენება, ანუ არცერთ მაკინტოშს თვალითაც არ უნახია ეგ კარტები თუნდაც, ვიდეო ედიტირებისთვის კარგია პროცესორზე რასაც აქვს ასნავნოი უპორი და წვრილ-წვრილი პროგრამებისთვის, ვცდები თუ HDR მხარდაჭერა მაგ სისტემებზე არ გააჩნია, ისეთი როგორც ვინდოუს 10-11-შია თუნდაც HDR მონიტორებზე და ტელევიზორებზე, ზოგადათ ვინდოუს 10-იც და განსაკუთრებით ვინდოუს 11 სარგებლობს ახალი ხარდის პერფორმანსით და ახალი ფიშკებით, როგორიც HDR და არა მარტო, DX 12 ultimate და 6.6+ შეიდერებიც მარტო ამდ 6000+ სერიაზე და ნვიდიას 3000+ სერიაზე აქვს, მაგაზე ძველ კარტებზე აღარ, მაგრამ მაგ ახალ სისტემებზე იმდენათ მაღალია პერფორმანსი რომ დაბაგული ვინდოუსი მაინც კარგ წარმადობას დებს ხშირ შემთხვევაში და თვალით დიდათ ვერაფერს შეამჩნევ, ამიტომ მარტო უპირატესობა პერფორმანსში სამწუხაროთ არაა საკმარისი მასიურათ მაგ სისტემებზე რომ გადაბარგდეს ხალხი, მაგ ყველაფერს თან შესწავლა ჭირდება და დროს დახარჯვა, როცა ვინდოუსებში ბევრი ერკვევა მაინც რაღაც დონეზე, სხვა ნუანსებიც არის მაგრამ ეგ ძალიან ატორმუზებს მაგ სისტემების განვითარებას და მასიურათ ათვისებას, ანდროიდზე ყველაფერი მარტივია, მანდ ვერ დააყენებ ეგრე ადვილათ ვერაფერს და რომ დააყენებ მერე კიდე გამართვაა საჭირო რაღაც-რაღაცეების, გააჩნია რა დაგჭირდება, ვინდოუსში ეგ ყველაფერი უფრო მარტივათაა მაინც, კი დაბაგულია მაგრამ მაგდენი ჩხუკუნიც არ ჭირდება 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, user24 said:

ისე ანდროიდი რო მოიხოდოს დესკტოპისთვის უკვე მაგარი იქნება ეგრე მგონია... ნუ ლინუქსია ეგეც მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობები უჩანს

ადრე ინტერესის გამო დავაყენე ანდროიდ 9 დუალ ბუთზე ვინდოუსთან. თაჩ სქრინზე კაი იქნება მარა მაუსით რთული მოსახმარია :D

Link to comment
Share on other sites

IMG_20221104_093827_623.JPG.b77addc8247535612bfd2632fe904c84.JPGრაც სქრინზეა პრაქტიკაში ხომ ზღაპარია ეგ?! :D

რამი უკიდურესი მინიმუმი 4გბ გინდა, სასურველია 8. 16 იქნება "კამფეტივით". 

სსდ მინიმუმ 120გბ. (64 გადაივსება და რა აზრი აქვს). ჰდდ-ის არსებობა უნდა დაივიწყო საერთოდ. ან ცალკე ჩათხარო ფაილებისთვის.

პროცესორი ალბათ მერვე თაობა მინიმუმ??? ნერვებზე რო არ აგთხაროს 🙄

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ კი მასეა მაგრამ არაა სამწუხაროდ ალტერნატივა 

Link to comment
Share on other sites

ამასობაში აჩერედნოი სამშაბათის სეკურიტი აპდეიტები გამოვიდა https://support.microsoft.com/en-us/topic/november-8-2022-kb5019959-os-builds-19042-2251-19043-2251-19044-2251-and-19045-2251-f65e0600-2135-4efd-a979-08d1df34dce8 ყენდება ეგეთი 19042-19045 ბილდებზე, თუმცა არ ვიცი შეიძლება 19041 ბილდებზე დადგეს, ეგეთიც თუ უყენია ვინმეს, თუმცა შეიძლება მაგ ბილდზე დასრულდა უკვე სეკურიტი აპდეიტების საპორტი

სხვათაშორის ახალი .net 7 გამოუშვია მიკროსოფტს არის ცალკე runtime https://dotnet.microsoft.com/en-us/download/dotnet/7.0 ეგ ბეტა არაა, ფინალური ვერსიაა უკვე, თუმცა აპდეიტში მოდის 4.8.1 აპდეიტები დღემდე, ეხლა ცალკე პაკეტია და ქვია windows desktop runtime რომელსაც ახალი kaspersky standard იყენებს თავის GUI-ის, როგორც მიკროსოფტის edge vebview2 runtime, თუმცა კასპერსონმა 5 ვერსია დააყენა, ეს კიდე 7, მოყვებაო მაგას net runtime მაგ პაკეტში, ეხლა დავადგინე რომ კასპერსონი მარტო ნეტ 5 ვერსიას იყენებს, არის კიდე 6, აი აქედან ყენდება ეგენი:

https://dotnet.microsoft.com/en-us/download/dotnet/6.0

https://dotnet.microsoft.com/en-us/download/dotnet/5.0

კასპერსკი მაგის გარეშე არ გაეშვება ეგ რომ წაშალო, მეექვსესაც ვცდი აბა მგონი თვითონ ინსტალერში უნდა ქონდეს დამატებული მაგის საპორტი ისე არ გაეშვება კასპერსკის ახალი ვერსია 6-7 მხარდაჭერა ჯერ არა აქვს ბოლო ვერსიებს დამატებული, თუმცა მოგვიანებით შეიძლება გაანახლოს ეგენიც, ეხლა გავარკვიე მოკლეთ, თვითონ როცა წაშლი მაგ desktop runtime ან სხვა ვერსიას დააყენებ, მაგის შემდეგ კასპერსონი ხელახლა უნდა დააყენო ონლაინ ინსტალერით, ისე აღარ გაეშვებაო, ამიტომ რაც თვითონ დააყენა იმ ვერსიას ნუ ახლებთ ხელს, თვითონ კასპერსკი ხმარობს 5.0.10 ძველ ვერსიას, მაგიტომაც აღარ გაეშვა სხვა ვერსიებზე, მარტო ეგ უდგება, ისე კი ბოლო 7 უკვე და 6 დაყენება აღარაა საჭირო და არც 5.0.10 წაშლა თუ გასპერსკი გიყენია, ისე ხელახლა დაჭირდება ინსტალერის გატარება, თუმცა ყველა სეტინგები შეინახა

FTX's Sam Bankman-Fried ignored a helping hand from the CEO of Jefferies 4 months ago as the exec tried to reach out with financial advice https://markets.businessinsider.com/news/currencies/ftxs-sam-bankman-fried-ignored-financial-advice-from-jefferies-ceo-2022-11 აი ეგ ტიპია ახალი ხვონი, მგონი ამერიკელია და მაგას რამე თუ აქვს მიქარული ციხე ელოდება თუ დაუმტკიცეს

'My hands were tied': Sam Bankman-Fried breaks his silence days after the dramatic collapse of his crypto exchange https://markets.businessinsider.com/news/currencies/sam-bankman-fried-breaks-silence-ftx-collapse-binance-rescue-alameda-2022-11 ბაზრის განგებ აბვალზე, წინასწარ სგოვორზე და სხვა მაქინაციებზე ხალხს რომ დიდი ფული ეკარგება დიდი შტრაფებია და ციხე შტატებში

Link to comment
Share on other sites

ვინდოუს 10 21H1 ვერსიის საპორტი დეკემბერში სრულდებაო https://thecommunity.ru/microsoft/windows/windows10/9624-podderzhka-windows-10-versii-21h1-zavershitsja-v-dekabre.html ეგ ვინმეს რომ არ აერიოს 19043 ბილდია, ეხლა გამოვიდა 19045 ბილდი და მაგის წინაა 19044, მაგაზე რჩება საპორტი და ბოლო ახალ ბილდზე 2025-მდე არ დასრულდება მხარდაჭერა მგონი აპდეიტებზე

Link to comment
Share on other sites

ახალი პრევიუ აპდეიტი გამოვიდა 19045 ბილდისთვის: https://blogs.windows.com/windows-insider/2022/11/10/releasing-windows-10-build-19045-2301-to-release-preview-channel/ ვნახო აბა ამ უტილიტით თუ  პოულობს უკვე მაგ განახლებას პრევიუ ჩანელზე თუ მაინდამაინც ცალკე უნდა გადმოწერო დასაყენებლათ https://github.com/abbodi1406/offlineinsiderenroll/releases ვსიო ეგ უკვე იპოვა და აყენებს, ტყვილა არ აწერია 19045.2301 აპდეიტი, ადრე 19044 ეწერა და მე რომ 19045 მიყენია ვერ პოულობდა და ცალკე ვიწერდი ბოლო პრევიუ აპდეიტებს სხვა საიტებიდან

Link to comment
Share on other sites

14 hours ago, George said:

ვინდოუს 10 21H1 ვერსიის საპორტი დეკემბერში სრულდებაო https://thecommunity.ru/microsoft/windows/windows10/9624-podderzhka-windows-10-versii-21h1-zavershitsja-v-dekabre.html ეგ ვინმეს რომ არ აერიოს 19043 ბილდია, ეხლა გამოვიდა 19045 ბილდი და მაგის წინაა 19044, მაგაზე რჩება საპორტი და ბოლო ახალ ბილდზე 2025-მდე არ დასრულდება მხარდაჭერა მგონი აპდეიტებზე

მევიდა მაგის აღსასრული :vikingi:

ყველაზე დიდხანს 2021 წლის LTSC იქნება თუ არ გადაიფიქრეს. 2027_მდეო

https://learn.microsoft.com/en-us/windows/release-health/release-information

Link to comment
Share on other sites

რაღაც დროის მერე HDD ები ითიშებოდა ხოლმე (იძინებდა) მაგ. როცა ფილმს ვუყურებ ssd ზე და ეხლა დღედაღამე ღვიძაბთ ჩემ ვინჩოებს ... როგორ დავანასტროიკო ეგენი???

Link to comment
Share on other sites

11 minutes ago, user24 said:

რაღაც დროის მერე HDD ები ითიშებოდა ხოლმე (იძინებდა) მაგ. როცა ფილმს ვუყურებ ssd ზე და ეხლა დღედაღამე ღვიძაბთ ჩემ ვინჩოებს ... როგორ დავანასტროიკო ეგენი???

ჩემი HDD-იც ეგრე შვება ითიშება ხოლმე მე კიდე რაღაც პრობლემა მეგონა აპარატურული. მეც მაინტერესებს საიდან შეიძლება მაგის ჩართვა გათიშვა

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

11 minutes ago, user24 said:

როგორ დავანასტროიკო

Control Panel\Hardware and Sound\Power Options\Edit Plan Settings

 

Untitled.png

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

19 minutes ago, Gobro said:

ჩემი HDD-იც ეგრე შვება ითიშება ხოლმე მე კიდე რაღაც პრობლემა მეგონა აპარატურული. მეც მაინტერესებს საიდან შეიძლება მაგის ჩართვა გათიშვა

ხარვეზი არაა პურიქით. ზოგავს ენერგიას და რესურსს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დაზოგვაზე გამახსენდა, ჩემ ლენოვოს მოყვა ასეთი სოფთი, ხოდა ეგ იმ რაღაც ჰარდ დისკ ფაუერ სეივერმა დედა მოუ.... ვინჩოს რაც ჩართული დავტოვე მას მერე ერთ თვეში. რაღაც კრიტიკული ერორი აიკიდა და გაფრიზვა პერიოდულად. არ ვიცი რა ტექნოლოგია იყო 2015 წელს მარა არ უხდება ჰდდ-ს ჯანმრთელობას ალბათ. გადართვა გადმორთვის დროს ძაბვა იცვლება თუ რა შარლატანობა ხდება :D

649814131cc448bda7e367c8a6e57323.jpg.1bcf42949b87e40be30d0588e743513c.jpg

Link to comment
Share on other sites

რა ფორმაშია ვინდოუს 10 2 წლის შემდეგ გამოუცდელი უზერის ხელში: https://overclockers.ru/blog/Zystax/show/78683/kak-chuvstvuet-sebya-windows-10-posle-dvuh-let-raboty-na-pk-neopytnogo-polzovatelya მე 3 წელია უკვე არ გადამიყენებია და ჯერ კიდევ კარგათ უბერავს, დიდათ არაფერს ვუჩივი და არც ვირუსებს შევუწუხებივარ აქამდე

  • Confused 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.