Jump to content

Huawei Honor 7, ყველაფერი მის შესახებ


Recommended Posts

1-8.jpg
Huawei-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონი Honor 7 წარმოგვიდგინა, რომელიც გამოირჩევნა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და ძალიან ლამაზი დიზაინით.
სმარტონი წარმოდგენილია მთლიანად ვერხლისფერი, ნაცრისფერი და ორქოსფერი მეტალის კორპუსით.
სმარტფონის ერთერთი მთავარი ღირსება SONY-ს წარმოებული 21 მეგაპიქსელიანი კამერაა IMX230-ის სენსორით, რომელსაც გააჩნია 192 ფაზიანი ავტოფოკუსი, 6 ლინზა, F2.0 დიაფრაგმა, SLR კლასის სიგნალის მიმღები პროცესორი, პროფესიონალური კამერის ინტერფესი 3.0 ვერსიით,  ძალიან სწრადი 0.1 წამიანი ავტოფოკუსი, 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და ორმაგი LED განათება. კამერის შუშა წარმოდგენილია საფირონის ბროლით.
წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი, 26 მილიმიტერიანი ფართო ხედვის კუთხით და F2.4 დიაფრაგმით.
1-5.jpg
სმარტფონში წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი 1080 პიქსელ რეზოლუციის ეკრანი IPS ტექნოლოგიით, 85 პროცენტიანი ფერთა ინტენსივობა, 1500:1 კონტრასტი, რომელიც ნორმალურ ეკრანებთან შედარებით 50 პროცენტით მაღალია. ეკრანს დაკავებული აქვს კორპუსის წინა მხარეს 76.2 პროცენტი, რაც სმარტფონს ძალიან კომპაქტურს ხდის.
1-3.jpg
სმარტფონი წარმოდგენილია ორი სიმბარათის სლოტით, რომლის ერთ სლოტშიც შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის მოთავსება. სმარტფონის უკანა პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, გაუმჯობესებული 2.0 ვერსიით.

1-4.jpg
სმარტფონში წარმოდგენილია მეორე თაობის DTS აუდიო სისტემა, ინფრაწითელი დისტანციური მართვის ITES 3.0 ტექნოლოგია და ანდროდი 5.0 EMUI სამომხმარებლო ინტერფეისით.
3-8.png
სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია Huawei-ის წარმოებული 64 ბიტიანი Kirin 935-ის ჩიფსეტი, სადაც ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირე 2.2 გიგაჰერცი) და 4 დაბალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირეა 1.5 გიგაჰერცი), ბირთვები წარმოდგენილია Cortex A53-ის არქიტექტურით. გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია Mali-T628MP4.
1-2.jpg
სმარტფონი წარმოდგენილია სპეციალური L ტიპის გაგრილების სისტემით, რომელიც ენერგო მოხმარებას ამცირებს 15 პროცენტით და გაცხელების პრობლემას 40 პროცენტით.
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერებაა 3 გიგაბაიტი, შესანახი მეხსიერება 16/64 გიგაბაიტი, ბატარეა 3100 მილიამპერიანი.
სმარტფონის კორპუსის ზომებია: სიგრძეში 143.2 მილიმეტრი, სიგანეში 71.9 მილიმეტრი და სისქეში 8.5 მილიმეტრი.

წყარო  http://umbrella333.blogspot.com/2015/06/huawei-honor-7.html#more

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

კარგია ეგრევე მეტალის რომ არის და როგორც Honro 6 ზე მერე რომ გამოუშვეს Plus ვერსია მეტალით ეგრე არა 

დიზანიც კარგი აქვს ვერაფერს დაუწუნებ 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.