Jump to content

Recommended Posts

აღმოჩენაა ეს სიტყვა "გამოზუსტულად" :dacinva::dacinva::dacinva:

მოკლედ ძალიან კაი ინფოებია რაიზენზე, იმედია ამდ შემდეგ გენერაციებშიც შეძლებს სიახლეები შემოგვთავაზოს და ინტელს დაუპირისპირდეს.

მე პირადად ჩემ წილ 200-300 დოლარს მივაწვდი ამდ-ს და სავარაუდოდ 1700-ს ვიყიდი, ოღონდ ჯერ მაზერები არ მომწონს

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ AMD-ს მომავალ 16 ბირთვიან პროცესორს, APU-ს ინტეგრირებული ვიდეობარათით, რომელსაც გააჩნია საკუთარი HBM მეხსიერება.     ამ სერიის TOP მოდელს ექნება მაქსიმუმ 16 ბი

წუხელ იყო ლაივი და ვუყურე ბოლომდე, ისე ისაუბრეს აღარც მაინტერესებს უკვე დესკტოპი, ეპიკის სერვერი მომინდა     &

ცოტა მოზრდილები ვინც ხართ გემახსოვრებათ ძველი პროცები და ისიც რო ამდ ყოველთვის ჯობნიდა ინტელს, ბევრად დაბალ სიხშირიანი ამდ-ს პროცები აფარჩაკებდნენ მაშინდელ ინტელის ტოპ პროცებს პენტიუმებს,  1 ბითვიანებ

Posted Images

თან ჯერ ასე ვთქვათ,,დასახვეწია,, ალბათ რაღაცეები ვფიქრობ მომავალი თაობა ბევრად დაიხვეწება,ჯერ ჩ ეს ყველაფერი დაკვირვების და ტესტის ქვეშაა თუნდაც ეგ pci-eხაზები როგორ ეყოფა რანაირად,არამგონია მაგეებია დამატება გაჭირდეა მაგრამ როგორც ვიცი რაც მეტი ხაზია მეტად ცხელია პროცესორი მითუმეტეს ამ ეტაპზე

Sent from my Motorola Turbo

Link to post
Share on other sites

jubet4ozk1jy.png

 

 

 

Link to post
Share on other sites

der8auer-მა რეკორდიც დადო უკვე

02173028390l.png

აქეთ ელმორმა საინბენჩის რეკორდი მოხსნა

http://hwbot.org/submission/3473862_elmor_cinebench___r15_ryzen_7_1800x_2454_cb

5960ხ-ს აჯობა, რომელიც 6გჰზ-ზე გაატარეს

 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
2 hours ago, 2jzgte said:

თან ჯერ ასე ვთქვათ,,დასახვეწია,, ალბათ რაღაცეები ვფიქრობ მომავალი თაობა ბევრად დაიხვეწება,ჯერ ჩ ეს ყველაფერი დაკვირვების და ტესტის ქვეშაა თუნდაც ეგ pci-eხაზები როგორ ეყოფა რანაირად,არამგონია მაგეებია დამატება გაჭირდეა მაგრამ როგორც ვიცი რაც მეტი ხაზია მეტად ცხელია პროცესორი მითუმეტეს ამ ეტაპზე

Sent from my Motorola Turbo
 

ჰო ჰილბერტამ მასე თქვა, ჯერ ახალია ეს არქიტექტურა და ფართო მასებისგან წამოსული Feedback ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიმართულებაა საითაც AMD-მ უნდა იმუშაოს. რაც არ ივარგებს იმას გამოასწორებენ, ამხელა ხარჯი გასწიეს და ZEN არქიტექტურა შექმნეს, ვერანაირად ვერ დაიკიდებენ ხალხის შენიშვნებს და თუ დაიკიდებენ, გაგოკტრება არ ასცდებათ :D

რაც შეეხება PCI-E ხაზებს, თუ კიდევ უფრო კარგად ჩაუღრმავდები აბსოლუტურად არანაირად არ დალიმიტდება რაიზენი. ერთი ვიდეო ბართის შემთხვევაში ან თუნდაც ორი იყოს, უბრალოდ ვისურვებდი ცოტა მეტი PCI-E ხახი ჰქონოდა X370 ჩიფსეტს ან უბრალოდ Gen 3.0 ყოფილიყო. მემგონი ბიოსის განახლებით შესაძლებელია Gen 3.0-ზე გადაყვანა რადგან ტექნიკურად სხვაობა მათ შორის არ არის. თუ რამე შეკითხვა გექნება დაწერე და განვიხილოთ. აი ინტელის Z270 ჩიფსეტს რათ უნდა იმდენი pci-e ხაზი ეგაა საკითხავი.

2 hours ago, Gik. said:

jubet4ozk1jy.png

 

 

 

 

მოკლედ გადავათვალიერე რამდენიე რევიუ, ზოგი ისეთია რომ მოვალეობის მოხდის მიზნით რომ წერენ, ზერელე და არაფრის მთქმელი რევიუები.

ჰილბერტა არის ერთ-ერთი სერიოზული მიმომხილველი ვინც საფუძვლიანად და გამოცდილების ხარჯზე აკეთებს ყველაზე სანდო და ლოგიკურ დასკვნებს, ამ კაცის გამოცდილებაში ეჭვი არ მეპარება და მისი დასკვნების კითხვა პრაქტიკულად უტყუარია ნებისმიერი მიმოხილვის დროს. დანარჩენი თუ გინდა ლინუსა აიღე ან კიდე სხვა, უფრო გაცნობითი ხასიათის რევიუებს აკეთებენ, უფრო მეტად შოუს ელემენტებით და ზიზილ-პიპილოები, მეტი ხალხის მისაზიდად. ნუ ეს გასაგებია, ეს მაგათი ბიზნესია, სასიამოვნო სანახავია თუმცა, უფრო სიღრმისეული რევიუები ჰილბერტას აქვს, თითოეულ წვრილმანზეც კი.

მაგრამ მაინც ასეთი შეფასება აქვს რაიზენს:

პროცესორის სიმძლავრე - საკმარისად მძლავრი აღმოჩნდა ინტელთან კონკურენციისათვის. ინტელის ბირთვს გაუთანაბრდა შესაბამის სიხშირეზე, თუმცა სხვადასხვა ტესტებში ხან ცოტათი წინაა, ხან ცოტათი ჩამორჩება 6900k-თან შედარებაში. 4.0 ან 4.1 Ghz სიხშირე საუკეთესო შუალედია ტემპერატურასა და წარმადობას შორის. ეს სიმძლავრე იდეალურია ისეთ პროგრამებში სამუშაოდ სადაც საჭიროა რენდერი და 3D პროგრამები, ასევე იდეალურია ვიდეო სარედაქტორო პროგრამებისთვის.

გეიმინგი - ამ პროცესორმა გეიმინგში ცოტათი დაბალი შედეგი ანახა. ამის ძირითადი მიზეზეზი არა პროცესორის სისუსტე, არამედ თამაშის და კიდევ ბევრი წვრილ-წვრილი ფაქტორებია რომლებიც საერთო ჯამში თამაშებში თავიანთ როლს თამაშობენ. კარგია რომ უკვე ოფიციალურად განაცხადეს თამაშებზე ოპტიმიზების დაწყება. თანაც ოპერატიული მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ბიოსები ჯერ გამოსული არ არის რათა კიდევ უფრო მაღალ სიხშირეზე გაუშვან.

ოპერატიული მეხსიერების სიხშირე რაიზენზის მეხსიერების გამტარუნარიანობაზე  კარგად სკალირებს, ვიდრე 6900K და 6950X-ზე. თუ კიდე უფრო მაღალი სიხშირის ოპერებს აამუშავებს მაშინ სავარაუდოდ გაუტოლდება კიდეც 2011 პროცესორების გამტარუნარიანობას.

 

@mail10

ჰო მაგ სიტყვას არცთუ იშვიადად ვიყენებ :D

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

ისე ქონია გარკვეული მინუსები დეტალურათ რომ გადავხედე მიმოხილვებს დღეს დილით, საკმაოთ ცუდათ რაზგონდება (4-4.2GHZ 1800X ზღვარი ამ ეტაპზე), თან ნამეტარი დიდი ვოლტაჟი ჭირდება ყოველგვარი რაზგონის გარეშეც 3.7GHZ უკვე, 3.9GHZ საკმაოთ ცხელი იქნება რამე ზვერი კულერი თუ და დაუყენე ან საერთოდ წყალზე გადახვედი, იგრებში 1080P აშკარათ რაღაც პრობლემები აქვს და ზოგან 720P კი სადაც სხვერხმაღალი ფპს და ოპტომიზაცია წყვიტავს ყველაფერს, ზოგ თამასში ჩემ პროცესორზე ცუდი შედეგები დადო 1080P, როცა 2K უკვე კარგათ უბერავდა რაც ცოტათი საეჭვოა, შეიძლება იგრებში რაღაც დამატებითი ოპტიმიზაციები ჭირდება რომელიც უკვე მეორე რევიზიაში გამოჩნდება ან ბიოსების და პროცესორის მიკროკოდების განახლების შემდეგ, 370X ცუდი მაზერი არა მაგის გამო რომ ქონოდა პრობლემები, ფასიც არ ადევს პატარა ზოგიერთ მოდელებს და Z270 ფასი ჯდება რამდენიმე ძვირიან მოდელს თუ გამოვრიცხავთ ინტელზე, მთავარი მანდ ისაა რომ წინა პაკალენიის ბულდოზერის ფონზე დიდი ნახტომი გააკეთეს + ის რომ ფასები არ ადევს გაბერილი, თან რენდერში საკმაოთ დასტოინათ გრძნობს თავს და სინთეტიკურ ბენჩებში, გეიმინგში მაინც ამ ეტაპზე მთლიან ჯამში 4790K-7700K ტიპის პროცესორები ჯობს, მაგრამ მარტო ცოტათი, მაღალი ჩასტოტა წყვიტავს ჯერ კიდევ ბევრ რამეს თუმცა 4GHZ უკვე თანაბარ შედეგს აჩვენებენ 8-16 თრიდიანი რიზენის პროცესორები, თავისი ბუსტი კი როგორც ჩანს ზოგ იგრებში არ ყოფნის ან უბრალოთ ცუდი ოპტიმიზაცია აქვს მაგ პროცესორებზე და დამატებითი პაჩების გამოშვებაა საჭირო, 1700 8 თრიდზე ჩემი პროცესორის შედეგს დებს საშვალოთ ფაქტიურათ ყველა ბენჩებში, როგორც ჩანს ერთ ბირთვზე დაახლოებით ჰასველის i7 დონის წარმადობა ქონია და არა სკაილეიკის და კობილეიკის, ისე კი 4790K მაგარი ვირი პროცესორი ყოფილა 1080P კაკ მინიმუმ GTX1080-ზე უმრავლესობა თამაშებში სერიოზულ ფპს აჩვენებს 4.4GHZ ტურბობუსტით ყოველგვარი რაზგონის გარეშე. ჩემი მაინც მაქსიმუმ 3.9GHZ მუშაობს 7 რევიზიის მიკროკოდზე თუ გადაფლეშავ ბიოსს 8 თრიდზე და ზოგიერთ იგრებში როგორც ჩანს მაგ დამატებით 0.5GHZ აქვს გავლენა, ისე კი ზოგიერთ მიმოხილვებში საკმაოთ განსხვავდება სინთეტიკური ბენჩების შედეგებიც კი, იგივე ვინრარში მაგალითად, მე 1800X საერთოდ არ ავიღებდი, მაქსიმუმ 1700X, სხვაობა რაზგონში მგონი მარტო 100MHZ ყოფილა ამ ეტაპზე საშვალოთ, თან შეიძლება დაჟე 1700 ეჩალიჩო და 3.9GHZ დაასტაბილურო 24 საათიან რეჟიმში რომ იმუშაოს სულ სასწავლი გაგრილების გარეშეც კი, ოპერებს რაც შეეხება მაღალი ჩასტოტიანი კიტები მოსწონს,რამდენათ მართალია არ ვიცი მაგრამ ზოგი წერდა DDR 4 2133 VS 3133 30% სხვაობას იძლევაო ლამის თამაშებში, თუმცა ბევრი ტუტუცობებიც დაიწერა განხილვებში და ყველაფერს არ უნდა ენდო ვისაც ყიდვა უნდოდა, ნეტა სერიოზულ სტრესს ტესტში 3.7GHZ რა ტემპებზე მუშაობს პიკურ ნაგრუზკაზე რამე ნორმალური კულერით 150 ლარამდე რაც ჯდება, ესეთი შედარება ვნახე კიდე ჩემ პროცესორთან 1700-ის:

http://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-4770-vs-AMD-Ryzen-7-1700/1978vs3917

გეიმინგში მეტს მოველოდი ისე დაჟე 1700-ან რომელიც 4GHZ თუ დარაზგონდა უკვე უნდა გიხაროდეს, მემგონი 3.9ვერ ავა წესით თუ 1700X 4GHZ მეტი აღარ შეუძლია, ანუ იმ თამაშებში სადაც 8 თრიდი იგრუზება ეფექტურათ მაქსიმუმ მაგ პროცესორზე გადასვლა არანაირ პრიროსტს არ მოუტანს დიდათ 3770-4770 ფლობელებს, i5 კი ნამდვილათ ჯობნის ყველგან 4 თრიდზე ან კაკ მინიმუმ არ ჩამოუვარდება, თუმცა მეტის თავი მეგონა რომ ექნებოდა ეხლანდელ თამაშებში და არა მარტო მომავალ იგრებში სადაც უფრო კარგათ გამოიყენებენ 8 რეალურ ბირთვს

Link to post
Share on other sites

მეც გადავხედე რაღაც შედეგებს და თამაშებში რაღაც ვერ უჭირავს თავი კარგად სამუშაოდ რენდერში ძალიან მაგარი ჩანს მაგრამ ეს გრადუსებიც მაღალი აქვს რავი ალბათ რამეს მოუხერხებენ

Link to post
Share on other sites

ჯერ ბავშვია ხალხო :))),დააცადეთ და ნახავთ რომ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ინტეს ამხელაზე ამოქაჩეს ,და იასნა ჩავარდნები ექნება დარწმუნებული ვარ შემდეგი თაობის პაკალენია ბევრად მაგარი გამოუვათ ჯერ ისევ შესწავლის პროცესშია ,ვინც რენდერზე მუშაობს რამხელათი იაფს იხდის პროცესორში,

4 hours ago, lasha1616 said:

თუ რამე შეკითხვა გექნება დაწერე და განვიხილოთ

aucileblad ჯერ კიდე ცინაა ყველაფერი და საინტერესო :)

Link to post
Share on other sites

ეგ სოფტის ოპტიმიზაციის ბრალი მგონია რო თამაშებში ეგეთი შედეგი დაიდო (720p,1080p), სხვა მხრივ რითი ჩამორჩება თავისზე 2 ჯერ ძვირ პროცესორს? თან თ გავითვალისწინებთ იმას რომ 2კ და 4კ ზე ჯობნის კიდეც. 

 

ტემპერატურა ისეთი არამგონია ქონდეს რომ წაეკიდეოს მითუმეტეს TDP 95 აქვს, ტესტებზე არ გადამიხედია და ჯერ კიდევ სრულად მაინც ვერ ტყვიან ყველაფეს +- ებზე, მე თუ მკითხავ კომპის აწყობას თუ აპირებ ალხა უკონკურენტოა AMD, და თუ გაქვს 6900 სისულელეა რამეზე გადასვლაზე იფიქრო. ან თუ გინდ 6800 იც ჯერ ჯერობით კისრამდე ამოუვა გეიმერულ საქმეს რამდენიმე წელი.

Link to post
Share on other sites

MSI Releases Complete AM4 Motherboard Lineup http://www.guru3d.com/news-story/msi-releases-complete-am4-motherboard-lineup.html

ASUS Republic of Gamers Announce AMD AM4 Shows Series Motherboards http://www.guru3d.com/news-story/asus-and-asus-republic-of-gamers-announce-amd-am4-series-motherboards.html

ეს კიდე მიმოხილვები რუსულ-ინგლისურათ:

Review: AMD Ryzen 7 1700X processor http://www.guru3d.com/articles-pages/amd-ryzen-7-1700x-review,1.html

Review: AMD Ryzen 7 1800X processor http://www.guru3d.com/articles-pages/amd-ryzen-7-1800x-processor-review,1.html

AMD Ryzen 7 1800X მიმოხილვა რუსულათ https://3dnews.ru/948466

რუსული ოვერების მიმოხილვა რატომღაც გააქრეს საიტიდან

Link to post
Share on other sites
1 minute ago, George said:

MSI Releases Complete AM4 Motherboard Lineup http://www.guru3d.com/news-story/msi-releases-complete-am4-motherboard-lineup.html

ASUS Republic of Gamers Announce AMD AM4 Shows Series Motherboards http://www.guru3d.com/news-story/asus-and-asus-republic-of-gamers-announce-amd-am4-series-motherboards.html

ეს კიდე მიმოხილვები რუსულ-ინგლისურათ:

Review: AMD Ryzen 7 1700X processor http://www.guru3d.com/articles-pages/amd-ryzen-7-1700x-review,1.html

Review: AMD Ryzen 7 1800X processor http://www.guru3d.com/articles-pages/amd-ryzen-7-1800x-processor-review,1.html

AMD Ryzen 7 1800X მიმოხილვა რუსულათ https://3dnews.ru/948466

რუსული ოვერების მიმოხილვა რატომღაც გააქრეს საიტიდან

და ცუდს ამბობდნენ რამეს? საინტერესოა :D

Link to post
Share on other sites

არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ რაღაცეები მაგათმაც დაიწუნეს, ან რაღაცა შეეშალათ და დროებით მოხსნეს ეგ მიმოხილვა ან რამე სხვა იქნებოდა, ნორმალური სრულყოფილი აბზორი იყო სადაც გეიმინგსაც შეეხნენ, რიზენის არქიტექტურასაც და სინთეტიკურ ბენჩებს, დილისკენ ვათვალიერებდი და დღისით რომ მინდოდა რაღაცის შედარება სხვა აბზორთან უკვე აღარ იყო ლინკი

Link to post
Share on other sites

რახან რენდერში და ბენჩებში კარგია და თამაშებში #$%ობა თამაშების ოპტიმიზაციის ბრალია

 

მაინც ახალი არქიტექტურაა და ამაზე რო დაიწერება ყველა პროგრამა და თამაში აჯობებს ინტელს

ტემპერატურა მართლა #$%ობაა და ვერც რაზგონშია მაგარი როგორც ჩანს

 

მარა მაინც წარმოუდგენლად ბევრი ამოქაჩა ატიმ და გაუთანაბრდა ინტელს

Link to post
Share on other sites

წესით შემდეგ გენერაციაში უნდა აღმოფხვრან ეს პრობლემები, შესაძლოა ახალმა ბიოსებმაც ითამაშონ რაიმე როლი დაველოდოთ ჯერ, ასევე მაზერებიც გამოსასვლელია. ასე ინტელის 1156-1366-საც კარგა დიდი ტემპერატურები და წიკები ქონდა და აქვს.

Link to post
Share on other sites

7700k არის 5GHz-ზე ოდნავ ჯობნის  რასაც ვუყურებ

Link to post
Share on other sites

აქვე განვიხილოთ კიდევ რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთი რევიუ რაიზენზე, დავიწყოთ გეიმინგით AMD Ryzen R7 1800X Review: An i5 in Gaming, i7 in Production

როგორც ხედავთ, უცნაურია მაგრამ ფაქტია, თუკი რაიზენის თრიდებს გამოვრთავთ Simultaneous MultiThreading (SMT) მაშინ FPS მიზერული სხვაობით იმატებს თამაშებში. 

ამ ფაქტზე საუბრობდნენ AMD reddit-ში რომ თრიდები FPS ოდნავ აკლებსო. სხვაობა მართალია 1-2 FPS-ია მაგრამ, მთავარი ის არის რომ თრიდებით და თრიდების გარეშე სხვაობა არააქვს საერთოდ. ეს ნორმალურია? :D მემგონი ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე რომ, რაიზენის თრიდები და ზოგადად ZEN, ინტელისგან გასხვავებით სხვა არქიტექტურაზეა და თამაშები არ არის ოპტიმიზებული რაიზენის ეფექტურად გამოყენებაზე. ასევე არაეფექტურად იყენებს იმ 8 ბირთვის სიმძლავრეს რა დროსაც წესით თანაბარი უნდა იყოს 6900k-სთან. მანდვე კარგად ჩანს 5,1 Ghz-ზე გახეული i7-7700K თავად 6900K-საც კი ჯობნიან მაგრამ ეს მგონი არავის უკვირს, მაღალი სიხშირე მნიშვნელოვნად მოქმედებს თამაშის ძრავებზე სანამ რესური ეყოფა.

ამ ტიპის მიმოხილვებს ნაკლებად ვადევნებ ხოლმე თვალს, თუმცა ამასაც კარგად და დეტალურად აქვს განხილული გარკვეული საკითხები.

მანდ განხილულ ყველა თამაშში 1080p გაფართოებაზე, კარგად გამოჩნდა რომ რაიზენს დაბალი შედეგი ჰქონდა. როგორც ეგ ტიპი ამბობს FHD გაფართოებაზე ვიდეო აბრათი არ იტვირთებაო და მთელი დატვირთვა გადადის პროცესორზეო. თუკი გავზრდით რეზოლუციას და დავტესტავთ მაგალითად 4K გაფართოებაზეო მაშინ, მთელი დატვირთვა გადადის ვიდეო ბარათზეო და პროცესორს დიდი ძალა აღარ ადგებაო, ამიტომ პროცესორის გეიმინგში გამოსაცდელად სწორადაც FHD გაფართოებაზე უნდა მოხდესო.

AMD-მ მისწერა რომ გაეკეთებინა უფრო მაღალ გაფართოებაზე ტესტები რათა პოტენციურმა "შეძლებულმა" რომელსაც აქვს ფული იყიდოს 4K მონიტორი და 1800X პროცესორიო მანაც ნახოს რა FPS-ით ითამაშებსო, რაზედაც ამ ტიპმა კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან 4K-ზე პროცესორი გეიმინგში არ "ბრძოლობსო" და მთელი "ბრძოლა" ვიდეო ბარათს უხდებაო. ამიტომ 4K-ზე პრინციპულად ტესტები არ გაატარა და 2K-ზე ისიც ორი ტესტი გააკეთა. ესეც მისი მოსაზრება:

Quote

When we approached AMD with these results pre-publication, the company defended its product by suggesting that intentionally creating a GPU bottleneck (read: no longer benchmarking the CPU’s performance) would serve as a great equalizer. AMD asked that we consider 4K benchmarks to more heavily load the GPU, thus reducing workload on the CPU and leveling the playing field. While we fundamentally disagree with this approach to testing, we decided to entertain a mid-step: 1440p, just out of respect for additional numbers driven by potentially realistic use cases. Of course, in some regard, benchmarking CPUs at 4K would be analogous to benchmarking GPUs at 720p: The conclusion would be that every GPU is “the same,” since they’d all choke on the CPU. Same idea here, just the inverse.

ანუ პროცესორის დატესტვა თამაშებში 4K-ზე იგივეაო რაც ვიდეო ბარათის დატესტვა თამაშებში 720p-ზეო.

ნუ ეს მოსაზრება იმით არის მართალი რომ, მაგალითად შეგიძლია Celeron იყიდო და მიყენო GTX 1080Ti, კარგი 4K მონიტორიც მიუდგი და გაუშვი ნებისმიერი ბომბა თამაშები 4K გაფართოებაზე, მთელ დატვირთვას ვიდეო ბარათი წაიღებს და რაც დარჩება გასაკეთებელი, მაგას Celeron-იც მოერევა არა? თან ბევრად იაფი ჯდება :lol:

ასევე ეს მოსაზრება იმითაც არის მართალი რომ, თუ ქაუნთერში 1080P-ზე თამაშს დატესტავ GTX 1080Ti ბარათით, ორ პროცესორზე, 700 FPS გექნება თუ 900 FPS აი მაგით გაიგებ რომელი პროცესორი ჯობია :givi:

ესეც მისი ვიდეო ამ ყველაფრის შემდეგ

 

რაც შეეხება რენერს და ვიდეო სარედაქტორო პროგრამებს, ზუსტად 6900K-სთან დგას AMD R7 1800X Blender Benchmarks vs. i7-6900K, 7700K, 7600K, FX-8370

 

ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მომენტს რაც შეეხება ესაა მისი ტემპერატურა. როგორც აღმოჩნდა რაიზენს არააქვს ერთი კონკრეტული სენსორი ტემპერატურის გასაზომად. იგი იყენებს რამდეიმე სენსორის საშუალო არითმეტიკულს და საერთო პროცესორის ტემპერატურაც ასე გამოითვილება. ეს ფორმულა თუ როგორ გამოითვლის ტემპერატურას AMD-ს არ გაუსაჯაროებია. როგორც აღმოჩნდა ამ პროცესორის დასაშვები მაქსიმალური ნორმა არის 75 გრადუსი. თუკი ამ ტემპერატურას გაცდება, იწყებს ავტომატურად სიხშირის დაგდებას. უფრო დეტალურად აქ გაეცნობით Ryzen R7 1800X Thermal Challenges

როგორც ჩანს რაიზენს კარგი გარილება ჭირდება მაღალი სიხშირის მისაღწევად. ჰილბერტას მონაცემებით Noctua U12S SE ქულერით 1800X 3,7 Ghz-ზე სრულ დატვირთვაზე 70 გრადუსზე ადის AMD Ryzen 7 1800X Review - Power Consumption, ხოლო 1700X 3.5 Ghz-ზე სრულ დატვირთვაზე 69 გრადუსს აჩვენებს  AMD Ryzen 7 1700X Review - Power Consumption

თუმცა ჰილბერტამ თქვა  Predator 240 ქულერიც მოყვა რომელსაც ოვერქლოქის დროს იყენებდა და მაგ დროს 65 გრადუსი ეჭირაო.

 

  • Upvote 3
Link to post
Share on other sites

კი ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან ასეა ვიდეო კარტაზე რაც მაღალ გაფართოებას გაუშვებ თამაშში მით მეტი ძალა ადგება ხოლო პროცესორს რაც დაბალ გაფართოეაბზე გაუშვებ თამაშს მით მეტი ძალა ადგება fps-ზეა რა რაც მეტი ფპს გაქვს პროცს მით მეტი ძალა ადგება ნუ თამაშს გააჩნია gta 5-სნაირ თამაშში ან ვაჩ დოგს 2-ში შანსი არაა 16 ნაკადიანმა 6900კმ 300 ფპს დაიჭროს 800x480 გაფართოებაზე რომ ჩართო და პასკალის 2 ტიტან იქს დააყენო განა იმიტომ ვერ გაქაჩავს რომ ორი პასკალის ტიტან იქს არ ეყოფა იმიტომ რომ 6900კ ვერ დატვირთავს ბოლომდე მაგ ორ ვიდეოს ეგეთ რეზოლუციაზე

Link to post
Share on other sites
37 minutes ago, lasha1616 said:

ნუ ეს მოსაზრება იმით არის მართალი რომ, მაგალითად შეგიძლია Celeron იყიდო და მიყენო GTX 1080Ti, კარგი 4K მონიტორიც მიუდგი და გაუშვი ნებისმიერი ბომბა თამაშები 4K გაფართოებაზე, მთელ დატვირთვას ვიდეო ბარათი წაიღებს და რაც დარჩება გასაკეთებელი, მაგას Celeron-იც მოერევა არა? თან ბევრად იაფი ჯდება :lol:

შანსი არაა რა ვიდეოც არ უნდა გქონდეს ონლაინთამაშში ი5-ზე ნაკლები გეყოს 1კ-2კ-4კ-ზე :) ჰოდა ონლაინიც გაეტესტა, რომ გაუფიჩინებია ხელები :givi:

 

Link to post
Share on other sites
1 hour ago, nseries430 said:

კი ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან ასეა ვიდეო კარტაზე რაც მაღალ გაფართოებას გაუშვებ თამაშში მით მეტი ძალა ადგება ხოლო პროცესორს რაც დაბალ გაფართოეაბზე გაუშვებ თამაშს მით მეტი ძალა ადგება fps-ზეა რა რაც მეტი ფპს გაქვს პროცს მით მეტი ძალა ადგება ნუ თამაშს გააჩნია gta 5-სნაირ თამაშში ან ვაჩ დოგს 2-ში შანსი არაა 16 ნაკადიანმა 6900კმ 300 ფპს დაიჭროს 800x480 გაფართოებაზე რომ ჩართო და პასკალის 2 ტიტან იქს დააყენო განა იმიტომ ვერ გაქაჩავს რომ ორი პასკალის ტიტან იქს არ ეყოფა იმიტომ რომ 6900კ ვერ დატვირთავს ბოლომდე მაგ ორ ვიდეოს ეგეთ რეზოლუციაზე

პროცესორის ბირთვის სიმძლავრე ხომ უცვლელია ნებისმიერ გაფართოებაზე? 720p იქნება თუ 4K, ბირთვის სიმძლავრე უცვლელია (ანუ პროცესორის ბირთვი ერთნაირი ძალით ცდილობს დატვირთოს ვიდეო ბარათი ნებისმიერ გაფართოებაზე)

ასევე, ვიდეო ბარათის ბირთვის სიმძლავრეც ხომ უცვლელია? იგი ცდილობს პროცესორისგან მაქსიმალურად დაიტვირტოს ნებისმიერ გაფართოებაზე და ანახოს მაქსიმალური FPS რამდენადაც შესაძლებელია. 

ამ შემთხვევაში, თუკი პროცესორს აქვს უამრავი რესურსი და თავისუფალდ წურავს ნებისმიერ ვიდეო ბარათს, მაშინ არა პროცესორი, არამედ გამოდის ვიდეო ბარათია bottleneck პროცესორისათვის. აი ჩემი სისტემის შემთხვევაში ავიღოთ, ჩემი APU ვერაფრით ვერ დატვირთავს 290X-ს ბოლომდე, ესეიგი bottleneck არის ჩემი პროცესორი და არა ვიდეო ბარათი.

იმ ტიპის ლოგიკით გამოდის რომ მე ჩემი სისტემით, ქაუნთერ GO-ს  4K-ზე ან 1440P-ზე უფრო კარგად ვითამაშებ ვიდრე 1080p-ზე? :huh:

 

მაგ ტესტში ნაჩვენებია Watch Dog 2 1080P-ზე, სტოკი 6900K დებს 119 FPS, ხოლო 1800X დებს 84 FPS.

Watch Dog 2 1440P-ზე, სტოკი 6900K დებს 82 FPS, ხოლო 1800X დებს 77 FPS.

აქედან დასკვნა: 1080p-დან 1440p-ზე 6900K-ის წარმადობა დაეცა 68 პროცენტამდე, როცა 1800X-ის შემთხვევაში წარმადობა დაეცა 91 პროცენტამდე. -32% vs -9% რატომ ასეთი არაპროპორციულობა? თუკი ორივე ერთიდაიგივე ვიდეობარათზე გაიტესტა, ერთიდაიგივე გაფართოებაზე, ორივე სტოკ სიხშირით, როგორც ინტელისთვის შემცირდა FPS, მაშინ ლოგიკურად ზუსტად ამდენივე პროცენტით უნდა შემცირებულიყო AMD-ს შემთხვევაში, რაც არ მოხდა.

 

ნუ დიდი არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ აქ საქმე იყო მისი პრინციპულობა რომ გინდათუარა 1080P განსაზღვრავს პროცესორის ავაკრგიანობას გეიმინგში. ამ ლოგიკით მაშინ უნდა გადაყარო ნებისმიერი ინტელის 6, 8 და 10 ბირთვიაი პროცესორები და იყიდო i7-7700K.

ვინც გეიმინგ სისტემას აწყობს არამგონია რაიზენის გამოსვლის შემდეგ იფიქროს 2 ქეისის აწყობაზე, ერთი გეიმინგისთვის i7-7700K პროცესორით თავის GTX1080 ვიდეო ბარათით და მეორე ქეისი R7 1800X-ზე შიგნით Titan XP სარენდეროდ. რაღაც არამგონია ვინმე ასე "გასულელდეს"..

დღეს თუ გეიმინგ კომპს აწყობ 7700K ღირს 350 დოლარი. მაგის კარგი მაზერი 150-200 დოლარია. ამავე ფასად შეიძლება R7 1700 იყიდო თავის მაზერიანად და გექნება 6900K-სთან მიახლოებული პერმორმანსი და თამაშებში "სანამ" გამოსწორდება სიტუაცია, უთამაშებელს არ დაგტოვებს.

დავუშვათ გეიმინგ სისტემის აწყობა გინდა და მაღაზიაში 6900K და 7700K ორივეს ერთი და იმავე ფასი აქვს, ვინ აირჩევდა გეიმინგისთვის 7700K-ს? :xeli:

 

Link to post
Share on other sites
Just now, lasha1616 said:

იმ ტიპის ლოგიკით გამოდის რომ მე ჩემი სისტემით, ქაუნთერ GO-ს  4K-ზე ან 1440P-ზე უფრო კარგად ვითამაშებ ვიდრე 1080p-ზე?

4k-ზე ვიდეოკარტაც ლიმიტდება და ვერა . სხვათა შორის ამ შუაღამეზე გავტესტე რამდენიმე თამაში G4400+RX480 4gb, 1080p vs 1440p

თამაშები dirt rally, shadow mordor, bf hardline, assassin black flag, star war battlefront. სხვაობა 7-10 ფპს იყო მინიმუმი სადამდეც დაეცა ხოლმე, ძალიან smooth იყო 2კ-ზე ყველაფერი გარდა star war battlefront-ისა, ონლაინში საზიზღრობაა, ფრიზავს, ლაგავს. სინგლტურებში არ ჭედავდა სანამ ხალხი არ მოვიდოდა ახლოს. მაგრამ ყველგან fxaa მქონდა ჩართული, უფრო მაღალზე დააგდო ფპს 2კ-ზეც და 1080პ-ზეც, :) აღარ ეყო გ4400, თორე 1080-ზე მსაა-ზეც უნდა გაექაჩა rx 480-ს

ზუსტად ვიცი შარშანწინ როცა მიმდევრობით გავაძლიერე პროცესორი 1150-ზე ვერ ვთამაშობდი ასასინს და ნფს 2010-ს, რ9 390-ზეც კი ვერ ვითამაშე ასასინ ბლექფლაგი, სანამ ი5 არ ჩავაყენე. პროცესორები ასეთი მიმდევრობით მქონდა გ2030, გ3460, ი3 4100რაღაცა, მერე ი5 4690+რ9 390, გ3420+რ9 390 მერე 6600კ, 390-ის წინ 280x-იც მქონდა და სხვა ვიდეოებიც.

ახლა კიდე ასასინიც კი smooth არის ჩვეულებრივ, არც ვეკარებოდი, მეგონა ვერ ვითამაშებდი და ამ პოსტის მერე დავტესტე ახლა :) 

ხვალ სხვა თამაშებსაც ვნახავ, დინამიურ სცენებში თუ იყო smooth (ქართულად რა ქვია ამას)

Link to post
Share on other sites
4 hours ago, mail10 said:

smooth (ქართულად რა ქვია ამას)

გლუვი, შეუფერხებელი.

Link to post
Share on other sites

ხო მულტითრიდინგში ძალიან ცუდათ ქონია საქმე გეიმინგში, როგორც ჩანს ამ ეტაპზე 16 თრიდიანი SMT პირიქით უშლის ხელს წარმადობაში ვიდრე ეხმარება რეალურათ, ანუ რეალური 8 თრიდით ბევრგან რამდენიმე ფპს კიდე ემატებაო, ისე Division-ში რაღაც ნამეტარი უჭირს მაგ პროცესორებზე, 2K კი მგონი ლამის ჩემ პროცესორზე უკანაა 1800X, ეგეც ცუდი ოპტიმიზაციის ბრალია, ნეტა SMT გათიშვა ან ბირთვების შეზღუდვა ხომ არ გამოასწორებს სიტუაციას, რაღაცა მაგარი ნიტოა http://www.guru3d.com/articles_pages/amd_ryzen_7_1800x_processor_review,19.html ისე კი ავტოზე 1.5ვოლტი მართლა კატასტროფაა, თუმცა ჰილბერტამ ვითომ 1.43ვოლტზე კარგათ უბერავსო შენით რომ ჩაუწერო ბიოსში, შეიძლება სტატერინგიც ქონდეს და სხვა ბაგები პირველ რევიზიებზე, იქნება ჯობია მეორე რევიზიის დაცდა ჯობს ამ ეტაპზე, რაღაც მაზერიც დასახვეწი აქვთ მემგონი X370 კი, შეიძლება მაგის ბრალიც იყოს 1.5 ვოლტს რომ ითხოვს ეგ პროცესორი 4GHZ, რა თქმა უნდა ეგეთ ვოლტაჟზე ნამეტარი ცხელი იქნება სტრესს ტესტებში 16 თრიდზე, ხალხი ისე წერს რომ მარტო სპეციფიკურ ენვირომენტში აქვსო მაღალი წარმადობა, არის სიტუაციები სადაც უჭირს მაღალი წარმადობის ჩვენება ამ ეტაპზე, ზოგი მემორი კონტროლერს აბრალებს, ზოგი ახალ არქიტექტურას, ეგ ისე სინთეთიკურ ბენჩებშიც ჩანს, ზოგან გაორმაგებული პერფორმანსი აქვს ჩემ პროცესორზე ზოგან არც ისე ბევრი ჯაბნის, თამაშებშიც საკმაო რასბროსია, გააჩნია ალბათ თამაშის დვიჟოკს და რა ჭირდება პირველ რიგში თამაშს კარგი პერფორმანსისთვის, ეგეთი რასბროსი მარტო სოფტის ბრალი არა მგონია იყოს, აქ მიდის ისე ჩატში საინტერესო განხილვები http://www.gamegpu.com მოკლეთ ამ ეტაპზე მაგ ახალ 16 თრიდიან 8 ბირთვიანებს პლიუსებიც დობრათ აქვს და მინუსებიც და მოგვინებით ვნახოთ რა დაიფიქსება და რა არა მაგ მინუსებიდან, მემგონი ბევრი რაღაცის დარეგულირება შეიძლება მაინც, მაგრამ გაგრილება რაც არ უნდა იყოს ძალზე ძლიერი ჭირდება პაჟარი რომ არ გქონდეს კეისში 30 გრადუსიან სიცხეში, ან საერთოდ წყალზე უნდა გადახვიდე მაშინ ვებერთელა სხვერხმძლავრი კულერის დაყენება თუ არ გსურს, ისე კი სანამ ბირთვების ნაგრუზკა საშვალოთ 70-80% არ გადაცდება 4 ბირთვიანი 8 თრიდიანებიც მშენიერ ფორმაში იქნებიან ერთ ბირთვიან მძლავრ კარტებზე 2k გაფართოვებაზეც კი,ფპს დანაკარგი არც ისეთი დიდია და მაგიტომ დაჟე 4790k და 6700-7700 მითუმეტეს, მულტითრიდინგში სადღაც 20-25% მატებას იძლევა ეხნლანდელ ინტელის I7-ზე იგივე I5 რომ შევადაროთ 4 ბირთვზე, ანუ ეგ ზაპასი ბევრ თამასში სრულებით საკმარისია ამ ეტაპზე სინგლში და როცა რეალურათ ყოველ მეორე თამასში ჩესნი 8 ბირთვიანი პროცესორი იქნება საჭირო მაგ დროისთვის აბლათ ინტელიც შემოყრის უფრო ბიუჯეტურ 8 ბირთვიანებს კატასტროფა ფასები რომ არ ედოს როგორც ეხლა + ამდ დახვეწოს მაგ დროისთვის შეიძლება ტემპების და ოპტიმიზაციის ამბავი, ფულში ვინც გაჭედილია და ონლაინის დიდი მოყვარული არაა მე მაინც რიზენის 4-6 ბირთვიანების აღებას ვურჩევდი, შეიძლება ისეთი დუხოვკაც არ იყოს უკვე 4ghz, თუმცა ვნახოთ აბა იმას რა ვოლტაჟი დაჭირდება მაგ ჩასტოტაზე, უბრალოთ ჩისტა გეიმინგისთვის ეგ პროცესორები უფრო მესიმპატიურება ფასი-წარმადობით და ეგენიც საკმარისი უნდა იყოს 2k სათამაშოთ ერთ ძლიერ კარტაზე, მაგ დროისთვის კი ინტელიც საკმაოთ დააგდებს ფასებს I5-7-ზე ალბათ თუ 6-8 ბირთვიანი პროცესორების გამოშვებას არც აპირებენ z270-370 ჩიპსეტზე ამ ეტაპზე, თუმცა შეიძლება მაინც გამოუშვან ამდ გამო, უბრალოთ მაგ შემთხვევაში x ჩიპსეტის გაყიდვები უვარდებათ და ექსტრიმალური პროცესორების, ან იქ უკვე 12-16 ბირთვიანებზე უნდა გადავიდნენ ლოლ და უკვე მაგათ დაადონ 1000-1500$, მე რასაც ვაკვირდები კიდე სულ მცირე 3-4 წელი გაგრძელდება მაქსიმუმ 8 თრიდის საპორტი იგრებში და სულ რამდენიმე თამაში გამოვა სადაც 16 თრიდიც იზამს რამეს და რეალურათ დაჭირდება, ეგ პროცესორები იდეალური მაინც უფრო რენდერისთვის იქნება და გრაფიკული სამუშაოებისთვის და არა გეიმინგისთვის ამ ეტაპზე, თან საქმე იმაშია რომ dx12 კიდე უფრო ნაკლები პროცესორის რესურსები ყოფილა საჭირო მაქსიმალურათ კარგი წარმადობის მისაღწევათ, სიტყვაზე იგივე I3 უფრო კარგათ გრძნობს დაჟე ჩემ კარტაზე თავს 1080p ბოლო იგრებში dx12 კი ვიდრე იგივე პროცესორზე dx11 რეჟიმში, ანუ ეგ პრიროსტი ყველა კარტაზე აქვს სადაც სოფტოვი რეჟიმში მაინც მუშაობს dx12, მაგ პადხოდით რომ მივუდგეთ იგივე ეხლანდელ ინტელის 4 ბირთვიან 8 თრიდიანზეც იგივეს იზამს როცა გაუჭირდება და ბოლომდე აღარ ეყოფა უკვე რესურსები კარგი პერფორმანსის შესანარჩუნებლათ ერთ ბირთვიან ძლიერ კარტაზე, ჩემი აზრით ეგ უფრო მაქსიმალურ სეტინგებზე იქნება აქტუალური და ეგეც რამდენიმე წლის შემდეგ და არა ეხლო მომავალში

Link to post
Share on other sites

ინტელს საკმარისი დრო ქონდა რო თავისი არქიტექტურა ტექნოლოგია დაეხვეწა დაეტესტა,არავინ მოსდევდ უკნა და კონკურენციას არავინ უწევდა,მშვიდად წყნარად აკეთებდნენ ყველაფერს,AMD -მაგდენს ჯერ ვერ მოთხოვ ვიცით ყველამ რა რთული ტექნოლოგიაც არის პროცესორი ასე რომ ვაცადოთ ,მე ვფიქრობ შემდეგი თაობა ბევრად უკეთესი გამოვა...ისედაც კარგი ნახტომი გამოუვიდათ

 

Link to post
Share on other sites
23 minutes ago, George said:

აქ ნამეტანი :babu:

Link to post
Share on other sites

ინტელს დღესაც ყველაფერი იდეალრუათ აქვს, უბრალოთ ამდ რომ ვერ უწევდა დასტოინ კონკურენციას ფასებს და პროცესორების სიმძლავრეს არეგულირებდა ბოლო წლები ისე როგორც თვითონ აწყობდა, თუ დააგდო ფასები ინტელმა ისევ გაუჭირდება ამდ დასტოინი კონკურენციის გაწევა, ინტელი საკმაოთ ღორმუცელა კორპორაციაა მაგრამ როცა გაუჭირდება შეუძლია შეცვალოს თავისუფლათ სტრატეგია, უბრალოთ მაგ მიმუსების გამო ისე სწრაფათ ვერ მოუჯოკრავს გაყიდვებით ინტელს ამდ, რაც არ უნდა იყოს მაგ მინუსებიდან გამომდინარე ფასებიც მაქსიმალურათ დაბალი დაადეს თავის დაზღვევის გამო, მართლა ლამის ნოლიდან იწყებენ ყველაფერს, ბულდოზერი ვაბშე კატასტროფა იყო და ეს უფრო კარგი ჩანს და პერსპექტიული პროექტი, უბრალოთ თუ 8 თრიდიანი 4 ბირთვიანიც ეგრე ცუდათ დარაზგონდება მაშინ გამოდის რომ 150$ არც ისე კარგი ფასია თუ სიტყვაზე 7700 ლამის 220$-მდე ჩამოქვეითდება მაგ დროისთვის, ანუ ყველაფერი ფასზე და ჯამურ +- იქნება დამუკიდებული + დროის ფაქტორიც იმოქმედებს, ანუ ინტელმა თუ მაქსიმალურათ გაწელა ფასების დაგდება მაგ შემთხვევაში შეიძლება ამდ უფრო მეტი პროცესორები გაასაღოს და ცოტა მოითქვას სული ფინანსურათ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...