Gamer-4ever Posted April 3 Posted April 3 ბლოდბორნის მსგავსი თამაში გამოდის და ნინტენდო უწერია , ეგ თუ ნინტენდოს ექსკლუზივია მარტო ძაან ცუდი Quote
Magdalena Posted April 29 Posted April 29 ევროპის უფლებადამცველებმა Ubisoft გეიმერების მონაცემების უკანონოდ შეგროვებაში დაადანაშაულეს ევროპის ციფრული უფლებების ცენტრმა NOYB (None Of Your Business) ავსტრიის მონაცემთა დაცვის ორგანოებში ოფიციალური საჩივარი შეიტანა ფრანგული გამომცემლისა და დეველოპერის - Ubisoft-ის წინააღმდეგ. ფოტოს წყარო: Steam (RaveN) NOYB-ის განცხადებით Ubisoft არღვევს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR), რადგან მომხმარებლებს აიძულებს ონლაინ რეჟიმში გადავიდნენ მაშინაც კი, როდესაც თამაშს არ აქვს მულტიმოთამაშის ფუნქციები. „წარმოიდგინეთ, რომ მისტერ მონოპოლია თქვენს მაგიდასთან ზის და გიყურებთ, როგორ თამაშობთ სამაგიდო თამაშს თქვენს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად. ეს არის ვიდეო თამაშების რეალობა“, - აღნიშნა NOYB-მა. ფოტოს წყარო: NOYB NOYB-ის საჩივარი ეფუძნება ანონიმური მომხმარებლის გამოცდილებას, რომელმაც ოფლაინ რეჟიმში ვერ შეძლო ერთმოთამაშიანი პრეისტორიული მოქმედებითი თამაშის, Far Cry Primal-ის, გაშვება, რომელიც მან Steam-ზე შეიძინა - მას თამაშის დასაწყებად Ubisoft-ის ანგარიშში შესვლა მოუწია. Ubisoft-ის ტექნიკურმა მხარდაჭერამ ეს ფაქტი ახსნა იმით, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს თამაშის ლიცენზია, თუმცა NOYB მიიჩნევს, რომ Far Cry Primal-ის Steam ვერსიის შემთხვევაში Steam-ს თავად შეუძლია ამის მოგვარება. 10 წუთის განმავლობაში თამაშმა გაგზავნა Ubisoft-ის 150 მონაცემთა პაკეტი, რომლებიც შეიცავდა არა მხოლოდ სესიის ინფორმაციას (ფოტოს წყარო: Steam) NOYB Ubisoft-ს GDPR-ის 6(1) მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, პირველ რიგში, მონაცემების შეგროვებაში და მეორე, მომხმარებლებისთვის ამ მონაცემების შეგროვებაზე უარის თქმის შესაძლებლობის არარსებობაში. კომპანია ავსტრიის ხელისუფლებას სთხოვს, აიძულოს Ubisoft დაიცვას GDPR-ის მოთხოვნები და დააკისროს 92 მილიონ ევრომდე ჯარიმა (Ubisoft-ის გასული წლის ბრუნვის 4%), „მილიონობით დაზარალებული მომხმარებლის გათვალისწინებით“. https://tinyurl.com/4jmkwu2v 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.