Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რუსეთის მიმოხილვა ვნახე, სპარტაკმა გაინაღდა ფაქტიურათ უკვე ჩემპიონობა ცეესკას დამარცხების შემდეგ, მეორე ადგილზე კი ზენიტი გავიდა ამ ტურის შემდეგ, თუმცა ცეესკა გააგრძელებს კიდე მეორე ადგილისთვის ბრძილას სეზონის ბოლომდე, დორტმუნდი-ჰოფენჰაიმის თამაშიც ვნახე, საკმაოთ ვაჟნი შეხვედრა იყო მესამე ადგილზე ბრძოლისთვის, პირველ ტაიმში საკმაოთ გრუბი შეცდომები დაუშვა სუდიამ, უკვე მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში როისმა, ოფსიადიდან შეაგდო და ეგ გოლი არ უნდა ჩაეთვალა სუდიას, 14 წუთზე კი ტუფტა პენალტი დანიშნა, ჯერ როისმა ითამაშა ხელით და მარტო მერე იყო ხელი უკვე მაგის შემდეგ, სუდიამ კი ეგ ვერ შენიშნა და პენალტი დადო, თუმცა აბემიანგმა ააცილა კარებს ბურთი, 82 წუთზე მეორე გოლიც გაიტანა აბემიანგმა, 86 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა უკვე დორტმუნდის კარებში რომელიც კრამარიჩმა გაიტანა და 2-1 გაიმარჯვა დორტმუნდმა მაგ შეხვედრაში, გერტა-ლეიპციგის თამაშიც ვნახე, ჩაისვარა მაგ შეხვედრაში გერტამ და კრუპნათ დამარცხდა ბოლოს, უკვე 11 წუთზე გახსნა ანგარიში ვერნერმა, 54 წუთზე კი დუბლი შეასრულა, 85 წუთზე ჰედირამ ავტოგოლი შეაგდო და ცოტა დაიძაბა სიტუაცია, თუმცა 89 წუთზე სელკემ მესამე გოლიც შეაგდო, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო კი დუბლი შეასრულა მაგ იგროკმა და 4-1 მოგების შემდეგ გაინაღდა მეორე ადგილი ლეიპციგმა რაც ძალზე დიდი მიღწევაა ბუნდერსლიგის დებიუტანტისთვის, თუმცა მგონია რომ ეგ გუნდიც ლესტერის ბედს გაიმეორებს შემდეგ სეზონში და ეგეთი წარმატებული უკვე ვეღარ იქნება, მითუმეტეს ლესტერი მთლათ ჩემპიონი გახდა წინა წელს, წელს კი ევროპალიგამდეც ბევრი უკლია

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ULTRAHDCLUB.org-ზე დავრეგისტრირდი გუშინ და იდება უკვე ნელ-ნელა 4K ფეღბურთის ტრანსლიაციებიც, მოგვიანებით შეიძლება გადმოვწერო თუ დროულათ დაარელიზებენ ხოლმე, არსენალი-მანჩესტერის თამაში ვნახე ჯერ, არსნეალმა როგორც იქნა გაიმარჯვა ვაჟნი შეხვედრაში, თორე ბოლო ტურებში სულ აგებდენ ცენტრალურ იგრებში, ანგარიში ჯაკამ გახსნა 54 წუთზე რიკოშეტის შემდეგ, 57 წუთზე კი ველბეკმაც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა არსენალმა, ვენგერმა მგონი პრემიერლიგის შეხვედრაში პირველათ მოუგო მაურინიოს თავის კარიერაში, მილანი-რომას თამაშიც ვნახე, აჩერედნოი სამარცხვინო თამაში აჩვენა მილანმა და მწარეთაც დამარცხდა თავის მოედანზე, პირველ ტაიმში უშვებდენ უკვე ბავშურ შეცდომებს დაცვაში, ანგარიში ჯეკომ გახსნა 8 წუთზე, 28 წუთზე კი დუბლი შეასრულა უკვე, მაგის გარდა კიდე რამდენიმე გოლის შეგდება შეეძლო რომას პირველ ტაიმში, 76 წუთზე პასალიჩმა გაქვითა ერთი გოლი, თუმცა ეგრევე თოხლეს ისევ დაცვაში და ელ შარავიმ მესამე გოლიც შეაგდო 78 წუთზე, 87 წუთზე სუდიამ მილანი იგროკი გააძევა და პელანტი დანიშნა რომელიც დეროსიმ შეაგდო და 4-1 განადგურდა მილანი თავის მოედანზე, მემგონი დიდი ცვლილებები ელოდება ისევ მაგ გუნდს შემდეგი სეზონიდან, მონტელასაც დაითხოვენ და ალბათ კიდე ნახევარსასტავს გამოცვლიან, 20-25 მილიონიან ევროანი იგროკების ყიდვას აპირებენო ზაფხულში და ვნახოთ აბა რამდენ მილიონიან ტრანსფერებს განახორციელებენ ჯამში შემდეგი სეზონის დაწყებამდე, მარსელი-ნიცას თამაშიც გადმოვწერე და დღეს საღამოს ვნახავ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, 7 ქულით ლიდერობს ისევ კომფორტულათ უვე და სულ მალე გაინაღდებს უკვე ოფიციალურათ აჩერედნოი ჩემპიონობას, მაგდენი ჩემპიონატი პადრიად სერია ა-ში ჯერ არცერთ გუნდს არ მოუგია ისე აქამდე, მარსელი-ნიცას თამაშიც ვნახე, საკმაოთ უპორნი შეხვედრა გამოვიდა, ანბგარიში გომისმა გახსნა 21 წუთზე, 50 წუთზე ბალოტელიმ გაათანაბრა ანგარიში, 66 წუთზე ევრამ მეორე გოლიც შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა მარსელმა, მაინც ეგ გუნდი ფლობდა გარკვეულ უპირატესობას მეორე ტაიმში და იმსახურებდა გამარჯვებას, მაგ წაგების შემდეგ ფაქტიურათ გაინაღდა მეორე ადგილი პსჟ, მონაკოც უკვე ფაქტიურათ ჩემპიონი ხდება, 3 თამაშიდან მგონი 1 რომ გაიმარჯვონ ყოფნით რახან ბურთების სხვაობით წინ არიან პსჟ-ან

Link to comment
Share on other sites

დღეს ინგლისის მიმოხილვა ვნახე მარტო 1080i-ში, მაგარი ბრძოლა მიდის მესამე-მეოთხე ადგილებისთვის წელს, მაინც მგონია რომ არსენალი და მანჩესტერი დარჩება ოთხეულის გარეთ, თუმცა მანჩესტერს საკმაოთ კარგი შანსები აქვს ევროპალიგიდან მოიპოვოს ლიგის საგზური შემდეგი სეზონისთვის

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, წელს ბევრ გუნდს აქვს კიდე შანსი ევროპალიგაზე გასვლის, თუ დორტმუნდმა დაამარცხა აინტრახტი გერმანიის კუბოკზე მეშვიდე ადგილიც საკმარისი იქნება უკვე, ლეიპციგმა კი გაინაღდა მეორე ადგილი როგორც ბავარიამ ჩემპიონობა, ლიგის ატვეტნინახევარფინალების 20 წუთიანი მიმოხილვაც ვნახე რახან არ გადმომიწერია ატვეტნი თამაშები, რეალს 2-1 წაუგია თუმცა კომფორტულათ გავიდა მაინც ფინალში 4-2 გამარჯვების შემდეგ, მაინც ერთი გოლი თოხლა ატლეტიკომ და მერე სამის გამტანები უკვე აღარ იყვნენ 1 ტაიმში, წესით საინტერესო ფინალი უნდა გამოვიდეს, უვე ისე მაგარი პრაგმატიკული გუნდია და რამე თუ მიქარა რეალმა დაცვაში შეიძლება დაისაჯნონ და შემტევი კლასი არ ეყოთ ფინალში გასამარჯვებლათ თუ თოხლავენ უაზრო ბურთებს, ისე კი მაინც რეალია ფავორიტი მაგ პარაში, დღეს მანჩესტერი-სელტას თამაშს გადმოვწერ ალბათ და ხვალე ვნახავ, მანდაც ცოტა შანსები აქვს სელტას თუმცა ინტრიგა ბოლომდე არ მომკვდარა მაინც, ლიონი-აიქსის პარაშიც თითქმის ყველაფერი ნათელია უკვე, მაქსიმუმ 2 ბურთის სხვაობით თუ გაიმარჯვებს ლიონი ალბათ და მიმოხილვაც მეყოფა, თუმცა მე ვფიქრობ რომ მანჩესტერი-სელტას შეხვედრაში ბევრი რამე უკვე პირველივე ტაიმში გადაწყდება, დაიდო უკვე ეგ თამაში და გავუშვი უკვე გადმოსაწერათ

ეხლა შევხედე და 3-1 გაუმარჯვია ლიონს, მესამე ბურთიც ბოლო წუთებზე შეაგდეს, თორე ანგარიში ისევ აიქსმა გახსნა და უკვე 5 ბურთის შედგება ჭირდებოდა ლიონს, ანუ 4-1 მოგებაც აღარ შველიდა, 4-3 დამარცხდენ და აიქსი ითამაშებს ევროპალიგის ფინალში წელს, რაც მემგონი დიდი მიღწევაა მაგ გუნდისთვის ამ ეტაპზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე, მონაკო აგრძელებს ლიდერობას და ალბათ უკვე შემდეგ ტურში გაინაღდებს ჩემპიონობას, ადგილის შენარჩუნებაზე კი ბოლო ტურამდე გაგრძლედება ალბათ ბრძოლა, ბასტიას აქვს ყველაზე ცუდათ საქმე, მანჩესტერი-სელტას თამაშიც ვნახე ევროპალიგის ატვეტნი ნახევარფინალზე, საკმაოთ მძიმე შეხვედრა გამოვიდა დაძაბული, პირველ ტაიმნში მანჩესტერი ჯობდა, ანგარიში 17 წუთზე გახსნა ფელაინიმ, მეორეში რაღაც გაუჭირდათ ბოლო წუთებზე და ანერვიულდენ, ანგარიში 85 წუთზე რონკალიამ გაათანაბრა, მერე ჩხუბი დაიწყო და რონკალია და ბაი გააძევა სუდიამ მოედნიდან, ბოლო წუთზე სელტას მეორე გოლის გატანაც შეეძლო მაგრამ გადარჩა მანჩესტერი და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა ორი თამაშის ჯამში კი 2-1 გაიმარჯვა მანჩესტერმა და გავიდა ფინალში, ლიონი-აიაქსის მიმოხილვაც ვნახე, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოსულა სადაც 3-1 გაიმარჯვა ლიონმა, კიდე ერთი გოლი რომ შეეგდოთ ოვერტაიმი დაინიშნებოდა ისე კი აიაქსი მანჩესტერს შეხვდება 24 მაისს ფინალში რომელიც სტოკჰოლმში იმართება წელს, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ შეხვედრებს გადმოვწერ ალბათ: ატალანტა-მილანი, ლეიპციგი-ბავარია, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, ტოტენჰემი-მანჩესტერი, რომა-უვე, რეალი-სევილია

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ რუსეთის მიმოხილვა ვნახე, სპარტაკი გახდა წელს ჩემპიონი, მეორე ადგილზე კი ცეესკა მიდის 1 ქულიანი ატრივით, ატლანტა-მილანის თამაშიც ვნახე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ატლანდა ფლობდა გარკვეულ უპირატესობას თუმცა ერთი გოლის მეტი ვერ შეაგდეს, ანგარიში 44 წუთზე კონტიმ გახსნა, მილანი ცდილობდა მთელი მეორე ტაიმი მომენტების შემქნას, ბევრი მომენტები არც ქონიათ, თუმცა 87 წუთზე დელაფეუმ გაათანაბრა ანგარიში და ისევ ინარჩუნებს მილანი მინიმალურ ატრივს 6 ადგილისთვის ბრძოლაში, ლეიპციგი-ბავარიას თამაშიც ვნახე, დობრათ შეცდომები დაუშვა ორივე გუნდმა დაცვაში, ტენისნი ანგარიშით დასრულდა ლამის ეგ შეხვედრა, ანგარიში 2 წუთზე გახსნა ზაბიცერმა, 17 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლევანდოვსკიმ შეაგდო, 29 წუთზე მეორე პენალტი დაინიშნა უკვე ბავარიას კარებში და ვერნერმა ისევ დააწინაურა ლეიპციგი, 47 წუთზე პოულსენმა მესამე გოლიც შეაგდო, 60 წუთზე ტიაგომ მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა მერე ისევ თოხლეს აბარონაში და ვერნერმა დუბლი შეასრულა 65 წუთზე, მაგის შემდეგ რაღაც სასწავლები მოხდა თამაშის ბოლო წუთებზე და შეძლო ბავარიამ მაგ თამაშის შემოტრიალება, 84 წუთზე ლევანდოვსკიმ შეასრულა დუბლი, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო ალაბამ გაათანაბრა ანგარიში, 95 წუთზე კი რუბენმა მეხუთე გოლის შეგდებაც მოახერხა და 5-4 გაიმარჯვა ბავარიამ, ლეიპციგის ბრალიცაა, 4-2 რომ გახდა ანგარიში მერე მთლათ გათამამდენ და დაიკიდეს დაცვა და დაისაჯნენ კიდეც ბოლოს

Link to comment
Share on other sites

დღეს რომა-უვეს შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, უვეს ნიჩიაც აწყობდა ჩემპიონობა რომ გაენაღდებინა მაგ შეხვედრაში მაგრამ დამარცხდენ და შემდეგ ტურში გაიფორმებენ ალბათ უკვე ჩემპიონობას კროტონას დამარაცხების შემდეგ, რომამ საკმაოთ კარგათ ითამაშა მაგ შეხვედრაში ატაკაში, უვე კი ცოტა გადაღლილი ჩანდა და მიქს სასტავით თამაშობდენ თან, 21 წუთზე ანგარიში ლამინამ გახსნა იგუაინის პასის შემდეგ, 25 წუთზე დეროსიმ გაათანაბრა ანგარიში, 56 წუთზე კი ელ შარავიმ მეორე გოლიც გაიტანა, 65 წუთზე ნაინგოლანმა მესამე გოლიც შეაგდო და 3-1 გაიმარჯვა რომამ, თუმცა ეგ გამარჯვება მარტო მეორე ადგილზე ბრზოლაში თუ გამოადგებათ და მაინც 4 ქულით ჩამორჩებიან უვეს, ლაციო-უვე თამაშობს ისე კიდე ოთხშაბათს იტალიის კუბოკის ფინალზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, უვემ ვერ შეძლო მეექვსე პადრიათ ჩემპიონობის განაღდება, თუმცა შემდეგ ტურში უკვე უნდა გახდეს ჩემპიონი თავის მოედანზე, ნაპოლი და რომა ცოტა წამოეწია ბოლო ტურებში უვეს ისე, მეორე ადგილისთვის ბრძოლაც გრძელდება, კროტონესაც აქვს კარგი შანსები ბოლო ტურებში ჯენოას ან ემპოლის გადაუსწროს, პოლერმო და პესკარა კი გავარდა უკვე მეორე დივიზიონში, ტოტენჰემი-მანჩესტერის თამაშიც ვნახე, საკმაოთ კარგათ ითამაშა ტოტენჰენმა, ეგ ბოლო შეხვედრა იყო მაგ სტადიონზე, შემდეგ სეზონში უკვე ვემბლიზე გადადის ეგ გუნდი და 2018 წლისთვის შეიძლება უკვე თავის ახალ სტადიონზეც დაიწყონ ჩემპიონატი, არსენალზე ცოტა უფრო დიდ სტადიონს აშენებენ მგონი, ანგარიში უკვე მერვე წუთზე გახსნა ვანიამამ, 48 წუთზე კეინმა მეორე გილიც შეაგდო, მერე ცოტა გამოცოცხლდა მანჩესტერი მეორე ტაიმში და რუნიმ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო 71 წუთზე, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლეს და 2-1 გაიმარჯვა ტოტენჰენმა და პირველათ დიდი ხნის მანძილზე გაინაღდა მეორე ადგილი ჩემპიონატში, მანჩესტერს კი ლიგაზე გამოსვლა თუ სურს შემდეგ სეზონში აიაქსი უნდა დაამარცხოს ევროპალიგის ფინალში, აიაქსმა ისედაც მეორე ადგილი აიღო და აქვთ კიდე შანსები კვალიფიკაციით მოხვდენ ლიგის ასნავნოი ეტაპზე მანჩესტერთან განხვავებით, თუმცა მაინც დიდი მოტივაცია ექნებათ ფინალში

Link to comment
Share on other sites

ხუთშაბათიდან მოყოლებული ორ შეხვედრას და 4 მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ეს დღეებია ხოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფებს და ტენისის რომის მასტერსებს ვუყურებდი  უფრო და ფეღბურთებისთვის აღარ მიყურებია დიდათ, თუმცა სამი თამაში მაქვს გადმოწერილი ამ ვიკენდის და ვნახავ ამ დღეებში ევრიპა ლიგის ფინალამდე, ჯერ ინგლისის მიმოხილვას ვუყურე ხუთშაბათს, ლივერპული აგრძელებს ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას და რამდენადაც ვიცი გაუსწრო არსენალს 1 ქულით და ეგ გუნდი გამოვა ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის ფლეიოფში შემდეგ სეზონში, არსენალი კი პირველათ დიდი ხნის მანძილზე მარტო ევროპალიგაზე ითამაშებს, ჰალიც გამოვარდა ისე, ნიუკასლი და ბრაიტონი გავიდნენ უკვე პრემიერლიგაში, ჰადერსფილდი და რედინგი კი ბოლო მესამე საგზურს გაითამაშებენ ორშაბათს უემბლიზე, რეალი-სევილიას თამაშს რაღაც რივკებით უბერავდა და ვერდერი-ჰოფენჰაიმის თამაში ვნახე, ნამდვილი გოლების ფეირვერკი იყო მაგ შეხვედრაში, უკვე 7 წუთზე გახსნა ანგარიში სალაიმ, 11 წუთზე კრამარიჩმა მეორე გოლიც შეაგდო, 40 წუთზე ცუბერმა 3-0 გახადა ანგარიში, მერე გადავახვიე და 49 წუთზე კრამარიჩის დუბლი ვნახე, საზიზღრათ ითამაშა ვერდერმა დაცვაში და დაისაჯნენ კიდეც მწარეთ, 51 წუთზე ბისაკჩიჩმა მეხუთე გოლიც გაიტანა ვერდერის კარებში, მერე უკვე ჰოფენჰაიმი მოეშვა და ვერდერი ათამაშდა ატაკაში მწარეთ რომ მარცხდებოდა საკუთარ მოედანზე, 59 წუთზე გებრესალასიმ გაქვითა ერთი გოლი, 86 წუთზე ბაგფრედემ მეორე გოლიც შეაგდო, ბოლო წუთი რომ დაიწყო ბაუერმა მესამე გოლიც გაიტანა და 5-3 გაიმარჯვა ჰოფენჰაინმა მაგ შეხვედრაში და აგრძელებდა კიდე დორტმუნთან მესამე ადგილზე ბრძოლას, თუმცა დორტმუნდი იყო მაინც ფავორიტი, თანაბარი ქულებითაც მგონი დორტმუნდი გადიოდა მესამეზე, იტალიის კუბოკის ფინალიც ვნახე უვეს და ლაციოს შორის, ისევ ადვილათ გაიმარჯვა უვემ ფაქტიურათ კლასის ხარჯზე, 12 წუთზე გახსნა ანგარიში დანი ალვესმა, 24 წუთზე კი ბონუჩიმ მეორე გოლიც შეაგდო, ლაციო ბევრი ეცადა ანგარიშის გაქვითვას მაგრამ ვერ მოახერხეს ერთი გოლის გატანა მაინც, უვესაც ქონდა რამდენიმე მომენტი კიდე მესამე გოლიც რომ შეეგდოთ მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულა და 2-0 გაიმარჯვა უვემ, რაც მეექვსე ადგილის გუნდსაც მიცემს საშვალებას შემდეგ სეზონში ევროპალიგაზე ასპარეზობის იტალიიდან, ეგ გუნდი კი მილანი იქნება წელს, პარასკევს გერმანიის მიმოხილვაც ვნახე, დარმშტატი და ინგოლშტატი გამოვარდნენ უკვე, ჰამბურგს კი კარგი შანსები რჩება მაინც წელსაც დარჩეს ბუნდერსლიგაში, ბოლოდან მესამეზეც რომ გავიდნენ მაინც დაამარცხებენ ბრაუნშტეიგს რომელიც მესამეზე გავიდა მეორე ბუნდესლიგაში, ხო შტუტგარტი და ჰანოვერი ისევ უკან ბრუნდებიან შემდეგ სეზონში, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე გუშინ, ნანსის გაძვრა ფაქტიურათ სული, დანარჩენ გუნდებს კი კიდე რჩებოდათ შანსები ბოლო ტურამდე ადგილის შენარჩუნების, ევროპალიგაზე კი ბორდო,მარსელი და ლიონი იასპარეზებენ შემდეგ სეზონში საფნანგეთიდან, მონაკომ კი გაინაღდა ჩემპინობა გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის მიმოხილვაც ვნახე დღეს სპარტაკი გახდა წელს ჩემპიონი დიდი უპირატესობით, ზენიტმა ისევ ჩააფლავა სეზონი და მესამე ადგილზე გავიდა მარტო, ცეესკა კი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს შემდეგ სეზონში, ზენიტი,კრასნოდარი და ლოკომოტივი კიდე ევროპალიგაში მოხვდენ, გამოვარდნით კი ტომი და კრილია სოვეტოვი გავარდნენ, ორენბურგი ანისეის შეხვდება, არსენალი კი ხაბაროვსკს ადგილის შესანარჩუნებლათ ფლეიოფში

Link to comment
Share on other sites

გიო თუ იცი სპარტაკი პირდაპირ ლიგის ჯგუფურზე მოხვდება თუ ითამაშებს საკვალიფიკაციოს ? ჯანო რამეს მიაღწევს იმედია

Link to comment
Share on other sites

13 ადგილამდე მგონი პირველი გუნდები ეგრევე ჯგუფურში გადიან, რუსეთი ეხლა პორტუგალიას უსწრებს კოეფიციენტით და მგონი 2018 სეზონში უკვე ორი გუნდი მოხვდება პირდაპირ და მესამე კვალიფიკაციიდან, ანუ პორტუგალიას ჩაანაცვლებენ ამ ეტაპზე, უკვე ერთხელ ჩაანაცვლეს მაგრამ მერე ისევ დაკარგეს ეგ ადგილი http://www.uefa.com/memberassociations/uefarankings/country/index.html ცეესკა დაიწყებს კვალიფიკაციიდან და სპარტაკი პირდაპირ მოხვდება, დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის გამოტოვებული მიდვიკის შეხვედრები ვნახე, ვისაც უნდა გაემარჯვა ყველამ მოიგო, თუმცა არსენალს არ ეყო და ჩამორჩა 1 ქულით მაინც ლივერპულს, ამიტომ ევერტონთან და მანჩესტერთან ერთად შემდეგ სეზონში მარტო ევროპალიგაზე იასპარეზებს, ლივერპულს კი კარგი შანსი ეძლევა გრუპავოი სტადიაზე გავიდეს კვალიფიკაციიდან, მანჩესტერმაც თუ დაამარცხა აიაქსი ხვალიდნელ ევროპალიგის ფინალში მაშინ გამოვა მარტო გრუპავოი სტადიაზე როგორც ევროპალიგაში გამარჯვებული გუნდი, აიაქსაც აქვს მოტივაცია, იმიტომ რომ თუ ვერ მოიგო მარტო კვალიფიკაციიდან უნდა დაიწყოს გამოსვლა და არაა გამორიცხული დამარცხდეს კიდეც, მაინც მანჩესტერი იქნება ხვალინდელ ფინალში ფავორიტი, ბავარია-ფრაიბურგის თამაშიც ვნახე, ფრაიბურგს ნიჩია მაინც უნდოდა რომ გაენაღდებინა ევროპალიგის საგზური, თუმცა მწარეთ დამარცხდენ ბოლოს მაგ შეხვედრაში, ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გახსნა რობენმა, 73 წუთზე ვიდალმა მეორე გოლიც შეაგდო, 76 წუთზე პეტერსონმა გაქვითა ერთი გოლი, უკვე დამატებითი დრო რომ დაიწყო ჯერ რიბერიმ შეაგდო და მერე კიმიხმაც დაამატა და 4-1 გაიმარჯვა ბავარიამ, ფრაიბურგი კი დარჩა ევროკუპკების გარეშე შემდეგ სეზონში

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ ინგლისის ფინალური ტურის მიმოხილვა ვნახე, დარჩა პირველათ არსენალი ოთხეულს მიღმა ვენგერის ეპოქაში, ამიტომ მარტო ევროპალიგაზე იასპარეზებს შემდეგ სეზონში, ლივერპულმა უფრო სკრომნი ბიუჯეტით და შემადგენლობით 1 ქულით გაუსწრო, სიტიმაც ჩააფლავა ეს ჩემპიონატი და მანჩესტერმაც, სერიოზული ბიოუჯეტი აქვს ორივე კლუბს და ჩელსის დონემდე ბევრი აკლდა ორივე მანჩესტერის კლუბს ამ სეზონში, ველოდებით შემდეგ სეზონს და ტრანსფერებს, ყველაზე დაბალანსებული გუნდი ტოტენჰემი იყო მაინც მემგონი წელს, ეგეთი შემადგენლობით ფაქტიურათ მაქსიმუმს მიაღწია მაგ გუნდმა, დორტმუნდი-ვერდერის ჯახიც ვნახე, ორივე გუნდმა შემტევი ფეღბურთი აჩვენა და ბევრი შეცდომები დაუშვა დაცვაში, ანგარიში 7 წუთზე გახსნა ჯანუზოვიჩმა, 32 წუთზე როისმა გაათანაბრა ანგარიში, 42 წუთზე აბემიანგმა მეორე გოლიც გაიტანა, მერე ისევ თოხლეს დაცვაში და 46 წუთზე ბარტელსმა გაათანაბრა ანგარიში, 68 წუთზე კრუზემ მესამე გოლიც გაიტანა და ისევ წინ გაიყვანა ვერდერი, 75 წუთზე სუდიამ ჯერ ერთი პენალტი დანიშნა და როისმა დუბლი შეასრულა, 89 წუთზე კი მეორეც დადო და აბემიანგმაც დუბლი შეასრულდა და 4-3 გაიმარჯვა დორტმუნდმა და მესამე ადგილზე გავიდა, ვერდერი კი დარჩა ევროპალიგის გარეშე, თუმცა ეგ გუნდი ჯერ კიდევ 20 ტურში მგონი 16 ადგილზე მიდიოდა მარტო, ნაპოლი-ფიორენტინას თამაშიც ვნახე, წელს ვაბშე ჩაფლავდა ფიორენტინა და მაგ შეხვედრაშიც უშანსოთ დამარცხდენ, მერვე წუთზე გახსნა ანგარიში კულიბალიმ, 36 წუთზე ინსინემ მეორე გოლიც შეაგდო, 57 წუთზე მერტენსმა უკვე 3-0 გახადა ანგარიში, მერე ცოტა გადავახვიე და ილიჩიჩის გოლიც ვნახე 60 წუთზე, 64 წუთზე მერტენსმა დუბლი შეასრულდა და 4-1 გაიმარჯვა ნაპოლიმ მაგ თამასში, მაინც რომა გავა ალბათ მეორეზე და ნაპოლის მოუწევს ლიგის კვალიფიკაციაში მონაწილეობა, ამ სეზონში უკვე გამოვარდა რომა პორტოსთან და შეიძლება ვერც ნაპოლიმ შეძლოს გრუპავოი სტადიაზე გასვლა, დღეს ევროპა ლიგის ფინალია და ვუყურებ დილისკენ უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ერთ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის ბოლო ტურის მიმოხილვა ვნახე, მილანმა გაინაღდა მეექვსე ევროპალიგის ადგილი, თუმცა რამდენათ ჭირდება მაგ გუნდს მაგ ტურნირში ასპარეზობა შემდეგ სეზონში რთული სათქმელია, ეგ იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ რა დონის ტრანსფერების განხორიცელებას აპირებენ ამ ზაფხულს, ვერონა ბრუნდება ისევ სერია ა-ში და სპალ გავიდა კიდე პირველ ადგილზე, კიდე 4 გუნდი ფლეიოფში მიიღებს მონაწილეობას მესამე სერია ა საგზურისთვის, ევროპალიგის ფინალიც ვნახე სტოკჰოლმში რომ ჩატარდა მანჩესტერს და აიაქს შორის, საკმაოთ უინტერესო თამაში გამოვიდა, აიაქსმა ვერაფერი აჩვენა დიდათ ატაკაში, მანჩესტერსაც ისეთი არაფერი უჩვენებია, თუმცა დაცვაში არ დაუშვიათ დიდათ გრუბი შეცდომები, ანგარიში პოლ პოგბამ დაგხსნა 18 წუთზე, მაგარი ტრანსფერი განახორციელა ისე უვემ, დაჟე უვეშიც კი არ თამაშობდა ეგ იგროკი 105 მილიონ ევროზე, წელს კი გაცილებით უფრო ცკრომნი 20-30 მილიონიანი იგროკის შთაბეჭდილებას ტოვებს მაქსიმუმ, ზოგ იგრებში კი მაგ დონეზეც ვერ თამაშობდა, 48 წუთზე მხიტარიანმა მეორე გოლიც შეაგდო და უკვე 2-0 იგებდა მანჩესტერი, აიაქსმა ვერაფერი ვერ შექმნა თითქმის და კომფორტულათ გაიმარჯვა მანჩესრტერმა 2-0 მაგ ფინალში და ინგლისიდან 5 გუნდი იასპარეზებს შემდეგ სეზონში ლიგაზე, არა მგონია ლივერპულს გაუჭირდეს კვალფიკაციიდან გასვლა გრუპავოი ეტაპზე, განსაკუთრებით ცოტას თუ კიდე გაძლიერდებიან ზაფხულში

Link to comment
Share on other sites

მაგ სიაში ჰოლანდია რა უკანაა, არადა რუსეთზე წინაც უნდა იყოს წესით, ის წესი როდიდან შედის ნეტავ ტოპ 5 ჩემპიონატის 4 გუნდი რომ პირდაპირ მოხვდება ჯგუფურზე ? 

Link to comment
Share on other sites

ეგ არ ვიცი, პირველათ გავიგე, აბა სად წერია მაგის შესახებ ინფო, კომენტატორებს რაღაც არაფერი უთქვიათ მაგის შესახებ მატჩტვ-ზე, ჰო ჰოლანდიამ ვაბშე ჩაისვარა, დაჟე ინგლისზე წინაც კი იყვნენ 90 წლებში ვან გალის დროს ლიგა რომ მოიგეს, მგონი მეოთხეზე იყვნენ მაშინ, იტალიი,გერმანიის და ესპანეთის შემდეგ და მარტო მერე მოდიოდა ინგლისი, რუსები საკმაოთ კარგათ უბერავენ განსაკუთრებით ამასაც თუ მივიღებთ მხედველობაში:

https://www.transfermarkt.com/ მაგ ჩარტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ყველაზე ცუდათ თურქული კლუბები გამოდიან სადაც საკმაოთ კარგი დაფინანსებაა პორტუგალიის ჩემპიონატზე არანაკლები, უკრაინაც მაქსიმუმს წურავს, ფაქტიურათ მარტო შახტიორი და დინამო კიევი აგროვებენ ქულებს თუმცა ეგეც საკმარისია თურქებს,ჰოლანდიელებს და ბელგიელებს რომ გაუსწრონ, მაგრამ ბელგიური კლუბებიც ათამაშდენ წელს, ჰოლანდიელები კი იმდენათ ჩამოქვეითდენ რომ მგონი ისევ 13 რჩებიან და აიაქსის ფინალში გასვლაც არ შველით დიდათ წინ რომ წაიწიონ, ბერძნებსაც მაგარი უჭირთ კრიზისის შემდეგ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, ჰამბურგი ისევ გადარჩა ბოლო ტურში სტიკავოი თამაშებში თამაშს, ზატო ვოლფსბურგს მოუწევს ბრაუმშვეიგთან თამაში, პირველი შეხვედრა მოუგიათ 1-0 და ეხლა ვიეზდზე უნდა ითამაშონ კიდე მეორე თამაში ბუნდესლიგაში დარჩენაზე, ევროპალიგაზე კი კიოლნი და გერტა გავიდნენ, ალბათ ფრაიბურგიც გამოვა თუ დორტმუნდი გაიმარჯვებს შაბათს გერმანიის კუბოკის ფინალში, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, მონაკომ გაიმარტჯვა წელს, თუმცა შემდეგ წელიწადს ისევ პსჟ იქნება ალბათ ფავორიტი, განსაკუთრებით მონაკომ თუ გაყიდა თავისი ვედუში იგროკები, ბასტია გამოვარდა ისე და ნანსი, ლორიანი კი ტრუას ხვდება სტიკავოი თამაშებში,პირველ შეხვედრაში 2-1 წაუგია ვიეზდზე და თავის მოედანზე 1-0 მოგებაც ეყოფა რომ დარჩეს ისევ ვიში დივიზიონში, სტრასბური და ამიენსი ბრუნდება ისე ვიში დივიონში შემდეგ სეზონში, შაბათს ინგლისის,გერმანიის და ესპანეთის თასის ფინალებია და გადმოვწერ სამივე შეხვედრას

Link to comment
Share on other sites

ხო 2018 წლიდან შევა ძალაში ეგ ახალი წესი, ანუ მომდევნო სეზონიდან არა და მაგის შემდეგ იქნება უკვე 1 წლის შემდეგ 4 გუნდი პირველი ოთხი ჩემპიონატიდან, სადაც იტალიაც ხვდება, საფრანგეთშიც იქნება მგონი რაღაც ცვლილებები ამ სეზონიდან, შეიძლება იტალიელების ადგილის დაკავება სურთ, თუმცა მეეჭვება გაუსწრონ იტალიელებს, იქაც კარგი დაფინანსება წავა მგონი მილანის ორივე კლუბის და მაგიტომ, რომა და ნაპოლიც კარგათ უბერავს, ანუ მარტო უვე არ იქნება ძლიერი მომდევნო სეზონებში, დრო ჭირდება უბრალოთ სანამ დალაგდება მილანის კლუბები, მთავარია სწორი ტრანსფერნი პოლიტიკა განახორციელონ და ტყვილა არ გაისროლონ ჩინელების მილიონები ჰაერში, რუსებს კრიზისმა შეუშალათ ხელი თორე 2-3 წლის უკან ლამის ფრანგებს ეწეოდნენ უკვე დაფინანსებით, ბოლო 2 წელია შემცირდა მაინც დაფინანსება რუსეთის ჩემპიონატში და ვედუში იგროკებიც მიაყიდა ზენიტმა, ანუ გაანახევრეს ბიუჯეტი ფაქტიურათ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ინგლისის თასის ფინალი ვნახე უემბლიზე არსენალს და ჩელსის შორის, შიკარნი თამაში გამოვიდა, არსენალმა გაიმარჯვა მძიმე ბრძოლაში, ბევრი მომენტები გამაზეს მაგ თამასში 2 გატანალი გოლის გარდა და მაგიტომ საკმაოთ გაუჭირდათ გამარჯვება, უკვე მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში ალექსის სანჩესმა, მანდაც ცოტა სპორნი მომენტი იყო, თუმცა მგონი არ უთამაშია ხელით და ოფსაიდი არ ყოფილა, მაგის შემდეგ კიდე რამდენიმე მომენტი შექმნა არსენალმა, თუმცა ჩელსიც ურევდა მომენტებში და შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, 68 წუთზე ვიქტორ მოსესი გააძევა სუდიამ სიმულაციის გამო და ჩელსის მოუწია დარჩენილი 25 წუთი კაცნაკლული თამაში, თუმცა მაინც შეძლო დიეგო კოსტამ 76 წუთზე ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ფაქტიურათ ეგრევე მოდუნდნენ დაცვაში და პირველივე ატაკის შემდეგ მეორე გოლიც გაიტანა რემსიმ და 2-1 გაიმარჯვა არსენალმა მაგ შეხვედრაში, რაღაც ჩელსიმ ვერ აჩვენა თავისი მაქსიმუმი, თავიდანვე სტრანნათ თამაშობდენ, განსაკუთრებით ატაკაში არ შეუქმნიათ ბევრი მომენტები და არსენალმა დამსახურებულათ გაიმარჯვა, მაგ მოგების შემდეგ ალბათ დატოვებენ მაინც ვენგერს არსენალის ტრენერათ შემდეგ სეზონშიც, რაც არ უნდა იყოს 7 ინგლისის თასი არცერთ ტრენერს არ მოუგია აქამდე არსენას გარდა, დაცვაში ჭირდებათ პირველ რიგში გაძლიერება და შეიძლება რაღაცა გამოუვიდეთ შემდეგ სეზონში, ერთი კარგი 40-50 მილიონიანი ფორვარდიც რომ ეყიდათ არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ 100 მილიონ ევროიანი ინვესტიცია არა მგონია გააკეთონ რაღაც ამ ზაფხულს, თუმცა 1-2 სერიოზულ ტრანსფერს ალბათ წელსაც განახორციელებენ, გერმანიის კუბოკის ფინალიც ვნახე ბერლინში დორტმუნდსა და აინტრახტს შორის, დორტუნდმაც 2-1 გაიმარჯვა და ვერ შეძლეს უფრო დამაჯერებლათ დაემარცხებინათ აინტრახტი, რომელმაც ფაქტიურათ ჩააგდო სეზონის მეორე ნახევარი, დემბელემ უკვე 8 წუთზე გახსნა ანგარიში, საკმაოთ უინტერესო თამაში გამოვიდა ისე, დორტმუნდიც გადაღლილი იყო და აინტრახტრსაც არაფერი ისეთი არ უჩვენებია, 29 წუთზე რებიჩმა გაათანაბრა ანგარიში, 67 წუთზე დურაკული პენალტი აიკიდა მეკარემ რომ წააქცია პულისიჩი და აბამიანგმა 2-1 გახადა ანგარიში და თამაშიც ეგრე დასრულდა, შეეძლო დორტმუნდს მესამე გოლის გატანაც, სრაზუ რამდენიმე იგროკი დაემტვრათ მაგ შეხვედრაში როისის ჩათვლით, თუმცა ორი გოლიც საკმარისი აღმოჩნდა მაგ თამაშის მოსაგებათ და ეხლა ფრაიბურგი გამოვა ევროპალიგაზე შემდეგ სეზონში, აინტრახტი კი ევროკუპკების გარეშე რჩება ამ სეზონშიც, ესპანეთის ფინალიც გადმოვწერე და დღეს საღამოს ვნახავ

Link to comment
Share on other sites

დღეს ესპანეთის კუბოკის ფინალს ვუყურე 1080i-ში, ბარსას და ალავესის თამაშს, ფაქტიურათ კლასზე გაიმარჯვა ბარსამ და არ გამოვიდა ძალზე ზრელიშნი თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ანგარიში 30 წუთზე გახსნა მესიმ, რომელმაც კარგათ ითამაშა მაგ შეხვედრაში, თუმცა შეცდა კილისენი ვიხოდზე და 33 წუთზე შტრაფნოი უდარიდან შეაგდო ტეომ, 45 წუთზე ნეიმარმა მეორე გოლიც გაიტანა, უკვე რომ უნდა დაესტვინა სუდიას პაკო ალკასარმაც შეაგდო მესამე გოლი და 3-1 გაიმარჯვა ბარსამ, მეორე ტაიმში აღარ მოუკლიათ თავი, ალავესს კი უბრალოთ კლასი არ ეყო კიდე რომ შეეგდო ერთი გოლი მაინც, ბარსამ მესამეჯერ მოიუგო პადრიათ ესპანეთის თასი და თავისივე რეკორდი გაიმეორა 50 წლების, ვნახოთ აბა ვის დანიშნავენ შემდეგ სეზონში ტრენერათ და რა ტრანსფერებს განახორციელებენ, ერთი ზაშიტნიკი და კარგი დონის ჩამშლელი ნახევარმცველი რომ ეყიდათ არ იქნებოდა ცუდი, საფრანგეთის კუბოკი ისევ პსჟ მოუგია როგორც ლიგის თასი, 1-0 დაუმარცხებია სკრომნი ანგარიშით ანჟე და ბორდოს ერგო მესამე ევროპალიგის საგზური შემდეგ სეზონში საფრანგეთიდან, ესპანეთში კი ატლეტიკს რახან ალავესმა წააგო

Link to comment
Share on other sites

ვალვერდე მოჰყავთ ბილბაოდან , არ ვიცი რამდენად გამოადგება ბარასა მაგრამ სხვა ვარიანტები რაც ქონდათ იმას ჯობს, ტრანსფერებს რაც შეეხება ბელერინზე, კოუტინიოზე და ვერატიზე იწერება მაგრამ რა ვიცი რომელიმე თუ გამოვა საერთოდ 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

მანდ უფრო მთავარია რეალურათ ვის დანიშნავენ უკვე და მერე ვის იყიდიან და ვინ წავა რა თქმა უნდა ვინმე ძლიერი იგროკი თუ გაუშვეს ახალი იგროკის ნაცვლათ, თორე ჭორები ყოველთვის ბევრი იდება ხოლმე ზაფხულში სხვადასხვა სუპერკლუბებზე ტრანსფერებს რაც შეეხება და ყოველთვის ვერ ახერხებენ განსაკუთრებით 80-120 მილიონიან ევროიანი იგროკების დათრევას სხვადასხვა მიზეზების გამო, ბევრი რამე უნდა დაემთხვას ეგეთი სდელკა რომ განხორციელდეს, 9 ივნისამდე მგონი არაფერი თამაში აღარ იქნება, ანუ მსოფლიო ატბორამდე სადაც რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ტარდება, 17 ივნისს კი კონფედერაციის თასი იწყება რუსეთში და მაგ ტურნირსაც ვნახავ http://www.fifa.com/confederationscup/matches/index.html აგვისტომდე ამხანაგური შეხვედრების გარდა მეტი არაფერი ისეთი აღარ იქნება ფეღბურთს რაც შეეხება, მარტო ტენისების და ფორმულა 1 ყურება მომიწევს, ზატო გეიმინგს ჩავუჯდები უფრო აქტიურათ და ბდ კონცერტებსაც ჩამოვუვლი ისევ, რაც შეეშება გამომვარდნებს და ვიში დივიზიონში დაბრუნებებს, ასეთი შედეგები დაფიქსირდა სხვადასხვა ვედუში ჩემპიონატებში:

https://www.transfermarkt.com/relegation-ligue-1/startseite/wettbewerb/FRR1 ანუ ტრუამ გამოაგდო ლორიანი და ისევ ბრუნდება ვიში დივიზიონში

https://www.transfermarkt.com/relegation-1-bundesliga/startseite/wettbewerb/L1PO/saison_id/2016 ვოლსბურგმა პრობლემების გარეშე გაიმარჯვა ბრაუნშვეიგთან და არც იყო გასაკვირი ეგეთი დიდი ბიუჯეტით, მაგ გუნდს უფრო ჩემპიონთა ლიგაში უნდა ეთამაშა და არა ბუნდერსლიგაში დარჩენაზე მაგრამ როგორც ჩანს ბევრი პრობლემები დაუგროვდათ წელს მენეჯმენტში და ბარდაკი იყო მაგარი

https://www.transfermarkt.com/championship-playoffs/startseite/wettbewerb/POCC ლოლ ყველაზე სკრომნი ბიუჯეტის ჰადერსფილდმა შეძლო რიდინგის დამარცხება პენლებით და შემდეგ სეზონში პრემიერლიგაში ითამაშებს ეგ გუნდი, იმედია ბიუჯეტი გაცილებით მეტი ექნებათ თორე ეგრევე გამოვარდებიან ალბათ, მასეთი პატარა ბიუჯეტით რუსეთის პრემიერლიგიდან გამოვარდე შეიძლება ინგლისის კი არა

https://www.transfermarkt.com/serie-b-play-off/startseite/wettbewerb/POSB/saison_id/2016 იტალიაში გრძელდება მესამე საგზურისთვის ბრძოლა და ესპანეთში ჯერ მეორე დივიზინიც კი არ დასრულებულა, მგონი შვა ზაფხულში დასრულდება მარტო ფლეიოფი პრიმერას მესამე საგზურისთვის, იმედია მატჩ ტვ იყიდის შემდეგ სეზონში პრიმერას თორე სეტანტას კომენტატორით ყურება არ შეიძლებოდა, თან ბევრ თამაშებს არც დებდენ 1080i-ში და მარტო ტოპ იგრების მესამედი ვნახე ექვსეულის გუნდები რომ ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს

რუსეთის პრემიერლიგას რაც შეეხება ამჯერათ ერთი გუნდი გამოვარდა სტიკავოი თამაშებში https://www.transfermarkt.com/relegation-premier-liga/startseite/wettbewerb/RUSR/saison_id/2016 ანუ არსენალი დარჩა ვიში დივიზიონში ენისეის დამარცხების შემდეგ, ორენბურგი კი პენლებით დამარცხდა ხაბაროვსკთან, მაგ გუნდს ვაბშე 6 მილიონი ევრო ქონია ლოლ ტრანსფერნი ღირებულება, რაც დაახლოებით ჩვენი დინამო თბილისის დონეა, ანუ ძალზე ცოტა, ეგ გუნდიც გამოვარდება თუ არ გააძლიერებენ სასტავს შემდეგ სეზონში

Link to comment
Share on other sites

დღეს იტალიის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, კროტონემ ბოლო ტურში შეძლო ადგილის შენარჩუნება ლევან მჭედლიძეს ემპოლი კი გავარდა მეორე დივიზიონში, მილანი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს მოღვაწეობას შემდეგ სეზონში, რომელიც უკვე აგვისტოში ჩატარდება, მანამდე იმედია გააძლიერებენ სასტავს, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე ეგე სასტავიც საკმარისი იქნება ალბათ რაც ეხლა გააჩნიათ, 350 მილიონ ევრომდე თუ არ ავიდნენ ბიუჯეტით შემდეგი წლის ბოლომდე, არა მგონია ლიგაზე გავიდნენ, 3-4 20 მილიონიანი იგროკის შესყიდვით ისე ძალიან არ შეიცვლება სიტუაცია, მითუმეტეს ინტერმა ეგეტი ტრანსფერები უკვე განახორციელა და მაინც კრიზისში იმყოფება წელსაც, მილანს ისე ყველა პოზიციებზე ჭირდება ძლიერი იგროკები მეკარის გარდა, დაცვა,ატაკა პოლუზაშიტა, ასე 5-6 იგროკი მაინც 100 მილიონს სანამ არ დახარჯავენ არა მგონია მაგ გუნდს რამე ეშველოს ახლო მომავალში, მეორეზე რომა გავიდა ისე ბოოლო წუთზე რომ დაამარცხა ჯენოა, მესამე ადგილი კი ნაპოლის ერგო, საღო ისე ატალანტას, მეოთხეზე გავიდნენ წელს რაც მაგ გუნდის საუკეთესო რეზულტატია სერია ა-ში, ველოდებით შაბათის ლიგის ფინალს და მემგონი მაგარ ბოის მიცემს უვე რეალს, იგროკების ფორმასაც დიდი მნიშვნელობა ექნება და სწორ ტაქტიკას მაგ ფინალში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.