Jump to content

Windows 10 (32 & 64 bit)


Recommended Posts

კი ეგეც არის, მაგრამ ავტომატური აქტივაციაც აქვს, ჩემთან არ ჭირდება ხოლმე კლუჩიკის შეყვანა, ციფრული ლიცენზია მაქვს ჩემ კომპზე მიბმული და ინტერნეთი თუ არის თავისით ააქტიურებს პირველი ბუტის შემდეგმ როცა ვსტრონი აქტივატორი აქვს ეგ ვეჩნი არაა, დღეებს წერს, შეგიძლია ამ კომანდით შეამოწმო ვეჩნია და დროებითი:

ადმინის უფლებებით გაუშვი command prompt-ი და ეს კამანდა შეიყვანე slmgr /xpr

თუ ვეჩნია   This machine is permanently activated დაგიწერს, ისე დღეებს გიწერს რამდენი დარჩა კიდე აქტვიაციის დასასრულამდე, მე როგორც ვიცი ვსტროენი აქტივატორები დროებითია მარტო ვეჩნი არაა, ციფრული ლიცენზია კი ვეჩნია და მაგ კომპისთვისაა გათვლილი, სხვა ვერ გამოიყენებს

 

Link to comment
Share on other sites

16 hours ago, George said:

ისე მაგ ჰაკინტოშს ბოლო ვერსია თუ დააყენე კატალინას სახით პერფორმანს დეგრადაცია არა აქვს გარკვეულ დოზებში მაკებს თუ შეადარებ + ვიცი რაღაც აგრანიჩენიები აქვს, ცალკე სსდ უნდა ხო მგონი რომ დააყენო, 16გბ ფლეშკა თან ლამის მგონი, ნაკლებზე არ ეტევაო, დატესტვა მინდოდა მაგრამ მაგის გამო შევიკავე თავი, ცალკე სსდ და 16გბ ფლეშკა რომ ჭირდება

16-იანი ფლეშკა კი უნდა მაგრამ HDD-ზე windows-ზე უკეთ კი მუშაობს ssd ისე არ ჭირდება როგორც windows 10-ს სახე რო ძვრება HDD-ზე. სტაბილურობაშიც იასნია ჯობია მილიონჯერ windows-ს. ნუ ზოგადად unix სისტემები 10 თავით მაღლა დგანან windows-სთან შედარებით სტაბილურობაში, დაცულობაში, privacy-ში და ა.შ.

ყველაზე ღადაობა იცი რა არის? აი მაგ პოსტში მაღლა რა ტვიკებიც გიწერია და აქ თემაში რომ წერ ხოლმე აი მაგდენი ჩალიჩი ნაღდად არ უნდა linux-ს. იგივე მანჯაროს რომ დააყენებ უკვე ყველაფერი დაყენებული გხვდება, დაჟე steam-ც პლეიერები, სკაიპი, ოფისები, ბრაუზერი მოკლედ ყველაფერი ეგრევე აყენია და ეგრევე მუშაობს, პირდაპირ შეგიძლია მუშაობას შეუდგე. windows -ში კიდე აგერ შენ პოსტებშიც ჩანს რამდენი ჩხიკინი და უბედურება უნდა, ხან event viewer-ში ძრომიალი ფიქსვები და რავი მაგდენის თავი ნამდვილად არ მაქ დრო OS-ს სწორებაში ვკარგო. 6 წლის წინ რო გავასწორე, მუშაობს დღესაც კარგად. აქ არმგონია ვინმეს 6 წლის წინ დაყენებული windows დღემდე update-ბით ასე იდეალურად გიმუშავებდეთ ;) თანაც ეგ ჩალიჩი ყოველ update-ზე უნდა wind-ს რადგან რას შეცვლის საერთოდ არ იცი, შეიძლება რაღაცა შენ გემოზე გქონდეს გასწორებული და ადგეს და ყველაფერი მიაშალოს და ისე დააკონფიგოს როგორც თვითონ უნდა. მერე უნდა ასწორო თავიდან ან ახლიდან დააყენო და მაინც გაასწორო. მოკლედ მისახედად windows გაცილებით მეტი დრო და ნერვები უნდა ვიდრე linux-ს. ახალდაყენებული უკვე მოწყობილია ყველაფერი ფაქტობრივად, მარტო იკონკებს თუ გაასწორებ ეგაა და ეგ.

Link to comment
Share on other sites

ეგ ყველაფერი მე ავტომატიზმამდე მაქვს მიყვანილი უკვე, არაფერი ნერვები და მითუმეტეს ბევრი დრო არ მჭირდება, თან ერთი საინტერესო ფუნქცია დაემატა ბოლო ბილდებში, რეესტრიდან ცვლი ბილდს და უკვე ახალი ბილდია და სერვისებიც აქტიურდება მაგ ახალი ბილდის, ანუ არანაირი პირდაპირი აპგრეიდი აღარ ჭირდება, მესამე ბილდია ეგრე ყენდება უკვე პადრიათ ერთი-მეორეს მიაყრი ერთი აპდეიტის დაყენებით, ეგ ახალი ფიშკაა და დაემატა 1903-ან მგონი პირველათ, ეხლაც შენ გგონია რამე ვიწვალე, მომენტალურათ გადავიდა 20H2-ან 21h1 ბილდზე მანამდე კიდე ეგრე გადავედი 20H1-ან 20H2, ბევრი შეიძლება არ იყენებს ეგეთ პერეხოდებს, მაგრამ ფუნქცია საკმაოთ გამართულათ მუშაობს, მაგ განახლებას ქვია future update enablement package, რეესტრში ერთ კლუჩიკს ცვლის და გადადის შემდეგ ბილდზე, არანაირი საათობით აპგრეიდები აღარ ჭირდება უკვე, დაჟე აპდეიტებიც იგივე ნომრითაა 20h2 და 21h1 ბილდებზე ერთი 19042-ია მეორე 19043, მანამდეც ეგრე იყო იქ უბრალოთ 19041 იყო და 19042, რაც მთავარია მუშაობს ეგრეც კარგათ, არაფერს გაუბერია, მაინერიც ეგრე მაქვს გადაყვანილი ახალ ბილდზე, არც იქ უბერავს ცუდათ, ისე 700$ როგორ დამიდებდა თვეში ჩემი ძველი რიგი საათივით რომ არ მუშაობდეს და სულ იკრაშებოდეს ან ჩერდებოდეს რიგი, საერთოდ უპრობლემოა, თან ბევრი რაღაცეები ვისწავლე მაინინგი რაც დავიწყე, მანამდე საერთოდ რომ არ ვიყენებდი გეიმინგში, ხო რაც მთავარია შენივე დატვიკული სეტინგები რჩება ეგრე, როცა პირდაპირ აპგრეიდს აკეთებ media tools-ან ხელახლა გიწევს რაღაცეების ჩხუკუნი, მაგ განახლების დაყენებით ყველაფერი თავის ადგილზე რჩება, ხო არ მოგეწონა აპგრეიდი ან პრობლემები შენიშნე რაც წინაზე არ ქონია, მაგ აპდეიტს წაშლი და ისევ 19042 ბილდზე აბრუნებს იგივე აპდეიტზე, თან მაგ პერეხოდებზე ბევრი დრო არ იკარგება, ძალიან მარტივი და სწრაფი პროცედურაა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება პირდაპირ აგპრეიდზეც უკეთესათ მუშაობდეს როცა სეტინგებს ამახსოვრებინებ ახალი ბილდის დაყენების წინ, ისე 16გბ ფლეშკა უბედურებაა მართლა, 4გბ ვატევ მე ვინდოუს 10 პროს, ბევრი რაღაცეები არ მაქვს ამოჭრილი მაგრამ ESD მაქვს შეცვლილი ინსტალერი, მაგითი მცირდება ფლეშკაზე მთავარი დამყენებელის ზომა და ეტევა უკვე, ბევრი არაფერი დამიცლია მაგრამ 4გბ ჩადიოდა, ეგ ბოლო არ ვიცი შეიძლება აღარც დაეტიოს, მაგრამ 8გბ ყელამდე ყოფნის ეხლაც კი ,16გბ შეიძლება მაკos არც უნდა მაგრამ არც 8გბ ეტევა როგორც ჩანს, ანუ ნერვოზი გამიჩინა და ეგეთები მე არ მეხება დიდათ, პარარელურათ ვმართავ ფაქტიურათ ერთდროულათ ორ სისტემას, ნუ მაინერს ტიმვივერიც ყოფნის, მაგრამ სერიოზული პრობლემები მე არასდროს მქონია და არც ვირუსების შემოსევა სისტემური პარტიშენის დაფორმატება რომ ჭირდება

Link to comment
Share on other sites

ლინუქსის შეზღუდვებზე რარო არ საუბრობთ? ნუ მე პრო არ ვარ მაგ საქმეში მაგრამ ვინდთან შედარებით შეზღუდულია, მაქს: მულტიმედია/ბრაუზინგით ისარგებლო . გააჩნია რას საქმიანობ და რაში იყენებ ოპ. სისტემას მაინც რა .. ეს win10 მართალია ხშირად თვითნებურად ურევს ყველაფერს მაგრამ no way .... ეხლა მე რო ავდგე და linux გავუშვა, იუთუბის და ფილმების იმედად დავრჩები :დ + მაგას შესწავლა გიწევს უცხო სისტემის, არაფერი იცი პრობლემებზე და მის გადაჭრის გზებზე, ვინდოუსი კიდე გადაღეჭილია მაინც ბავშვობიდან მე პირადად სხვა სისტემაზე შეხება არ მქონია.. ისევ იმის იმედად უნდა დავრჩე რო მაიკროსოფტის თანამშრომლები ბოლო-ბოლო პროგრამირებას ისწავლიან ერთ დღესაც :D 

აგერ GX ის რელიზი დავაყენე და მთელი ნაგავი აქვს მოცილებული, დაცარიელებულია და დამსიბუქებული ბევრად, ნუ სხვა გზა არაა .... სუფთა ვინდი ძალიან მძიმეა SSD სთვისაც კი. 

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, user24 said:

ვინდთან შედარებით შეზღუდულია, მაქს: მულტიმედია/ბრაუზინგით ისარგებლო .

ეს არ თქვა ხოლმე, იმიტომ რომ სასაცილოა.

windows-ს თამაშებიც ეშვება ჩვეულებრივად. ზოგში პერფორმანსის მცირე დაკარგვით, ზოგი მათგანი კი პირიქით უფრო უკეთეს შედეგს იძლევა linux-ზე. 17,384 დარეპორტებული თამაშიდან 13,860 მუშაობს  https://www.protondb.com/

ასევე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი თანამედროვე თამაში გამოდის native linux support-თ.

ამას გარდა არსებობს game stream ტექნოლოგიები თუ გსმენია. მაგითად მშვენივრად ითამაშებ. სხვათაშორის ეგ google stadia მაგალითად კაკრას linux-ს იყენებს ანუ რაც მანდ თამაშებია linux-ზეა გაშვებული.

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

17,384-ან  13,860 ეგ სისულელეა სრული, ვინ ითამაშებს ემულაციით იგრებს როცა ყველაფერი ეშვება ვინდოუს 10-ზეც, რა დანაკრი რის დანაკარგი, გრაფიკაც დაკარგული ექნება მანდ და კიდე სხვა ათასნაირი ბაგები, ეგრე რომ არ იყოს 5% იჯდებოდა ვინდოუსზე და 70% გეიმერების ლინუქსზე, რამდენი გეიმერი ვიცი მოუსინჯია და ეგრევე ვინდოუსზე გადმოსულა უკან, ან თამაში არ ეშვებოდა ან რაღაც პრობლემა ქონდა, ან გრაფიკული სეტინგები არ ირთვებოდა, ან რაღაცას კრაშავდა კიდე, ვინ გადავა სისტემაზე სადაც თამაშების ნაწილი საერთოდ არ მუშაობს ნორმალურათ, არც არავინ, რა დანაკარგზეა მანდ ლაპარაკი 10ფპს ჯაბნის ლინუქსი 1080P ზოგ იგრებში, იქნება ყველა ფიშკები არც მუშაობს მაგაზე, ნაგავი დრაივერები ქონდა ყოველთვის ლუნუქსზე ნვიდიას, არც ეხლა ექნება იდეალური, დაფინანსება ყოველთვის მეორე პლანზე იდგა და მაგიტომ, გეიმერების უმრავლესობა ვინდოუს 10-ზე არიან მოკალათებული ლინუქსზე ძალიან მცირე რაოდენობა თამაშობს იმ ასობით მილიონი გეიმერიდან რაც სტიმზე,ეპიკზე და სხვა დიდ პლატფორმებზეა თავმოყრილი, პირატულ იგრებსაც უფრო ვინდოუსზე უბერავს ბევრი და არა ლინუქსზე, ათასნაირი მელკი პრობლემები იქნება, შენ მარტო კარგ მხარეს არეკლამებ ხოლმე, რომ ჩავუჯდე იმდენ ნაგავს ვიპოვი რომ მეორეჯერ აღარავის მოუნდება მანდ რამის თამაში, არაა ეგ ნომერ პირველი პლატფორმა და ეგეთი პადხოდით არც არასდროს იქნება, ძალიან ნელი ტემპებით მიიწევს წინ სხვაობა გეიმერების საერთო რაოდენობაში კიდე კოლოსალურია რაზეც მიგვითითებს ვინდოუს 10-ის ბაზრის წილიც, ეგ სასაცილოა აქტიური გეიმერისთვის რომ უთხრა რომ დარეპორტებული თამაშის ნაწილი არც კი გაეშვებაო, მასეთს არავინ დააყენებს, თან დაყენება ეგრე ადვილი რომ იყოს, ათასი რაღაცა უნდა შეისწავლო კარგათ და ალბათ ყველა თამაშს თავისი ნუანსები აქვს, ონლაინზე ხომ აღარაფერს ვიძახი, ემულაციით რატომ უნდა გავუშვა თამაში როცა მაგის გარეშეც მშენივრათ უბერავს, თუ მაგრები არიან თავისი ანალოგი შექმნან DX და მაგაზე დახვეწონ გეიმინგი და არა უკვე პს-ზე გამოსული თამაშები დააპორტირონ, ემულაცია რა საჭიროა, მანდ რომ უფრო სწრაფია ზოგან არაფერს არ ამტკიცებს ეგ, მარტო იმას რომ შეიძლება ყველა გრაფიკული ფიშკა არ ირთვებოდეს წესიერათ და მაგის ხარჯზე ემატებოდეს წარმადობის ნაწილი, პრესნი სისტემაა ეგ ლინუქსი, არაფერი არა აქვს შიგნით და შენით უნდა დაამატო ყველაფერი, ვინც დააყენა ბევრს არ მოეწონა არც დიზაინი და არც ინტერფეისი, გასაგებია რომ არსებობს სბორკები სადაც მაქსიმალურათ ახლოს იყოს შეიძლება ვინდოუსის ინტერფეისთან მაგრამ ბევრი არც ეგეთს არ ეკარება, რახან საერთო ოპიტი მაინც საჭიროა და ბევრი რამის სწავლა მანდ რომ არ დაიკარგო სეტინგებში, ვინდოუსზე შეიძლება ბევრი ხლამი იყოს და არ იყოს ბოლომდე გამართული, მაგრამ ათვისება უფრო ადვილია ბევრი რაღაცის ვიდრე ლინუქსზე, შენ რახან დაამუღამე ყველაფერი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბევრი ეცდება იგივეს გაკეთებას და მაგაზე თავისუფალი დროს დახარჯვას, ზოგს ეზარება ბანალურათ, ზოგს არაფერში ჭირდება ეგ სისტემა და სათამაშოთ ვინდოუს 10-იც ყოფნის, ეგრე რომ არ იყოს ძალიან რეზკათ შემცირდებოდა აქამდე ვინდოუსის მომხარებელთა რიცხვი და ყველა გავარდებოდა ლინუქსის დასაყენებლათ მარტივათ რომ შეიძლებოდეს ყველაფრის შესწავლა, ვნითარდება პს-ზე მშვენივრათ ვულკანიც, DX12 და ათასნაირი გრაფიკული ფიშკები, მაგისთვის ლინუქსის დაყენება სულაც არაა საჭირო და ნოლიდან ყველაფრის შესწავლა, ჰაკინტოშზეც იგივეს ვიტყოდი, ბევრისთვის არ იქნება ბოლომდე მორგებული არც ლინუქსი და არც ჰაკინტოში, მთავარი მიზეზი შეიძლება ეგ იყოს ვინდოუს 10-ზე დარჩენის, ფპს რაც შეეხება საკმარისზე მაღალია თუ ნორმა სისტემა გაქვს და არა მოძველებული, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ეგეც იყოს ლინუქსის პერფორმანსის სხვაობა რომ ეგეთი აქტუალური არაა, თუ არის რა თქმა უნდა რეალურათ ეგ სხვაობაც და რაც მთავარია რის ხარჯზეა მიღწეული, ისე მანდ მუშაობს იგივე RTX, ფრისინკი,ჯისინკი,HDR და ასე შემდეგ, შეიძლება ნორმალურათ არც კი მუშაობდენ ეგ ფიშკები და კიდე სხვა რაღაცეებიც რაც პს-ზე აქვს თამაშებს, არ მინდა გავაბანძო ის რაც არ დამიტესტია პირადათ, მაგრამ შენ ისეთი აღწერები მოგაქვს რომ ვინდოუს 10 არც კი უნდა გაეკარო, მაგრამ რეალურათ შეიძლება სულ სხვა სიტუაცია იყოს და ერთხელ რომ დატესტავ მეორეჯერ დაყენებაც აღარ მოგინდეს ლინუქსის და მიზეზი შეიძლება საკმარისზე ბევრი დაგიგროვდეს, პერფორმანსი კიდე დაჟე ჩემ 2013 წლის სბორკაზეც საკმარისზე მაღალი მაქვს მე, 16 თრიდიანზე და 32გბ რამზე რომ გადავალ კარგი კარტით კიდე უფრო კარგი მექნება, მაგისთვის ლინუქსზე გადასვლა სულაც არ იქნება საჭირო, არაფერი ეგეთი ჭედვა და შენელება ჩემთან არა აქვს და მაგაში არ მეკარგება დრო ნამდვილათ, რაღაც წამებზეა საუბარი და ჩემთვის ეგ საერთოდ არაა აქტუალური, საკმარისზე მაღალი გამტარობა აქვს ვინდოუსზეც ყველგან ნორმა სისტემებზე, ვინდოუს 10 რომ დასახვეწია მაგაში გეთანხმები, ბევრი რამე არაა იმ დონეზე რაზეც უნდა იყოს და მანდ ტელემეტრია მთლათ მეორე პლანზეა, სხვა კომპონენტებში ჭირდება დახვეწვა, იგივე დიზაინი, ცვეტოპერედაჩა და დამატებითი ფუნქციონალი, თუმცა ნელ-ნელა რაღაცეებს მანდაც ამატებენ და ხვეწავენ, თან რაღაც ნუანსების შედარებაც არ გამოვა რახან შენ პირადათ არ ხარ აქტიური გეიმერი და არ გექნება ყველაფერი ნორმალურათ დატესტილი მანდ, ეგ ბენჩები კიდე ყველაფერს არ გაგვიმხელს მაინც შენ რომ დებ ხოლმე თამაშებზე, მე ბევრი გეიმერი ვიცი ვინც მოსინჯა და არ მოსწონებია ლინუქსი, იმენა გეიმინგში, შეიძლება ზოგი იგრები მართლა კარგათ მუშაობდენ, მაგრამ ვინდოუსზეც არ უბერავენ ეგენი ცუდათ და სხვა იგრებზეც არა აქვს პრობლემები რაც მანდ საერთოდ არ ეშვება, ეგ კი უკვე მინუსია მაგ სისტემის და ბევრი შეიძლება მარტო მაგიტომ მოერიდოს მაგაზე გადაბარგებას, დაჟე ვიკიპედიაში არსებობს ცალკე განყოფილება და ქვია Criticism of Linux https://en.wikipedia.org/wiki/Criticism_of_Linux

მანდვეა Criticism of desktop Linux https://en.wikipedia.org/wiki/Criticism_of_desktop_Linux ზოგი რაღაცა შეიძლება აღარ იყოს ისეთი აქტუალური უკვე, მაგრამ ბევრი რამე აქტუალური რჩება დღემდე და არაა ბოლომდე მორგებული ან ჯერ კიდევ დასახვეწია, ანუ კრიტიკას არა მარტო მიკროსოფტის ვინდოუსი, ეგენიც იმსახურებენ ხშირათ, რაზეც ლინუქსის ფანატებს არ უყვართ ყურადღების გამახვილება ან საერთოდ არ თვლიან მინუსებათ, ეგაა მთავარი პრობლემა რის გამოც ეგ სისტემები არაა ისეთი პოპულარული როგორიც იგივე ვინდოუს 10-ია ამ ეტაპზე, უმრავლესობას დღემდე ვინდოუსი ურჩევნია სხვადასხვა მიზეზების გამო და პრინციპიალურათ არ გადადის ლინუქსზე, სხვათაშორის ბაზრის წილის დაბყრობის კარგი დრო იყო ვინდოუს ვისტას გამოშვების შემდეგ, რითიც საერთოდ ვერ ისარგებლა ლინუქსმა და არა ეხლა ვინდოუს 10-ის დროს, ვერ დაჯაბნიან ეგენი ვინდოუს 10, რაზეც ბაზრის წილი მიგვითითებს, რაც არ უნდა კარგი სეკურიტი ქონდეთ და წარმადობა, სხვა რაღაცეებში ჩამორჩებიან ვინდოუს 10 და სანამ ეგ არ შეიცვლება მეეჭვება ეგ სისტემა ნომერ პირველი გახდეს, ნუ რომელიმე ლინუქსის ბილდი მაინც

in 2006 Dominic Humphries stated that the aims of the Linux community are not desktop market-share or popularity, but in Linux being the best operating system that can be made for the community. მაგ უტვერჟდენიის შემდეგ ჩემი აზრით დიდათ არაფერი შეცვლილა 15 წლის შემდეგაც კი, პროგრესი ისევ ძალზე მცირეა OS დესკტოპ ბაზრის წილში, დომინაცია არის მარტო სმარტფონებში ანდროიდის სახით, მაგ ლინუქსის სისტემების ბოლომდე შესწავლა და ათვისება ძალზე რთულია, დაჟე იმ დონემდე რომ გაერკვე როგორც მე ვინდოუს 10 ვერკვევი ალბათ წლები დაჭირდება ბევრს ვისაც აქამდე არ ქონია შეხება ლინუქსთან, ზუსტათ მაგის გამო მე პირადათ არასდროს მომდომებია ეგეთი სბორკის დატესტვაც კი, თუ დავტესტავ ისევ ვინდოუს 10-ის ბოლო პრევიუ ბილდს ვიდრე ეგეთს, ვისაც უყვარს ჩხირკედელაობა და ექსპერიმენტები რატომაც არა ჰაკინტოშის დაყენებაც შეუძლია და ლინუქსის დისტროების, მითუმეტეს უფასოა ეგ მეორე და არავინ გაკავებს

Known and Resolved issues for Windows 10 version 20H2 https://www.tenforums.com/windows-10-news/166755-known-resolved-issues-windows-10-version-20h2.html

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, მათე said:

ეს არ თქვა ხოლმე, იმიტომ რომ სასაცილოა.

windows-ს თამაშებიც ეშვება ჩვეულებრივად. ზოგში პერფორმანსის მცირე დაკარგვით, ზოგი მათგანი კი პირიქით უფრო უკეთეს შედეგს იძლევა linux-ზე. 17,384 დარეპორტებული თამაშიდან 13,860 მუშაობს  https://www.protondb.com/

ასევე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი თანამედროვე თამაში გამოდის native linux support-თ.

ამას გარდა არსებობს game stream ტექნოლოგიები თუ გსმენია. მაგითად მშვენივრად ითამაშებ. სხვათაშორის ეგ google stadia მაგალითად კაკრას linux-ს იყენებს ანუ რაც მანდ თამაშებია linux-ზეა გაშვებული.

ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ლინუქსზე მჯდომი გეიმერი, სტრიმერი ან მოყვარული მოთამაშე ნაღდად არ მსმენია. თუ სახელდობრ თამაშებზე ვისაუბრებთ ასეა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Valve's Steam Data For December Points To A Huge Dip For Linux Gaming Marketshare https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Valve-Steam-December-2020 პროტონმა თუ უშველა ძალზე ცოტათი, ისე კი ძალზე მცირე ბაზრის წილი აქვს დაკავებული სტიმზე, მანდ არანაირი ინტელ vs amd პროცესორებში ან nvidia-amd ვიდეოკარტებში ახლოსაც არაა % საატნაშენიით, ეგ რომ ყოფილიყო ორიენტირი კონსოლშიკებს სასაცილოთაც არ ეყოფოდათ ეგეთი გეიმერების რაოდენობა, აი ვინდოუსზე -ზე კაკრაზ გეიმერების რაოდენობა საკმაოთ მაღალია და 200 მილიონს სულ მცირე აღწევს ალბათ აქტიურათ ვინც თამაშობს, სმარტფონების გეიმინგი სხვა თემაა, მაგას მე არ ვეხები და ზოგს აინტერესებს ზოგს არც ისე

Over one billion devices are powered by Windows 10 after five years on the market. https://www.windowscentral.com/windows-10-surpasses-1-billion-active-devices-worldwide#:~:text=Windows 10 now has one,the one billion device milestone. მილიარდზე მეტი დევაისზეა უკვე ვინდოუს 10-ი, მაქედან მეათედი სულ მცირე თამაშობს აქტიურათ, ამიტომ 200 მილიონი გეიმერი კი მოგროვდება მთლიანობაში, აქტიური მაგის ნახევარიც რომ იყოს, ეგ ყველაფერი მარტო ვინდოუს 10-ზე, კონსოლებზეც დობრათ გეიმერია და რამდენიმე მილიონი ალბათ მაკებზეც იქნება და ლინუქსის დისტროებზეც, ზოგადათ არსებობს ცალკე გეიმერების სტატისტიკა სადაც ყველაფერი შედის, პს პლატფორმა, სმარტფონები,კონსოლები,ვირტუალური შლემები და ასე შემდეგ, ხოდა მანდ რიცხვი გაცილებით მეტია, მაგ სტატისტიკის მიხედვით ლამის მსოფლიო მოსახლეობის ყოველი მესამე-მეოთხე ადამიანი გეიმერია უკვე: https://www.statista.com/statistics/748044/number-video-gamers-world/ ამ ეტაპზე საერთო გეიმერების რაოდენობა 2.8 მილიარდს აღწევს უკვე ან მიაღწევს 2021 წლის ბოლოსთვის მაინც, ეგ კი სერიოზული რიცხვია და მაქედან საკმაოთ მცირე % უკავია ცალკე ლინუქსის დისტროებს დესკტოპზე, მარტო სმარტფონებში აქვთ მაგათ კარგათ საქმეები ანდროიდზე, დესკტოპზე მაგ მხრივ საკმაოთ სკრომნი აბიომებია, მარტო სტიმის და ეპიკსტორის პარარელურათ მოთამაშე გეიმერების რაოდენობა ყოველდღიურათ ცდება ალბათ 50 მილიონს უკვე ამ კოვიდის პერიოდში და მაქედან უმრავლესობა ვინდოუს 10-ზე იჯდება კაკრაზ, აი ყოველდღიურათ ვინც თამაშობს მაგ ორ პლატფორმაზე 100 მილიონზე ავა მაშინ ეგ გეიმერების რიცხვი მაგ შემთხვევაში, მაგის გარდა კიდე ბევრი სხვა პლატფორმაც არსებობს ონლაინ იგრების და არა მარტო და რა თქმა უნდა უბრალოთ პირატული თამაშების გეიმინგი,რაც ძალზე პოპულარულია დღემდე ბევრ ქვეყანაში

Steam has over 120m monthly active users https://www.eurogamer.net/articles/2021-01-14-steam-has-over-120m-monthly-active-users#:~:text=Daily active users hit 62.6,21.4 per cent over 2019.

Epic Games Store 2020 Year in Review https://www.epicgames.com/store/en-US/news/epic-games-store-2020-year-in-review#:~:text=Thanks to this community%2C the,up from 7M in 2019). მანდ უფრო სკრომნი რიცხვებია მაგრამ 56 მილიონი გეიმერი კი ყავთ მანდაც თვიური მერკით 

რაც შეეხება მაღალ ინპუტ ლაგს ან ლაგებს, არაფერი ეგეთი და თვალების დათხრა ჩემთან არ გააჩნია, ვიყენებ MPC-HC+madvr ვიდეოების საყურებლათ + ოპერაGX ბრაუზინგში, ხოდა ჩემ მოძველებულ სისტემაზეც კი 165 გერციან გეიმერულ მონიკზე მშვენივრათ უბერავს და თვალებს არ მთხრის, ძალიან სწრაფია ბრაუზინგიც, აღარაფერს ვამბობ უკვე 4.6GHZ 16 თრიდიან 11700-10700 თუ გადავედი 32გბ 3600-4000MHZ ოპერებით, იქ ვაბშე გაიგიჟებს თავს და კიდე უფრო სწრაფათ იმუშავებს ყველაფერი, ამიტომ დაბალ პერფორმანსზე ლაპარაკი ეგეთ სბორკებზე უბრალოთ სასაცილოა და საერთოდ კარგავს აქტუალობას, ამდ მატება აქვს მარტო მულტითრიდინგში სერიოზულ ნაგრუზკებზე, ისე სინგლ თრიდზე ინტელზე მძლავრი ეგ ნამდვილათ არაა დაჟე 5800 კი 11700 თუ შეადარებ, ამიტომ მანდ არანაირი უპირატესობა ამდ არა აქვს მაგ ინტელებთან და ეგეთ რაღაცეებში ეგენიც ძალზე სწრაფათ მუშაობენ, მძიმე ტასკებში კიდე შეიძლება ყველას არც ჭირდებოდეს პროცესორი, გეიმინგში კი ეგენიც მშვენიერ ფპს დებენ, რაც მთავარია მიკროცენტრში 5800 ადევს 430$, 10700 კიდე უკვე 230$ აიღებ, ჩემი აზრით 16 თრიდიან პროცესორებში ეგ ძალზე დიდი სხვაობაა ფასში და კარგი ბიუჯეტური Z490 მაზერი მოგივა მაგ სხვაობით უკვე ან სერიოზული 32გბ ოპერების კიტები სხვაობა ფპს-ში კიდე ძალიან მცირეა მაგ ორს შორის მთლიანობაში მითუმეტეს 2k, 10850 20 თრიდზე ჯდება სულ რაღაც 320$, როცა 3600 ადევს 280$ ამ ეტაპზე 12 თრიდიანს, ჩემი აზრით ეგ დიდი სხვაობა გამოდის უკვე ფასში და 430$ არაა იაფი 16 თრიდინი რაც ჯდება ეხლა და რაც მთავარია მულტითრიდინგშიც ვეღარ ამარცხებს დიდათ მაგ 20 თრიდიანს უკვე, ნურავინ ნუ მიწყენს მაგრამ 110$ მეტს მე არ გადავიხდიდი 4 თრიდით ნაკლებში, ეგეთი დიდი სხვაობა არაა და მაგიტომ და ეგ ფასი გამოწვეულია უფრო სერიოზული დეფიციტის გამო რაც მაგ სერიის პროცესორებზეა ეხლა, თუ დეფიციტი არ იქნება 11 სერიის ინტელებზე ეგეც მალე გაიაფდება საკმაოთ და ეგ კიდე უფრო კარგ ფორმაში იყოს შეიძლება მულტითრიდინგის პერფორმანსში, ამდ კიდე სასწრაფოთ აქვს მოსაგვარებელი გლობალური დეფიციტის პრობლემა მაგ სერიის პროცესორებზე, რაც ცუდათ მოქმედებს ფასებზეც, ნუ იგივე ჭირდა მანამდე ინტელს რამდენიმე წელი პადრიათ, ინტელს კაკრაზ ადეკვატური ფასები უდევს ამ ეტაპზე, ამდ კიდე არა ადეკვატური, გურუ3დ-ზეც დაიპოსტა უკვე მაგის შესახებ, მაგალითად გერმანულ მაღაზიაში ამ ეტაპზე 5600X რიზენი და 10900 ერთი ფასი ჯდება ევროებში ფაქტიურათ, სხვაობა არაა საერთოდ ფასში

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, George said:

17,384-ან  13,860 ეგ სისულელეა სრული, ვინ ითამაშებს ემულაციით იგრებს როცა ყველაფერი ეშვება ვინდოუს 10-ზეც, რა დანაკრი რის დანაკარგი, გრაფიკაც დაკარგული ექნება მანდ და კიდე სხვა ათასნაირი ბაგები, ეგრე რომ არ იყოს 5% იჯდებოდა ვინდოუსზე და 70% გეიმერების ლინუქსზე, რამდენი გეიმერი ვიცი მოუსინჯია და ეგრევე ვინდოუსზე გადმოსულა უკან, ან თამაში არ ეშვებოდა ან რაღაც პრობლემა ქონდა, ან გრაფიკული სეტინგები არ ირთვებოდა, ან რაღაცას კრაშავდა კიდე, ვინ გადავა სისტემაზე სადაც თამაშების ნაწილი საერთოდ არ მუშაობს ნორმალურათ, არც არავინ, რა დანაკარგზეა მანდ ლაპარაკი 10ფპს ჯაბნის ლინუქსი 1080P ზოგ იგრებში, იქნება ყველა ფიშკები არც მუშაობს მაგაზე, ნაგავი დრაივერები ქონდა ყოველთვის ლუნუქსზე ნვიდიას, არც ეხლა ექნება იდეალური,

აშკარად ვერ ერკვევი linux-ში და მითუმეტეს მასზე gaming-ში არაერთხელ შემინიშნავს რომ მცდარ ინფორმაციას წერ linux-ზე. ემულაცია 3-ჯერ გაქ ნახსენები :D არადა ემულაცია არაფერშუაშია. ემულაციით არავინ თამაშობს PC თამაშებს linux-ზე. wine, proton ემულატორი არაა! ემულატორსა და compatibility layer-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. nvidia-ს დრაივები კი ცა და დედამიწაა ადრინდელთან შედარებით. AMD-სი მითუმეტეს. ეგ საერთოდ kernel-შია ჩაშენებული და open source driver-ები ჯობია. RADV ACO-ს მერე მთლად გაუმჯობესებულია vulkan AMD-ზე. DX-ს ალტერნატივად კიდევ AMD-მ შექმნა ჯერ mantle და მერე მოხდა დახვეწა VULKAN-დ და windows-შიც კი უკეთესი პერფორმანსი აქვს ხოლმე DX-თან შედარებით. მაგიტომ იხეოდა MS შუაზე რომ WSL-ში dx-ს მხარდაჭერა უნდოდა რომ vulkan არ გამოეყენებინათ, მაგრამ ყველამ იცის MS-ს EEE-ს შესახებ უკვე :P

ძაან სტრანნად აფასებ ხოლმე. რადგან სერვერებში ინტელს დიდი მოგება აქ ამიტომ ინტელი ჯობია, რადგან windows 1245325322 იყენებს და linux-ს 232254 ამიტომ windows ჯობა. მშვენივრად თამაშობენ linux-ზე და comunity-ც არის საკმაოდ დიდი, სადაც ვინც არ იცის ეხმარებიან. მე თვითონაც ხშირად ვთამაშობდი ხოლმე linux-ზე და მშვენივრად მუშაობდა ყველაფერი ეგ ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ. თემაც მაქ გახსნილი თანამედროვე თამაშების რომელიც მუშაობს იდეალურად. cyberpunk რომ ავიღოთ იგივე day one support ქონდა linux-ზე. 

Link to comment
Share on other sites

არანაირათ,. ბევრ გამოცდილ გეიმერს ვიცნობ ვისაც პირადათ აქვს დატესტილი და არაფრათ არ ვარგაო, ამიტომ არანაირ მცდარ ინფორმაციას არ ვწერ, სწორია ყველაფერი, ეგრე რომ არ იყოს აქამდე ყველა ლინუქსზე იჯდებოდა, მომხარებლების 90% კიდე მაგ კარაკულებში ვერ გაერკვევა, ეგ ნამდვილათ ეგრეა და არ უნდა იმის მტკიცება რომ ვიღაცეებს დაუყენე და 6 წელია გამართულათ მუშაობს, ეგ არაფერში დაეხმარება იმათ ვინც ბაიბურში არაა მაგ OS და ეგეთი მილიონობით უზერია, ამ ფორუმზე რომ არ მოყოლია დიდი გამოხმაურება და ბევრი არ გადასულა ლინუქსზე ეგ რა თქმა უნდა არაფერ შვაშია, მაგრამ დასავლეთშიც არაა ისეთი პოპულარული და ვინმემ თუ კრიტიკა დაიწყო ეგრევე იჭრებიან ლინუქსის უზერები, თუმცა კრიტიკას ნამდვილათ იმსახურებს და პირველ რიგში საკმაოთ რთულათ ასათვისებელი და მოუხერხებელი სისტემაა და უბრალო უზერისთვის საკმაოთ რთული იქნება მაგ ყველაფრის ნორმალურათ ათვისება, რაც არ უნდა იყოს არაა ეგ ჯერ ისეთი პოპულარული რომ დისკოსიათაც ღირდეს, როცა დაიკავებენ დესკტოპ OS ბაზრის 10% მაინც მერე შეიძლება რამის მტკიცება და იმისი რომ დიდი ბაზრის წილი მოპარეს ვინდოუს 10, არაფერი ეგეთი არაა და ძალიან მცირეა ლინუქსზე აქტიური გეიმერების რიცხვი, ნუ ასე 200 მილიონი თუ იქნება პს-ზე მანდ სულ რამდენიმე მილიონი იჯდება მაქს, იმენა გეიმინგ პლატფორმათ რომ იყენებდენ პირველ რიგში, თორე ლინუქსი უყენია ბევრს მაგრამ გეიმინგში არ ხმარობდენ შეიძლება, მიკროსოფტი კი არა და ლინუქსის დამაარსებლები იჭრებიან რახან ვერ დაჯაბნეს კრივოი ვინდოუს 10 და ვერც დაჯაბნიან ეგეთი დაფინანსებით და პადხოდით როგორც მანდაა, ეგ სისტემაა უფრო გამოცდილი პროფ უზერებისთვის და არა უბრალო მომხარებლებისთვის გათვლილი, მაგ უბრალო ინტეფრეისამდე კიდე ბევრი ვერც მიაღწევს რაღაცეები თუ არ ისწავლა ჯერ, სანამ ეგ ეგრე დარჩება არანაირ დომინაციაზე და მიკროსოფტის შევიწროვებაზე ლაპარაკიც არ იქნება, წლებია ეგ დისკუსია გრძელდება მაგრამ აქამდე არაფერი წინსვლა არ ყოფილა, როგორც ქონდა მცირე ბაზრის წილი ლინუქსის დისტროებს, ეგეთივე მცირე დარჩა წლების შემდეგაც და გეიმინგშიც ეგრეა, თავის დროზე გამოცდილ აიტიშნიკებს ვეკითხებოდი ჯერ 2000 წლებში მოსკოვში რომელი OS ჯობია გართობა-გეიმინგისთვის მეთქი ხოდა აქტიურმა ლინუქსის უზერებმაც ვინდოუსი მირჩიეს მაშინაც კი, რახან რთულია მაგ ყველაფრის ადვილათ ათვისება მანამდე არანაირი შეხება თუ არ გქონია და რაც მთავარია დრო ჭირდება, თან ეგ ყველაფერი რომც ისწავლო შეიძლება ის არ გამოგიდეს რასაც ელოდებოდი, ეხება ლინუქსაც და MacOS, აქვს ორივეს როგორც პლიუსები ასევე ბევრი მინუსი, მაგრამ რატომღაც ბევრ ლინუქსის მომხრეებს მარტო პლიუსები ხვდებათ თვალში და მინუსებს აიგნორებენ, კრივოია თუ რაცაა შესწავლილი მაქვს ძალიან კარგათ, ამიტომ ჩემთვის ეგ ბევრათ უდობნი სახმარია ვიდრე შეუსწავლელი ლინუქსი

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, George said:

არანაირათ,. ბევრ გამოცდილ გეიმერს ვიცნობ ვისაც პირადათ აქვს დატესტილი და არაფრათ არ ვარგაო, ამიტომ არანაირ მცდარ ინფორმაციას არ ვწერ, სწორია ყველაფერი, ეგრე რომ არ იყოს აქამდე ყველა ლინუქსზე იჯდებოდა, მომხარებლების 90% კიდე მაგ კარაკულებში ვერ გაერკვევა,

მსგავსი არაფერი მინახავს რასაც შენთან დისკუსიისას ვნახულობ ხოლმე. წერ ისეთ ინფორმაციას როგორც ზემოთ დიდ პოსტში გიწერია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და მერე რომ მიგითითებენ რომ მცდარია და რელაურად სულ სხვანაერადაა მაინც შენსას აწვები თან ამართლებ იმიტომ რომ იცნობ ბევრ "გამოცდილ" გეიმერს :facepalm: ეგენი თუ იმათ გითხრეს ლინუქსზე ემულატორით თამაშობენო და ა.შ. გარტყმაში არ ყოფილან ლინუქსის! ამ კონკრეტულ ფორუმზე არაა ბევრი linux-ს მომხმარებელი, თორემ აბა დაწერე ეგ ინფო რომელიმე ლინუქსის ფორუმზე downvote-ბით და სიცილაკებით აგავსებენ, ისეთი რაღაცები წერია.

მე ხო არ ვამბობ რომ 200 მილიონი იყენებსთქო და ა.შ. მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. იგივე გამოყენებაზე რომ ამბობ მოუხერხებელიაო. პროგრამის დაყენება რომ გინდა ჩართავ windows store-ვით პროგრამას ჩაწერ სახელს და დააჭერ install-ს. manjaro-ს იგივე ყველაფერი მოყვება და არაფრის დაყენება არ უნდა. თუ chrome გინდა მაინცდამაინც წინა წინადადებაში მიწერია მარტივად როგორ აყენებ. windows-სგან განსხვავებით სადაც უნდა შეხვიდე ნეტში და გადმოწერო ბრაუზერი. თანაც ამას ვერ იზამ სხვა ბრაუზერი თუ არ გაქ, ან არ მუშაობს ie. მომსვლია მასე შემცირებულ ვერსიებში და საინსტალაციოს ფლეშკაზე ვწერდი ხოლმე და ისე ვაყენებდი.

ძირითადი პრობლემა არის მიჩვევა. უბრალოდ windows-ს მიჩვეული უზერები არიან და ახალი თუნდაც უფრო მარტივი იგივე mac ან linux არ უნდათ რთული გონიათ. მარტო linux-ზე კი არა რამდენი მინახავს mac-ო რთულიაო. ნუ ვინც ეგ სისტემები იცის linux-ზე კიდე ბევრი დისტროა და ზოგი მართლა რთულია, მაგრამ mac? mac და რთული? apple ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ fool proof სისტემები ქონდეს და ამ დროს mac-ო რთულიაო რო ამბობენ არ მესმის. ინფორმაცია არაა გავრცელებული იგივე linux-სა და mac-ზე და იმიტომ, ფორუმებზე მსგავსი სისულელეები იწერება რაც ზემოთ წერია, ამას კი ავრცელებენ უზერები რომლებმაც არ იციან არც mac არც linux და მსგავს მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ და მერე ხალხი კითხულობს და იჯერებს.

Link to comment
Share on other sites

არანაირათ, ვინდოუსზე მოხერხებული მაქედან არცერთი არაა, მაგიტომაც ხმარობს ვინდოუსებს უმრავლესობა და არა პირიქით, ჰაკინტოშიც სხვა თემააა კიდე, რთულია აბა რა არის ვინდოუსზე, თვითონ გამოცდილი უზერები იძახიან მაგას + ძალიან თავისებური სისტემებია მაკიც და ლინუქსიც და სმარტფონების ანდროიდთან არაფერი საერთო არა აქვთ, ზოგ ვინდოუსის უზერს ან მოეწონება მაგ ვიდში ან არა, ხოდა მე რასაც არ უნდა ვაწვებოდე ფაქტი სახეზეა რომ მაგ os არა აქვს დიდი გავლენა საერთო ბაზრის წილზე დესკტოპ სისტემებზე, იგივე MacOS გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდრე ლინუქსი, მაგრამ ეგეც არაა ისეთი პოპულარული გეიმინგში, მაგრამ ლინუქსზე ბევრი გეიმერი კი თამაშობს MacOS-ზე

Link to comment
Share on other sites

nnm-club-ზე მოძებნე ბევრი რაზდაჩებია, ამ თემაში აგრძალულია ლინკების დაგდება, განსაკუთრებით რომლებზეც აქტივატორები მოყვება, არაოფიციალური მაინც რომელი ვერსია გინდოდა, თუმცა მანდ ყველანაირია

Link to comment
Share on other sites

არასდროს გადმომიწერია სხვა ლინკებიდან სულ ოფიციალური საიტიდან ვიწერდი ხოლმე მერე რაღაც პოსტებიც ვნახე თან 10 ვერ ვნახე ვერსიებით იქნებ დამეხმარო სად ვნახო :D დავიტანჯე მთელი დღეა ვეძებ ამ ფორუმზეც შემთხვევით მოვხვდი :D

Link to comment
Share on other sites

http://nnmclub.to/forum/tracker.php შეაგდე სერჩში თუნდაც msdn windows 10 ვერსია და მანდ გადმოიწერე მერე 64 ბიტიანი ინგლისური ან რუსული, ყველანაირი რევიზია და სბორკაა მანდ თავმოყრილი მე მარტო ერთი ვერსია დავასახელე, არის ლევი სბორკებიც ამოცლილი რაღაცეებით

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ესეც პრინტერის BSOD ფიქსი ბოლო განახლების წაშლა ვისაც არ უნდა https://www.comss.ru/page.php?id=8739

Link to comment
Share on other sites

On 3/13/2021 at 2:35 AM, George said:

არანაირათ, ვინდოუსზე მოხერხებული მაქედან არცერთი არაა, მაგიტომაც ხმარობს ვინდოუსებს უმრავლესობა და არა პირიქით, ჰაკინტოშიც სხვა თემააა კიდე, რთულია აბა რა არის ვინდოუსზე, თვითონ გამოცდილი უზერები იძახიან მაგას + ძალიან თავისებური სისტემებია მაკიც და ლინუქსიც და სმარტფონების ანდროიდთან არაფერი საერთო არა აქვთ, ზოგ ვინდოუსის უზერს ან მოეწონება მაგ ვიდში ან არა, ხოდა მე რასაც არ უნდა ვაწვებოდე ფაქტი სახეზეა რომ მაგ os არა აქვს დიდი გავლენა საერთო ბაზრის წილზე დესკტოპ სისტემებზე, იგივე MacOS გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდრე ლინუქსი, მაგრამ ეგეც არაა ისეთი პოპულარული გეიმინგში, მაგრამ ლინუქსზე ბევრი გეიმერი კი თამაშობს MacOS-ზე

 

Link to comment
Share on other sites

FB და youtube ში ყოფნისას ოპერას მოხმარება ზოგჯერ,4 gb მდე რომ ადის და ხან,რომ 2.5 gb ზე დგას და რაღაც მომენტში,რომ უცბად 6 gb მდე ავა ეგ ნორმალურია ? რა ტვირთავს ასე ძაან შეიძლება 1 საათი 3 gb ს არ გადააცილოს და უცბად 6 მდე ავარდეს.

Link to comment
Share on other sites

ეგეთი რამ არ შემიმჩნევია, ვირუსი შეიძლება ყავს შენს პც ს

Link to comment
Share on other sites

გაუბერა ოპერამ ალბათ, აბა ცადე განულება პროფილის, ქონდა ეგ პრობლემა ჩემთანაც და მაგითი გასწორდა, მეტი აღარ გაუბერია, სინქრონიზაცია თუ გაქვს უკან შეიძლება დაბრუნება სპიდიალის და საიტების ისტორიის, ჩემთან ყველაფერი დაბრუნდა პაროლების გარდა, ჩემთან მოკლეთ რჩებოდა exe გაშვებული რომ გამოვდიოდი, შესვლის შემდეგ კიდე სპიდიალს აღარ მიჩვენებდა საერთოდ, მარტო private window-ში , ხოდა განულებამ უშველა და მეტი აღარ გაუბერია, მე ბოლო სეკურიტი აპდეიტს ვაბრალებ მაგ პრობლემას, ბევრს ქონდა და პროფილის განულებამ უშველაო, სინქრონიზაცია თუ ჩართულია დააბრუნებს ბევრ რაღაცას, სპიდიალიც სადღაც არის მანდ და პოვნა უნდა, მე გადმოვიტანე ძველი დამახსოვრებული ვარიანტი, მაგრამ ჯერ ნუ წაშლი მთლიანათ სხვა ფოლდერში გადაიტანე პროფილი და ცადე უშველის ეგ თუ არა, თუ უშველა მერე დაიწყე უკვე აღდგენა სინქრონიზაციას რომ ჩართავ უნდა დააბრუნოს ბევრი რამე ნელ-ნელა, მაგრამ მანამდეც უნდა გქონოდა ეგ ჩართული, ისე არ დაბრუნდება არაფერი, ხო ბეტა ბილდებიც მოსინჯე, არ ვიცი შეიძლება ეგ ბაგი მანდ უკვე დაფიქსეს, operagx მიყენია მე და პროფილის განულებით ყველაფერი გასწორდა რამდენიმე დღის უკან, მეტი აღარ გაუხურებია და სწორათ მუშაობს ეხლა

Link to comment
Share on other sites

GX რელიზი მიყენია 21h1 და მოულოდნელად ესე იჭედება ხოლმე შეშდება და ვარესტარტებ, არ ეშველება ალბათ ხო? კერნელი დაუზიანებია როგორც ჩანს, მეზარება გადაყენება იქნებ ვუშველო :D image.thumb.png.5117808bc74e0096004e357afe024cce.png

Link to comment
Share on other sites

ეგ ხარდის პრობლემას უფრო გავს, რამე ხომ არ გაქვს დარაზგონებული, რაღაცა ახურებს, ეგრე თიშავს ხოლმე როცა კვებას უჭირს ან ვიდეოკარტა არაა სტაბილური იგრებში თუნდაც ან მაინინგში, ჯერ ეგ დატესტე, ვიდეოდრაივერის ნოლიდან დაყენებაც ცადე მაინც, ეგ ცუდი ერორია ძალიან, ეგ კვების,ვიდეოკარტის ან რამე სხვა ხარდის პრობლემას უფრო გავს ვიდრე ვინდოუსის შეცდომების, იცის დარაზგონებულზეც ეგეთი შეცდომების ამოყრა, უფრო რის შემდეგ ითიშება, თუ რანდომ გათიშვები აქვს მოულოდნელი

Link to comment
Share on other sites

არა , მე ვარესტარტებ თვითონ არ რესტარტდება, იმიტო რო შეშდება და რეაგირება არ აქვს

Link to comment
Share on other sites

გასაგებია, ისე შეშდება თავისით თუ იგრებში უფრო, ცადე კაბელები,ვიდეოკარტის გადამოწმება ხომ კარგათ ზის სლოტში, DDU შეიძლება ვიდეოდრაივერის ამოშლა სეიფმოდში და მერე ნოლიდან დაყენება, თუ რამე ახურებს გასწორდება, თუ უფრო სერიოზული პრობლემა აქვს მაშინ დასატესტია ყველაფერი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.