Jump to content

Recommended Posts

არ მჯერა რომ 6850 დონის იქნება ყველგან და თან 300$ ეღირება :|

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Replies 2.6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Just now, Fatal Fighter said:

არ მჯერა რომ 6850 დონის იქნება ყველგან და თან 300$ ეღირება :|

ამდ-სადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მეც მაგ აზრზე ვარ, ნამეტანი უკან არიან პროცებში და ასე ერთიანად ამოქაჩონ რავიცი რავიცი ..

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, Gogla1990 said:

ამდ-სადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად მეც მაგ აზრზე ვარ, ნამეტანი უკან არიან პროცებში და ასე ერთიანად ამოქაჩონ რავიცი რავიცი ..

აბა შენ ეგა თქვი

თან ახლა გადავდივარ 2011-ზე და ეს მინდოდა :givi:

 

Link to comment
Share on other sites

31 minutes ago, Fatal Fighter said:

აბა შენ ეგა თქვი

თან ახლა გადავდივარ 2011-ზე და ეს მინდოდა :givi:

მაგათ ოღონდ რამე ქნან და ინტელს სულ გადავისვრი :D 

Link to comment
Share on other sites

რავიცი მე დიდი იმედი მაქვს და მემგონი გამიმართლება იმედი ბოლო რამოდენიმე კვირის ლიქებს თუ გავითვალისწინებთ :დ

@Fatal Fighter დაივიწყე ცოტა ხნით 2011 სოკეტი, დაელოდე იანვარს და შეიძლება მერე აღარც გაგახსენდეს :დ

Link to comment
Share on other sites

გვიანია, ვეღარ დავივიწყებ :D

 

იმდენჯერ გამიცრუა იმედი ამდ-m პროცებში რომ რავიცი :( ახლა ამხელა მატებას გვპირდებიან

როგორ დავუჯეროთ აბა თქვი

Link to comment
Share on other sites

AMD ZEN 8-core Summit Ridge To launch January 17th 2017 http://www.guru3d.com/news-story/amd-zen-8-core-summit-ridge-to-launch-january-17th-2017.html მატება კი ექნება რა თქმა უნდა მაგრამ ზუსტათ მაგდენი თუ უფრო ცოტა ეგაა საინტერესო + შეიძლება რამე თვალშისაცემი მინუსიც ქონდეს, ჩემ პროცესორს წესით კი უნდა აჯობოს მაგ ახალმა 8 ბირთვიანმა, ისე კი ეგ მაინც 8 ბირთვიანია და ჩემი თუ დაჩაგრა არც იქნება გასაკვირი, მთავარია ინტელის 6-8 ბირთვიანთან როგორ იდგება, ალბათ უფრო სუსტი იქნება თუმცა ფასში ლამის ორმაგი-სამმაგი სხვაობა მაინც უნდა იყოს, მოკლეთ ვნახოთ აბა რა გამოუვიდათ ფასიც საინტერესოა ზუსტათ რა ეღირება, ჩემი დღემდე 300$ ფარგლებში ჯდება მგონი, უფრო ეხლა მაინც 4690-4790 უბერავენ და არა 4670-4770 K იქნება თუ სტანდარტული, თუ რეალურათ კარგი პერფორმანსი ექნება ინტელსაც მოუწევს 6-8 ბირთვიანი პროცესორების Z სერიის ჩიპსეტებზე გამოშვება 300-350$ სეგმენტში მაინც და არა 450-600$+ როგორც ეხლა ჯდებიან X ჩიპსეტის მაზერებზე, 

Link to comment
Share on other sites

მოახლოვდა ახალი ამბები და ესეც მიახლოებული ამბებია ჯერ-ჯერობით.

AMD შემოგვთავაზებს ინტელის მსგავსად სამი ძირითადი დონის პროცესორს SR7, SR5 და SR3, როცორც Intel-ის i7, i5 და i3. (პენტიუმის და სელერონის კონკურენციისათვის 100-150$-მდე, შეიძლება მოგვიანებით გამოუშვას 1-2 ბირთვიანი პროცესორები)

 

SR7 შემადგენლობაში ჯერ ჯერობით ორი პროცესორია, 350$ და 500$, ორივე 8 ბირთვიანი, 16 ნაკადით, თუმცა საინტერესო ისაა რომ, Cinebench R15-ის მიხედვით, 350 დოლარიანი პროცესორი 1300 ქულის ფარგლებშია, ისევე როგორც1000 დოლარიანი Haswell-E i7-5960X - 1320 ქულით.

500 დოლარიანი პროცესორის მიახლოებითი ქულები ჯერ არ ვიცით, თუმცა ცხადია რომ 1300 ქულაზე მეტს დებს, სავარაუდოდ Broadwell-E i7-6900K კონკურენტად მოგვევლინება რომელიც 1635 ქულას დებს.

 

შემდეგი არის საშუალო დონის 250 დოლარიანი პროცესორი SR5 რომელიც  6 ბირთვით და 12 ნაკადით, 1000 ქულის ფარგლებში იქნება და მიახლოებით 5930K (570$) და 6800K (430$) დონის შედეგს ანახებს 1073-1077 ქულებით.

 

ყველაზე იაფიანი დონის Zen პროცესორი კი იქნება 150 დოლარიანი SR3, რომელიც გამოვა 4 ბირთვით და 8 ნაკადით, მიახლოებით იქნება 700 ქულის ფარგლებში რომელიც Intel-ის Skylake არქიტექტურის i7 6700-ს დაუპირისპირდება, რომელიც 800 ქულას დებს.

 

ამ ცხრილში ჩანს ყველაფერი.

c883a7627321.png

 

ეს კი AM4 სოკეტის პროცესორი AMD AM4 Zen Summit Ridge & Bristol Ridge Processors

89f45f79e601.jpg

 

აღნიშნულ პროცესორებს AMD წარადგენს იანვარში CES 2017-ზე, რომელიც ტრადიციულად ამერიკაში იმართება.

 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ზუსტად ზენს ველოდები რომ ახალი კომპიუტერი დავითრიო,იმედია იმედს გაამართლებს.

Link to comment
Share on other sites

AMD Zen Octacore Summit Ridge engineering sample spotted at 3.2/3.5 GHz http://www.guru3d.com/news-story/amd-zen-octoacore-summit-ridge-engineering-sample-spotted-at-3-23-5-ghz.html

Link to comment
Share on other sites

First pictures of a delidded Summit Ridge Zen or Bristol Ridge from South Korea

http://www.pcgameshardware.de/AMD-Zen-Codename-261795/News/Erste-Bilder-einer-gekoepften-CPU-aus-Suedkorea-1214611/

15171335_1280915688616318_27339457238058

15178264_1280915678616319_40869459866336

15219372_1280915721949648_72071857068673

15253432_1280915738616313_52510122791034

15178089_1280915715282982_64417661129283

15268076_1280915745282979_46259337910680

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

NEW HORIZON

Watch live on 12/13 at 3 pm CST for a sneak preview of our new “Zen” CPU

http://www.amd.com/en-us/innovations/new-horizon

Quote

 

Watch New Horizon, hosted by Geoff Keighley, for an exclusive advance preview of our new “Zen” CPU ahead of its 2017 Q1 launch.

See eSports & Evil Geniuses legend PPD put “Zen” through its paces. There’ll be appearances from special guests and giveaways.

This is the first time the public will be able to try it themselves and see what it’s capable of. If you’re serious about gaming, this is an event you do not want to miss.

 

როგორც იქნა :დ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ვაა საღოლ ატის თუ ნაღდია ეგ ინფო ჩაუდებს ინტელს

 

4 ბირთვით და 8 ნაკადით რო გამოვლენ პროცები და სკაილეიკის დონე იქნებიან იმედია ტუფლის მაზი არ ესმევათ და რაზგონისას შუაზე გახევენ მის კონკურენტს და ინტელისგან ჩამკვდარ ოვერქლოქინგს ისევ ააღორძინებენ :D

Link to comment
Share on other sites

AMD to Host New Horizon ZEN Processor Event Mid December http://www.guru3d.com/news-story/amd-to-host-new-horizon-zen-processor-event-mod-december.html

ძალიან დიდ იმედებს ამყარებს ამდ და თვითონ მომხრარებლებიც მაგ სერიაზე და ვნახოთ აბა რა გამოუვათ და ინტელის ეხლანდელ თაობას რაომდენათ შეავიწროვებენ ფასი-წარმადობით

Link to comment
Share on other sites

ვაიმე, ნეტავ სახე გააძროს AMD-მ

რას გავიხარებთ მერე ნახეთ 

30%-მდეც რომ დაიწიოს ფასები პროცესორებზე, ძალიან მაგარი იქნება

SR3 თუ მართლა 150$ ეღირება და i5-ებს აჯობებს და შესაძლოა ქუად i7-ებსაც, OMG :D

 

თუმცა მე  ჯერ ისევ სკეპტიკურად ვუყურებ ZEN-ს 

 

 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Fatal Fighter said:

ვაიმე, ნეტავ სახე გააძროს AMD-მ

რას გავიხარებთ მერე ნახეთ 

30%-მდეც რომ დაიწიოს ფასები პროცესორებზე, ძალიან მაგარი იქნება

SR3 თუ მართლა 150$ ეღირება და i5-ებს აჯობებს და შესაძლოა ქუად i7-ებსაც, OMG

ნეტავი 

მაგრამ დოალრი თუ ესე დარჩა ჩევნთვის აზრი არ ექნება,kide :D Tu ar aiwia

Link to comment
Share on other sites

ჯერ ერთი "პრობლემა" მოგავრდეს და მეორესაც ეშველება რამე I believe ^^

Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე ვარ მაგრამ თუ გაამართლა რატომაც არა, სკეპტიკურათ უფრო იმიტომ ვუყურებ რომ აქამდე ვერაფერი მოუხერხეს ინტელის ჰეგემონიას

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, 2jzgte said:

ნეტავი 

მაგრამ დოალრი თუ ესე დარჩა ჩევნთვის აზრი არ ექნება,kide :D Tu ar aiwia

დოლარის კურსის შემხედვარე არაფრის სურვილი არ გექნება..

10 დოლარად რომც გაყიდონ, საქართველოს ისეთი ბედი აქვს, მაგ დროს ის 10 დოლარი 500 ლარი იქნება მაინც... საქართველოს თუ ოდესმე რამე ეშველება... თუმცა არა ბორჯომს გავყიდით რუსეთში და ავშენდებით :facepalm:

Link to comment
Share on other sites

ეგ იმიტომ რომ რუსეთის ეკონომიკაზეა ბევრი რამე ჩვენთან დამოკიდებული, იმათ თუ უჭირს ჩვენც ეგეთივე დღეში ვიქნებით, იქაც 1000$ მაგივრათ ეხლა 500$ აქირავებენ მოსკოვში ბინებს, მანეთებში იგივე დარჩა ფასები და მაგიტომ, 200$ პენსიის მაგივრათ, 100$-მდე თუ გერგება ეხლა, ვინც დოლარზე ან ევროზე მუშაობს და ხელფასსაც მაგ ვალუტაში იღებს ეგ ამბავი დიდათ არ აწუხებს, თუმცა ფინანსური კრიზისი ყველგანაა, ჩვენ ფინანსურ კრიზისამდე და 2008 წლის ომამდე არც ისე ცუდათ ვუბერავდით ლარს რომ ნორმალური კურსი ქონდა, მაგის შემდეგ ნამეტარი პატარა ტემპებით ვნითარდებით, საბერძნეთში 500 ევროიან პენსიაზე წუწუნებს ხალხი, აქ კიდე 200 ლარამდე ვერ ასულან ჯერ, ეხლა პენსია 70 ევრომდეა მგონი რაც ძალზე ცოტაა, საღარიბე არ არიო რომ იძახიან არ ვიცი ეგ ხალხი რითი ანგარიშობს, მოკლეთ სანამ 300 ევრომდე არ ავა პენსია და ხელფასები 500 მაინც მანამდე არაფერი გვეშველება და არანაირი ევროსაუზი არ მიგვიღებს, რუსეთში კი ეხლაც გადის უკვე ბევრი რამე მაგრამ ეგ არაა საკმარისი მაინც, მარტო მეურნეობის,ტურიზმის და ტრანზიტის ხარჯზე ვერ განვითარდებით, წინსვლა კი იქნება მაგრამ პატარა ტემპებით, 10 წელია რაც ჩამოსული ვარ საქართველოში და რამე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ ცხოვრების დონეში, თუმცა ბევრი რამე კი მოგვარდა და გაკეთდა მაგრამ სამუშაო ისევ ჭირს და ცხოვრების დონეც საკმაოთ დაბალია მთლიან ჯამში, განბაჟენას რაც შეეხება ევროპის ქვეყნებშიც ზუსტათ ეგეთივე განბაჟება უნდა გაიარო და არანაკლები სიძვირეა იქაც, ეგ შტატებში ღირს იაფი უბრალოთ სხვადასხვა მიზეზების გამო ტეხნიკა და არა მარტო, ჩვენი პრობლემა 18% განბაჟება არაა, უბრალოთ დაბალი ხელფასებია და მაგ ყველაფრის შეკვეთა და ყიდვა მაგიტომ გვიჭირს უფრო, ლარის კურსიც მოქმედებს რა თქმა უნდა მაგრამ ნორმალური ხელფასები რომ გვქონოდა ეგ ისე ძალიან არ იმოქმედებდა, ეკონომიკა-ლარის კურსი,ხელფასები და ცხოვრების დონე კი ერთმანეთთან საკმაოთ ახლო კავშირშია და ერთს თუ ეშველება მეორეც მოგვარდება უკვე

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ძირითადი აქცენტი რასაც გავუსვი ხაზი ეს აირს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ პოლიტიკურ სოციალურ ინტელექტუალურ კულტურული კრიზისი ანუ ოტიას სიტყვებით, ეროვნული გამოთაყვანება გვჭირს - ამაზე უკეთ ვერ ჩამოვაყალიბებთ აზრს.

ყველა დარგში გვიჭირს და ჩამორჩენილები ვართ ყოველგვარ საერთაშორისო ასპარეზს.

2 მილიონამდე ხალხი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, დანარჩენი ღარიბია და 0.01% ისეთი რომელსაც არ უჭირს.  მოსახლეობის 99% რომ არსებობისთვის იბრძვის, ქვეყანა რომელიც ყველაფერში მათხოვარია, იარაღს ვყიდულბთ, საჭმელს ვყიდულობთ, ერთადერთი სალაპარაკო ენა დაგვრჩა რომელიც ჩვენი გვაქვს. ქართველები მიმოფანტულია საზღვრებს მიღმა და იმათი წყალობით უდგიათ სული აქ ოჯახებს.. მე რაც ვიმუშავე და რა გამოცდილებაც მივიღე, ნათლად გამოჩნდა რომ კიდევ უახლოესი რამდენიმე წელი არაფერი შეიცვლება, აქ არის დაპაუზებული დრო, სადაც ხალხი ცოცხლობს არსებობისთვის, ასაკი ემატებათ, ბერდება, მაგრამ ქვეყანაში არაფერი იცვლება. დრო იკარგება სრულიად არაფერში, როცა შეიძლება ამ წლების უფრო შედეგიანად გამოყენება. ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა რომელიც დაძრავს ამ ქვეყანას უძრავი მდგომარეობიდან.

ესაა სწორედ მიზეზი რატომ გარბის აქედან ხალხი და ვერც გაამტყუნებ. აქ უმუშევრად ყოფნას იქ ვირებივით მუშაობენ და მართლა დასაფასებელია მათი ამაგი, განსხვავებით იმ ქურდებისგან რომლებიც თავს სჭრიან საქართველოს მსოფლიო მასშტაბით.... 

ახლა აღარც ამაზონი მაინტერესებს და არც იბეი. 150 დოლარად მაინც არ ვიყიდი რაცარუნდა i7-ზე ძლიერი პროცესორი გამოუშვას :D

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

n18xkc66fe1y.jpg

CyJ3wdgWgAArxv0.png:large

http://tieba.baidu.com/p/4876787046

 

------------

ფეიკია როგორც ჩანს, დაივიწყეთ :დ

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
Link to comment
Share on other sites

On 11/18/2016 at 11:29 PM, Fatal Fighter said:

გვიანია, ვეღარ დავივიწყებ :D

 

იმდენჯერ გამიცრუა იმედი ამდ-m პროცებში რომ რავიცი :( ახლა ამხელა მატებას გვპირდებიან

როგორ დავუჯეროთ აბა თქვი

რამნდენჯერ გაგიცრუა რო, 2011-ოს მერე არ გამოუშვია პროცი :)  (850k და მსგავს ბიუჯეტურ პაჭაპუჭებს არ ვთვლი) დროი იყო ინტელს აპამპულავებდა და ეხლა რეალუირი შანსი აქვს დაიბრუნოს პოზიციები

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.