Jump to content

ვებ გვერდის შექმნა მარტივად // რჩევა-კონსულტაციები


Recommended Posts

ვებ გვერდის შექმნა მჭირდება, ძალიან გთხოვთ ვინც კომპეტენტურია ამ საკითხში დამეხმარეთ (მე ძალიან მადლობელი დაგრჩებით და ჩემ გარდა კიდევ ვინმეს შეიძლება გამოადგეს ეს თემა).

გრაფიკულ მახარეს რაც შეეხება ჩემთან ერთად სხვა ადამიანიც იმუშავებს, მე ძირითადად მაინტერესებს საიტის აწყობა როგორ ხდება? როგორც ვნახე არის რამოდენიმე საიტი სადაც შესაძლებელია რომ ვებ დიზაინის ცოდნის გარეშე ააწყო საიტი.

რაც შეეხება საიტს, უნდა იყოს 3 ენოვანი (ქართული, რუსული, ინგლისური) და საწყის ეტაპზე იქნება ინფორმაციული სახის, სამომავლოდ შესაძლებელია დაემატოს მომხმარებლების რეგისტრაციის ფუნქციაც.

გვერდი უნდა იყოს ქართულ მისამარტზე ( >>> www.domain.ge <<<)

ველოდები თქვენს რჩევებს.

 

 

P.S.

თემის გასახსნელად ვერ შევარჩიე შესაფერისი ადგილი და ამიტომ გავხსენი "ზოგად დისკუსიებში", თუ საჭიროა შეუცვალეთ ადგილი.

Link to comment
Share on other sites

რადგან იმფორმაციული იქნება ბლოგიც გამოგადგება wordpress.com ან blogspot.com გამოგადგება.

Link to comment
Share on other sites

რადგან იმფორმაციული იქნება ბლოგიც გამოგადგება wordpress.com ან blogspot.com გამოგადგება.

კი ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ბლოგი არა საიტი უნდა იყოს. 

Link to comment
Share on other sites

უფასო თუ ფულის გადახდაც შეგიძლია?

ფულის გადახდა არაა პრობლემა. მთავარია ჯიგრული გამოვიდეს. 

Link to comment
Share on other sites

რო შეუკვეთო გაწყობს? მაგარს გაგიკეთებენ დაახლოებით 300 ლარად.

Link to comment
Share on other sites

რო შეუკვეთო გაწყობს? მაგარს გაგიკეთებენ დაახლოებით 300 ლარად.

არა ეგრე არ მინდა. მე მინდა ავაწყო, თან მერე კიდევ დაჭირდება სულ რაღაცეების ჩასწორება და არ მინდა სხვა ჩავრიო. 

გადავხედავ კიდევ ვიდეოებს იუთუბზე და იქნებ მივაგნო ოპტილალურ ვარიანტს.

Link to comment
Share on other sites

WordPress-ზე რას იტყვით?

Link to comment
Share on other sites

WordPress-ზე რას იტყვით?

კარგია.

ბევრი ლამაზი დიზაინი აქვს და თან იოლია. მე მომწონს.

Link to comment
Share on other sites

4n0nYm0uS, კი მეც მომწონს ეგ. ჩავუჯდები ეხლა ტუტორიალებს და მგონი არ უნდა გამიჭირდეს )).

ქართული დომეინი როგორ ავიღო ეგ ხომ არ იცით ვინმემ? 

Link to comment
Share on other sites

4n0nYm0uS, კი მეც მომწონს ეგ. ჩავუჯდები ეხლა ტუტორიალებს და მგონი არ უნდა გამიჭირდეს )).

ქართული დომეინი როგორ ავიღო ეგ ხომ არ იცით ვინმემ? 

აბა შენ იცი

serv.ge

Link to comment
Share on other sites

აბა შენ იცი

serv.ge

მადლობა

Link to comment
Share on other sites

რო შეუკვეთო გაწყობს? მაგარს გაგიკეთებენ დაახლოებით 300 ლარად.

მაგ ფასად ვინმეს გაკეთებულს, სჯობს შენით იჩალიჩო ისევ. ტყუილად ფულის გადაყრაა.

Link to comment
Share on other sites

GE-ზე დომენი კაუკასუსის ოფისში უნდა დაარეგისტრირო წელიწადში 30ლარი ჯდება
საიტს მე პირადად Joomla-ზე ვაწყობ, მიმაჩნია რომ საუკეთესო ძრავია, ამასთან ახალ ვერსიებში ძალიან მარტივია მრავალენოვანი საიტის გაკეთება და გამოდგება ნებისმიერი სირთული საიტის გასაკეთებლად იქნება ეს, საინფორმაციო, ბლოგი, კატალოგი, ონლაინ მაღაზია თუ ფორუმი.

Link to comment
Share on other sites

kloud, აუ რა ჯიგარი ხარ, მადლობა, მართლა კარგი ინფორმაცია იყო ეგ რაც მითხარი.

joomla-ზე საიტი რომ ავაწყო მერე ქართული დომეინი მივაბა, შემიძლია მოყვარულის დონეზე და იუთუბის საშუალებით გავაკეთო? 

Link to comment
Share on other sites

კი ჯუმლას ოფ საიტზე არის ინსტრუქცია მრავალენოვანი საიტის გაკეტებისთვის როგორ დააკონფიგურირო, ადმინ პანელი საკმაოდ მარტივი აქვს თავიდან შეგიძლია joomla.com-ზე გაერკვე ადმინპანელის შესაძლებლობებში wordpress და blogpost რო აქვთ მასეთი სერვისი აქვს სუბდომენზე შეგიძლია დაარეგისტრირო. და რო ნახავ რომ გაერკვიე მრე უკვე დაარეგისრირებ დომენს

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

კი ჯუმლას ოფ საიტზე არის ინსტრუქცია მრავალენოვანი საიტის გაკეტებისთვის როგორ დააკონფიგურირო, ადმინ პანელი საკმაოდ მარტივი აქვს თავიდან შეგიძლია joomla.com-ზე გაერკვე ადმინპანელის შესაძლებლობებში wordpress და blogpost რო აქვთ მასეთი სერვისი აქვს სუბდომენზე შეგიძლია დაარეგისტრირო. და რო ნახავ რომ გაერკვიე მრე უკვე დაარეგისრირებ დომენს

​ბევრი ვიწვალე და ბევრიც ვისწავლე... როგორც გავარკვიე ჯუმლას კი აქვს მალტილინგუალ საიტის გაკეთება თვითონ ადმინ პანელიდან, მაგრამ ქართული ენა ვერ ვნახე ვერსად...

ვორდპრესზე არის ქართული ენა, მაგრამ ფლაგინი ჭირდება WPML, რომელიც ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ ზუსტად, რომ ვიცოდე რომ იმუშავებს, ვეტყოდი და გადაიხდიდა ჩემი ახლობელი(ვისთვისაც ვაწყობ საიტს).

ჰოსტინგს რაც შეეხება კავკასუსში ვიყავი და 7 ლარი ღირს 500მბ, 11 1გბ.. და რა მაინტერესებს დაახლოებით რამდენი დასჭირდება ამ საიტს ხომ არ იცით ვინმემ?

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ჯუმლა 2.5-სთვის არის ქართული ენის პაკეტი გამოსული, 3-სთვის არამგონია, მე თვითონ ვთარგმნი რაც მჭირდება იმას.
ვორდპრესის არ ვიცი არაფერი.

ჰოსტინგს რაც შეეხება კაუკასუსის მომხმარებელს შესაბამისი ტარიფის მიხედვით ეკუთვნის უფასოდ გარკვეული მბ ზომის ჰოსტინგი უფასოდ.

ფასს რაც შეეხება ძვირია, https://www.youlook.ge/page/unix-hosting/lang/1 აგერ ეგაა ნორმ ქართული ჰოსტინგი.

საიტსაც გააჩნია რა ტიპის იქნება რამდენი ინფორმაცია იქნება, რა მასალა დაიდება და ა.შ. რომ გაიგო რა მეხსიერებას წაიღებს

Link to comment
Share on other sites

მოკლედ ჯუმლა 2.5-სთვის არის ქართული ენის პაკეტი გამოსული, 3-სთვის არამგონია, მე თვითონ ვთარგმნი რაც მჭირდება იმას.
ვორდპრესის არ ვიცი არაფერი.

ჰოსტინგს რაც შეეხება კაუკასუსის მომხმარებელს შესაბამისი ტარიფის მიხედვით ეკუთვნის უფასოდ გარკვეული მბ ზომის ჰოსტინგი უფასოდ.

ფასს რაც შეეხება ძვირია, https://www.youlook.ge/page/unix-hosting/lang/1 აგერ ეგაა ნორმ ქართული ჰოსტინგი.

საიტსაც გააჩნია რა ტიპის იქნება რამდენი ინფორმაცია იქნება, რა მასალა დაიდება და ა.შ. რომ გაიგო რა მეხსიერებას წაიღებს

მადლობ გაიხარე.

რა მაინტერესებს... ეგ ქართული პაკეტი საიდან შეიძლება რომ გადმოვწერო?

Wordpress ჯობია ჯუმლას ერთი ენების მინუსი რომ არ ქონდეს... თემები მეტია მაგისთვის და ფლაგინების აბდეითებსაც აკეთებენ ხშირად. 

დაველაპარაკე ეხლა დამკვეთს და ასე მითხრა ჯერ ამ ეტაპზე 1 ენა იყოსო და ნერე ვნახოთ რა...

ისე ჰოსტინგის საშინელი პირობები აქვთ კავკასუსში... სხვაგან გავაკეთებ ჰოსტინგს.

 

 

 

ჰოსტინგ პანელი თვითონ ჰოსტინგ კომპანიას აქვს ხო? და თუ შემეძლება იქ დავაყენო wordpress//joomla? თუ ლოკალურ სერვერზე აწყობა ჯობია და მერე გადატანა.

როგორც გავარკვიე ფაილების ზიპ ფოლდერი უნდა ატვირთო და კიდევ დატაბეისი

Link to comment
Share on other sites

ცდები თუ ჯუმლაზე გგონია რომ ცოტა თემა იშოვება

BonusThemes, GavickPro, HotJoomla, IceTheme, JoomlArt, JoomlaBamboo, JoomlaXTC, JoomShaper, Joomla Monster, Joomlaplates, JoomlaTag, LeoTheme, OmegaTheme, Pixels Paradise, PureJoomla, RocketTheme, SmartAddons, Shape5, Vtem, TemplatePlazza, ThemeXpert, ThemeForest, TemplateMonster, Templaza, YooTheme, YouJoomla, ZooTemplate.
აგერ ძირითადი ბირთვი ჯუმლას თემების დეველოპერების რომლებიც ყოველთვე ახალ თემას ამზადებენ, ამასთან ყველას საკუთარ საიტზე აქვს დემო გვერდი სადაც ნახავ ვიზუალურად როგორი იქნება თან quickstart-ს თუ დააყენებ ზუსტად ისეთივეს მიიღებ როგორიც მაგ დემოშია და მერე უბრალოდ ტექსტს და სურათებს ჩასვამ შენსას.

პლაგინებს რაც შეეხება ვორდპრესზე ცოტა სხვანაირადაა, ყველა ტიპის გაფართოებას პლაგინი ქვია როგორც ვიცი, ჯუმლაზე კი 3 ნაწილადაა დაყოფილი, კომპონენტი, მოდული და პლაგინი. კომპონენტი არის ერთი კონკრეტული ფუნქციონალის მქონე და შეიძლება საკუთარი მოდულები და პლაგინები ქონდეს, მაგალითად ფოტოგალერეა, ფორუმი, კატალოგი და ა.შ., მოდული კიდე იმისთვისაა რომ ინფორმაცია გამოიტანოს საიტის რომელიმე პოზიციაზე, პლაგინი კიდე პატრაპატარა ფუქნციონალის ჩასასმელადაა საიტის ნებისმიერ წერტილში.(ეს ახსნა არც ისე ზუსტია მაგრამ იმედია გასაგებია.)

http://extensions.joomla.org აქ არის შესაძლებელი მათი ნახვა, ძებნისას საკმაოდ მოსახერხებელი ფილტრი აქვს. 

http://community.joomla.org/translations/joomla-16-translations.html#ka-ge აგერ ქართულის პაკეტი ჯუმლა 2.5-სთვის.

ცხადია კარგი რაცა ყველა ფასიანია თუმცა http://joomla-master.org ამ და სხვა საიტებიდან უფასოდ შეგიძია გადმოიწერო და ვერც შემოგედავება მერე მწარმოებელი რატო იყენებ ჩემ ნაწარმს შენ საიტზეო, რადგან GNU GPL ლიცენზიითაა გამოსული.

ენებს რაც შეეხება თავიდანვე ჯობია გაამზადო უბრალოდ მრავალენოვანისთვის და როცა დაგჭირდება მერე გამოაჩინო ენების გადამრთველი და ჩამატო ენები, თორე იმისდამიხედვით თუ როგორ ააწყობ საიტს შეიძლება ახლიდან მოგიწიოს საიტის აწყობა. 

ჰოსტინგ პროვაიდერს უყენია CPanel ან სხვა სამართავი პანელი რომელიც საშუალებას გაძლევს აკონტროლო ყველაფერი, ასევე softaculous არის მისი ერთერთი კომპონენტი რომელიც ღილაკზე ერთხელ დაჭერით გაყენებინებს ნებისმიერ CMS, პირველ გვერდზე მოგიწევს მარტო ერთი ფორმის შევსება საიტის მონაცემების.

ასევე შეგიძლია შექმნა მაილები [email protected], სუბდომენებზეც არ უნდა იყოს წესით შეზღუდვა, თუ ნორმალური ჰოსტინგია.

http://blog.doteasy.com/wp-content/uploads/2012/08/cpanel_screenshot.png?88de08 

 

ბექაფს რაც შეეხება ვორდპრესზე ადრე რომ ვნახე ფაილები და ბაზა ცალცალკე უნდა აგეტვირთა შესაბამის განყოფილებაში, თუ ლოკალზე ააწყვე საიტი, საიტის ფაილებს დაზიპავ ატვირთავ ჰოსტინგზე და იქ განზიპავ, ბაზას კიდე ერთ ფაილში გაუკეთბ ექსპორტს და იმ ფაილს ჰოსტინგის ბაზაში დააიმპორტებ.

ჯუმლას რაც შეეხება akeeba backup-ს ვიყენებ, თვითონ ამზადებს ერთ ბექაფ ფაილს ოღონდ სეთინგებში უდნა გადაიყვანო რომ zip დაიმახსოვროს, სტანდარტულად რაღაც სხვა ფორმატი აქვს. და ამ ბექაფში ინახავს ბაზასაც და ყველაფერს, ამ ზიპსაც ჰოსტინგზე ატვირთავ და განზიპავ და ყენდება  ისევე როგორც სტანდარტული ჯუმლას საინსტალაციო. 

ჰო ქართული ჰოსტინგები მაგარი ტანჯვაა, მე ახლა რაც მაქვს უცხოური ჰოსტია დიდი არაფერი მაგრამ, ნებისმიერ ქართულს მირჩევნია, უნლიმიტი მაქვს ყველაფერი, შემიძლია რამდენი საიტიც მინდა იმდენი ავტვირთო, არც მეხსიერებაზე მაქვს შეზღუდვა და ამასთან დაახლოებით 7 ლარი გამოდის თვეში, ოღონდ მე 3 წლის წინასწარ გადავიხადე.

მე პირადად თავიდანვე ჰოსტინგზევე ვაწყობ სატესტოსაც, რადგან ყოფილა შემთხვევები რომ ლოკალზე არ უმუშავია ზოგიერთ სკრიპტს ან პრიქით და მირჩევნია ჰოსტზევე ავაწყო და არ ვიდარდო მაგაზე.

Link to comment
Share on other sites

ჰოსტინგს რაც შეეხება კაუკასუსის მომხმარებელს შესაბამისი ტარიფის მიხედვით ეკუთვნის უფასოდ გარკვეული მბ ზომის ჰოსტინგი უფასოდ.

ფასს რაც შეეხება ძვირია, https://www.youlook.ge/page/unix-hosting/lang/1 აგერ ეგაა ნორმ ქართული ჰოსტინგი.

საიტსაც გააჩნია რა ტიპის იქნება რამდენი ინფორმაცია იქნება, რა მასალა დაიდება და ა.შ. რომ გაიგო რა მეხსიერებას წაიღებს

​დღეს ვიყავი კავკასუსში მისული, მაგათთან მართლა სიძვირეა ძალიან ჰოსტინგის ამბავში. შენ რაც დამილინკე ეგ კარგია, 1გბ მეყოფა თავიდან და მერე მოვამატებ თუ დამჭირდება.

მე კიდევ ესენი ვნახე და გადახედე თუ შეგიძლია, მაინტერესებს როგორია და განსხვავება რაში შეიძლება იყოს (ვგულისხმობ სერვერის სისწრაფე თუ არის სხვადასხვა და საიტის მუშაობა ხომ არ შენელდება ან შეცდომებით ხომ არ იმუშავებს)???

http://proserv.ge/

http://www.serv.ge/index.php?m=32

კავკასუსში მითხრეს კიდევ რომ სერვერის DNS მჭირდება და ეგ როგორ გავარკვიო?

Link to comment
Share on other sites

პირველთან არ მქონია შეხება და სერვ.გე კარგია ადრე მქონდა მანდ ატვირთული საიტი და მშვენივრად მუშაობდა უბრალოდ სხვა სამართავი პანელი ეყენათ და ვერ დავუმუღამე

Link to comment
Share on other sites

პირველთან არ მქონია შეხება და სერვ.გე კარგია ადრე მქონდა მანდ ატვირთული საიტი და მშვენივრად მუშაობდა უბრალოდ სხვა სამართავი პანელი ეყენათ და ვერ დავუმუღამე

​ამ პირველს რაც დავლინკე, ძალიან კარგი ფასი აქვს, სამართავ პანელად კიდევ cPanel აქვთ და ხომ არ იცი ეგ როგორია, და კიდევ DNS სად ვნახო ხომ არ იცი, ან ვაბშე დავრეკავ და მეტყვიან.

Link to comment
Share on other sites

კი მე Cpanel-ს ვარ მიჩვეული, თან ყველაზე გავრცელებულია.

NS ეგ უცხოურ ჰოსტებზე რომ ვრეგისტრირდები მეილზე მომდის ხოლმე სრული ინფო და აქ არ ვიცი როგორაა, 

serv.ge-ს აგერ ეს აქვს
ns1.serv.ge
ns2.serv.ge

ეს ყოფილა პროსერვის: 

ns1.proserv.ge
ns2.proserv.ge

კითხვების გვერდები რო აქვთ მანდ უდევთ, მაგარი ცუდად აქვთ გაკეთებული, როგორც წესი, იშვიათად იყენებენ ამ გვერდებს მომხმარებლები და სადმე თვალსაჩინო ადგილზე რომ გამოაჩინონ არ იქნება ურიგო, მითუმეტეს რომ პირველივე რაც გჭირდება დომენის ჰოსტინგთან მისაბმელად ეგაა.

Link to comment
Share on other sites

youlook არ გინდა

serv.ge მოჟნა

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.