Jump to content

Recommended Posts

8 minutes ago, 2jzgte said:

მერე თავიდან აღარ გაატარეს?:)

კი გაუშვეს და გაიარა

 

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ AMD-ს მომავალ 16 ბირთვიან პროცესორს, APU-ს ინტეგრირებული ვიდეობარათით, რომელსაც გააჩნია საკუთარი HBM მეხსიერება.     ამ სერიის TOP მოდელს ექნება მაქსიმუმ 16 ბი

წუხელ იყო ლაივი და ვუყურე ბოლომდე, ისე ისაუბრეს აღარც მაინტერესებს უკვე დესკტოპი, ეპიკის სერვერი მომინდა     &

ცოტა მოზრდილები ვინც ხართ გემახსოვრებათ ძველი პროცები და ისიც რო ამდ ყოველთვის ჯობნიდა ინტელს, ბევრად დაბალ სიხშირიანი ამდ-ს პროცები აფარჩაკებდნენ მაშინდელ ინტელის ტოპ პროცებს პენტიუმებს,  1 ბითვიანებ

Posted Images

იმედია არ ჩაგვიჯვავენ ოცნებებში :D 

Link to post
Share on other sites

AMD RX VEGA სრული სახელი 

 

ვიდეო ბარათის პრეზენტაციის გარდა ყველაფერი იყო :დდ 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

Corsair is Ready for AMD Ryzen http://www.guru3d.com/news-story/corsair-is-ready-for-amd-ryzen.html

Deepcool CPU Coolers are ready for AMD AM4 http://www.guru3d.com/news-story/deepcool-cpu-coolers-are-ready-for-amd-am4.html

СM მზათაა ასე თუ ისე მაგ ჩიპსეტისთვის

Ryzen 7 1700 DDR4 3400 MHz მომუშავე AMD ტვიტერიდან http://www.gamegpu.com/железные-новости/amd-prodemonstrirovala-rabotu-ryzen-7-s-pamyatyu-ddr4-3400-mhz 3000MHZ 16გბ საკმაოთ იაფი ჯდება და მე მაგას ავიღებდი საერთოდ და მერე შეიძლება კიდე აწევა 3200-მდე, 130$-მდე კარგი კიტი მოგდის უკვე ნიუეგზე, უფრო მაღალი ჩასტოტებით უფრო ძვირი ჯდება უკვე

მოკლეთ ბრუნდებაო პროცესორების ბაზარზე ისევ კონკურენცია და ინოვაციები http://www.gamegpu.com/железные-новости/innovatsii-i-konkurentsiya-vozvrashchayutsya-na-rynok-vysokoproizvoditelnykh-pk რუსეთის და ჩვენი პირობებისთვის საერთოდ მისწრება იქნება ეგ პროცესორები, განსაკუთრებით ალბათ 6 ბირთვიანი უნდა იყოს ბესტსელერი, თუმცა 8 თრიდიანი 4 ბირთვიანებიც მშვენივრათ გასაღდება ჩვენთან წესით, ეხუმრები 150$ თუ დაადეს ლოლ, 200 ძალიან კარგი იქნება იგივე ჩემნაირი ტიპის პროცესორებს თუ შევადარებთ ინტელის

Link to post
Share on other sites

GTA5-ში როგორ არის ნეტავ

ზოგადად თამაშებში აზრი არ აქვს რომელი გექნება

BF1-ში თუ არის რამე სხვაობა ონლაინის დროს ეგეც საინტერესოა

ახლა უდიდესი კითხვა

რა სხვაობაა 1800ხ და 1700ხ-ს შორის :დ

 

Link to post
Share on other sites
20 minutes ago, Gogla1990 said:

 

cinebench ში 6700კ იღებს 182-ს, 1700ხ 150-ს.

ხო ვთქვი სასწაულები არ ხდება თქო.

Link to post
Share on other sites
5 minutes ago, sauron said:

ხო ვთქვი სასწაულები არ ხდება თქო.

ვერ გავიგე რა სასწაულზეა საუბარი

რომ უფრო დაბალი სიხშირით აჯობოს ამდ-მ სინგლში? :დ

მაგას მემგონი არც არავინ ელოდებოდა

 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
1 hour ago, sauron said:

cinebench ში 6700კ იღებს 182-ს, 1700ხ 150-ს.

ხო ვთქვი სასწაულები არ ხდება თქო.

მაგას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რადგან ეგრე 6800კც სინგლში 150ს იღებს გამოდის 6700კ ჯობს?

Link to post
Share on other sites

გამტარობა როგორც ჩანს სკაილაიკის დონის აქვს

 

bb91c6adf1d9.jpg

3ebb00625349.jpg

0fee10e24251.png

 

Link to post
Share on other sites
42 minutes ago, lasha1616 said:

გამტარობა როგორც ჩანს სკაილაიკის დონის აქვს

რა ხდება ანუ ჩაიჯვა ისევ ?

Link to post
Share on other sites
38 minutes ago, MILANISTA said:

რა ხდება ანუ ჩაიჯვა ისევ ?

i7 6700K-ის ოპერები 3200 Mhz-ზე მიახლოებით იმავე შედეგს დებს რასაც 1800X-ის ოპერები 3200 Mhz-ზე, თუკი იმ სურათის მიხედვით ვიმსჯელებთ რაც დავდე.

რაც შეეხება i7 7700K-ს აქ არის მისი მსხსიერების მახასიათებლები და თავად შეადარე Core i7 7700K processor review: Desktop Kaby Lake - Performance - System Memory

 

შეიძლება ითქვას რომ AMD-ს პროცესორების წინა თაობასთან შედარებით, რაიზენმა ყველაფერში ამოქაჩა და გაუთანაბრდა ინტელს, როგორც ბირთვების სიმძლავრეში, ასევე მეხსიერების გამტარობაში, დესკტოპ სეგმენტში. ანუ თუ ის სქრინშოტი უეჭველია და ნამდვილი, მაშინ დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ მეხსიერების გამტარობა არაფერში არ დაალიმიტებს, ისევე როგორც ინტელის 115X პროცესორები

აი აქ დევს Core i7 6950X / 6900K / 6850K & 6800K-ის მემორი ტესტები სხვადასხვა მემორის სიხშირეებზე. როგორც ხედავთ ამ პროცესორებს ცოტა უკეთესი მემორი კონტროლერი აქვს, 115X პროცესორების მემორი კონტროლერებთან შედარებით. მგონი AMD-მ არ ჩათვალა საჭიროდ ამაზე მეტი გამტარობის ჩადება, ანუ ის გამტარობა ჩადო რაც დღეს 115X სოკეტშია. უკეთეს გამტარობას სავარაუდოდ სასერვეროდ შემოიანხავენ როცა გამოვა.

 

Link to post
Share on other sites

მირჩილული ყოფილა, გაცხელების გარეშე დელიდი არ გამოვა

 

თუმცა შემდეგ ვიდეოში იტყვის ღირს თუ არა ამის გაკეთება

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
22 minutes ago, lasha1616 said:

მირჩილული ყოფილა

კარგია
ღორი ინტელისგან განსხვავებით დაბალი სერიებიც იგივენაირად იქნება როგორც წავიკითხე

22 minutes ago, lasha1616 said:

შემდეგ ვიდეოში იტყვის ღირს თუ არა ამის გაკეთება

არამგონია უკეთესი შედეგი მიიღო, პრაქტიკა ამბობს რომ იდიალური თბოგამტარობა აქვს ქარხნულად მირჩილულს

200 ვატიანი 3930K მაქვს და ამას უკეთესი ტემპერატურა უჭირავს ვიდრე ამის წინ 70 ვატიანი 3770 მქონდა :) 

Link to post
Share on other sites
23 minutes ago, Gogla1990 said:

კარგია
ღორი ინტელისგან განსხვავებით დაბალი სერიებიც იგივენაირად იქნება როგორც წავიკითხე

არამგონია უკეთესი შედეგი მიიღო, პრაქტიკა ამბობს რომ იდიალური თბოგამტარობა აქვს ქარხნულად მირჩილულს

200 ვატიანი 3930K მაქვს და ამას უკეთესი ტემპერატურა უჭირავს ვიდრე ამის წინ 70 ვატიანი 3770 მქონდა :) 

ანუ 3930K-საც მირჩილული აქვს ის ხუფი?

მეც მასე ვვარაუდობ, რაც ვიდეოში გამოჩნდა ქარხნულზე უკეთ რანაირად უნდა მიარჩილო სახლის პირობებში? ან რა თერმოაპსტა უნდა წაუსვა რომ მირჩილულზე უკეთესი თბოგამტარობა მოგცეს? ვითომ თხევადი მეტალი? მემგონი უფრო უარეს შედეგს მიიღებს :D

Link to post
Share on other sites
1 minute ago, lasha1616 said:

ანუ 3930K-საც მირჩილული აქვს ის ხუფი?

კი, აბა 2011 სოკეტი ექსტრიმია მაინც და თერმოპასტას ხომ არ წაათხიპნიდნენ
775-ს და 1366-ს პროცები, ასევე 1155-ს სენდის ყველა პროცი ეგრეა, აივიდან დაიწყეს თერმოპასტის თხაპვნა

 

Link to post
Share on other sites
6 minutes ago, Gogla1990 said:

კი, აბა 2011 სოკეტი ექსტრიმია მაინც და თერმოპასტას ხომ არ წაათხიპნიდნენ
775-ს და 1366-ს პროცები, ასევე 1155-ს სენდის ყველა პროცი ეგრეა, აივიდან დაიწყეს თერმოპასტის თხაპვნა

 

მაგდენი არ ვიცოდი, ეხლა დავგუგლე და გადამეშალა თვალწინ ყველაფერი...

განსაკუთრებით ეს მომხვდა თვალში. საინტერესოა რომელი მოდელია, სავარაუდო Xeon იქნება.

 

 

AMD სთხოვს ყველას ვისაც რაიზენის პროცესორები ჩამოურიგა, ბიოსის განახლებას და ტესტების ამის შემდეგ გამოქვეყნებას.

როგორც ჩანს ძველი ბიოსით, ოპერატიული მეხსიერების Latency არის მიზეზი და სავარაუდოდ ამის გამოსწორება უნდათ :D

ხალხს უკვე რევიუები მზად ჰქონდათ და ახლა ისევ ახლიდან უნდა გაატარონ ტესტები, როგორც ჩანს რევიუების დადებას ცოტათი დააგვიანდება :D

Link to post
Share on other sites
2 minutes ago, lasha1616 said:

განსაკუთრებით ეს მომხვდა თვალში. საინტერესოა რომელი მოდელია, სავარაუდო Xeon იქნება.

775-ს ქუადი ან 771-ს ზიონია, მაგათ აქვთ 2 კრისტალი ეგეთი განლაგებით
Q9650 მაგალითად 2 ცალი E8400-ა ფაქტიურად :D 

Link to post
Share on other sites

ის პერფორმანსი არა აქვს რასაც ვარაუდობდენ თავდაპირველათ მაგრამ სულ მცირე ჩემი პროცესორის დონეზე კი უბერავს ერთ ბირთვზე ერთ ჩასტოტაზე რომ დაიტესტოს ორივე, ანუ 1700 კი დაახლოებით ჩემი პროცესორის გაორმაგებული ვარიანტია 16 თრიდზე და 3.9GHZ წესით უპრობლემოთ უნდა დადგეს ძვირიანი გაგრილების გარეშეც რამე СM hyper 212 evo ტიპის კულერზეც კი, ანუ წინა პაკალენიის ამდ 8 ბირთვიანზე ბევრათ უკეთესია ეგ ახალი რიზენი, 500$ 1800X კი კარგი რამე უნდა იყოს 1000$ ინტელის I7-6900X 8 ბირთვიანს თუ დავაჯახებთ, სხვაობა მაქსიმუმ 8-10% იქნება წესით 4GHZ რომ ამუშაო ორივე, სულ მალე დაიდება ოფიციალური მიმოხილვები და იქ უფრო კარგათ გამოჩნდება თუნდაც რაზგონის გარეშე რომ გააკეთონ შედარება მაგ ძვირიან პროცესორთან, გეიმინგში კი არა მგონია დაჟე 4790K უქნას რამე სინგლში, მაგ მხრივ იგივე 7700K ყოველგვარი რაზგონის გარეშე 4.4GHZ უფრო ეფექტური ჩანს იმ თამაშებში სადაც 8 თრიდზე მეტი არაა საჭირო დიდათ და პერფორმანსშიც არ აისახება გაორმაგებული თრიდების რაოდენობა, ფასი წარმადობით 1500 იქნება მემგონი ბომბა პროცესორი, 12 თრიდი უკვე სრულებით საკმარისი უნდა იყოს წესით BF1-შიც კი, რენდერშიც არა მგონია ჩაისვაროს მაგ პროცესორმა განსაკუთრებით 4GHZ რაზგონის თავი თუ მაინც ექნება, ადამიანური ფასები ადევს ყველა მოდელზე, ეხლანდელი ჩემნაირი ან უფრო ახალი სერიის ტიპის 8 თრიდიანების ანალოგი კი საერთოდ 200$-ზე იაფი ეღირება როცა გამოვა გაყიდვაში, 1500 იგივე 450$ i7-6800K დობრათ პლიუსები უნდა ქონდეს ფასი-წარმადობით თუ ვიმსჯელებთ და ეგ პროციკა სულ რაღც 250$ ფარგლებში ეღირება, რამდენათ შეძლებს ამდ მაგ პროცესორებით ბაზრის წილის შეცვლას არ ვიცი მაგრამ არც მაგან თუ არ უშველა აღარ ყოფილა მაშინ მაგ ფირმის საშველი

Link to post
Share on other sites

ფუფ ათ კილომეტრიანი პოსტი წამეშალა, არადა ფინანსური ნაწილი კარგად გავშალე, ეხლა მაგის თავი აღარ მაქვს, დენი წავიდა ამ შაუღამისას, ეს კილომეტრიანი პოსტი უნდა იკმაროთ :))

 

საინტერესო დღე გველის წინ, ამდენი წლის მერე კონკურენიცა დაბრუნდება პროცესორების ბაზარზე.

სრული სტაგნაციაა უკვე რამდენი წელია, რაც ძალიან სამწუხაო სანახავია, მითუმეტეს ისეთი ხალხისთვის ვისაც ახსოვს ძველი დრო, უზარმაზარი ნახტომები წარამადობაში, ყოველი ახალი თაობის გამოსვლის მერე, ერთერთი მწარმოებელი, რაიმე ინოვაციას გვთავაზობდა პროცესორების დიზაინში ან ახალ ტექნოლოგიებს ნერგავდა წარმოებაში.

ამ გარემოში ინტელიც სისულელეების კეთებით არის დაკავებული, გაუგებარი მობილური პროცესორები, იმ არქიტქტურაზე და ოპერაციული სისტემისთვის რომელიც საერთოთ არ მეგობრობს ენერგომოხმარებასთა და შესაბამისად ბატარიასთანტელეფონის რადიო მოდემები, რომლებიც კონკურენტებზე უარესია, მაგრამ კორპორაცული ლობის გამოყენებით მაინც იყიდება, ვიწრო სპეციალობის გამომთვლელი ჩიპები, ჰიბრიდულ თუ უცხოპლანეტელებისთვის შექმნილა არქიტრქტურაზე, ოღონდ larrabee-ში ჩადებულიმილიარდებით შექმნილი, ინტელექტუალური საკუთრება რამეში გამოიყენონ, ვიდეო საერთოთ ცალკე ამბავია, ინტელს მიაჩნია რომ ვიდეოჩიპიმარტო 2d გამოსახულების და ვიდეო კოდეკების, ჩვენება, კოდირება, ტრანსკოდირებისთვის არის, არადა ლიცენზია აქვს ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენებაზე nvidia-სთან და სულ ცოტახნის წინ amd-სთანაც, ფაქტიურად შეუზღუდავი ფინანსური და ინტელექუალური რესურსით, რა კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა, სია გრძელია და კიდე ბევრის დამატება შეიძლება, მეხსირების ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მილიარდიანი ქარხნებით დამთავრებული და ნუ რაც მთავარია და ამ მომენტში აქტუალურია პროცესორების წარმადობა, რომელიც კუს ნაბიჯებიტ მიიწევს წინ, ისიც მიიწევს თუ არა კიდე გასარკვევი რომ არის.

 

რატომ ამხელა დეპრესიული პროლოგი ? ნუ პირველი, იმიტომ რომ მართლა დეპრესიული სიტუაცია გვაქვს, ხოლო მეორე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ ხვდება რომ თუ კონკურენტ უნარიანი გარემო არ დაბრუნდება ეს მათთვის იქნება ისევ ცუდიარ ესმით რომ თუ zen- მოკვდება, amd მასთან ერთათ მოკვდება, ხოლო ისინი ისევ გააგრძელებენ წლიდან წლამდე ოდნავ გაუმჯობესებულ თუ არ გაუჯობესებულ და რაც მთავარია ძვირი ან უფრო ძვირიტექნიკის ყიდვას ან ვერ ყიდვას იმიტომ, რომ მილიონერები მხოლოდ მათ წარმოდგენაში/სიზმარში თუ არიან.

 

ეხლა კი zen-ზე ბოლოს და ბოლოს ამაზე თემა გახსნილი და zen-ზე და არა ryzen-ზე

რა სარგებლობა მოაქვს zen-

 

thread performance

გაუმჯობესებული ერთ ნაკადზე წარმადობა, ინტელს აჯობებს, არ აჯობებს, გაუტოლდზება თუ ოდნავ ჩამორჩება, ამ ეტაპზე დიდად სულერთია, მთავარია რომ ის არის გაუმჯობესებული და კონკურენტ უნარიანი. ეს გაუმჯობესებები უმეტესად მოდის ინსტრუქციების prefetch და სრულიად ახალი cache-ის სისტემიდან, წინა არქიტექტურას ეს ორივე, აბსურდულად ცუდი ქონდა. როგორც წინა პოსტში დავწერე, amd- აიღო საუკეთესო prefetch-ჩი რაც შექმინილი ქონდა და გააუმჯობესა, ეს იყო bobcat-ის prefetch-. cache-ის სისტემა მართლა ნოლიდან ჩანს აწყობილი, ზემოთ დადებული ტესტებშიც გამოჩნდა ეგ, ნუ მთლად ინტელი ვერ არის, განსაკუთებით latency-ში, მაგრამ ამ ეტაპზე, მითუმეტეს desktop და mobile სეგმენტებისთვის, სერვერბი სახვა ამბავია.

თითონ ინსტრუქციის შემსრულებელ ნაწილს რაც შეეხება, amd დაუბურნდა შედარებით ტრადიციულ სქემას და იმედია, ჭკვიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეს არ გავცდებით, ბრძენების კატეგორიაში რომ არ გადიან ეგ უკვე ამ ეტაპზე გასაგებია, შესაბამისად ამით, მარტო მაღალ სიხშირეზე ორიენტირებული და წარმოების ტექპროცეზე დამოკიდებული პროცესორების არქიტექტურას ბოლო მოეღება, იმედია უკვე დავწერე ? კი ? არაუშავს კიდევ დავწერ, იმედიამრავალ ნაკადიან წარმადობაც შესაბამისად ბევრად უკეთესი იქნება, წინამორბედთან შედარებითერთადერთი პრობლემა იქნება avx ინსტრუქციები, რომელებიც ამ მომენტისთვის არც არის პოპულარუი და ინტელიც რაღაც გაუგებარ თამაშ თამაშობს, ზოგ პროცესორში თიშავს, თან პოპულარიზაციას ცდილობს ამ ინტრუქციების.

 

memory controller

კაშის სისტემასთან ერთან zen- ახალი მეხსირების კონტროლერიც აქვს, რომელიც როგორც იცით უკვე ორ არხიანია, რომელსასც ზემოთ დადებულ ტესტების და არა მარტო მათი მიხედვით latency-ისთან ისევ პრობლემა აქვს, მაგრამ მაღალ ეფექტურობას აჩვენებს გამტარობაში.

 ბევრგან წავიკითხე კითხვა თუ რატო ორი და არა ოთხი, მათ შორის ამ ფორუმზე იკითხა მომხმარებელმ. პასუხი ერთი არ არის და ბევრი მიზეზი აქვს ამ გადწყვეტილებას, ასევე ბევრი სხვა არქიტექტურილი არჩევანი გამომდინაერობს მისგამ.

არა ამ მიყოლებით და პრიორიტეტით მიზეზები შემდეგია:

1)ერთი ბირთვის სტრატებია. amd- არ აქვს რესურსი, როგორც მატერიალირი ისე ინტელექტუალური, იმისთვის რომ ორი სხვადსხვა ბირთვი მოემზადებინა, სერვერებისთვის ცალკე და პერსონალური კომპიუტერების ბაზრისთვის ცალკე. ინტელის ყველა ოთხ არხიანი პროცესორი სერვერის სეგმენტიდან არის გადმოსული.

2)დედაპლატა ფასი, დამატებითი არხებისთვის დამატებითი ხარჯია გასაწევი, ამ შემთხვევაში სერვერ და პერსონალურ ბაზარზე amd- უკეთესი ფასი ექნება.

3)ადგილი ბირთვზე, თავის თავად ორჯერ მეტ ადგილს დაიკავებდა ოთხ არხიანი მეხსიერების კონტროლერი და შესაბამისი პინები. რაც საწარმოებლად უფრო ძვილი იქნებოდა, არადა ოთხი არხი მაღალი სეგმენტის გარდა არცერთ პროცესორს არ ექნება ჩართული, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ უბრალოდ არ დაჭირდებათ მეხსირების ამხელა გამტარუნარიანობა, თან ოთხი ცალცალკე ოპერატიული უნდა იყიდოს მომხმარებელმა, რაც სიტყვაზე 200$ პროცესორის მფლობელს სრულიად არ დააინტერესებს.

4)ენერგო მოხმარება, როგორც არ უნდა ვატრიალოთ მეტი ენერგია მიაქვს ოთხ არხიან მეხსიერების კონტროლერს, ვიდრე ორიანსსულ რომ ორ არხს ხმარობდე ოთხიდან. performance per watt ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, amd- მხრიდან მისი უგულვებელყოფა შეცდომა იქნებოდა, ერთი ბირთვის სტრატეგიის შემთხევაში ხომ საერთოთ სისულელე.

 

power consumption 

zen-ის ენერგო მოხამრებაც გაუმჯობსებული უნდა იყოს, ამ პოსტის დაწერის დროისთვის ვერცერთი ტესტი ვერ ვნახე, მაგრამ ზემოთ ხსენებული მეხსირების კონტროლერის და avx ინსტრუქციების მხოლოდ 128ბიტით შესრულების გამო (128+128, 256ბიტიანი ინსტრუქციის შემთხევაში), სერიოზულად დაიზოგება ენერგია, ასევე amd- სენსროებით ამოტენა მთელი პროცესორი და გააუმჯობესა სიხშირის გრანულარუი კონტროლი, ბირთვების სიხშირის მატება/კლება. ეს ყველაფერი იმედს იძლევა რომ ბევრად უკეთესი ენერგო მოხამრება ექნება zen-.

platform

ნუ როგორც იცით, ინტელი ყველა ახალ თაობაზე ერთი ორი პინის მომატება გამოკლებით, ცვლის მთელ პლატფირმას, ნუ უმეტეს შმთხევაში მხოლოდ ფულის საშოვნელად, თან სოკეტის მიხედვით ორად არის გაყიფილი სეგმენტი. amd- ამ შემთხვევაში, პერსონალური კომპიუტერების სეგმენტშიექნება ერთი სოკეტი, პირველ ეტაპზე მხოლოდ პროცესორებისთვის, მეორე ეტაპზე კიდევ apu-ებისთვის. სერვერებზე, დესკტოპისგან განსხვავებული, მაგრამ იგივე ჩიპიზე ბაზირებული, ერთი საკეტი იქნბა,(ჯერჯერობით ეს ინფო დევს), ამაზე მოგვიანებით ქვემოთ. დადებით ნაწილთან ერთათ ამ ყველაფერს უარყოფითი ნაწილიც გააჩნია, კონკრეტულად კი დესკტოპ პლატფორმას საკმარისი რაოდენობით pci-e- არხები არ ექნება, sli/crossfire კონფიგურაციის მაქსიმალირი გამტარუნარიანობისთვის, 8+8 pci-e 3.0 არის მაქსიმუმი, სუპერ ენთუზიასტებს, სხვა მიმართულებით მოუწევთ გახედვა. მაგრამ საერთო ჯამში პლატფორმა მრავალ ფუნქციური, მრავალ სეგმენტიანი და იაფი უნდა გამოვიდეს.

 

modular architecure

ნუ ეს ნაწილი მარტო zen- არ ეხება, საერთო amd- სტრატეგიაა მოდულურობა. ეს სტრატეგია დაინერგა არსებული კონსოლების შექმნის დროს და ეხლა კიდევ უფრო გამუჯობესდა. ამ სტრატეგიის თანახმათ, ყველაფერი რასაც amd შექმნის, უნდა იყოს მარტივად დასაშლელი და ასაწყობი, ლეგოს კონსტრუქტორივით. zen-ის შმთხევაში ჩვენ მარტივად და მინუმალური დანახარჯებით, შიძება ვიხილოთ, პროცესორი 4/8 კონფიგურაციით (ისეთი არა ეხლა რომ აპირებენ 8/16 რომ ჩამოჭრიან უვარგისებს და ისე გაყიდიან), 4/8+gpu, 8/16+gpu, ამ შემთხვევაშითუ ენერგო მოხამრება მოგვცემს საშუალებას, რისთვისაც შეგვიძლია მაგალითად, L3 კაში ამოვიღოთ მოდულიდან, ასევე 8/16+8/16 და 8/16+8/16+8/16+8/16. ასევე კლიენტის მოთხვნით შეიძლება ბევრად უფრო წვრილი დეტალების შეცვლა, sony და microsoft-ის შემთხევაში როგორც მოხდა.

 

server

მივაღწიეთ სერვერბამდე, სადაც ძალიან ბევრი ზემოთ დაწერილი ერთათ იყრის თავს. მაგალითათზემოთ დაწერილი 8/16+8/16+8/16+8/16, ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ეს რეალური ჩიპია რომელიც ბაზარზე გამოვა. zen-ის პროცესორს მოყვება ორი სპეციალური არხი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვა პროცესორებითან(და არა მარტო მათთან) პირდაპირი დაკავშირება, ამ არხებს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, ბოლოს რაც მახოვს gmi link- ერქვა და იყენებს infinity fabric ტექნოლოგიას (პროტოკოლს) კომუნიკციისთვის. აქვეა მეხირების კონტროლერის არჩევანიც, ოთხი ერთმანეთზე გადაბმული zen-ის ჩიპი უზრუნველყოფს 8 მეხირების არხს, რაც კონკურენტზე მეტია, თანაც დედაპლატის კომპკექსურობას და ფასს კატასტროფულად არ ზდის როგორც 16 არხის შეთხევაში იქნებოდა. იგივე შიეძლება ითქვას pci-e-ზეც, დესკტოპ პლატფორმისთვის დაშვებული კომპრომისი აქ დადებითან ფაქტად გვევილენება, ყველანერი დამატებითი ჩიპის და დედაფის სირთულის გაზრდის გარეშე, საკმარისზე მეტი pci-e ხაზია.

 

 

მემგონი ყველა მნიშვნელოვან დეტალს შევეხე, ზედაპირულად მაინც. კიდევ ბევრის წერა შეიძილება, მაგრამ ჩემზე კარგად ამას რევიუერები დაწერენ. მე $#^#(|ადე უფრო დიდი სურათითვის მიმექცია ყურადღება პატარა დელატების გამოყენებით, იმედია ესე უფრო კარგად ჩანს, ის თუ სად მიდის კომპანია, რა გეგმები და იდეების აქვს და იმედია რაღაც გამოუვათ, თორე პერსონალური კომპიუტერი მალე ან გაქრება ან ფუფნების საგნად ჩაითვლებაეხლა ის რასაც რევიუერები არ დაწერენ amd-ს აქვს უზარმაზარი ვალები ჩასაბარებელი 2018 წელს, ბევრად მეტი ფული ჭირდება ვიდრე ეხლა ბანკებში აქვს ან ვიდრე ვინმე ვალს მისცემს კიდე, ასევე აღარ გამოვა შენობების გაყიდვა და მერე იგივეს ქირაობა, საწარმოების გაყიდვა, ან ცალკე კომპანიად გადაკეთება და კონტრაქტორად აყვანა, amd-ს ჭირდება ფული. ასერომ თუ არ მოგწონთ amd, zen-ი, vega თუ რაც არ უნდა იყოს, რასაც ეს კომპანია აწარმოებს, amd-ს გაქრობის მერე გახარება მოკლევადიანი იქნება, ფასები მოიმატებს, პროგრესი შეჩერდება.

 

ზილინებისა, time to sleep.

 

 

  • Upvote 3
Link to post
Share on other sites

პირველი ტესტებიც გამოჩნდა:

http://www.gamegpu.com/железные-новости/pervye-testy-amd-ryzen-7-1700x1

First Ryzen 7 1700X Review finds its way onto the web http://www.guru3d.com/news-story/first-ryzen-7-1700x-review-finds-its-way-onto-the-web.html

სულ მალე უნდა დაიდოს ოფიციალური მიმოხილვებიც, i7-7700K ფასი ისე 280$-მდე ჩამოქვეითდა, 250$ 6 ბირთვიანი 1500 რომ გამოვა ალბათ კიდე დააკლებენ ფასს

Link to post
Share on other sites

დაბალი ძაბვის მოყვარულს არ მომეწონა მე ეს :(((

 

ZDIaFuV-1140x756.png

ტემპერატურაც ლოგიკურია არ იქნება დაბალი

4.4 ყველა ბირთვზე ალბათ ვერცერთი ეგზემპლიარი ვერ დადებს

 

Link to post
Share on other sites

მთავარი მაინც სოფტის ოპტიმიზაციაა, რაღაც პროგრამები არ მუშაობენ AMD-ს პროცესორებზე

მაგალითად ვიდეო ბიოსის დაფლეშვა თუ გინდა, და AMD გაქ, უნდა მიწერო საპორტს და იჩალიჩო მოშნად რო გააკეთო, Intel-ზე double click და მზადაა

სამწუხაროა, მარა ასეა. როცა ეს პრობლემა აღარ იქნება, თავისუფლად იქნება შესაძლებელი გადასვლა დაუფიქრებლად.

ისე ინტელს კაი პანჩური უნდა ამოერტყას :D

Link to post
Share on other sites

რა ვერ დაიდო ამდენი ხანი

giphy.gif

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

@Fatal Fighter

ემბარგო გრძელდება ამერიკის ცენტრალური დროით, 2 მარტის დილის 9 საამდე. ეს კი ჩვენი დროით გამოდის დღეს საღამოს 19:00 საათი.

ხალხს უკვე ექნება ეს რაიზენის პროცესორები ვინც წიანსწარ შეიძინა, მაგალითად ევროპაში ეხლა რამდენს ექნება და ბენჩაობს, ადგილობრივ ფორუმებზე დადებენ სავარაუდოდ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...