Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, წელს ისევ პსჟ და მონაკო თუ იბრძოლებენ ჩემპიონობაზე, ეგეც პსჟ თუ პრავალები დაეწყება, თორე სასტავით საკმაოთ ჯაბნის ეხლანდელ მონაკოს და ლონგ რანში შეიძლება ვერ შეძლოს მონაკომ ჩემპიონატის ბოლომდე ტიტულზე ბრძოლა, სხვა გუნდები კიდე უფრო უკან დგანან კლასით, ლაციო-ნაპოლის შეხვედრაც ვნახე, წელს მოშნათ უბერავს სტარტზე ნაპოლი როგორც უვე, ანგარიში 29 წუთზე დე ვრეიმ გახსნა, 54 წუთზე კულიბალიმ გაათანაბრა ანგარიში, 56 წუთზე კალეხონმა მეორე გოლიც გაიტანა, 59 წუთზე მერტენსმა შიკარნი გოლი შეაგდო სხვერხტოჩნი უდარით, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო სუდიამ პელანტი დანიშნა რომელიც ჯორჯინიომ გაიტანა და 4-1 განადგურდა მწარეთ უკვე ლაციო, მარტო ნაპოლი და უვე მიდიან 5 ტურის შემდეგ ქულების დაკარგვის გარეშე სერია ა-ში

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიდვიკის მიმოხილვა ვნახე, მოკლეთ მილანმა არ დაიწყო ეს ჩემპიონატი ცუდათ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ლაციოს გარდა ნორმალურ გუნდს ჯერ არ შეხვედრილან, ლაციოსთან კი მწარეთ დამარცხდენ, თუმცა მეოთხე გამარჯვების შემდეგ 5 შეხვედრაში მარტო 3 ქულით ჩამორჩებიან ჯერ უვეს და ნაპოლის, ინტერი მიდის ჯერ მესამეზე პირველი ფრეს შემდეგ ბოლონიის მოედანზე, გერმანიის მიმოხილვაც ვნახე მიდვიკის, წელს მოშნათ უბერავს სტარტზე დორტმუნდი, თუმცა ზაშიტაში პრობლემები წესლაც აქვთ, ბავარიაც მანდვეა ახლოს, უფრო ეგ ორი გუნდი იბრძოლებს ბოლომდე ალბათ ჩემპინობაზე წელს, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ამ შეხვედრებს გადმოვწერ თუ დაიდება 1080i-ში: საუტჰემპტონი-მანჩესტერი,უვე-ტორინო,ჰოფენჰაიმი-შალკე, ატლეტიკო-სევილია, როსტოვი-ლოკომოტივი, კრასნოდარი-ზენიტი, ხო გუშინ დამავიწყდა დამეპოსტა უეფა შემდეგი წლიდან ახალ ტურნირს ჩაატარებს http://www.uefa.com/uefanationsleague/news/newsid=2501767.html#/ საკმაოთ საინტერესო ფორმატში იქნება და ამხანაგურ თამაშებს ჩაანაცვლებსო ფაქტიურათ ეროვნულ ნაკრებებს შორის ევროპაპის ქვეყნებში, სულ ოთხი დივიზიონი იქნება და გამარჯვებულები ზედა დივიზიონში გამოვლენ, ცუდათ ვინც გამოვა კიდე პირიქით ჩამოქვეითდება, შემდეგ სექტემბერს იწყება მოკლეთ და ევროპის ჩემპიონათთან არავითარი კავშირი არა აქვს, ზაფხულში კი ფინალი ჩატარდებაო, ფორმატით ცოტათი ევროკუბკებს წააგავს, ოღონდ მანდ უეფას კოეფიციენტებით დაიყოფა 4 დივიზიონი თავიდან და მერე უკვე ვინც როგორ გამოვა იქ ითამაშებს შემდგომში, იქნება ეგეთმა ტურნირმა მაინც ამოგვქაჩოს ცოტათი, იგრავოი პრაქტიკას მაინც მიიღებენ ჩვენი ფეღბურთელები თუნდაც თავის დონის გუნდებთან მაინც, მგონი ჩვენი გუნდი კაკრაზ მეოთხე დივიზონში ითამაშებს ეხლანდელი რანკინგით, ისე კი ყველა 55 უეფას გუნდი თამაშობსო მაგ ტურნირში, ტოპ გუნდების ყურება მემგონი საკმაოთ საინტერესო უნდა იყოს პირველ დივიზიონში

Link to comment
Share on other sites

ანჩელოტის მალე დაემშვიდობებიან მიუნხენიდან. ვუყურე ვოლფსბურგს პირველ ტურებში და საშინელი სტარტი. ეცნენ ამ ბაიერნს და ალიანს არენაზე 2:0 ჰანდიკაპი ამოქაჩეს. ახლა წესით მაგრა გააგრძელებენ ეგენი ისეთი სტიმული მიიღეს.

ლილი - მონაკო ვნახე. ლილს 7 ტურის მერე მოგება არ აქვს. ბიელსასაც გაუშვებენ მალე ალბათ. 

რეალზე ხმას არ ვიღებ. ბოლოს მაინც ისეთ ფორმაში შევლენ, გადაუვლიან გუნდებს ალბათ...

 

Link to comment
Share on other sites

მე მაინც მგონია რომ წელს რეალს გაუჭირდება და იმ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებენ რასაც თამაშობდნენ, მთავარი პრობლემა ის არის რომ სათადარიგოს ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი გაუშვეს და ვინც იყიდის ჯერ-ჯერობით ისეთ დონეს ვერ დებენ

Link to comment
Share on other sites

ხო რეალი და ბავარია ვერ თამაშობენ რაღაც მთლათ დამაჯერებლათ სეზონის სტარტზე, დაჟე რეალი უფრო ჩამორჩება ბარსას ვიდრე ბავარია დორტმუნდს მაგრამ მაინც ფაქტია რომ უჭირთ ქულების დაგროვება შედარებით უფრო სუსტ გუნდებთან, ალბათ მაინც დროებითი მოვლენაა მაგრამ ჩემპინატზე უჭველი იმოქმედებს ეგეთი დანაკარგი სეზონის ბოლოს, ნუ ბარსას და დორტმუნდსაც ექნება ალბათ მოგვიანებით ჩავარნდები, პრიმერას ამ სეზონში ფაქტიურათ ვერ ვუყურებ, რუსული კომენტარით მარტო სეტანტა გადმოცემს და მაგ კანალის ტრანსლიაციებს მარტო რჯფუტბოლი დებს და ეგეც HDTVRip 720P 4000kbps ნამეტარი ნიტო ხარისხით კომენარი იქნება თუ თვითონ ვიდეოტრასნფერი, ნუ შემდეგი წლიდან ვითომ სილატვ იწყებსო ვეშანიას რუსეთში რომელსაც აქვს პრიმერა ნაყიდი, მაგრამ HD იქნება თავიდანვე თუ მარტო სდ-ში ეგ არ დაუდასტურებიათ, იმედია მაგაზე მაინც შევძლებ პრიმერას ყურებას ადამიანური კომენტარით და ძველი ტრანსფერით რასაც ნტვ+ აჩვენებდენ ასე 2 სეზონის უკან, დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საუტჰემტონი-მანჩესტერის თამაში ვნახე, საკმაოთ გაუჭირდა მანჩესტერს ვიეზდზე გამარჯვება, ერთადერთი გოლი 20 წუთზე ლუკაკომ შეაგდო დამატებაზე, მეორე ტაიმში ფლობდა საუტჰემტონი უპირატესობას მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ცოტა შეიქმნა და 1-0 გაიმარჯვა დიდი გაჭირვებით მანჩესტერმა, საკმაოთ მძიმე თამაში მიდიოდა მთელი მეორე ტაიმის მანძილზე და საინტერესო თამაშს ნამდვილათ ვერ დაარქმევდი, უვე-ტორინოს ტურინის დერბიც ვნახე, მწარეთ დამარცხდა მაგ შეხვედრაში ტორინო, თუმცა ვერ იტყოდი რომ სერია ა მერკებით საკმაოთ სკრომნი შემადგენლობა ყავთ, სეზონიც არ დაუწყიათ ცუდათ, მაგრამ მაგ შეხვედრაში არაფერი გამოუვიდათ დიდათ განსაკუთრებით დაცვაში, თან კანცაკლულები დარჩნენ და მაგანაც იმოქმედა რეზულტატზე, ანგარიში დიბალამ გახსნა 16 წუთზე რომელიც წელს შიკარნი ფორმაშია და უკვე არგენტინის სასტავშიც დაიწყეს გამოძახება იგუაინი კიდე პირიქით წელს ცუდათ გამოიყურება სეზონის სტარტზე და არგენტინის სასტავშიც აღარ იძახებენ ბოლო პერიოდია, , პირველი გოლის შემდეგ საკმაოთ მალე 25 წუთზე ბაზელი გააძევა სუდიამ გრუბი თამაშის შემდეგ და მთლათ გაუჭირდა ტორინოს, 40 წუთზე პიანიჩმა მეორე გოლიც გაიტანა, 57 წუთზე ალექს სანდრომ მესამე გოლიც თხარა, მერე გადავახვიე და უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო დიბალამ მეოთხე გოლიც შეაგდო და 4-0 განადგურდა მწარეთ ტორინო, რაც არ უნდა იყოს ეგეთი კარგი ატაკა მაგ გუნდს უკვე ათწლეულებია აღარ ქონია, ალბათ უფრო 80-70 წლებში ყავდა მაგაზე უკეთესი შემადგენლობა

Link to comment
Share on other sites

სეტანტას რუსი კომენტატორი ყავს საშინელი. ბურღის ხმას უსმინო სჯობს ვიდრე იმ მძინარე კაცს. სეტანტა ქართულად მაქვს, სილქზე დაემატა. 10 ლარიან სილქ სპორტ პაკეტში, სეტანტა ჯორჯია და სეტანტა ჯორჯია პლუსი. სილქის სპორტებიც და ყველა ჩემპიონატს ვუყურებ ფაქტიურად. ქულების დაგროვების სისტემა რო გააკეთეს მაგითაც 1 თვე უფასოდ მქონდა ჩართული. კარგი რაღაცები აქვთ სილქნეტს...

ისე 3-4 წლის მერე, როცა შეიცვლება თაობა, ვინ სად იდგება საინტერესოა. რიბერი, რობენი ბერდებიან, მესი-რონალდოც ისეთივე დონეზე ვეღარ იქნებიან. აქეთ დიბალა ისეთ ფორმაშია არავიზე ნაკლები არაა. ნეიმარი, მბაპე და ალბათ ეგ ბიჭი იბრძოლებენ ოქროს ბურთზე. 

Link to comment
Share on other sites

ოი ოი, სამპდორია 2:0 მილანი :D 

წელსაც ისევე იფაფხურებს მილანი თუ მალე მონტელას არ გაუშვებენ

Link to comment
Share on other sites

მიხვდებიან ოდესღაც იმედია. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ისეთი ნდობა გამოუცხადეს შანსს მისცემენ ჯერ და ესაა ყელაზე ცუდი. შანსის დროც აღარაა და ცვლილებებია საჭირო.

ჰანოვერმა რა ქნა. კიოლნს ვერ მოუგო. გუნდს რომელსაც 1 გატანილი და 15 გაშვებული აქვს. ქულა არ ჰქონდა ჯერ აღებული. ისინი კიდე მე-2 ადგილზე გადადიოდნენ მოგებით. აი ასეთ საშუალო გუნდებს ვერანაირად ენდობი. სულ რო ბავშვებს ეთამაშებოდნენ. გოლიც კი ვერ გაუტანეს, ეგ კიარა აქეთ მიიღეს კინაღამ. 

 

Link to comment
Share on other sites

მილანს თუ გულისხმობ, ევროპა ლიგა კი არა, 4-ეულში მოხვედრაზე ვიფიქროთ ჯერ.

მილანი ყველა საშუალო გუნდთან დამარცხდება. სუსტებს უგებს, სპალს, უდინეზეს. ატალანტა, ფიორენტინა, ტორინო, ვნახოთ აბა. არა მგონია მონტელა ზამთრის მერეც მილანში დატოვონ

Link to comment
Share on other sites

მე რასაც ვუყურებ მიმოხილვებში, ჩისტა კლასზე ჯაბნიან საშვალო დონის გუნდებს 10-ის ქვემოთ რომ მიდიან, სამპდორია,ატალანტა,ტორინოს დონის გუნდებთან მართლა დაკარგავენ წელს ქულებს ეგეთი თამაშით, დაცვაში აქვთ აშკარა პრობლემები და ხშირათ ატაკაშიც უჭირთ ხოლმე, ევროპალიგის მოგება მართლა შეუძლიათ თეორიულათ, მაგრამ ეგ ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული განსაკუთრებით 1/8 ფინალის შემდეგ უკვე, მაქამდე თუ მიაღწიეს უპრობლემოთ, დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ჰოფენჰაიმის და შალკეს თამაში ვნახე, ჰოფენჰაიმი მგონი წელს კიდე უფრო კარგათ უბერავს ბუნდერსლიგაში და ლივერპულთან მარცხი თავიდანვე მოსალოდნელი იყო ლიგის ატბორზე, მაგ შეხვედრაშიც საკმაოთ კარგი თამაში აჩვენეს ტაქტიკურათ, ანგარიში 13 წუთზე გეიგერმა გახსნა, შალკე ბევრს ეცადა მაგრამ ვერაფრით ვერ გაათანაბრა ანგარიში, უკვე ბოლო დამატებითი წუთი რომ მიდიოდა რუპმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა ჰოფენჰაინმა, როსტოვი-ლოკომოტივის თამაშიც ვნახე, ვიაზკი სვერხუპორნი შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით, ლოკომოტივს დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე არ უთამაშია მაგ მძიმე ვიეზდზე ცუდათ, ფაქტიურათ ბოლო დამატებულ წუთზე შეძლო ლოკომ ანგარიშის გახსნა, ეხლა ედერმა საფრანგეთის ნაკრების შემდეგ როსტოვი გაამწარა, ის ედერია კაკრაზ პორტუგალიელებს რომ ევრო მოაგებინა დამატებულ დროში, ლოკომოტივი ბოლო წლების პრავალების შემდეგ საკმაოთ კარგათ უბერავს ამ სეზონში, კრასნოდარი-ზენიტის თამაშიც გადმოწერილი მაქვს და ხვალე ვნახავ მაგ შეხვედრას, ზენიტს მივცემდი მაინც უპირატესობას

Link to comment
Share on other sites

გუშინ და დღეს სამ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის აღარ დამიცდია, მაგას უკვე ხვალ საღამოს ჩავუჯდები, გუშინ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, პსჟ ვერ გაუმარჯვია და მონაკო 1 ქულით ჩამორჩება უკვე ამ ტურის შემდეგ, აქვს ხოლმე პარიზულ კლუბს ეგეთი დასირებები, წინა სეზონში განსაკუთრებით უჭირდათ საშვალო დონის გუნდებთან 3 ქულის მოგროვება და დაუთმეს მონაკოს ჩემპიონობა, წელსაც მონაკო და პსჟ გაითამაშებს საფრანგეთში ალბათ ჩემპიონატს, იტალიის მიმოხილვაც ვნახე დღეს, ინტერი უბერავს სტარტზე საკმაოთ კარგათ და მარტო ორი ქულით ჩამორჩება უვეს და ნაპოლის რომლებიც ქულების დაკარგვის გარეშე მიდიან ჯერ,  მილანი კიდე მაქსიმუმ თუ იბრძოლებს ალბათ მეოთხე ადგილისთვის, ეგეც თუ ინტერს პრავალები დაეწყება ან რომას, შემდეგი წლიდან იტალიიდან პირველი ოთხი გუნდი ავტომატურათ გადის მგონი ლიგის გრუპავოი სტადიაზე და კვალიფიკაცის გავლა აღარაა საჭირო ტოპ ოთხი ჩემპიონატის გუნდებისთვის, მგონი სუყველას 4 გუნდი ეყოლება ავტომატურათ კვალიფიკაციის გარეშეც, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, სტარტზე ორი მანჩესტერის გუნდი და ჩელსი უბერავს უფრო სტაბილურათ, დანარჩენი გუნდები ბუქსაობენ და შეიძლება ვერ იბრძოლონ რეალურათ ჩემპიონობაზე უკვე პირველი ტურის შემდეგ, ისე ესპანეთშიც საკმაოთ ჩახლართული სიტუაციაა სტარტზე, სტაბილურათ მარტო ბარსა უბერავს ჯერ და ატლეტიკო ალბათ უფრო, კრასნოდარი-ზენიტის თამაშიც ვნახე, მანჩინიმ აათამაშა ისევ ზენიტი და მშვენივრათ უბერავენ ამ სეზონში დობრათ არგენტინელი ლეგიონერებით, მაგ თამასშიც საკმაოთ კარგათ ითამაშეს და პრაგმატიკულათ დაცვაში, ანგარიში ეროხინმა გახსნა 30 წუთზე, 36 წუთზე პოლოზმა მეორე გოლიც გაიტანა, მეორე ტაიმში ფლობდა გარკვეულ უპირატესობას კრასნოდარი მაგრამ რეალური საგოლე მომენტები ბევრი არც შეუქმნია და 2-0 გაიმარჯვა ზენიტმა, რომელიც ანგარიშს იცავდა ძირითადათ მეორე ტაიმში, ისე კრასნოდარს და ზენიტს ორივეს ძალიან მაგარი თანამედროვე სტადიონები აქვს აშენებული, შახტიორის სტადიონიც მაგარი იყო დონეცკში რუსულ-უკრაინულ კომფლიქტამბე, ეხლა კი მგონი ნახევრათ დანგრეული იქნება, გადმოწერით ალბათ ამ 6 შეხვედრას გადმოვწერ ლიგაზე: დორტმუნდი-რეალი (უკვე ვიწერ), სიტი-შახტიორი, მონაკო-პორტო, ცეესკა-მანჩესტერი,ატლეტიკო-ჩელსი, პსჟ-ბავარია და ვიკენდამდე კი მეყოფა ეგ 6 შეხვედრა

Link to comment
Share on other sites

ჯერ-ჯერობით ლიგაზე ყველაფერი ლოგიკურად მიდის ლივერპულის ფაფხურს თუ არ ჩავთვლით. მე ლაიპციგის ასეთი სუსტი თამაში მაკვირვებს. ბეშიქთაშს ფენერთან დერბი ჰქონდა, თავი შეაკლეს და ვიცით ეს დერბი მაგათთვის რასაც ნიშნავს, წამოვიდნენ მერე და ლაიპციგს უპასუხო გოლები გაუტანეს. არა და ნიჭიერი შემტევები ყავს გერმანულ გუნდს, ვერნერი, ფორსბერგი რად ღირს მარტო.

რეალი პრიმერასგან განსხვავებით ლიგაზე კარგად თამაშობს, ეგრეა ეგ გუნდი რაც ზიდანი მივიდა, ვითომ ფეხი უცდებათ, მაგრამ ბოლოს ყველაფერს იგებენ.

პსჟ ბავარია იქნება საინტერესო. ვნახოთ რისი მაქნისია პარიზული გუნდი მაგრამ ამ ფორმაში მყოფი ბაიერნი ნაღდად არაა საზომი, პაპა კარლოს წყალი ჩაუდგა.

 

Link to comment
Share on other sites

მე თუ მკითხავთ ბაიერნმა უფრო წააგო ეს მატჩი ვიდრე პსჟმ მოიგო, მაგრამ მაინც ნუ დაუკარგავთ პარიზელებს. ანჩელოტის ალბათ ამ სეზონის ბოლოს გაუშვებენ...

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, ბავარია ცოტათი ბუქსაობს სტარტზე, მაგრამ არა მგონია დორტმუნდმა ეგრე ითამაშოს მთელი სეზონის მანძილზე და შეძლებენ კიდე დორტმუნდის დაწევას და აბლათ გადასწრებასაც კი მეორე კრუგში მაინც, თან დორტმუნდს აშკარა პრობლემები აქვს დაცვაში, ჰოფენჰაიმი უბერავს კიდე სტარტზე კარგათ და ჰანოვერიც კარგათ თამაშობს დაბრუნების შემდეგ, დორტმუნდი-რეალის თამაშიც ვნახე ლიგაზე, მოკლეთ პრახადნოი დვორი იყო დორტმუნდის აბარონა მაგ თამასში და მაგარი დასაჯა რეალმა, დაჟე უფრო მეტი გოლების შეგდება შეეძლოთ, ანგარიში ბეილმა გახსნა 18 წუთზე, მაგ გოლამდეც შეეძლო რეალს შეგდება, 50 წუთზე რონალდომ მეორე გოლიც გაიტანა, 54 წუთზე ობამეანგმა გაქვითა ერთი გოლი, თუმცა მერე მეტისმეტი მოინდომეს და მარტო ატაკაზე ფიქრობდენ და 79 წუთზე რონალდომ კარგი კონტრ ატაკის შემდეგ მესამე გოლიც გაიტანა და 3-1 გაიმარჯვა პირველათ რეალმა დორტმუნდის მოედანზე, ეგეთი აბარონით კიდე დორტმუნდს შეიძლება გრუპიდან გასვლაც კი გაუჭირდეს, მონაკო-პორტუს შეხვედრაც ვნახე, მთლათ ჩააგდო ეგ თამაში მონაკომ, განსაკუთრებით დაცვაში ქონდათ მაგარი პრავალები და ატაკაშიც არც ისე ბევრი მომენტები შეუქმნიათ, პორტუმ კი თითქმის იდეალური თამაში აჩვენა დაცვაში და კონტრ ატაკებზე კარგათ თამაშობდენ მაგ შეხვედრაში, ანგარიში აბუბაკარმა გახსნა 31 წუთზე, 69 წუთზე დუბლი შეასრულა, 89 წუთზე კი ლაიუნმა მესამე გოლიც გაიტანა და ისევ მწარეთ დამარცხდა პორტუსთან მონაკო, 2001 წლის ფინალი მახსენდება 3-0 რომ გაიმარჯვა პორტუმ  მონაკოსთან ლიგის ფინალში, მაურინიო მერე მოვიდა და კიდე მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასიც მახსოვს

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, FC BARCELONA said:

ანჩელოტი ზამთაარშივე წავა სავარაუდოდ

მილანში ელოდებიან. მონტელა როგორ მიაღწევს ზამთრამდე ეგაა ცალკე საუბრის თემა და არაა გამორიცხული პაპა კარლო დაბრუნდეს.

ბაზელი ამ ხუმრობა ხუმრობაში კი ჩამოყალიბდა ანგარიშ გასაწევ მეტოქედ. ყარაბახი ეძახე და რაც არ უნდა იყოს არ განადგურებულა რომასთან. ჩვენ როდის გვეღირსება ნეტა...

Link to comment
Share on other sites

ჩემი აზრით მაინც არასწორად მექცნენ, კი ვერ აჩვენებდა თამაშს მაგრამ ზამთრამდე მაინც დაეცადათ :D 

Link to comment
Share on other sites

ბაიერნი კიარა მილანის თამაშის სტატისტიკა და გოლები ნახეთ რეიკაა თუ რიეკასთან ამათი გიჟი დედა ##### :დდ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ სიტი-შახტიორის თამაში ვნახე, პირველ ტაიმში საკმაოთ კარგათ გამოიყურებოდა შახტიორი და სიტიმ ვერ შეძლო ბურთის შეგდება, თუმცა მეორე ტაიმში უკვე დიდ უპირატესობას ფლობდენ უკვე ინგლისელები, ანგარიში დე ბრუინებმ გახსნა 48 წუთზე, 72 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც აგირომ ვერ გაიტანა და მოიგერია მეკარემ, თუმცა ბოლო წუთი რომ დაიწყო სტერლინმა მეორე გოლიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა სიტიმ, ნაპოლისთან ბრძოლა კი მაგარი გაუჭირდება შახტიორს მეორე ადგილისთვის თუ სიტი პირველზე გავა მაგ გრუპიდან, სამშაბათის თამაშების მიმოხილვაც ვნახე დარჩენილი რამდენიმე შეხვედრის, სპარტკას 1-1 უთამაშია ისე ლივერპულთან, თუმცა ინგლისელებს შეეძლოთ მაგ თამაშის მოგებას, ბეშიკტაშიც მოშნათ უბერავს სტარტზე, არც მახსენდება პირველი ორი თამაშის შემდეგ ლიგაში რომ თურქულ კლუბს 6 ქულა მოეგროვებინოს აქამდე, თუმცა რამდენჯერმე ადრე გასულან გრუპიდან, პსჟ-ბავარიის თამაშსაც ვუყურე, პსჟ საკმაოთ დაჩაგრა ბავარია მაგ შეხვედრაში, ნუ თუ არ გაანარგურა კონფორტულათ დაამარცხა დიდი ანგარიშით, უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში ალვეშმა, 31 წუთზე კავანიმ მეორე გოლიც გაიტანა, 63 წუთზე კი ნეიმარმა მესამე გოლის შეაგდო და მერე გადავახვიე და აღარ გამიგრძელებია ბოლომდე ყურება და 3-0 გაუმარჯვია პსჟ, ბავარიას ატაკაშიც ისეთი არაფერი უჩვენებია, მაქსიმუმ ერთი გოლის გაქვითვა თუ შეეძლოთ, მაგრამ პრობლემები დაცვაში უფრო ქონდათ მაგ თამასში, რამაც ატაკაზეც იმოქმედა, წელს მართლა ბუქსაობს ბავარია სეზონის სტარტზე და ეტყობა მაგიტომაც მოხსნენს ანჩელოტი და არ აცალეს სიტუაციის გამოსწორება

Link to comment
Share on other sites

გერმანიას გაუსწრო იტალიამ საერთო რეიტინგში.

1. ესპანეთი

2. ინგლისი

3. იტალია ^

4. გერმანია ⌄

ინგლისთანაც ახლოა იტალია და თუ პრემიერ ლიგის გუნდები აზრზე არ მოვლენ იმათაც გაუსწრებენ ალბათ მალე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.