Jump to content

Recommended Posts

Posted
5 hours ago, George said:

კი და არა, ამდ საკმაოთ კარგი წარმადობა აქვს მაგრამ არც ეგ არაა საკმარისი ახალი თამაშებისთვის, განსაკუთრებით FSR გარეშე თუ გაუშვი და უკვე 2K მონიტორზე ბოლო იგრები, მასე 250$ ინტელის ვიდეოკარტებიც საკმაოთ კარგ წარმადობას დებენ, მაგრამ მაინც არაა პოპულარული სხვადასხვა მიზეზების გამო ეგეთი კარტები, რაც შეეხება ეპლის ბოლო სისტემებს, მაგეებს მართლა საკმაოთ სერიოზული ვიდეოკარტა მოყვება, მაგრამ მანდ სხვა პრობლემაა უკვე, თვითონ ეპლი არ თანამშრომლობს აქტიურათ გეიმ დევებთან, ათასნაირი აგრანიჩენია და დაბრკოლებაა, რაც ვინდოუსში არ გხვდება, თამაშების ნაწილი ეპლზე არც გამოდის, მარტო ვინდოუსზე უშვებენ ზოგიერთ თამაშებს დღემდე, თამაშით რა თქმა უნდა ითამაშებ, მაგრამ ისე არა როგორც შენ გაგიხარდება, თუ ხანდახან თამაშობ კარგი რამეა, თუ აქტიურათ თამაშობ(აღარაფერს ვიძახი გადამკვდარ გეიმერებზე) ეგეთის აღება არაა ოპტიმალური ვარიანტი მაინც, რახან ყოველთვის დაგალიმიტებს ფპს-ის მხრივ და ყველაფერს ვერ ითამაშებ შენ გემოზე, აღარაფერს ვიძახი RT უკვე რომელსაც ყველგან ტენიან უკვე, ამდ ინტეგრირებული უფრო კარგ ფორმაშია მაინც შედარებით ახალ იგრებში 1080P გაფართოვებაზე და FSR ერთად, ზოგიერთ თამაშებზე მაინც ჭირდება სეთინგების დაწევა, ისე კი ეხლა რასაც ვუყურებ 2K გეიმინგისთვის საჭიროა სულ მცირე ალბათ 7900XT ასნ 4070Ti სუპერ ვიდეოკარტები, ნუ პირველი უფრო იაფი ჯდება მაინც მეორე ვარიანტზე, უფრო სუსტებზე კი ითამაშებ 2K მაგრამ მაქსიმალურ სეთინგებზე არა, ყველგან რაღაცეებს უნდა დაუკლო მაღალი ფპს თუ გინდა რომ გქონდეს, მანდ უკვე გეიმერზეა დამოკიდებული აკმაყოფილებს თუნდაც 50-60ფპს თამაში თუ მინიმუმ 80ფპს თამაშობს + გრაფიკა, ზოგი ვერ ეგუება DLSS ან FSR და მაგის გარეშე ხშირათ ნახევრდება ლამის ფპს ზოგ თამასში, ზოგეიერთი შეიძლება ბევრს თამაშობდეს საკმაოთ მაგრამ 2-3 თამაშს მარტო, რომელსაც არ უნდა ზაპრედელნი მოთხოვნები, მაგ შემთხვევაში იცვლება სიტუაცია და ალბათ ეგეთი სისტემებიც გეყოფა მშვენივრათ, მაგრამ ვინც ბევრს თამაშობს მაინც არაა ეგ ბოლო ინტეგრირებულები ბოლომდე საკმარისი, ეგრე რომ არ იყოს მართლა ჩააგდებდა ძლიერი კარტების გაყიდვებს, მაგრამ მაგეებს არც ეხლა ემუქრება რამე დიდათ, თან მგონი განგებ აფუჭებენ ბოლო თამაშებში ოპტიმიზაციას, თუ შედარებით ახალი თაობის და ძლიერი კარტა არ გიყენია მაღალ გაფართოვებაზე უკვე კრუნჩხვები ეწყება ხოლმე, ანუ უბრალოთ გაწვალდები უფრო სუსტ კარტებზე, აღარაფერს ვიძახი ინტეგრირებულზე თუ ითამაშებ მაგ თამაშებს, ეგეთი სბორკები გამოდგება უფრო ხშირათ როცა არ თამაშობ ხოლმე, რახან ბევრ იგრებს მაინც არ უშვებს ცუდათ, განსაკუთრებით ძველებს

მე იმიტომ ავღნიშნე რომ გადამკვდარი გეიმერი თუ არ ხარ მეთქი გეყოფა. გეიმერებს არასდროს არ ეყოფა ინტეგრირებული. თუმცა გააჩნია. მე მაგალითად ვიცი გეიმერები რომელთათვის გრაფიკის მაღალ სეტინგებს და ფოტორეალუსტიკურ გრაფიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია fps ქონდეს მაღალი და სტაბილური. ზოგს მაქსიმუმი გრაფიკული სურათი უნდა მაღალ fps თან ერთად. ასეთი შესაძლებლობის რომ ამდენი ფული გადაიხადოს ცოტა გეიმერია. მე აქცენტს ვაკეთებ ხალხის დიდ უმრავლესობაზე და ამ უმრავლესობას ეყოფა ახალი ინტეგრირებულები რაც ადრე ასე არ იყო. ადრე არავის არ ყოფნიდა ინტეგრირებული. მე ბევრი ინტეგრირებული მქონდა ადრე და სულ ტანჯვა იყო. პირველად 5700G ვიგრძენი რომ ეს უკვე ვიდეო კარტის სიმძლავრეს დებდა. ახლა კიდე ამაზე სამჯერ ძლიერებია ახლები. ახლა სახლში მეორე შვილს უყენია 580 8gb და ამას უკვე ახალი ინტეგრირებულები უტოლდება და ასწრებს. ჰოდა ვფიქრობ შევცვალო ახალი ინტეგრირებულის მინი პისით. მეტრიანი 200 ვატიანი ხმაურიანი 580 ნაცვლად მექნება პატარა წყნარი ათჯერ დაბალი ენერგომოხმარების კომპი. 

  • Replies 2.7k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Posted

მინი პს არის დაჟე 4070Ti სუპერ-აც, ისეთი პატარაა გამიკვირდა რომ ვნახე აბზორი, ანუ მანდ არანაირი პრობლემა არაა ეხლა გეიმერული მინი პს ყიდვა, ზოგი არც იხრუკება თან, გააჩნია რომელს აიღებ, ანუ მინი პს უკვე ბევრნაირი არსებობს არა მარტო ძალზე ბიუჯეტური კარტებით, რაც შეეხება მოთხოვნილებას, ეგ უკვე ფინანსებზეა დამოკიდებული, ბევრს მაღალი ფპს უნდა რომ ქონდეს და საკმაოთ კარგი გრაფიკა, ზე არა უბრალოთ კარგი, მაგას კი განსაკუთრებით 2K მონიტორი თუ გაქვს არანაირი ინტეგრირებული არ ყოფნის და არც ინტელის 250$ კარტა, რომელიც მაგ ინტეგრირებულზეც ძლიერია უკვე, ანუ თუ არ თამაშობ აქტიურათ და უბრალოთ ხანდახან გინდა თამაში ეგ კარგია, ან მართლა თუ გკიდია გრაფიკა და უბრალოთ FSR აჯახებ და 60ფპს+ დაგიდებს ახალი ინტეგრირებულით, მაშინ კი, ისე ეხლაც არ ყოფნის ნორმალურათ ეგეთი, გააჩნია ალბათ რას ითამაშებ, ეხლა იგრები წამოვა მარტო RT, მაგაზე კი მოკვდება ეგეთი თამაშები, ანუ არ ეთიშება უკვე ლამის რეიტრეისინგი თამაშს, გამოვიდა ეგეთიც უკვე, ძველ იგრებს მშვენივრათ უშვებენ ბოლო თაობის ინტეგრირებულები, ახლებზე კი შეიძლება მანდაც გაატრაკოს უკვე, ანუ ყოველთვის კარგი სიტუაცია არ იქნება, 580 კიდე ბევრმა უტილში გაუშვა, დაჟე GTX1080 აღარ ვარგა 1080P კი ეხლა მე რაც მაქვს, სხვა სიმძლავრეები ჭირდება თანამედროვე თამაშებს და მაგიტომ, მაგრამ ასე 3-4 წლის უკანდელ იგრებს მშვენივრათ ითამაშებ მაღალ გრაფიკაზე დაჟე ძველი ფლაგმანით, თუნდაც 1080Ti, მანდ არაფერი არ კვდება, ცხელი კარტაა მაგრამ თამაში შეიძლება, ეგენი უფრო ენერგომოხმარებით არიან კარგები, წარმადობა საშვალო დონის აქვთ ეხლანდელი მერკებით, უფრო დაბალი თუ არა, ეგეც უფრო 1080P გაფართოვებაზე, ნუ მედიუმზეც გაუჭირდება ეგეთს 1080P ბევრ თამასში FSR თუ არ ჩაურთე დამატებით კიდე, მათლა არ უნდა გქონდეს პრეტენზია გრაფიკაზე, მაშინ შეიძლება კიდე ივარგოს ეგეთმა, თუმცა არის 250$ მაგაზე ბევრათ კარგი ინტელის ვიდეოკარტა ეხლა თუ უფრო ძვირიანებზე არ გყოფნის ფული

Posted

დღეს რაცაა საშუალო სიმძლავრის ვიდეო კარტები არცერთს არ ჰყოფნის RT ზე ჩართულზე სიმძლავრე. დაჟე 4070 უჭირს ზოგ თამაშებში მაღალ რეზოლუციებზე RT. დეფაულტზე რომ RT თამაშები გამოუშვან რომ არ ერთვება თან ვინ უნდა ითამაშოს? რავი ეგეთი სულელებიც არ არიან ალბათ.

Posted

ზუსტათ მაგას ვიძახი, მაგას არ ყოფნის და იმას სული გაძვრება, ანუ ჰაი-ენდები თუ არა საკმაოთ სერიოზული კარტები უნდა მითუმეტეს 2K, სულ ბოლოს თუ არა ეხლა რაც გამოუშვა ნვიდიამ, მაგის წინას ჰაი მიდ-ენდი ნუ თუნდაც 4070Ti super და ამდ-ზე 7900XT თუ მუშაობს ასე თუ ისე კარგათ, ეგეც ზოგ თამასში მარტო, თუმცა მაგას 20გბ VRAM აქვს მთლათ, მაგრამ RT ბირთვები 4070Ti super სუსტი აქვს პრინციპში, ინტეგრირებულზე მოკვდება რტ-ზე, სხვათაშორის 250$ ინტელებზე სული არ ძვრება ცალკე კარტის წარმადობას თუ შევადარებთ რტ ბირთვებს კიდე შეძლებია რაღაცა, მანდ უბრალოთ დრაივერებია კარგათ დასახვეწი, მაგიტომ იწუნებენ ჯერ ინტელის კარტებს ამ ეტაპზე, თორე კატასტროფულათ ძვირი არ ჯდება 16გბ ვერსიაც კი, მაგიტომ ვამბობ ახალ იგრებს ზოგს ითამაშებ, დანარჩენს ან კარგათ დაკლებული სეთინგებით ან მარტო FSR ჩართვის შემდეგ, რომელიც აფუჭებს გამოსახულებას, ბევრს ეგ არც მოსწონს, უბრალოთ არის ერთ-ერთი მეთოდი რომელიც კარგათ გიმატებს ფპს, მაგრამ კარგათაც ზარალდება გრაფიკა მაინც, ისე კი ამ ეტაპზე ბოლო იგრებში უკვე RT გარეშეც კი თუ არ დაუკლებ გრაფიკას ძალიან 11.3გბ VRAM რისი გამოყენების თავიც აქვთ 12გბ VRAM ვიდეოკარტებს თამაშებში აშკარათ ლიმიტზეა, თუ ყოფნის ძლივს უკვე მარტო, ამიტომ ახალი 5000 სერიის ნვიდიას კარტებიდან მე 5070Ti სუსტ კარტას არც კი ვიყიდი, ისევ და ისევ თუ ახალი თამაშების დახურვას აპირებ შედარებით ადამიანური ფპს-ით და DLSS ჩართვის გარეშე 2K გაფართოვებაზე თან, RT ზოგს გაუშვებს კარგათ ეგეთი, ზოგს არც ისე, მაგრამ მედიუმზე ყველაზე ექნება მაინც 60ფპს+ DLSS გარეშეც უკვე, გაუმჯობესებები არ არის მეთქი მე არც მითქვია ახალ ამდ ინტეგრირებულებში, ინტელმაც ხომ გამოუშვა გაცილებით ძლიერი ინტეგრირებული ვიდეოკარტები, განსაკუთრებით ნოუტბუკებზე, მატება არის მაგრამ არც ეგაა საკმარისი ახალი იგრების დასახურათ, მანდ ყველაფერი გოთვერნულათ აქვთ გაკეთებული, რაღაცეებს გათამაშებს მაინც ასე თუ ისე ნორმა ფპს, რასაც არ ჭირდება ძალიან ძლიერი სისტემა, მაგრამ მასე არის იგრები დღემდე 2K მედიუმზე რომ 1080Ti უშვებს დაჟე ფსრ გარეშე და ეგ მთლათ 2017 წლის ჰაი-ენდია, კარტას ეხუმრები 8 წელი შეუსრულდება მალე და ვაბშე რომ რამეს თამაშობ ბოლო წლების იგრებიდან ეგეც დიდი მიღწევაა, ეგ იმიტომ რომ 10.3გბ გამოყენების თავი აქვს, ანუ დაჟე 1გბ მეტი VRAM აქვს ვიდრე უფრო ახალ და უფრო ძლიერ RTX3080 10gb ვერსიას თუნდაც

  • 2 weeks later...
Posted

Gigabyte X870 Aorus Elite WiFi7 Ice მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/gigabyte-x870-aorus-elite-wifi7-ice-review.html მაგ ახალ მაზერზე ქონია 16+2+2 ფაზიანი გაგრილება

  • 1 month later...
Posted

Ryzen 9 9955HX3D აღმოჩნდა ყველაზე სწრაფი მობილური პროცესორი პირველადი 4 ტესტიდან სამში 

HotHardware-მა გამოაქვეყნა გეიმინგ ლეპტოპ MSI Raider A18 HX-ის წინასწარი მიმოხილვა, რომლის გაყიდვები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაიწყება. ლეპტოპი დაფუძნებულია დამატებითი 3D V-Cache ქეშ-მეხსიერების მქონე ფლაგმანურ 16-ბირთვიან Ryzen 9 9955HX3D (Fire Range) პროცესორზე. წყარო არ გაუვრცელებია ინფორმაცია ლეპტოპის გეიმინგ წარმადობის შესახებ, მაგრამ მოგვაწოდა მონაცემები პროცესორის სიჩქარესთან დაკავშირებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ლეპტოპები Ryzen 9000HX (Fire Range) ჩიპებით, რომლებიც წარმოდგენილი იყო იანვარში CES 2025-ზე, გაყიდვაში სავარაუდოდ გამოვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. MSI Raider A18 HX ერთ-ერთი ასეთი სისტემაა. Ryzen 9 9955HX3D პროცესორი მუშაობს 5.4 გჰც-მდე სიხშირეზე და აქვს ჯამში 144 მბ ქეშ-მეხსიერება, საიდანაც 128 მბ არის L3 ქეში. 

რადგანაც MSI Raider A18 HX-ში გამოყენებულია GeForce RTX 50 სერიის დისკრეტულ გრაფიკა, რომელზეNvidia-ს, როგორც ჩანს, ჯერ არ მოუხსნია მიმოხილვების აკრძალვა, HotHardware-მა გამოაქვეყნა მხოლოდ ლეპტოპის CPU-ის ინტენსიური სამუშაო დატვირთვისას გარკვეული ტესტების შედეგები. 

image.png 

ფოტოს წყარო: HotHardware 

აღსანიშნავია, რომ შედარება მოიცავდა Intel Core Ultra 9 285H პროცესორზე აგებულ ლეპტოპსაც. Ryzen 9 9955HX3D-მა გადააჭარბა ყველა კონკურენტს ორ პოპულარულ ბენჩმარკში - Cinebench 2024-სა და Geekbench 6-ში. თუმცა, Geekbench-ტესტში  მრავალნაკადიან წარმადობაში იგი ჩამორჩა Strix Halo სერიის AMD Ryzen AI Max+ 395 პროცესორს. შედარებაში მონაწილე ვერცერთმა სხვა პროცესორმა ვერ შეძლო Ryzen 9 9955HX3D-ზე უკეთესი შედეგების დაფიქსირება. 

image.jpeg

HotHardware-არ გაუზიარებია MSI Raider A18 HX-ის სრული ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ ცნობილია, რომ ლეპტოპი გრაფიკულ ქვესისტემად წარმოდგენილია GeForce RTX 5090 ან RTX 5080 ვიდეო ბარათებ. სისტემის TDP-ის მთლიანი (CPU + GPU) მაჩვენებელია 260 ვატი. ლეპტოპს ასევე აქვს Mini-LED დისპლეი 4K გაფართოების მხარდაჭერით და DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება. წყაროს ცნობით, ვიდეო ბარათი იყენებს 175 ატამდე სიმძლავრ, როდესაც საჭიროა. თუმცა, დანარჩენ დეტალებს გი არ ამხელს და მათ მომავალ სრულ განხილვისთვის ტოვებს. 

image.jpeg 

VideoCardz-ის ცნობით, MSI Raider A18 HX ლეპტოპი RTX 5090 გრაფიკით, წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომია Amazon-ზე 4899 აშშ დოლარად, ხოლო RTX 5080 ვერსიის ფასი - 3899 აშშ დოლარია. 

Posted

 

 

Posted

Gigabyte B850 Gaming X WiFi6E მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/gigabyte-b850-gaming-x-wifi6e-review.html ეგ მაზერი ახალ ჩიპსეტზე 12+2+2 ფაზიანი გაგრილებით ყოფილა 55 ამპერზე

Posted

MSI Katana A15 AI (2024) Laptop Review https://www.rtings.com/laptop/reviews/msi/katana-a15-ai-2024 მანდ დაიტესტა Ryzen 9 8945HS 8 ბირთვიან პროცესორზე და RTX 4060 ვიდეოკარტაზე, თუმცა არის კიდე RTX 4070 ეგ გეიმერული მოდელი, შტატებში ბესტბაიზე 250$ დაუკლიათ მაგ ლეპტოპისთვის, ჩამოვუვლი ეხლა რა ლეპტოპების აბზორებიც დაიდო ოქტომბრიდან მოყოლებული მაგ საიტზე, აღარ გადამიმოწმებია რა გამოვიდა საინტერესო, თუმცა მანდ იაფასიანი მოდელებიც აქვთ დატესტილი და ძვირიანებიც სხვადასხვა დანიშნულების, ეგ მემგონი ფაქტიურათ გეიმერული მოდელია უფრო, თუმცა გამოდგება მშვენივრათ თანამედროვე გეიმერული ლეპტოპი როგორც workstation-ი, რატომაც არა

Acer Nitro V 16 (2024) Laptop Review https://www.rtings.com/laptop/reviews/acer/nitro-v-16-2024 კიდე ერთი გეიმერული ბიუჯეტური ლეპტოპია Ryzen 7 8845HS 8 ბირთვიან პროცესორზე და RTX 4060 ვიდეოკარტაზე, ეგაა მაქსიმუმი მაგ მოდელზე რისი დაყენებაც შეგიძლია, თუმცა რამის გაორმაგება მოსულა 32გბ-მდე

HP Victus 16 (2024) Laptop Review https://www.rtings.com/laptop/reviews/hp/victus-16-2024 მანდ დაიტესტა  Ryzen 7 8845HS 8 ბირთვიან პროცესორზე და RTX 4070 ვიდეოკარტაზე ეგ გეიმერული ლეპტოპი, თუმცა მარტო IPS 1920 x 1080 144Hz ეკრანზე, ისე კი შეიძლება კიდე 16.1” IPS 2560 x 1440 240Hz დაყენებაც უფრო კარგი ცვეტოპერედაჩით, მანდ 16GB DDR5 5600MHz ოპერებზე დატესტეს, ისე კი შეიძლება გაორმაგება რამის, უფრო სწრაფ რამებზე ეგ მოდელი არაა როგორც ზოგიერთები, მანდ თან საქმე იმაშია რომ ორნაირი ოპერებია ლეპტოპებში ეხლა ცალკე DDR5 და მეორე ვარიანტი უკვე LP-DDR5 უფრო მაღალი სიხშირით

Lenovo Yoga 7 2-in-1 14 (2024) Laptop Review https://www.rtings.com/laptop/reviews/lenovo/yoga-7-2-in-1-14-2024 მაგ მიმოხილვაში უფრო სკრომნი კონფიგზე დაუტესტიათ AMD Ryzen 5 8640HS და Radeon 760M თუმცა არის კიდე Ryzen 7 8840HS 8 ბირთვზე და Radeon 760M ისე კი ოპერები მარტო 16GB LP-DDR5X 6400MHz ყენდება მაგ მოდელზე, მეტი აბიომი არაა

Posted

AMD-მ წარადგინა Ryzen 8000HX Dragon Range Refresh პროცესორები გეიმინგ ლეპტოპებისთვის 

AMD-მ დააანონსა Ryzen 8000HX მობილური პროცესორების სერია, რომელიც განკუთვნილია გეიმერებისა და იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მუშაობენ დიდი რესურსის მქონე ინტენსიურ ამოცანებზე. ახალი ჩიპები, კოდური სახელწოდებით Dragon Range Refresh, გასული წლის Ryzen 7000HX სერიის განახლება და მათში გრძელდება მაღალი წარმადობის ტრადიცია გეიმინგ ლეპტოპების სეგმენტში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

სერია მოიცავს პროცესორის ოთხ მოდელს, რომელთაგან თითოეულ გააჩნია 16 ბირთვ და 32 ნაკადი. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღწევს 5.4 გჰც-ს, ხოლო ქეშის მოცულობა - 80 მბ-ს. ყველა მოდელს აქვს საბაზისო ინტეგრირებული Radeon 610M გრაფიკა, რომელიც სავარაუდოდ გამოყენებული იქნება დისკრეტულ ვიდეო ბარათთან ერთად. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ანონსამდე Dragon Range Refresh ჩიპები უკვე არაერთხელ იყო ნახსენები AMD-ის პარტნიორების მიერ. კერძოდ, Ryzen 9 8940HX პროცესორი შემთხვევით გამოვლინდა Asus ROG Strix G16 2025 ლეპტოპის აღწერაში, რაც ადასტურებს მის ძირითად მახასიათებლებს. 

ახალი პროცესორების არქიტექტურა უცვლელი რჩება - AMD Zen 4, დამზადებულია 5 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით. წინამორბედების მსგავსად ჩიპებ გამოყენებულია ჩიპლეტების ტექნოლოგია, რაც მათ საშუალებას უზრუნველყონ მაღალ წარმადობა ენერგმოხმარების მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე. Ryzen 8000HX სერია სავარაუდოდ დარჩება კონკურენტუნარიანი Intel-ის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. 

თუმცა, მომხმარებლები ვერ მიიღებენ რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას Ryzen 7000HX-თან შედარებით. მთავარი განსხვავება Ryzen 9 8940HX-ის ოდნავ უფრო მაღალი Boost სიხშირე, რაც მხოლოდ 100 მჰც-ით მეტია წინა 7940HX მოდელთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: liliputing.com 

ასევე საინტერესოა, რომ AMD-მ შეამცირა პროცესორების რაოდენობა Ryzen 8000HX სერიაში. Ryzen 7000HX სერია შვიდ მოდელს გვთავაზობდა, ხოლო განახლებულ ხაზში მხოლოდ ოთხია. გაურკვეველია, გამოვა თუ არა მომავალში Ryzen 9 7945HX3D-ის მსგავსი 3D V-Cache ვერსია, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი მოდელი არ დაანონსებულა. 

ანონსი შედგა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის გარეშე და AMD შემოიფარგლა პრეს-რელიზით და ვებ-გვერდზე გვერდების განახლებით. Intel-ის ძალიან პოპულარული Raptor Lake-ის განახლებისგან განსხვავებით Dragon Range Refresh გვევლინება, როგორც დინამიური და ეკონომიური განახლება ხაზში და არა გარღვევის მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება. 

Posted

AMD- აღიარა, რომ Zen 5 პროცესორებს აქვთ საშიში დაუცველობა EntrySign 

Google-ის უსაფრთხოების მკვლევარებმა ახლახან აღმოაჩინეს ფარული დაუცველობა სახელწოდებით EntrySign, რომელიც საშუალებას აძლევს მავნე კოდის შესვლას AMD-ის პროცესორებზე ხელმოუწერელი მიკროკოდის პატჩების მეშვეობით, - Zen-დან Zen 4-მდე. თავად AMD-მ ახლახან დაადასტურა, რომ უახლესი Zen 5 ჩიპებიდაუცველობის წინაშეა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TechSpot 

პრობლემაწარმოადგენს ხარვეზი AMD-ის ხელმოწერის დადასტურებაში მიკროკოდების განახლებისთვის - დაბალი დონის შესწორებები, რომლებსაც ჩიპების შემქმნელები ავრცელებენ შეცდომების ან დაუცველობის გამოსასწორებლად. როგორც წესი, ოპერაციული სისტემა ან firmware ჩატვირთავს მხოლოდ მიკროკოდს, რომელიც ხელმოწერილია და დამტკიცებულია AMD-ის მიერ. EntrySign კი საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედებს, რომლებსაც წვდომა აქვთ Ring 0-ზე (ბირთვის დონე) დაცვა გვერდი აუარონ ჩიპებზე. 

გასულ თვეში AMD-მ განაცხადა, რომ EntrySign-მა გავლენა მოახდინა Zen პროცესორების პირველ ოთხ თაობაზე მთელ მის ასორტიმენტში. ყველა ჩიპი დაუცველი იყო, მასობრივი ბაზრის სამომხმარებლო Ryzen-დან დაწყებული - დამთავრებული მაღალი წარმადობის სასერვერო EPYC პროცესორებით. მიმდინარე კვირაში AMD-მ განაახლა უსაფრთხოების ბიულეტენი და დაადასტურა, რომ ახალი Zen 5 ჩიპებიც კი მგრძნობიარეა დაუცველობის მიმართ. მათ შორისაა დესკტოპ Ryzen 9000 (Granite Ridge), სასერვერო EPYC 9005 (Turin), მობილური Ryzen AI 300 (Strix Halo, Strix Point და Krackan Point), ასევე მძლავრი გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი მობილური Ryzen 9000HX (Fire Range) . 

AMD აცხადებს, რომ უკვე მიაწოდა საჭირო მიკროკოდის შესწორებები დედა დაფების მწარმოებლებს ComboAM5PI 1.2.0.3c AGESA განახლების მეშვეობით. მომხმარებლებს ურჩევენ შეამოწმონ დედა დაფების მწარმოებლის ვებ-გევრდი BIOS განახლებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

სასერვერო პროცესორებთან დაკავშირებით სიტუაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ AMD- უკვე გამოუშვა შესწორებები წინა თაობის სამომხმარებლო ჩიპებისა და სერვერის EPYC მოდელებისთვის, განახლებების გამოსვლა ახალი EPYC (Turin) მოდელებისთვის, რაც გავლენას მოახდენს EntrySign დაუცველობაზე, მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს. 

აღნიშნულია, რომ თავდამსხმელ მაღალი დონის სისტემის პრივილეგიები სჭირდება EntrySign დაუცველობის გამოსაყენებლად. მუდმივი მავნე პროგრამისგან განსხვავებით, რომელიც რჩება სისტემაში გადატვირთვის, პროგრამის ხელახალი ინსტალაციის ან მომხმარებლის გამოსვლის შემდეგაც, EntrySign-ის მეშვეობით ჩატვირთული ნებისმიერი მავნე მიკროკოდი წაიშლება სისტემის გადატვირთვისას. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული მომხმარებლებისთვის რეალური რისკი შედარებით დაბალია, მონაცემთა ცენტრებისა და ქლაუდ ინფრასტრუქტურის პოტენციური საფრთხე ამ დაუცველობას უსაფრთხოების სერიოზულ საკითხად აქცევს, რომლის მოგვარებაზეც AMD და მისი პარტნიორები დროულად მუშაობენ. 

  • 2 weeks later...
Posted

საჭირო ინფორმაცია;

 

X670 სტრიქსი ვისაც გაქვთ, დროებით ბიოსის განახლებისაგან თავი შეიკავეთ

რამოდენიმე მაზერი იქცა უკვე აგურად ბოლო ბიოსის ჩაწერის პროცესში

  • 2 weeks later...
Posted

MSI MPG X870E Carbon WiFi მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/msi-mpg-x870e-carbon-wifi-review.html

Digma Pro Pactos ნოუტბუკის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobilepc/digma-pro-pactos-review.html Ryzen 7 7730U 8 ბირთვიანი პროცესორი აყენია მაგ მოდელზე, 

  • 3 weeks later...
Posted

 

 

 

Posted

 

Posted

Ryzen 9 9950X3D პროცესორის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/amd-ryzen-9-9950x3d-zen5-review.html

  • Power_VANO changed the title to AMD Ryzen R9, R7, R5, R3 and Z
Posted

AMD-მ გააფართოვა Ryzen Z2 პროცესორების სერია Zen 5/RDNA 3.5 და Zen 2/RDNA 2 არქიტექტურებზე დაფუძნებული მოდელებით 

AMD-მ პორტატული გეიმინგ მოწყობილობებისთვის ორი ახალი პროცესორი წარმოადგინა: ინტეგრირებული ნეირონული დამუშავების ბლოკი (NPU) მქონე Ryzen AI Z2 Extreme და შედარებით ხელმისაწვდომი Ryzen Z2 A. ეს პროცესორები აფართოებს იანვარში წარმოდგენილ Ryzen Z2-ის ხაზს, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა Ryzen Z2 Extreme-ს, Ryzen Z2-ს და Ryzen Z2 Go მოდელებს. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: AMD 

Tom's Hardware-ის მონაცემებით ფლაგმანური Ryzen AI Z2 Extreme ვარიანტი არსებითად Z2 Extreme-ია დამატებული ნეირონული დამუშავების ბლოკით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებისთვის 50 TOP-მდე გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს და Microsoft Copilot+-ის ფუნქციებ მხარდაჭერა გააჩნია. 

Ryzen AI Z2 Extreme-ში შენარჩუნებულია ორიგინალი Z2 Extreme-ის ძირითად მახასიათებლებ: 8-ბირთვიანი/16-ნაკადიანი პროცესორი Zen 5 არქიტექტურით, 24 მბ ქეში, LPDDR5X-8000 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, RDNA 3.5 არქიტექტურის 16-ბირთვიანი გრაფიკა და 15-დან 35 ვატამდე რეგულირებადი TDP. NPU-ს შესაძლებლობები საშუალებას მისცემს დეველოპერებსა და მოწყობილობების მწარმოებლებს გააუმჯობესონ სისტემის ოპტიმიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა დამუშავების ეფექტურობა და მართონ ენერგომოხმარება. 

მეორე ჩიპს, Ryzen Z2 A-ს, რომელსაც კომპანია ხელმისაწვდომ ვარიანტად ასახელებს, GPU-ის ნაკლები ბირთვი და უფრო დაბალი კონფიგურირებადი TDP (Thermal Design Power) აქვს. ის აგებულია Zen 2 არქიტექტურაზე, აქვს 4 ბირთვი და 8 ნაკადი, RDNA 2 არქიტექტურის 8 გრაფიკული ბირთვი, 6 მბ ქეში და მხარდაჭერილია LPDDR5-6400 მეხსიერება. მისი TDP შეადგენს 6-20 ვატ, რაც დადებითად მოქმედებს მოწყობილობების ავტონომიაზე. გაითვალისწინეთ, რომ ეს მოდელი სერიაში Ryzen Z2 Go-ს ქვემოთ დაიკავებს პოზიციას. 

image.jpeg

 

image.png

 AMD-ს ჯერ არ წარმოუდგენია ინფორმაცია ახალი ჩიპების ან თავსებადი მოწყობილობების რეალურ პირობებში მუშაობის შესახებ. თუმცა, როგორც Tom's Hardware აღნიშნავს, ახალ მოდელებს შეუძლიათ წელს მეტი პორტატული გეიმინგ მოწყობილობის წარმოებაში დახმარება. ამ ეტაპზე მხოლოდ Lenovo Legion Go S და Legion Go 2 Prototype იყენებენ Ryzen Z2 სერიის პროცესორებს. Asus ასევე გეგმავს წელს ამ ჩიპებით აღჭურვილი ორი ახალი პორტატული მოწყობილობის - Xbox Ally და Xbox Ally X კონსოლების - წარდგენას, რომლებიც Microsoft-თან ერთად შეიქმნა. 

  • 3 weeks later...
Posted

Maxsun Terminator B650M WiFi6 მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/maxsun-terminator-b650m-wifi6-review.html უბრალო 9+2+1 ფაზიანი გაგრილება ქონია მაგ ჩინურ მაზერზე 50 ამპერზე

 Asus Prime X870-P WiFi მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/asus-prime-x870-p-wifi-review.html 14+2+1 ფაზიანი გაგრილება ქონია მაგ მაზერზე

Maibenben Typhoon X16A ნოუტბუკის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobilepc/maibenben-typhoon-x16a-review.html  Ryzen 7 7435H 8 ბირთვიან პროცესორზე და RTX 4060 8გბ ვიდეოკარტაზე ყოფილა ეგ მოდელი

Posted

 

Posted

 

Posted

ნუ იგივე ინტელის i5-12600K ცუდია თუ არა გეიმინგში, მანდაც დაახლოებით ეგეთი პონტია, მაგ ფასათ ჩემი აზრით მშვენიერია მაინც თუ უფრო კარგს ვეღარ ქაჩავ უკვე

Posted

Gigabyte X870 Aorus Stealth Ice მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/gigabyte-x870-aorus-stealth-ice-review.html 16+2+2 ფაზიანი გაგრილება ქონია მაგ მაზერზე 80 ამპერზე

  • 2 weeks later...
Posted

Bloody BD-PC RB65C2 გეიმერული დესკტოპის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/blooody-bd-pc-rb65c2-review.html ნუ მანდ უფრო ბიუჯეტური მოდელია Ryzen 5 7500F პროცესორით და  RTX 4060
 ვიდეოკარტით, პროცესორის გაძლიერება რატომღაც არ შეიძლება, მარტო ოპერების 16 და 32გბ ლოლ, თუმცა RTX 5070 Ti დაყენებაც მოსულა ვიდეოკარტა თუ უფრო ძლიერი დაგჭირდა

 

Posted

AMD-მ გამოუშვა ოთხბირთვიანი პროცესორი Ryzen AI 5330, რომელიც დაფუძნებულია Zen 5-სა და Zen 5c-ზე და განკუთვნილია ხელმისაწვდომი AI ლეპტოპებისთვის 

AMD-მ გააფართოვა Ryzen AI 300 მობილური პროცესორების ხაზი ახალი საბაზისო დონის ჩიპ Ryzen AI 5 330-ით. იგი Kraken Point სერიას მიეკუთვნება და ოთხი ბირთვი აქვს: ერთი Zen 5 და სამი ენერგოეფექტური Zen 5c. 

image.jpeg

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen AI 5330-ზე მხარდაჭერილია რვა ვირტუალურ ნაკად. Zen 5 ბირთვის, ისევე როგორც Zen 5c ბირთვების საბაზისო სიხშირე 2.0 გჰც-ია. Zen 5c ბირთვების ბუსტ-სიხშირე 3.4 გჰც-ს აღწევს, ხოლო ერთი Zen 5 ბირთვის - 4.5 გჰც-ს. პროცესორს აქვს 4 მბ L2 ქეში და 8 მბ L3 ქეში. ჩიპის TDP კონფიგურირებადია 15-დან 28 ვატამდე. 

image.jpeg

Ryzen AI 5 330 წარმოდგენილია XDNA 2 ნეიროძრავით 50 TOPS (ტრილიონი ოპერაცია წამში) სიჩქარით და ინტეგრირებული Radeon 820M გრაფიკით, რომელიც დაფუძნებულია ორ RDNA 3.5 ერთეულზე. გრაფიკული პროცესორის სიხშირე 2800 მჰც-ია. დიდი ალბათობით, Ryzen AI 5 330 გამოყენებული იქნება როგორც საბაზისო დონის ლეპტოპებში, ასევე Chromebook-ებში. 

  • 1 month later...
Posted

iRU Tactio 525 მინი პს მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/iru-tactio-525-review.html მაგ მოდელზე AMD Ryzen 5 6600H 6 ბირთვიანი პროცესორი უყენია AMD Radeon Graphics 660M ინტეგრირებული ვიდეოკარტით

Asus ROG Strix B850-A Gaming WiFi მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/asus-rog-strix-b850-a-gaming-wifi-review.html 14+2+2 ფაზიანი გაგრილება ქონია მაგ მოდელზე 80 ამპერზე

Asus ROG Crosshair X870E Hero მაზერის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/platform/asus-rog-crosshair-x870e-hero-review.html 18+2+2 ფაზიანი გაგრილება ქონია მაგ მოდელზე 110 ამპერზე

Honor MagicBook X16 (GOH-X) ნოუტბუკის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobilepc/honor-magicbook-x16-amd-2025-review.html ეგ მოდელი Ryzen 5 6600H 6 ბირთვიან პროცესორზეა ინტეგრირებული 660M ვიდეოკარტით

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.