Jump to content

ყველაფერი ფეხბურთზე...


Recommended Posts

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, აფრიკის თასის ნახევარფინალები ვნახე, კოტდივორი-DR კონგოს თამაში ჩატარდა პირველი, საკმაოთ ადვილათ შეძლო კონგოს დამარცხება კოტდივორმა, ფაქტიურათ კლასიც ეყოთ მაგ თამაშის მოსაგებათ, ანგარიში ია ია ტურემ გახსნა 21 წუთზე კარგი უდარის შემდეგ, მაგრამ 24 წუთზე ხელით ითამაშა კოტდივორის ზაშიტნიკმა და სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც მბოკანიმ გაიტანა, 41 წუთზე ჟერვინიომ მეორე გოლიც შეაგდო, საშინლათ შეცდენ ისე კონგოს ზაშიტნიკები მაგ მომენტში, 68 წუთზე კი კანონმა მესამე გოლიც დაამატა თავით და 3-1 მოიგო ეგ თამაში კოტდივორმა, პრობლემები მაინც აქვთ დაცვაში რაც შეიძლება ფინალში განამ კარგათ გამოიყენოს, განა-ეკვატორიული გვინეას თამაშიც ვნახე, მანდ კიდე უფრო დიდი სხვაობა იყო კლასში, თუმცა პირველი გოლი მარტო 42 წუთზე შეაგდო ჯორდან აიუმ, აბედე პელეს ერთერთმა შვილმა, 45 წუთზე კი ვაკასომ მეორე გოლიც გაიტანა რომელმაც ფაქტიურათ დაამთავრა თამაში, 75 წუთზე ანდრე აიუმ მესამე გოლიც შეაგდო, განას კიდე შეეძლო გატანა მაგრამ აღარ მოუკლიათ თავი, თან მესნი პუბლიკა გამწარდა ეგრე პაზორნათ რომ ასხამდენ და განას ბალელშიკებს ბოთლები დააყარა რამაც სადღაც 40 წუთი შეაჩერა თამაში 84 წუთზე, მერე კი სუდიამ 4 წუთი კიდე ათამაშა გუნდები და მაგით დამთავრდა ყველაფერი, განა-კოტივორის ფინალი საინტერესო უნდა გამოვიდეს წესით და გადმოვწერ, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, სამივე ლიდერმა მოიგო, მეოთხე ადგილზე კი ისევ სევილია გავიდა, ვალენსია რაღაც ნამეტარი არასტაბილურია და სევილიას უფრო კარგი შანსები აქვს მეოთხე ადგილზე გასვლის წელს მემგონი, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ 3 თამაშს გადმოვწერ კიდე აფრიკის თასის ფინალის გარდა: ტოტენჰემი-არსენალი, ატლეტიკო-რეალი,ლიონი-პსჟ, შალკე ბორუსია მიუნხედგლადბახი თამაშობდა კიდე დღეს და უვე-მილანია მაგრამ მაგ თამაშებს აღარ გადმოვწერ, სამშაბათს თან უკვე ევროკუპკებიც იწყება, ვოლსფურგი-ბავარია და რეალი-სევილია მაქვს კიდე შემორჩენილი და მაგ ორ თამაშს ხვალე ვნახავ კაკრაზ შხვადღისკენ

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ წინა პარასკევის თამაში ვნახე ვალსფურგსა და ბავარიას შორის, გადათელა ვოლსფბურგმა ბავარიის ზაშიტა მაგ შეხვედრაში, ალბათ ყველაზე სუსტი თამაში აჩვენეს ამ სეზონში და დამარცხდენ კიდეც კრუპნი ანგარიშით, დოსტმა უკვე მეოთხე წუთზე გაიტანა, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი უკვე დუბლი შეასრულა ჰოლანდიელმა ფორვარდმა, 53 წუთზე დე ბრუინემ მესამე გოლიც შეაგდო აჩერედნოი პრავალის შემდეგ აბარონაში, 55 წუთზე ვითომ ერთი გოლი გაქვითა ბავარიამ, მანდაც შეცდა ნალდო ბურთის გამოტანის დროს შტრაფნოიდან, 73 წუთზე კი დებრუინემ დუბლი შეასრულა და 4-1 დამარცხდა მწარეთ ბავარია, ეგაა რომ მაინც 8 ქულიანი სხვაობა დარჩა მაგ ორ გუნდს შორის, ანუ ეგეთი წაგებები დიდათ არაფერს დააკლებს ბავარიას და მაინც გაიამარჯვებენ წელს პრობლემების გარეშე, რეალი-სევილისას მიდვიკის გადატანილი თამაშიც ვნახე, ბოლოს გაუჭირდა რეალს ანგარიშის შენარჩუნება, 12 წუთზე ხამეს როდრიგესმა გახსნა ანგარიში, 36 წუთზე კი ხესემ მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა მეორე ტაიმში დათმო უპირატესობა რეალმა და ქონდა საგოლე მომენტები სევილიას, 80 წუთზე იაგო ასპასმა გაქვითა ერთი გოლი მაგრამ ვეღარ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, მაგ მოგების შემდეგ რეალი 4 ქულით უგებს ბარსას უკვე, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, პსჟ ამოქაჩა და უკვე 2 ქულით აგებს მარტო ლიონთან, მარსელიც მანდვეა სხვა გუნდები კი უკვე ჩამორჩნენ, ტოტენჰემი-არსენალი და ატლეტიკო-რეალის შეხვედრებიც გადმოვწერე და ხვალ-ზეგ ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ მადრიდული დერბი ვნახე, მართლა უშანსოთ დამარცხდა რეალი, აკლდათ რამდენიმე იგროკი ტრამვების და დისკვალიფიკაციის გამო მაგრამ ისედაც დაღლილები იყვნენ სევილიას შეხვედრის შემდეგ მიდვიკზე, ის თამაშიც არ მოუგიათ ადვილათ ისე, თუმცა არ მეგონა ეგრე სასტიკათ თუ დამარცხდებოდნენ, ანგარიში უკვე ტიაგომ გახსნა 14 წუთზე, 18 წუთზე საულმა მეორე გოლიც შეაგდო, მაგარი კი აჯახა ისე, მაგის შემდეგ ცოტა დაწყნარდა ატლეტიკო, თუმცა რეალს ბევრი საგოლე მომენტები არც შეუქმნია სანამ მესამე გოლსაც გაუშვებდენ, 67 წუთზე გრისმანმა მესამე გოლიც გაიტანა, მერე გადავახვიე და 89 წუთზე მანჯუკიჩის გოლიც ვნახე, თუმცა მაინც 4 ქულით წინაა რეალი ატლეტიკოზე, მაგრამ დაიძაბა ისევ სიტუაცია სამეულში, ბარსასაც მოუგია და 1 ქულით ჩამორჩება ისევ რეალს, ტოტენჰემი-არსენალის თამაშიც ვნახე, ხოშიანი დაძაბული მძიმე თამაში გამოვიდა, ანგარიში ოზილმა გახსნა 11 წუთზე, მაგის შემდეგ როვნი თამაში მიდიოდა სანამ კეინმა არ გაათანაბრა ანგარიში 56 წუთზე, მერე კი უკვე ტოტენჰემი ფლობდა ინიციატივას და რამდენიმე კარგი მომენტი კიდე შემქნეს, კეინმა 86 წუთზე დუბლი შეასრულა და გაიმარჯვა უპორნი ბრძოლაში ტოტენჰენმა და გაუსწრო კიდეც არსენალს, ორივე გუნდი საკმაოთ ახლოსაა 3-4 ადგილთან, ვნახოთ აბა საუტჰემტონი სადამდე შეძლებს პირველ ოთხეულში ყოფნას, გერმანიის მიდვიკის მიმოხილვაც ვნახე, ბავარიას და ვოლფსბურგს ამჯერათ ორივეს ნიჩია უთამაშია და ისევ 8 ქულია სხვაობა შენარჩუნდა, დორტმუნდი კი ბოლო ადგილზეა და ისევ წაუგია აუგსბურგთან სახლში, ლიონი-პსჟ თამაშიც გადმოვწერე და ხვალე ჩავუჯდები, ალბათ განა-კოტდივორის აფრიკის თასის ფინალიც დაიდება, რატომღაც მგონია რომ შეიძლება დაჟე პენლებამდე მივიდეს საქმე იმდენათ როვნი დონის გუნდებია

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ აფრიკის თასის ფინალი ვნახე განას და კოტდიოვრის ჯახი, მურტალი ჩაკეტილი თამაში გამოვიდა მინიმალური შეცდომებით დაცვაში და 1-2 აპასნი მომენტით მთელი თამაშის და დამატებითი დროის მანზილზე, ჯამში მგონი 1 საგოლე მომენტი შექმნა რეალური განამ და პოლუმომენტი კოტდივორმა, მთელი ძალები აბარონას დაუთმეს როგორც ჩანს, დრამატიკული პენლები გამოვიდა ისე, პირველი ორი დარტყმული ააცილა კოტდივორმა, ბონიმაც ვერ შეაგდო, თან განამ პირველი ორი გაიტანა, მაგის შემდეგ ფაქტიურათ აღარ ქონდათ აცილების უფლება და აღარც აუცილებიათ მეტი ლოლ, განამ კი 3-4 დარყმული ვერ გაიტანა, ბარიმ იხსნა და მეორე ააცილეს კარებს, ბოლოს უკვე მეკარეების დარტყმის ჯერი რომ დადგა (სხვათაშორის ბარი უფრო ახლოს იყო კიდე ერთ სეივთან ვიდრე განის მეკარე) ბარიმ კიდე ერთი პენალტი მოიგერია და ბოლოს თვითონაც შეაგდო, ფაქტიურათ მეკარემ გაამარჯვებინათ რა თორე 2 ხაიის შემდეგ თავიდან ლამის ტიროდნენ როჟები, ზატო განა იყო შოკში პენლების შემდეგ, ანდრე აიუ მცხარე ცრემლებით ტიროდა რომ დამარცხდენ, კოტივორი კი გახარებული იყო, ბევრი იგროკი ამთავრებდა უკვე კარიერას სბორნიში და ძლივს მოიგეს ეგ ტიტული მესამე ფინალის შემდეგ, 2006 და 2012 დამარცხდენ მგონი ეგვიპტესტათ და ზამბიასთან, ეხლაც ყოფილმა ზამბიის ტრენერმა მოაგებიათ მაშინ ვისთანაც დამარცხდენ, ლიონი-პსჟ თამაშიც ვნახე, ეგეც საკმაოთ დაძაბული და მძიმე თამაში გამოვიდა, ლიონს ლაკაზეტი აკლდა ტრამვის გამო და ისე კარგათ ვერ გამოიყურებოდნენ ატაკაში, თუმცა გურკუფი თამაშობდა, 31 წუთზე ნიიემ გახსნა ანგარიში,პსჟ ქონდა რამდენიმე მომენტი მაგრამ კავანიმ ისევ გამაზა საგოლე შანსები, ამ სეზონში ცუდათ თამაშობს ატაკაში ნამეტარი და ცოტა ბურთები გაიტანა, 69 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ, იბრამ პირველი პაპიტკიდან ვერ გაიტანა მაგრამ ლიონის იგროკი ადრე შევარდა შტრაფნოიში და სუდიამ ხელმეორეთ დაარტყმევინა და მეორე პაპიტკიდან შეაგდო იბრაგიმოვიჩმა და 1-1 დამთავრდა ეგ შეხვედრა, ანუ ისევ 2 ქულით ჩამორჩებიან ლიონს მარსელი და პსჟ და მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა ტიტულზე წელს, გერმანიის მიმოხილვაც ვნახე, დორტმუნდმა როგორც იქნა კარგი თამაში აჩვენა ატაკაში და 3-0 დაამარცხა ვიეზდზე ფრაიბურგი, თუმცა ჯერ კიდევ გავარდნის ზონაში არიან, ალბათ ამოქაჩავენ მეორე ტურში თუმცა ევროკუპკები უკვე უნდა დაიწვიწყონ შემდეგ სეზონში, ხვალე თამაშობენ მგონი კაკრაზ და გადმოვწერ პირველ ორ ლიგის შეხვედრას 1/8-ში, მიმოხილვებიც დაიდება დღეს საღამოს

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ლივერპული-ტოტენჰემის თამაში ვნახე, ამოქაჩა ისე ლივერპულმა ნელნელა, ერთი პერიოდი ძალიან უჭირდათ ატაკაში, ეხლა კი ისევ ათამაშდენ, თუმცა ეგ თამაში გაჭირვებით მოიგეს, ანგარიში 15 წუთზე გახსნა მარკოვიჩმა, 26 წუთზე კეინმა გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში 53 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ჯერარდმა გაიტანა, მაგრამ 61 წუთზე დემბელევ ისევ გაათანაბრა ანგარიში, მაგის შემდეგ როვნი თამაში მიდიოდა, 83 წუთზე ზამენაზე გამოსულმა ბალოტელიმ შეაგდო კარგი პასის შემდეგ და 3-2 მოიგო ეგ მძიმე თამაში ლივერპულმა და მაქსიმალურათ მიუახლოვდენ უკვე მეოთხე ადგილს, წინა კვირის ბარსა-ვილარეალის თამაშიც ვნახე, რატომღაც მეგონა რომ ამ მიდვიკზე უკვე ლიგა იწყებოდა თუმცა შემდეგ სამშაბათს იწყება მარტო ევროკუპკები, ასე რომ ისევ ძველი თამაშები გადმოვწერე, საკმაოთ საინტერესო თამაში გამოვიდა ისე, ვიცოდი უკვე რეზულტატი მაგრამ მაინც კარგი საყურებელი იყო, ანგარიში ჩერიშევმა გახსნა 30 წუთზე, უკვე ბოლო წუთი რომ მიდიოდა პირველ ტაიმში ნეიმარმა გაათანაბრა ანგარიში, 51 წუთზე ვიეტომ ისევ წინ გაიყვანა ვილარეალი, თუმცა უკვე 53 წუთზე რაფინიამ გაათანაბრა ანგარიში, 55 წუთზე კი მესიმ შეაგდო პაბედნი გოლი და 3-2 მოიგო ეგ შეხვედრა ბარსამ, მაინც უჭირთ აბარონაში, მაგ თამასშიც ქონდათ პრავალები, პიკემ ისევ თოხლა,ხვალე ისევ თამაშობენ ესპანეთის თასის ნახევარფინალში ვილარეალი და ბარსა და გადმოვწერ მაგ შეხვედრასაც, ბავარია-შალკეც გადმოვწერე და ხვალე ვნახავ მაგასაც, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანს ისევ გაუსხია უვესთან უშანსოთ 3-1, საზიზღრათ თამაშობენ ატაკაშიც და დაცვაშიც, დროა მემგონი ინზაგის დაახვევინონ, ეგეთ დონეზე მემგონი ბევრი ტრენერი ათამაშებს მილანს მაგ შემადგენლობით, ინტერიც ძალიან ცუდ დღეშია ბოლო წლებია, ნაპოლიმ ამოქაჩა ისე ბოლო თამაშებში და წამოეწია რომას, სხვა გუნდები კი ყველა არასტაბილურათ თამაშობს, რომაც ბუქსაობდა ბოლო ტურებში და უკვე 7 ქულით აგებს უვესთან

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე 2 შეხვედრას და 1 მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ისე ვინც ვერ ერკვევა კარგათ GPU აქსელერაციით 50ფპს-ში უბერავს მაგ ფორმატში, GPU აქსელერაციის გარეშე კი მარტო 25ფპს-ში, ანუ საკმაო სხვაობაა ჩვენებაში, იგივე სიტუაცია 30ფპს-ის შემთხვევაშიც, ბარსა-ვილარეალის შეხვედრა ვნახე ჯერ, ამჯერათ უფრო დამაჯერებლათ გაიმარჯვა ბარსამ, 41 წუთზე გახსნა ანგარიში მესიმ, თუმცა უკვე 48 წუთზე ტრიგეიროსმა გაათანაბრა ანგარიში, 49 წუთზე ინიესტამ ისევ დააწინაურა ბარსა, სხვათაშორის მაგ იგროკს წელს არცერთი გოლი არ გაუტანია ჩემპიონატში, მერე პენალტი დანიშნა სუდიამ რომელიც ნეიმარმა ვერ შეაგდო, მაგრამ მესამე გოლი მაინც გაიტანეს, 64 წუთზე პიკემ შეაგდო და 3-1 მოიგო ეგ შეხვედრა ბარსამ, ატვეტნი თამაში მგონი მარტში ჩატარდება, მეორე ნახევარფინალი კი 1-1 დამთავრდა ატლეტიკის და ესპანიოლის თამაში, წინა მიდვიკის ბავარია-შალკეს თამაშიც ვნახე, საკმაოთ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, უკვე 17 წუთზე ბოატენგი გააძევა სუდიამ და პენალტი დანიშნა ბავარიის კარებში რომელიც ჩუპომოტინგმა ვერ გაიტანა, მაგის შემდეგ როვნი თამაში მიდიოდა, 67 წუთზე რობენმა გახსნა ანგარიში, 72 წუთზე კი ჰოვედესმა ატვეტნი გოლი შეაგდო თავით და 1-1 დამთავრდა ეგ შეხვედრა, შალკე კარგათ გამოიყურება ბოლო იგრებში ისე, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, რეალის მარცხის შემდეგ გამწვავდა ისევ სიტუაცია ჩემპიონობაზე, ატლეიკო მარტო 4 ქულით ჩამორჩება უკვე რეალს რაც არც ისეთი დიდი სხვაობაა და შეიძლება მაგის გაქვითვა, ბარსაც არ თამაშობს ცუდათ ბოლო ტურებში

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ერთ შეხვედრას და სამ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ წინა ვიკენდის შალკე-მიუნხენგლადბახის თამაშივ ვნახე, საკმაოთ მძიმე და უინტერესო შეხვედრა გამოვიდა მინიმალური აპასნი მომენტებით და ჩაკეტილი თამაშით, ერთადერთი გოლი ტრანკილიო ბარნეტამ შეაგდო 10 წუთზე, მაგის გარდა თითქმის არ შეუქმნია არცერთ გუნდს რეალური საგოლე მომენტები და 1-0 გაიმარჯვა შალკემ მძიმე ბრძოლაში და უკვე მესამე ადგილზე გავიდნენ, ინგლისის მიმოხილვაც ვნახე, მაგარი ბრძოლა მიდის წესლ 3-6 ადგილების განაწილებაზე, ალბათ 5 გუნდი იბრძოლებს მარტო მაგ პოზიციებზე, პრემიერლიგაში დარჩენაზეც მაგარი ბრძოლა მიდის წელს და იავნი აუტსაიდერი არაა ფაქტიურათ, ოდნავ შეიძლება ლესტერს უფრო უჭირს სხვა გუნდებზე, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, სამწუხაროთ საფრანგეთის და ჰოლანდიის აბზორები მარტო აპსკეილშია სპორტ 1 HD-ზე თუმცა ვისაც აინტერესებს შეიძლება ყურება ეგეთ ვიდშიც, გამოეწონა სამეული უკვე და მონაკო ვეღარ დაეწევა ალბათ მაგ მარსელს,ლიონს და პსჟ, თუმცა ევროპალიგისთვის იბრძოლებენ, ჰოლანდიის მიმოხილვაც ვნახე, აიაქსმაც მაგარი ჩაისვარა ბოლო ტურებში და ფაქტიურათ გაიფორმა უკვე ჩემპიონობა პსვ, აიაქსი კი მეორე ადგილისთვის იბრძოლებს მარტო უკვე, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და თითქმის არაფერი არაა საინტერესო, ალბათ ამ ორ შეხვედრას გადმოვწერ მარტო ხვალისთვის: ალკმაარი-პსვ, ლევერკუზენი-ვოლფსბურგდი

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ შეხვედრას და მიმოხილვას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ გუშინდელი ალკმაარის და პსვ შეხვედრა ვნახე, მგონი სპორტ1 HD რაღაცა გაუფუჭდათ და რივკები აქვს მომენტებში მარტო მაგ კანალის ტრანსლიეციებზე ბოლო დღეებია, 50ფპს კი არის მაგრამ მომენტებში რივკებით უბერავს, არ ყოფილა ცუდი თამაში თუმცა ორივე მხარემ ბევრი შეცდომები დაუშვა აბარონაში რითიც სარგებლობდა ატაკა, ანგარიში მესამე წუთზე ლუკ დეიონგმა გახსნა, 8 წუთზე კი უკვე დუბლი შეასრულა, მერე ცოტა დაწყნარდა თამაში რითიც ისარგებლა აზ და გაათანაბრა ანგარიში პსვ შეცდომების შემდეგ დაცვაში, 40 წუთზე ჯერ ერთი გოლი გაქვითა ჰენრიკსენმა, 49 წუთზე კი მუჰრენმა გაათანაბრა ანგარიში, თუმცა მერე ისევ თოხლეს დაცვაში რითიც ეგრევე ისარგებლა პსვ,58 წუთზე ვინიალდუნმა ისევ დააწინაურა პსვ, 60 წუთზე კი დეიონგმა ჰეტრიკი შეასრულა, პოკერის შესრულებაც შეეძლო მაგრამ ვერ გამოიყენა კიდე რამდენიმე მომენტი, პსვ 4-2 მოიგო ეგ შეხვედრა და 15 ქულით უგებს უკვე აიაქს, ეგრე თუ გაგრძლედება მალე გაინაღდებენ ალბათ უკვე ჩემპიონობას, ინგლისის მიდვიკის მიმოხილვაც ვნახე, ისევ მესამეზე გავიდა მანჩესტერი, ფაქტიურათ ყოველ ტურში იცვლება ხოლმე სიტუაცია, ხან საუტჰემტონია მესამეზე ხან მანჩესტერი, ანუ ორივე გუნდი კარგავს ქულებს სისტემატიურათ, მაგრამ სხვა გუნდები კიდე უფრო არასტაბილურათ თამაშობენ წელს, თუმცა ლივერპულმა ამოქაჩა ბოლო ტურებში, ლევერკუზენი-ვოლფსბურგის თამაშიც დაიდება ალბათ მალე და გავუშვებ გადმოსაწერათ

Link to comment
Share on other sites

 

ჯერ სად ხარ  ;)

:დდდ

 

შენ რო მაგას მეტყვი 

 

 

დღეს გერმანიაში სასაკლაო იყო;დ

  • Downvote 1
Link to comment
Share on other sites

ვნახე ლევერკუზენი-ვოლფსბურგის შეხვედრაც 1080I-ში, შიკარნი თამაში გამოვიდა 9 გატანილი გოლით, დოსტი და ბაიერის კორეელი ლეგიონერი სონ ჰიუნ მინი ბობოქრობდენ მაგ შეხვედრაში ატაკაში, ანგარიში დოსტმა უკვე 6 წუთზე გახსნა, ისე ორივე გუნდმა საკმაოთ ბევრი შეცდომები დაუშვა დაცვაში, 17 წუთზე დურაკული გოლი თოხლა ლევერკუზენის მეკარემ და ნალდოს შორიდან დარტყმული გაუშვა, 29 წუთზე დოსტმა დუბლი შეასრულა და უკვე კრუპნი ანგარიშით იგიბდა ვოლფსბურგი, მერე გადავახვიე და მეორე ტაიმში გაიგიჟეს თავი რასაც ქვია, 15 წუთში 5 გოლის გატანა მოასწრეს ლოლ, 57 წუთზე სონმა პირველი გოლი შეაგდო, თუმცა ეგ გოლი სუდიას არ უნდა ჩაეთვალა წესით, ხელიდან გააგდებინა ფაქტიურათ ბურთი მეკარეს და მაგიტომ, 62 წუთზე უკვე დაცვამ თოხლა და დუბლი შეასრულა სონმა, თუმცა 63 წუთზე დოსტმა უკვ ჰეტრიკი შეასრულა 4-2 გახდა ანგარიში, 67 წუთზე უკვე სონმა შეასრულა ჰეტრიკი და 4-3 აგებდა მარტო ლევერკუზენი, 72 წუთზე კი ბელარაბიმ გაათანაბრა ანგარიში, ბოლოს ლევერკუზენს იგროკი გაუძევეს 82 წუთზე სპახიჩი გავიდა მოედნიდან მეორე ყვითელი კარტოჩკის გამო, ბოლო დამატებულ წუთზე კი მაინც შეძლო მაგ თამაშის მოგება ვოლფბურგმა, რა თქმა უნდა ისევ დოსტმა გაიტანა და პოკერიც შეასრულა, მგონი პირველი პოკერი იყო ეგ ბუნდერსლიგაში მაგ იგროკის, თუმცა კარიერაში ქონდა ალბათ ჰოლანდიაში უკვე ოთხი გოლი გატანილი ერთ თამასში, ვოლფსბურგი მომწონს ისე ამ სეზონში, ბავარიას ვერ აჯობებენ მაგრამ მერეზე გავლენ ალბათ წელს, ბავარიას ისე 8-0 გაუმარჯვია ლოლ ჰამბურგდთან, დორტმუნდმაც მოიგო და გამოვიდა ვილეტის ზონიდან უკვე, ხვალე ფეღბურთები არაა მაგრამ Nba all-star game ყოფილა, თუმცა ალბათ ორშაბათ საღამოს ვნახავ მაგ შეხვედრას, ხვალ დილამდე მაინც არ დაიდება 1080i-ში

Link to comment
Share on other sites

გერმანიის მიმოხილვას ვუყურე დღეს 1080i-ში, გოლების ფეირვერკი იყო მაგ ტურში ლოლ, ჯერ მარტო ბავარიამ მოიგო 8-0 და რეკორდი დაამყარა ჰამბურგთან შეხვედრებში, ვერდერმა აიწყვიტა რაღაც ეს ბოლო პერიოდია, ხუთი თამაში მოიგეს პადრიათ რაც მაგ გუნდს უკვე დიდი ხანია აღარ გაუკეთებია, დღეს ლიგა იწყება და გადმოვწერ რომ დაიდება კარგ ხარისხში

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ შახტიორი-ბავარიის თამაში ვნახე, ძალიან ცუდათ ითამაშა ბავარიამ მაგ შეხვედრაში, ერთი მომენტიც არ შექმნიათ ფაქტიურათ, არც შახტიორი იკლავდა თავს ატაკაში თამაშით, 65 წუთზე ხაბი ალონსო გააძევა სუდიამ მოედნიდან მეორე ყვითელი კარტოჩკის გამო თუმცა მაგით დიდათ არაფერი შეცვლილა მოედანზე, გერმანელებს თითქოს თამაში არ უნდოდათო, ალბათ ასნავნოი უპორს ატვეტნი შეხვედრაზე აკეთებენ, პსჟ-ჩელსის თამაშიც ვნახე, მანდაც არ ყოფილა ფეირვერკები ატაკაში თუმცა ქონდა ორივე გუნდს კარგი მომენტები, ანგარიში 36 წუთზე ივანოვიჩმა გახსნა, 54 წუთზე კავანიმ გაათანაბრა ანგარიში, მაგ ერთი გატანილი გოლის გარდა კიდე რამდენიმე მომენტი გამაზა მაგ იგროკმა, იბრაგიმოვიჩსაც ქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, ჩელსის გატანილი გოლის გარდა თითქმის არაფერი შუექმნია ატაკაში, პსჟ უფრო ცდილობდა მეორე გოლის გატანას, მაგრამ 1-1 დასრულდა ეგ თამაში და ჩელსის უფრო კარგი შანსები აქვს მეოთხედფინალში გასვლის ატვეტნი თამასში, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანი ისეთ ფეღბურთს თამაშობს რომ ფაქტიურათ ხალხიც აღარ დადის სანსიროზე, კატასტროფულ დღეშია გუნდი, აი ინტერი რაღაცეებს ჯახირობს კიდე და სასტავიც განუახლებიათ, ორჯერ პადრიათ კრუპნი ანგარიშით მოიგეს უკვე

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ შალკე-რეალის თამაში ვნახე, რეალს არ გაჭირვებია დიდათ გერმანული კლუბის დამარცხება ვიეზდზე, საკმაო სხვაობა იყო კლასში და არც მოუკლიათ თავი ატაკაში თამაშით რეალის იგროკებს, ანგარიში რონალდომ გახსნა 26 წუთზე, მაგის შემდეგ უფრო შალკე ერთ გოლიანი სხვაობის შენარჩუნებას ცდილობდა ვიდრე ანგარიშის გათანაბრებას და ატაკაში მომენტების შექმნას, თუმცა მეორე გოლი მაინც გაუშვეს, 79 წუთზე მარსელომ დაარტყა ცხრიანში და 2-0 გახდა ანგარიში, ატვეტნი შეხვედრას ალბათ უკვე აღარ გადმოვწერ მაგ პარის, რეალმა შეიძლება არც თავის მოედანზე მოიკლას თავი და მაინც გაიმარჯვებენ ალბათ, შალკეს თან ნახევარი სასტავი ტრამვირებული ყავდა და ჰუნტელარმაც ტრამვა მიიღო მაგ შეხვედრაში, ბაზელი-პორტუს თამაშიც ვნახე, ეგ გაცილებით უფრო როვნი და უპორნი თამაში გამოვიდა, უკვე 11 წუთზე გახსნა პირველივე აპასნი მომენტის შემდეგ ბაზელმა ანგარიში, 11 წუთზე გონსალესმა გაიტანა, მაგის შემდეგ უკვე პორტო ფლობდა უპირატესობას მაგრამ ანგარიშის გათანაბრება საკმაოთ გაუჭირდათ, 79 წუთზე ვალტერ სამუელმა ხელით ითამაშა შტრაფნოიში და სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც დანილომ შეაგდო და 1-1 დამთავრდა ეგ შეხვედრა, მაგ პარაშიც ყველაფერი ატვეტნი შეხვედრაში გადაწყდება, ეგეთი უკვე 3 პარაა 4 ჩატარებულ შეხვედრაში, ესპანეთის მიმოხილვაც ვნახე, ატლეტიკოს ლამის უშანსოთ წაუგია სელტასთან 2-0 და ისევ 7 ქულით ჩამორჩება რეალს, დერბიში მოგებით მარტო ბარსას დაეხმარა მემგონი, თვითონ მესამე ადგილზე ზევით წელს მეეჭვება გავიდეს უკვე, დღეს ევროპალიგის 1/16 ფინალიც იწყება და გადმოვწერ საინტერესო შეხვედრებს

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ლივერპული-ბეშიკტაშის თამაში ვნახე ჯერ ევროპალიგაზე, საკმაოთ უპორნი და მძიმე შეხვედრა გამოვიდა, გაჭირვებით მოიგო ეგ თამაში ლივერპულმა, 85 წუთზე სუდიამ პენალტი დანიშნა რომელიც ბალოტელიმ გაიტანა, თურქებს მაინც რჩებათ შანსები მეორე თამასში და გადმოვწერ ალბათ ატვეტნი შეხვედრასაც, პსვ-ზენიტის თამაშიც ვნახე, მანდაც საკმაოთ უპორნი თამაში იყო მაგრამ კლასით მაინც ჯობნიდა ზენიტი და მეორე ტაიმში ერთადერთი გოლი ჰალკმა გაიტანა 64 წუთზე, დაცვაში თითქმის იდეალურათ ითამაშეს რუსებმა ისე, ცოტა მომენტები შექმნა პსვ გოლის გასატანათ და დამარცხდა კიდეც თავის მოედანზე მინიმალური ანგარიშით, ტოტენჰემი-ფიორენტინა და სელტიკი-ინტერის შეხვედრები მაქვს კიდე გადმოწერილი და ხვალე ჩავუჯდები, საფრანგეთის მიმოხილვაც ვნახე, მოკლეთ მეორე ტურია პირველი სამეული კარგავს ქულებს, პსჟ ვერ თამაშობს წელს დამაჯერებლათ რითიც მარსელი და ლიონი სარგებლობს, თუმცა სასტავი და დაფინანსება გაცილებით სუსტი აქვთ, ვიკენდის რასპისანიაც ვნახე და ამ სამ შეხვედრას გადმოვწერ ალბათ მარტო:, სამპდორია-ჯენოა, საუტჰემტონი-ლივერპული, სენტ ეტიენი-მარსელი

Link to comment
Share on other sites

დღეს კიდე ორ შეხვედრას და ორ მიმოხილვას ვუყურე 1080i-ში, ჯერ ტოტენჰემი-ფიორენტინას თამაში ვნახე, წელს რაღაც არ გამოდიან ცუდათ იტალიური კლუბები მაგ ტურნირში, ალბათ იმიტომ რომ მაგ ტურნირში გამარჯვებული გუნდი ლიგის ასნავნოი ეტაპზე გამოვა შემდეგ სეზონში და უფრო დიდი მოტივაცია აქვთ მაგის გამო, საკმაოთ დაძაბული თამაში გამოვიდა, პირველი ტაიმი მოშნათ დაიწყო ტოტენჰენმა და სრაზუ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, ანგარიში სოლდადომ უკვე 6 წუთზე გახსნა, მერე ნელ-ნელა გაათანაბრა თამაში ფიორენტინამ, 36 წუთზე ბასანტამ ატვეტნი გოლი გაიტანა და 1-1 გახდა ანგარიში, მეორე ტაიმში მთლიანათ ჩაკეტა თამაში ფიორენტინამ და მარტო კონტრ ატაკებზე თამაშობდენ, ამიტომ მეტი გოლები აღარ გასულა და ყველაფერი ატვეტნი შეხვედრაში გადაწყდება მაგ პარაში, სელტიკი-ინტერის ტრილერიც ვნახე, შეცდომების ფეირვერკი იყო იმენა დაცვაში, შოტლანდიელების მეკარეც რამდენჯერმე შეცდა და გაუშვა ბურთი, შაკირიმ უკვე 4 წუთზე გახსნა ანგარიში, 13 წუთზე კი პალასიომ მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა ამსტრონგმა გაქვითა ერთი გოლი უკვე 24 წუთზე, 26 წუთზე კი ავტოგოლი გავიდა, კამპანიარომ გაიტანა და გათანაბრდა ანგარიში, 45 წუთზე პალასიომ დუბლი შეასრულა, თუმცა უკვე ბოლო წუთი რომ მიდიოდა შვედმა იგროკმა გუიდეტიმ გაათანაბრა ანგარიში, მაინც ინტერს აქვს თავის მოედნის უპირატესობა ატვეტნი შეხვედრაში, საშინლათ თამაშობენ ისე დაცვაში, ევროპალიგის მიმოხილვაც ვნახე, რომას 1-1 უთამაშია ფეინოორდთან, სევილიას 1-0 მოუგია ბორუსიასთან, დნეპრმა 2-0 დაამარცხა ოლიმპიაკოსი, აქ შეიძლება ყველა რეზულტატის ნახვა http://www.uefa.com/uefaeuropaleague/season=2015/matches/results/index.html ჰოლანდიის მიმოხილვაც ვნახე, პსვ დიდი ატრივით ლიდერობს, მეორეზე ალბათ მაინც აიაქსი გავა წელს, სხვა გუნდები ძალიან არასტაბილურათ თამაშობენ, დაიდება მალე სამპდორია-ჯენოას შეხვედრა და ხვალე ვუყურებ მაგ თამაშს კაკრაზ

Link to comment
Share on other sites

საუტჰემტონის და ლივერპულის შეხვედრა ვნახე დღეს 1080i-ში, ათამაშდა რაღაც ლივერპული ბოლო ტურებში, ძალიან რედკათ აგებენ უკვე და ატაკაშიც არ გამოიყურებიან ცუდათ მაგ შემადგენლობით, თან ბალოტელის მარტო ზამენაზე იყენებს ტრენერი, ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნა კაუტინიომ შიკარნი დარტყმულის შემდეგ, საუტჰემტონს არ გაუმართლა პირველ ტაიმში, სუდიამ შტრაფნოის გარეთ რომ ითამაშა ლივერპულის მეკარემ ვერ შეამჩნია თორე ალბათ გააგდებდენ მოედნიდან, თან ორი პენალტი არ დანიშნა ორივე კარში, ანუ საკმაო შეცდომები დაუშვა, მეორე ტაიმში კი უკვე ლივერპულმაც შექმნა საგოლე მომენტები, 73 წუთზე სტერლინმა მეოგე გილიც შეაგდო და 2-0 გაიმარჯვა მაგ შეხვედრაში ლივერპულმა, უკვე მარტო 2 ქულით ჩამორჩება მანჩესტერს რომელმაც ისევ დაკარგა მესამე ადგილი აჩერედნოი მარცხის შემდეგ, ტოტენჰემიც ბუქსაობს მაგრამ ეგეც მანდვეა ახლოს 1 მოგების დისტანციაში, სენტ ეტიენის და მარსელის შეხვედრაც გადმოვწერე და დღეს საღამოს ვუყურებ მაგ თამაშს, ჯენოა-სამპდორიის შეხვედრა სამშაბათისთვის გადაუტანიათ შაბათს საღამოს რომ უნდა ჩატარებულიყო და მაგ თამაშს ალბათ აღარ ვუყურებ

Link to comment
Share on other sites

დღეს ერთ შეხვედრას და მიმოხილვას კიდე ვუყურე 1080i-ში, ჯერ სენ ეტიენის და მარსელის თამაში ვნახე, მაგარი უპორნი და დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ოროვე გუნდმა თავიდან დახურული ტაქტიკა აირჩია და მაგიტომ ბევრი აპასნი მომენტები არ იყო, აი მეორე ტაიმში კი შეუბერეს, 54 წუთზე პენალტი დანიშნა სუდიამ მარსელის კარებში რომელიც მაქს გრადელმა გაიტანა, მერე მარსელო ბიელსამ ბელგიელი ფეღბურთელი მატსუაი გამოიყვანა რომელმაც გაათაანბრა ანგარიში 64 წუთზე, 67 წუთზე კი უკვე დუბლი შეასრულა, მაგ ეპიზოდებში მაგარი ჩაისვარა ისე სენტ ეტიენის ზაშიტამ და ღირსებიც იყვნენ რომ ორი გოლი მიიღეს ეგრე ადვილათ, თუმცა ბოლო წუთამდე იბრძოლეს და მაინც მოახერხეს მაგ თამაშის გადარჩენა, უკვე ბოლო წუთზე ერდინჩმა 2-2 გახადა ანგარიში და მარსელი უკვე 4 ქულით ჩამორჩება ლიონს, თუმცა იყო დრო ლამის 8 ქულით წინ იყვნენ მაგ გუნდზე, ასე 8-10 ტურში მგონი, პსჟ ამოქაჩა ნელნელა თუმცა უჭირთ მაინც სტაბილურათ ქულების დაგროვება და ბევრ ნიჩიებს თამაშობენ ხოლმე, გერმანიის მიმოხილვაც ვნახე, გადაუარა ბავარიამ საცოდავ პატერბორნს, 6-0 მოუგიათ ვიეზდზე ლოლ, ვოლფსბურგმაც გაინაღდა ფაქტიურათ მეორე ადგილი, დორტმუნდმა კი ამოქაჩა მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ ევრიკუპკების ზონამდე, 5-6 ადგილს ვგულისხმობ

Link to comment
Share on other sites

დღეს ორ შეხვედრას და ერთ მიმოხილვას ვუყურე კიდე 1080i-ში, ჯერ სიტი-ბარსას თამაში ვნახე ლიგაზე, ძალიან სუსტი თამაში აჩვენა სიტიმ, კლასში იგრძნობოდა სხვაობა და საკმაოთ ცოტა აპასნი მომენტები შექმნეს, აგირო რომ არა ალბათ ერთ გოლსაც ვერ შეაგდებდენ, ანგარიში სუარესმა გახსნა 16 წუთზე, 30 წუთზე კი სუარესმა დუბლი შეასრულა, სიტი მარტო მეორე ტაიმში ათამაშდა ცოტათი, 69 წუთზე აგირომ გაქვითა ერთი გოლი, მაგრამ 74 წუთზე გაელ კლიშის მეორე ყვითელი მიარჭო სუდიამ და ბოლო 20 წუთი კაცნაკლული თამაშობდა სიტი, ბოლო წუთზე თან პენალტი დანიშნა სუდიამ მესი რომ წააქციეს მაგრამ მესიმ ვერ შეძლო გატანა და მარტო 2-1 მოიგო ბარსავ ეგ შეხვედრა, თუმცა მაგ პენალტის გარეშეც შეეძლოთ მესამეს გოლის გატანა და გამაზეს რამდენიმე მომენტი, მაინც ფავორიყი ბარსაა ატვეტნი შეხვედრაში და წესით ადვილათ უნდა გაიმარჯვონ 2 ბურთიანი სხვაობით მაინც მეორე თამასშიც, უვე-დორტმუნდის თამაშიც ვნახე, ეგ ცოტა უფრო საინტერესო და უფრო უპორნი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდმა დაცვითი ტაქტიკა აირჩია და ძალიან არ რისკავდენ ატაკაში თამაშით, ანგარიში ტევესმა გახსნა 13 წუთზე, მაგრამ მერე კიელინი შეცდა ფეხი რომ დაუცურდა და როისმა გაათანაბრა 18 წუთზე ანგარიში, 43 წუთზე მორატამ ისევ დააწინაურა ტურინული კლუბი, მეორე ტაიმში საკმაოთ პრაგმატიკული თამაში მიდიოდა მომენტებში უინტერესოთ და 2-1 დამთავრდა ეგ შეხვედრა, ყველაფერი მაგ პარაში ატვეტნი თამასში გადაწყდება, ეხლანდელი დორმტუნდისგან ყველაფერია მოსალოდნელი ისე, იტალიის მიმოხილვაც ვნახე, მილანს როგორც იქნა მოუგია 2-0 თუმცა ისევ ქონდათ პრობლემები დაცვაში, ევროპალიგის ადგილს 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა შეიძლება 6 ადგილზე გასვლაც საკმაირისი აღმოჩნდეს მაგ ტურნირში გამოსასვლელათ, გააჩნია ვინ ითამაშებს იტალიის კუბოკის ფინალში, რაც არ უნდა იყოს ევროპალიგის საგზურებზე წელს მაგარი უპორნი ბრძოლა გაიმართება 4-6 ადგილებისთვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.