Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც ვნახე 1080i-ში, ფრანგებს იდეალური თამაში არ უჩვენებიათ, თუმცა მაინც ზაპასით დაამრცხეს ხორვატიის ნაკრები, საკმაოთ ბევრი მელკი შეცდომები დაუშვა ხორვატიამ დაცვაში, თან ფრანგები თვითონაც ქმნიდენ მომენტებს, ლიორისმაც თოხლა ერთხელ მეორე გოლი რომ გაუშვა, ანგარიში მანჯუკიჩის ავტოგოლით გაიხსნა 18 წუთზე, 28 წუთზე პერისიჩმა გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მაინც ბევრ შეცდომებს უშვებდენ დაცვაში ხორვატიის იგროკები, 38 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ ვიდეოპავტორის შემდეგ ხელით რომ გამოიტანა ბურთი პერისიჩმა, გრიზმანმა დაარტყა პენალტი და 2-1 დაწინაურდენ ისევ ფრანგები, 59 წუთზე პოგმამ მესამე გოლიც შეაგდო, ეგ მგონი მაგ იგროკის პირველი გოლი იყო მაგ ტურნირზე, 65 წუთზე მბაპემაც გაიტანა, მერე ცოტა გადავახვიე და ლიორისის პრომახიც ვნახე 69 წუთზე მანჯუკიჩმა რომ გაუტანა და 4-2 გაიმარჯვეს ფრანგებმა ყოველგვარი ნადრივის გარეშე, დისციპლინა აკლდათ ხორვატებს დაცვაში და რამდენიმე დურაკული შეცდომაც დაუშვეს, თორე ძალზე ბევრი მომენტები ფრანგებს არც კი შეუქმნიათ, ფრანგები მეორეჯერ გახდენ ჩემპიონები, როგორც ურუგვაი და არგენტინა, შემდეგი ჩემპიონის გამოცნობა ამ ეტაპზე საკმაოთ რთულია მაინც კატარში რომელიც ტარდება ზამთარში, მაგრამ ფრანგები ალბათ ისევ ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან, იმედია ამჯერათ იტალიელები და ჰოლანდიელებიც ითამაშებენ უკვე

Link to comment
Share on other sites

ოთხი ქართული კლუბიდან ორი გაძვრა შემდეგ რაუნდში, ტორპედო და ჩიხურა გააგრძელებს ევროპა ლიგის შემდეგ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობას https://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2019/matches/#/rd/2000987/1 ნუ ჩიხურას მარიბორთან მინიმალური შანსები ექნება მესამე კრუგში გასვლის, ტორპედო კი იბრძოლებს ალბათ ვიკინგურთან, ხო მილანი მგონი გადაურჩა ევროკუპკებში ორ წლიან დისკვალიფიკაციას https://www.eurosport.ru/football/serie-a/2018-2019/story_sto6855466.shtml ეხლა კლუბი ელიოტ მენეჯმენტის ხელებში გადავიდა და კონტეს მოწვევა სურთო ტრენერათ

Link to comment
Share on other sites

ბენზემა ვითომ მილანში გადასვლაზე დათანხმდაო იგივე წლიური ჯამაგირით რასაც რეალში იღებდა https://www.eurosport.ru/football/liga/2018-2019/story_sto6856543.shtml ესეც ბოლო ოფიციალური ტრანსფერები https://www.transfermarkt.com/statistik/letztetransfers

Link to comment
Share on other sites

მილანის ახალმა ბოსებმა ყველა დაითხოვეს თითქმის https://www.eurosport.ru/football/serie-a/2018-2019/story_sto6861060.shtml მალე გატუზოსაც მოხსნიანო და კონტეს დანიშვნა ნდომიათ მაგის მაგივრათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ცეესკას და ლოკომოტივის შეხვედრას ვუყურე რუსეთის სუპერკუბოკზე 1080i-ში, რაღაც ახალი კანალი გაუშვიათ სპეციალურათ რუსული ჩემპიონატისთვის მატჩ ჰოლდინგზე, მაგარი უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, დამატებით დროში ერთადერთი გოლი 107 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ხოსონოვმა შეაგდო და 1-0 გაიმარჯვა ცეესკამ უკვე მეშვიდეჯერ, მაგ ტურნირში ცეესკა საერთოდ არ უნდა გამოსულიყო მაგრამ ვინც კუბოკი მოიგო ეგ გუნდი ბაგანკროტდა და ცეესკათი ჩაანაცვლეს ფინალისტის მაგივრათ, ხო სოლომონ კვირკველია გააძევეს დამარებით დროში ბრაზილიელი ბეკაო რომ კინაღამ შემოელახა, ისე კი ცეესკა უფრო უკეთესათ გამოიყურებოდა სეზონის სტარტზე მიუხედავათ იმისა რომ ბევრი ლიდერები დაკარგა და მაგ თამასშიც დაემტვრა რამდენიმე იგროკი თამაშის დროს

Link to comment
Share on other sites

იგუაინი და კალდერა უკვე მილანშია, ბონუჩი კი ისევ უვეში დაბრუნდა მაგ სდელკის შემდეგ, მაგრამ შახტიორში რომ ბრაზილიელი ბერნარდი თამაშობდა მაგის ყიდვაც არ გადაიფიქრაო მილანმა, თუმცა ჩელსისაც ნდომია მაგ იგროკის დათრევა, როგორც ჩანს სილვას და კალინიჩს ასიანში უშვებენ წელს სხვა კლუბებში მინიმუმ არენდით მაინც

Link to comment
Share on other sites

ვიკენდზე ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ლოკომოტივი-სპარტაკის თამაში ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, სოლომონ კვირკველიაც თამაშობდა, ეგაა ეხლა ყველაზე ძვირათ ღირებული ქართველი ლეგიონერი და ალბათ მალე ევროპაში გადავა სათამაშოთ, მაგ თამასში კი არ გასულა გოლები, ჩელსის და სიტის თამაშიც ვნახე ინგლისის სუპერთასზე, ჩელსი ისევ ცუდათ გამოიყურებოდა, სარის აშკარათ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თან კიდე შეიცვლება ალბათ გუნდი ტრანსფერების დახურვამდე, მაგ შეხვედრაში უპრობლემოთ გაიმარჯვა სიტიმ, 13 წუთზე აგუერომ გახსნა ანგარიში, 58 წუთზე კი დუბლი შეასრულა და 2-0 დამარცხდა ჩელსი, დღეს იწყება უკვე ინგლისის პრემიერლიგა, დღეს პაოკის და სპარტაკის შეხვედრაც ვნახე 1080i-ში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდზე, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა,ვინც მაგ რაუნდში ცინც დამარცხდება ევროპალიგის ფლეიოფში გააგრძელებს მონაწილეობას, იველინ პოპოვმა უკვე მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში, 17 წუთზე პრომესმა მეორე გოლიც შეაგდო და კომფორტულათ იგებდა სპარტაკი, თუმცა მერე მოდუნდნენ და დასაჯეს ბერძნებმა, 29 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც პრიოვიჩმა შეაგდო, 37 წუთზე კი ლიმნიოსმა გაათანაბრა ანგარიში, 44 წუთზე პელკასმა დააწინაურა უკვე ბერძნები, რუსები კი დაცვაში მაგარი პრავალებით თამაშობდენ, 71 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც პრომესმა ვერ შეაგდო და 3-2 გაიმარჯვეს მძიმე ბრძოლაში ბერძნებმა, ნამყოფივარ ისე დიდი ხნის უკან 90 წლებში სალონიკებში, საშინელი სიცხე იცის მაგ ზღვის კურორტზე 40 გრადუსიანი, სპარტაკს მაინც კარგი შანსები აქვს ფლეიოფში გასვლის, სადაც ბენფიკას ან ფენეხბარჩეს უნდა შეხვდეს და მაგ გუნდების დამარცხება კიდე უფრო რთული იქნება ბერძნებს თუ აჯობებენ მოსკოვში, სხვა თამაშებში კი ესეთი რეზულტატები დაფიქსირდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე https://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2019/matches/#/rd/2000978/1 ხო ტორპედო ქუთაისმა საკმაოთ კარგათ ითამაშა ალბანეთის ჩემპიონთან და კუკესი 5-2 დაამარცხდა პირველ შეხვედრაში, თუმცა 3-0 რომ წააგონ ალბანეთში გამოვარდებიან, რატომღაც მგონია რომ შეძლებენ მაგ ანგარიშის შენარჩუნებას და ფლეიოფში ითამაშებენ https://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2019/matches/#/rd/2000988/1 , მაგის შემდეგ კი უკვე ასნავნოი ეტაპია, მაგრამ ალბათ მანდ უკვე უფრო სერიოზული მეტოქე შეხვდებათ და ეგრე ადვილათ ვერ შეძლებენ გამარჯვებას, ხო ისე ვიკენდის რასპისანიაც ვნახე ამ ოთხ კვირის შეხვედრას გადმოვწერ ალბათ: აინტრახტი-ბავარია გერმანიის სუპერთასზე, რუბინი-ზენიტი,არსენალი-სიტი და ბარსა-სევილია ესპანეთის სუპერთასზე, მილანი რაც ბანი მოუხსნა უეფამ და ჩინელები გაყარეს და ამერიკელმა ინვესტორებმა ჩაიგდეს ხელში არ აპირებს ტრანფერების შეჩერებას და ეხლა ჩელსის ტიმოტი ბაკაიოკოს ყიდვა უნდაო ბერნარდის ტრანსფერი რომ გაემაზა, ხო სპორტულ მენეჯერათ ლეონარდო დანიშნეს, მალდინიც რაღაც კარგ თანამდებობაზეა მგონი მილანში დანიშნული, ხო ნიკოლა კალინიჩი ატლეტიკოს მიყიდეს https://acmilan.theoffside.com/ ალბათ სილვას დატოვებენ მაინც თუ მეორე ძვირიანი ფორვარდიც არ იყიდეს კიდე, 500 მილიონზე არა მგონია ავიდნენ მაგრამ ყველა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ 450 მილიონ ევროიანი სასტავი უნდა დარჩეთ და ეგ უფრო მეტია ვიდრე წინა წლის დასაწყისში იყო, თუმცა იგივე ინტერი უკვე 550 მილიონზე ავიდა და მაგ გუნდსაც აქვს ტრანსფერებზე კარგი თანხები გამოყოფილი, მოდრიჩის ყიდვა უნდოდათ მაგრამ რეალი აგ გაუშვებს ან ისეთ თანხას დაურტყამს რომ ვერ შეძლებენ მაგდენის გადახდას,ბოლო სიტუაცია კი ვედუში კლუბებსი  ჯამურ ღირებულებაში ასეთია ტრანსფერმარკზე https://www.transfermarkt.com/spieler-statistik/wertvollstemannschaften/marktwertetop ბარსა კია პირველზე მაგრამ ეგ რამდენიმე ძვირათღირებული იგროკის ხარჯზე რომლებიც ვერ ამართლებენ ბოლო წლებია მოლოდინებს ლიგის ფლეიოფზე, ჩემი აზრით რეალს უფრო დაბალანსებული სასტავი ყავს ეხლაც კი რონალდო რომ მიაყიდეს, სიტიც მაგარი გაძლიერდა როგორც ლივერპული და ჩელსი, ატლეტიკოც საკმაოთ გაიქაჩა

 

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ არსენალი-სიტის თამაში ვნახე, არსენალს წელსაც ვატყობ სერიოზული პრობლემები ექნება განსაკუთრებით დაცვაში და ლიდერებთან შეიძლება საკმაოთ გაუჭირდეს თამაშების მოგება, საკმაოთ კომფორტულათ შეძლო სიტიმ არსენალის ვიეზდზე დამარცხება, ანგარიში სტერლინგმა გახსნა 14 წუთზე, 64 წუთზე ბერნარდო სილვამ მეორე გოლიც შეაგდო და მაგის შემდეგ უკვე ადვილათ გაიმარჯვა სიტიმ, არსენალს თუ ქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსები უფრო მეორე გატანილ გოლამდე, თან სიტის დებრუინე არ ყავდა ასნავნოი სასტავში, უნაი ემერის მაგარი გაუჭირდება წელს მემგონი პირველ ოთხელში მოხვედრა, სასტავსაც გაძლიერება ჭირდება, ლივერპულს უკვე ლამის 900 მილიონიანი შემადგენლობა ყავს როცა არსენალს ისევ იმ დონის სასტავი ყავს რაც წინა წლებში, ამიტომ ალბათ წელს ლივერპული უფრო გაუწევს სიტის კონკურნეციას პირველობაზე ვიდრე არსენალი, მანჩესტერსაც არ გაუკეთებია ძალზე ძვირიანი ტრანსფერები ზაფხულში, ბარსა-სევილიას თამაშიც ვნახე ესპანეთის სუპერთასზე, საკმაოთ უპორნი და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში უკვე მეცხრე წუთზე გახსნა სარაბიამ, 42 წუთზე პიკემ გაათანაბრა ანგარიში, 787 წუთზე დემბელემ მეორე გოლიც შეაგდო, სევილიამ ბოლო წუთზე პენალტი გამაზა ბენედერმა რომ ცუდათ დაარტყა და დაკარგა შანსები თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის, ეგ შეხვედრა მოროკოში ტარდებოდა და საკმაოთ ნელ ტემპში მიმდინარეობდა როგორც ჩანს საკმაო სიცხის გამო, მაგ ტიტულის შემდეგ მესი გამხდარა ყველაზე ტიტულოვანი ბარსას იგროკი ისტორიაში 33 ტიტულით, ინიესტას ქონია 32, სასტავი ბარსას ისევ ძალზე ძლიერი ყავს ატაკაში, მაგრამ ლიგის ფლეიოფში შეიძლება ისევ პრობლემები ქონდეთ დაცვაში, ანუ მაგ პოზიციაზე ისეთი მძლავრი იგროკებით არაა ეგ გუნდი დაკომპლექტებული როგორიც ფორვარდები ყავს

Link to comment
Share on other sites

დღეს ინგლისის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, საკმაოთ საინტერესოთ დაიწყო ახალი სეზონი თუმცა რამე დიდი სენსაცია პირველ ტურში არ დაფიქსირებულა არცერთ შეხვედრაში, ორი შეხვედრა კიდე მაქვს სანახავი და ხვალე ჩავუჯდები, დღეს ტენისის ფინალებს ვუყურებდი კანადის მასტერსიდან, დღეს სპარტაკი-პაოკის და ფენეხბარჩე-ბენფიკის ატვეტნი შეხვედრებიც ტარდება + ხვალე ატლეტიკო-რეალის სუპერკუბოკია და სამივე შეხვედრას ვნახავ პარასკევამდე 

Link to comment
Share on other sites

ტიმოტი ბაკაიოკო უკვე მილანშია არენდით ჩელსიდან, ბაკაში კი მილანს სამი კასტილეხოს გადაცვლა სურს ვილარეალში, კიდე ლაქსალტს დაადო თვალი მილანმა და ვნახოთ აბა შეძლებს თუ არა მაგ ურუგვაელი იგროკის ყიდვას ჯენოადან, ეგ მცველი 14 მილიონი ევრო ღირსო + 4 მილიონი ბონუსებით

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის პირველი ტურის მიმოხილვა ვნახე, პსჟ იქნება ისევ წელსაც ფავორიტი და ლიონი,მონაკო და მარსელი ისევ მეორე და მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ ალბათ, მაგ გუნდებმა სუყველამ გაიმაჯრვა პირველ ტურში, ბავარია-აიტნრახტის შეხვედრაც ვნახე გერმანიის სუპერთასზე, ბავარიამ სამაგიერო გადაუხადა აინტრახტს გერმანიის თასზე რომ დამარცხდა და 5-0 გაანადგურა დიდი ანგარიშით, ანგარიში 21 წუთზე ლევანდოვსკიმ გახსნა, 26 წუთზე დუბლი შეასრულა, 54 კი უკვე ჰეტ ტრიკი, მერე გადავახვიე და კომანის გოლიც ვნახე 64 წუთზე, 85 წუთზე კი ტიაგო ალკანტარამ მეხუთე გოლიც გაიტანა და 5-0 განადგურდა აინტრახტი, რუბინის და ზენიტის თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, მეორე ტაიმის მეორე ნახევარში კაცნაკლული დარჩა ზენიტი, მაგრამ მაინც მოახერხეს გოლის შეგდება და მაგ თამასში გამარჯვება, ერთადერთი გოლი 78 წუთზე ძუბას პრასტრელის შემდეგ ეროხინმა შეაგდო და 1-0 გაიმარუჯვა ზენიტმა მძიმე ბრძოლაში

Link to comment
Share on other sites

რაც ელიოტმა ჩაიბარა მილანი, ნორმალურ გზას დაადგა თითქოს გუნდი. პორველ რიგში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ლეონარდო და მალდინი მოვიდა, რასაც მივესალმები ცალსახად როგორც მილანის გულშემატკივარი. მალდინი სიკვდილამდე უნდა იყოს აქ

ლეონარდო კიდე რასაც აკეთებს ფაქტია რო კარგია მისი მოსვლა, ჰიგუანი კალდარა დაითრია, სერიოზული შეთანხმება შედგა, კიდე მოიყვანა ცოცხალი იგროკები. FFP-ს გათვალისწინებით კიდე კარგი კამპანია ჰქონდა გუნდს, ბევრი საჭირო ლოანი იყო

ვნახოთ რას იზამენ ამ სეზონში

Link to comment
Share on other sites

რაც არ უნდა იყოს რომაზე ძლიერი სასტავი უკვე ყავთ მინიმუმ მეოთხე ადგილისთვის მაინც რომ იბრძოლონ რეალურათ, მაგრამ მაგ სასტავს ათამაშებაც ჭირდება და ვნახოთ გატუზო როგორ ათამაშებს წელს გუნდს, წინა წელიწადს ნამეტარი ბევრი პრობლემები ქონდათ + ზოგიერთმა ტრანსფერებმა საერთოდ არ გაამართლა მოლოდინები, ჩინელებმა კი მართლა კინაღამ დააქციეს გუნდი უაზრო მაღალი კრედიტებით და მერე უეფაც დაემუქრათ უკვე და 2 წლიანი ბანი დაადო, მარტო იმის შემდეგ ჩინელები რომ გააგდეს მილანიდან შეძლეს სუდში გამარჯვება და ბანიც მოხსნა უეფამ, წელს კი უფრო ტოჩნი ტრანსფერებს აკეთებენ და ყველა დიდი ტრანსფერი იჯარით აქვთ განხორციელებული, თუ რამეა უარს იტყვიან და არ იყიდიან მაგ ახალ იგროკებს შემდეგი სეზონისთვის

Link to comment
Share on other sites

ლოლ ტორპედო ქუთაისი კუკესთან მაგარ გაჭირვებულ დღეშია და ერთი გოლი უკლია გამოვარდნამდე, კიდე 10 წუთი აქვთ სათამაშო სადღაც, ორი პენალტი გაიტანა რეჯინალდომ უკვე და ძალიან გაუჭირდებათ მაგ ანგარიშის შენარჩუნება, უეფას საიტზე ვნახულობს ხოლმე რა ხდება მაგ შეხვედრაში, ისე ჩემპიონატში წელს ბევრს ვერაფერს აჩვენებენ და მაგ ტურნირში რამ გაამწარათ, მემგონი ლუდოგორეცთან 50 მილიონიან ევროიანი სასტავით რომელიც ლიგის ასნავნოი ეტაპზეც გამოიდიოდა მაინც მინიმალური შანსები ექნებათ ასნავნოი ეტაპში მოხვედრის უკვე ბოლო ფლეიოფის სტადიაზე, მოკლეთ 5-4 გაიმარჯვეს ორი მატჩის აგრეგატით და ფლეიოფში გავიდნენ სადაც ბულგარეთის ლუდოგორეცს შეხვდებიან ევროპალიგის გრუპავოი სტადიისთვის

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდზე 1080i-ში, ჯერ სპარტაკი-პაოკოს თამაში ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, სპარტაკმა ჩააგდო ეგ თამაში, ჯერ ლუის ადრიანო გააგდო სუდიმა 33 წუთზე, მეორე ტაიმში კი ვერ გამოიყენეს რამდენიმე მომენტი და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, ფლეიოფში კი ბერძნები ითამაშებენ, თუმცა სპარტაკი ევროპალიგის ფლეიოფში მოხვდა მაინც როგორც ჩვენი ქუთაისის ტორპედო,ფენეხბარშე-ბენფიკას თამაშიც ვნახე, ეგეც საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, პრინციპში პორტუგალიელები აკონტროლებდენ მთელ თამაშს და ბევრი მომენტები ვერ შექმნეს თურქებმა, ანგარიში ფერნანდესმა გახსნა 26 წუთზე, პოტუკმა 45 წუთზე გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში ბევრი არც არაფერი შეუქმნიათ თურქებს და ბენფიკა პაოკს შეხვდება ეხლა ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდში, რომელსაც ფლეიოფსაც ეძახიან, ატლეტიკო-რეალის თამაშიც გადმოწერილი მაქვს და მაგას ხვალ საღამოს ვნახავ უკვე, ისე კი სხვა შეხვედრები ესე დასრულდა მაგ სტადიაზე:

https://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2019/matches/#/rd/2000978/2

აიაქსის და დინამო კიევის დაპირისპირება საინტერესო უნდა იყოს წესით

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ უეფას სუპერთასი ვნახე მადრიდული დერბი, რეალმა საკმაოთ კარგათ დაიწყო ეგ თამაში და პირველ ტაიმში კარგათ უბერავდენ, მაგრამ მერე როგორც ჩანს ძალები გამოელიათ და შეცდომების დაშვებაც დაიწყეს დაცვაში, ანგარიში უკვე პირველ წუთზე გახსნა დიეგო კოსტამ, 27 წუთზე ბენზემამ გაათანაბრა ანგარიში, 63 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა ხელის თამაშის გამო, რომელიც რამოსმა გაიტანა და უკვე რეალი იგებდა მაგ თამაშს, 79 წუთზე დიეგო კოსტამ დუბლი შეასრულდა  დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც უკვე ატლეტიკომ უფრო ბევრი მომენტები შექმნა, 98 წუთზე საულ ნიგესმა მესამე გოლიც შეაგდო, 104 წუთზე კი კოკემ 4-2 გახადა ანგარიში და სუპერთასი მატრასნიკებს ერგოთ, რეიმსის და ლიონის შეხვედრაც ვნახე, პირველ ტურში ორივე გუნდმა გაიმარჯვა, რეიმსმა შეძლო ლიონის პრობლემების გამოყენება მაგ შეხვედრაში და 32 წუთზე ჩევარიამ თავური დარტყმის შემდეგ გახსნა ანგარიში, ლიონი ეცადა ანგარიშის გათანაბრებას მეორე ტაიმში, მაგრამ ბევრი მომენტები არც შეუქმნიათ, მეორე გოლის გაშვება კი შეეძლოთ ბოლო წუთებზე, 1-0 გამარჯვების შემდეგ რეიმს ორიდან ორი მოგება აქვს ჩემპიონატის სტარტზე, ეგ გუნდი 50 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალშიც კი მონაწილეობდა, ვიკენდის რასპისანისაც გადავხედე და ამ თამაშებს გადმოვწერ ალბათ: კრასნოდარი-სპარტაკი,ჩელსი-არსენალი,ლაციო-ნაპოლი,მონაკო-ლილი, კრისტალ პალასი-ლივერპული და ვალენსია ატლეტიკო, ტენის მასტერსიც ტარდება და შეიძლება რამდენიმე თამაში გამოვტოვო თუ ნასევარფინალები და ფინალები დაიდება + სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის თამაშებიც ტარდება უკვე, ხო ისე მილანმა სამი კასტილეხო და ლაქსალტიც იყიდა და ალბათ დაასრულა კიდეც ზასაფხულო ტრანსფერნი კომპანია, 470 მილიონ ევროიანი შემადგენლობა კი მოუგროვდათ უკვე, ბოლო მომენტში ვინმე თუ არ გაყიდეს, მარტო 38 მილიონი ევრო დახარჯეს ამჯერათ, თუმცა ბევრი იგროკები გაცვალეს ახლებში და მაგის ხარჯზე ისე ძალიან არ წავიდნენ მინუსებში, რომაზე უკეთესი სასტავი კი აქვთ უკვე ამ სეზონში, მაგრამ ალბათ მაინც გაუჭირდებათ მეოთხე ადგილზე ბრძოლაც კი, ინტერსაც კარგი სასტავი ყავს წელს ისე და ნაპოლის გაუჭირდება უკვე ინტერის გადასწრება ალბათ, მთავარ ფავორიტათ სკუდეტოზე წელსაც უვე რჩება

Link to comment
Share on other sites

დღეს ჩელსი-არსენალის ლონდონურ დერბის ვუყურე 1080i-ში, ხოშიანი თამაში გამოვიდა, არსენალი ისე უმწეოთ აღარ გამოიყურებოდა, თუმცა მაგ თამაშიც ძალიან ცუდათ დაიწყეს, ანგარიში პედრო როდრიგესმა გახსნა მეცხრე წუთზე, 20 წუთზე მორატამ მეორე გოლიც გაიტანა, 37 წუთზე მხიტარიანმა გაქვითა ერთი ბურთი, 41 წუთზე ივობიმ გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში ცდილობდა ჩელსი ისევ უპირატესობის დაბრუნებას, 81 წუთზე მაინც მოახერხა ალონსომ მესამე გოლის გატანაც და მძიმე ბრძოლაში 3-2 გაიმარჯვა ჩელსიმ, სარიმ კარგათ დაიწყო ჩემპიონატი, უნაი ემერის კი ცუდათ აქვს სტარტზე საქმე, თუმცა ძლიერ მეტოქეებს ხვდებოდა მაინც არსენალი

Link to comment
Share on other sites

დღეს აჩერედნოი ფედერერი-ჯოკოვიჩის ფინალის გარდა ლაციო-ნაპოლის შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, საკმაოთ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, წელს სარი ანჩელოტიმ ჩაანაცვლა და ვნახოთ აბა უფრო წარმატებულათ თუ შეებრძოლება უვეს სკუდეტოზე ვიდრე ეგ სარის გამოსდიოდა, სასტავი დიდათ არ გაუძლიერებიათ და მაგიტომ, ლაციოს არ უთამაშია ცუდათ მაგ შეხვედრაში მაგრამ მაინც დამარცხდენ, ანგარიში იმობილემ გახსნა 25 წუთზე, 45 წუთზე მილიკმა გაათანაბრა ანგარიში, 59 წუთზე ინსინემ მეორე გოლიც შეაგდო, ლაციო ეცადა ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრებას და რამდენიმე ოსტრი მომენტიც ქონდათ მაგრამ ვერ შეძლეს მეორე გოლის შეგდება და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა ნაპოლიმ, ისე მილანს სავიჩის ყიდვაც უნდოდა მაგრამ ძალიან დიდი თანხა მოითხოვა როგორც ჩანს ლაციომ და დაანება თავი მაგ ტრანსფერზე ფიქრს

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის პირველი ტურის მიმოხილვა ვნახე, ორი თამაში გადაიდო, ორშაბათის შეხვედრა კი არ მოხვდა მაგ მიმოხილვაში, მაგრამ ამ სეზონში შეუცვლიათ საკმაოთ ფორმატი და ეხლა 50 წუთიან აბზორებზე გადავიდნენ, ადრე ხანდახან შეკვეცილი ტური როცა ტარდებოდა 25 წუთში ასრულებდენ ხოლმე აბზორებს, ეხლა გაუზრდიათ ორჯერ ხრონომეტრაჟი და უფრო საინტერესო საყურებელი გახდა, გრაფიკაც შეიცვალა საკმათ, უვემ ძლივს დაამარცხა კიევო, მარტო დამატებით წუთში შეაგდეს მესამე გოლი, ერთი პერიოდი კი საერთოდ აგებდენ მეორე ტაიმში მაგ სკრომნი გუნდთან, ინტერი კი დამარცხდა სასუოლოსთან, ვალენსია-ატლეტიკოს თამაშიც ვნახე, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში კორეამ გახსნა 26 წუთზე, 56 წუთზე როდრიგომ გაათანაბრა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ უპორნი შეხვედრა, ვალენსიას საკმაოთ კარგი სასტავი ყავს შეკრებილი და თავის მოედანზე გრანდებსაც გაუწევენ ალბათ დასტოინ კონკურენციას, კრისტალ პალასის და ლივერპულის თამაშიც ვნახე, ლივერპული მაგ თამასშიც კარგათ გამოიყურებოდა, 45 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა სალაჰი რომ დაეცა შტრაფნოიში რომელიც მილნერმა შეაგდო, მეორე ტაიმში თან კრისტალ პალასის იგროკი გააგდო სუდიამ და მაგის შემდეგ კიდე უფრო გაუჭირდათ, მეორე გოლი მანემ უკვე დამატებულ დროში შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა ლივერპულმა, დღეს და ხვალ ლიგის პლეიოფის შეხვედრები ტარდება და 4 შეხვედრას გადმოვწერ ალბათ, თუმცა ისეთი საინტერესო პარები აღარაა როგორც ადრე იყო ვედუში ჩემპიონატის გუნდებსაც რომ უწევდათ ატბორში მონაწილეობა, სულ რაღაც 6 პარა მონაწილეობს ისე, ანუ კიდე 6 საგზური თამაშდება, ადრე მგონი ორჯერ მეტი თამაშდებოდა

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იგნლისის მიმოხილვა ვნახე, მანჩესტერმა გაასხა 3-2 ბრაიტონთან და ემერის არ იყოს არც მაურინიოს დარჩა ბევრი დრო თამაშის გასაუმჯობესებლათ, ეგეთი სასტავით უფრო უკეთესათ თამაშიც შეიძლება, ბენფიკა-პაოკის თამაშიც ვნახე ლიგის ფლეიოფზე, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა, ბენფიკამ რაღაც ვერ აჩვენა მთლათ კარგი თამაში თავის მოედანზე, ბერძნებს კი გრუბი შეცდომები არ დაუშვიათ დიდათ დაცვაში, 45 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც პიციმ გაიტანა, 76 წუთზე ამრ ვარდამ გაათანაბარა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ბენფიკას მოუწევს სალონიკებში წვალება ეგეთი რეზულტატის შემდეგ, ბერძნებს კი საკმაოთ კარგი შანსები აქვთ პირველათ ლიგის ასნავნოი სტადიაზე მოხვედრის, ლუბოი ანგარიშით გამარჯვება ეყოფათ ატვეტნი შეხვედრაში, ბატე-პსვ თამაშიც ვნახე, ბელორუსებმა საკმაოთ გაბედული თამაში აჩვენეს ეგეთი სკრომნი შემადგენლობით, ძალიან მოშნი სასტავი არც პსვ ყავს წელს, მაგრამ ეგ უფრო აიაქსთან შედარებით ალბათ და სხვა ვედუში კლუბებთან ვინც ლიგის ასნავნოი სტადიაზე ითამაშებს, ანგარიში ტუმინენმა გახსნა 9 წუთზე, 35 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც გასტონ პერეირამ გაიტანა, 61 წუთზე ლოსანომ მეორე გოლიც შეაგდო, 88 წუთზე გლებმა გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მაგის შემდეგ მოდუნდა ბატეს ზაშიტა და ფაქტიურათ ეგრევე თოხლეს, 89 წუთზე მალენმა მესამე გოლიც გაიტანა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს ჰოლანდიელებმა და ფაქტიურათ გავიდნენ კიდეც ასნავნოი სტადიაში, დღევანდელ ორ შეხვედრასაც გადმოვწერ როცა დაიდება, გუშინდელ მესამე შეხვედრაში კი ცვენა ზვეზდას დაუმარცხებია 2-0 ზალსბურგი

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე, გრანდებმა როგორც ყოველთვის კარგათ დაიწყეს ჩემპიონატი, ატლეტიკომ კი ფრე ითამაშა ვალენსიაში, აიაქსი-დინამო კიევის თამაშიც ვნახე, საკმაოთ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, აიაქსმა კარგი თამაში აჩვენა ატაკაში, ვან დერ ბეკმა უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში, მერე ცოტა მოდუნდნენ და 16 წუთზე რომან კედძიორამ გაათანაბრა ანგარიში, 35 წუთზე ჰაკიმ ზუიხმა მეორე გოლიც გაიტანა, 43 წუთზე დუშან ტადიჩმა მესამე გოლიც შეაგდო, ქონდათ ჰოლანდიელებს მეოთხე გოლის გატანის შანსებიც, თუმცა დაცვაშიც უშვებდენ შეცდომებს, უბრალოთ დიდი ძალებით არ მიდიოდა დინამო წინ მაინც, თუმცა მაინც აიაქსი რჩება ფავორიტათ მაგ პარაში ეგეთი რეზულტატის შემდეგ პირველ შეხვედრაში, იანგ ბოისის და დინამო ზაგრების თამაშიც ვნახე, ეგ ისეთი საინტერესო შეხვედრა არ გამოსულა, ანგარიში კევინ მბაბუმ გახსნა მეორე წუთზე, 40 წუთზე ორსიჩმა გაათანაბრა ანგარიში და ხორვატიელებს საკმაოთ კარგი შანსები აქვთ გრუპავოი სტადიაზე გასვლის თუმცა უანგ ბოისი ჯობია მაინც შემადგენლობით, მაგრამ ოპიტი არ ეყოთ და ზედმეტათ ნერვიულობდენ მომენტებში, აეკს 2-1 მოუგია ვიდის მოედანზე უნგრეთში და ფაქტიურათ გაინაღდეს ბერძნებმა გრუპავოი სტადიის საგზური, ხო ტორპედოს 1-0 წაუგია ქუთაისში ბულგარეთის ლუდოგორეცთან და ფაქტიურათ აღარ დარჩა შანსები ასნავნოი სტადიაზე გასვლის, როგორც ადრე ვამბობდი მაგ სასტავზე ორჯერ-სამჯერ ძლიერი სასტავი უნდა ყავდეთ ქართულ ვედუში კლუბებს მინიმუმ ასნავნოი ეტაპზე თუ სურთ მონაწილეობის მიღება, ისე კი ძალიან ცოტა შანსები ექნებათ ლუბოი სეზონში მაგ ეტაპზე მოხვედრის რასაც კარგათ ამტკიცებს ბოლო წლების სტატისტიკა და ქართული კლუბების დაფინანსებაც, ანუ ამ ეტაპზე მარტო ქართველი ტალანდებით ევროკუპკების ასნავნოი სტადიაზე ასპარეზობა მკვდარი ნომერი მგონია, აი ნაციების ლიგაზე უფრო მეტი შანსები ექნება ეროვნულ ნაკრებს მეოთხე დივიზიონში კაკ მინიმუმ ნახევარფინალში და შეიძლება ფინალშიც გასვლისაც კი ევროს საგზური რომც ვერ მოიპოვონ რახან მაგას მარტო ფინალში გამარჯვებულს აძლევენ, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და დობრათ თამაშებს გადმოვწერ ალბათ: ბავარია-ჰოფენჰაიმი,სპარტაკი-დინამო,უვე-ლაციო, ნაპოლი-მილანი,ორენბურგი-კრასნოდარი, დორტმუნდი-ლეიპციგი,მანჩესტერი-ტოტენჰემი,რომა-ატალანტა და ატლეტიკი-უესკა, ფორმულა 1 გრანპრიც ტარდება ამ ვიკენდზე, ამიტომ მაგ სპისოკიდან მარტო ნახევარი გადმოვწერო სამშაბათამდე,რახან ევროკუპკებზე ატბორი გრძელდება შემდეგ მიდვიკზეც + უს ოპენიც იწყება ტენისში, მაგრამ მაგ ევენტს ცოტა მოგვიანებით ჩავუჯდები მეოთხედფინალებიდან

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, რაღაც 4K გადასვლა აგვიანდება მატჩტვ რა თქმა უნდა საერთოდ თუ აპირებენ მაგ ფორმატში კანალების ახლო მომავალში გადაყვანას, ჯერ ბავარია-ჰოფენჰაიმის თამაში ვნახე, საკმაოთ გაუჭირდა ბავარია მაგ თამასში გამარჯვება და ყველაერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, ანგარიში მიულერმა გახსნა 23 წუთზე, 57 წუთზე სალაიმ გაათანაბრა ანგარიში და მერე კიდე უფრო გათამამდა ჰოფენჰაიმი, თუმცა ბოლო წუთებზე ისევ გააძლიერა ატაკაში თამაში ბავარიამ, 82 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლევანდოვსკიმ შეაგდო მეორე პაპიტკიდან, 90 წუთზე რობენმა მესამე გოლიც შეაგდო და 3-1 გაიმარჯვა ბავარიამ მაგ შეხვედრაში, მაინც მგონია რომ ჰოფენჰაიმს ეგეთი შემადგენლობით გაუჭირდება ფლეოფში მოხვედრა ლიგაზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორი შეხვედრა ვნახე 1080i-ში, ჯერ უვე-ლაციოს თამაში ვნახე, ლაციომ წელს არსენალის ცუდი სტარტი გაიმეორა, თუმცა მაგ გუნდსაც სერიოზული მეტოქეები ხვდებოდნენ სეზონის სტარტზე, მაგ შეხვედრაშიც ფაქტიურათ უშანსოთ დამარცხდენ უვესთან, ანგარიში პიანიჩმა გახსნა 30 წუთზე, 75 წუთზე მანჯუკიჩმა მეორე გოლიც შეაგდო და კომფორტულათ გაიმარჯვა უვემ 2-0 ნადრივების გარეშე, ლაციოს ბევრი აპასნი მომენტები არც ქონია მაგ შეხვედრაში, ნაპოლი-მილანის შეხვედრა ბევრათ უფრო საინტერესო გამოვიდა, მილანმა კარგათ დაიწყო ეგ თამაში მაგრამ დაცვაში ისევ უშვებდენ საკმაო ბრაკს და ბოლოს მაგის გამოც დამარცხდენ კაკრაზ, ანგარიში ბონავენტურამ გახსნა 15 წუთზე, ნაპოლი ფაქტიურათ მთელი თამაში ატაკაში იყო და შეიძლება მაგიტომაც მოახერხა უფრო მილანმა ორი გოლის შეგდება, 49 წუთზე კალაბრიამ მეორე გოლიც გაიტანა, იგუაინს არაფერი ისეთი არ უჩვენებია ატაკაში, თუმცა ერთი საგოლე მომენტი კი ქონდა, 53 ზიელინსკიმ ერთი გოლი გაქვითა, ისე მილანი დიდათ არც იმსახურებდა ორ ბურთიან უპირატესობას მაგ შეხვედრაში, 67 წუთზე ზილინსკიმ დუბლი შეასრულა, მანდ უკვე მეკარემ დაუშვა პატარა შეცდომა, 80 წუთზე მერტენსმა მესამე გოლიც შეაგდო და მძიმე ბრძოლაში შეძლო ნაპოლიმ მაგ თამასში გამარჯვება, გატუსოს კი ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი მაგ სასტავით რომ კარგი რეზულტატები აჩვენოს მილანმა წელს, ბევრ დროს მემგონი არ მიცემენ მაგისთვის და 4-5 ტურში თუ არ ათამაშდა გუნდი შეიძლება დაითხოვონ კიდეც, ახალი იგროკებიდან კიდე მეორე ტაიმში ლაქსალტი და ბაკაიოკო გამოუშვა გატუზომ

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს კიდე ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე გუშინ, ფიორენტინამ კარგათ დაიწყო კრუპნი რაზგრომით ეს სეზონი, აი ინტერი და რომა ბუქსაობენ საკმაოთ სტარტზე, განსაკუთრებით ინტერი, მანჩესტერის და ტოტენჰემის თამაშიც ვნახე გუშინ, მოკლეთ გაანადგურეს შპორებმა უნაიტედი და მალე ალბათ მაურინიოს დაითხოვენ, მის ნაცვლათ კი ან კონტე მოვა ან კიდე ზიდანი, ანგარიში კეინმა გახსნა 50 წუთზე, 52 წუთზე ლუკას ლეივამ მეორე გოლიც გაიტანა, 84 წუთზე კი დუბლი შეასრულა მაგ ყოფილმა პსჟ ბრაზილიელმა ლეგიონერმა და 3-0 გაიმარჯვა ტოტენჰენმა მანჩესტერის მოედანზე, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე დღეს, ლივერპულმა და ჩელსიმ გარგათ დაიწყო ეს ჩემპიონატი, სიტიმ კი პირველი ფრე ითამაშა და ორი ქულაც დაკარგა მესამე ტურში, ლიგის ფლეიოფის შეხვედრებსაც გადმოვწერ ცოტა მოგვიანებით რომ დაიდება

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს ერთ მიმოხილვას და ოთხ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, გუშინ დენამო კიევის და აიქსის თამაში ვნახე, მეორე შეხვედრაშიც აიაქსი უფრო აქტიურობდა, თუმცა ძალიან ბევრი მომენტები გამაზეს და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, კიევს ერთი გოლის გატანა თუ შეეძლო მაქსიმუმ ალბათ ეგეთ თამასში, ზატო ჰოლანდიელებს მინიმუმ 3 გოლი უნდა შეეგდოთ, დინამო ზაგრების და იანგ ბოისის თამაშიც ვნახე, ხორვატიის ჩემპიონმა კარგათ დაიწყო ეგ შეხვედრა, იზეტ ჰაიროვიჩმა მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში, 64 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ოარუმ გაიტანა, ადრე რომ პსჟ თამაშობდა ფრანგი იგროკი, 66 წუთზე კი დუბლი შეასრულა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს შვეიცარიელებმა 2-1, დინამოს კი მეორე გოლი რომ გაუშვა ცოტა მომენტები ქონდა საკმაოთ, პსვ გავიდა ასნავნოი ეტაპზე აიაქსთან ერთად ჰოლანდიიდან, 3-0 გაანადგურა ბატე ჰოლანდიაში, დღეს ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, ორი ტურის შემდეგ მარტო ბარსამ და რეალმა გაიმარჯვა ორჯერ პადრიათ, თუმცა ატლეტიკოც მანდვეა ჩასაფრებული, პაოკო-ბენფიკას თამაშიც ვნახე, ბერძნებმა საკმაოთ კარგათ დაიწყეს ეგ თამაში, ანგარიში 13 წუთზე ალექსანდრე პრიოვიჩმა გახსნა, თუმცა მერე ძალზე ბევრი და ტუტუცური შეცდომები დაუშვეს ბერძნებმა დაცვაში რაც კარგათ გამოიყენეს პორტუგალიელებმა, ანგარიში ჟარდელმა გაათანაბრა 20 წუთზე, 26 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც სალვიომ გაიტანა, 39 წუთზე პიციმ 3-1 გახადა ანგარიში და ბერძნებს უკვე ფაქტიურათ აღარ ქონდათ შანსები შემდეგ რაუნდში გავსლის, 50 წუთზე ისევ პენალტი დაინიშნა და სალვიომ დუბლი შეასრულა და 4-1 გაიმარჯვა ბენფიკამ მაგ შეხვედრაში, ზალსბურგის და ცვენა ზვეზდას თამაშიც ვნახე, ანგარიში 45 წუთზე დაბურმა გახსნა, 48 წუთზე პენალტი დაინიშნა და დაბურმა დუბლი შეასრულა, სერბებს უკვე ერთ ტაიმში მინიმუმ ორი გოლი უნდა შეეგდოთ შემდეგ რაუნდში რომ გასულიყვნენ, 65 წუთზე ერთი ბურთი ბენმა გაქვითა, 66 წუთზე კი დუბლი შეასრულა მაგ შავკანიანმა იგროკმა და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, აუსტრიელები ძალიან ადრე მოდუნდნენ და მერე ვეღარ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, პირიქით უფრო სერბები აქტიურობდენ, თუმცა შემადგენლობით ჯობდა ავსტრიული კლუბი მაინც, დაცვაში დაუშვეს ნამეტარი სულელური პრომახები და დაისაჯნენ კიდეც, მაგ მხრივ არც სერბები გამოიყურებოდნენ იდეალურათ და მაგარი გაუჭირდებათ გრუპავოი სტადიაზე ძლიერ გუნდებთან თამაში, მესამე შეხვედრაში აეკმა 1-1 ითამაშა ათენში უნგრეთის ვიდისთან და გავიდა ფლეიოფში, პაოკთან განხვავებით ეგ გუნდი ადრეც მონაწილეობდა ლიგა ჩემპიონების ასნავნოი ეტაპში, როგორც ჩანს პანათიაიკოსის გარდა ოლიმპიაკოსიც კრიზისში იმყოფება ამ ეტაპზე და ისეთი კარგი დაფინანსება აღარა აქვს მაგ ორ გუნდს https://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2019/matches/#/rd/2000979/2 მაგ 6 გუნდიდან ყველაზე კარგი შემადგენლობა მაინც ბენფიკას აქვს მემგონი, თუმცა აიქსი და პსვ არ არიან მთლათ სუსტი გუნდები

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე პირველი ტურის, ვნახოთ აბა ვინმე თუ გაუწევს წელს რეალურ კონკურენციას ბავარიას, რომელსაც უკვე საკმაოთ მოუბერდა შემადგენლობა, დორტმუნდს დაცვა არ უვარგა და ლონგ რანში უჭირს სტაბილურათ ქულების მოგროვება, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, პსჟ წელსაც გაიმარჯვებს ალბათ საკმაოთ ადვილათ, ლიონი და მონაკო მაინც საკმაოთ უკან არიან შემადგენლობით, ვიკენდის რასპისანიასაც გადავხედე და ალბათ ამ 6 შეხვედრას ვუყურებ სანამ უს იპენს ჩავუჯდებოდე შემდეგი კვირიდან:მილანი-რომა, ჩელსი-ბორმუტი,სელტა-ატლეტიკო,ზენიტი-სპარტაკი,უოტფორდი-ტოტენჰემი, ბარსა-უესკა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.