Jump to content

ახალი მეხსიერების ბარათები SDA10/32GB და SDA10V/32GB


Meno93

Recommended Posts

გამარჯობა.

fb2663193b4c.jpgცხოვრება დაუვიწყარი მომენტებისგან შედგება – შეინახეთ ეს მომენტები ქინგტონის მეხსიერების მეათე კლასის ბარათზე.

კომპანია ქინგსტონი კარგადაა ცნობილი თავისი ხარისხიანი მახსოვრობის ბარათებით და SSD-დისკებით. ამჯერად ბრენდმა  ფოტო-მონადირეების გახალისება გადაწყვიტა.

ქინგსტონის სწრაფი მეათე კლასის დამგროვებელი ბარათი ფოტოაპარატებისთვის – ზუსტად ის არის რასაც დიდი ხანია ელოდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები და უბრალოდ მოყვარულები, ვისაც უამრავი ფოტოს გადაღება უყვარს ან ხანგრძლივი ხარისხიანი ვიდეოს ჩაწერა სურთ.

27c7690d1b83.jpg

ქინგსტონის სწრაფი მე-10 კლასის მეხსიერების ბარათი გამოირჩევა:

- შთამბეჭდავი მუშაობის სიჩქარით 233X UHS-I სერიული და სამგანზომილებიანი ვიდეოს გადაღებისას

- იდეალურია DSLR ფოტოაპარატებისთვის და HD ვიდეოსთვის

- ბარათის დიდი მოცულობა (64გბ-მდე) უზრუნველყოფს ათასობით ფოტოების და რამოდენიმე საათიანი ვიდეოების შენახვას.

წაკითხვის სიჩქარე

ქინგტონის SDA10/32GB მეხსიერების ბარათს Full HD ვიდეობის და მოძრავი ობიექტების ჩაწერის სიჩქარე საგრძნობლად გაზრდილი აქვს.  ქინგსტონის მეხსიერების ბარათი – Class 10 UHS-I Ultimate  შეიცავს UHS-I ტექნოლოგიას და საოცარ სისწრაფით მუშაობს, რაც Full HD ვიდეოს და სამგანზომილებიანი ვიდეოს ჩაწერის საშუალებას გვაძლევს, ასევე ფაილების სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.

სწრაფი წაკითხვის (60მბ/წ) და ჩაწერის (35,მბ/წ) წყალობით, ეს უნივერსალური ბარათი ფაილების უფრო სწრაფი გაცვლის საშუალებას იძლევა, განსხვავებით სტანდარტული ბარათების SDHC და SDXC-სგან.

მოცულობა – მეხსიერების ბარათის ძირითადი მახასიათებელია.

64გბ მოცულობა მომხმარებელს სთავაზობს 320 წუთიან HD ფორმატის ვიდეოს ჩაწერას (24მბბიტი/წ), რაც ბარათის შეცვლის აუცილებლობას აღარ მოითხოვს. რაც შეეხება ფოტოებს, ფოტოგრაფებს შეუძლიათ გადაიღონ ისეთი მაღალ ხარისხიანი ფოტოები როგორიცაა RAW ან JPEG, და არ იფიქრონ იმაზე, აქვთ თუ არა თავისუფალი ადგილი ბარათზე. ჩაწერის მინიმალური სიჩქარის გაზრდის შედეგად სერიული გადაღების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს და ვიდეოს მთლიანობას დაგვიანებების გარეშე ინარჩუნებს.

მეხსიერების ბარათი Class 10 UHS-I Ultimate თავსებადია SDHC (16გბ, 32გბ) და SDXC (64გბ). ბარათს აქვს სამუდამო გარანტია, უფასო ტექნიკური მხარდაჭერა და ქინგსტონის ლეგენდარული სანდოობით გამოირჩევა.

ტექნიკური მონაცემები 

მოცულობა: 8გბ, 16გბ, 32გბ, 64გბ, 128გბ

სიჩქარე2:
სწრაფი რეაგირების კლასი 107: ინფორმაციის გაცვლის მინიმალური სიჩქარეა10მბ/წ

ფუნქციონირება:
30მბ/წ-მდე წაკითხვა2,

თავსებადობა:

თავსებადია ჰოსტ-მოწყობილობებთან SDHC და SDXC; არა თავსებადია სტანდარტულ SD მოწყობილებებთან; მეხსიერების ბარათები SDXC არ თავსდება SDHC-სთან.

დაცულობა:
მონაცემების შემთხვევითი წაშლისაგან დაცვა

ფაილის სისტემა:
FAT32 (SDHC 8გბ-32გბ), exFAT (SDXC 64ГБ-128გბ)

შესაბამისობა სტანდარტებთან:
შეესაბამება SD Card Association-ის მიერ დადგენილ ტექნიკურ მონაცემებს

სანდოობა: სამუდამო გარანტია

ზომები: 24 X 32 X 2,1 მმ

შენახვის ტემპერატურა: -40 C დან 85 C მდე

სამუშაო ტემპერატურა: -25 C დან 85 C მდე

ძაბვა: 3,3В

მიუხედავად იმისა რომ ეს ბარათები გარეგნულად არაფრით არ განსხვავდება SD ბარათებისგან, შიდა კონსტრუქცია სრულიად განსხვავებული აქვთ და  SDHC/SDXC ბარათი იკითხება მხოლოდ ჰოსტ-მოწყობილობით SDHC და SDXC წაკითხვის ფუნქციით. ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენს მოწყობილობას დაკრული აქვს SDHC/SDXC ლოგოტიპი.

ყველა ბარათი გადის 100% შემოწმებას და აქვთ სამუდამო გარანტია.

ჩვენ დავტესტეთ Kingston Ultimate ბარათი შემდეგი პროგრამებით:

·         CrystalDiskMark 3.0.3,

·         ATTO Disk Benchmark 2.47,

·         AIDA64 Engineer Edition 4.00.2700.

ტესტირების წინ დავაფორმატეთ ბარათი ნიკონის ფოტოაპარატში Nikon D7100.                     

აღვნიშნოთ, რომ Kingston Ultimate მეხსიერების მოცულობა შეადგენს – 30600 მბ.

CrystalDiskMark 3.0.3 ტესტის მეშვეობით მივიღეთ შემდეგი შედეგები:

მეხსიერების ბარათი Kingston Ultimate 32GB SDHC Class 10 UHS-I

 

წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე თითქმის სრულიად შეესაბამება იმ რიცხვებს, რომელიც მოცემულია ტექნიკურ მონაცემებში: წაკითხვის სიჩქარე 77,57 მბ/წ, ჩაწერის სიჩქარე 44,95 მბ/წ.

a6ac1986aadd.jpg

ATTO Disk Benchmark 2.47

მეხსიერების ბარათი Kingston Ultimate 32GB SDHC Class 10 UHS-I

1c6864d093d5.jpg

CrystalDiskMark ტესტირების მიერ მიღებული შედეგები დამტკიცდა ATTO Disk Benchmark-ის ტესტის შედეგებითაც. Kingston Ultimate მეხსიერების ბარათს მაქსიმალური ჩაწერის სიჩქარე შეადგენს 2048 კბ.

ბოლო მონაცემების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ქინგსტონის ამ ტიპის ბარათებს აქვს მძიმე ფაილების მაღალი ოპტიმიზაცია, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან თანამედროვე ტექნიკურ მოწყობილობებში ფაილები 2მეგაბიტზე მეტი არაა.
AIDA64 Engineer 4.00.2700

Kingston Ultimate 32GB SDHC Class 10 UHS-I

58c18a6a0f69.jpg

AIDA64 Engineer 4.00.2700 (линейная запись)

Kingston Ultimate 32GB SDHC Class 10 UHS-I

82abaa4d7023.jpg

AIDA64 Engineer დატესტვისას მივიღეთ იგივე შედეგები რაც წინა ტესტირებისას.

ტესტირების შედეგების მიხედვით აღვნიშნავთ, რომ ორივე მეხსიერების ბარათმა კარგად გაართვეს თავი სერიულ გადაღებას ფოტოაპარატ Nikon D7100-ით.

ერთიანობაში, Kingston Ultimate 32GB SDHC Class დატესტვის შედეგად მივიღეთ კარგი შედეგები. ამ ბარათის გამოყენება შეიძლება, როგორც ციფრულ ფოტოაპარატებში ასევე ვიდეოკამერებში  HD ვიდეოს გადასაღებად.

დასკვნა

მეათე კლასის ქინგსტონის მეხსიერების ბარათი-ეს არის მუშაობის სისწრაფის და მოცულობის ახალი დონე. მეხსიერების ბარათი Class 10 UHS-I Secure Digital High Capacity (SDHC) და Secure Digital Extended Capacity (SDXC) ქინგსტონისაგან იდეალურია HD ვიდეოს ჩასაწერად, მაღალხარისხიანი ფოტოების და სხვა დიდი ზომის ფაილების შესანახად. ბარათები მთლიანად შეესაბამება SD Association  სპეციფიკაციას, ასევე სხვა მაღალი კლასის SD ბარათებს, რომლებიც მაღალხარისხიან ციფრული ვიდეოკამერებისთვის და ფოტოაპარატებისთვის არის განკუთვნილი.

8გბ მოცულობის  SDHC/SDXC მეხსიერების ბარათები უზრუნველყოფენ დიდი ინფორმაციის  და HD ფორმატის ვიდეოების შენახვას. ამის გარდა მეხსიერების ბარათი SDHC/SDXC Kingston® მაღალსიჩქარიანი კლასის ბარათებს მიეკუთვნება, რომლებიც უზრუნველყობს 10მბ/წ სიჩქარეს.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...


კომპანია ქინგსტონი კარგადაა ცნობილი თავისი ხარისხიანი მახსოვრობის ბარათებით და SSD-დისკებით

არ გაიშვას მაგათი ხარისხი :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

არ გაიშვას მაგათი ხარისხი :D

ხარისხი საუკეთესო შეიძლება არ აქვს მაგრამ Nორმალური ფენის საზოგადოებაც რომ ხშირი მომხმარებელი გახდეს ბრენდის ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს არა? ნამდვილად სჯობს ბევრი სხვა ბრენდი კინგსტონს მაგრამ ფასიც ხომ გასათვალისწინებელია.

Link to comment
Share on other sites


ფასიც ხომ გასათვალისწინებელია.

ასეთი დონის კომპანია რომ თაღლითობს იქ ფასი უკნა პლანზეა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.