Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

52 minutes ago, majinboo said:

ისევ შენი გუნდი თუ დაგაღალატებს კაცს :D

AKjdCcq.png

აბა კატალონიელებმა რაღა თქვან? :)

ისე საუთჰემპტონი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, მე უბრალოდ მოგება მეწერა და ეგეც მეეჭვებოდა.

Link to comment
Share on other sites

38 minutes ago, gtsetsadze said:

აბა კატალონიელებმა რაღა თქვან? :)

ისე საუთჰემპტონი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, მე უბრალოდ მოგება მეწერა და ეგეც მეეჭვებოდა.


მაგიტომ არ ვწერ ეგეთ გუნდებს,ბარსელონას მოგებას ისეთი კუში ჰქონდა,სულ,რომ მოეგოთ არ ღირდა დაწერად :D
თუ მეეჭვება არ ვწერ :D ისე,არსენალს 2006დან ვქომაგობ და აუცილებლად აქვს თავის ადგილი ვიქენდზე,ჩემს ბილეთში :D 

Link to comment
Share on other sites

ამასობაში დაიწყო ლიგა ჩემპიონების გრუპავოი სტადიაც, პირველი ტურიდან მარტო 4 თამაში შევარჩიე საყურებლათ: პსჟ-არსენალი,დინამო კიევი-ნაპოლი,უვე-სევილია და ტოტენჰემი-მინაკო + მიმოხილვები, ოლიმპიადის ყურებას მოვრჩი კაკრაზ დღეს, მარტო დახურვის ცერემონიალი დამრჩა საყურებელი და მერე ფორმულა 1 და უს ოპენზე გადავდივარ, მაგეებს რომ ჩავათავებ ლიგასაც მივხედავ შემდეგ ვიკენდამდე

Link to comment
Share on other sites

ერთი კვირის დაგვიანებით ჩავუჯექი დღეს ლიგის პირველი კრუგის თამაშებს, მარტო პსჟ-არსენალის შეხვედრა ვნახე ჯერ 1080i-ში, არ ყოფილა უინტერესო თამაში პირველი ტურის ფონზე როცა ჯერ არ არიან ოპტიმალურ ფორმაში იგროკები, ანგარიში ედისონ კავანიმ გახსნა უკვე პირველი წუთზე, თუმცა კიდე არაერთხელ უნდა შეეგდო და დობრათ მომენტები გამაზა რის შემდეგაც დაისაჯა გუნდი, 77 წუთზე ალექსის სანჩესმა გაათანაბრა ანგარიში და 1-1 დასრულდა ეგ შევხედრა, ბევრი მომენტები არსენალს არც შეუქმნია პსჟ განსხვავებით, ხვალე დინამო-ნაპოლის შეხვედრას ვნახავ 

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ შეხვედრას და მიმოხილვას ვუყურე ლიგაზე 1080i-ში, ჯერ დინამოს და ნაპოლის შეხვედრა ვნახე, არ ყოფილა ცუდი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ანგარიში გარმაშმა გახსნა 26 წუთზე, მერე კი პრავალები დაეწყო დინამოს დაცვაში და ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა ნაპოლის იგროკებმა, ჯერ მილიკმა გაათანაბრა ანგარიში 36 წუთზე, მერე კი დუბლი შეასრულა უკვე ბოლო წუთი რომ მიდიოდა პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში დინამოს იგროკო გაუძევეს, 68 წუთზე სიდორჩუკი გააგდო სუდიამ და ვეღარ შეძლო დინამომ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბევრ მომენტებს არც მანამდე ქმნიდენ და 2-1 დამარცხდენ, სამშბათის თამაშების მიმოხილვაც ვნახე, ბარსას გაუნადგურებია სელტიკი 7-0, ლოლ მესის თმები შეუღებია და მოშებული წვერებით თამაშობს ეხლა, ვიკენდის რასპისანიასაც გადავხედე და ალბათ ამ ექვს შეხვედრას გადმოვწერ ლიგის მეორე ტურამდე: ცეესკა-კრასნოდარი,არსენალი-ჩელსი,ნაპოლი-კიევო, ინტერ-ბოლონია, ფიორენტინა-მილანი, ატლეტიკი-სევილია სეტანტას ტრანსლიაციას თუ დადებენ, მატჩ ტვ ჯერ არ უყიდია წლევანდელი პრიმერას სეზონი

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ირ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i ევრიკუბკებზე, ჯერ უვე-სევილიას ჯახი ვნახე, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა მომენტების გარეშე, ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ქონდა ბოლო უვეს კარგი მომენტი მაგრამ მეკარემ მოიგერია და 0-0 დასრულდა ეგ შეხვედრა, ტოტენჰემი-მონაკოს თამაშიც ვნახე, ტოტენჰემი ლიგის შეხვედრებს თავის სტადიონის მაგივრათ უემბლიზე ატარებს, თუმცა მაგ თამასში მაგარი გაუჭირდათ და დამარცხდენ მონაკოსთან, ანგარიში ბერნანდო სილვამ გახსნა 15 წუთზე, ძალიან არეულათ თამაშობდენ დაცვაში და დასაჯეს ფრანგებმა, 31 წუთზე ლემარმა მეორე გოლიც გაიტანა, 45 წუთზე ანდერვეირელდმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა აგნარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო ტოტენჰენმა მეორე ტაიმში და 2-1 დამარცხდენ, მონაკოს არაფერი ისეთი არ უჩვენებია, უბრალოთ ტოტენჰენმა ითამაშა ცუდათ, ოთხშაბათის თამაშების მიმოხილვაც ვნახე, სიტის კრუპნათ დამარცხებია გლადბახი, რეალმა კი გაჭირვებით მოიგო 2-1 ბოლო წუთებზე, ევროპალიგის მიმოხილვაც ვნახე, მანჩესტერს ისევ წაუგია, ფეინორდთან დამარცხდენ 1-0

Link to comment
Share on other sites

1.5 თვიანი პერერივის შემდეგ შევუბერე ისევ ევროჩემპიონატების ყურებას, დღეს სრაზუ 3 შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ არსენალი-ჩელსის ლონდონური დერბი ვნახე, პირველათ შეძლო ვენგერის ეპოქაში არსენალმა ჩელსის დიდი ანგარიშით დამარცხება, საშინლათ თამაშობდა ჩელსი დაცვაში პირველ ტაიმში, 11 წუთზე გახსნა ანგარიში ალექსის სანჩესმა, 14 წუთზე ვოლკოტმა მეორე გოლიც შეაგდო, 40 წუთზე ოზილმა მესამე გოლიც თხარა შიკარნი კომბინაციის შემდეგ, მერე გადავახვიე და მეტი გოლები აღარ გასულა მაგ შეხვედრაში, ეგეთი უმწეო ჩელსი კარგა ხანია არ მინახია, თუმცა წინა სეზონშიც კრიზისში იყვნენ უკვე, ცეესკა-კრასნოდარის თამაშიც ვნახე, ეგ უფრო თანაბარი თამაში გამოვიდა, უკვე 3 წუთზე გახსნა ანგარიში ტრაორემ, 15 წუთზე სმოლოვმა გაათანაბრა ანგარიში, ცეესკა ფლობდა მაინც გარკვეულ უპირატესობას მაგ შეხვედრაში და უფრო ბევრი აპასნი მომენტები შექმნა მაგრამ ვერ შეძლო მეორე გოლის შეგდება 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, წელს კი სეზონის სტარტზე სპარტაკი ლიდერობს, ატლეტიკი-სევილიას შეხვედრაც ვნახე სეტანტა HD ტრანსლიაცია რუსული კომენტარით, მატჩ ჰოლდინგმა ჯერ-ჯერობით ვერ შეიძინა უფლებები ამ სეზონის პრიმერას ტრანსლიაციებზე, საკმაოთ კარგათ ითამაშა ატლეტიკმა და ცუდი სტარტის შემდეგ უკვე მეოთხე შეხვედრა მოიგეს პადრიათ და გადაუსწრეს 1 ქულით სევილიას მაგ თამაშის შემდეგ, 26 წუთზე სან ხოსემ გახსნა ანგარიში, 55 წუთზე ნასრიმ გაათანაბრა ანგარიში, 66 წუთზე ბალენსიაგამ პირველი გოლი გაიტანა მგონი თავის კარიერაში და 2-1 გახადა ანგარიში, ბოლო წუთზე სირიგუმ მკლავი ჩააზილა ადურისს და გააძევა სუდიამ მოედნიდან და პენალტიც დანიშნა რომელიც თვითონ ადურისმა გაიტანა და 3-1 გაიმარჯვა ატლეტიკმა, სევილიას საკმაოთ შეუცვლია ასნავნოი სასტავი

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანური მიმოხილვა ვნახე ინგლისურ ენაზე, რეალს ნიჩია უთამაშია თუმცა მაინც ინარჩუნებს ჯერ პირველ ადგილს, ბარსაც მანდვეა ტრამვირებული მესის გარეშეც ადვილათ გაუმარჯვიათ, ნაპოლი-კიევოს თამაშიც ვნახე, საკმაოთ კომფორტულათ მოიგო ნაპოლი კლასის ხარჯზე, 24 წუთზე გიაბიანიმ გახსნა ანგარიში, 39 წუთზე კი ჰამშიკმა მეორე გოლიც გაიტანა, მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ მაგრამ მეტი გოლები აღარ გასულ და 2-0 გაიმარჯვა ნაპოლიმ, კიევო მალე გამოვარდება ექვსეულიდან ალბათ ეგეთი სასტავით, ფიორენტინა-მილანის თამაშიც ვნახე, არ ყოფილა ცუდი შეხვედრა, თუმცა ბევრი აპასნი მომენტები არ შექმნილა, ფიორენტინას ცოტა უფრო მეტი მომენტები ქონდა, 23 წუთზე ილიჩიჩმა პენალტი გამაზა, მაგის გარდა კიდე ქონდათ კარგი პადხოდები, თუმცა მილასნაც შეეძლო ორჯერ გოლის გახსნა და ბაკამ გააფუჭა კარგი მომენტი, თამაში კი 0-0 დასრულდა და მეექვსე ადგილზე დარჩა მილანი აჩერედნოი ტურის შემდეგ, ცეესკა-ტოტენჰემის,სევილია-ლიონის და დორტმუნდი-რეალის შეხვედრებიც გადმოვწერე და ხვალიდან ჩავუჯდები კაკრაზ, სულ კი 6 შეხვედრის ყურებას ვაპირებ ვიკენდამდე ლიგაზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ იტალიის მიმოხილვა ვნახე, უვეს მოუგია აჩერედნოი თამაში და წელსაც უპრობლემოთ აიღებს ალბათ სკუდეტოს, დორტმუნდი-რეალის თამაშიც ვნახე ლიგაზე, საკმაოთ მაღალი დონის თამაში მიდიოდა, ანგარიში 17 წუთზე რონალდომ გახსნა, 43 წუთზე ობამიანგმა გაათანაბრა ანგარიში, ორივე გუნდი ჩავარდნებით თამაშობდა მომენტებში ზაშიტაში რითიც ატაკა სარგებლობდა და საკმარისი მომენტები შეიქმნა ორივე გუნდის კარებში, 68 წუთზე ვარანმა მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა დორტმუნდმა მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, შურლემ გაიტანა როგორც იქნა ვაჟნი გოლი 87 წუთზე და გადაარჩინა დორტმუნდი წაგებას, ცეესკა-ტოტენჰემის შეხვედრაც ვნახე, ცუდი თამაში არც ეგ ყოფილა, თამაში ტოტენჰემის მცირე უპირატესობით მიდიოდა თუმცა რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ შეუქმნია ტოტენჰემს, ერთადერთი გოლი მაგ თამასში 71 წუთზე კორეელმა სონმა გაიტანა და 1-0 გაიმარჯვეს შპორებმა, რაღაც მომენტები ცეესკასაც ქონდა მაგრამ ვერ შეძლეს გოლის გატანა და დამარცხდენ მოსკოვში ახალ სტადიონზე

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვა და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში სპორტ ჰოლდინგის კანალების ტრანსლიაციებს, ჯერ ინგლისის მიმოხილვა ვნახე, შეუცვლიათ ამ სეზონიდან მიმოხილვის გრაფიკა, სულ სხვანაირ ვიდშია ეხლა უფრო თანამედროვე ფორმატში, მანჩესტერმა ცოტა გამოასწორა თამაში ბოლო შეხვედრებში და უახლოვდება ისევ ოთხეულს, ლესტერს კი წელს მაგარი გაუჭირდება ვატყობ მიუხედავათ იმისა რომ ბიუჯეტი უფრო მეტი აქვს ვიდრე წინა სეზონში, სევილია-ლიონის სამშაბათის შეხვედრაც ვნახე, საკმაოთ უპორნი თამაში გამოვიდა და გაუჭირდა სევილიას ანგარიშის გახსნა, ბენ იედერმა გახსნა ანგარიში 53 წუთზე, 69 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც ლუსიანო ვიეტომ ააცილა და მარტო 1-0 გაიმარჯვეს ესპანელებმა, ლიონს ისე ბევრი მომენტები არც შეუქმნია და მაგიტომაც დამარცხდენ მაგ შეხვედრაში, სამშაბათის ტურის დარჩენილი თამაშების მიმოხილვაც ვნახე, ამ სეზონიდან უკვე პოლნოცენი 45-50 წუთიანი აბზორებია მატჩ ჰოლდინგზე ევროკუბკების და არა დიალოგები და რაზბორკები, უვეს მოშნათ უთამაშია ზაგრებში და 4-0 გაუნადგურებია ზაგრების დინამო, ატლეტიკო-ბავარიის ჯახიც ვნახე, თავიდან არ თამაშობდენ ცუდათ გერმანელები და საგოლე მომენტიც ქონდა მიულერს, მაგრამ მერე მაგარი მოუჭირეს ეპსანელებმა და გაუჭირდა ბავარიას დაცვაში, ანგარიში კარასკო-ფერეირამ გახსნა 35 წუთზე, ტორესსაც ქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი მაგრამ გამაზა, 84 წუთზე კი გრიზმანმა პენალტი ვერ შეაგდო ვიდალმა რომ აიკიდა შტრაფნოიში, თუმცა ბავარიამ ვერ მოახერხა მაინც გოლის შეგდება და 1-0 გაიმარჯვა ატლეტიკომ

Link to comment
Share on other sites

დღეს სამ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანიის მიმოხილვა ვნახე, შალკემ კატასტროფულათ დაიწტო ჩემპიონატი 5 პადრიათ წაგებით, კიოლნი საკმაოთ კარგათ უბერავს სტარტზე, ჩემპიონი კი ალბათ ისევ ბავარია გახდება წელსაც, მიუნხენგლადბახის და ბარსას თამაშიც ვნახე, არ ყოფილა ცუდი შეხვედრა თუმცა ბარსამ ვერ ითამაშა მთლათ დამაჯერებლათ და გაუჭირდათ მაგ შეხვედრის მოგება, ანგარიში ტორგან აზარმა გახსნა 34 წუთძე, 65 წუთზე არდა ტურანმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კიდე ერთხელ თოხლეს გერმანელებმა დაცვაში და 74 წუთზე პიკემ მეორე გოლიც შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა ბარსამ, ბეშიკტაშის და კიევის დინამოს შეხვედრაც ვნახე, საკმაოთ ნერვნი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდი შეცდომებით თამაშობდა დაცვაში და დახურული ტაქტიკა ამჯობინეს მაინც, 29 წუთზე კვარესმამ გახსნა ანგარიში, პირველ ტაიმში თურქები ფლობდენ უპირატესობას, მეორეში კი უკრაინელები გადავიდენ შეტევაზე და რამდენიმე მომენტი შექმნეს თუმცა შეეძლოთ გაეშვათ მეორე გოლიც ანგარიშის გათანაბრებამდე, 65 წუთზე ციგანკოვმა შეაგდო ატვეტნი გოლი და 1-1 დასრულდა ეგ შეხვედრა, ოთხშაბათის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, სელტიკი-სიტის შეხვედრა 3-3 დასრულებულა, ნაპოლისაც მოუგია მეორე თამაში და უნდა გავიდეს მაგ გრუპიდან უპრობლემოთ, ევროპალიგის მიმოხილვაც ვნახე, დობრათ გოლები გავიდა მეორე ტურში და ბევრი თამაში დიდი ანგარიშით დასრულდა, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ალბათ ამ 6 შეხვედრას გადმოვწერ თუ დაიდება მაქსიმალურ ხარისხში: ბავარია-კიოლნი, პსჟ-ბორდო,ზენიტი-სპარტაკი, როსტოვი-ცეესკა, ტოტენჰემი-სიტი და რომა-ინტერი, თუმცა ხუთშაბათს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ატბორი იწყება და შეიძლება 4 შეხვედრა გადმოვწერო მარტო მაგ სპისოკიდან, კიდე ფორმულა 1 და მსოფლიო თასის ფინალი მაქვს ჰოკეიში საყურებელი ევროპას და კანადელებს შორის სადაც მარტო ნჰლ იგროკები თამაშობენ

Link to comment
Share on other sites

დღეს მარტო საფრანგეთის მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, რაღაც წელს სტარტზე ისე დამაჯერებლათ არ გამოიყურება პსჟ და საშვალო დონის გუნდებთანაც კარგავს ქულებს, პირველზე კი სტარტზე ნიცა იმყოფება, მონაკოც მანდვეა 1 ქულის დისტანციაზე, დღეს ოთხ შეხვედრას გადმოვწერ კიდე და სამშაბათიდან ჩავუჯდები, ფორმულა 1 და ჰოკეი მქონდა საყურებელი ამ დღეებში

Link to comment
Share on other sites

რეალმა ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა, ასეთი შედეგ მგონი 10 წელზე მეტია არ ჰქონიათ, ალბათ ზიზუსაც გაუშვებენ თუ ესე გააგრძელა :D 

უი ეხლა სანაკრებოებიც უწევს, შანსები არ გვაქვს მგონი არც ამ შსარჩევებზე :( 

Link to comment
Share on other sites

ფეღბურთელები არ გვყავს ევროპული დონის და ვედუში გუნდებთან მაგარი ვიჩაგრებით, ეგ კი არა და შვალო დონის გუნდების დამარცხებაც კი გვიჭირს უკვე ბოლო რამდენიმე წელია

Link to comment
Share on other sites

დღეს რუსეთის მიმოხილვას ვუყურე მარტო 1080i-ში, ამკარმა კარგათ დაიწყო ჩემპიონარი და მესამე ადგილზეა, წელს რაღაც სპარტაკიც კარგათ უბერავს თუმცა მაგ ტურში დამარცხდა უფასთან თავის მოედანზე, რაღაც ამ ვიკენდის მიმოხილვები 1080i ფორმატში ჯერ არ დაუდიათ, ხანდახან იციან ხოლმე ეგრე გამოტოვება რჯფუტბოლზე და მარტო რიპები იდება, რუტრაკერზე კი რიპების მეტს არაფერს დებენ მგონი

Link to comment
Share on other sites

ხო მაგრამ ალბანეთს მაგალითდ რით ყავდა ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა რომ გავიდა ევროპაზე, მონდომებააა მთავარი და ყველაფერი შეილება, თან არც ისეთი რთული ჯგუფი გვყავს მე-2 ზე რომ მაინც ვერ გავიდეთ 

Link to comment
Share on other sites

ალბანეთის ნაკრების ტრანსფერნი ღირებულება 48 მილიონ ევროს შეადგენს ჩვენი გუნდის კი 25, ეგეც თუ ყველა კარგ ფორმაშია რაც საკმაოთ იშვიათათ ხდება, როცა მაგ 48 მილიონ ევროს დონეზე უბერავენ საკმაოთ კარგ რეზულტატებს დებენ ევრო ატბორის დონეზე, ჩვენ კი დაჟე იდეალური თამაშის დროს გვიჭირს იგივე ირლანდიის თბილისში დამარცხება, თუმცა იმათაც არ ყავთ ძალზე მოშნი შემადგენლობა ამ ეტაპზე მაგრამ ეგენი მართლა ძალზე მონდომებულათ თამაშობენ გრუბი შეცდომების გარეშე, რაც არ უნდა იყოს ირლანდიის ტრანსფერნი ღირებულება 95 მილიონ ევროს შეაგდენს და მაგ გუნთან წაგება არ უნდა გაგვიკვირდეს ხოლმე, თავის დროზე ალბათ ჩვენც ასე 40-45 მილიონიანი შემადგენლობა გვყავდა ეხლანდელი ფასებით თუ ვიმსჯელებთ 2000-ის დასაწყისში თუმცა ვერც იმ სასტავით გავედით სადმე, მაქსიმუმ მესამე ადგილებზე გავდიოდით ხოლმე გრუპაში ყოველთვის, თან მეორე ადგილამდე საკმაოთ დიდი ატრივი იყო ხოლმე როგორც წესი, ანუ შანსის გარეშე ვრჩებოდით ყოველთვის, თუმცა იყო პერიოდები სამი თამაშიც რომ მოგვიგია პადრიათ ევრო-მსოფლიოს ატბორში, მაგრამ ეხლანდელი სასტავი ეგ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ესპანეთის მიმოხილვა ვნახე სეტანტა სპორტ HD საშინელი რუსული კომენტატორით რომლის ხმას ინტერშუმი ფარავდა და ნახევარი სიტყვები არ მესმოდა ხოლმე რეებს ბუტბუტებდა, თვითონ ვიდეო ტრანსფერი კარგი ქონდა ისე, რეალი და ბარსა სტარტზე ბუქსაობენ თუმცა მაინც ოთხეულში შედიან, მაგრამ სხვაობა ჯერ არაა ქულებში სხვა გუნდებთან და მაგ ყველაფრით ატლეტიკომ ისარგებლა და პირველ ადგილზე გაიჭრა ამ ტურის შემდეგ, რეალმა მეოთხე ფრე ითამაშა პადრიათ და რონალდოს სულ ერთი გოლი აქვს შეგდებული სტარტზე, მესი კი ტრამვირებულია თუმცა 4 გოლის გატანა მოასწრო მაინც მანამდე, სუარესიც არ ბრწყიანვს დიდათ ჯერ, სელტასთან 4-3 წააგეს ვიგოში, ტოტენჰემი-სიტის ჯახიც ვნახე, საკმაოთ კარგათ ითამაშეს შპორებმა და სრულიათ დამსახურებულათ გაიმარჯვეს კომფორტული ანგარიშით, 9 წუთზე კოლაროვმა თავის კარებში შეაგდო, 37 წუთზე კი ალიმ კარგი კომბინაციის შემდეგ მეორე გოლიც გაიტანა კორეელი სონის პასის შემდეგ, 65 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ლამელამ გამაზა და 2-0 გაიმარჯვა ტოტენჰენმა, სიტისაც ქონდა რამდენიმე მომენტი თუმცა ვერ მოახერხეს ვერცერთი გოლის შეგდება და მარტო 1 ქულით ჩამორჩება ამ ტურის შემდეგ ტოტენჰემი სიტის, არსენალი და ლივერპულიც მანდვეა ახლოს, ზენიტი-სპარტაკის თამაშიც ვნახე, საკმაოთ ნერვნი თამაში გამოვიდა დობრათ პრომახებით დაცვაში, თუმცა ატაკაში ორივე გუნდი კარგათ უბერავდა პირველ ტაიმში, ანგარიში კრიშიტომ გახსნა 20 წუთზე დანინუშნული პენალტის შემდეგ, 28 წუთზე ბოკეტიმ გაათანაბრა ანგარიში დამატების შემდეგ, მანდ მეკარებ თოხლა და ცუდათ მოიგერია ბურთი კვინსი პრომესის შტრაფნოი უდარის შემდეგ, 33 წუთზე დძიუბამ ისევ დააწინაურა ზენიტი, თუმცა ისევ თოხლეს დაცვაში და ბრაზილიელმა ზე ლუიშმა 37 წუთზე გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში ზენიტმა დაალაგა დაცვაში თამაში სპარტაკი კი ისევ პრავალებით თამაშობდა რის გამოც დაისაჯა კიდე ორი გაშვებული გოლით, 61 წუთზე ვიტცელმა მესამე გოლი შეაგდო კარგი პასის შემდეგ, 87 წუთზე კი ისევ პენალტი დანიშნა სუდიამ და ჟულიანომ მეოთხე გოლიც გაიტანა და 4-2 გაიმარჯვა ზენიტმა და დაეწია სპარტაკს ამ ტურის შემდეგ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ საფრანგეთის მიმოხილვა ვნახე სეტანტას ტრანსლიაცია, პსჟ მოუგია აჩერედნოი თამაში, თუმცა არც ისე კარგი სტარტი ქონდათ და ჯერ მესამე ადგილზე მიდიან მარტო, რომა-ინტერის შეხვედრაც ვნახე, საკმაოთ საინტერესო თამაში იყო დობრათ მომენტებით, ანგარიში ჯეკომ გახსან უკვე 5 წუთზე, მაგის შემდეგ რომამ ბევრი მომენტები მაზა, თუმცა ინტერიც კარგათ თამაშობდა ატაკაში და შექმნეს რამდენიმე მომენტი, 72 წუთზე ბანეგამ გაათანაბრა ანგარიში კარგი კომბინაციის შემდეგ, 76 წუთზე კი იკარდიმ თავის კარებში შეაგდო და 2-1 გაიმარჯვა რომამ, სრაზუ რამდენიმე გუნდია მაგ ტურის შემდეგ მესამე ადგილზე, მილანი 3-1 ასხამდა თავის მოედანზე სასულოსთან და 4-3 გაუმარჯვიათ, 4 თამაში არ წაუგიათ უკვე თუმცა მაგარი პრავალებით უბერავენ დაცვაში, ჩინელი ინვესტორები ვითღომ დაიწყებენო შემდეგი ზაფხულიდან ძვირიანი იგროკების შესყიდვას და ვნახოთ რამდენზე გაეზრდებათ ბიუჯეტი, ინტერშიც დიდ ინვესტიციებს ელოდებიან ზაფხულისთვის, როსტოვი-ცეესკას შეხვედრაც ვნახე, საკმაოთ დაძაბული თამაში გამოვიდა, ბევრიდევის ტაქტიკამ კონტრ ატაკებზე ისევ გაამართლა მაგ შეხვედრაშიც, ანგარიში 66 წუთზე გაცკანმა გახსნა კარგი კონტრ ატაკის შემდეგ, ბოლო წუთზეც კონტრ ატაკის შემდეგ შეაგდო მეორე გოლი ნობოამ და 2-0 გაიმარჯვა როსტოვმა, პირველ ადგილზე კი სპარტაკი და ზენიტი მიდიან ამ ტურის შემდეგ, დღეს შესარჩევი მატჩები იწყება მსოფლიოზე და ყოველდღე ახალ-ახალი თამაშები ჩატარდება ისეა განრიგი შედგენილი, ჩვენებიც თამაშობენ დღეს და ალბათ გადმოვწერ 1080i-ში, ესპანეთი-იტალიაც თამაშობს კიდე

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ რუსეთის მიმოხილვა ვნახე, რაღაც მთლათ გაუჭირდა ლოკომოტივს სიომინის მოსვლის შემდეგ, სასტავიც არ გაუძლიერებიათ და შეიძლება მაგ გუნდმაც დინამოს ბედი გაიზიაროს და გამოვარდეს, ამკარი კი კარგათ უბერავს სასტავიდან გამომიდნარე სეზონის სტარტზე, პირველ სამეულში მაგარი ბრძოლა მიდის, ზენიტი დაეწია უკვე სპარტაკს, იტალია-ესპანეთის ჯახიც ვნახე მსოფლიოს ატბორზე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, პირველ ტაიმში საკმაოთ უმწეოთ გამოიყირებოდნენ იტალიელები და ესპანელები ფლობდენ დიდი უპირატესობას, 55 წუთზე გახსნა ანგარიში ვიტოლომ ბუფონის პრომახის შემდეგ, თამაშის ბოლო წუთებზე გააქტიურდენ იტალიელები და 82 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც დეროსიმ გაიტანა, დაჟე მეორე გოლის შეგდებაც შეეძლოთ იტალიელებს, თუმცა ესპანეთს მეორე გოლიც უნდა შეეგდო პირველ ტაიმში და მაშინ შეეძლოთ მაგ თამაშის მოგებაც, ისე კი იტალიას არცერთი წაგება არ ქონია მსოფლიოს ატბორზე აქამდე თავის მოედანზე და არც მაგ შეხვედრაში არ წაუგიათ, ირლანდია-საქართველოს თამაშიც ვნახე, ჩვენებმა საკმაოთ კარგათ ითამაშეს პირველ ტაიმში, თუმცა ვერ გამოიყენეს რამდენიმე კარგი მომენტი და მეორე ტაიმში გაუშვეს კიდეც, ერთადერთი გოლი მაგ შეხვედრაში კოლმანმა გაიტანა 56 წუთზე, დობრათ რიკოშეტები იყო და ფაქტიურათ შეიტანა სიმუსმა ბურთი კარებში, მოლდოვეთს თუ გადაასწრებენ მემგონი მაგ გრუპაში ჩვენები მარტო

Link to comment
Share on other sites

ისე ირლანდიასთან ცუდად არ გვითამაშია, პასების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვქონდა და სიზუსტეც, თუმცა სულ ესეთ დასანან შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე ასეთ მატჩებში

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ მიმოხილვას და ორ შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში მატჩ ჰოლდინგის ტრანსლიაციებს, ჯერ ავსტრია-უელსის შეხვედრა ვნახე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა დობრათ აპასნი მომენტებით, თუმცა საკმაოთ გრუბ პრომახებს უშვებდა დაცვაში ორივე მხარე, ანგარიში 22 წუთზე ალენმა გახსნა შიკარნი უდარის შემდეგ, 28 წუთზე არნაუტოვიჩმა გაათანაბრა ანგარიში საკმაოთ მალე, უკვე ბოლო წუთი რომ მიდიოდა ვიმერმა თავის კარებში შეაგდო რიკოშეტის შემდეგ, 48 წუთზე არნაუტოვიჩმა დუბლი შეასრულა, მაგ მომენტში ისევ შეცდა გრუბათ უელსი დაცვაში, მეტი გოლები აღარ გასულა და 2-2 დასრულდა ეგ შეხვედრა, ხუთშაბათის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, თურქებს 2-2 უთამაშიათ უკრაინასთან, ბელგია-ბოსნიის თამაშიც ვნახე, რაღაც პირველი ტაიმი მარტო 30 წუთი იყო ჩაწერილი, თუმცა ბევრი არაფერი გამომიტოვებია მაინც, გაანადგურა ბელგიამ ბოსნიის ნაკრები, რომელიც მაგ შეხვედრაში საშინელ შეცდომებს უშვებდა დაცვაში, 26 წუთზე სპაჰიჩმა ავტოგოლი შეაგდო, 29 წუთზე ჰაზარმა მეორე გოლიც გაიტანა, 60 წუთზე ალდერვერელდმა პიატკით შეაგდო ეფექტური გოლი კუთხურის შემდეგ, მერე ცოტა გადავახვიე და 79 წუთზე ლუკაკოს გატანილი გოლიც ვნახე და 4-0 გაიმარჯვა მაგ შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა, თუმცა დობრათ ხალხი აკლდათ, პარასკევის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, ფრანგებს 4-1 გაუმარჯვიათ ბულგარიასთან, შვეიცარიას კი 3-2 მოუგია ბოლო წუთებზე უნგრეთში, ჰოლანდიამაც საკმაოთ ადვილათ დაამარცხა ბელარუსია 4-1, დღეს ალბათ მარტო გერმანია-ჩეხიის შეხვედრას გადმოვწერ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთი მიმოხილვას და შეხვედრას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ გერმანია-ჩეხიის თამაში ვნახე, მთლათ ჩაისვარა ჩეხიის ნაკრებმა, ძალზე სკრომნი შემადგენლობა დარჩათ და მაგ სასტავით მემგონი მეორე ადგილზეც ვერ გავლენ მაგ გრუპაში, გერმანიას არ გაჭირვებია დიდი ანგარიშით მასეთი ჩეხიის ნაკრების დამარცხება, ანგარიში 13 წუთზე მიულერმა გახსნა რომელმაც საკმაოთ სკრომნათ დაიწტო სეზონი ბავარიაში ერთი შეგდებული ბურთით, 49 წუთზე ტონი კროსმა მეორე გოლიც შეაგდო, 65 წუთზე კი მიულერმა დუბლი შეასრულა, ჩეხებს თითქმის არაფერი შეუქმნიათ ატაკაში და 3-0 გაიმარჯვეს გერმანელებმა, შაბათის შეხვედრების მიმოხილვაც ვნახე, რაღაც სომხეთის ნაკრები ჩვენზე უარესს კრიზისშია, 5-0 წაუგიათ ერევანში რუმინელებთან და საშინლათ თამაშობდენ დაცვაში, ერთი პერიოდი საკმაოთ კარგათ უბერავდა ეგ გუნდი რამდენიმე წლის უკან, მონტენეგრომ და ინგლისმაც მოიგო დამაჯერებლათ, ეხლა უელსის და ჩვენების თამაშს ვიწერ და ხვალე ჩავუჯდები კაკრაზ

Link to comment
Share on other sites

დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოსაგები მატჩი იყო და როგორც ხდება ხოლმე შემსრულებლობა დაგვაკლდა, ასე თუ გავაგრძელეთ პროგრესი შემდეგ ევროპაზე იქნებ მოვხდეთ :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, FC BARCELONA said:

დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ, მოსაგები მატჩი იყო და როგორც ხდება ხოლმე შემსრულებლობა დაგვაკლდა, ასე თუ გავაგრძელეთ პროგრესი შემდეგ ევროპაზე იქნებ მოვხდეთ :D 

ნამდვილად გეთანხმები პროგრესი მართლაც დიდია მაგრმ ალბათ მაინც გაგვიჭირდება ამ მსოფლიოზე გასვლა შემდეგ ევროპაზე კი ნამდვილა უნდა მოვხვდეთ წესით თუ კიდე რ მოიფიქრეს რამე სისულელე და არ გუშვეს მწვრთნელი 

Link to comment
Share on other sites

ეჰ მართლაც , რომ მოსაგები მატჩი იყო დღეს , ნამდვილად გეთანხმებით , მეორე ტაიმში ასე მეგონა სულ სხვა გუნდს ვხედავდი , პროგრესი ნამდვილად იგრძნობა და დიდი იმედი მაქვს სულ უფრო და უფრო მეტი პროგრესი ექენბა ჩვენი ქვეყნის გუნდს :okro:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.